71 სმ - 76 სმ თუ 81 სმ და ა.შ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
71 სმ - 76 სმ თუ 81 სმ და ა.შ
შუკა
პოსტი Feb 4 2011, 16:07
პოსტი #1


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე მაინტერესებს ერთი და იგივე ვაზნით ( არ აქვს მნიშვნელობა მაგნუმი იქნება თუ არა)

რამხელა განსხვავება ორი- ერთი და იგივე ფირმის იარაღიდან 71სანტიმეტრიანი ლულით და

76 სანტიმეტრიანი ლულით სროლისას (ჭრა - მიტანა) რამდენად უკეთეს შედეგს იძლევა 76 სანტიმატრიანი ლულა..

რომ იძლევა ცხადია, მაგრამ რამხელაა სხვაობა???? ანუ რამხელა მანძილს იგებ????????



მცოდნეებო!! აზრები, გამოცდილება, კომენტარები!!!! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Feb 4 2011, 16:21
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ვერაფერსაც ვერ იგებ არაა ეგ სიმართლე გამოსცადე და დარწმუნდები სხვაობა თითქმის არაა რაიმე სხვაობა რომ მოგცეს და მანძილი რო მოგიგოს ლულა იმსიგრძე უნდა იყოს რომ მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება სანადიროდ და გარდა ამისა გრძელ ლულაში საფანტი მეტად დეფორმირდება და მეტ ცვეთას განიცდის.





ხრახნილულიანებში რადიკალურად განსხვავებული სიტუაციაა მად ლულის კედლების სისქეს, ლულის სიგრძეს და კალიბრს ერთმანეთთან განსაკუთრებული დამოკიდებულება აქვთ. ( მაგი ეხლა კი იცი შენ თვითონ newsmile045.gif )
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Feb 4 2011, 16:44
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



[quote name='hunter777' date='Feb 4 2011, 17:21' post='133227']
ვერაფერსაც ვერ იგებ არაა ეგ სიმართლე გამოსცადე და დარწმუნდები სხვაობა თითქმის არაა რაიმე სხვაობარომ მოგცეს და მანძილი რო მოგიგოს ლულა იმსიგრძე უნდა იყოს რომ მისი გამოყენება შეუძლებელი იქნება სანადიროდ და გარდა ამისა გრძელ ლულაში საფანტი მეტად დეფორმირდება და ცვეთას განიცდის.

75 სანტიმეტრიანი ლულა და 72 სანტიმეტრიანუ სხვაობას გაძლევს. მე გამომიცდია და 20 მეტრში ბევრად პატარა დიამეტრით გაიშალა გრძელი ლულიდან
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Feb 4 2011, 16:53
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ლულის კონსტრუქციას და ჩოკის სახეობას აქვს მნიშვნელობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Feb 4 2011, 19:49
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ვერ გავიგე ეს თემა სავაზნის სიგრძეზეა თუ ლულის სიგრძეზე? თუ ორივეზე? კვირას გავალ სანადიროდ, და რადგანაც იხვის ჭაჭანება არაა კახეთში, სხვა და სხვა სიგრძის ლულებიდან და ლულის დამაგრძელებლიდან ნასროლ საფანტის სიჩქარეს გავზომავ ქრონოგრაფით და მონაცემებს აქ დავდებ. წინა კვირას უკვე ვისროლე 71სმ და 76სმ ლულიან ფაბარმებიდან, ზოგიერთი მონაცემები მაქვს, მაგრამ კიდევ ერთხელ მინდა უფრო მეტი მონაცემების საფუძველზე დაზუსტებულად მოგაწოდოთ შედეგები.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი Feb 4 2011, 21:02
პოსტი #6


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



რომა
იქნებ სურთები გადაუღო და ტესტირების განყოფილებაში დადო..

