სპინინგით მდინარეზე თევზაობის ეტიკეტი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >  
Reply to this topicStart new topic
სპინინგით მდინარეზე თევზაობის ეტიკეტი
ბესო
პოსტი Sep 2 2010, 14:40
პოსტი #31


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეხლა რა მიდოდა მეთქვა newsmile035.gif

მოკლედ ჩემი აზრი არის ესეთი და ვისთანაც ამ მეთოდით მითევზავია არ მგონია, რომ დიკომფორტი ეგრძნოს ვინმეს!
მოკლედ ვაკეთებთ შემდეგ რაიმეს:

შავი ფერით მონიშნულია მდინარე დანომრილი კი თევზის პოტენციური სადგომები. გვყავს 3 მეთევზე წითელი, ყვითელი და შავი. განაწილდებიან 1,2,3 ადგილებზე შემდეგ კი ისრების მოძრაობას მიყვებიან რიგ-რიგობით ანუ ჯერ წითელი გადავა მწვანეს წინ შემდეგ ადგილზე, შემდეგ ყვითელი გადავა წითლის წინ შემდეგ ადგილზე და მერე მწვანე გადავა ყვითელის წინ შემდეგ ადგილზე და ესე მიყვებიან ბოლომდე!

- რა თქმა უნდა თუ არის ისეთი მომენტი, რომ გადასწრებამ შეიძლება გამოიწვიოს თევზის დაფრთხობა, გადამსწრები ელოდება სანამ მის წინ მდგომნი და დაბლესნავენ ადგილებს და შემდეგ აგრძელებს გზას.
იქ სადაც მდინარეზე მეორე ნაპირზე არის გადასვლა საჭირო - გადადიან ერთად და შემდეგ იგივე თანმიმდევრობით აგრძელებენ!
- ასევე აუცილებელია, რომ მეთევზემ არ გამოტოვოს არცერთი ადგილი იმის "ხათრით", რომ წინ უფრო პერსპექტიული ადგილი დაინახა!
- იქ სადაც დიდი მორევებია და არის შესაძლებლობა, რომ ერთად ითევზაონ, ვერც მაგის პრობლემას ვერ ვხედავ, ხოლო თუ დიდი მორევია, მაგრამ ერთად თევზაობა გამორიცხულია დასადგომი ადგილის სიმცირის გამო, იქაც რიგითობა მუშაობს!

რას ხედავთ ეხლა ამაში ცუდს? ან ამაზე მარტივს რას იტყვით

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 2 2010, 14:45
პოსტი #32


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მშვენიერია, აი ეს საკითხიც ერთ ერთი მნიშვნელოვანია
ციტატა(Beso @ 2nd September 2010 - 15:40) *
- რა თქმა უნდა თუ არის ისეთი მომენტი, რომ გადასწრებამ შეიძლება გამოიწვიოს თევზის დაფრთხობა, გადამსწრები ელოდება სანამ მის წინ მდგომნი და დაბლესნავენ ადგილებს და შემდეგ აგრძელებს გზას.

აგრძელებს გზას იგულისხმება ამის შემდეგ გადადის წინ, ხო? ანუ ხანდახან უკანმდგომებმაც უნდა აიტანონ გამონაკლისის შემთხვევაში
წინმსწეფებისს მიერ ცოტა მეტი მუშაობის პროცესი, ხან თითომ მოუწეს იგივე სიტუაციაში ყოფნა და ესე...... უბრალოდ თევზის არ დაფრთხობის
გულისთვის არაფერი გულდასაწყვეტი მანდ არაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 2 2010, 14:54
პოსტი #33


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(vito @ 2nd September 2010 - 15:45) *
აგრძელებს გზას იგულისხმება ამის შემდეგ გადადის წინ, ხო?


ეგრეა.

ციტატა(vito @ 2nd September 2010 - 15:45) *
გულისთვის არაფერი გულდასაწყვეტი მანდ არაა


გულდასაწყვეტი კი არა მრატო საკუთარ თავზე, რომ არ ფიქრობს მეთევზე იმის ნიშანია ეგ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Sep 2 2010, 14:54
პოსტი #34


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ვიტო @ Sep 2 2010, 15:35) *
ბესო და მერე რა ხდება თუ ბოლომდე ვერ იხეირა?


