დაეხმარეთ ახალბედას., შეკითხვა ყველას |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
დაეხმარეთ ახალბედას., შეკითხვა ყველას |
Jul 7 2011, 11:53
პოსტი
#1
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 6-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
გამარჯორად სრულიად მონადირეთა საზოგადოებავ.გთხოვთ მიპასუხეთ თუ შეგიძლიათ ჩხიკვზე ნადირობა შეიძლება სეზონზე?ჩემი გატაცებაა პნევმატიკა და ადრე სიმართლე გითხრათ არ ვაქცევდი აქამდე ყურადღებას წესებს და კანონებს ნადირობასთან დაკავშირებით.ნუ მხედველობაში მაქვს შაშვი,გუგული,ჩხიკვი.აი ამეებზე ვნადირობდი ხოლმე როცა აგარაკზე მომიწევდა წასვლა.ახლა მითხრეს კანონებია გამკაცრებული და სადმე გდი-ს არ გადაეყაროო.ახლა მაინტერესებს თუ შემიძლია სეზონზე ჩხიკვი მოვინადირო?
|
|
|
Jul 7 2011, 12:05
პოსტი
#2
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
klos
ნადირობისათვის საჭირო დოკუმენტები: გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის მსურველებმა ნადირობისას თან უნდა იქონიონ: გადამფრენი ფრინველების მოპოვებაზე დაწესებული მოსაკრებლის (10 ლარის ოდენობით) გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაცემული სანადირო იარაღის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი. მოსაკრებლის გადახდა შესაძლებელია საქართველოს ნებისმიერ ბანკში. სანადირო სახეობები, ნადირობის დღიური ლიმიტები და ვადები: მწყერი – 20 ცალი, გარეული მტრედი – 10 ცალი, ჩიბუხა – 5 ცალი, ჩვეულებრივი გვრიტი – 10 ცალი, ქედანი – 10 ცალი, გვიძინი (გულიო) – 10 ცალი (ნადირობის ვადა 21 აგვისტოდან 15 თებერვლამდე). ტყის ქათამი – 7 ცალი (ნადირობის ვადა 15 ოქტომბრიდან 15 დეკემბრამდე). წყალმცურავები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) – საერთო რაოდენობა 8 ცალი (ნადირობის ვადა 1 ნოემბრიდან 1 მარტამდე). ნადირობა აკრძალულია: დაცული ტერიტორიების გარშემო 500 მეტრიან ზონაში. საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებში და ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე. ნადირობისათვის დაშვებული იარაღები: სანადირო ხრახნივლულიანი და გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი. სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი. სანადირო პნევმატური იარაღი. აკრძალულია სანადირო იარაღის ზემოთ ჩამოთვლილი სახეების გარდა სხვა იარაღით ნადირობა. გადაიკითხე!!!! |
|
|
Jul 7 2011, 12:23
პოსტი
#3
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 6-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
ნუკრიMax- გასაგებია.მე მხოლოდ ჩხიკვი მაინტერესებდა რადგან მხოლოდ ის მხვდება ტყეში თუმცა ახლა აზრი აღარ აქვს რადგან თურმე იმ ტერიტორიაზე საერთოდ აკრძალული ყოფილა ნადირობა.მე მხედველობაში მაქვს (ყოფილი ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო მეურნეობის მთელ ტერიტორიაზე.)თუმცა იქ მართალია კაცი არაა მომკითხავი.
მადლობა რჩევისთვის და გავითვალისწინებ. |
|
|
Jul 7 2011, 12:26
პოსტი
#4
|
|
ზევსი ჯგუფი: ადმინი პოსტები: 7,032 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
არაფრის!
|
|
|
Jul 7 2011, 13:53
პოსტი
#5
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,341 რეგისტრ.: 16-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: belinskis 27 tbilisi |
შაშვი მგალობელი ფრინველია და ცოდო არ არის klos.
