კალმახა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

კალმახა
ვიტო
პოსტი Sep 28 2010, 12:00
პოსტი #101


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბარემ რომ არ ვიცი რა ვქნა ამასაც დავწერ, ივარგებს მგონი newsmile045.gif

ვარ ჩემთვის ამ გაზაფხულზე საკუთარ ეზოში და რატომღაც გამახსენდა, რომ ხალხს საკუთარ ეზოებში მოყავთ რაღაც
სოკოები და ვიფიქრე მე რით ვარ მაგათზე ნაკლებითქო? ავდექი, მივედი სამთო ქიმიის შენობაში სადაც "საქართველოს
მემამულეთა კავშირია" განთავსებული და საიდანაც ვიღებ ძირიტად კონსულტაციებს ბაღის და ბოსტნის მოვლის შესახებ და
ვეკითხები სოკოებზე რომლებიც შეიძლება ნებისმიერმა ადამიანმა მოიყვანოს მარტივი წესებით. აღმოჩნდა რომ მარტივი
კი არ ყოფილა ეს ყველაფერი არამედ ძალიან მარტივი. ძირითადად ქამაზე და კალმახაზე მესაუბრნენ. ბევრი მითხრეს
თუ ცოტა საბოლოო არჩევანი კალმახაზე გავაკეთე, უფრო მარტივი მომეჩვენა.

რა უნდა კალმახას: პირველ რიგში დაგვჭირდება ნებისმიერი ფოთლოვანი ხის მორები, სასურველია დიდი დიამეტრის,
სიმაღლესი დაახლოებით 30-40სმ. რადგან სოკო ხის ლპობის პროცესში ღვივდება, უფრო სწორედ ტენიანობის პირობებში
გადავწყვიტე მენახა შედარებით მსუბუქი ე.წ. მალე ლპობადი ხის ჯიში, კონსულტაციების შედეგად მივედი ალვის ხის არჩევნამდე.
სად ვიშოვოთ ალვის ხე: ბევრი რომ არ ვიაროთ ელექტრო ხერხით და ნაჯახით, თან არაკანონიერად რომ არ ვჩეხოთ
ბუნებრივი სიმდიდრე, მე გირჩევდით იპოვოთ თბილისში ნებისმიერი მერიაზე დაქვემდებარებული სამსახური რომელიც
დაკავებულია ქალაქში ზედმეტი ხეების ჭრით. მოკლედ მიხვალთ და ეტყვით თქვენ გასაჭირს, თუ იმ მომენტში ექნებათ ხომ
დაგამისამართებენ, თუ არადა გეტყვიან რომელიმე დღეს სადაც გეგმის მიხედვით ექნებათ ალვის ხე მოსაჭრელი, მიაკითხავთ და
გამოგატანენ, თან აჩუქებთ 2-3 თუმანს და მადლობასაც გეტყვიან newsmile05.gif
რამდენი მორია საჭირო: ეგ დამოკიდებულია თქვენ სურვილებზე და გურმანულ მოთხოვნილებებზე, აგრეთვე ოჯახში
რა რაოდენობის წევრებს უყვართ სოკო, მე მაგალითად ავიღე 8 მორი, გავყავი შუაზე დავადგი ერთმანეთს და გამომივიდა 2
კოლონა 3 შრით. ანუ მიწის შრე, პირველ და მეორეს შორის და მეორეს და მესამეს შორის.
თესვა:ბარემ გეტყვით იმასაც რომ სათესლე მასალის დამზადასაც არ უნდა ბევრი წვალება. რთული არც ეგ არის უბრალოდ
ხორბლის დაობებაა საჭირო, მაგრამ გარკვეულ პროცედურებს მაინც მოითხოვს. ასე რომ ეს ყველაფერი თავიდან რომ აიცილოთ,
მიბრძანდით ზემოთ არნიშნულ მისამართზედა პირდაპირ შეიძინეთ 1კგ-იან დაფასოებებში, ფასი თუ არ მეშლება იყო 7 გელა.
მე დამჭირდა 3 პაკეტი, წესით 2 ცალი უნდა მყოფნოდა, მაგრამ ხარბი თვალი რომ ექნება კაცს მაინც ზედმეტი ვიყიდე newsmile05.gif პაკეტი
იხსნება და იშლება მარტივ მამრავლებად, ანუ ვაფვიერებთ ობისგან გათეთრებულ ხორბლის მარცვლებს. ვასუფთავებთ კოლონის
დადგმის სავარაუდო ადგილს ბალახისგან და ვყრით მიწაზე, ვადგავთ პირველ მორს და ისევ ვაყრით თესლს, შემდეგ კვლავ
ვადგავთ და ვყრით... ვეცადოთ რომ პაკეტი 3 შრეზე გადანაწილდეს თანაბრად. პ.ს. ერთი დათესვა ყოფნის 3-4 წელი.
სად ავღმართოთ კოლონები: სასურველია ხის ქვეშ, ან ეზოს კუთხეში, ან ნებისმიერ ჩრდილიან ადგილში სადაც დღის
მანძილზე მზე ხშირად არ გაახურებს. ეს საჭიროა იმისთვის რომ ტენიანობა შენარჩუნდეს დიდი ხანი.
მოვლა:გავაკეთეთ ძირითადი სამუშაობი გაზაფხულის თბილი ამინდების დადგომასთან და ვიწყებთ მოვლას. ყველაზე
მთავარია არ დაგვავიწყდეს კოლონების დანამვა, შედარებით გრილ ამინდებში 4-5 დღეში ერთხელ, ხოლო ზაფხულის
ცხელ ამინდებში ყოველდღე. მე ზაფხულში ვცდილობდი რომ დაღამებისას მიმეშვა წყალი, რადგან ღამე უფრო დიდი ხანი ვერ
ახერხებს გაშრობას. თუმცა რამოდენიმე დღეც რომ გამოგრჩეთ რამე კატასტროფული არ მოხდება, უბრალოდ პირველი
მოსავალი ცოტა გადაინაცვლებს ვადებში.
მოსავლის აღება: ჩემ შემთხვევაში პირველი ტალღა მოარტყა მაისის ბოლოს, მაგრამ ამას ტალღა არ ერქვა, უფრო
იმის გამოვლინებას გავდა, რომ ზოგადად ყველაფერი წესრიგშია. ერთი კარგი დიდი ტაფა შეიბრაწა და ეგ იყო. ძირითადი ამოსვლა
ჩემთან დაიწყო ამ დღეებში. ასეთ რაოდენობას ნამდვილად არ ველოდი, ერთ მოკრეფაზე ავიღე 5კგ. კი ხვდებით რომ
ძალიან ბევრია, თან პატარ პატარა წამონაზარდები ყოველდღე ემატება. ასე რომ თესლის შეძენისას გაითვალისწინეთ რომ
ზედმეტი არ მოგივიდეთ newsmile05.gif პ.ს. სასიამოვნო ისიც არის რომ დაკრეფილ სოკოს ბევრი წმენდა არ ჭირდება, რადგან მწასტან შეხება
არ აქვს, მთავარია წყალი გავალოთ და ხელი მივახმაროთ.

