თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ მეძებარი ძაღლების სახელის ისტორია

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 10 2012, 11:02


პოინტერის თემიდან გადმოვიტან ამ პოსტებს და აქ გააგრძელეთ საუბარი ამ თემაზე

ზახარა




ერთი შეკითხვა რომ დავსვა...ძალიან ხომ არ გაგიკვირდებათ???...(ნაკლებად ვერკვევი და) ამ თემას ქვია " ინგლისური პოინტერი" ხოდა სხვა პოინტერიც არსებობს??... მაგალითად ჩეხური პოინტერი..ან ბაშკირული პოინტერი. მე ეგრე ვიცი..რომ პოინტერი ინგლისშია გამოყვანილი და თავისთავად ინგლისური იქნება. რათუნდა 2 სათაური??...

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 10 2012, 11:04

ციტატა(levani @ 10th July 2012 - 12:02) *
რათუნდა 2 სათაური??...

ტიანშააან D.gif D.gif

პოსტის ავტორი: monadire batumeli Jul 10 2012, 12:08

ლევანი,,მეგობარო პოინტერი არის ინგლიში შექმნილი ჯიში,, ამ თემაში უმარავი მასალა პოინტერის წარმომავლობაზე და გადახედე,,არავიტარი ჩეხური და ბაშკირული ცრუ მოსაზრებებია,,ისე ორი სატაური მაინც რატ უნდა ვერ გავიგე კაცო D.gif D.gif D.gif D.gif

ზაზა,, კარგი ხვადი დადგება,,წარმატებები მეგობარო xoshian.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 10 2012, 13:07

ლევანი

გერმანული პოინტერი არ გაგიგია შენეე?? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 10 2012, 16:27


არა. არსებობს??.... თუ არსებობს..მაშინ ხოო..მაშინ ხო..... აქამდე გერმანული ვიცოდი კურცჰაარი..დრათჰარი..ვეიმარან

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 10 2012, 16:29

არ გამოგდის და თავი დაანებე რა D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: levani100 Jul 10 2012, 16:45

ხშირია შემთხვევები როდესაც(სრულიად სამართლიანად) კურცჰაარს, გერმანულ მოკლე ბეწვიან, ხოლო დრათჰაარს უხეშბეწვიან პოინტერად მოიხსენიებენ. ჩვენს შემთხვევაში ჯიშის სრული დასახელებაა, ინგლისური პოინტერი.

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 10 2012, 18:06

levani100
ნაღდად არ ვიცოდი რდათჰაარზეც თუ ეგრე იყო.......
კურცჰაარი კი ბატონო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: levani100 Jul 10 2012, 19:59

ნამდვილად ეგრეა, ვიცი ეხლა შენ გიჭირს დრატჰაარის პოინტერად აღქმა, მაგრამ ეგრეა. D.gif D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 10 2012, 20:09

levani100
კაი რა , ეგრეც არა ვარ D.gif

პოსტის ავტორი: samo Jul 10 2012, 22:02

levani100
german short hair pointing dog ამას პოინტერად რატო მოიხსენიებენ ვერ გავიგე : )) ალბათ ფოინთ რო იკითხება სრულ დასახელებაში... მარა სად პოინტერი სად კურცჰაარი : )))

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 10 2012, 22:59

ციტატა(samo @ Jul 10 2012, 23:02) *
levani100
german short hair pointing dog ამას პოინტერად რატო მოიხსენიებენ ვერ გავიგე

ისე ეს მეც მიკვირს დავით.. D.gif

ციტატა(ლევანი @ Jul 10 2012, 17:27) *
არსებობს??

კი არსებობს.. კურცჰაარი, დრათჰაარი... თუმცა ვერ ვხვდები რატო უწოდებენ ამათ გერმანულ "პოინტერს"..

პოსტის ავტორი: levani100 Jul 10 2012, 23:00

ციტატა(samo @ Jul 10 2012, 23:02) *
levani100
german short hair pointing dog ამას პოინტერად რატო მოიხსენიებენ ვერ გავიგე : )) ალბათ ფოინთ რო იკითხება სრულ დასახელებაში... მარა სად პოინტერი სად კურცჰაარი : )))

ალბათ იმიტომ რომ ''POINT'' ადგილის მითითებას ნიშნავს,(დაახლოვებით)და ნაბულის მქონე ჯიშებს შეიძლება პირობითად ასე ეძახიან. (ზოგგან)
ისე დრატჰაარის ერთ-ერთი წინაპარი პუდელ-პოინტერია.

