საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2015'' |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2015'' |
Jul 29 2015, 12:26
პოსტი
#1
|
|
www.ochopintre.ge ჯგუფი: ადმინი პოსტები: 275 რეგისტრ.: 4-August 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2015.
შეჯიბრის მთავარი მიზანია წინა სასეზონო პერიოდში მეძებარი ძაღლების გამოცდა რთულ სანადირო პირობებში, რათა დადგინდეს როგორი მომზადების დონით ვხვდებით სანადირო სეზონს... შეჯიბრი ჩატარების ადგილი გაირკვევა 1 კვირით ადრე. შეჯიბრი ჩატარდება 7.8.9 აგვისტოს ან 8.9 აგვისტოს. დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე. ზოგადი წესები: 1. შეჯიბრი იმართება მეძებარ ძაღლებს შორის. მისი მიზანია: 1.1. საუკეთესო მუშა თვისებების მქონე მეძებარი ძაღლების გამოვლენა 1.2. ჯიშიანი ძაღლების სანადიროდ გამოყენების პოპულარიზაცია; 2. თითოეულ მეძებარს ეძლევა 15 წუთი ფრინველის პირველ შეხვედრამდე. გამოცდის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 30 წუთს; მეძებრების შეფასება ხდება 100 ბალიანი სისტემით, მეძებრის საველე გამოცდის 1981 წლის წესების შესაბამისად; 3.გაშვებიდან პირველი წუთის განმავლობაში ძაღლის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყურადღებაში არ მიიღება და საბოლოო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს. ამავე დროს,ნებისმიერი დადებითი მუშაობა რომელიც მოხდა გასვებიდან პირველივე წუთის განმავლობაში ფასდება ჩვეულებრივად. 3.1 შეჯიბრი ტარდება გასროლის აუცილებელი თანხლებით.გასროლა უნდა მოხდეს წამყვანის მიერ პირველივე დადებითი მუშაობის შემდეგ. თუ გასროლის შემდეგ ძაღლი გაეკიდება ფრინველს 10 მეტრის მეტ მანძილზე იგი იხსნება სეჯიბრიდან. ასევე ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან გასროლის შემდეგ აშკარა შიშის გამოვლენის,ან ძებნის გაგრძელებაზე უარის ტქმის შემთხვევაშიც 4. შეჯიბრზე დაიშვებიან მეძებრები 10 თვის ასაკიდან 10 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი საველე დიპლომი მაინც; 5. შეჯიბრის სამსაჯოდ მოიწვევიან ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან; 6. კენჭისყრა ჩატარდება შეჯიბრამდე 2 დღის ადრე. დრო და ადგილი დაიწერება შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე; 7. გამარჯვებული დაჯილდოვდება კლუბის „ოჩოპინტრე“ თასით; 8. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები; 9. ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უფლება აქვთ დააწესონ დამატებითი შესაბამისი პრიზები, რომლის კონკრეტული მეძებრისათვის გადაცემის პირობები უნდა გაჟღერდეს შეჯიბრის დაწყებამდე; 10. დავა ამა თუ იმ მეძებრის შეფასების შესახებ ექსპერტების მიერ განხილულ და გამოცხადებული უნდა იქნას შეჯიბრების დღესვე; 11. აღნიშნული დებულება წარმოადგენს შეჯიბრებაზე მონაწილეობის ოფიციალურ მოწვევას. შეჯიბრი ჩატარდება 7.8.9 აგვისტოს . გაჩნია მეზებრების რაოდენობას , თუ 15 და მეტი იქნება სამ დღეზე გავაკეთებთ . პს : მინდორი ძებნის პროცეშია და კონკრეტულ ადგილს ჯერ ვერ დავწერთ ! როგორც კი გაირკვევა მინდვრის დეტალები დაიწერება დაუყონებლივ ადგილიც და კენჭისყრის დეტალები !! მონაწილეებს შეუძლიათ ჩაეწერონ დღეიდან !! წინასწარ დიდი მადლობა! პატივისცემით „ოჩოპინტრე“-ს გამგეობა |
|
|
Jul 30 2015, 20:13
პოსტი
#2
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
დღეს ვიყავით მჭადიჯვარში. ნაპურალი დიდ ტერიტორიაზე და მშვენიერ სიმაღლეზეა, მაგრამ მწყერი "იოხტურ".