მე კონკრეტულად ერთი ტიპის იარაღიდან 71სანტიმეტრიანი ლულის და 76 იანის შედარება მაინტერესებს

ერთნაირი ჩოკებიდან და ერთი ტიპის ვაზნებით

რის დატესტვას აპირებ ფაბარმების?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Feb 4 2011, 23:45
პოსტი #7


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე მაინც ჰანტერ 777 ვეთანხმები ჩემი მწირი გამოცდილებითურთ: დღეს, როცა ლულების გაჩარხვის ტექნოლოგიები მიკრონის მეასედების მასშტაბებზეა "შეყოვნებული", ლულის სიგრძე-სიგანეს ბევრი აღარაფერი მოეკითხება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Feb 5 2011, 18:27
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



სანადირო იარაღის მკვლევარმა მ. ჟურნემ დაადგინა საფანტის საწყისი სიჩქარის დამოკიდებულება 12 კალიბრის ლულის სიგრძისაგან:
ლულის სიგრძე, სმ............ 20.... 30.......40 ......50.....60.......70......80......90.......100
საწყისი სიჩქარე, მ/წ..........299...327.....344.....357....367.....375....383.....388......393
სიჩქარის მატება, მ/წ.......... - .....28...... 17...... 13.....10........8........8........5..........5
მოყვანილ კვლევაში ნათლად ჩანს რომ ძირითად აჩქარებას საფანტი იღებს ლულის საწყის ნაწილში, შემდეგ კი აჩქარება უმნიშვნელოა, ლულის დაგრძელება 80-84სმ. ზევით კი აზრს კარგავს. მან მიიჩნია სანადირო თოფებისათვის ოპტიმალური ლულის სიგრძე 68-72სმ, სპორტულებისათვის 60-76სმ, შორს სასროლ თოფებისათვის-კი (მაგალითად ბატის გადაფრენისათვის) 80-84სმ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Feb 5 2011, 20:52
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კარგი ცხრილია! მეც მაგას ვამბობდი ზუსტად! დააკვირდით რა მიზერული სხვაობა აქვს 70-და 80 სმ

მდე ლულების მონაცემებს. არანაირი არსებითი აზრიარა აქვს ლულა 76 სმ იანი იქნება თუ 71 ტიანი

ორივეშემთხვევაში ჭურვის სიჩქარე 8 მ/წ - ით იზრდება და მერე კი იკლებს, თუმცა საკითხავია როგორი ტიპის ჩოკიდან ნასროლია

ამ ცხრლში ნაჩვენები , რომელი დენთია გამოყენებული და რა წონის ჭურვია ნასროლი, რამდენი იყო ლულისშიდა

დიამეტრი. ესე ძალიან მშრალი და ზედაპირული მონაცემია. ათასი კითხვა შეიძლება დაებადოს ადამიანს რაზეც პასუხს

მგონი უკვე ვეღარ მიიღებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
robiko
პოსტი Feb 5 2011, 21:15
პოსტი #10


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 179
რეგისტრ.: 23-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კარგი ცხრილი დადე რომეო, გაიხარე, მეც მაქვს წაკითხული, რომ 10 სმ. ლულის სიგრძის სხვაობა (ერთი და იგივე მარკის და ტიპის გლუვლულიანებში) იძლევა 8 მ/წმ სიჩქარის სხვაობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიზუსტე იზრდება (იცვლება ლულის რხევის ამპლიტუდა და თოფის სიმძიმის ცენტრიც)
უხეშად რომ ვთქვათ იგივე შედეგს გაძლევთ თოფის წამლის (სოკოლის) 0.1 გრამით გაზრდაც მაგ. 1.6 გრ-ის ნაცვლად 1.7 გრამი დენთით დატენვაც 8 მ/წმ ით ზრდისო ტყვიის სიჩქარეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ტყიური
პოსტი Feb 5 2011, 22:02
პოსტი #11


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 138
რეგისტრ.: 7-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(robiko @ Feb 5 2011, 22:15) *
კარგი ცხრილი დადე რომეო, გაიხარე, მეც მაქვს წაკითხული, რომ 10 სმ. ლულის სიგრძის სხვაობა (ერთი და იგივე მარკის და ტიპის გლუვლულიანებში) იძლევა 8 მ/წმ სიჩქარის სხვაობას, მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ სიზუსტე იზრდება (იცვლება ლულის რხევის ამპლიტუდა და თოფის სიმძიმის ცენტრიც)
უხეშად რომ ვთქვათ იგივე შედეგს გაძლევთ თოფის წამლის (სოკოლის) 0.1 გრამით გაზრდაც მაგ. 1.6 გრ-ის ნაცვლად 1.7 გრამი დენთით დატენვაც 8 მ/წმ ით ზრდისო ტყვიის სიჩქარეს.


