ბაზიდიანი სოკოები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ბაზიდიანი სოკოები
კუდიგორელი
პოსტი Dec 10 2009, 16:45
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ყურა სოკო (კაცისყურა, გარდამრიდი იუდას ყური)

hirneola judae










ნაყოფსხეული - მჯდომარეა სუბსტრატზე, 12სმ-მდე დიამეტრისაა და ადამიანის ყურს ჰგავს,ნაოჭიანია, ელასტიური, ლაბისებრი, გარედან მოყვითალო-ყავისფერია, მოიისფრო-ნაცრისფერი ან მოწითალო-მურა, წვრილხავერდოვანი ზედაპირით; შიგნითა მხრიდან ნაცრისფერ-იისფრიდან ნაცრისფერ-წითლამდე, ტიტველი.
სპორები - 11-15(23)X5-7(8) მკმ. ცილინდრულია, მოხრილი.
იზრდება ცოცხალდიდგულა ტოტებზე, ზოგჯერ გამხმარი მურყნის მერქანზედაც გაზაფხულ-შემოდგომით.
შორეულ აღმოსავლეთსა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში საჭმელად ხმარობენ. საქართველოში საჭმელად არ გამოიყენება.





წყარო საქართველოს სოკოები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Dec 10 2009, 18:34
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ჩაგა

inonotus obliquus (fr.) pil. sterlis (van.) nikol.











ნაყოფსხეული - ვითარდება ხნიერ ცოცხალ არყის ხეზე ამობურცული ამონაზარდის სახით გახევებული სხეული, რომლის ზედაპირი უსწორმასწოროდაა დახეტქილი, შავია, ადგილ-ადგილ მუქ-მურაა. გაჭრისას შიგნიდან მურაა, მოთეთრო ჩანართებით. სოკოს ნაყოფსხეული ვითარდება არყის ხის გახმობის შემდეგ ამობურცული სხეულის მოპირდაპირე მხარეს; ნაყოფსხეული ბრტყელია და ხანგრძლივად დაფარულია არყის ქერქით, ჯერ ღია მურაა, შემდეგ კი მუქდება.
იზრდება მხოლოდ ხნიერ არყის ხეებზე, მრავალწლიანია.
გამოყენება - ხალხურ მედიცინაში ჩაგას ექსტრაქტი გარკვეული ტექნოლოგიითა და დოზით გამოიყენება კუჭ-ნაწლავის დაავადებათა და კიბოს წინააღმდეგ სამკურნალოდ.




წყარო საქართველოს სოკოები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nika1234
პოსტი Dec 10 2009, 22:32
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სოკო ჩაგა საქართველოში არის სადმე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Dec 10 2009, 23:57
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



როგორც ჩანს არი, მე პირადად არ მინახავს, მარა წიგნი საქართველოს სოკოებზეა მარტო და მოხსენიებულია აქ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Dec 16 2009, 20:53
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ძერანა

poluporus squamosus











ქუდი - 5-60 სმ, იზრდებაერტეულებად ან შეერთებულია რამდენიმე ეგზემპლარი ერთად, დასაწყისში მომრგვალოა და ელასტიურ-ხორცოვანია, შემდეგ - თირკმელისებრი, მარაოსებრი. ზედაპირი დაფარულია კონცენტრულად განწყობილი ყავისფერ და მუქმურა ზედაპირზე გაკრული ქერცლებით, ღია-მოყვითალოა, ჟანგმიწისფერია და მომწიფებისას თითქმის მურაა, ჰიმენოფორი დასაწყისში თეთრია, შემდეგ მოყვითალო. მილები დაღმავალია, ფორები მსხვილი კუთხოვანი, უსწორმასწოროდ დაკბილული კიდეებით.
ფეხი - მოკლეა 1-3 სმ, ჩVეულებრივ გვერდითი, ექსცენტრული, იშვიათად ცენტრალური, ძირში გაგანიერებული მუქმურა ან შავია. ზედა ნაწილში თეთრია ან ღია-მოყვითალო, ბადისებრფოროვანი, სქელი და მკვირივი.
რბილობი - თეთრია ან მოყვითალო, ჯერ წვნიანი, მსუბუქი, ხორციანი, შემდეგ მაგარი - კორპისებური.
სპორები - 10-14X4-5 მკმ. წაგრძელებულ-ელიფსისებურია, უფერული. სპორების მტვერი - თეთრი.
იზრდება მკვდარ და დაზიანებულ ხეებზე, განსაკუთრებით წიფელსა და თელაზე, მთელ სავეგეტაციო პერიოდში. საქართველოში ყველგან გვხვდება.
გამოყენება - საჭმელია ნორჩობაში, წინასწარი გათუთქვის შემდეგ. სიმწიფეში კორპდება და საჭმელად არ გამოიყენება.




