უკომენტაროდ ! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
უკომენტაროდ !, ანუ . . . . .
Maverick
პოსტი Dec 20 2010, 09:09
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,242
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



პრეზიდენტმა მთავრობას გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის შემუშავება დაავალა
თბილისი (GBC) - პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა პარასკევს სათაფლიაში გამართულ მთავრობის სხდომაზე მინისტრთა კაბინეტს გარემოს დაცვის სამინისტროს რეორგანიზაციის გეგმის შემუშავება დაავალა.

პრეზიდენტის განმარტებით, სამინისტროს რეორგანიზაციის საჭიროება მის უწყებაში შემავალ სატყეო დეპარტამენტში აღმოჩენილმა კორუფციულმა დანაშაულებებმა განაპირობა.

"ის, რომ სამასკაციან სამსახურში 110 ადამიანს დააპატიმრებენ, კონკრეტული დასკვნების გამოტანის საშუალებას იძლევა. ყოველი მესამე ადამიანი ამ სამსახურში დაპატიმრებულია და მინდა ვთქვა, რომ კიდევ ასია დასაჭერი. არ მინდა ვინმეს ვაწყენინო, მაგრამ საქმიდან ასე ჩანს. საქართველოში ყველამ იცის, რომ სატყეო დეპარტამენტი ის ადგილია, სადაც წესრიგი ვერაფრით ვერ დავამყარეთ... ერთადერთი ადგილი, სადაც ქრონიკულად ვერ ვამყარებთ წესრიგს, არის ტყე. როდესაც ლაპარაკია 30-40-100 ლარიან ქრთამზე, ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ კორუფციის დონე დაბალია, არამედ იმას, რომ აქ კორუფცია სისტემურია და მასში ყველაა ჩართული. პირადად მე, ბევრი ინფორმაცია მომივიდა ამ კონკრეტულ ადამიანზე. მას ბევრჯერ უთქვამს: ტყეში არ შემოგიშვებ, თუ ჩემს ნათესავს საკუთარ ფირმას არ გააკეთებინებო და ა.შ", - განაცხადა პრეზიდენტმა სატყეო დეპარტამენტის ყოფილ ხელმძღვანელზე პაპუნა ხაჩიძეზე, რომელიც კორუფციაში ბრალდების გამო დააკავეს.

პრეზიდენტის განცხადებით, ტყე უნდა ჩამოყალიბდეს მომგებიან, მაგრამ კარაგად კონტროლირებად ბიზნესად.

"ეს უნდა იყოს ბიზნესი, რომელიც რეალურად არჩენს ქვეყანას, მეტყევეებს და მუშაობს ხალხისთვის. ბევრჯერ ვყოფილვარ შვედეთში და თვითმფრინავიდანაც ჩანს როგორ მუშაობს სატყეო დეპარტამენტი - ტყე ზოგან გაჩეხილია, ზოგან ახალია და ზოგან ძველი, მაგრამ კარგად მოვლილი. ამას სახელმწიფო მკაცრად არეგულირებს და არ დაიჯეროთ, რომ სხვაგვარად შესაძლებელია. მხოლოდ საბჭოთა კავშირში არ რეგულირდებოდა არაფერი, საბაზრო ეკონომიკის შემთხვევაში კი, ყველაფერი მკაცრად რეგულირდება და ხალხის საკეთილდღეოდ. მინდა პიდაპირ ვთქვა, რომ თქვენ ეს სფერო ჩააფლავეთ. ამ სამინისტროში ყველაფერი უნდა შეიცვალოს. პრემიერ-მინისტრი საქმის კურსშია, მაქსიმუმ, წლის დამლევამდე დასხედით ყველა ერთად და წარმოადგინეთ იმის გეგმა, როგორ უნდა შეიცვალოს სისტემა. ბევრს წასვლა მოუწევს, ფუნქციები გადანაწილდება და საერთოდ, ბევრი საკითხი უნდა დაისვას სტრუქტურული თვალსაზრისით", - განაცხადა პრეზიდენტმა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Dec 20 2010, 09:18
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მიხვდა როგორც იქნა, რომ ჩაიჯვეს ყველანაირად სამინისტროში?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MIMINO
პოსტი Dec 20 2010, 10:44
პოსტი #3


