სოკოები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
სოკოები, მდებარეობა მანგლისი
Georgian
პოსტი Feb 10 2010, 12:05
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



მოგესალმებით ყველას! მართალია ეს ფორუმი მონადირეთა და მეთევზეთა მცოდნეებისათვის არის და დამწყებთათვის, მაგრამ სოკოც კარგი რამეა. მონადირეობის რა გითხრათ სულ 2-3 ვარ ნამყოფი სანადიროდ გაბზარულ-კონდახიანი 1 ლულიანი იჟი მაქვს და კარგი შტიკი newsmile05.gif რადგან სოკოების განყოფილებაც არის აქ დავწერ ჩემს პირად გამოცდილებას, სოკოზე ძალიან ხშირად დავდივარ ყოველ სეზონზე. ძალიან მიყვარს როგორც სოკოზე სიარული ასევე მისი მომზადება და კაი ჭაჭასთან ჭამაც. ძირითადად მანგლისის მთებში.

მანგლისი - მოდის ვარყა (მთაში ეძახიან "გრუზძ") მოდის ძირითადად წიწვოვანში, არის თავიდან ბოლომდე თეთრი ფერის. ამოდის წიწვის და ფოთლების ქვეშ და მიწისაგან და ფოთლებისგან ედება თავზე მოყვითალო ფერი. მისი შემჩნევა არის რთული თუ ზემოდან დახედავთ რადგან არის წიწვების ქვეშ, როდესაც გრუზძს ეძებთ უნდა დააკვირდეთ ქვემოდან ზემოთ, ანუ როდესაც არის აღმართი, არ უნდა ეძებოთ ზემოდან ქვემოთ უნდა შეხედოთ ქვემოდან, ასე შეიძლება ბევრი სოკო გამოგრჩეთ. ასევე იზრდება ოჯახებად, როდესაც აღმოაჩენთ 1 ან რამდენიმე სოკოს აუცილებლად უნდა მოთხაროთ მინიმუმ 1 მეტრი გარშემო მიწა აუცილებლად ნახავთ კიდე. დახასიათება: არის ერთ-ერთი მწარე სოკოთა ოჯახიდან. იზრდება სიგანე 1სმ დან 50 სმ მდე. სიმაღლე - 1სმ დან 10 სმ მდე. მომზადების წესი: პირველ რიგში მოკრეფიდან კარგად უნდა გავრეცხოთ, დანით უნდა მოვაშოროთ მიწა და წიწვები, ოღონდ ფრთხილად რომ ბევრი ხორცი არ მოვაშოროთ. შემდეგ რომ კარგად გავრეცხავთ უნდა გამდინარ წყალში იყოს 1 საათით. შემდეგ ჩავყრით დიდ ქვაბში და ავადუღებთ, ვადუღებთ 10-15 წუთი მეტი არა თორემ შეიძლება დაიშალოს. შემდეგ გამოვრთავთ და იმავე ქვაბში გავაჩერებთ დილამდე. ამით სრულიად მოშორდება სიმწარე. შემდეგ უკვე ტექნოლოგიის მიხედვით დავამარინადებთ, ყველას თავისი ტექნოლოგია აქვს მე პირადად ესე ვაკეთებ, ძმარს ვასხავ წყალს 1 ლიტრზე 300 გრამი რომ ძალიან მძაფრი არ იყოს სოკო დამარინადებული, ვისაც კაი მჭავე უყვარს შეუძლია არც გაუკეთოს წყალი. ძმარს ვადუღებთ და ვაციებთ. ვდებთ ადუღებული წყლით კარგად გარეცხილ ქილებში სოკოს ფენა-ფენა ვალაგებთ დაფნის ფოთოლს და ქინძს (ოღონდ გამხმარს) რომ ავავსებთ სოკოს შემდეგ ჩავასხავთ ძმარს პირამდე ავსებთ და ცოტა ხნით დაველოდებით ძმარი ჩაიწევს ქვემოთ და გაიჟღინთება სოკოები, შემდეგ დავამატებთ ძმარს ავავსებთ პირამდე და კარგად დავხუფავთ. 1 კვირაში შეგიძლიათ გახსნათ და მიირთვათ. შეგიძლიათ ზამთრამდეც შეინახოთ.

