პოეზია - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V  « < 7 8 9  
Reply to this topicStart new topic
პოეზია, ლექსები
giuli
პოსტი Jan 11 2014, 14:39
პოსტი #121


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



აცივდა უკვე აცივდა და უკვე ჩვენთვის არ სცხელა
არც მერცხალს კუდმაკრატელას არც ოფოფს თავ სავარცხელას
მზე ღრუბლის მონა გამხდარა ანათებს ვეღარც ანათებს
საცაა მოვა ზამთარი მოვა და მოიკალათებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Saba.S
პოსტი Jan 11 2014, 20:49
პოსტი #122


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 24-January 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



შოთა ნიშნიანიძე - ძაღლები

თუ ძაღლს ოდესმე მიფერებიხარ,
ალბათ შემცბარხარ ძაღლის თვალებით.
რა ერთგულებით მოგჩერებია,
რა სიყვარულით და მოკრძალებით!

იმ თვალებიდან არა ბრიყვული
არამედ რაღაც ბრძნულად გამგები
ადამიანი თუ არ გიყურებს,
გიყურებს რაღაც არა ნაკლები,

სათნო, ჭკვიანი და გონიერი,
ალერსის ღირსი განა უღირსი,
მცირე სიკეთის სამაგიეროდ
როგორც მზად ყოფნა სიყვარულისთვის.

ყური დამიგდე, კაცო შემცბარო,
და ნუ მოჰყვები მოთქმა–გოდებას:
დაე ძაღლისგან მრავალს ესწავლოს
ერთგულება და თავგამოდება.

ნუ მიიქცევი სულო, საძილედ,
ძაღლივით ფხიზლად მიწექი კართან,
ნურაფერს ძაღლურს ნუ ითაკილებ
კუდის ქიცინის და ყეფის გარდა.

ძაღლის თვალებში ყეფს გაწბილება
და რაღაც უფრო ღრმად მიმალული,
ეგების მწარე გამოცდილება,
მწარე ნაღველი და სინანული?

იქნებ ისინი სხეულგაცლილი
ადამიანთა სულები გახლავთ,
რაღაც ცოდვისთვის ღვთისგან დასჯილნი,
დაბადებულან ძაღლებად ახლა.

და იმ უხსოვარ ღალატისათვის
ერთგულება აქვთ ახლა მისჯილი?
ძუნწ პატრონებსაც უნდა იცავდნენ
თუნდაც სძვრებოდეთ სული შიმშილით.

...მწყემსი, მესაზღვრე და მონადირე!
აი ცხოვრებამ რა შეარჩია,
ძაღლური ყოფის სხვა სინამდვილე
სისულელეა ანდა შარჟია.

ის ფარას მწყემსავს და მსტოვარს იჭერს.
კვალში მიჰყვება ნადირს ბოლომდე
და სამკურნალო ბალახსაც ირჩევს,
თითქოს მინდიას ნიჭი ჰქონოდეს.

ზოგს სისხლს და ჯილაგს იმდენს უქებენ,
აღარ კადრულობს სხვებთან გარევას,
ბეწვად მოზრდია გაზულუქება
და მორევია ზანტი მთქნარება.

დალოხებია ტანი უებრო,
დამსგავსებია დანდალა ცვედანს,
მოწყენილობა და გაქსუება
სველი დრუნჩიდან ლორწკივით წვეთავს.

თურმე ძაღლებსაც ამედიდურებს
და უმახინჯებს ძაღლურ ბუნებას
ზედმეტი ქება, ჯილდო, ტიტული,
ზედმეტი ლიზღი და ფუფუნება.

ასეთებს მუდამ ლოჟებში სვამენ
და, როგორც წესი, მანქანით დაჰყავთ.
ისინიც ლირწი თვალებით სვამენ
ცირკის სიყალბეს და შემთბარ ყაყანს.

სულაც არ იწვევს დიდ სიმპათიებს
ცირკის ძაღლები, არა და არა!
ასეა: ძაღლსაც ვერ ვაპატიებ
თამაშს და თავის ბუნების ღალატს.

