ოჩოპინტრეს რადიო პრომოუშენი |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ოჩოპინტრეს რადიო პრომოუშენი |
Jul 3 2009, 02:20
პოსტი
#1
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჩელე მუშაობს ქართულ რადიოში, ხოდა გვთავაზობს ყოველკვირეულ გადაცემას............................
თემას ყველა ხვდებით, არავითარი ოჩოს ქოხივით მშრალი და უაზრო გადაცემა, თემათური და მოკლედ ყველაფერი იქნება მაქსიმალური სურვილების გათვალისწინებით, მთელი შემეცნებითობის ამბავში. რავარია? გააგრძძელეთ |
|
|
Jul 3 2009, 02:37
პოსტი
#2
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ხოოოო, მოკლედ, კლუბის ჩამოყალიბებამდე სულ მაწუხებდა ეს იდეა და სულ ვფიქრობდი, რომ გამეკეთებინა გადაცემა გადარჩენის ხელოვნების შესახებ ( ვიტოს აქვს პატარა წიგნი და ეს იდეა ამიტომ დამებადა ) მაგრამ კლუბის შექმნა რომ განიძრახა ჩვენმა ვიტომ , მეც უფრო დავფიქრდი და ამ იდეაზე უკვე კარგა ხანია ვფიქრობ, მაგრამ ფორმატზე ჯერ ვერ ჩამოვყალიბდი. ანუ რა გვაქვს რეალურად და მე რა შემიძლია გავაკეთო:
.... ალბათ ყველამ თუ არა, ბევრმა იცით რომ არსებობს რადიოსივრცეში ასეთი: რადიო-2, ქართული რადიო, სადაც უკვე 9 წელია ვმუშაობ, ხოდა ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ დავითრევ საეთერო დროს და გავაკეთებ გადაცემას, სადაც საუბარი იქნება ბუნებაზე, თევზაობაზე, ნადირობაზე, ძაღლებზე, თოფებზე, გადარჩენის ხელოვნებაზე და ა.შ, მაგრამ ამას მარტო მე ვერ გავაკეთებ, მინდა თქვენი დახმარება, როგორი ფორმატით შეიძლება ასეთი გადაცემის გაკეთება ამაზე უნდა შევთანხმდეთ. ჩემი აზრით კვირაში 1 გადაცემა საკმარისი იქნება, მერე ეს გადაცემა ჩაიწერება და გამეორდება, ანუ გამოდის რომ კვირაში 2 გადაცემა გაკეთდება, ქრონომეტრაჟი იქნება ალბათ 55 წუთი, რაც შეეხება რუბრიკებს: ეს მოსაფიქრებელია, დანარჩენი შეფუთვა და ქუდები და გაფორმება ჩემზე იყოს, ამაზე თქვენ არ შეგაწუხებთ, გვეყოლება სტუმრები პირდაპირ ეთერში, გდი ჩვენთან იქნება და საინტერესო თემებზე შეიძლება გაკეთდეს გადაცემა, ანუ ყველაფერს დაეთმობა დრო და წესით სმენადი და რეიტინგული გადაცემა უნდა გამოვიდეს, თქვენ როგორ ფიქრობთ, როგორ შეიძლება ამ ყველაფრის თავმოყრა და ერთ კონტექსტში მოქცევა? აბაა, გამოუშვით იდეები. სავარაუდოდ სექტემრიდან გავალთ ეთერში, თან წეღან ვლაპარაკობდით მე და ვიტო და ბანერებსაც გავცვლით და საერთოდ გადაცემას დავარქმევ ოჩოპინტრეს, აი ეგრეე........ |
|
|
Jul 3 2009, 09:16
პოსტი
#3
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
შესანიშნავი აზრია, გადასარევია პირდაპირ, სამწუხაროდ ტელევიზიის საშუალებით ასეთი გადაცემა ვერ მოხერხდა
ეს ბოლო პროექტი ძალიან კარგია მაგრამ , უნდა ითქვას რომ საკმაოდ ზერელეა და მშრალია, ეს გადაცემა მიეკუტვნება გასართობ პროგრამებს ("ენთერთეიმენთ") და არა შემეცნებითის("ქოგნიტივი"), ეს უკანასკნელი კი აუცილლებელია ტელევიზიის თუ რადიოს ეთერში. გარდა ამისა გ.დ.ი.-ს დახმარებითა შევეხებით სხვადასხვა საჭირბოროტო პრობლემებს, ეს კი ნამდვილად არ იქნება ზედმეტი მე მხარს ვუჭერ ამ წამოწყებას და ყოლგვარი საშუალებით მხარში დავუდგები ! ყოჩაღ ბიჭებო |
|
|
Jul 3 2009, 09:39
პოსტი
#4
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,242 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მშევნიერი იდეაა, რაც ამ ქვეყანას აკლია ეს ადამიანების ინფორმირებულობაა, უნდა მოხდეს კარგად გაანალიზება თუ რა იდეაა და რა გვინდა გამოვიდეს, სხვებს რომ არ დავემსგავსოთ
|
|
|
Jul 3 2009, 10:13
პოსტი
#5
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,127 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ჩელე
ჩემო ჩელე ჯერ ვთქვათ სავარაუდოთ რამდენ დღეში ერთხელ გავა გადაცემა ეთერში( თუ ყოველდღიურად?) მერე შევკრიბოთ ჩვენი კლუბის მეიარაღენი( ბონეჰილი,ჰანტერი, და ა.შ) ასევე სხვა პროფესიის ხალხი და უნდა შევადგინოთ პროგრამა რომელიც სხვადასხვა თემებისგან იქნება შემდგარი, თითოეული რომ დაიხვეწება ჩვენი მხრიდან მაშინ სტუმარიც დახვეწილად ილაპარაკებს და უფრო კარგად გაერკვევა მსმენელი რაზეა საუბარი. იდეა მართლა მაგარია, კარგი აზრია ჰოდა წავიწიოთ წინ და გადავდგათ კიდევ ერთი დიდი ნაბიჯი, ბანერების გაცვლას რაც შეეხება ეგ ორმხრივად აწყობდეს იქნება რადიოსაც და ჩვენც(რათქმა უნდა) ჩვენთვის ეს უდიდესი რეკლამა იქნება, რადიოსთვის კი მსმენელის სიუხვე( რაც ჩემზე კარგად იცით თუ რას ნიშნავს რადიოსთვის მსმენელი), ჰოდა აგრეთვე გვექნება პირდაპირ ეთერში სატელეფონო ჩართვები ნადირობით ,თევზაობით,..... დაკავებულ ადამიანებთან. ესაა ჩემი კომენტარი(ზედმეტი ხოარ ვილაპარაკე??????? |