აგერ ჩვენი მოკრეფილი 30 სმ სიგანის გრუზძი


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Georgian
პოსტი Feb 10 2010, 12:25
პოსტი #2


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



ცოტ ცოტას კიდევ ვიტყვი სოკოებზე რომლებიც მანგლისში მოდის.

მოდის - მასლიატა. არის ყავისფერი, ზედაპირი აქვს პრიალა ხელს რომ მოკიდებთ ლორწოვანია, შიგნითა მხარე აქვს "გუპკის" რბილი. ასევე მოდის შხამიანი მასლიატა რომელსაც რომ მოჭრით გული აქვს იისფერი ძალიან საშიში სოკოა. მასლიატა იჭმევა როგორც შემწვარი ასევე დამარინადებული.

ქამა - არის სულ თეთრი. იჭმევა შემწვარი, მთაში ჭამენ უმსაც. მოდის კლდიან ადგილებში.

ტყის ქამა - არის თეთრი და ზემოდან აქვს ყავისფერი კანი. მოდის წიწვოვანშიც და ფოთლოვანშიც. იჭვმევა შემწვარი.

დათვის ქამა - იზრდება 20-60 სმ სიგანის არის, ზედაპირი აქვს მუქი ყავისფერი ხოლო უკანა მხარე აქვს შავი. ძირითადად მოდის ფოთლოვანში. იჭმევა შემწვარი.

რიჟიკი - არის მომცრო ზომის სოკო, არის ნარინჯისფერი მთლიანად. ძალიან გემრიელია შემწვარი და დამარინადებული.

დათვა - მოდის ფოთლოვანში არის ძალიან მწარე სოკო.

კრასნუშკა - არის თეთრი სოკო და ზედაპირი აქვს წითელი არის მომცრო ზომის. იჭმევა შემწვარი და დამარინადებული. მოდის როგორც ფოთლოვანში ასევე წიწვოვანში.

კომბოსკო - არის ძალიან იშვიათი სოკო - მიმსგავსებული არის ყვავილოვანი კომპოსტოსა და ზღვის კომპოსტოსი. მოდის ფოთლოვანში და წიწვოვანში, არის ღია მწვანე და ღია ყავსიფერი. იჭმევა როგორც შემწვარი ისე დამარინადებული.

ბელიე გრიბი - თეთრი სოკო - არის სულ თეთრი მომცრო ზომის, იზრდება ოჯახებად. მის გარშემო 1-10 მეტრამდე სიგრძეზე. მოდის როგორც წიწვოვანში ასევე ფოთლოვანში. მისგან კეთდება სოკოს სუფი.

ხის სოკო - იზრდება ხეზე (წიწვოვანზე) - მთაში ჭამენ მაგრამ მე არასდროს გამისინჯავს.

მოდის კიდევ ერთი სოკო არის სულ ყავისფერი მცირე ზომის სახელი აღარ მახსოვს არის ძალიან მწარე სოკო, დალბობისგან და გადადუღებისაგანაც არ გასდის სიმწარე. ვისაც ცხარე საჭმელი უყვარს მათთვისაა.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Georgian
პოსტი Feb 10 2010, 12:50
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 10
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საქართველო



კიდევ მოდის ბევრი შხამიანი სოკო რომელსაც აქვს წვრილი ღერო ანუ რაზეც დგას სოკო ის თუ აქვს წვრილი ის არის შხამიანი, ეს არის პირველი წესი გარჩევის შხამიანი სოკოსი. თუ არის სოკო მაღალი მინიმუმ 5-6 სმ და ღერო აქვს წვრილი ეს იმას ნიშნავს რომ ამ სოკოს ხელიც არ უნდა მოკიდოთ.

აი ჩემი ერთ-ერთი გასვლა სოკოზე:

ძალიან იშვიათი სოკო - კომბოსტო


გრუზძი


ბელიე გრიბი (თეთრი სოკო) ამ სოკოსაგან კეთდება ძალიან გემრიელი სოკო სუფი.


დათვა ქამა. ყველაზე დიდი ზომის რომელიც არის ეგაა.


