ცვლილებები კანონში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

6 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ცვლილებები კანონში
assassin29
პოსტი Jul 7 2015, 12:52
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ვებგვერდი, 30/06/2015
სარეგისტრაციო კოდი
140120000.05.001.017797

საქართველოს კანონი

„იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილების შეტანის თაობაზე

მუხლი 1. „იარაღის შესახებ“ საქართველოს კანონში (საქართველოს საკანონმდებლო მაცნე, №14, 3.06.2003, მუხ. 90) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:
1. მე-2 მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის „შ“ ქვეპუნქტი:
„შ) ცნობა პირის ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ – საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის ნორმატიული აქტით დამტკიცებული ფორმის ცნობა პირის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, რომლითაც დასტურდება, რომ იგი ფსიქიკურად ჯანმრთელია.“.
2. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 41 მუხლი:
„მუხლი 41. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახეები
სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის სახეებია:
ა) თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ) სპორტული ცეცხლსასროლი იარაღი:
ბ.ა) სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
ბ.ბ) სპორტული გრძელლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი;
გ) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);
დ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა);
ე) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი).“.
3. მე-13 მუხლის მე-3 პუნქტი ამოღებულ იქნეს.
4. მე-16 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
ბ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
გ) „დ.გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“.
5. მე-18 მუხლის:
ა) „გ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„გ) იურიდიული პირისათვის – ყველა დამფუძნებლის (თუ დამფუძნებელი ფიზიკური პირია), ხელმძღვანელის, წარმომადგენლობაზე უფლებამოსილი პირის, შტატით გათვალისწინებული და ხელშეკრულებით მოწვეული თანამშრომლების სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, თანამდებობის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
ბ) „დ.ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„დ.ა) ცნობები მისი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
გ) „დ.ბ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ.გ“ ქვეპუნქტი:
„დ.გ) იმ ფიზიკურ პირთა სია (სახელის, გვარის, დაბადების თარიღის, პროფესიის, სამუშაო ადგილის, პირადობის მოწმობის ნომრისა და საცხოვრებელი ადგილის მითითებით), რომლებიც ლიცენზიის მფლობელს ლიცენზიით ნებადართული საქმიანობის განხორციელებაში დაეხმარებიან, ცნობები მათი ნასამართლობის, ამ კანონის 27-ე მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“.
6. მე-20 მუხლის:
ა) მე-2 პუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„2. სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული იარაღისა და საბრძოლო მასალის (გარდა ამ მუხლის მე-5 პუნქტით და ამ კანონის 21-ე მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული იარაღისა და შესაბამისი საბრძოლო მასალისა) ტარების, შენახვისა და გადაადგილების წესი მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“;
ბ) მე-4 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 და მე-6 პუნქტები:
„5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღი, გაზის (აირის) იარაღი, სანადირო პნევმატური იარაღი, სპორტული პნევმატური იარაღი და შესაბამისი საბრძოლო მასალა ისეთ მდგომარეობასა და პირობებში უნდა ინახებოდეს, რომელშიც/რომლებშიც:
ა) უზრუნველყოფილი იქნება იარაღისა და საბრძოლო მასალის დაცვა და უსაფრთხოება;
ბ) გამოირიცხება გაუთვალისწინებელი (უნებლიე) გასროლის შესაძლებლობა;
გ) არ მოხდება იარაღსა და საბრძოლო მასალასთან გარეშე პირთა დაშვება.
6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.“.
7. 21-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-3 და მე-4 პუნქტები:
„3. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის უფლებით) ნებართვის მფლობელის მიერ, საქართველოს კანონმდებლობით ნებადართულ შემთხვევაში, იარაღის გადატანისას იგი უნდა იყოს:
ა) განმუხტულ (დაშლილ) მდგომარეობაში, საბრძოლო მასალისაგან განცალკევებული;
ბ) სპეციალურ ბუდეში ან შალითაში, რათა გამოირიცხოს იარაღის დაუყოვნებლივ გამოყენების შესაძლებლობა;
გ) დაცული გარეშე პირთა ხელმისაწვდომობისაგან.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილი მოთხოვნების დარღვევა გამოიწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრულ პასუხისმგებლობას.“.
