ინგლისური სეტერი ზორო - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

5 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ინგლისური სეტერი ზორო, ზოროს დღიური
უიარაღო
პოსტი May 15 2017, 08:44
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი




არაერთი ძაღლი მყოლია; კურცჰაარები, პოინტერი, დრათჰაარი. ყველა მყავს სულ პატარა ასაკიდან გაზრდილი. ამჯერადაც 27 დღის ლეკვი ავიყვანა. ინგლისური სეტერი. სეტერი აქამდე არ მყოლია, მაგრამ დიდი ხანია მომწონს მათი ძებნის სტილი. ამჟამად მყავს 4 წლის დრათჰაარი. პრაქტიკული ძაღლია. ნადირობის შედეგით ჩემ მეგობრების პოინტერებს ტოლს არ ვუდებთ, მაგრამ შედეგის გარდა სხვა მოთხოვნილებაც გამიჩნდა. მინდა სეტერის კატისებური ძებნის მანერითაც დავტკბე ნადირობისას. ამიტომ გადავწყვიტე მეორე ძაღლიც ამეყვანა.
ზორო დაიბადა 2017 წლის 17 აპრილს, ინტერნაციონალურ ოჯახში. დედა- ქართველი "ლედი" მფლობელი ოთარ ქორიძე. მამა-ნოლანი საბერძნეთიდან, მფლობელი ქოჩიაშვილი.
ჩემი ლეკვი გამოირჩეოდა თანამოძმეებისაგან შეფერილობით. თვალებზე უკეთია ზოროს ნიღაბი, ამიტომაც დავარქვი ეს სახელი. უკვე ორი დღეა სახლში მყავს, ცოტა შეეგუა დაობლებას. უკვე იყეფება კიდეც და აქვს კბენა-ღეჭვის მოთხოვნილება. ჯერჯერობით ვაძლევ მაწონში შერეულ სახლის კვერცხის გულს, საბავშვო კაშა ნესტლეს და ძროხის რძეს. ლეკვის საკვები ვუყიდე მაგრამ მაინც-და მაინც არ მოსწონს. დრო და დრო დავდებ სურათებს თუ როგორ იზრდება. მინდა ნამდვილ მეგობრად გავზარდო და კარგი მონადირე დავაყენო. ვნახოთ რა გამომივა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი May 15 2017, 08:55
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



უიარაღო

გილოცავ სასახელო გაგეზარდოს ერთი ორი ფოტოც დაურთე შეგვახედე როგორია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი May 15 2017, 09:03
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ოთო. მადლობა.
სურათები აუცილებლად. გადამაქვს კომპიუტერში და ჩავსვავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი May 15 2017, 09:56
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი


















ჯერჯერობით სულ ეს სურათები მაქვს.

დრუნჩზე თითქოს მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. შეიძლება მეჩვენება. იქნებ სამფერიც გამოვიდეს. დედა არის თეთრი შავი ხალებით. მამა თეთრი წითელი ხალებით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
samsoni777
პოსტი May 15 2017, 09:57
პოსტი #5


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 360
რეგისტრ.: 19-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: lagodexi



კარგი მონადირე გაზრდილიყოს newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი May 15 2017, 10:33
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



samsoni777
მადლობა. ცდას არ დავაკლებ რომ კარგი მონადირე გავზარდო. ისეთი კარგი რომ ჩემ ავატარზე შევცვალო წინა ძაღლის სურათი და ზოროს სურათი დავაყენო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაქსიმუსა
პოსტი May 15 2017, 19:44
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,073
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ხაშური



უიარაღო
გილოცავ მეგობარო ძაან მაგარია!
ლამაზი იქნება ძალიან რო დაიფერება ბოლომდო, მესამე ფერიც თუ გამოერია ხო ვაფშე.
წარმატებებს გისურვებთ ორივეს. newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
და.კარ
პოსტი May 15 2017, 19:49
პოსტი #8


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 120
რეგისტრ.: 26-June 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: გურჯაანი



ციტატა(უიარაღო @ May 15 2017, 10:56) *















ჯერჯერობით სულ ეს სურათები მაქვს.

დრუნჩზე თითქოს მოყვითალო ელფერი დაჰკრავს. შეიძლება მეჩვენება. იქნებ სამფერიც გამოვიდეს. დედა არის თეთრი შავი ხალებით. მამა თეთრი წითელი ხალებით.

