სოციალური აქცია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
სოციალური აქცია, ბრაკონიერების წინააღმდეგ
feroni
პოსტი Nov 30 2013, 16:13
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით მეთევზეებო, მონადირეებო და უბრალოდ ბუნების მოყვარულებო!

როგორც მოგეხსენებათ სავალალო მდომარეობაა ჩვენს მდინარეებში, წყალსატევებში და სანადირო სავარგულებში ამიტომაც გთავაზობთ გადავიდეთ აქტიურ მოქმედებაზე და წამოვიწყოთ სოციალური კამპანია ბრაკონიერობის წინააღმდეგ.

პირველი ეტაპისთვის დავბეჭდოთ სტიკერები და გავაკრათ ქალაქში, საზოგადოებრივ ტრანსპორტში და თავშეყრის ადგილებში, ასევე შეგვიძლია ვიქირაოთ რამოდენიმე ბილბორდი სადაც ბრაკონიერობის საწინააღმდეგო მოწოდებები იქნება გამოსახული. ასევე აუცილებელია მომავალ თაობასთან მუშაობა, სასურველი იქნება სტუდენტებთან შეხვედრა, მცირე სემინარის მოწყობა და ჯანსაღი პოლემიკის გამართვა.

ასეთი აქტივობით ავამაღლებთ საზოგადოების ჩართულობას ამ საკითხში და შესაბამისად დავაინტერესებთ სახელმწიფო სტრუქტურებს გამოიჩინონ მეტი ყურადღება აღნიშნული თემის მიმართ.

თითო მეთევზემ/მონადირემ სიმბოლური თანხაც რომ გაიმეტოს დარწმუნებული ვარ ეს სოციალური კამპანია უკვალოდ არ ჩაივლის.

ამ დროისთვის მხარდაჭერას გვიცხადებს საქართველოს მეთევზეთა კლუბი, საქართველოს ბაზიერთა კლუბი, ასევე აქტიური განხილვა მიდის ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაციაში, ამ დღეებში შევხვდები მათ პრეზიდენტს და პირადად დაველაპარაკები ამ საკითხე.

მაშ ასე დროა გადავიდეთ აქრიურ ქმედებებზე და დავიწყოთ საზოგადოების ჩართვა ამ საკითხში, მით უმეტეს, რომ ეხლა ყველაზე ხელსაყრელი მომენტია ამისთვის როგორც საზოგადოებაში ისე მთავრობაშიც.

დარწმუნებული ვარ ზემოთ ჩამოთვლილი იდეების გარდა კიდევ ბევრი საინტერესო მოსაზრება დაიბადება პირადი შეხვედრისას.

წინასწარ გიხდით მადლობას მხარდაჭერისთვის



სალარო ანგარიში

ს.ს "თიბისი ბანკი"
საბანკო კოდი TBCBGE22
მიმღების დასახელება-ავთანდილ ხორავა
ანგარიშსწორების ანგარიში-GE34 TB70 0208 8365 1000 07

For Gel Transfers
JSC "TBC Bank"
Bank Code-TBCBGE22
Name OF Beneficiary-Avtandil Khorava
Ben's Account-GE34 TB70 0208 8365 1000 07
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Nov 30 2013, 16:48
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




თავიდან უბრალო ფლაერებით შეგვიძლია დავიწყოთ, მაღალი პოლიგრაფიული ფლაერის ბევრგან გაკვრა ძვირი დაჯდება რა უჭირს თუნდაც თაბახის ფურცელზე დაბეჟდილ მსგავსი შინაარსის განცხადებას.
"გაუბრთხილდი ბუნებას ნუ იქნები ბრაკონიერი" ან რამე მსგავსი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 30 2013, 17:10
პოსტი #3