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: !ბანდადებული!
პოსტები: 489
რეგისტრ.: 5-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოოო იმედის ნაპერწკალი გამოჩნდა. ვნახოთ რა იქნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Dec 20 2010, 11:11
პოსტი #4


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ხაჩიძეს მაგარი დააჯვა, ვუყურე პირდაპირ ეთერს. აგერ ოჩოდან რამდენი კაცია ვინც მაგ სამინისტროს ფეხზე დააყენებს. წესიერი და პატიოსანი ხალხი. გამოგვიყენონ რამეში newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 20 2010, 12:37
პოსტი #5


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აჰაა...ხომ ვამბობდი მაგათაც მიადგენიან თავის დროზეთქო. მალე კალმახსაც და სხვა დანარჩენსაც მიადგებიან. აგერ ნახეთ თუ არა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Dec 20 2010, 12:48
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(levani @ 20th December 2010 - 13:37) *
მალე კალმახსაც და სხვა დანარჩენსაც მიადგებიან

newsmile05.gif

კალმახის გაპრავებაზე ისედაც მიმდგარები არიან მისადგომი სხვა რამეა. ზოგადად თევზის მოსპობა უნდა აკრძალონ დენის აპარატებით, მათი გამოყენებაც, გაყიდვაც და ასე შემდეგ, თორემ ეგენი, რომ მიადგებიან ბევრ ნმდინარეში თევზი აღარ დარჩება!

მაგალითი თუ გინდათ არის მდინარე ალგეთი! თევზი არის 0!

და კალმახის რაოდენობა კი მაგ მდინარეში არის -12352357356872351 ამდენი წელი აღარ იქნება თუ ხელოვნურად არ გაამრავლე!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ღლიღვა
პოსტი Dec 20 2010, 12:51
პოსტი #7


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 639
რეგისტრ.: 17-October 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



იქნებ მართლა ეშველოს რამე ამ ჩვენს გაუბედურებულ ბუნებას !!!!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Shooter
პოსტი Dec 20 2010, 14:09
პოსტი #8


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



ყველანი ციხეში ბუკვალურად იყო ნაგულისხმები (((
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Veshapo
პოსტი Dec 20 2010, 16:02
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 306
რეგისტრ.: 11-September 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



არ მინდა პესიმისტურად გამომივიდეს მაგრამ, არა მჯერა მე ამ ლაქლაქი, სადაც კი ბრაკონიერები მინახავს იქედან 80 % სწორედ რო სხვადასხვა რაიონების გამგებლები, საკრებულოს წევრები ან პოლიციის თანამშრობლები არიან :@ ასე რო თუკი რამე კარგი გაკეთდება მივესალმები და მოხარული ვიქნები მარა ვიქნები მაგრამ "მგლებმა უნდა შეიმუშაონ ცხვრის ფარის დაცვის სტრატეგია?" მომიტევეთ და არ მწამს

(პპესიმისტურადგანწყობილისმა ილიკი)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Dec 20 2010, 21:00
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა(Veshapo @ Dec 20 2010, 17:02) *
არ მინდა პესიმისტურად გამომივიდეს მაგრამ, არა მჯერა მე ამ ლაქლაქი, სადაც კი ბრაკონიერები მინახავს იქედან 80 % სწორედ რო სხვადასხვა რაიონების გამგებლები, საკრებულოს წევრები ან პოლიციის თანამშრობლები არიან :@ ასე რო თუკი რამე კარგი გაკეთდება მივესალმები და მოხარული ვიქნები მარა ვიქნები მაგრამ "მგლებმა უნდა შეიმუშაონ ცხვრის ფარის დაცვის სტრატეგია?" მომიტევეთ და არ მწამს

