ჯარიმები - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

15 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ჯარიმები
ზახარა
პოსტი Jun 21 2009, 23:18
პოსტი #1


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვინმემ თუ იცით საქართველოს მობინადრე ფრინველების და ცხოველების მოკვლასთან დაკავშირებით რა ჯარიმებია დაწესებული?

hunter777
საიტზე თუ დევს იქნებ ლინკი დადო,შენ რომ გეცოდინება ეჭვი არ მეპარება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 21 2009, 23:37
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ადმინისტრაციულ სამართალ დარღვევათა კოდექსის 86 მუხლის მე 3 ნაწილის თანახმად: ,,ნადირობის აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტების სხვადასხვაგვარი სარგებლობის წესეწბის დარღვევა გამოიწვევს დაჯარიმებას ომოცდაათიდან ხუთას ლარამდე მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უიმისოდ. 86 მუხლის მე 4 ნაწილის თანახმად : ,,იგივე ქმედება ჩადენილი განმეორებით ანდა იმ იარაღით ან საშუალებებით რომლით (რომლებით) ნადირობაც აკრძალულია გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე მოპოვებულის და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უიმისოდ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jun 21 2009, 23:38
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



hunter777
იკა კომფისკაციას დაქვემდებარებული იარაღი მერე უბრუნდება პატრონს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 21 2009, 23:49
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კიი! შესაბამისი ჯარიმის გადახდის შემთხვევაში თუ იარაღი არაა საბრძოლო ავტომატური, თუ არაა ძიებაში, და თუარაა ამ იარაღით ჩადენილი რაიმე კრიმინალური სამართლდარღვევა, და რიგი სხვა კანონსაწინააღრმდეგო ქმედებები.!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 22 2009, 00:02
პოსტი #5


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მუხლი 85. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების
არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და
წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა,
აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება
ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია
და ჰიბრიდიზაცია
1. გარეულ ცხოველთა საბინადრო გარემოს, გამრავლების არეალების, გადარჩენის სტაციების, სამიგრაციო და წყალთან მისასვლელი გზების დაცვის წესების დარღვევა, აგრეთვე გარეულ ცხოველთა თვითნებური გადასახლება ახალ საბინადრო გარემოში, თვითნებური ტრანსლოკაცია (ინტროდუქცია, რეინტროდუქცია, რესტოკინგი) და ჰიბრიდიზაცია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამასიდან ხუთას ლარამდე.
2. იგივე ქმედება, ჩადენილი საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ გარეულ ცხოველთა სახეობების მიმართ ან სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის ბუნების მკაცრი დაცვის ზონის, ბუნების ძეგლის, ბიოსფერული რეზერვატის ბირთვის (ბუნების მკაცრი დაცვის) ზონის, მსოფლიო მემკვიდრეობის უბნისა და საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიის დადგენილი საზღვრების ფარგლებში, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ათასიდან ათას სამას ლარამდე. (25.07.2006. N3516)
მუხლი 851. ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა საბინადრო გარემოს
ქიმიურ საშუალებათა (მათ შორის, მცენარეთა დაცვის და ნიადაგის განოყიერების ქიმიურ საშუალებათა) გარემოში გამოყენების ნორმებისა და ამ ქიმიურ საშუალებათა ტრანსპორტირების, შენახვისა და გამოყენების წესების დარღვევა, რამაც ზიანი მიაყენა ცხოველთა სამყაროს და მათ საბინადრო გარემოს, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ორას ლარამდე.

მუხლი 852. გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების
(ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების,
საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების
საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის
რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა
ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა
გარეულ ცხოველთა ზოოლოგიური კოლექციების (ზოოპარკების, ზოობაღების, ოკეანარიუმების, საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობათა გენოფონდის რეზერვატების) გარემოდან გარეულ ცხოველთა ამოღების გზით შექმნისა და შევსების წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ასიდან ორას ლარამდე. (25.07.2006. N3516)


მუხლი 853. საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან სხვა ისეთ მოქმედებათა ჩადენა, რომლებსაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ასეთი ცხოველების სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება

საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა მოსპობა ან მათი კვერცხის ნადების, კვერცხის, ბუნაგის და სხვა ნაგებობების განადგურება, რასაც შეიძლება მოჰყვეს მათი დაღუპვა, რაოდენობის შემცირება ან საბინადრო გარემოს დარღვევა, ანდა ამ ცხოველთა მოპოვება მოპოვების ნებართვაში მითითებულ პირობათა დარღვევით, მათი სათანადო ნებართვის გარეშე ყიდვა-გაყიდვა ან დატყვევება, –
გამოიწვევს მოქალაქეთა დაჯარიმებას ას ორმოცდაათიდან ექვსას ორმოცდაათ ლარამდე, თანამდებობის პირთა დაჯარიმებას სამასიდან რვაას ორმოცდაათ ლარამდე, დამრღვევის პირადი საკუთრების საგნების კონფისკაციით, რომლებიც აღნიშნულ დარღვევათა ჩადენის იარაღი იყო, ან უამისოდ, მოპოვებული ცხოველების კონფისკაციით. (06.06.2003 N2359)

მუხლი 854. უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს
ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და
მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა
უკანონოდ მოპოვებული ცხოველთა სამყაროს ობიექტებით, გარეულ ცხოველთა დერივატებით და მათგან გამომუშავებული პროდუქციით ვაჭრობა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას სამას ლარამდე, ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი დერივატებისა და მათგან გამომუშავებული პროდუქციის კონფისკაციით. (25.07.2006. N3516)
მუხლი 855. გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა
სანიტარიულ-ეპიდემიოლოგიური, მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სიცოცხლის დაცვის, სასოფლო-სამეურნეო და სხვა შინაურ ცხოველთა დაავადებების პროფილაქტიკის, ბუნებრივი გარემოსა და სამეურნეო საქმიანობსათვის ზიანის თავიდან აცილების მიზნით განხორციელებული, გარეული ცხოველების რაოდენობის რეგულირების წესების დარღვევა, -
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან სამას ლარამდე.
(საქართველოს 1997 წლის 12 ივნისის კანონი N759 _ პარლამენტის უწყებანი, 1997 წ., N33, გვ.3)

მუხლი 86. ნადირობისა და თევზჭერის წესების, აგრეთვე ცხოველთა
სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების
დარღვევა
1. შიდა წყალსატევებში თევზჭერის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ოთხას ლარამდე, თევზსაჭერი იარაღის, წყლის სატრანსპორტო საშუალებებისა და მოპოვებული თევზის კონფისკაციით ან უამისოდ.
2. წყლის ყველა ტიპის ზომამცირე სატრანსპორტო საშუალების (ნავები, ნახევარბარკასები, მოტოფელუგები და მცირე სიმძლავრის კატარღები) გამოყენებით საქართველოს შიდა საზღვაო წყლებსა და ტერიტორიულ ზღვაში თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მოპოვება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორასიდან ათას ლარამდე, თევზსარეწი იარაღისა და მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
3. ნადირობის, აგრეთვე ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სხვაგვარი სარგებლობის წესების დარღვევა, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათიდან ხუთას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
4. იგივე ქმედება, ჩადენილი განმეორებით ანდა იმ იარაღით ან საშუალებებით, რომლით (რომლებით) ნადირობაც აკრძალულია, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ხუთასიდან შვიდას ლარამდე, მოპოვებულისა და სანადირო იარაღის კონფისკაციით ან უამისოდ.
5. თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვება საქართველოს კონტინენტურ შელფზე, ტერიტორიულ წყლებში ან განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონაში თევზსარეწი იარაღით ან მექანიკური სატრანსპორტო საშუალებებით, თევზის ანდა წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმების განადგურების სხვა საშუალებებით (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევისა), –
გამოიწვევს დაჯარიმებას ოცდაათი ათასიდან ორმოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან წყლის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით.
6. ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, ჩადენილი ზღვის ნაკრძალ რაიონში, აკრძალულ დროს ან ადგილას, თევზის ან ზღვის სხვა ცოცხალი ორგანიზმების მიმართ, –
გამოიწვევს დაჯარიმებას ორმოცდაათი ათასიდან სამოცდაათი ათას ლარამდე, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის დარღვევით მოპოვებული თევზის ან ზღვის სხვა ცოცხალი ორგანიზმის კონფისკაციით. (25.07.2006. N3516)

ესენი მოვიძიე რაც ვნხე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 22 2009, 00:18
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