ესეც პირველი მოსავალი, სულ 3 დღის წამონაზარდები





ცოტა რამ კულინარიაზე: უფრო სწორედ ზამთრისთვის შენახვაზე. რაოდენობის და გამო გადავწყვიტე მარინადის
გაკეთება, მგონი კონსერვიზაცია უფრო სწორე იქნება. ვიღებთ 3კგ კალმახას, ვრეცხავთ და ვჭითრით სასურველ ზომებად.
ვყრით, ვყრით ქვაბში და ვასხავთ 3 ლიტრ წყალს, ვამატებთ 5-6 დაფნის ფოთოლს და 10-15 მარცვალ შავი წიწაკისთესლებს.
წამოვადურებთ 5 წუთის განმავლობაში და გამოუცვლით წყალს. მომავალ წამოდუღებამდე ვნაყავთ 1 საშუალო ზომის
ნიორს და ვყრით ქვაბში. ვაგრძელებთ დუებას 30-40 წუთის განმავლობაში. გადმოგვაქვს სოკო საწურზე და ვაშრობთ,
მაგრამ დრჩენილ წვენს არ ვასხავთ, მისგან დამატებითი ნახარში უნდა გავაკეთოთ რასაც სოკოს ქილებში გადაღების შემდეგ გამოვიყენებთ
მათ შესავსებად. დარჩენილ წვენს ვადგავთ ისევ ცეცხლზე და ვაყრით 300-400 გრამ მარილს, წვენი საშუალოდ უნდა იყოს 1 ლიტრა
მაინც, თუ დაგაკლდათ ონკანის წყლი დაამატეთ. ვიღებთ მშრალ მიხაკს დაახლოებით ნახევარ მუჭას და მასაც ვყრით
ცეცხლე დამდგარ წვენში. ველოდებით წამოდუღებას და მარილის გახსნას.