|
|
Jul 3 2009, 10:32
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,472 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
იდეა გადასარევია,დანარჩენს მერე მოგახსენებთ
|
|
|
Jul 3 2009, 11:37
პოსტი
#7
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,041 რეგისტრ.: 19-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi ...internatebi |
მე მაგრამ მომეწონა ეს იდეა და აუცილებლად უნდა განვახორციელოთ კარგი რამე გამოვა მე თუ რამე შემიძლია აგერ ვარ ფორუმზე
|
|
|
Jul 3 2009, 11:54
პოსტი
#8
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,792 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: rustavi |
კარგი იდეააა ჩელე გადასარევი შემეცნობით ხასიათი უნდა მიეცეს ჩემის აზრით ნადირობის კულტურაზე თევზაობის კულტურაზე შეიძლება ლაპარაკი, ბუნების დაცვაზე ძაღლებებზა, მათ მოვლაზე სანადირო იარაღზე და კიდევ ბევრ რამეზეე
|
|
|
Jul 3 2009, 12:27
პოსტი
#9
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ხოდაააა მეც ეგ ვთქვი, რომ როგორ შეიძლება შევფუთოთ გადაცემა, მე სავარაუდო თემები ზედა პოსტში ჩამოვთვალე და იქნებ რამე დამავიწყდა ან იქნებ რამე არ ვიცი და თქვენ იცით, ამიტომ ჩამოყარეთ იდეები და სექტემბრამდე კაი დიდი დროა, ჩამოვყალიბდეთ და ვხიოთ ეთერში.
ჩიქო ჩემი აზრით კვირაში 1 გადაცემა საკმარისი იქნება, მერე ეს გადაცემა ჩაიწერება და გამეორდება, ანუ გამოდის რომ კვირაში 2 გადაცემა გავა ეთერში, ქრონომეტრაჟი იქნება ალბათ 55 წუთი, მოკლედ ველოდები იდეებს და საინტერესო ინფორმაციებს, მართლა წაგვაგდება პიარისთვის, რადიოს კი მსმენელი დაემატება......... ხელი ხელის ბანს, ორივე კი პირსაოო........... |
|
|
Jul 3 2009, 14:04
პოსტი
#10
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
ჩელე
ძალიან კარგი იდეა და კარგი პროექთი გამოვა ჩემი აზრითაი ვიფიქრებ და მოგახსენებთ ჩემს აზრს |
|
|
Jul 3 2009, 14:31
პოსტი
#11
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,336 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
ჩელე კი არა ჩემპიონი ხარ! ჩემპიონი!
|
|
|
Jul 3 2009, 15:12
პოსტი
#12
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
უმაგრესი ახალი ამბავია! გამიხარდა! აქ ბრაკების ტემებიც გაშუქდება და ყველა იმ პრობლემას შევეხებით რაც გვაწუხებს მაგ ამბავს თუ მივხედეთ კარგი საქმე გაკეთდება!!!
|
|
|
Jul 3 2009, 15:24
პოსტი
#13
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
hunter777
......... ბრაკებსაც შევეხებით და დაწუნებულებსაც ჩვენს ხელთ იქნება ეს გადაცემა და რასაც გვინდა იმას გავაკეთებთ, მთავარია კარგად ავაწყოთ და არ გადავტვირთოთ, ინფორმაცია უამრავია, ხალხიც ბლომად ხართ, სტუმრების პრობლემა არ იქნება და ეგ არის რაა, მეტი კი არაფერია გადაცემა, მაგრამ ზედაოპირული არ მინდა რომ იყოს და ამაში ყველას დახმარება მინდა. |
|
|
Jul 3 2009, 15:30
პოსტი
#14
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ჩელე
შენ დიწყე ჩალიჩი, ფორმატიც გააკეთე შენებური და დაგვიდე პროექტი, თორე ჩვენ ფორმატების და რადიო დეტალების აზრზე არ ვართ, მერე ჩვებ გავფილტრავთ და ხორცს შევსხავთ, მგონი ნადირობის სეზონამდეც შეიძლება გაკეთდეს რამე გადაცემები თევზაობაზე, ისე რავი ესეთი აზრი მაქვს, 2 კვირაში ერთხელ ხომ არ ჯობია რომ გაკეთდეს ახალი გადაცემები პირველ ეტაპზე? |
|
|
Jul 3 2009, 15:36
პოსტი
#15
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 14,709 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ვიტო
სექტემბრამდე ვერაფერსაც ვერ გავაკეთებ, რატოომ? იმიტომ რომ შვებულებაში გავდივარ......... 2 კვირაში ერთხელ არ გამოვა, ან კვირაში მინიმუმ 1, ან კიდევ აზრი არა აქვს 2 კვირასი ერთის გაკეთებას |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 02:42 |