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



assassin29
ბიუჯეტი რის საშუალებასაც მოგვცემს შესაბამისად მოვიქცევით.
მე პირადად დავიწყებ აქტიურ მუშაობას ორგანიზაციებთან და ბიზნესის წამომადგენლებთან, დარწმუნებული ვარ ბიჭებიც არ დააკლებენ ცდას, ცხადია რომ მხოლოდ ჩვენი ძალებით და ბიუჯეტით გაგვიჭირდება, მაგრამ საკმარისია ეს თემა აქტუალური გავხადოთ, რომ ბევრი ორგანიზაცია მონდომებს თავისი სახელი დაუკავშიროს ასეთ კეთილშობილურ საქმეს.
თავიდან ჭირს დაწყება თორე რო აგორდება მერე ყველას მოუნდება დამიჯერე, ამიტომაც კარგი იქნება თუ პიონერები ვიქნებით ამ საკითხში და ერთხელ და სამუდამოდ დავძრავთ ამ თემას გაყინული ადგილიდან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 30 2013, 18:16
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



აუცილებელია სტუდკავშირებთან ურთიერთობა, როგორც ჰანთერ ფრედიმ (ირაკლიმ) აღნიშნა, შეიძლება მათი მინდორში გაყვანა, თუნდაც ლისის ტბაზე, ბაზიერებს ველაპარაკე კარგ შოუს მოუწყობენ ფრინველებით, ასევე შგვიძლია მეთვალყურეობის ქვეშ ერთი ორი თეფშიც გავატეხინოთ და თოფთან ურთიერთობა ვასწავლოთ. იქვე ჩაუტარებთ სემინარს და აუხსნით რას და რატომ ვაკეთებთ.
ასეთი პირადული კონტაქტი აუცილებლად დაგვეხმარება შემდგომში.
მოკლედ იდეები არის მთავარია განხორციელება.
ისე ვის რა იდეები გაქვთ შეგიძლიათ აქ დაპოსტოთ, ყველაფრისთვის ფული არ არის საჭირო, ნადირობა-თევზაობა იმდენად საინტერესოა, რომ ფულის გარეშეც შეიძლება ამ საქმეში ახალგაზრდობის ჩართვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Nov 30 2013, 18:32
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




რეკლამა უნდა მაგ ყველაფერ, აი როცა დაიგეგმება ეგ ყველაფერი გავაკრათ უნევერსტეტებში, ერთი ყუთი 8 ნომრებიც მაგ დარჩენილი და გავატეხონოთ თებშები რა პრობლემააა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Nov 30 2013, 19:20
პოსტი #6


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



feroni
ეს დაწერა თენგომ ფიდერით სპრტული თებზჭერის გვერდზე

ეს ამონარიდია ტექსტიდან, ანუ დასკვნა.



ფიდერით სპორტული თევზჭერის ფედერაცია რა თქმა უნდა მიესალმება ყველა პიარ–აქციას, რომელიც ბრაკონიერობასთან ბრძოლას მიეძღვნება, მაგრამ მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ ფედერაცია ამ ეტაპზე თავს შეიკავებს მასობრივ აქციებში მონაწილეობისგან, მითუმეტეს თუ მათ ქუჩის აქციების სახე ექნება. ჩვენ ვამჯობინებთ კონსრუქციული შეხვედრები გვქონდეს გარემოს დაცვის უფლებამოსილ პირებთან და მათთან ერთად მივაღწიოთ სასურველ შედეგს. მითუმეტეს, რომ მათი მხრიდან ამისათვის სრული მზაობაა გამოთქმული.

ორშაბათს ჩვენც გვაქვს შეხვედრა სამინისტროში და ცოტა დაველოდოთ ვფიქრობ. მალე იქნება შედეგი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 30 2013, 19:24
პოსტი #7


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჭალიმგელა
ვნახე გიო, დაველოდოთ აქ საჩქარო არაფერია, თანაც ეს ყველაფერი, ზუსტად რომ თანხვედრაში მოდის იმასთან რის გაკეთებასაც ვაპირებ, ჩვენ საზოგადოების ინფორმირება გვინდა და არა მიტინგების გამართვა.
ამ კამპანიით ზუსტად რომ სახელმწიფოს დავეხმარებით და არავითარ შემთხვევაში არ ვაპირებთ მასთან კონფრონტაციაში შესვლას, უფრო მეტიც, მანდ თენგომ ისიც დაწერა რომ კლიპის გადაღებას აპირებენო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Nov 30 2013, 21:56
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



სტუდენტებს რაც შეეხება, უნივერსიტეტებში არის უამრავი სპორტული ღონისძიებები, არცთუ მცირე ბიუჯეტიანი, თუ გადავწყვეტთ ამაში სტუდენტთა ჩართვას, შემიძლია თსუ-ს ადმინისტრაციაში გავარკვიო ეს საკითხი.