მასლიატა. ამოვჭერი სხვა სურათიდან იმედია ჩანს ნორმალურად რომო "გუპკისებური" უკანა მხარე აქვს.


კრასნუშკა


ამ სურათზე ყველაფერი ერთადაა ჯერ არ გადაგვირჩევია, აქ არის: 1 კალათა მარცხნიდან დათვა ქამა (ამხელა ზომის დათვა ქამა პირველად ვიპოვე) , ზემოდან ადევს ბელიე გრიბი და უკან ჩანს კრასნუშკები. შუა კალათა - გრუზძი, რიჟიკა, კრასნუშკა, მასლიატა. მესამე კალათი - გრუზძი, მასლიატა, კრასნუშკა, ბელიე გრიბი.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dzaocom
პოსტი Dec 1 2012, 22:29
პოსტი #4


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 1-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობა. დღეს მოვკრიფე ეს სოკოები კუს ტბის მიდამოებში. ვინმემ იცით ეს რა სოკოებია?



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dzaocom
პოსტი Dec 2 2012, 17:27
პოსტი #5


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 1-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს რა სოკოებია?





Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მახო.
პოსტი Apr 16 2013, 23:08
პოსტი #6


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 255
რეგისტრ.: 12-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება











ესეც წერეწო დზან გემრიელი და უწყინარი სოკოა...ჭილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Apr 17 2013, 08:45
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



dzaocom

რაც არ ვიცი, ნამდვილად ვერ გეტყვი.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Apr 17 2013, 08:51
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Georgian ძალიან საინტერსო თემაა, დარწმუნებული ვარ თითქმის ყველა მონადირე-მეთევზეს ძალიან აინტერსებს ეს თემა.

უკეთესი იქნება თუ კონკრეტული საჭმელად ვარგისი სოკოს გვერდით განვიხილავთ მის მსგავს შხამიან სოკოსაც, თუ როგორ განვასხვავოთ ისი ერთმანეთისგან

მაგალითად: ქამა სოკოს ჯიშს თუ ყავს მსგავსი ვიზუალის შხამიანი სოკო და როგორ განვასხვავოთ ისინი ერთმანეთისგან, თან დავურთოთ ფოტოსურათები. და ა. შ.

წინასწარ დიდი მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Apr 17 2013, 10:28
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სოკოზე ნადირობა საკმაოდ საინტერესო საქმეა რამდენჯერ დამივლია კლდე-ღრე და ვერაფერი მიპოვია მაგრამ ყოფილა იეთი შემთხვევებიც როცა კარქი ტვირთით დავბრუნებულვარ სახლში. თან რა გემრიელია...... აუ მომინდა სოკო! D.gif D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dzaocom
პოსტი Apr 17 2013, 15:38
პოსტი #10


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 1-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა
ესეც წერეწო დზან გემრიელი და უწყინარი სოკოა...ჭილის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე...

ეს ამ დღეებში დაკრიფე? არა მგონია რომ წერეწო გაზაფხულზე იყოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მახო.
პოსტი Apr 17 2013, 21:08
პოსტი #11


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 255
რეგისტრ.: 12-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს დზველი სურათია მარაა გაზაფხულზეა დაკრეპილიი.რატო არაგონია????
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მარდი
პოსტი Apr 17 2013, 21:53
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,018
რეგისტრ.: 25-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



წერეწო გაზაფხულითაც მოდის თუ ამინდებმა შეუწყო ხელი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მახო.
პოსტი Apr 17 2013, 22:00
პოსტი #13


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 255
რეგისტრ.: 12-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



აბა რა ცოტახანში ნახე გათეთროს მუხადგვერდის ტერიტორიაnewsmile05.gif)))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dzaocom
პოსტი Apr 17 2013, 22:07
პოსტი #14


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6
რეგისტრ.: 1-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ეს ცივი ამინდები არ მომწონს. როდის ამოვა ნეტავ სოკო?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მახო.
პოსტი Apr 17 2013, 22:11
პოსტი #15


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 255
რეგისტრ.: 12-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება



ამ თვის ბოლოს უკვე წამოვა ცოტა სიტბო უნდა და ეგაააა.ხის სოკო უკვე არისსს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 04:35