თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მეძებრები _ იტალიური მეძებარი (Bracco Italiano)

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 5 2009, 20:35

იტალიური ბრაკი გულადი, ამტანი, დიდყნოსვიანი მეძებარია. მისი გამოყენება ნებისმიერი სახის ნადირობისას შეიძლება. ეძებს ჩორთით, ყნოსავს შორიდან, რადგან თავი მუდმივად აღერილი უჭირავს. იდეალური აპორტიროვშიკია. ადვილად ეჩვევა პატრონს და იგეშება ძალდატანების გარეშე, მაგრამ საჭიროებს სისტემატურ ვარჯიშს, სამუშაო ფორმა რომ შეინარჩუნოს. საამისოდ კი აუცილებელია სივრცე და ფიზიკური დატვირთვა.
მე-19 საუკუნის დასაწყისიდან ჯიშის გაკეთილშობილება ინგლისურ პოინტერებთან შეჯვარებით დაიწყეს და მიიღეს უფრო მსუბუქი, შდარებით ელეგანტური და სწრაფი მეძებარი.

ინფორმაცია ამოღებულია ჟურნალ ნადირობიდან

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

თემის სათაური შემეშალა უნდა ეწეროს იტალიური მეძებარი თუ შეგიძლიათ ჩაასწორეთ. newsmile038.gif

პოსტის ავტორი: ჩიქო Dec 5 2009, 21:08

ვინმეს ყაავს ეს ჩვენთან????? უკვე მომწონს ეს ძაღლიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Dec 6 2009, 10:02

თუ გაინტერესებთ კიდე გავხსნი ახალი ჯიშების თემას newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ბესო Dec 7 2009, 23:16

ლეკი

გახსენი მერე, რად უნდა შეთანხმება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ზურა Mar 15 2010, 12:30

ძალიან მომწონს ეს ჯიში სამწუხაროდ არ ვიცი თუ ჰყავს ვინმეს ჩვენთან

პოსტის ავტორი: zamori Apr 11 2010, 11:38

ესეც დრატხაარივით ვირი მუშა ჩანს... ვინმეს გინახავთ ამ დზაგლის ნადირობა?? haski.gif

პოსტის ავტორი: samo Apr 23 2010, 13:30

რა არსი ამ ძაღლში მოსაწონი ნადირობის რა გითხრათ არასდროს არ მინახავს ამ ჯიშის ძაღლების ნადირობა მარა ისე კი ძაან მახინჟი ძაგლია newsmile035.gif newsmile035.gif და რაგაც არა მგონია რამე განსაკუთრებული ქონდეს განსხვავებით სხვა კონტინენტალურებისგან

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 23 2010, 20:13

ციტატა(samo @ Apr 23 2010, 14:30) *
რა არსი ამ ძაღლში მოსაწონი ნადირობის რა გითხრათ არასდროს არ მინახავს ამ ჯიშის ძაღლების ნადირობა მარა ისე კი ძაან მახინჟი ძაგლია newsmile035.gif newsmile035.gif და რაგაც არა მგონია რამე განსაკუთრებული ქონდეს განსხვავებით სხვა კონტინენტალურებისგან

სულაც არ არის მახინჯი, არ გეთანხმები.


პოსტის ავტორი: 919 Apr 23 2010, 20:55

ლეკი

მახინჯი მართლაც არ არის... საქართველოში ამ ჯიშის ეკზემპლარი რამდენადაც ვიცი არ მოიძიება.
რუსებისგან გამიგონია, რომ საკმაოდ მძიმეა... სტატიაც მაქვს რომელიღაცა 2009 წლის რუსულ ჟურნალში.

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 23 2010, 21:07

ციტატა(919 @ Apr 23 2010, 21:55) *
ლეკი
სტატიაც მაქვს რომელიღაცა 2009 წლის რუსულ ჟურნალში.

იქნებ ნახო და დადე იმფო ამ ძაღლზე, რაც მეტი გვეცოდინება მით უკეთესი.. newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Apr 23 2010, 22:14

ეგზოტიკური გარეგნობა აქვს, ცოტას წაუმდევრებს კიდეც. მე რა კლიპებიც ვნახე, ნაბიჯით დადანდალებს. თანამედროვე მეძებრის არაფერი ეტყობა. კაი რო ყოფილიყო, იტალიელებს დაასწრებდი მაგის მომრავლებას? რუსეთშიც და უკრაინაშიც რამდენიმე ცალია შეყვანილი ბოლო დროს, ძირითადად საშოუოდ..