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 10 2012, 23:03

ციტატა(ლევანი @ Jul 10 2012, 17:27) *
კურცჰაარი..დრათჰარი..ვეიმარან

ასევე ლანგჰაარი, გერმანული გრძელბეწვიანი პოინტერი.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 10 2012, 23:37

wtfg.gif
რას არ გაიგებ ამ დუნიაზე რაა.. თუ კურცჰაარი და დრათჰაარი პოინტერები არიან(ვეიმარანერიც) ეგ სახელები ვიღამ უწოდა??... მაშინ პურცჰაარ-პიონტერები უნდა ერქვათ და ა..შ.. ეგრე ხო მეც შემიძლია ჩემ ძოგეს..სპანიელ-პოინტერი ვუწოდო(ქვე რა მენაღვლება) ეგეთი რამეები მოსულა??... თუ რადგან სიტყვა "პოინტ" არის ნახსენები სრულ დასახელებაში..მაგისი დამსახურებაა?... და ბოლობოლო რა გამოდის??.... კურცჰაარი პოინტერია???.. what.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 10 2012, 23:39

დრათჰაარი მეძებარია??

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 10 2012, 23:43

ციტატა(nika @ 11th July 2012 - 01:39) *
დრათჰაარი მეძებარია??

მაგი ოთარას ეცოდინება. მაგას ყავდა. D.gif
მაგრამ მე მართლა მაგრად გამიკვირდა მაგათი პოინტერებად მოხსენიება. ხოდა ცოტა არ იყოს..ეჭვის თვალით ვუყურებ მაგ ამბავს. newsmile05.gif (ეჭვის თვალება სმაილიც)

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 10 2012, 23:50

ლევანი
http://www.google.ge/search?client=opera&rls=en&q=pointer&oe=utf-8&um=1&ie=UTF-8&hl=ka&tbm=isch&source=og&sa=N&tab=wi&ei=3ZX8T6izMpO7hAfapIjWBg&biw=1280&bih=901&sei=bZb8T6rgNqSl4gTosfXLBg
elementarno-vatson.gif

პოსტის ავტორი: nik@a Jul 10 2012, 23:52

"პოინტ"-წერტილი, პოინტერ- მიმართულება... ლექსიკონებში ასეა მაგრამ ამავდროულად, მგონი ფრანგულად, ნაბულს/მენაბულეს ნიშნავს...
ხო და შესაბამისად ყველა მეძებარი რომელიც ნაბულს აკეთებს მენაბულეა ანუ პოინტერი...
მგონი D.gif
ამიტომაა ალბათ... "გერმანული მოკლებეწვიანი მენაბულე" "უხეშბეწვიანი მენაბულე" და ასე შემდეგ...

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 11 2012, 01:35

T A M P L I E R
ეე..ქალბატონ გუგულის რომ დავუჯეროთ..მანდ იმდენ პოინტერს ვიპოვნით..აგერ პოინტრის პასტაც კი ვნახე. D.gif

ციტატა(bendeksi @ 11th July 2012 - 01:52) *
შესაბამისად ყველა მეძებარი რომელიც ნაბულს აკეთებს მენაბულეა ანუ პოინტერი...

ესეიგი..სეტერიც პოინტერი გამოდის... D.gif ვაა..რაღაც ძალიან ჩაიხლართა საქმე მექსიკური ტელესერიალივით. მე ისე ვატყობ..პოინტერი სეტერის მამინაცვალი აღმოჩნდება ბოლოს. D.gif

პოსტის ავტორი: DaTo-KiZo Jul 11 2012, 11:10

http://en.wikipedia.org/wiki/German_Wirehaired_Pointer

German wirehaired pointer

Other names
Deutscher Drahthaar
Deutscher Drahthaariger Vorstehhund
Drahthaar

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 11 2012, 12:36

მოკლედ..როგორც მე მივხვდი(თუ არაფერი მეშლება) გერმანელები პოინტერს ეძახიან მენაბულე ძაღლებს და მაგაში შედის ყველა მენაბულე ჯიში. თუ ეგრეა.... არავითარი გერმანული(ან სხვა ქვეყნის) პოინტერი როგორც ჯიში..არ არსებობს. ეხლა სხვა შეკითხვა გამიჩნდა თუ ისევ არ გაგიკვირდებათ ძალიან. D.gif თვითონ ინგლისური პოინტერი ჯიშს ქვია თუ მანდაც იმიტომ ეძახიან..რომ მენაბულეა???... და სხვა სახელიც ხომ არ აქვს კონკრეტულად ჯიშის განმსაზღვრელი??...

