რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ
კუდიგორელი
პოსტი Feb 16 2010, 13:49
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,604
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kvareli_tbilisi



რა უნდა ვიცოდეთ სოკოს შესახებ


1. სოკოების შეგროვება აქტიური დასვენების საუკეთესო საშუალებაა, ხშირად მას "მესამე ნადირობას" უწოდებენ

2. ახალბედა სოკოსმოყვარულებს სოკოზე "ნადირობისას" გვერდში აუცილებლად უნდა ჰყავდეთ გამოცდილი სოკოსმოყვარული

3. სოკოს შესაგროვებლად უნდა გამოვიყენოთ მოწნული კალათები, თან ვიქონიოთ მჭრელი დანა, სოკოები უნდა მოვჭრათ ძირში, გავასუფთავოთ ტყის ნარჩენებისაგან და მხოლოდ შემდეგ მოვათავსოთ კალათაში.

4. არ შეიძლება სოკოს შეგროვება ქუჩებთან და ტრასებთან ახლოს, სოკოში მძიმე მეტალების აკუმულირების გამო.

5. თავიდან აუცილებელია კარგად ვიცნობდეთ რამდენიმე სოკოს და შევაგროვოთ მხოლოდ ისინი. უცნობი სოკო კალათაში არ უნდა მოხვდეს!

6. უნდა ვერიდოთ გადაბერებული საჭმელი სოკოების შეგროვებას.

7. სოკო სასურველია მომზადდეს იმავე დღეს, ანდა შეიძლება 1-2 დღით მაცივარში შენახვა.

8. არ შეიძლება უცნობი ან შხამიანი სოკოების ფეხით გასრესა-განადგურება

9. ხალხში გავრცელებული შეხედულებები სოკოს შხამიანობის გამორკვევისა (ვერცხლის კოვზის, ხახვისა და ნიორის ხარშვისას გაშავება და ა.შ.) მცდარია!

10. 5 წლამდე ბავშებისათვის სოკოს ჭამა არ შეიძლება, 5-10 წლამდე კი ძალიან მცირე რაოდენობით.

11. სოკოები ძირითადად იზრდება, მაშინ როცა ამისათვის იქმნება გარკვეული პირობები; საკმაო ტენიანობა და უქარო ამინდი. ასეთი პერიოდია ხანგრძლივი წვიმებისა და თბილი ღრუბლიანობის დროს

12. სოკოები შეიძლება დაიყოს 4 ჯგუფად: ა) საჭმელი სოკოები - საკვებად გამოიყენება, როგორც მოხარშული, ასევე შემწვარი, ზოგიერთი მათგანი უმადაც იჭმება. ბ) პირობითად საჭმელი სოკოები - საჭმელად ვარგისია წინასწარი თერმული დამუშავების შემდეგ. გ) საჭმელად უვარგისი სოკოები - მათი საკვებად გამოყენება შეუძლებელია, ზოგი ძალიან უგემურია, ზოგი უხეში-კორპისებური და ა.შ. დ) შხამიანი სოკოები - საკვებად მათი გამოყენება ყოვლად დაუშვებელია! (შხამები არ იშლება თერმული დამუშავებით, გახმობით და ა.შ.)

13. კარგად მომზადებული სოკო ძალიან სასარგებლოა ადამიანისთვის, იგი ხსნის მადას, იწვევს კუჭის წვენის ინტენსიურ გამოყოფას და აუმჯობესებს შინაგანი სეკრეციის ჯირკვლების მუშაობას.

14. სოკოსაგან დამზადებული კერძის მცირე რაოდენობით ჭამის დროსაც კი ადამიანს დანაყრების გრძნობა ეუფლება, რაც მეტად მნიშვნელოვანია ორგანიზმის განტვირთვისთვის.

15. თუ ადამიანს დაავადებული აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, თირკმელები , სოკოს ჭამა რეკომენდირებული არ არის.





არჩილ ღიბრაძე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Feb 2 2011, 19:42
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif საღო მაგარი თემაა newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Feb 2 2011, 23:49
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(კუდიგორელი @ Feb 16 2010, 14:49) *
8. არ შეიძლება უცნობი ან შხამიანი სოკოების ფეხით გასრესა-განადგურება


და ვინმე ხომ არ მეტყვის რატომ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
BEK_M
პოსტი Feb 3 2011, 00:27
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



sabo73
იმავე ადგილას კარგი სოკო ამოვა და გასრესილისგან აიღებს შღამს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Feb 3 2011, 14:08
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



BEK_M
მადლობა , გაიხარე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nikoloza_migina
პოსტი Feb 3 2011, 18:40
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,021
რეგისტრ.: 8-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ortachala



ციტატა(BEK_M @ Feb 3 2011, 01:27) *
sabo73
იმავე ადგილას კარგი სოკო ამოვა და გასრესილისგან აიღებს შღამს

ვააა ესეთი რამ პირველად მესმის საინტერესოა newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bull
პოსტი Jan 20 2012, 22:47
პოსტი #7


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 14
რეგისტრ.: 11-December 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კუდიგორელი
ციტატა(Kudigoreli @ 16th February 2010 - 14:49) *
15. თუ ადამიანს დაავადებული აქვს კუჭ-ნაწლავის ტრაქტი, თირკმელები , სოკოს ჭამა რეკომენდირებული არ არის.


"იჟოგის" შემთხვევას გულისხმობ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 19:11