სწორედ ეგ არის ჩემი სქემის ბოლომდე დასახვეწი მომენტი და ხშირ შემთხვევაში პარტნიორების ურთიერთშეტანხმებაზეა დამოკიდებული. შესაძლებელია მოილაპარაკონ, რომ თუ 2 ჯერ ჩაურტყავს და ვერ დაიჭერს გადავა ისევ უკან. თუ გამოყვანისას 1 გაექცა ეძლევა კიდევ შანსი. რჩება პირველი. მაგრამ მთელი დღე წინ არავინ არ დატოვებს. მოლაპარაკებაზეა.
ე.ი. უკან გადასვლა რა შემთხვევაში ხდება - ვარიანტებია, ან
1) თევზის დაჭერა
2) 2 აან 3 ჩარტყმა ან თევზის გამოდევნება
3) გამოყვანისას თევზის გაქცევა + 1 ან 2 ჩარტყმა ან თევზის გამოდევნება


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 2 2010, 14:59
პოსტი #35


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



troutbaiter
არ ვიცი არჩილ, ბესოს ვარიანტი რატომღაც უფრო მარტივია, გამოყვანისას თუ გაუძვრა კაცს წინ მგონი არ უნდა დარჩეს,
თევზის გამოდევნებაში რა იგულისხმება, კი გასაგებია რომ შინაურ რასტავთან დადის ადამიანი სათევზაოდ მარა გამოდევნებას
ვინ დაინახავს ან ვინ არ დაინახავს?

ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 15:54) *
უკან გადასვლა რა შემთხვევაში ხდება

შემთხვევები მგონი არ ღირს განსახილველად, უბრალოდ მორიგეობით უნდა გადავიდს ყველა ყოველგვარი გართულების გარეშე.
ნუ ეს ჩქიმი უბიჟდენიაა და თავზეც არავის ვახვევ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 2 2010, 15:06
პოსტი #36


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(vito @ 2nd September 2010 - 15:59) *
უბრალოდ მორიგეობით უნდა გადავიდს ყველა ყოველგვარი გართულების გარეშე.


კანეშნა შენი ადგილი არის შენი იქ გინა 5 დაიჭირე გინდა 10 გაგექცეს და გინდა 20 გამოეკიდოს და არ დაარტყას. რაც გინდა ის გიქნია newsmile035.gif თავში ქვა გიხლია newsmile035.gif

არის 1 მომენტი კიდევ, ქვის უკან, რომ თევზაობ და იმ ქვის გვერდზე მეორე გვა არის (გვერდზე და არა მაღლა) იქაც ამ მეთევზემ უნდა ითევზაოს - ორი პროსტო არ გამოვა! ანუ სათევზე ადგილები "ინომრება" სიგრძეზე და არა სიგანეზე!

მაღლა უკვე აღვნიშნე, რომ მორევებს ეს არ ეხება, იქ სიტუაცია გკარნახობს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Sep 2 2010, 15:45
პოსტი #37


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ფერად სქემაზე შესანიშნავად თვალსაჩინოდაა ყველაფერი გამოსახული.

ციტატა(ბესო @ Sep 2 2010, 15:40) *
- ასევე აუცილებელია, რომ მეთევზემ არ გამოტოვოს არცერთი ადგილი იმის "ხათრით", რომ წინ უფრო პერსპექტიული ადგილი დაინახა!

1000 000% გეთანხმები!!! მაგრამ სწორედ ესაა ამ სქემის ყველაზე რთულად შესასრულებელი მომენტი. დამიჯერეთ, ამას დიდი ხნის გამოცდილების შედეგად ვამბობ. ნებისმიერ ადამიანს ექნება სურვილი შეუხედავი ქვის უკან მდებარე გუბე გამოტოვოს და გადავიდეს გაცილებით წინ მდებარე მორევში ან პერეკატზე, სადაც ეგულება თევზის უფრო მეტად სავარაუდო სდგილსამყოფელი. ეს ისეთი აქსიომაა, რომ კამათი მგონი ზედმეტია. თუ არ გჯერათ, გავიდეთ ერთად და არაერთი ფაქტის წინაშე დაგაყენებთ.
მაგალითად როგორ აიძულებ ახლადწინწასულ კაცს დაიკავოს მისთვის კუთვნილი ცუდი ადგილი? რა თქმა უნდა იგი ცუდ ადგილს გამოტოვებს! რა უკნიდან ყვირილს დაუწყებ დაიკავე შენი ცუდი ადგილიო? მოგიბრუნდება და გეტყვის, მე აქ ადგილს საერთოდ ვერ ვხედავო!