8. 27-ე მუხლის:
ა) პირველ პუნქტს დაემატოს შემდეგი შინაარსის „დ1“–„დ6“ ქვეპუნქტები:
დ1) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ფსიქიკურად დაავადდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის;
დ2) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელს გაუჩნდა ფიზიკური ნაკლი, რაც შეუძლებელს ხდის მის მიერ ლიცენზიით (ნებართვით) სარგებლობას, და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის;
დ3) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი სისტემატურად არღვევს საზოგადოებრივ წესრიგს;
დ4) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელი ქრონიკული ალკოჰოლიკი, ნარკომანი ან ტოქსიკომანი გახდა და ამის შესახებ ცნობილი გახდა ლიცენზიის (ნებართვის) გამცემი ორგანოსათვის;
დ5) თუ ლიცენზიის (ნებართვის) მფლობელის მიმართ კანონიერ ძალაში შევიდა გამამტყუნებელი განაჩენი;
დ6) თუ სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მფლობელმა ჩაიდინა საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა;“;
ბ) მე-2 პუნქტის:
ბ.ა) „ე“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ე) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს ნასამართლობა არ აქვს მოხსნილი ან გაქარწყ**ბული ან/და იგი მსჯავრდებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე, 109-ე, 117-ე და 118-ე მუხლებით, 126-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 1261, 137-ე, 138-ე და 139-ე მუხლებით, 1421 მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 1422 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, 143-ე, 1431 და 1432 მუხლებით, 1433 მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტითა და მე-4 ნაწილით (იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთან მიმართებით), 144-ე–1443, 147-ე, 151-ე და 155-ე მუხლებით, 156-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 160-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 161-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 162-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, 165-ე და 166-ე მუხლებით, 177-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილებით, 178-ე და 179-ე მუხლებით, 181-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 187-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 222-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 222+ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 223-ე–227-ე მუხლებით, 2271 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 2272 მუხლით, 2273 მუხლის მე-2–მე-5 ნაწილებით, 228-ე, 229-ე, 230-ე–2381, 239-ე, 250-ე, 252-ე, 253-ე, 2551, 256-ე, 257-ე, 2592 და 2595 მუხლებით, XXXIII და XXXVII თავებით, 3221 მუხლის მე-2 ნაწილით, 3222 მუხლის მე-2 ნაწილით, XXXVIII თავით (გარდა 331-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 3312 მუხლისა), 332-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 333-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 335-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, 344-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 3441 მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებითა და მე-3 ნაწილით, 345-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 353-ე და 3531 მუხლებით, 360-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 365-ე მუხლით, 372-ე მუხლის მე-2–მე-4 ნაწილებით, 378-ე, 3781, 379-ე, 3811, 384-ე და 385-ე მუხლებით, 386-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით, 389-ე მუხლის მე-2 ნაწილით, 397-ე და 403-ე მუხლებით და XLVII თავით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყ**ბის შემდეგ გასული არ არის 4 წელი ამ ქვეპუნქტში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მუხლით, ნაწილით ან/და ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნაკლებად მძიმე დანაშაულის შემთხვევაში, 8 წელი – მძიმე დანაშაულის შემთხვევაში და 12 წელი – განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შემთხვევაში. ამ ქვეპუნქტით დადგენილი შეზღუდვა, დაკავშირებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ნორმით პირის მსჯავრდებასთან, არ ვრცელდება სანადირო ცეცხლსასროლ იარაღსა და სპორტულ ცეცხლსასროლ იარაღთან (გარდა სპორტული მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღისა) დაკავშირებით ლიცენზიების (ნებართვების) გაცემაზე;“;
ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“–„ვ3“ ქვეპუნქტები:
„ვ1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელს ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულსახდელდადებუ

ბ.ბ) „ვ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ვ1“–„ვ3“ ქვეპუნქტები:
„ვ1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელს ჩადენილი აქვს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1752 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევა და იმ ვადის გასვლის შემდეგ, როდესაც პირი აღარ ითვლება ადმინისტრაციულსახდელდადებუ

ად, გასული არ არის 3 წელზე მეტი;
ვ2) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელი დეპორტირებულია სხვა სახელმწიფოდან ადამიანის სიცოცხლის ან ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის ან/და იარაღის გამოყენებით დანაშაულის ჩადენის გამო და ამ დანაშაულის საქართველოში ჩადენის შემთხვევაში იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;
ვ3) საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს აქვს სხვა სახელმწიფოს კომპეტენტური ორგანოსგან მიღებული წერილობითი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელმა სხვა სახელმწიფოში ჩაიდინა ისეთი დანაშაული, რომელიც საქართველოში ჩადენის შემთხვევაში გამოიწვევდა სისხლისსამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტში მითითებული დანაშაულისათვის, და მისი ჩამდენი პირის მიმართ იარსებებდა ამ პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული რომელიმე გარემოება;“;
ბ.გ) „ზ“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:
„ზ) ლიცენზიის (ნებართვის) მაძიებელს არ შესრულებია 18 წელი, გარდა ამ პუნქტის „ზ1“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა;“;
ბ.დ) „ზ“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ1“ ქვეპუნქტი:
„ზ1) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის (გარდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღისა და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღისა) და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით), მისი საქართველოში შემოტანის ან საქართველოდან გატანის ნებართვის (გარდა ტრანზიტისა და რეექსპორტის ნებართვებისა) მაძიებელს არ შესრულებია 21 წელი;“;
ბ.ე) „ზ1“ ქვეპუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის „ზ2“ ქვეპუნქტი:
„ზ2) სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ან გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელმა წარმატებით ვერ ჩააბარა შესაბამისი გამოცდა ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში ან არ წარადგინა ცნობა ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ;“;
გ) 22 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის 23–26 პუნქტები:
„23. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტების მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონის მე-16 და მე-18 მუხლების „გ“, „დ.ა“ და „დ.გ“ ქვეპუნქტებით, „ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის 91 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ პირებსა და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების მაძიებლებზე, გარდა ამ მუხლის 25 პუნქტით განსაზღვრული პირებისა.
24. ამ კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა და იმ ნებართვებისა, რომლებსაც გასცემს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტო), აგრეთვე „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ნებართვების (გარდა ტრანზიტის ნებართვისა) მაძიებლები ვალდებული არიან, შესაბამისი ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინონ ცნობები მათი ნასამართლობის, ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულისთვის მსჯავრდების, ნარკოლოგიურ აღრიცხვაზე არყოფნისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს მიერ გასაცემი ნებართვის მაძიებელი ვალდებულია ნებართვის გამცემ ორგანოს წარუდგინოს ცნობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.
25. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“, „ვ2“ და „ვ3“ ქვეპუნქტების მოქმედება არ ვრცელდება ამ კანონით და „სამხედრო და ორმაგი დანიშნულების პროდუქციის კონტროლის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ტრანზიტის ნებართვის მაძიებელ უცხო ქვეყნის რეზიდენტზე.
26. თუ „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლით გათვალისწინებულია დანაშაულის ჩამდენი პირისათვის იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლების ჩამორთმევა ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულზე მეტი ვადით, გამოიყენება „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისი ნორმები.“;
დ) მე-3 პუნქტის შემდეგ დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-4 და მე-5 პუნქტები:
„4. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნამდე ან გაქარწყ**ბამდე კვლავ ჩაიდენს იმავე ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ახალი დანაშაულისათვის ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით განსაზღვრულ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას სრულად დაემატება წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის დადგენილი 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადა.
5. თუ ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩამდენი პირი ნასამართლობის მოხსნის ან გაქარწყ**ბის შემდეგ, იმავე ქვეპუნქტით განსაზღვრული 4-წლიანი, 8-წლიანი ან 12-წლიანი ვადის ამოწურვამდე კვლავ ჩაიდენს ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, ზემოაღნიშნული ვადის ამოწურვამდე დარჩენილი ვადა დაემატება ახალი დანაშაულისთვის დადგენილ 4-წლიან, 8-წლიან ან 12-წლიან ვადას.“.
9. კანონს დაემატოს შემდეგი შინაარსის 271 მუხლი:
„მუხლი 271. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებლის გამოცდა
1. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოში აბარებს გამოცდას ცეცხლსასროლი იარაღის ან/და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში. გამოცდის სახეებია:
ა) გამოცდა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
ბ) გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;
გ) გამოცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში.
2. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის მაძიებელი ვალდებულია საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს წარუდგინოს ცნობა მისი ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ.
3. ჩაბარებული გამოცდის შედეგები უვადოა. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის შეძენის (შენახვის ან/და ტარების უფლებით) ნებართვის აღების მიზნებისთვის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული ცნობის მოქმედების პერიოდი 1 წელია.
4. ამ მუხლით გათვალისწინებული გამოცდის ჩაბარებისა და ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობის წარდგენის ვალდებულებისაგან თავისუფლდებიან ამ კანონის მე-9 მუხლით განსაზღვრული პირები, რომლებსაც აქვთ სამსახურებრივ-საშტატო იარაღის ტარების უფლება, გარდა ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირებისა. ამ კანონის მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული პირები ვალდებული არიან, წარადგინონ მხოლოდ ფსიქიკური მდგომარეობის შესახებ ცნობა.
5. სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია და საგამოცდო ბილეთები მტკიცდება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის ბრძანებით.“.
10. 35-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-5 პუნქტი:
„5. 2015 წლის 1 ნოემბრამდე საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა დაამტკიცოს სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქცია და საგამოცდო ბილეთები.“.
მუხლი 2. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა ამ კანონის გამოქვეყნებიდან 15 დღის ვადაში უზრუნველყოს სათანადო კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების ამ კანონთან შესაბამისობა.
მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-7 პუნქტები, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ.ა“–„ბ.დ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-10 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი და მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი

ქუთაისი,
12 ივნისი 2015 წ.
N3702-IIს


პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია assassin29: Jul 7 2015, 12:48
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 7 2015, 12:59
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




გამოცდებზე გავამახვილოთ ყურადღება მეგობრებო თქვნი აზრით შეცვლის რამეს?
მე მგონია რო მორიგი "მაყუთის" გასაჭრელი ამბავია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jul 7 2015, 22:44
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



assassin29
რა წაიკითხავს ამდენს მოკლედ დაწერე გამოცდაზე რა უნდათ აბა D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 8 2015, 02:06
პოსტი #4


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ეგ.. ჩვენი მოთხოვნა იყო. დაგვინიშნეთ გამოცდები..დაგვჩაგრეთ..დაგვჩა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jul 8 2015, 07:19
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



თქვენ იცინეთ და როცა მონკავშირი იყო 3 ჯერ მომიწია გამოცდაზე დასვლა. სამნამ მესამედ კონიაკი , შოკოლადი და ყავა არ ვიკისრე (იმ არეულობის დროს ეს დიდი რამე იყო, განსაკუთრებით სტუდენტისთვის) მონკავშირის წევრი ვერ გავხდი.

გორკის პარკში იყო მაშინ მონკავშირი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jul 8 2015, 14:13
პოსტი #6


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(levani mgebrishvili @ 7th July 2015 - 13:52) *
ბ) გამოცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში;


ეს ვერ გავიგე , ან რა ტიპის გამოცდა უნდა იყოს ? ან და მარტო იარაღზე რატი უნდა იყოს გამოცდა ? ფლორა-ფაუნის ცოდნა არაა საჭირო ? wtfg.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jul 8 2015, 14:27
პოსტი #7


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(dato1992 @ 8th July 2015 - 16:13) *
ფლორა-ფაუნის ცოდნა არაა საჭირო ?

გაჩუმდი ბიჯო..ეხლე მაგასაც დაამატებენ და მერე ნახე შენ მაღარიჩების ფასი.

ციტატა(uiaragho @ 8th July 2015 - 09:19) *
სამნამ მესამედ კონიაკი , შოკოლადი და ყავა არ ვიკისრე (იმ არეულობის დროს ეს დიდი რამე იყო, განსაკუთრებით სტუდენტისთვის) მონკავშირის წევრი ვერ გავხდი.