"ეგ არის "მაჩაბლის კლუბის" საგვარეულო , ე.წ დავით ცხვედიანის კლუბის საგვარეულო ნუსხა, ეს კლუბი არ არის გაწევრიანებული საქართვწლოს კინოლოგიურ ფედერაციაში(fci) და ამიტომაც არაღიარებს fci ცხვედიანის კლუბის საგვარეულოს. რაც შეეხება ამ საგვარეულოს 100%ით ნაღდია და ამაში ეჭვი არ შეიტანო. უბრალოდ ეს საგვარეულო ვერასდროს გახდება საერთაშორისო. ძაღლს გაიყვან გამოფენაზეც, შეჯიბრზეც მხოლოდ და მხოლოდ იმაზე რასაც დავით ცხვედიანი ჩაატარებს და არა fci. თუ აუცილებლად fci -ის საბუთი გინდა აიღებ მგ ლეკვის მამი საგვარეულოს რომელიც საბერძნეთიდანაა და აქვს საერთქშორისო საგვარეულო ნუსხა, მიხვალ fci-ში და გაგიკეთებენ საგვარეულოს რომელსაც მხოლოდ მამის მხარე ექნება , დედის მონაცემები არ ჩაიწერება რადგან დედაც და დედის წინაპრებიც მხოლოდ ცხვედიანია საგვარეულოს ფლობენ. მხოლოდ და მხოლოდ ამის გაკეთება შეგიძლია რაც 100% ით ვიცი "!!! ეს მითხრეს ამ საბუთებთან დაკავშირებით

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი May 15 2017, 22:58
პოსტი #9


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უიარაღო
მაგარ ნადირობებში

ალექსას ძაღლიც მაგარია და ოთარასიც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი May 16 2017, 08:30
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ჭალიმგელა
მადლობა. ოთარის ძაღლთან მინადირია და ვიცი რომ კარგია. გენიოლოგია კარგი აქვს ჩემს ლეკვს. დანარჩენი უკვე ჩემზეა. საკუთარ შეცდომებზე ბევრი ვისწავლე. რაც არ ვიცი თქვენ გკითხავთ და იმედია გავზრდი ისეთს მე რომ მინდა. ვაპირებ გამოფენა-შეჯიბრებზე გამოყვანას შემდგომში. ვნახოთ რას შევძლებთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი May 16 2017, 08:44
პოსტი #11


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



უიარაღო

გილოცავ. სასახელო გაგეზარდოს. სახელიც მაგარი აქვს. კაციშვილს ვერ დავარქმევინე ვერავის ეგ სახელი. არა და მაგარი სახელი.... newsmile05.gif მოკლედ წარმატებები შენც და შენ ზოროსაც....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი May 16 2017, 10:44
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ჩელე მადლობა.
სახელს რაც შეეხება თავისით მოვიდა ფიქრის გარეშე. წამოსაყვანად რომ მივედი ჯერ ლეკვი არჩეული არ მყავდა. ხელში ვიყვანდი და ვამოწმებდი. ამის აყვანა რომ დავაპირე იქით გაიქცა და დავუძახე: ეი ზორო მოდი აქ. შემდეგ ეს ლეკვი ავირჩიე და ის სპონტანური წამოძახება დავარქვი სახელად. ვფიქრობ შესაფერისია ზოროს ნიღბიან ლეკვისათვის newsmile05.gif
აქვე მადლობა მინდა გადავუხადო ჩემს მეგობარ ოთარს ასეთი მშვენიერი საჩუქრისათვის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი May 16 2017, 10:51
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ცხვედიანის საგვარეულო კი არ არის და ცხვედიანი კი არ ატარებს შეჯიბრებებს და გამოფენებს, არამედ "სანადირო მეძაღლეობის საზოგადოება..", რომელიც "მონკავშირის" კინოლოგიური სექციის სამართალმემკვიდრეა და ასწლიანი უწყვეტი მოღვაწეობის ისტორია აქვს. რაც შეეხება ფცი-ს, დედის მხარე არ ჩაგიწეროს და მხოლოდ მამის მხარე ჩაგიწეროს, გამორიცხულია. ე.ი. არასრულყოფილ "ლიპა" საბუთში გახდევინებენ ფულს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
apxazi
პოსტი May 16 2017, 13:23
პოსტი #14


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 137
რეგისტრ.: 4-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უიარაღო
გილოცავ მეგობარო, სულ კაი ნადირობებში და სასხელო მონადირე გაგეზარდოს.
ძროხის რძეს მაინცდამაინც არ აქებენ ლეკვისთვის თუ არ ვცდები, ან 1-1ზე წყალში უნდა გაურიო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი May 16 2017, 13:38
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



apxazi
მადლობა მოლოცვისათვის. უფრო მაწონზე მყავს. რძეს პედიგრის დასალბობად ვიყენებ. მაგრამ ჯერ პატარაა ლეკვის პედიგრს ძნელად ჭამს.

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია უიარაღო: May 16 2017, 13:39
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

5 გვერდი V   1 2 3 > » 
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 17:39