ცირკში ვარ... ძაღლი "ბისზე" გავიდა
და ემანჭება სახე ობობად,
მე ძაღლის კბენას უფრო ავიტან
ვიდრე ამ ძაღლურ მსახიობობას.

ან გამოფენის გოროზ ჩემპიონს,
ამ ჩინ–მენდლებით გაბღენძილ რაინდს
უბრალო ძაღლი რად არ სჯობია
სისხლით თუ არა ბუნებით მაინც.

ის თუ გიბღვერის ამპარტავნულად,
ეს სამეგობროდ შემოგციცინებს,
უფრო სადაა და სპარტანული,
ჩანს: დაუხვეწავს ბედის სიმძიმეს.

ამიტომ შორით ვუგზავნი ალერსს
და ხშირად, ხშირად ფიქრებით დავდევ:
ცხოვრების ძირში ჩახედულ თვალებს,
არსებობისთვის დაკბენილ თათებს.

ის მგელი იყო და მგლობა დათმო,
კაცთან მოვიდა სამსახურისთვის.
ადამიანო, იყავი სათნო
და ნუ იქნები ზოგჯერ უვიცი.

გთხოვ, ნუ იქნები მკაცრი და გულქვა,
არ დაივიწყო ძაღლის ყისმათი,
არ დაინანო ძაღლისთვის ლუკმა
და არც გალახოთ, ღვთის გულისათვის.


მე კი წკმუტუნზე გავდივარ გარეთ
და ვხედავ: ძაღლი კუდაბუძგული
ძვალივით გამხმარ ამ ლექსის პწკარებს
რა ბედნიერი მიაძუნძულებს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jan 21 2014, 11:52
პოსტი #123


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ბოდიშის მოხდით თუ რაიმე არასწორია. როგორც მახსოვს.

როგორც სალონში ახალგაზრდა მხატვარი ცდილობს,
რომ თვალსაჩინო მოუნახოს ადგილი ტილოს.
ცდა არ დაეკლოთ და ასევე ტყის პირას ჩხართვებს
გამოეფინათ ბებერ შტოზე გულ-მკერდი ფართო
ფარფატებდნენ და ჟღიოდნენ, შეყვარებულნი ვართო.
ბუჰ. მივირბინე ხის ძირას.
ფუჰ. ერთი გდია მარტო.

მურმანიკა ლებანიძე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Feb 8 2014, 00:01
პოსტი #124


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




მიხეილ დვალიშვილის ბრძოლის წინ დაწერილი ლექსი


ჩვენ ვართ კაცები არ ვართ ლაჩრები
გულის კაცები და ვაჟკაცები
აეთი ყუმბარა გევდით თან გვიდევს სიკვდილის შიში ვერ აგვატირებს
ბევრი ვიყავით ერთი სამარე, თხილის გულივით გავინაწილეთ



ნათელში იყოს თქვენი სული ბიჭებო...!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rey -
პოსტი May 21 2014, 12:30
პოსტი #125


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 19-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედა და კონკრეტულადა,ეს "ლექსი"(თუ შეიძლება ესე ეწოდოს) დავსწერე 2008 წელს. newsmile05.gif


"მოქუშულ ცას რომ ავხედე,
მომაწვა დარდის ალიო,
მტერი მოადგა ქვეყანას,
ამალესინა ხმალიო.

ცხენი შევაბი,შევკაზმე,
დავჭედე ცეცხლის ნალიო,
სამშობლოს შველა ჭირდება
უნდ მოვიხადო ვალიო,

ღვთის მშობელო ქალწულო
წმინდათ-წმინდაო,
შენ გევედერები დახმარება
შენგან მინდაო.

მე ხომ ვიცოცხლე
ვაჟკაცურად,არა ფლიდურად
დაე დავეცე ბრძოლის ველზე
მოვკვდე გმირულად

აღარ მეღირსოს მოფერება
ლამაზ ცოლისა
ვეღარ გავიგო საამური
ტკბობა გნოლისა

უფალო ღმერთო
შემოქმედო ქყვეყნად ყოვლისა
შენი ნებაა წარმართვა
ამა ბრძოლისა."