პოსტის ავტორი: nik@a Jul 11 2012, 12:51

ციტატა
ესეიგი..სეტერიც პოინტერი გამოდის... ვაა..რაღაც ძალიან ჩაიხლართა საქმე მექსიკური ტელესერიალივით. მე ისე ვატყობ



სხვა რაიმე სახელი არ აქვს, მე როგორც ვიცი...

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 11 2012, 14:22

nik@a
გადასარევი ვიდეოა. D.gif ზუსტად ეგეთი პირი უჩანს საქმეს.

პოსტის ავტორი: Bonehill Jul 11 2012, 14:39

newsmile090.gif newsmile01.gif ვერ შევიკავე თავი...

პოსტის ავტორი: levani100 Jul 11 2012, 16:08

არცერთ ოფიციალურ ღონისძიება იქნება, თუ გამოცემა(კატალოგი)ყველგან ჯიში სახელდება სრულად,ინგლისური პოინტერი.
ვერსად ნახავთ უბრალოდ''პოინტერ''.ეს შემოკლებული ვარიანტია. დაახლოვებით იგივე სიტუაციაა ''სეტერებში'' იქაც ოთხივე მათგანი მოიხსენიება: ინგლისური სეტერი, შოტლანდიური სეტერი, ირლანდიური სეტერი, ირლანდიური ორფერი წითელ-თეთრი სეტერი. რა მაგის პასუხია და... ჩვენთან ძაღლის მშრალი საკვები, ზოგისთვის ყველა ''პედიგრია''. D.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Jul 11 2012, 16:10

რა მაგის პასუხია და... ჩვენთან ძაღლის მშრალი საკვები, ზოგისთვის ყველა ''პედიგრია''.
და ყველა 4x4 ჯიპია D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Jul 11 2012, 16:16

ინგლისურ ენაზე სიტყვა pointer -ს ზოგიერთი არაოფიციალურად იყენებს ძირითადად კონტინენტალური წარმოშობის მოკლებეწვიანი მეძებრების კრებით დასახელებად, მაგრამ მხოლოდ არაოფიციალურად! ეს ინგლისურენოვან ქვეყნებში გავრცელებული ტენდენციაა. არც გერმანელი და არც ფრანგი თავიანთ ჯიშებს პოინტერად არ მოიხსენიებს.
ოფიციალურად, ინგლისური პოინტერის გარდა არც ერთ ჯიში ინგლისურენოვან თარგმანში არ მოიხსენება პოინტერად, არამედ როგორც pointing dog ე.ი. ზოგადად მეძებარი.

პოსტის ავტორი: AlekoN Jul 11 2012, 16:35

ციტატა(levani100 @ Jul 11 2012, 17:08) *
დაახლოვებით იგივე სიტუაციაა ''სეტერებში'' იქაც ოთხივე მათგანი მოიხსენიება: ინგლისური სეტერი, შოტლანდიური სეტერი, ირლანდიური სეტერი, ირლანდიური ორფერი წითელ-თეთრი სეტერი.

სწორია - ირლანდიური წითელი სეტერი.
მეორე ირლანდიური სეტერის დასახელებაში -ორფერი- ზედმეტია.

პოსტის ავტორი: levani100 Jul 11 2012, 17:07

ციტატა(AlekoN @ Jul 11 2012, 17:35) *
სწორია - ირლანდიური წითელი სეტერი.
მეორე ირლანდიური სეტერის დასახელებაში -ორფერი- ზედმეტია.

ტერმინს ორფერი, რუსები იყენებენ და მაგედან მახსოვს.(მაგათი) bliadzl.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Jul 11 2012, 18:04

მხედველობაში მაქვს ჯიშის ოფიციალური დასახელება. არც რუსებსა და არც სხვას არ აქვს უფლება, შეცვალოს იგი.

