საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2015'' - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V   1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
საველე შეჯიბრი ''ოჩოპინტრეს თასი -2015''
www.Ochopintre.g...
პოსტი Jul 29 2015, 12:26
პოსტი #1


www.ochopintre.ge
***

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 275
რეგისტრ.: 4-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



საველე შეჯიბრი მეძებარ ძაღლებს შორის (მწყერზე) - მონადირეთა და მეთევზეთა კლუბ „ოჩოპინტრე“-ს თასი 2015.
შეჯიბრის მთავარი მიზანია წინა სასეზონო პერიოდში მეძებარი ძაღლების გამოცდა რთულ სანადირო პირობებში, რათა დადგინდეს როგორი მომზადების დონით ვხვდებით სანადირო სეზონს...
შეჯიბრი ჩატარების ადგილი გაირკვევა 1 კვირით ადრე.
შეჯიბრი ჩატარდება 7.8.9 აგვისტოს ან 8.9 აგვისტოს. დამოკიდებულია მონაწილეთა რაოდენობაზე.
ზოგადი წესები:
1. შეჯიბრი იმართება მეძებარ ძაღლებს შორის. მისი მიზანია:
1.1. საუკეთესო მუშა თვისებების მქონე მეძებარი ძაღლების გამოვლენა
1.2. ჯიშიანი ძაღლების სანადიროდ გამოყენების პოპულარიზაცია;

2. თითოეულ მეძებარს ეძლევა 15 წუთი ფრინველის პირველ შეხვედრამდე. გამოცდის ხანგრძლივობა მთლიანობაში შეადგენს 30 წუთს; მეძებრების შეფასება ხდება 100 ბალიანი სისტემით, მეძებრის საველე გამოცდის 1981 წლის წესების შესაბამისად;
3.გაშვებიდან პირველი წუთის განმავლობაში ძაღლის მიერ დაშვებული ნებისმიერი შეცდომა ყურადღებაში არ მიიღება და საბოლოო შეფასებაზე გავლენას ვერ მოახდენს.
ამავე დროს,ნებისმიერი დადებითი მუშაობა რომელიც მოხდა გასვებიდან პირველივე წუთის განმავლობაში ფასდება ჩვეულებრივად.
3.1 შეჯიბრი ტარდება გასროლის აუცილებელი თანხლებით.გასროლა უნდა მოხდეს წამყვანის მიერ პირველივე დადებითი მუშაობის შემდეგ.
თუ გასროლის შემდეგ ძაღლი გაეკიდება ფრინველს 10 მეტრის მეტ მანძილზე იგი იხსნება სეჯიბრიდან.
ასევე ძაღლი იხსნება შეჯიბრიდან გასროლის შემდეგ აშკარა შიშის გამოვლენის,ან ძებნის გაგრძელებაზე უარის ტქმის შემთხვევაშიც
4. შეჯიბრზე დაიშვებიან მეძებრები 10 თვის ასაკიდან 10 წლამდე, რომელთაც აქვთ მინიმუმ ერთი საველე დიპლომი მაინც;
5. შეჯიბრის სამსაჯოდ მოიწვევიან ექსპერტები სანადირო მეძაღლეობისა და ძაღლით ნადირობის მოყვარულთა საზოგადოებიდან;
6. კენჭისყრა ჩატარდება შეჯიბრამდე 2 დღის ადრე. დრო და ადგილი დაიწერება შეჯიბრამდე 1 კვირით ადრე;
7. გამარჯვებული დაჯილდოვდება კლუბის „ოჩოპინტრე“ თასით;
8. გამარჯვებულსა და პრიზიორებს ასევე გადაეცემათ დიპლომები და ფასიანი საჩუქრები;
9. ორგანიზაციებსა და კერძო პირებს უფლება აქვთ დააწესონ დამატებითი შესაბამისი პრიზები, რომლის კონკრეტული მეძებრისათვის გადაცემის პირობები უნდა გაჟღერდეს შეჯიბრის დაწყებამდე;
10. დავა ამა თუ იმ მეძებრის შეფასების შესახებ ექსპერტების მიერ განხილულ და გამოცხადებული უნდა იქნას შეჯიბრების დღესვე;
11. აღნიშნული დებულება წარმოადგენს შეჯიბრებაზე მონაწილეობის ოფიციალურ მოწვევას.

შეჯიბრი ჩატარდება 7.8.9 აგვისტოს . გაჩნია მეზებრების რაოდენობას , თუ 15 და მეტი იქნება სამ დღეზე გავაკეთებთ .




პს : მინდორი ძებნის პროცეშია და კონკრეტულ ადგილს ჯერ ვერ დავწერთ ! როგორც კი გაირკვევა მინდვრის დეტალები დაიწერება დაუყონებლივ ადგილიც და კენჭისყრის დეტალები !!

მონაწილეებს შეუძლიათ ჩაეწერონ დღეიდან !!


წინასწარ დიდი მადლობა!