ესა თვა და ცას ახედა,
გვერძე ცოლ-შვილსაც გახედა
ცხენი შარაგზას გაქუსლა,
ბუნება თვალს რომ ახელდა.

იარაღს ისხავს ყველანი:
მღვდელი,მეწაღე და ხელოვანი,
ისინი ერთ მიზანს შეუკრავს :
"სჯობს სიცოცხლესა ნაძრახსა,სიკვდილი სახელოვანი."


Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი May 21 2014, 12:51
პოსტი #126


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




Rey -

არ რა სულ ხელოვანი ხალხი ყოფილა small3d018.gif small3d018.gif


images upload

ეჰ სიყვარულო ashh.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rey -
პოსტი May 21 2014, 14:12
პოსტი #127


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 19-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



assassin29

მადლობა შეფასებისთვის newsmile05.gif

ძალიან ლამაზი ლექსია small3d018.gif small3d018.gif აპლოდისმენტები ჩემგან.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი Sep 26 2014, 10:08
პოსტი #128


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ციტატა(aragveli @ Apr 27 2012, 11:54) *
მესაფლავე

მესაფლავე, შენ ამბობ, რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც… მომაბეზრე კიდეც თავი;
და შეწყვიტე, თუ ღმერთი გწამს, ეგ დაცინვა გულსაკლავი.
ვარდის თვეა, მაისია, ნორჩ ბალახებს სიო არხევს,
ხეებს ყვავილთ თეთრი გუნდი, როგორც თოვლი, ისე აწევს,
მზე ნარნარი სხივებს აფრქვევს და სითბოში მთა-ბარს ახვევს.
ყვავილებით მოქარგულა არემარე მომხიბლავი.
ვერა ხედავ, იმ საფლავზე როგორ ტირის ობლად ქვრივი?
რარიგ შვენის ახალგაზრდა ქალს ეგ სევდა ღვთაებრივი!
განა გუშინ არ იყო, რომ ამ მოკლულმა დარდით ქალმა
ცრემლი ღვარა, როცა სატრფო ცივ სამარეს მიესალმა.
დღესაც იგი იმ სამარეს გულმოკლული დაჰქვითინებს,
დღით არ იცის მოსვენება და ღამითაც არ იძინებს.
მოვა ხოლმე და დაჯდება ცივ სამარის გაშლილ ქვაზე,
დარდით არის გაჟღენთილი მისი უღვთო სილამაზე;
თმას გაიშლის, დაემხობა და ცრემლები სცვივა, სცვივა…
სულს მიშფოთებს ეს ქვითინი, გული მტკივა, გული მტკივა!
მაგრამ რა ვქნა? მესაფლავე, ჩუმად იყავ, უგდე ყური…
გესმის, გესმის, როგორ კვნესის დაღლილი და უბედური?
„გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება.
შენი სახე გულს კაწრავდეს, როგორც ვიყო, სადაც ვიყო
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