პოსტის ავტორი: თენგო Apr 24 2010, 15:30

შადი შამოდი

ციტატა(shadimani @ 23rd April 2010 - 23:14) *
ნაბიჯით დადანდალებს. თანამედროვე მეძებრის არაფერი ეტყობა. კაი რო ყოფილიყო, იტალიელებს დაასწრებდი მაგის მომრავლებას?

გადაცემა იყო მაგ ჯიშზე და იცი რამ გამაკვირვა?,ლეკვებს სპეციალურად უბორკავენ ფეხებს და ხელოვნურად ასწავლიან მარტო ჩორთით ძუნძულს.
ეგ ძაღლი სულ რომ ოქროს მწყრებს პოულობდეს ასი წელი არ მინდა. ისე ზოგიერთი ჩვენი ზარმაცი მონადირეებისათვის,ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა რომ ეზარებათ,ზედგამოჭრილია. newsmile019.gif newsmile015.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: mgm Apr 24 2010, 17:10

თენგო

მართალი ხარ, მაგრამ საკმაოდ სწრაფი ჩორთით დადის და როგორც იტალიელები ამბობენ --ტემპი მუდმივად უჭირავს. სპეციალური ტყავისგან შეკერილი (რა დავარქვა არ ვიცი) აზღუდით ასწავლიან ძებნას, რომლის დროსაც ძაღლს მხოლოდ ჩორთით შეუძლია ირბინოს. ხო იმასაც იძახიან, რომ ყველაზე სწრაფი ჩორთი აქვს და თითქმის არ ჩამოუვარდება ნავარდს.

პოსტის ავტორი: mgm Apr 24 2010, 18:12


მე მაგრად მევასება!






xoshian.gif

პოსტის ავტორი: თენგო Apr 24 2010, 18:56

mgm
გაუმარჯოს! რაღაც აღარ აქტიურობდი ამ ბოლო დროს,გამიხარდა ისევ რომ გამოჩნდი!!!!!!

მოწონებას რაც შეეხება ,არ მოსაწონი ჩემი აზრით არცერთი ძაღლი არ არის. უბრალოდ ჩემს თემპერამენტს და ნადირობის მანერას ამ სისწრაფით მოძრავი ძაღლი არ შეესაბამება,რო მაჩუქო არ მინდა. ისე გავიმეორებ,უამრავი მონადირე ვიცი ვინც ასეთ ძაღლს ინატრებს.
ისე რა დაგიმალო და ვიზუალურადაც არ მომწონს,.კაცია და გუნება)newsmile05.gif:

პოსტის ავტორი: samo Apr 24 2010, 18:58

როგორიც არ უნდა იყოს ეს ძაღლი და როგორც არ უნდა ნადირობდეს.. არ ავიყვან სუ რო მჩუქნიდნენ.... ფუ ჯერ რა ცუდი ძებნის სტილი აქვს და სტოიკა ხო ვაფშე არ უარგა.... newsmile019.gif newsmile019.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Apr 24 2010, 20:45

იცით რაარის მართლაც კაცია და ბუნება .. მე მომეწონა და იცით რატომ ვაშე სხვა სტილია რაც მე აქამდე არ მინახია .. არჩევანი რო მქონდეს ყიდვაში არ ვიყიდი მაგრამ სხვას ვიყიდი იასნად მარა რო მაჩუქო მინდა ხანდახან ამითაც გავისწორები....

პოსტის ავტორი: AlekoN Apr 24 2010, 21:02

ციტატა(თენგო @ Apr 24 2010, 16:30) *
ისე ზოგიერთი ჩვენი ზარმაცი მონადირეებისათვის,ზედმეტი ნაბიჯის გადადგმა რომ ეზარებათ,ზედგამოჭრილია. newsmile019.gif newsmile015.gif newsmile01.gif

ეგენი დიდი უმრავლესობას შეადგენენ...