გარდა ამისა, კიდევ ერთი სუსტი მომენტი ისაა, რომ წინ მიმავალი არეგულირებს მდინარეზე გადაადგილების სიჩქარეს. მან შეიძლება ისეთი ტემპი აიღოს, რომ უკანა ხალხი ვერც დაეწიოს. ან, როგორც კი შეამჩნევს, რომ უკანა უახლოვდება, ეგრევე მიატოვებს ადგილს და გადავა წინ. ძალიან ცუდია! ასე რჩება კარგი ადგილები ბოლომდე დაუცხრილავი.

მოკლედ ურთიერთგადასწრება უნდა გამოირიცხოს და დანარჩენი დარჩეს.

ციტატა
იქ სადაც დიდი მორევებია და არის შესაძლებლობა, რომ ერთად ითევზაონ, ვერც მაგის პრობლემას ვერ ვხედავ, ხოლო თუ დიდი მორევია, მაგრამ ერთად თევზაობა გამორიცხულია დასადგომი ადგილის სიმცირის გამო, იქაც რიგითობა მუშაობს!

ეგრეა.

და კიდევ ერთი, უწინ შეგეკითხე და არ მიპასუხე გადასწრების ინტერვალებზე და მანძილებზე.


ციტატა
ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 09:36)
ეგ "რიგი" როდის დადგება საიდან გავიგოთ. ვგულისხმობ რამდენად ხშირ-ხშირად უნდა მოხდეს ერთმანეთის გადასწრება? რა დროის ან მანძილის ინტერვალებში?



შენს სქემაში თუ არ დაიხვეწა ეს მომენტი, უკან დარჩენილი მაშინვე იზრუნებს წინწასულის გადასწრებაზე. გამოვა დასწრობანა.

ეს წლებით მაქვს გამოცდილი და ბევრ ჩემზე მეტად გამოცდილებისაგანაც გამიგია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 2 2010, 15:58
პოსტი #38


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 16:45) *
გარდა ამისა, კიდევ ერთი სუსტი მომენტი ისაა, რომ წინ მიმავალი არეგულირებს მდინარეზე გადაადგილების სიჩქარეს


არანაირად.
ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 16:45) *
შეიძლება ისეთი ტემპი აიღოს, რომ უკანა ხალხი ვერც დაეწიოს.

ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 16:45) *
ან, როგორც კი შეამჩნევს, რომ უკანა უახლოვდება, ეგრევე მიატოვებს ადგილს და გადავა წინ



ჩემს მიერ შემოთავაზებულ სქემაში ეს მომენტები ყველა გამორიცხულია ვინაიდან წინ მიდის ის ვინც კონკრეტულ მომენტში ბოლოა და დანარჩენები ვერ გაიქცევიან ვერსად, იმიტომ, რომ ბოლომ უნდა გადაასწროს ყველას და დადგეს პირველი მერე ისევ ვინც აღმოჩნდება ბოლო ის წავა წინ და ასე შემდეგ!!!

ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 16:45) *
და კიდევ ერთი, უწინ შეგეკითხე და არ მიპასუხე გადასწრების ინტერვალებზე და მანძილებზე.



გადასწრების ინტერვალებს და მანძილს გკარნახობს მდინარე. ბოლო კაცი გადაუსწრებს ყველას და მივა პირველივე პოტენციურ ადგილთან! ეგეც შენი ინტერვალი და მანძილიც newsmile05.gif

ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 16:45) *
ეგ "რიგი" როდის დადგება საიდან გავიგოთ


რიგი დადგება მაშინ, როდესაც ბოლო აღმოჩნდება მეთევზე!

ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 16:45) *
ვგულისხმობ რამდენად ხშირ-ხშირად უნდა მოხდეს ერთმანეთის გადასწრება?