წყარო საქართველოს სოკოები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jan 16 2010, 12:41
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



არყის სოკო

piptorus betulinus










ნაყოფსხეული - ბალიშის ფორმისაა ან წაგრძელებულია, 20-სმ-მდე დიამეტრისა; ჯერ მოთეთროა, შემდეგა - მოყვითალო ღია მურამდე. მილები მსხვილია, სქელგარსიანი. გამხმარ ნაყოფსხეულს კორპისებური აგებულება აქვს.
სპორები - ცილინდრულია, მოხრილი, უფერული 4,5-6X1.25-1.4 მკმ
იზრდება გამხმარ, იშვიათად ცოცხალ არყის ხეზე.
გამოყენება - საჭმელად უვარგისია. წარსულში საქართველოს მოსახლეობა გამხმარი არყის სოკოსგან სათამაშო ბურთებს თლიდა.




წყარო საქართველოს სოკოები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Jan 16 2010, 19:00
პოსტი #7


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



არყის ხე არსებობს საქართველოში?რატო ვკითხულობ იცი?! ბევრი ისეთი სოკო ვნახე აქ რო არც მინახია საერთოდ და არც გამიგია.და საერთოდ მეეჭვება რო საქართველოში მოდის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jan 16 2010, 20:32
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



გოგა
კი არის საქართველოში, მარა ფართოდ არ არი გავრცელებული. ამ სოკოებიდან ბევრი არც მე მინახავს, მაგრამ წიგნს საქართველოს სოკოები ქვია და რადგან წიგნშია შეტანილი ე.ი. არის საქართველოში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jan 19 2010, 00:32
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ყვითელი აბედა

laetiporus sulphureus











ნაყოფსხეული
- 10-40 სმ დიამეტრისაა და 1-4 სმ სისქისა, ნახევარწრისებრი; ნარინჯისფერი ან გოგირდოვან-ყვითელი, ხშირად ვარდისფერი ელფერით, შემდეგ უფერულდება ღია მოყვითალომდე. ფორების შრე გოგირდოვან-ყვითელია.
რბილობი - რბილია, ხორცოვანი, მოყვითალო-მოთეთრო.
სპორები - 5-7X3,5-5 მკმ ფართო ელიფსისებრია, სადა; სპორების მტვერი ღია-ყვითელია.
იზრდება ფოთლოვან, იშვიათად წიწვოვან ხეებზე ზაფხულ-შემოდგომით. იწვევს მერქნის ლპობას.
გამოყენება - საჭმელად მხოლოდ ნორჩობაში იხმარება, რადგან ზრდასრული სოკოების ნაყოფსხეული გახევებულია.


