თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ერთობლივი თევზაობები _ შედეგიანი გასვლა ალგეთის წყალსაცავზე

პოსტის ავტორი: Rniko May 18 2016, 10:36

მოგესალმებით ფორუმელებო, ორი დღის წინ 16 მაისს გადავწყვიტეთ ალგეთზე მოგვეწყო გასვლა, ღამის 2 საათისთვის დავიძარით, შესართავის მხრიდან ჩავედით ტბასთან, სანამ ამოვლაგდით მზეც წამოგვეწია და დავიწყეთ თევზაობა, სატყუარად გვქონდა წაღებული წითელი და თეთრი ჭიები, წურბელები, კოპტონი, სიმინდი. ჩემი გამოცდილებიდან გამომდინარე ალგეთზე რატომღაც ყველაზე მეტად კოპტონი მუშაობს, არც იმ დღეს იყო გამონაკლისი და ყველაზე მეტად თევზი კოპტონს ეტანებოდა, დილის 9 საათისთვის რამოდენიმე კარჩხანა და ხრამული გვყავდა დაჭერილი სულ მალე პირველი ლოქო დაჯდა და წარმატებით ამოვიყვანეთ, დაახლოებით 11 საათისთვის ძლიერი დარტყმის შემდეგ დაიწყო სანახაობა, დაახლოებით 40 წუთი ვერ გავიგეთ რა თევზს ვეჭიდავებოდი, ნაპირზე რო გამოვიყვანეთ და დავინახეთ გაკვირვებული დავრჩი დანარჩენი იხილეთ ფოტოებში ...



პატარა ლოქო 3.700 კგ დიდი 18 კგ. მალე ვიდეობსაც დავდებ.



http://postimage.org/









http://postimage.org/

პოსტის ავტორი: gio1991 May 18 2016, 10:55

ვაა ძაან მაგარია.. ეს ლოქო რაზე დაჯდა?

პოსტის ავტორი: Rniko May 18 2016, 11:01

gio1991
კოპტონზე

პოსტის ავტორი: Davitus May 18 2016, 11:54

Rniko

საღოლ კაი ნადავლია!

სურათი ჩავასწორე

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 18 2016, 11:59

Davitus
ბოლო მე ჩავასწორე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯოლა May 18 2016, 12:06

Rniko
იფ იფ იფ , ქინძი უნდა ახლა ამას ძმრით და კაი ტანინიანი რქაწითელი newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ოთო. May 18 2016, 12:11

Rniko
მალადცი ძმაო ამას ქვია შედეგიანი გასვლა!..

პოსტის ავტორი: Rniko May 18 2016, 13:16


პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 18 2016, 14:57

მალადციიიიი.....

პოსტის ავტორი: ახალციხელი May 18 2016, 16:11

ყოჩაღ მაგარია.
ლოქო კოპტონს არ უნდა ეტანებოდეს წესით, თუმცა კოპტონის მონტაჟზე არაერთი დაუჭერიათ შემთხვევით. შემთხვევა კი იმაში მდგომარეობს, რომ თავდაპირველად კოპტონზე კარჩხანა ჯდება, შემდეგ კი ამ კარჩხანაზე ლოქო. შეიძლება კი ვცდები მარა ასე მგონია.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 18 2016, 16:15

ახალციხელი
კი ეგრეა და ალგეთზეც ბევრი გამიგია მსგავსი

პოსტის ავტორი: თაზო May 18 2016, 16:23

მაგარია. ადვილი არაა ამხელა მორის გამოთრევა ნაპირზე ანკესით. რესპექტები))

პოსტის ავტორი: ჩელე May 18 2016, 16:36

ვააააა რა მაგარია. ყოჩაღ ძმაო. ეს ერთი და სხვა მრავალი...

პოსტის ავტორი: dima71 May 19 2016, 03:14

ბრავოოოოოოოოოოოოოოოოო!!!!

პოსტის ავტორი: უიარაღო May 19 2016, 09:32

უმაგრესი თევზია. :მოცულობითი წარმონაქმნი არ ესინჯება."ოცნების თევზი" ო რომ იტყვიან სწორედ ესაა. small3d018.gif

პარტიას არ ვგულისხმობ D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax May 21 2016, 11:11

კი წავიდოდა კაცი ალგეთზე...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)