აი, თუნდაც, გალავნისას მესაფლავე აღებს კარებს;
ახალგაზრდა ვინმე ვაჟი კიდევ სატრფოს ასამარებს.
გულმოკლული ძვირფას კუბოს არ სცილდება, არ შორდება,
განა როსმე სხვა ამგვარი სიყვარული მეორდება?
უსაზღვროა მისი სევდა, უსაზღვროა მწუხარება,
და გადმოსჩქეფს გულმოკლულ ვაჟს თვალთგან ცრემლთა მდუღარება.
ფიცით ამბობს: „ოჰ, შეშფოთდეს სამარეში ჩემი ძვლები,
არ ათბობდეს ჩემს სამარეს გაზაფხულის მზის სხივები,
გავქრე ისე, როგორც ნისლი, როგორც ღამის მოჩვენება,
არ მეღირსოს კვალარეულს სიმშვიდე და მოსვენება;
შენი სახე გულს კაწრავდეს, სადაც ვიყო, როგორც ვიყო,
თუ როდისმე არ მახსოვდე, თუ როდისმე დაგივიწყო!“
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
ის ქალი კი, წეღან რომ ვთქვი, ისევ მოდის თმაგაშლილი
და სამარეს დაუვიწყარს თავს ადგება, ვით აჩრდილი,
ხელში ვარდის მთელი ბუჩქი, ჯერ ისევე დაუმჭკნარი,
მოაქვს, რომ მით დაამშვენოს სამარისა თეთრი ჯვარი.
ოჰ, ეს ქალი, ალბათ, დარდით ყვავილივით ჭკნება, ჭკნება…
სევდას სახე დაუფარავს და სიყვითლე ეპარება.
საცოდავი! თვალებსაც კი დასჩნევია უძილობა,
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
ეხლა? ეხლა კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
და ის ვაჟიც, გუშინწინ რომ მიაბარა სატრფო საფლავს,
არ სცილდება სასაფლაოს, სევდიანს და გულმოსაკლავს;
სახე თაფლის სანთელს უგავს, სანთელივით დნება, დნება,
თავს დასცქერის დაუვიწყარს, გლოვის სიტყვას ეუბნება.
მის თვალებსაც დასჩნევია ღამის თევა, უძილობა,
ასე ხდება, როცა ღამით მოგონებებს იწვევს გრძნობა!
მესაფლავე, კიდევ იტყვი, რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება,
იმწუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?
დღეს იმ ქალმა გულმოკლულ ვაჟს უნებურად მოჰკრა თვალი;
გაიფიქრა: „ისიც ჩემებრ ტირის ცრემლებშეუმშრალი;
უძიროა კაცის სევდა, უძიროა კაცის გული,
რას არ ითმენს სიყვარულის ცხოველ ნათელს მოკლებული“,
ასე ამბობს სევდიანი ქალის ცისფერ თვალთა ცქერა.
ალბათ, ვაჟსაც ამ უსიტყვო ცქერამ გული აუძგერა…
ასე იცის თანაგრძნობამ… შენ კი ისე იღიმები,
თითქოს მართლა იბმებოდეს იმათ შორის ის სიმები,
რომლის ძალით ორი გული სამუდამოდ შეერთდება…
ეჰ, არ მჯერა მე ეგ რაღაც, ქვეყნად ეგრე როდი ხდება.
როცა ფიცით აცილებენ მიცვალებულს სამარემდე,
ფიცს არ სტეხენ…