ვიღებთ წინასწარ გასტერილებულ(მდუღარეში გავლებულ) ქილებს, მე მაგალითად პატარა ქილებს ვამჯობინებ. ვაწყობთ გადავსებამდე
სოკოს და ვასხავთ უკვე გამზადებულ წვენს იმ რაოდენობით სანამ ქილის პირი არ დაიფარება, ველოდებით 2 წუთი რომ წვენი კარგად
დაილექოს და ისევ ვამატებთ. საქმე გაკეთებულია. ველოდებით გაგრილებას და ვხუფავთ პლასტიკის თავსახურით, რატომ
ესე და არა რკინის სახუფით? არ ვიცი მაგდენი, უბრალოთ ყველამ ვისთანაც კონსულტაცია გავიარე ესე მირჩიეს newsmile05.gif დადგით
გრილ ადგილზე და ნებისმიერი სურვილის გაჩენის დროს ხელში გეჭირებათ მზა სოკო, რომელსაც მხოლოდ ტაფაზე კარაქში
მოხრუკვა დაჭირდება. სურვილი თუ გექნებათ სუნელებსაც მიამატებთ ცოტა არჟანს და პირდაპირ ტაფიდან არყის მიყოლებით მიირთმევთ.



არა ძალიან მაგარი ვარ რა, ესე კაცმა ყველაფერი ვიცოდე რავი აბა.... newsmile05.gif
გისურვებთ წარმატებებს newsmile045.gif






Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
 
Start new topic
გამოხმაურებები
koba1973
პოსტი Jun 4 2017, 06:39
პოსტი #102


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



საქმეც ეგაა რომ შარშან დავთესე კაკლის მორებზე. რწყვაც არ დამიკლია. აპრილის ბოლოს დავთესე და მაისის ბოლოს უკვე მოვკრიფე, სექტემბრიდან ისევ დაისხა ბევრი. წელს სულ რამდენიმე გამოიბა და ისიც მოიყინა. რწყვით ისევ ვრწყავ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- ვიტო   კალმახა   Sep 28 2010, 12:00
- - shotaa   დღეს მომიტანენ სათ...   Apr 22 2016, 10:20
- - ჩელე   shotaa წარმატებები...   Apr 22 2016, 10:36
- - assassin29   free image uploader მამიკომ სუ...   Apr 23 2016, 21:48
- - ჩელე   ეს წამვლის პროცესი...   Apr 23 2016, 22:14
- - assassin29   ჩელე არა რწყავს უბ...   Apr 24 2016, 00:30
- - koba1973   ჩემს სოკოს ლოკოკინ...   Apr 28 2016, 21:09
- - assassin29   koba1973 რით შეებრძოლეთ...   Apr 28 2016, 21:49
- - koba1973   ხელით. ალბათ რამე ი...   Apr 28 2016, 22:43
- - assassin29   koba1973 რაღაცეები გადა...   Apr 28 2016, 23:56
- - koba1973   ციტატა(chele @ 19th April 2016 ...   Apr 29 2016, 06:54
- - kajuberi   koba1973 იყიდება სპეცია...   Apr 29 2016, 09:12
- - ჯოლა   ციტატა(koba1973 @ 29th April 2016...   Apr 29 2016, 09:59
- - assassin29   მემგონი 1 კვირაში ა...   Sep 11 2016, 19:35
- - koba1973   assassin29 ვაა მაგარია. ჩ...   Sep 11 2016, 19:48
- - assassin29   ციტატა(koba1973 @ 11th September ...   Sep 11 2016, 20:04
- - koba1973   რაც ცოტა აგრილდა უ...   Sep 11 2016, 20:58
- - assassin29   მოკლედ კაკალი სულ ...   Sep 14 2016, 19:21
- - koba1973   assassin29 რას აკეთებ კაც...   Sep 14 2016, 19:44
- - koba1973   ვახ მალე იქნება კი ...   Sep 14 2016, 20:00
- - assassin29   ციტატა(koba1973 @ 14th September ...   Sep 14 2016, 20:06
- - koba1973   ციტატა(levani mgebrishvili @ 14th...   Sep 14 2016, 20:18
- - assassin29   ციტატა(koba1973 @ 14th September ...   Sep 14 2016, 20:33
- - A_R_E_S   გამარჯობა ხალხნო ...   Sep 15 2016, 18:47
- - koba1973   ციტატა(levani mgebrishvili @ 14th...   Sep 15 2016, 19:08
- - assassin29   ციტატა(A_R_E_S @ 15th September 2...   Sep 15 2016, 20:27
- - უიარაღო   A_R_E_S წიფელი აუცილებ...   Sep 16 2016, 09:48
- - ჩელე   ვაააახ... მე წიფელზე...   Sep 19 2016, 19:42
- - koba1973   ციტატა(uiaragho @ 16th September ...   Sep 19 2016, 20:12
- - assassin29   ციტატა(chele @ 19th September 201...   Sep 19 2016, 20:45
- - უიარაღო   ჩელე მოისხამს აუც...   Sep 20 2016, 08:34
- - koba1973   ციტატა(levani mgebrishvili @ 19th...   Sep 20 2016, 12:17
- - ჩელე   მაისი იყო მგონი კა...   Sep 20 2016, 16:55
- - koba1973   ციტატა(chele @ 20th September 201...   Sep 20 2016, 18:17
- - assassin29   მე ერთხელ ან ორჯერ ...   Sep 20 2016, 19:36
- - A_R_E_S   მადლობა მეგობრებო ...   Sep 24 2016, 09:49
- - koba1973   A_R_E_S არ დაერხევა. ბუ...   Sep 24 2016, 11:24
- - assassin29   ამ წამს დავბრუნდი ...   Sep 28 2016, 20:07
- - koba1973   კვირაზე მეტია ყოვე...   Sep 28 2016, 20:20
- - assassin29   ციტატა(koba1973 @ 28th September ...   Sep 28 2016, 20:54
- - ჩელე   ლოქორა რა მოხელე ...   Sep 29 2016, 09:09
- - assassin29   ციტატა(chele @ 29th September 201...   Sep 29 2016, 15:06
- - koba1973   ციტატა(chele @ 29th September 201...   Sep 29 2016, 17:31
- - ჩელე   ეგ ვაგიგე რომ ცუდი...   Sep 29 2016, 18:11
- - assassin29   ჩელე ლოქორა, ლოფორ...   Sep 29 2016, 19:20
- - koba1973   http://radikal.ru/big/3c84b4f6272842c2a2d5f234afed...   Sep 30 2016, 02:57
- - ჩელე   გეთქვათ კაცო ლოკოკ...   Sep 30 2016, 12:52
- - ჩელე   გუშინწინ სულ შემთხ...   Oct 5 2016, 14:34
- - assassin29   ჩელე ბარაქა ბარაქ...   Oct 5 2016, 22:24
- - ჩელე   გაიხარე... ეხლა დავ...   Oct 5 2016, 22:43
- - უიარაღო   მაგარი სოკოა . დამი...   Oct 6 2016, 08:46
- - ჩელე   გუშინ მოვკრიფე ბოლ...   Oct 10 2016, 11:20
- - თაზო   ჩელე რად გინდა ამდ...   Oct 10 2016, 22:03
- - assassin29   ციტატა(chele @ 10th October 2016 ...   Oct 10 2016, 23:13
- - ჩელე   თაზო შენ კიდევ ცოც...   Oct 11 2016, 09:44
- - უიარაღო   ბოღლიწის ნაყენი უნ...   Oct 11 2016, 10:07
- - ჩელე   ციტატა(uiaragho @ 11th October 20...   Oct 11 2016, 10:49
- - თაზო   ჩელე ციტატა(chele @ 11th...   Oct 12 2016, 12:59
- - fisher leo   \n \n \n ეს მოვკრ...   Oct 14 2016, 06:49
- - koba1973   სალამი ყველას. წელ...   Jun 3 2017, 13:21
- - უიარაღო   koba1973 რამდენი წლის წ...   Jun 3 2017, 15:46
- - koba1973   საქმეც ეგაა რომ შა...   Jun 4 2017, 06:39
2 გვერდი V  < 1 2


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 04:27