(პპესიმისტურადგანწყობილისმა ილიკი)

ეგ ის ხალხია ვისაც "ნადირობა" " თევზაობა" "კაი პურისჭამა უყვართ"
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
barambo
პოსტი Dec 20 2010, 21:18
პოსტი #11


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 738
რეგისტრ.: 30-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



,სანამ გ.დ.ი. პოლიციაში არ დაბრუნდება არაფერი არ ეშველება!
ხო გახსოვთ,ტელევიზორშიც აჩვენეს,ორი ტილიანი გოლფი რომ ბლოკავდა გ.დ.ი.-ს მანქანას ტყისმჭრელებს რომ მიზდევდა. პოლიციას მაგას ვერ გაუბედავენ. elementarno-vatson.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Dec 20 2010, 22:14
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვანოს ხელი უნდაა მაგ საქმეს ვანოსიიიიიიიიიიიიიიიიიიიიი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Dec 20 2010, 23:44
პოსტი #13


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Beso @ 20th December 2010 - 14:48) *
ზოგადად თევზის მოსპობა უნდა აკრძალონ დენის აპარატებით, მათი გამოყენებაც, გაყიდვაც და ასე შემდეგ,

მაგას ვგულისცმობ ზუსტად და არა იმას..რომ მთავრობა მიადგება კალმახს დენის აპარატით. ბრაკებს მიადგებიან..ბრაკებს.
ისე თუ გაპრავდა ნამდვილად მივესალმები...მაშინ მე თვითონ ვივლი სიამოვნებით ანკესით ხელში პატიოსნად...თუ საჭიროა ლიცენციაშიც გადავიხდი ფულს.(მევასება ეგ სპორტი) ხოდა თუ გადავაწყდი ელექტრიკს...რომელიც მდინარეს მიმიბილწავს თვალწინ.... გამოვიძახებ პატრულს..და არა დგი-ს... (ეგ იმიტომ რომ ხელიდან გამაგდებინონ და არ შემომაკვდეს). newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(veshapo @ 20th December 2010 - 18:02) *
არ მინდა პესიმისტურად გამომივიდეს მაგრამ, არა მჯერა მე ამ ლაქლაქი,

ლაქლაქი რაა..ჯერ არავინ დაუჭერიათ?.....არავინ აუპანჩურებიათ თანამდენობიდან?....ვერ იზავენ??....თუ მოერიდებათ??... newsmile035.gif newsmile035.gif
ციტატა(veshapo @ 20th December 2010 - 18:02) *
"მგლებმა უნდა შეიმუშაონ ცხვრის ფარის დაცვის სტრატეგია?"

ეგ მთლად ისე აღარ არის როგორც ადრე იყო....კი მოსდევს ძველი ინერციით... თანამდენობით ბოროტად სარგებლობა...მაგრამ ადრინდელიდან განსხვავებით...ეხლა კაი ჟიმჟიმი აქვთ..იმიტომ..რომ ეხლა...შეიძლება მაგის გამო თანამდებობა დაკარგონ..ადრე სულ ეკიდათ. ეგეთი მგლები კიდე..მარტო თანამდებობის პირები არ არიან... არც დაანარჩენი ადგილობრივი მკიდრები აკლებენ.

ციტატა(Shooter @ 20th December 2010 - 16:09) *
ყველანი ციხეში ბუკვალურად იყო ნაგულისხმები (((

აბა გარეთ ვის რა ფეხებად ვჭირდებით მთელი საქართველო...ციხეში ვართ საჭორო. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ციტატა(qarqashadze @ 20th December 2010 - 23:18) *
,სანამ გ.დ.ი. პოლიციაში არ დაბრუნდება არაფერი არ ეშველება!
ხო გახსოვთ,ტელევიზორშიც აჩვენეს,ორი ტილიანი გოლფი რომ ბლოკავდა გ.დ.ი.-ს მანქანას ტყისმჭრელებს რომ მიზდევდა. პოლიციას მაგას ვერ გაუბედავენ.