ფიცს არ სტეხენ უკანასკნელ ყოფნის დღემდე.
გამიგონე, მესაფლავე, შენ არ იცი კაცის დარდი,
თორემ რაა – ჩემს თქმაზე რომ სულელივით ახარხარდი?!
რა ვუყოთ, რომ იმ ვაჟმა ქალს მოუტანა ნორჩი ვარდი
და მწუხარედ წასჩურჩულა: „შემიყვარდი, შემიყვარდი.
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, შევაერთოთ სულთან სული…
გამომყევი, ქალო, ცოლად… ძლიერი მაქვს სიყვარული…
მართალია, ის სატრფონი არც შენ, არც მე აღარა გვყავს,
მაგრამ მათი მოგონება ვერ გაარღვევს უხმო საფლავს.
დავივიწყოთ ის წარსული, სატირალი, სავალალო,
და ახალი შევქმნათ ყოფნა… გამომყევი ცოლად ქალო!“
დაუცადე, მესაფლავე, თუ რა პასუხს მისცემს ქალი.
შენ გგონია, რაკი ვაჟმა დაივიწყა თავის ვალი,
ქალიც ასე მოიქცევა? მე მგონია – არა არა…
განა გუშინ არ იყო, რომ სატრფო მიწას მიაბარა?
მკვდრის აჩრდილთან ვინ იცინის,
მკვდრის აჩრდილთან ვინ იხუმრებს?
აი, ნახავ – აბეზარ ვაჟს რა პასუხით გაისტუმრებს!
მაგრამ ქალი, ღმერთო ჩემო,
მორცხვად თავს ხრის და ჩურჩულებს:
„თანახმა ვარ! ერთადერთი, მომავალი მასულდგმულებს…
ჩვენ ერთი გვაქვს მწუხარება, ნუ ვიგონებთ დროს უბედურს,
მე შენი ვარ სამუდამოდ… წამიყვანე, სადაცა გსურს“…
მესაფლავე, ეხლა კი გაქვს ნება, რაც გსურს, კვლავ იგი თქვა…
სამუდამოდ ასამარებს კაცთა ხსოვნას სამარის ქვა.
ალბათ, ქალ-ვაჟს დღეს ერთი აქვს ბინა… ხედავ, გადის ხანი,
არ ნახულობს სასაფლაოს დღეს არც ერთი იმათგანი,
საფლავთაგან მტვერს და ბალახს დღეს არავინ არ აცილებს
და მოვლასთან ერთად ფერი წართმევია ვარდ-ყვავილებს…
განისვენეთ, განისვენეთ დავიწყებულ არსთა ძვლებო…
თქვენს ყოფნაში არ ერევა ცოცხალთ ფიქრი საარსებო…
გენისვენეთ, ძლიერი და უკვდავია თქვენი ძილი…
რაღად უნდათ, რად სჭირიათ თქვენს საფლავებს ვარდ-ყვავილი?
ან რას გარგებთ მოკვდავ კაცთა სამუდამო ცრემლთა ფრქვევა?
ძილით ვეღარ გამოგარკვევთ ვერრა ძალა, ვერც შემთხვევა…
ასე ხდება ქვეყანაზე – ყველა ცოცხლობს, ყველა კვდება
და ვაი მას, ვის სიკვდილი სიცოცხლეშიც ავიწყდება…
ზარსა სცემენ… იმ ორს, რომელთ დაივიწყეს ბედი მწვავე,
იმ ორს ერთად გადავერცხლილ კუბოში სჭედს მესაფლავე…
სჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე თან ველურად იღიმება
იცის, იცის მესაფლავემ, როგორც უნდა… როგორც ხდება…
განისვენეთ, განისვენეთ, დავიწყებულ არსთა ძვლებო,
თქვენს ყოფნაში მე ბევრი მაქვს მწუხარე ჟამს საოცნებო!