ნებისმიერი სიხშირით, როდესაც ბოლო მეთევზე ჩათვლის რომ ის ადგილი სადაც დგას მოითევზავა და ეხლა წინ უნდა წაიწიოს!

ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 16:45) *
რა დროის ან მანძილის ინტერვალებში?


ამაზე პასუხები გაცემული მაქვს უკვე ამავე პოსტში!

ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 16:45) *
შენს სქემაში თუ არ დაიხვეწა ეს მომენტი, უკან დარჩენილი მაშინვე იზრუნებს წინწასულის გადასწრებაზე. გამოვა დასწრობანა.


უკან დარჩენილს არაფერი აქვს საზრუნავი დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია რომ გადაუსწროს ყველას და დაიკავოს რიგით შემდეგი პოტენციური სათევზე ადგილი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დროს წინ მდგომს არ უნდა დაუფრთხოს თევზი!

ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 16:45) *
შენს სქემაში თუ არ დაიხვეწა ეს მომენტი


მოკლედ ჩემს სქემაშI ყველაფერი დახვეწილია newsmile045.gif ანუ ფორმულა არის 1 - ბოლოს მდგომი იკავებს პირველ პოზიციას, შესაბამისად ვერცერთი სხვა ვერ ჩაეჩრება შუაში და უფრო წინ ვერ გავა. თუ იმ დახაზულს სქემას განაზოგადებ 10 მეთევზეზე - სიტყვაზე ვამბობ, - ადვილად აღმოაჩენ, რომ მეათე ყოველთვის გადადის პირველის წინ, მეცხრე გადადის მეათეს წინ, მერვე გადადის მეცხრეს წინ და ასე შემდეგ.

რავი მგონი უმარტივესი, სამართლიანი და დახვეწილია.

საერთოდ ყველა გენიალური იდეა ხომ მარტივია!!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Sep 2 2010, 16:03
პოსტი #39


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 15:54) *
1) თევზის დაჭერა
2) 2 აან 3 ჩარტყმა ან თევზის გამოდევნება
3) გამოყვანისას თევზის გაქცევა + 1 ან 2 ჩარტყმა ან თევზის გამოდევნება

ეს და ყველაფერი დანარჩენიც დაწვრილმანებას გავს და მემგონი ამ ყველაფერს ყურადღება არ უნდა მიექციოს.
ახლობლები რო წავლენ სათევზაოთ,იქ მე მეტს დავიჭერ თუ სხვა ამაზე ნაწყენი მგონი არავინ არ უნდა დარჩეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Sep 2 2010, 16:04
პოსტი #40


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ბესო @ Sep 2 2010, 16:58) *
უკან დარჩენილს არაფერი აქვს საზრუნავი დროის ნებისმიერ მონაკვეთში შეუძლია რომ გადაუსწროს ყველას და დაიკავოს რიგით შემდეგი პოტენციური სათევზე ადგილი, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ამ დროს წინ მდგომს არ უნდა დაუფრთხოს თევზი!


სწორედ ეგაა დასწრობანა.


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 2 2010, 16:04
პოსტი #41


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 16:45) *
მაგრამ სწორედ ესაა ამ სქემის ყველაზე რთულად შესასრულებელი მომენტი. დამიჯერეთ, ამას დიდი ხნის გამოცდილების შედეგად ვამბობ. ნებისმიერ ადამიანს ექნება სურვილი შეუხედავი ქვის უკან მდებარე გუბე გამოტოვოს და გადავიდეს გაცილებით წინ მდებარე მორევში ან პერეკატზე, სადაც ეგულება თევზის უფრო მეტად სავარაუდო სდგილსამყოფელი. ეს ისეთი აქსიომაა, რომ კამათი მგონი ზედმეტია. თუ არ გჯერათ, გავიდეთ ერთად და არაერთი ფაქტის წინაშე დაგაყენებთ.
მაგალითად როგორ აიძულებ ახლადწინწასულ კაცს დაიკავოს მისთვის კუთვნილი ცუდი ადგილი? რა თქმა უნდა იგი ცუდ ადგილს გამოტოვებს! რა უკნიდან ყვირილს დაუწყებ დაიკავე შენი ცუდი ადგილიო? მოგიბრუნდება და გეტყვის, მე აქ ადგილს საერთოდ ვერ ვხედავო!