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 12 2012, 00:39

ციტატა(nika @ 11th July 2012 - 18:10) *
რა მაგის პასუხია და... ჩვენთან ძაღლის მშრალი საკვები, ზოგისთვის ყველა ''პედიგრია''.
და ყველა 4x4 ჯიპია

და ყველა მენაბულე პოინტერია. D.gif
რავიცი..შეიძლება ეგრე დააწესეს ინგლისელებმა..რომ სიტყვა პოინტერს წინ ინგლისური დაურთონ აუცილებლად..მაგრამ პირადად ჩემთვის..რაღაც ვერ ჟღერს სწორად. ეგ დაახლოებით იგივეა ჩემთვის..რომ ეთქვათ "ინგლისური პერდე" მოკლედ...იმათი არ ვიცი..მაგრამ ქართულად ვერ ჟრერს სწორად. ხაზგასმა სიტყვა "ინგლისურზე" ტოვებს შთაბეჭდილებას..რომ სხვა ქვეყნებსაც ყავთ პოინტერები.

პოსტის ავტორი: levani100 Jul 12 2012, 15:22

ციტატა(ლევანი @ Jul 12 2012, 01:39) *
და ყველა მენაბულე პოინტერია. D.gif
რავიცი..შეიძლება ეგრე დააწესეს ინგლისელებმა..რომ სიტყვა პოინტერს წინ ინგლისური დაურთონ აუცილებლად..მაგრამ პირადად ჩემთვის..რაღაც ვერ ჟღერს სწორად. ეგ დაახლოებით იგივეა ჩემთვის..რომ ეთქვათ "ინგლისური პერდე" მოკლედ...იმათი არ ვიცი..მაგრამ ქართულად ვერ ჟრერს სწორად. ხაზგასმა სიტყვა "ინგლისურზე" ტოვებს შთაბეჭდილებას..რომ სხვა ქვეყნებსაც ყავთ პოინტერები.

ჩვენი წარმოდგენის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არ ხდება ყველაფერი. მსოფლიოში რამდენი ნაგაზიცაა,ყველა კავკასიურად წარმოვიდგინოთ თუ ''ავჩალკად''?.(გერმანული ნაგაზი). newsmile01.gif newsmile01.gif მემგონი თემამ აზრი დაკარგა.

პოსტის ავტორი: levani100 Jul 12 2012, 16:01

ციტატა(AlekoN @ Jul 11 2012, 19:04) *
მხედველობაში მაქვს ჯიშის ოფიციალური დასახელება. არც რუსებსა და არც სხვას არ აქვს უფლება, შეცვალოს იგი.

ეჰ ჩემო ალეკო, მაგათ კიდევ ბევრის უფლებაც არააქვთ,მაგრამ რად გინდა. newsmile058.gif ჩემი აზრით არც იმის უფლება აქვთ რომ შეაჯვარეს,
ინგლისური კოკერ სპანიელი, ინგლისურ სპრინგერ სპანიელზე და დაარქვეს რუსული სანადირო სპანიელი.მე ვფიქრობ არასდროს არცერთი ქვეყნის, კინოლოგიურმა ფედერაციამ, არ უნდა სცნოს რუსულ ჯიშად.

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 12 2012, 17:30

ციტატა(levani-asi @ 12th July 2012 - 17:22) *
ჩვენი წარმოდგენის და შესაძლებლობების გათვალისწინებით, არ ხდება ყველაფერი.

კიმარა ქართულ გარამტიკაზეა საუბარი ბოლობოლო და აბა ვისი წარმოსახვით უნდა იყოს??... პოინტერი კი არაფერ შუაშია... გრამატიკაა შუაში(თან ქართული) ავხსნი კიდე ერთხელ: "ინგლისური პოინტერი" ნიშნავს ხაზგასმას..რომ ეგ კონკრეტული ჯიში....ინგლისიდან არის..სხვა ქვეყნის პოინტერში რომ არ აგვერიოს. თუ არ არსებობს სხვა ქვეყნის პოინტერი...მაშინ ხაზგასმა..რომ ინგლისურია...ზედმეტია გრამატიკულად. ეგ იგივეა..რომ ვთქვათ "ქართული ხვანჭკარა" "ქართული ნაფარეული" და ა..შ... კიდე სადაური შეიძლება იყოს ხვანჭკარა და ნაფარეული??... ქართული იქნება აბა რა იქნება.
ციტატა(levani-asi @ 12th July 2012 - 17:22) *
''ავჩალკად''?

