ბრაკონიერი პოლიციელები!!! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

7 გვერდი V  « < 5 6 7  
Reply to this topicStart new topic
ბრაკონიერი პოლიციელები!!!, ცხვირწინ ნადირობდნენ დღეს
assassin29
პოსტი Nov 17 2013, 14:11
პოსტი #91


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(levani @ 17th November 2013 - 14:24) *
მარტო სადღეგრძელოებში ევასებათ საქართველო. არადა რა მარტივია ყველაფერი.. უბრალოდ ყველამ უნდა გავიაზროთ..რომ რაც ბუნებაშია ყველაფერი ჩვენია და მოფრთხილება უნდა. ასევე პატივი ვცეთ ერთმანეთს. ყველა ნამდვილმა მონადირემ ხომ ვიცით..რომ მანოკს თუ არ ვხმარობთ ეგ იმას არ ნიშნავს რომ არ ვიცით მაგისი არსებობა ან ვერ გამოვიყენებთ. უბრალოდ არ ვკადრულობთ..ხოდა ყველა თოფიანი კაცი რომ მიხვდება მაგას..მაში იქნება საქმე კარგად.

 

+10000000
მაგარი სიტყვებია ნეტავ ყველა თქვენნაირად ფიქრობდეს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Nov 18 2013, 00:21
პოსტი #92


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(რობერტ @ 17th November 2013 - 15:34) *
ასეთი თემის წამოწევას როგორც წესი ირონიით ხვდებიან...

ხოდა ეგ არის ყველაზე სამწუხარო. რთული პერიოდიდან მოვდივართ ყველა. რასაც მივეჩვიეთ..გვიჭირს გადაჩვევა. ბევრი თავიდანვე სწორად უდგებოდა ყველაფერს. მადლობა ღმერთს არიან ის ძველი პლიადის ადამიანები.. ვისთვისაც მართლა დიდი სიამოვნება იყო ნამდვილი ნადირობა. შემოინახეს კარგი ძაღლებიც და მონადირული ტრადიციებიც. მაგრამ სამწუხაროდ.. ბევრი ისეთიც გამოჩნდა..ვისაც სულ ეკიდა ტრადიციაც..კარგი ძაღლიც და კარგი თოფიც. რითაც ბევრს გაანადგურებდა იმითი ნადირობდა და სადაც რამე ეგულებოდათ ყველაფერს გადაუარეს. ეგ კი იმდენიხანი გაგრძელდა.. ხშირად ახალბედებს ეგ გონიათ ნადირობა. თან ეს წესიერებაც ვერ ჯდება ხოლმე ხშირად ქართულ მენტალიტეტში. ჩვენთან ხომ "კაი ტიპი" ცუდი ბიჭია ხოდა რა წესიერებაზე უნდა ვისაუბროთ მაგათთან?.. შანსი აქვს..ან ქსივა აქვს..ან ქსივიანი პატრონი ყავს. ხოდა მიდის და აკეთებს რასაც უნდა. სწორედ მაგაზე ვამბობ.. მაგათ გონიათ ხელისუფალ-აღმასრულებელს თუ დაიკიდებენ..მაგარ ბიჭობაში ჩაეთვლებათ. სინამდვილეში კი დიდ მონადირულ საზოგადოებას ასაქმებენ თავზე.
მაგრამ ეგეც არაფერი.(მაგაზე უარესად იყო საქმე) ახალბედები მოდიან. ჟურნალებიდან..ფორუმებიდან (კარგი დიდი წილი ამ ფორუმსაც შეაქვს რათქმაუნდა) და სხვა საშუალებებით..სწორი მიმართულებით მიდის ყველაფერი. ასე რომ არც თუ ბევრი წლის მერე..ყველაფერი გადასარევად იქნება. ეგ ირონიაც გაუქრებათ თქვენ მეგობრებს.

ციტატა(levani mgebrishvili @ 17th November 2013 - 16:11) *
მაგარი სიტყვებია ნეტავ ყველა თქვენნაირად ფიქრობდეს

დიდი მადლობა. ამ კლუბში ყველა ეგრე ფიქრობს და კლუბი იზრდება. ასე რომ ყველაფერი კარგისკენ მიდის. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

7 გვერდი V  « < 5 6 7
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 06:10