გალაქტიონი


ეს ლექსი გალაქტიონს მისწერა უცნობმა პატიმარმა "მესაფლავის" პროტესტის გამოსახატავად.. მაგარია.. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Rey -
პოსტი Sep 26 2014, 14:29
პოსტი #129


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 19-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ლეკი


უმაგრესი ლექსია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 26 2014, 19:43
პოსტი #130


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



პატიმრის ლექსი ესაა.

გენიოსო, შენ ამბობ რომ ქვეყანაზე ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება!
მე მაოცებს რად იგონებ ყველა ტრფობის მლანძღავ ზღაპარს,
რომ მუდმივი ტრფობის გლოვა აღარავის არ უნახავს,
რომ ივიწყებს ყველა ხსოვნას,ვისაც სატრფო მოუკვდება,
რომ სუყველას გლოვის შემდეგ სხვა ტრფიალი მოუნდება
რომ თითქოსდა აღარავის აღარ ჰქონდეს წრფელი სული,
რომ ერთ სატრფოს სამუდამოდ შემოავლოს სიყვარული!
რაღად გინდა ეგ ცინიზმი რომ მღერიხარ დიდო გონო
ან ვის გინდა ცოდვიანი სტრიქონები გააგონო?!
მილიონში რომ ერთია ვიცი ჩემი ლექსის ქება,
მაგრამ სწორედ იმ ერთშია ტრფიალების უკვდავება!
სკოლის მერხთან მუდამ ერთად იჯდა ლაღი გოგო-ბიჭი,
და უბოძა მათ უფალმა ერთმანეთის ტრფობის ნიჭი
უბოძა და გაიხარა ორმა ნორჩმა,წრფელმა გულმა
და ამაყად იწყო წინსვლა ამ უბადლო სიყვარულმა
ზეიმობდა და ხარობდა სილამაზით ორი გონი
ტრფობის ცაზე ნავარდობდა უკვდავების ფაეტონი
მაგრამ ბედმა ვარდის კოკრებს გადაფურჩქვნა არ აცალა
მოუვლინა მიწიერი უკვდავების გამოცანა,
სამუდამოდ შეაჩერა ვაჟის გულში სისხლი ცხელი
ქალიშვილს კი მიუსაჯა ურთულესი განსაცდელი
დაითუთქა მწუხარებით თოთხმეტი წლის გოგოს გული
მიაცილა სამარემდე უკოცნელი სიყვარული
დაიტირა შავი ძაძით მოუსველა გულზე მიწა
უწრფელესი ცრემლთა ღვარით შეაძრწუნა დედამიწა
ვაჟის დედას ეახლა და უთხრა თქვენი ვარო რძალი
და მიიღო დედამთილმა ქალიშვილი პატარძალი!
გენიოსო კიდევ იტყვი რომ ამ ქვეყნად ვინც კი კვდება
იმ წუთშივე მისი ჩრდილი ყველა ჩვენგანს ავიწყდება?!
და მის მერე სატრფოს საფლავს არ სცილდება გოგო_ქალი
მიწიერი მწუხარების ,მგლოვიარე დედოფალი
ზეციური სილამაზის სახეს ადებს ვაჟის გულზე
აღარც ფიქრობს ამ უზომო მწუხარების დასასრულზე
თმას გაიშლის დაემხობა საცოდავად ტირის,კვნესის
მის ცრემლების სიკამკამეს ვეღარ იტევს ჩემი ლექსი
განა მისთვის არ უნდოდათ მიერთმიათ ნორჩი ვარდი?!
და მწუხარედ ეჩურჩულათ შემიყვარდი, შემიყვარდი?!
მაგრამ როგორ კადრებ ტრფობას როცა გიდგას თვალწინ ქალი
ღვთისმშობელი მარიამის თვალებიდან მომზირალი!
ვაჟის დედაც დასტრიალებს უბადლო რძალს მუდამ თავზე
არავინ ჰყავს მისი ფასი გამოცდათა პლანეტაზე
მოხიბლულა მისი ქცევით დედის გული მგრძნობიარე
სიგიჟემდე უყვარს რძალი უკვდავების მოტრფიალე!
ამოწურა მიწიერი წლების რიცხვი დედა_ქალმა
ღირსეულად დაიტირა დედამთილი ქვრივმა რძალმა!
გენიოსო არ გეცვლება ხედვა შენი დიდი ნიჭის?!
ნუთუ არ გშურს სიმდიდრისა გარდაცვლილი ლაღი ბიჭის?!
და მის მერეც წლების რისხვას ქალიშვილი ებრძვის მარტო,
რაღათ უნდა ამ სრულყოფას სხვა სიტყვები მივუმატო
ვაჟის ხსოვნა,წმინდა გრძნობა ააცურა მაღლა ცაზე
ამაყად და ღირსეულად დააბიჯებს ქვეყანაზე
კვლავ ერთგული არის ხსოვნის კვლავ ერთგული არის ღვთისა