ყველასათვის ცნობილია, რომ ბრძელლულიანი თოფი უფრო შორს და ზუსტად ურტყამს, თუნდაც ზემოთმოყვანილი ცხრილიდან: 10 მ/წმ განსხვავება ცოტა არაა!
10 სმ-ით გრძელი ლულიდან სულ მცირე, 10 მეტრით მაინც გაიზრდება შორსმსროლელობა.
თეორიისა არაფერი მესმის, მაგრამ პრაქტიკა ამას ადასტურებს ყოველთვის.ძველი, საბჭოური თოფების 30-იანი წლებისა და თუნდაც 80-იანი წლების თოფების შედარები (იჟ, ტოზ), ამის ნათელ მაგალითს იძლევა, როცა ლულის სიგრძეები უაზროდ შეამცირეს წინამორბედებთან შედარებით.
კომფორტულმა, უკეთესი სიმძიმის ცენტრიანმა და ნაკლებ რხევისამპლიტუდიანმა თოფებმა ძველ თოფებს ვერანაირი კონკურენცია ვერ გაუწიეს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Feb 5 2011, 22:02
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



hunter777 სხვა და სხვა ჩოკმა, დენთმა, ლულის შიდა დიამეტრმა, ჭურვის წონამ შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვალოს საფანტის საწყისი სიჩქარე, მაგრამ საფანტის აჩქარების დინამიკა ლულის სხვა და სხვა მონაკვეთში მნიშვნელოვნად არ შეიცვლება და ყველაზე უმნიშვნელო მატებას განიცდის ლულის ბოლო მონაკვეთში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Feb 5 2011, 22:11
პოსტი #13


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჭურვის საწყისი იჩქარეა და მაიდან გამომდინარეა ყველა დანარჩენი მონაცემი, რათქმუნდა ლულის კონსტრუქციაც და მისი ტიპიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ საქმეში. ჭურვის საწყისი სიჩქარე კი დენთის ტიპზე, ჭურვის წონაზე, კაფსოლის სახეობაზე და ლულის შიდა დიამეტრზეა დამოკიდებული, ასევე სავაზნიდან ლულაში გადასასვლელი კონუსის გეომეტრიაზეც. ეს მონაცემები კი ზემოთ მოცემულ ცხროლში არ ჩანს. იმიტომ ვამბობ რომ ზედაპირულ ცნობებს გვაწვდის ეგ ცხრილი თქო. ისე მადლობა რომ შეწუხდი და დადე ეგ მონაცემები. small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Feb 5 2011, 22:20
პოსტი #14


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ციტატა(hunter777 @ Feb 5 2011, 23:11) *
ამ შემთხვევაში ყველაზე მნიშვნელოვანი ჭურვის საწყისი იჩქარეა და მაიდან გამომდინარეა ყველა დანარჩენი მონაცემი, რათქმუნდა ლულის კონსტრუქციაც და მისი ტიპიც მნიშვნელოვან როლს თამაშობს ამ საქმეში. ჭურვის საწყისი სიჩქარე კი დენთის ტიპზე, ჭურვის წონაზე, კაფსოლის სახეობაზე და ლულის შიდა დიამეტრზეა დამოკიდებული, ასევე სავაზნიდან ლულაში გადასასვლელი კონუსის გეომეტრიაზეც. ეს მონაცემები კი ზემოთ მოცემულ ცხროლში არ ჩანს. იმიტომ ვამბობ რომ ზედაპირულ ცნობებს გვაწვდის ეგ ცხრილი თქო. ისე მადლობა რომ შეწუხდი და დადე ეგ მონაცემები. small3d018.gif

მაგ ცხრილში ლაპარაკია იმაზე, რომ ერთი და იგივე ჩოკით, ერთი და იგივე დენთით, ერთი და იგივე ლულის დიამეტრით, ერთი და იგივე ჭურვის წონით, და ყველაფერი სხვა ერთი და იგივე პირიბებში რა განსხვავება არის საფანტის საწყის სიჩქარეში 71სმ. ლულიდან და 76სმ. ლულიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Feb 5 2011, 22:39
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ციტატა(romeo 1 @ Feb 5 2011, 23:20) *
მაგ ცხრილში ლაპარაკია იმაზე, რომ ერთი და იგივე ჩოკით, ერთი და იგივე დენთით, ერთი და იგივე ლულის დიამეტრით, ერთი და იგივე ჭურვის წონით, და ყველაფერი სხვა ერთი და იგივე პირიბებში რა განსხვავება არის საფანტის საწყის სიჩქარეში 71სმ. ლულიდან და 76სმ. ლულიდან.



newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 23:57