ეს იქნება შეჯიბრი სასტენდო სროლაში, როგორც ვიცი თეფშების აპარატი გაქვთ თუარა და მოვიძიებთ, თოფები კიდევ ნმადვილად არ გვიჭირს. თეფშებს და ვაზნებს უნივერსიტეტი დააფინანსებს.

აპარატზე თუ მიდგა საქმე, ვარკეთილის სტენდის ადმინისტრაციასთანაც შეიძლება საკითხის გარკვევა, პარალელურად სატელევიზიო ტელეარხებიც დაინტერესდებიან. მაგის საშუალებაც არის თუარ ვცდები ამ ფორუმზე.

აღნიშნული შესაძლებელია გორის სამხედრო აკადემიაშიც მოვაწყოთ.

ჩვენ თუ მასშტაბურობა გვაინტერესებს უნდა ავდგეთ და პროგრამა შევიმუშაოთ, (მაგალითად, ბრაკონიერობის წინააღმდეგ ბრძოლის, ან არა ბრაკონიერობას და ა.შ.)
რომელიც სახელმწიფოს აქტიური მხარდაჭერით უნდა მიმდინარეობდეს.

დალშე ამ, პროგრამის ფარგლებში ბევრი ღონისძიების მოწყობა შეიძლება.

პ.ს. რაც ზევით დავწერე უბრალოდ ჩემი აზრია და უცბაშად ასე წარმოვიდგინე ყველაფერი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Nov 30 2013, 22:08
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბრაკონიერს რომელიც 800 ლარიან ჯარიმას და იარაღის კონფისკაციას არ ერიდება, ფლაერით და ბანერით როგორ დავუპირისპირდებით არ მესმის.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
feroni
პოსტი Nov 30 2013, 22:12
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,486
რეგისტრ.: 12-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



jola
ჯერ ერთი არა მარტო ფლაერით და ბანერით, მერე მეორე ეს ფლაერები და ბანერები საზოგადებრივ აზრს ქმნის და ეს უკანასკნელი უპირისპირდება ბრაკონიერობას.

game 91
ამ დღეებში იგეგმება შეხვედრა სამინისტროში და დაველოდოთ მის შედეგებს, იქნებ სახელმწიფომაც გამოგვიცხადოს მხარდაჭერა და ბევრ საკითხში დაგვეხმაროს კიდევაც.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Nov 30 2013, 23:02
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება




jola

ციტატა(jola @ 30th November 2013 - 23:08) *
ბრაკონიერს რომელიც 800 ლარიან ჯარიმას და იარაღის კონფისკაციას არ ერიდება, ფლაერით და ბანერით როგორ დავუპირისპირდებით არ მესმის.


ბრაკონიერს შეიძლება ვერ დაუპირისპირდე,მაგრამ ახალ თაობებში დაინერგება რაღაც კულტურა,რომელიც განვითარდება newsmile045.gif ყველამ იცის რომ გამოუსწორებელი ბევრია,მაგრამ ჩვენ ჩვენი საქმე უნდა გავაკეთოთ newsmile045.gif

რაც შეეხება უნივერსიტეტების თემას, როცა კონკრეტული გეგმა იქნება,ილიას უნივერსიტეტამდე მივიტან newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Nov 30 2013, 23:12
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




megreli
მეც ვეცდები ყველანაირად ადმინისტრაციაში აუდიტორიას გამოგვიყოფენ და ჩავრატაროთ საინფორმაციო გაცნობითი შეხვედრა სტუდენტებთან.
megreli ილიაუნელი ხარ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
game 91
პოსტი Nov 30 2013, 23:44
პოსტი #13


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 305
რეგისტრ.: 16-September 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(jola @ Nov 30 2013, 23:08) *
ბრაკონიერს რომელიც 800 ლარიან ჯარიმას და იარაღის კონფისკაციას არ ერიდება, ფლაერით და ბანერით როგორ დავუპირისპირდებით არ მესმის.