აი ეს სიტყვა ხსნის ყველაფერს მაგ შემთხვევაში. ავჩალკა კი არა ავჩარკა. ეგ სიტყვა რუსულია და მოდის სიტყვა "ავცა"-დან ანუ მეცხვარე. მეხცვარე ჯიში კი ყველას ყავს. შოტლანდიურიც არის..გერმანულიც..ავსტრალიური

პოსტის ავტორი: levani100 Jul 12 2012, 19:53

მე ვიცი რომ ''ავჩარკა''ქართულად ნაგაზია, ინგლისურად shepard ''ავჩალკები''კი mymarket.ge არის უხვად. D.gif
ვიტყვი კიდევ ერთხელ რომ, ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია და ყურში როგორ გვესმის, სულ არ აინტერესებთ ინგლისელებს.
ჯიში არის ინგლისური პოინტერი. elementarno-vatson.gif რაა აქ საკამათო, ან რა შუაშია ქართული გრამატიკა და ლიტერატურა.

პოსტის ავტორი: AlekoN Jul 12 2012, 19:55

levani100

ციტატა(levani-asi @ 12th July 2012 - 17:01) *
ჩემი აზრით არც იმის უფლება აქვთ რომ შეაჯვარეს,
ინგლისური კოკერ სპანიელი, ინგლისურ სპრინგერ სპანიელზე და დაარქვეს რუსული სანადირო სპანიელი.მე ვფიქრობ არასდროს არცერთი ქვეყნის, კინოლოგიურმა ფედერაციამ, არ უნდა სცნოს რუსულ ჯიშად.

ეს კი ცოტა საჩოთირო თემაა...
გერმანელებმაც გამოიყვანეს თავიანთი საამაყო იაგდტერიერი ბრიტანული ტერიერებისგან, მაგრამ არავინ ეუბნება, ამის უფლება არ გქონდათო.

პოსტის ავტორი: levani100 Jul 12 2012, 20:43

ციტატა(AlekoN @ Jul 12 2012, 20:55) *
levani100

ეს კი ცოტა საჩოთირო თემაა...
გერმანელებმაც გამოიყვანეს თავიანთი საამაყო იაგდტერიერი ბრიტანული ტერიერებისგან, მაგრამ არავინ ეუბნება, ამის უფლება არ გქონდათო.

მემგონი გერმანელებმა მეტი დრო დაუთმეს ჯიშთა შერჩევას, სელექციას ვიდრე რუსებმა.მასე შევაჯვაროთ ინგლისური პოინტერი დრატჰაარს და დავარქვათ
ქართული ''ნაბულა'' ან ''ყოჩაღა''. newsmile090.gif newsmile01.gif
AlekoN გამეხარდა აქ რომ ხარ.

პოსტის ავტორი: ლევანი Jul 12 2012, 21:47

ციტატა(levani-asi @ 12th July 2012 - 21:53) *
მე ვიცი რომ ''ავჩარკა''ქართულად ნაგაზია,

ეგ კი ეგრეა..მაგრამ "ავჩარ" რუსულად მაინც მეცხვარეს ნიშნავს პირდაპირ თარგმანში. ნუ ჩვენ თუ ნაგაზი დავარქვით ვის რა პრეტენზია შეიძლება ქონდეს. ეგრე ქვია და მორჩა.(ისე ეს ყველაფერი რა შუაშია არ ვიცი)

ციტატა(levani-asi @ 12th July 2012 - 21:53) *
ინგლისურად shepard ''ავჩალკები''კი mymarket.ge არის უხვად.

ხოო..ეგეთები სხვაც ბევრია მანდ. D.gif
ციტატა(levani-asi @ 12th July 2012 - 21:53) *
ვიტყვი კიდევ ერთხელ რომ, ჩვენ როგორ წარმოგვიდგენია და ყურში როგორ გვესმის, სულ არ აინტერესებთ ინგლისელებს.

ამაზე მეც იგივე შემიძლია ვთქვა...პატიოსნად როვ ვაღიარო..სულ მკიდია ინგლისელების აზრი. D.gif მე ის მაინტერესებს...ამ ფორუმზე(ანუ ჩვენთან..საქართველოში) რამდენად გამართულია გრამატიკულად ამ თემის სათაური. თუ ისე იწოდება..როგორც ქვია... კი ბატონო..ესეიგი ეგრე უნდა იყოს. უბრალოდ ეგ დამაინტერესდა..ეგრე უნდა იყოს???...

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)