პოსტის ავტორი: ლევანა90 Apr 24 2010, 21:09

AlekoN
კაცი რო დაბერდება და იმდენი სირბილის თავი არ აქვს ეე კაკრას ზედ გამოჭრილია მაგაზე ეგ ძაღლი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Apr 24 2010, 21:37

AlekoN
samo

ისე ჩაქირა ხომ ჯობია არა?! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: samo Apr 24 2010, 22:00

919 კი აბა რაა თან გადაჯიშებული სახე შეცვლილიც ჯობია newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif რა ტქმა უნდა ნადირობის პონტში არ ვამბობ რადგანაც ის ნადირის ძაღლია ეს კიდე ფრიველის.. მარა მაინც ის მირჩEვნია newsmile035.gif:D:D:

პოსტის ავტორი: 919 Apr 24 2010, 22:22

samo

ჩაქირა გირჩევნია თუ ბრაკო?
ისე ბავშობაში ერთმა ძალიან ახლობელმა და სერიოზულმა მონადირემ
ღადავში ახსენა "აჩხამურის მგელთამხუთავი", ერთმა კაცმა სერიოზულად მიიღო და იმისთანა ავარდა,
რომ მთელი საქართველო შემოიარა და ვერ იპოვა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif იგივე ჩაქირაზეც მგონია... არ მიწყინოთ.

პოსტის ავტორი: samo Apr 24 2010, 22:30

919 საწყენი არაფერია newsmile035.gif:D:D:D ჩაქირაში მე ის გადაჯიშებულები და ყოვლად გადაგვარებულები ვიგულისხმე ჩვენმა მავერიკმა გეპეის საერთო საცხოვრებელთან მაწანწალა დვარნიაშკებს რო შეადარა newsmile035.gif:D:D ისენი რო დაბანო კაცმა და გაასუფთაო უფრო ვიდიანი გამოჩნდება ვიდრე ბრაკო newsmile035.gif:D:D დიდ ბოდიშს ვუხდი ბრაცოს ფანებს მათი საყვარელი ძაღლი ასეთი მწარე დაცინისთვის newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: mgm Apr 25 2010, 07:55

http://www.radikal.ru


ამით ავარჯიშებენ.

http://www.radikal.ru

ვინმემ თუ გაჩუქათ, მე გამიხსენეთ და უარს ნუ ეტყვით, მე გავზრდი. vot-tak.gif

გაიხარე თენგო!

პოსტის ავტორი: 919 Apr 25 2010, 09:56

ეს არის ერთ-ერთი უძველესი ჯიში იტალიაში (მასტინოებს არ შევადარებ),
მაგრამ არაერთ ფერწერულ ტილოზე მაქვს ამ ტიპის ძაღლები ნანახი.
გავიხსენებ, რომოლ ფერმწერს ყავს ასახული და ბმულს აუცილებლად
დავდებ.
ისე კი ფილა ბრაზილიეროს დრუნჩს მაგრად ვამსგავსებ ბრაკის დრუნჩს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: თენგო Apr 25 2010, 10:49

mgm

ციტატა(mgm @ 25th April 2010 - 08:55) *
ვინმემ თუ გაჩუქათ, მე გამიხსენეთ და უარს ნუ ეტყვით, მე გავზრდი.

ჩაგეთვალა!!!!!!!!!!!! small3d018.gif newsmile027.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 25 2010, 18:59

ციტატა(თენგო @ Apr 24 2010, 19:56) *
mgm
გაუმარჯოს! რაღაც აღარ აქტიურობდი ამ ბოლო დროს,გამიხარდა ისევ რომ გამოჩნდი!!!!!!

მოწონებას რაც შეეხება ,არ მოსაწონი ჩემი აზრით არცერთი ძაღლი არ არის. უბრალოდ ჩემს თემპერამენტს და ნადირობის მანერას ამ სისწრაფით მოძრავი ძაღლი არ შეესაბამება,რო მაჩუქო არ მინდა. ისე გავიმეორებ,უამრავი მონადირე ვიცი ვინც ასეთ ძაღლს ინატრებს.
ისე რა დაგიმალო და ვიზუალურადაც არ მომწონს,.კაცია და გუნება)newsmile05.gif:

ისე მართალი ხარ ტლანქი ძაღლია..

პოსტის ავტორი: gsx Aug 31 2011, 15:49

რა ძმაა newsmile035.gif სუფთა ტონია იმენა.... მაფიოზი newsmile035.gif

პოსტის ავტორი: kupra Aug 31 2011, 16:51

აუ რა საშინელი რამეა ამის შემხედვარე კაცს არც ნადირობა და საერთოდ ძაღლის ყოლაც აღარ მოგინდება ტოო. newsmile042.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Nov 11 2011, 00:07

სხვათა შორის ამ ძაღლის ძალიან ახლო ნათესავია ადგილობრივი ესპანური მეძებარი Perdinguero Burgos იგევი ბურგოსული პოინტერი. ექსტექრიაერითაც ძაან გავს, უბრალოდ ძებნის მანერა სხვა აქვს.
ეს ესპანური ძაღლი კიდე პირდაპირი წინაპარია კურცხაარის...