ზუსტად ამაზე მქონდა თავიდანვე საუბარი, რომ აქ ურთიერთპატივისცემა თუ არ არის მაშინ არანაირი სქემა და პოსტულატი და აქსიომა არ იმუშავებს და მაშინ მარტომ უნდა იარო!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
troutbaiter
პოსტი Sep 2 2010, 16:07
პოსტი #42


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(გოგა @ Sep 2 2010, 17:03) *
ეს და ყველაფერი დანარჩენიც დაწვრილმანებას გავს და მემგონი ამ ყველაფერს ყურადღება არ უნდა მიექციოს.
ახლობლები რო წავლენ სათევზაოთ,იქ მე მეტს დავიჭერ თუ სხვა ამაზე ნაწყენი მგონი არავინ არ უნდა დარჩეს.


უპირველესი კანონი!

... სათევზაოდ უნდა წახვიდე მხოლოდ ახლობელთან!!! სხვა დანარჩენი მერე მოდის. ეგ არ ნიშნავს, რომ ახლობელთან ზდილობა და ეტიკეტი დაივიწყო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 2 2010, 16:11
პოსტი #43


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 17:04) *
სწორედ ეგაა დასწრობანა.


არანაირად.
არ არის მგონი ისე რთულად აღსაქმელი ის რასაც მე ვწერ!

10 კაცი დგას და თევზაობს ადგა ეს მეათე და გადავიდა წინ და დადგა პირველ ადგილზე იმ მორევში ან გუბურასთან, რომელიც მას მოუწია და იმის მეტს ვეღარ გადავა წინ სანამ უკან მოტოვებული 9 კაცი მის მსგავსად თავის ადგილებს არ დაიკავებენ და ეს კონკრეტული მეთევზე ისევ ბოლო არ აღმოჩნდება.

სად ხედავ ეხლა აქ გასწრობანას? newsmile035.gif

ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 17:07) *
სათევზაოდ უნდა წახვიდე მხოლოდ ახლობელთან!!! სხვა დანარჩენი მერე მოდის. ეგ არ ნიშნავს, რომ ახლობელთან ზდილობა და ეტიკეტი დაივიწყო.


მე ახლობელს არ დავარქმევდი, უნდა წახვიდე ისეთთან ვისაც ეს ყველაფერი ესმის და სხვისი პატივისცემა გააჩნია, მაშინ ზრდილობის და ეტიკეტის დავიწყების მომენტები საერთოდ აღარ დადგება!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Sep 2 2010, 16:12
პოსტი #44


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(Beso @ 2nd September 2010 - 17:08) *
10 კაცი დგას და თევზაობს ადგა ეს მეათე და გადავიდა წინ და დადგა პირველ ადგილზე იმ მორევში ან გუბურასთან, რომელიც მას მოუწია და იმის მეტს ვეღარ გადავა წინ სანამ უკან მოტოვებული 9 კაცი მის მსგავსად თავის ადგილებს არ დაიკავებენ და ეს კონკრეტული მეთევზე ისევ ბოლო არ აღმოჩნდება.

არა,ეს სწორი და უფრო გამართულად მომუშავე სქემა მგონია,მაგრამ...

ციტატა(troutbaiter @ 2nd September 2010 - 17:07) *
კალმახზე სათევზაოდ უნდა წახვიდე მხოლოდ ახლობელთან!!! სხვა დანარჩენი მერე მოდის. ეგ არ ნიშნავს, რომ ახლობელთან ზდილობა და ეტიკეტი დაივიწყო.

ამაზე ვიტყვი რო თუ მე 5 თევძით ნაკლებს დავიჭერ ვიდრე ჩემი კოლეგა,დიდად გული არ დამწყდება newsmile05.gif
დღეს იმას გაუმართლა ხვალ მე გამიმართლებს და ასე შემდეგ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
combat
პოსტი Sep 2 2010, 16:13
პოსტი #45


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 18
რეგისტრ.: 1-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: saburtalo



მე ესე ვიტყოდი. გაიყოს მდინარის სათევზაო მანძილი 3 ნაწილად და სამივე მეთევზემ მარტო ინებივროს თავის მონაკვეთზე. თუ არადა ნარდი და ეგააnewsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  < 1 2 3 4 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 15:48