პატივისცემით
„ოჩოპინტრე“-ს გამგეობა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 30 2015, 20:13
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დღეს ვიყავით მჭადიჯვარში. ნაპურალი დიდ ტერიტორიაზე და მშვენიერ სიმაღლეზეა, მაგრამ მწყერი "იოხტურ".
სამაგიეროდ მრავლადაა ნასროლი ვაზნები newsmile05.gif










images upload
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 30 2015, 21:01
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მტრედის ბუმბულია. საფანტიც 7 1/2 ეტყობა მტრედისნაირებზე ინადირეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 30 2015, 21:05
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უიარაღო

10 ნომრებიც ეყარა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jul 30 2015, 21:31
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



მწყერის ამბავი გვალვების ბრალია, ყველგან ეგეთი ამბავია. გასულია მწყერი ტყეში და ხევებში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gagrinski
პოსტი Jul 31 2015, 11:42
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,879
რეგისტრ.: 11-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi vaja-pshavela



ძაან ცუდი მდგომარეობა მწყერის მხრივ და არც მინდვრები გვანებივრებს. მართლს ამბობს ალეკო გვალვების ბრალია, ერთი სამდღიანი წვიმა დაგვხატავდა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jul 31 2015, 11:54
პოსტი #7


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არადა 1 კვირა უნალექო ამინდია გამოცხადებული
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Jul 31 2015, 12:07
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



დღეს დმანისში ვიყავით და დმანისმაც მოსგანა შეჯიბრის ამბავში.
სადაც ნაპურალია იქ გვერდით სიმინდია და მწყერის ნასახი არაა. სადაც მინდორი იყო კიდევ აპარსულია ნულზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jul 31 2015, 12:52
პოსტი #9


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გვენძრევა მაგრათ.....
გურგენამ იქნებ მოსინჯოს თიანეთი!?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
jaba_gugesha
პოსტი Jul 31 2015, 13:23
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 387
რეგისტრ.: 20-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლამისყანა ცადეთ? წელს არ ვყოფილვარ, მაგრამ კარგად არის ხოლმე ამდროს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jul 31 2015, 13:49
პოსტი #11


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



წელს თუ ფრინველის და მინდვრის გამო ვერ ჩავატრდა შეჯიბრი მომავ წელს ალბათ შეიცვლება შეჯიბრის დრო ....

კერძოდ გვიან გაზაფხულზე ან ივნისის შუა რიცხვებში გავაკეთოდ 2-3 დღიანი რომელიმე მხარეს : წალკა-დმანისი- გომარეთი ..

არ გამოდის ესე ... უკვე ბოლო წლებია სულ დილემის წინ ვდგავართ მინდვრების გამო !!

პირწმინდათ დაბალზე ისეა აღებული რომ ფრინველი ვერ ჩერდება , აუღებელს კი არავინ გაგვეთელინებს ნუ მაღალში საერთოდ არ გამოვა შეჯიბრი ძაღლი თუ ვერ შეფასდა არ გამოვა არაფერი newsmile045.gif


ვნახოთ რა გამოვა ჩვენ ძალას არვიშურებთ და ვეძებთ შესაბამის მინვდვრებს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი Jul 31 2015, 14:58
პოსტი #12


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გურგენას უთხარი ღულელების შემოწმება?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alex77
პოსტი Jul 31 2015, 15:17
პოსტი #13


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 459
რეგისტრ.: 14-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მეგორებო მოგესალმებით კიდევ ერთხელ

გორს რომ გაცდები რამოდენიმე კილომეტრში, სოფელ ახალდაბის მიმდებარე ტერიტორიაზე არის დიდი მინდვრები ნაირ-ნაირი კულტურის ნატესებით, უმეტესობა მარცვლოვანი კულტურაა. ტრასიდანაც ჩანს ჩვეულებრივად, დიდი მინდვრებია... არ ვიცი ყოფილხართ თუ არა, მე ინფორმაციიისთვის დავწერე დანარჩენი თქვენ იცით...ეხლა არ ვიცი ნამდვილად მაგრამ სეზონზე მწყერი არის ხოლმე ჩვეულებრივად...მანოკები რომ არ იყოს ქართლში მაგაზე კარგი ადგილი სხვა არ იქნებოდა... წარმატეებებიი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
alex77
პოსტი Jul 31 2015, 15:25
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 459
რეგისტრ.: 14-June 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



სხვატა შორის კარგი მინდვრებია ასევე სოფელ ხურვალეთთან ოღონდ ტბის გარშემო არა, იმ მინდვრებიდან ტბა არც კი ჩანს საერთოდ უფრო დასავლეთის მხარესაა..რავიცი თუ შემეხმიანებით შემიძლია ზუსტად გაჩვენოთ თუ მეცლება... მანდაც მანოკებს დგავენ ხოლმე თორე მაგარიმ ადგილებია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Jul 31 2015, 17:03
პოსტი #15


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



საკრამულში თუ იყო ვინმე?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V   1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 19:24