მეგობარო საქმე ის არის რომ, ბრაკონიერობის პრობლემა, საქართველოში ნადირობის კულტურის ნაკლებობასთანაა დაკავშირებული, ბევრმა არ იცის, რომ თავისი ქმედებით გამოუსწორებელ ზიანს აყეებს ბუნებას, ვერ იაზრებს იმას რომ კონკრეტული წესების დარღვევით ნადირ-ფრინველის თუ თევზის მოპოვება არა ეთიკური და არამონადირულია.

ყველაფერში მათ ვერ დავდებთ ბრალს, დრო იყო ისეთი რომ ნადირობა კიარა და სახელმწიფოს სუვერენიტეტიც კი ეჭვქვეშ ეყენა.

ეს ადამიანები, უფრო კი მომავალი თაობა რომელიც ზემოთ აღნიშნულ ადამიანთა წრეში აღიზარდა განიცდის ინფორმაციის ნაკლებობას. ჩვენ კი მასობრივი აგიტაციით ხელს შევუწყობთ მათი ცნობიერების შეცვლას.

მე მჯერა ამ საქმის და დარწმუნებული ვარ რომ ჯარიმებზე უფრო ეს გაამართლებს.

დარწმუნებული იყავით იმაში რომ მარტო ჯარიმის ფაქტორი რომ იყოს გასათვალისწინებელი ჩემზე დიდი ბრაკონიერი არავინ იქნებოდა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Dec 1 2013, 00:26
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თემა ისევ ბრაკონიერეBთან ბრძოლას ისახავს მიზნად ხოდა ნუ აოფებთ თემას გადადთ ამ ლინკზე და იქ იმსჯელეთ ბრაკონიერებზე newsmile05.gif



პოსტეთ თემატურად .... ამ თემაში ჯობია არათუ ბრაკონიერებთან ბრძოლას ამახვილებდეთ ყურადღEბას არამედ უფრო გეგმა შეადგინოთ თუ რა და როგორ უნდა ქნათ ხალხი საიდან მოიზიდოთ და რა უნდა ქნათ იმისთვის რომ ხალხი დაინტერესდეთ თქვენი აქციით .... მეც მივესალმები ასეთ გამოსვლა თუმცა ღა მაინც თავს შევიკავებ მანამ სანამ არის რაღაც შანსები რომელიც სამინისტროსთან ერთად შეიძლება დარეგულირდეს ...


აქტიური ფორუმელები დასხედით ერთად სადმე სახინკლეში + ლუდი და შეადგინეთ გეგმა რა არის საჭირო , როგორ უნდა მოხდეს ხალხის დაინტერესება და ასე შემდეგ სწორი მენეჯმენტი და სწორი პროექტის მართვა უპირველეს ყოვლისა თორე აქციებზე უაზროდ სიარული და ყვრილი არა ბრაკონიერობას მეც დროს დამაკარგვინებს თქვენც გზასაც გადავკეტავთ და პაწა ჯარიმას ავირტყავთ და სასარგებლოს მაინც ვერ გავაკეთებთ ამით ........


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჯოლა
პოსტი Dec 1 2013, 00:33
პოსტი #15


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 4,450
რეგისტრ.: 30-January 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე არ ვამბობ რომ პრობლემა მოუგვარებადია, უბრალოდ მოგვარების ყველაზე რთული გზა მგონია ფლაერები და სტიკერები. უფრო მასშტაბური პროპაგანდა და რადიკალური ნაბიჯებია საჭირო. ტელე და რადიო გადაცემები + ანტიბრაკული პროპაგანდა. გარემოსდამცველთა ეკიპაჟების დამატება და ცხელი ხაზი. კლუბების გაძლიერება და რაიმე სტანდარტების დაწესება, რომ ყველა თოფიანს მონადირე არ ერქვას და ა.შ. ამ ყველაფერს იმდენი ფული ჭირდება , რომ სახელმწიფო თუ არ დაინტერესდა და სწორად არ ჩაერია ფლაერებით გაგვიჭირდება. ეს მინდოდა მეთქვა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 19:47