მე 50 მანათი დამიჯდა ეგ ამბავი. მანამდე ვერაფით ვერ ჩავაბარე. მონადირის მინიმუმი რომ უნდა ჩამებარებინა.. აღმოჩნდა..რომ 8, 6 და 4 კალიბრის თოფის არსებობა არ ვიცოდი. დანარჩენი ყგველა ჩამოვურაკრაკე.. 24 კალიბრის ჩათვლით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Jul 8 2015, 19:16
პოსტი #8


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




კანონი მიღებულია დამტკიცებული და ყველას ვისაც მოუნდება იარაღისშეძენა მოუწევს ამ გამოცდის გავლა. იმედია პრავასავით იქნება 1000 -1500 ბილეთი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
megreli
პოსტი Jul 8 2015, 21:39
პოსტი #9


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,930
რეგისტრ.: 1-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



assassin29
ციტატა(levani mgebrishvili @ 8th July 2015 - 20:16) *
იმედია პრავასავით იქნება 1000 -1500 ბილეთი


იყოს მაგრამ მცოდნემ მაინც შეადგინოს D.gif თორემ ზოგი მიწერილ კალიბრს ვერ კითხულობს სააგენტოში xexe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aleko0294
პოსტი Jul 9 2015, 11:21
პოსტი #10


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7
რეგისტრ.: 4-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ ახალი კანონი უკვე შემოიღეს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
NickAdams
პოსტი Jul 9 2015, 12:04
პოსტი #11


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 25
რეგისტრ.: 7-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



aleko0294

მუხლი 3
1. ეს კანონი, გარდა ამ კანონის პირველი მუხლისა, ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.
2. ამ კანონის პირველი მუხლის პირველი–მე-7 პუნქტები, მე-8 პუნქტის „ა“, „ბ.ა“–„ბ.დ“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტები და მე-10 პუნქტი ამოქმედდეს გამოქვეყნებიდან მე-15 დღეს.
3. ამ კანონის პირველი მუხლის მე-8 პუნქტის „ბ.ე“ ქვეპუნქტი და მე-9 პუნქტი ამოქმედდეს 2015 წლის 1 ნოემბრიდან.

საინტერესო ისაა, რომ წერია ბილეთები 1 ნოემბრამდე იქნებაო. ხოდა ვისაც არ აქვს იარაღი უვადო მოწმობით გაფორმებული და 1 ნოემბრამდე უწევს ხელახლა გაფორმება იმან რა ქნას?

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია NickAdams: Jul 9 2015, 12:05
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Oct 2 2015, 18:30
პოსტი #12


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




დაიდო ბიჭებო გამოცდის ბილეთები 1 ნოემბრიდან ყველა იარაღის შეძენის მსურველს მოუწევს გამოცდის ჩაბარება
კითხვები ცოტაა თითო კატეგორიაში 150 სადღაც
http://sagency.ge/index.php?m=394

პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია assassin29: Oct 2 2015, 18:31
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
romeo 1
პოსტი Oct 2 2015, 20:03
პოსტი #13


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,028
რეგისტრ.: 3-November 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თელავი



ხოო, ზედაპირულად გადავიკითხე ბილეთები.... ბევრი შეკითხვა რაც ტექნიკურ საკითხს არ შეეხება და უფრო იურიდიულ საკითხებს ეხება ,,ჩერესჩურ,, დახლართულ ენითაა დაწერილი. ბევრი ვერ გაერკვევა უცებ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Oct 2 2015, 21:20
პოსტი #14


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



ვერ გავიგე დაჯარიმებული მოსაწევზე ადრე თუ არის ვინმე წლების წინ ვერ გაიფორმებს თოოფს ეს რა სირობა კანონია თუ ეგრეა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Oct 2 2015, 21:55
პოსტი #15


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ამაზე სირობა არსად არაფერი მინახია! იარაღის უსაფრთხოდ ხმარებას ემსახურება ეს გამოცდები თუ იარაღის ბრუნვის შესახებ კანოს უსაფრთხოებაზე არსად არაფერია ნახსენები და ისე აბდაუბდადაა ნაწერი სპეციალრუად ართულებენ მგონი ეს კეთილმოტ**ულები იბიომატ! მოკლედ რა! სასელი არაა ამ ქვეყანასი არაფერი პრინციპსი მერა მანაღვლებს აწი ვინც აპირებს იარაღის სეზენას იმან იკიტხოს!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

6 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 07:40