სამაგიეროდ მრავლადაა ნასროლი ვაზნები images upload |
|
|
Jul 30 2015, 21:01
პოსტი
#3
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,971 რეგისტრ.: 3-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: კახეთი |
მტრედის ბუმბულია. საფანტიც 7 1/2 ეტყობა მტრედისნაირებზე ინადირეს.
|
|
|
Jul 30 2015, 21:05
პოსტი
#4
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
უიარაღო
10 ნომრებიც ეყარა. |
|
|
Jul 30 2015, 21:31
პოსტი
#5
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
მწყერის ამბავი გვალვების ბრალია, ყველგან ეგეთი ამბავია. გასულია მწყერი ტყეში და ხევებში.
|
|
|
Jul 31 2015, 11:42
პოსტი
#6
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,879 რეგისტრ.: 11-October 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela |
ძაან ცუდი მდგომარეობა მწყერის მხრივ და არც მინდვრები გვანებივრებს. მართლს ამბობს ალეკო გვალვების ბრალია, ერთი სამდღიანი წვიმა დაგვხატავდა
|
|
|
Jul 31 2015, 11:54
პოსტი
#7
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
არადა 1 კვირა უნალექო ამინდია გამოცხადებული
|
|
|
Jul 31 2015, 12:07
პოსტი
#8
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 4,130 რეგისტრ.: 18-January 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
დღეს დმანისში ვიყავით და დმანისმაც მოსგანა შეჯიბრის ამბავში.
სადაც ნაპურალია იქ გვერდით სიმინდია და მწყერის ნასახი არაა. სადაც მინდორი იყო კიდევ აპარსულია ნულზე. |
|
|
Jul 31 2015, 12:52
პოსტი
#9
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გვენძრევა მაგრათ.....
გურგენამ იქნებ მოსინჯოს თიანეთი!? |
|
|
Jul 31 2015, 13:23
პოსტი
#10
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ლამისყანა ცადეთ? წელს არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგად არის ხოლმე ამდროს
|
|
|
Jul 31 2015, 13:49
პოსტი
#11
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
წელს თუ ფრინველის და მინდვრის გამო ვერ ჩავატრდა შეჯიბრი მომავ წელს ალბათ შეიცვლება შეჯიბრის დრო ....
კერძოდ გვიან გაზაფხულზე ან ივნისის შუა რიცხვებში გავაკეთოდ 2-3 დღიანი რომელიმე მხარეს : წალკა-დმანისი- გომარეთი .. არ გამოდის ესე ... უკვე ბოლო წლებია სულ დილემის წინ ვდგავართ მინდვრების გამო !! პირწმინდათ დაბალზე ისეა აღებული რომ ფრინველი ვერ ჩერდება , აუღებელს კი არავინ გაგვეთელინებს ნუ მაღალში საერთოდ არ გამოვა შეჯიბრი ძაღლი თუ ვერ შეფასდა არ გამოვა არაფერი ვნახოთ რა გამოვა ჩვენ ძალას არვიშურებთ და ვეძებთ შესაბამის მინვდვრებს |
|
|
Jul 31 2015, 14:58
პოსტი
#12
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
გურგენას უთხარი ღულელების შემოწმება?
|
|
|
Jul 31 2015, 15:17
პოსტი
#13
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 459 რეგისტრ.: 14-June 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მეგორებო მოგესალმებით კიდევ ერთხელ
გორს რომ გაცდები რამოდენიმე კილომეტრში, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე არის დიდი მინდვრები ნაირ-ნაირი კულტურის ნატესებით, უმეტესობა მარცვლოვანი კულტურაა. ტრასიდანაც ჩანს ჩვეულებრივად, დიდი მინდვრებია... არ ვიცი ყოფილხართ თუ არა, მე ინფორმაციიისთვის დავწერე დანარჩენი თქვენ იცით...ეხლა არ ვიცი ნამდვილად მაგრამ სეზონზე მწყერი არის ხოლმე ჩვეულებრივად...მანოკები რომ არ იყოს ქართლში მაგაზე კარგი ადგილი სხვა არ იქნებოდა... წარმატეებებიი |
|
|
Jul 31 2015, 15:25
პოსტი
#14
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 459 რეგისტრ.: 14-June 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
სხვატა შორის კარგი მინდვრებია ასევე სოფელ ხურვალეთთან ოღონდ ტბის გარშემო არა, იმ მინდვრებიდან ტბა არც კი ჩანს საერთოდ უფრო დასავლეთის მხარესაა..რავიცი თუ შემეხმიანებით შემიძლია ზუსტად გაჩვენოთ თუ მეცლება... მანდაც მანოკებს დგავენ ხოლმე თორე მაგარიმ ადგილებია
|
|
|
Jul 31 2015, 17:03
პოსტი
#15
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,373 რეგისტრ.: 23-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: dusheti |
საკრამულში თუ იყო ვინმე?
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 13:27 |