ძველად საქართველოში ნამდვილი აბედა სოკოსაგან - fomes fomentarius - აბედს ამზადებდნენ, რომელიც გამოიყენებოდა ცეცხლის დასანთებად (კვეს-აბედი)


ესეც ნამდვილი აბედა სოკო







წყარო საქართველოს სოკოები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jan 30 2010, 15:42
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ირმისტუჩა

hydnum repandum













ქუდი - ჯერ ამობურცულია, შემდგე - შუაში ჩაზნექილია, 4-10 სმ დიამეტრისა; ხშირად არასწორია; მოყვითალო, თეთრი ან მოვარდისფრო-ხორცისფერია. ქუდს ქვედა მხარეს განვითარებული ეკლები ფეხის მიმართ დაღმავალია, მყიფე მოვარდისფრო.
ფეხი - ექსცენტრულია, მოკლე, ცილინდრული, თეთრი ან მოყვითალო, ძირში ღია ჟანგისფერია.
სპორები - თითქმის სფეროსებრია, გლუვი ზედაპირით 7-8 მკმ, უფერული.
იზრდება ნიადაგზე ნაძვნარებში, შერეულ და ფოთლოვან ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოიყენება საჭმელად ნორჩობაში, ახალი.




წყარო საქართველოს სოკოები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Jan 30 2010, 16:00
პოსტი #11


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ირემა სოკო

sarcodon imbricatus













ქუდი - ბრტყელია, შუაში კი ჩაღრმავებული, კიდეები შეკეცილია, 4-20 სმ დიამეტრისაა და ზედაპირი დაფარულია სქელი, წაწვეტილი, კონცენტრულად განწყობილი მუქყავისფერი ქერცლებით. ჰიმენიალური (ეკლების) შრე ფეხის მომართ დაღმავალია, ნაცრისფერია.
ფეხი - 2-8 სმ სიგრძისაა და 1-2 სმ სისქისა; ცილინდრული, ქუდისაკენ თეთრი, ძირისაკენ ყავისფერი.
რბილობი - მკვრივია, მოთეთრო, გადატეხისას წითლდება.
სპორები - სფეროსებრია, 5-6 მკმ დიამეტრისა, ზედაპირი ხორკლიანი მუქი ყავისფერია.
იზრდება - ნიადაგზე ნაძვნარებში, ფიჭვნარებში და შერეულ ტყეში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოიყენება საჭმელად ნორჩობაში, ახალი.





წყარო საქართველოს სოკოები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
კუდიგორელი
პოსტი Feb 12 2010, 22:35
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



ირმისბაწარა

hericium coralloides











ნაყოფსხეული - ძლიერ დატოტვილია და მოგვაგონებსაწეწილ ბაწრის გორგალს; თეთრია ან მოყვითალო. "ეკლები" გრძელი, წაწვეტებული და მრავალრიცხოვანი აქვს. ყველა მიმართულია ქვევით, თეთრია ან ღია მოყვითალო.
რბილობი - თეთრია, ოდნავ მომწარო გემოთი.
სპორები - სფეროსებრია, 3-5 მკმ დიამეტრისა, უფერული.
იზრდება გამხმარ და დამპალ ფოთლოვან ხეებზე, განსაკუთრებით კი წიფელზე; გვხვდება აგრეთვე ცოცხალი ხეების ფუღუროში ზაფხულ-შემოდგომით.
გამოიყენება საჭმელად ახალი





წყარო საქართველოს სოკოები

გულა სოკო

hericium erinaceum











ნაყოფსხეული - გულის ფორმისაა ან უფრო მომრგვალო 5-18 სმ დიამეტრისა, ფეხის გარეშეა; ჯერ მოვარდისფროა, შემდეგ თეთრი, მურა ან ჯანგისფერი ელფერით.
რბილობი - თეთრია, ხორცოვანი " ეკლები" გრძელია დამიმართულია ქვემოთ.
სპორები - ელიფსისებურია ან კვერცხისებრი 5-7X4,5-6 მკმ.
იზრდება ერთეულებად, უმთავრესად მუხაზე.
გამოიყენება საჭმელად ახალი




წყარო საქართველოს სოკოები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 19:01