მა რა უნდა ქნა ! რათ გვინდა როო? ჰოო და რა უნდა გთხოვი იქნებ ეს კანონმდებლობის თემა თუ შესაძლებელია რო ზემოთ ავწიოთ თემების დასაწყისში! რო შემოვა ადამიანი საიტზე რო კანონმდებლობა იდოს ეგრევე რო მიხვდეს რომ აქ კანონმოჩილი ხალხის ფორუმია,.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 22 2009, 00:19
პოსტი #7


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



hunter777
თუ წერია სადმე მაგ: კურდღელზე, ღორზე, კაკაბზე, ხოხობზე და სხვაზე, კონკრეტულად რამდენია ჯარიმა?ვერსად მივაგენი. მემგონი უნდა იყოს ჩამონათვალი?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 22 2009, 00:23
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



არა ზახარ ეგრე დაკონკრეტებით არაა კანონში იქ ხოა რომ 50 დან 500 ლარამდოე! ხოდა ოქმის განხილვის დროს დაედება ჯარიმა და პლიუს გარემოზე მიყენებული ზიანის საზღაური!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 22 2009, 00:25
პოსტი #9


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



hunter777
მადლობა, გაიხარე ძმაო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 22 2009, 00:30
პოსტი #10


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



იცოცხლე ზახარ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 22 2009, 00:44
პოსტი #11


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ისე ცოტა მარტივად რომ დავწეროთ(ჩვენთვის მისაღებ და გასაგებ ენაზე მოვთარგმნოთ) არ გამოვა???? გარდა ოფიციალური ბრძანებულებისა(რათქმაუნდა ეგეც უნდა იდოს) მარტივად რომ ჩამოვთვალით..ყოველგვარი "მუხლი მეორე პუნქტი პირველი"-ს გარეშე...მაგალითად

კურდღელი- ნადირობა იკრძალება..ჯარიმა ამდენი.... და ა.შ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jun 22 2009, 00:51
პოსტი #12


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მარტივად ლევან, საქართველოში მობინადრე ჭიაყელაც კი არ უნდა წამოაცვა კრუჩოკზე (ხუმრობით newsmile090.gif). პ.ს. კერძო მეურნეობებში კი შენ ფული თქვი და მამონტს გაგიცოცხლებენ სანადიროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Jun 22 2009, 01:32
პოსტი #13


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ხოდა ეგ დავწეროთ რაა..
კურდღელი..ნადირობა აკრძალულია, (გარდა კერძო მეურნეობებისა) ჯარიმა 500 ლარი.
ჯიხვი..ნადრიბა აკრძალულია(ყველა ვარიანტში) თუ სვანებს ან ხევსურებს გადაურჩი ჯარიმა 3000 ლარი.. და ა.შ. ეგ კანონები მაინც დევს..ისედაც ყველამ უნდა ვიცოდეთ და მეზარება ჯერ იურისპრუდენციის სწავლა და მერე კონკრეტული მუხლების გაშიფვრა..(დარწმუნებული ვარ კიდე ბევრია ჩემნაირი) მოკლედ და კონკრეტულად რომ ჩამოგვეთვალა ძირითადი სანადირო ობიექტები ( ქართული ქამელეონი მეეჭვება დაგვჭირდეს) არ იქნებოდა ურიგო..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Jun 22 2009, 07:49
პოსტი #14


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ლევან არაა ეგრე და როგორ აბა? კურდღლის მოკვლაზე შეიძლება დაჯარიმდეს მონადირე 50 ლარით და შეიძლება 500 ლარიანი აირტყას და კიდევ სისხლის სამართლის პასუხისგებაში მიეცეს! ეს ფიქსირებული ჯარიმები არაა ანუ კანონდამრღვევი ჯარიმდება შესაბამისი სიტუაციიდან გამომდინარე ! ანუ სად ინადირა (კერძო სანადირო მეურნეობაში თუ სახელმწიფო სავარგულში) რა დროს ( სეზონურად თუ სეზონურობის დარღვევით) რა იარაღით, რომელ ნადირზე თუ ფრინველზე, რამდენი მოიპოვა, დაკავებისას როგორი რეაქცია გამოავლინა, რას იტყვის ოქმის განხილვისას და ა.შ ამ ყველაფრის გათვალისწინებით დგბა დასაჯარიმებელი თანხის ოდენობა პლიუს გარემოზე მიყენებული ზიანის საზღაური.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შალვა
პოსტი Jun 22 2009, 12:20
პოსტი #15


EX მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,851
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ერთი ამ კანონებს ვინც წერს და მერე ამტკიცებს, იმათ თავში ჩამახედა რა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

15 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 01:16