როგორ გინდა არ იწამო ამ განგების რჩეულისა!
მიილია მისი წლებიც მიწიერი გამოცდისა
წლეულს გახდა მშვენიერი ქალიშვილი სამოცისა!
შენკი ამბობ არ არსებობს უკვდავება დაგიკარგავს
ჩემულობდი მაგრამ ნუთუ არასოდეს არ გინახავს?!
ან გმირები მოღალატე,უერთგულო როცა ნახე
მაშინ ერთი ღირსეული ქართველი ვერ გამონახე
გამაგონე გენიოსო ამ ღალატით რის თქმა გსურდა
რომ თქვენს დროში ერთგულება აღარავის არ ძალუძდა
როგორ ამბობ სულ ერთგული რომ არავინ იყო უწინ,
და თუ იყო რატომ გახდი მისთვის ასე სიტყვაძუნწი”!
რატომ ცდილობ უკვდავ ტრფობას გაუჩინო შავი ბზარი
მილიონში იმ ერთისთვის ვერ გამოყავ ერთი ბწკარი?!
აღარ იყო?ვერ გიცვნია არ გცოდნია ტრფობის ფასი,
ნუთუ აღარ დაგიცლია უკვდავების თავად თასი
ნუთუ თავად არ ძალგიძდა ერთგულება მარად მწვანე,
ნუთუ მერის რომ ეტრფოდი სხვა ტრფიალზე გადაცვალე,
ნუთუ ის სხვა მოგიკვდა და ვერ შეძელი გლოვა მისი,
ნუთუ ისე გაბოროტდი რომ შეგძულდა გლოვა სხვისი,
ღირსეულს რომ ყვარებოდი არ ყოფილხართ თურმე ღირსი
მერისთანაც გახდებოდი მოტრფიალე ალბათ სხვისი
ვხედავ ვეღარ შეგიცვნია ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ ღალატი მრავლობს მიტომ ერთგულებას ჰქონდეს ფასი
განკითხვამდე უსაზღვროა ცდუნებების რიგთა წყება
ერთგულების ღირსება კი არასოდეს იფარგლება
მაგრამ, ვხედავ გენიოსი ამ სიწმინდეს ვეღარ მისწვდა
და ვაი შენ რომ სიკვდილი სიცოცხლეშივ დაგავიწყდა!
დაგავიწყდა რადგან ასე მსჯელობს შენი დიდი გონი
გსურს უფრსკულში გადაჩეხო უკვდავების ფაეტონი
სხვა რად მინდა ჩემი გითხრა ერთგულების სიმფონია
რა სატრფო ვარ გარდაცვლილი სატრფო თუ ვერ მიგლოვია
დამიფაროს ღმერთმა მაგრამ თუ წამერთვა სატრფოს სული
მის საფლავზე მიჯაჭვული მეყოლება სიყვარული
მიჯაჭვული მეყოლება სანამ სუნთქვის მექნა ნება
ასე მესმის გენიოსო მიწიერი მე ცხოვრება
ვუერთგულებ სატრფოს საფლავს ვუერთგულებ უფლის ნებას
ვუერთგულებ ღირსებას და ტრფიალების უკვდავებას?!
ზარსა სცემენ იმ ქალს ვინაც დაამარცხა ბედი მწარე
მოწიწებით სულ უბრალო კუბოში შჭედს მესაფლავე
შჭედს და რაღაც მწარე ფიქრზე ეხლა კი არ იღიმება
სტირის ჩვენი მესაფლავე ასე უნდა ეგრეც ხდება
ეახლება ქალი ედემს თუ მიგიწვდა მასთან სული
უპასუხე გენიოსო რად ატკინე ოქროს გული
უპასუხე რად უარყავ არ გინდოდა მხელა რისი
უპასუხე რად არიყავ სიყვარულის თავად ღირსი
და უთხარი რომ შეიცან ჭეშმარიტი უფლის მრწამსი
რომ არსებობს რომ არსებობს ერთგულება ქვეყნად მსგავსი
რომ გრცხვენია რომ გრცხვენია მოიფიქრე კიდევ რამე
რომ აკლია “მესაფლავეს” სიყვარულის სიკამკამე
თავად ხედავ აღარა გაქვს ნება რაც თქვი კვლავ იგი თქვა
ვერასოდეს შეიწირავს წმინდა ტრფობას სამარის ქვა
მეკი გეტყვი განა გჯიბრობ და გიცხადებ ლექსით მტრობას
გედავები მარადიულ უერთგულეს გრძნობის გმობას
გიღიარებ გატოლება ლექსით შენთან არის ძნელი
მაგრამ, გკითხავ რად ირგუნე უკვდავების სავარძელი?!
წამოდექი სავარძლიდან ჩამომართვი ხელზე_ხელი
არ მელოდი გენიოსო? უკვდავება გეახელი!!!!

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kajuberi
პოსტი Sep 27 2014, 09:16
პოსტი #131


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,743
რეგისტრ.: 29-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  « < 7 8 9
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 03:33