მაგაში კი გეთანხმები...მაგრა საცოდავად გამოიყურებოდნენ...მაგრამ..მაგჩ
ემისებს მობილური ტელეფონი მაინც არ ქონდათ???..პატრული გამოეძახებინათ და ისინი მიხედავდნენ "არ დამორჩილების" მუხლით. პრინციპში ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ვის დაქვემდებარებაში იქნება გდს. თუ ვინმეა დასაჭერი.....არამგონია ძალოვანები დაზარდნენ მიხმარებაში. მთავარია თვითონ სამინისტრო დალაგდეს. მოფერთხონ კორუმპირებულები და გააკეთონ ის..რაც ევალებათ. პატიოსნად. აი სულ ეგ არის საჭირო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
დათაბატონი
პოსტი Dec 21 2010, 08:36
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 391
რეგისტრ.: 8-August 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: დედასამშობლო




ციტატა(ლევანი @ Dec 21 2010, 00:44) *
მაგას ვგულისცმობ ზუსტად და არა იმას..რომ მთავრობა მიადგება კალმახს დენის აპარატით. ბრაკებს მიადგებიან..ბრაკებს.
ისე თუ გაპრავდა ნამდვილად მივესალმები...მაშინ მე თვითონ ვივლი სიამოვნებით ანკესით ხელში პატიოსნად...თუ საჭიროა ლიცენციაშიც გადავიხდი ფულს.(მევასება ეგ სპორტი) ხოდა თუ გადავაწყდი ელექტრიკს...რომელიც მდინარეს მიმიბილწავს თვალწინ.... გამოვიძახებ პატრულს..და არა დგი-ს... (ეგ იმიტომ რომ ხელიდან გამაგდებინონ და არ შემომაკვდეს). newsmile035.gif newsmile035.gif

ლაქლაქი რაა..ჯერ არავინ დაუჭერიათ?.....არავინ აუპანჩურებიათ თანამდენობიდან?....ვერ იზავენ??....თუ მოერიდებათ??... newsmile035.gif newsmile035.gif
ეგ მთლად ისე აღარ არის როგორც ადრე იყო....კი მოსდევს ძველი ინერციით... თანამდენობით ბოროტად სარგებლობა...მაგრამ ადრინდელიდან განსხვავებით...ეხლა კაი ჟიმჟიმი აქვთ..იმიტომ..რომ ეხლა...შეიძლება მაგის გამო თანამდებობა დაკარგონ..ადრე სულ ეკიდათ. ეგეთი მგლები კიდე..მარტო თანამდებობის პირები არ არიან... არც დაანარჩენი ადგილობრივი მკიდრები აკლებენ.


აბა გარეთ ვის რა ფეხებად ვჭირდებით მთელი საქართველო...ციხეში ვართ საჭორო. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


მაგაში კი გეთანხმები...მაგრა საცოდავად გამოიყურებოდნენ...მაგრამ..მაგჩ
ემისებს მობილური ტელეფონი მაინც არ ქონდათ???..პატრული გამოეძახებინათ და ისინი მიხედავდნენ "არ დამორჩილების" მუხლით. პრინციპში ნამდვილად არ აქვს მნიშვნელობა ვის დაქვემდებარებაში იქნება გდს. თუ ვინმეა დასაჭერი.....არამგონია ძალოვანები დაზარდნენ მიხმარებაში. მთავარია თვითონ სამინისტრო დალაგდეს. მოფერთხონ კორუმპირებულები და გააკეთონ ის..რაც ევალებათ. პატიოსნად. აი სულ ეგ არის საჭირო.


როგორ ც ყოველთვის შეუდარებელიხარ ლევან newsmile045.gif

vetanxmebi.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DATKA
პოსტი Dec 21 2010, 22:56
პოსტი #15


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 593
რეგისტრ.: 23-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მღერიან.. მღერიან.. და მეტი არაფერი!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 09:06