პოსტის ავტორი: kupra Nov 11 2011, 01:43

მე არ მომწონს ეს ძაღლი. newsmile042.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Aug 12 2013, 07:41

ჩემს ნაცნობს ყავს ეს ძაღლი,ვეძებთ მამალს შესაჯვარებლად ოღონდ სუფთა სისხლს,ეს ძაღლი არის არაბეთიდან ჩამოყვანილი.

http://imageshack.us/photo/my-images/842/rgha.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/827/m766.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/14/tm37.jpg/

პოსტის ავტორი: Bone Aug 12 2013, 08:08

newsmile041.gif

პოსტის ავტორი: Fishman Aug 12 2013, 22:36

ნოსო

ნოსოია, ბიჭო, შენ რაც დადე ეხლა ეგ კურცჰაარს უფრო გავს, ვიდრე ბრაკო იტალიანოს D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Aug 13 2013, 16:17

ტყუილად მასხრობდით ა ბატონო სანადირო ძებნაში შეჯიბრიდან


პოსტის ავტორი: Bone Aug 13 2013, 16:40

სამასხრო არაფერია დათო, უბრალოდ სად იპოვის კაცი ამ ჯიშის ძაღლს, თანაც ხვადს, თანაც დართვის ასაკში newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Aug 13 2013, 18:41

დარწმუნებული ხართ რომ ამ კონკრეტულ სურათებზე ბრაკო იტალიანოა?

ბრაკოს სულ სხვანაირი თავი აქვს.

პოსტის ავტორი: dato6 Aug 13 2013, 19:09

ას ბრაკო კურცხარიტოს, უფრო გავს.

პოსტის ავტორი: სკვითია Aug 14 2013, 16:11

ნოსო
არ არის ეგ ძაღლი ბრაკო...პირწავარდნილი კურცხალია ეგ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Aug 14 2013, 21:02

ეგ ძაღლი თუ ჩამოყვანლია შეიძლება სხვა რომელიმე კონტ. მეძებარი იყოს.

აი ტიპიური ბრაკო

http://radikal.ru/fp/97d1c651ccb048f7a67fd630884384cf

და ბრაკოების ოჯახი

http://radikal.ru/fp/075c17409433478cb51ba06c2e9afdb3

პოსტის ავტორი: barbi Oct 17 2013, 17:19

ნელია ძაან ეტყობა.

პოსტის ავტორი: Vazha May 19 2015, 15:26

გაუმარჯოს ყველას, ეს თემა უკვე 5 წელია არ არის აქტიური, მე ძალიან მომეწონა ამ ჯიშის ნადირობა და სირბილის სტილი და ამა წლის მაისში ჩამოვიყვანე დედალ მამალი ლეკვი 4 თვის, ძალიან საინტერესო, ენერგიული და სიმპატიური ლეკვები არიან. რამდენადაც ვიცი ჩვენთან ეს პირველი ეგზემპლიარები არიან!


http://postimg.cc/image/5w2glxsa9/

პოსტის ავტორი: kajuberi May 19 2015, 16:02

მაგარი ტიპები არიან, წარმატებებიი

პოსტის ავტორი: gagrinski May 19 2015, 19:02

გილოცავ, საინტერესოა მატი ნახვა. როგორც ვხვდები სხვადასხვა მშობლებისგან არიან ხო ლეკვები?

პოსტის ავტორი: Vazha Jun 2 2015, 12:25

ციტატა(gagrinski @ May 19 2015, 20:02) *
გილოცავ, საინტერესოა მატი ნახვა. როგორც ვხვდები სხვადასხვა მშობლებისგან არიან ხო ლეკვები?

მადლობა,
სხვადა სხვა საგვარეულოს მატარებლები არიან, ძალიან საინტერესო ლეკვები არიან, მართალია ჯერ კიდევ ძუ ვერ გაიარა აკლიმატიზაცია,,
რას გულისხმობ მეტ ნახვაში?
სურათებს და ვიდეოებს ალბათ უფრო შემოდგომით ავტვირთავ, სეზონის გახსნის შემდგ. საველესათვის ჯერ პატარები არიან, მონადირე ძაღლების გამოფენამ ჩაიარა ხომ?
ისე შეგიძლია მესტუმრო, გამიხარდება!