|
|
|
Jul 7 2011, 14:49
პოსტი
#6
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
|
|
|
Jul 7 2011, 15:27
პოსტი
#7
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 6-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მე ვერსად მოვიპოვე ინფორმაცია იმის შესახებ რომ ჩხიკვი წითელ წიგნში იყოს შეტანილი.
|
|
|
Jul 7 2011, 15:35
პოსტი
#8
|
|
თვით დიდი ოჩო! ჯგუფი: ადმინი პოსტები: 18,619 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
klos
ჟურნალ მონადირის ბოლო გვერდზე (თითქმის ყველაზე)წერია ხოლმე მაგაზე სტატია |
|
|
Jul 7 2011, 15:39
პოსტი
#9
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jul 7 2011, 15:58
პოსტი
#10
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
klos
აკრძალულია ნადირობა ყველა მგალობელ ფრინველზე.(მათ შორის შაშვზე..ჩხართვზე..მოლაღურზე და ა..შ..) აგრეთვე აკრძალულია ნადირობა სანიტარ ფრინველებზე. ჩხიკვი კი სანიტრებში გადის. მიეკუთვნება ბაღურისნაირნებს... ახლოს დგას ყვავთან და კაჭკაჭთან. იკვებება ლეშითაც და გველებითაც. ასე რომ საჭმელადაც არ გამოდგება. |
|
|
Jul 7 2011, 15:58
პოსტი
#11
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 6-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
დიდი მადლობა ყველას დარიგებისთვის.მომიწევს კანონზე დამორჩილება რა გაეწყობა არადა რა კარგი ხორცი აქვს და რა სასიამოვნო მოსაპოვებელია
|
|
|
Jul 7 2011, 16:02
პოსტი
#12
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
klos
ნამდვილი გლუვლულიანი თოფი შეიძინე...შემოგვიერთდი და ინადირე იმ ყველაფერზე..რაზეც ნადირობა ეიძლება. მწყერზე ნადირობა ჯობია. თუ პნევმატიკა გიყვარს განსაკუთრებით..მაში ქედანზე და გვრიტზე შეგიძლია ინადირო..ოღონდ სეზონზე. |
|
|
Jul 7 2011, 16:07
პოსტი
#13
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 6-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
klos ნამდვილი გლუვლულიანი თოფი შეიძინე...შემოგვიერთდი და ინადირე იმ ყველაფერზე..რაზეც ნადირობა ეიძლება. მწყერზე ნადირობა ჯობია. თუ პნევმატიკა გიყვარს განსაკუთრებით..მაში ქედანზე და გვრიტზე შეგიძლია ინადირო..ოღონდ სეზონზე. ხოდა ის მაინტერესებს ჩემთან კორპუსებში არიან გვრიტები და სეზონზე ხომ შემიძლია მათი მოპოვება? და ის 10 ლარიანი ქვითარიც უნდა ავიღო ბანკში მაგისთვის? |
|
|
Jul 7 2011, 16:34
პოსტი
#14
|
|
ზახარა ჯგუფი: ადმინი პოსტები: 10,776 რეგისტრ.: 16-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
klos
გვრიტზე ნადირობა შეგიძლია , მაგრამ არა კორპუსში და ეზოებში რაც შეეხება 10 ლარიან ქვითარს თუ აპირებ ზემოთ ჩამოთვლილ ფრინველებზე(გადამფრენ) ნადირობას მაშინ დაგჭირდება ქვითრის აღება ბანკში |
|
|
Jul 7 2011, 16:43
პოსტი
#15
|
|
ახალბედა მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7 რეგისტრ.: 6-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
klos გვრიტზე ნადირობა შეგიძლია , მაგრამ არა კორპუსში და ეზოებში რაც შეეხება 10 ლარიან ქვითარს თუ აპირებ ზემოთ ჩამოთვლილ ფრინველებზე(გადამფრენ) ნადირობას მაშინ დაგჭირდება ქვითრის აღება ბანკში ესეიგი გვრიტზე ქვითარი არ დამჭირდება როგორც დავიგე.და თბილისთან ყველაზე ახლოს სად შეიძლება გასვლა გვრიტზე და ქედანზე? |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 21:42 |