პოსტის ავტორი: gagrinski Jun 2 2015, 19:02

ვგულისხმობ მინდორში ნახვას newsmile05.gif მონადირე ძაღლების გამოფენა 13-14 ივნისაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონტინენტალურები 14შია თუ არ ვცდები.

პოსტის ავტორი: Vazha Jun 9 2015, 14:02

ციტატა(gagrinski @ Jun 2 2015, 20:02) *
ვგულისხმობ მინდორში ნახვას newsmile05.gif მონადირე ძაღლების გამოფენა 13-14 ივნისაა ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე. კონტინენტალურები 14შია თუ არ ვცდები.


მადლობა რომ მითხარი, 5 თვის ლეკვები დაიშვებიან? საინტერესოა და სად უნდა გავარკვიო მონაწილეობის შესახებ ან ინფორმაცია სად და რა წესებით სად გავარკვიო, თუ დამეხმარები , დამავალებ!

პოსტის ავტორი: kardinal84 Jun 9 2015, 14:31

პირველ რიგში სასურველია ძაღლს ქონდეს აქაური საგვარეულო,თუ ჩამოყვა ლეკვებს უცხოური მიიტანე სამთო ქიმიის პირველ სართულზე დავით ცხვედიანთან გითარგმნის და დაარეგისტრირებს, წლამდე ასაკის ძაღლების დათვალიერება მაისსში ტარდება ასე რომ წელს დაგვიანებულია, მაგრამ 13 ში თუ შეძლებ მოიყვანე ლისზე, საინტერესოა მაგ ჯიშის ნახვა იქ პირადად ნახავ ცხვედიანს და გეტყვის როგორ უნდა მოიქცე.

პოსტის ავტორი: Vazha Jun 10 2015, 22:04

ციტატა(kardinal84 @ Jun 9 2015, 15:31) *
პირველ რიგში სასურველია ძაღლს ქონდეს აქაური საგვარეულო,თუ ჩამოყვა ლეკვებს უცხოური მიიტანე სამთო ქიმიის პირველ სართულზე დავით ცხვედიანთან გითარგმნის და დაარეგისტრირებს, წლამდე ასაკის ძაღლების დათვალიერება მაისსში ტარდება ასე რომ წელს დაგვიანებულია, მაგრამ 13 ში თუ შეძლებ მოიყვანე ლისზე, საინტერესოა მაგ ჯიშის ნახვა იქ პირადად ნახავ ცხვედიანს და გეტყვის როგორ უნდა მოიქცე.


მადლობა, ძალიან კარგი, აუცილებლად ამოვალ 13 ლისზე , რომელ საათზე იწყება შეკრება?

პოსტის ავტორი: Vazha Oct 7 2015, 15:18

https://www.youtube.com/watch?v=fGXlVuJgO4w

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 7 2015, 17:06

Vazha
სასახელო გაგეზარდოს, ყველაზე მეტად რაც მომწონს ამ ძაღლში ეგ არის ჩორთით მოძრაობა, მაგრამ ჩორთი აქ ბევრ ჩვენებურ სეტერს არ ჩამოუვარდება მემგონი ერთადერთი ჯიშია ასეთ სტილში კარგია კარგი !..

პოსტის ავტორი: Nisabachka Dec 19 2015, 01:22

იტალიური ბრაკი (იტალ. Bracco italiano) — ძაღლის ჯიში, რომელიც გამოყვანილია იტალიაში XVIII საუკუნეში. ამ თავისებური ძაღლის სამშობლო იტალიური პროვინციები პიემონტი და ლომბარდიაა.
დღესდღეისობით ეს ძლიერი, პროპორციული აღნაგობის მქონე ძაღლი ყველა ევროპული გამოფენის მონაწილეა. ნადირობისას ის ენერგიული და მამაცი მონადირეა, რომელიც ძალიან კარგად მუშაობს კვალზე და ერთნაირად კარგად მოაქვს ნანადირევი ხმელეთზე და წყალში.
P.S. სასიხარულო იქნება თუ ეს ჯიში საქართველოშიც გამრავლდება და ჩემი სუბიექტური აზრია რომ სულაც არ არის მახინჯი...

http://postimg.cc/image/tz9ujee51/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)