თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სასტენდო სროლა _ სტენდი საჭიროა

პოსტის ავტორი: 919 Oct 5 2009, 18:38

ძმებო,

ავაშენოთ სტენდი, ანუ სასროლეთი, კარგი და უნოვერსალური?

სტენდის შენებას რა უნდა, რა უნდა???
ერთი კარგი ბიზნეს-გეგმა ხომ უნდა??!!

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

აი ესეც კომბინირებული მრგვალი და სასანგრე სტენდი newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 5 2009, 19:53

small3d018.gif small3d018.gif გიგა
უფრო მეტიც : მანდ კომპაქტ სპორტინგის მოედანი განთავსდება თავისუფლად

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 5 2009, 20:26

რაც შეეხება თეფშების სასროლს ამაზონზე საკამოდ იაფიანი აღმოვაჩინე newsmile05.gif
http://www.amazon.com/Do-All-Outdoors-Competitor-Full-Cock/dp/B000FDSUEK/ref=sr_1_1?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1254762959&sr=1-1

თუმცა უფრო ძვირიანებიც არის
http://www.amazon.com/Do-All-Outdoors-Backyard-Clayhawk-Cock/dp/B000FDSUI6/ref=sr_1_17?ie=UTF8&s=sporting-goods&qid=1254763268&sr=1-17

ესეც თეფშები
http://www.amazon.com/Daisy-ShatterBlast-Targets-pack-Biodegradable/dp/B000646LLW/ref=pd_bxgy_sg_img_b

პოსტის ავტორი: ზახარა Oct 5 2009, 21:37

919
დაახლოვებით რა დაჯდება ეგ კომპლექსი დათვლილი ხომ არ გაქვს??? მე როგორც ვიცი ძალიან დიდ თანხები ჭირდება სტენდის გაკეთებას

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 5 2009, 21:45

ძალიან კაი საქმეა, მაგრამ ბოლოდან რატო იწყებთ ? newsmile05.gif

მა მიწა ? newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 5 2009, 21:55

კაი აზრია კია და თუ განხორციელდება მით უკეთესი მაგრამ დიდ თანხებთანაა საქმე და იავიცი იავიცი ვიციი?

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 5 2009, 21:55

ოფიციალურად მიწა გამოყოფილია, ვაზისუბნიოს კერძოდ მერვე პოლკის ტერიტირიაზე
მე უფრო ვფიქრობ ჯერ ერთი მანქანიტ ხომ არ დავიწყოთ თუ ბარებ საქმე გავაკეთოთ

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 5 2009, 22:03

ციტატა
ოფიციალურად მიწა გამოყოფილია, ვაზისუბნიოს კერძოდ მერვე პოლკის ტერიტირიაზე


ვაა ეს კაი დიდი ნაბიჯი გადაგიდგია ნიკუშ... და რა პონტშია გამოყოფილი ?? ოფიციალურად და რამე, თუ პროსტო ვინმეს აქვს მიწა და ამ საქმით არის დაინტერესებული ???

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 5 2009, 22:07

ასე არ ჯობია მაგარი აზრია და ეე თუ განხორციეელდა ნიკას რაღა გააჩერებსს

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 5 2009, 22:14

ციტატა(გიორგი @ Oct 5 2009, 11:03 PM) *
ვაა ეს კაი დიდი ნაბიჯი გადაგიდგია ნიკუშ... და რა პონტშია გამოყოფილი ?? ოფიციალურად და რამე, თუ პროსტო ვინმეს აქვს მიწა და ამ საქმით არის დაინტერესებული ???

newsmile090.gif ეგ მე არ გამიკეთებია კაცო, სპორტის სამინისტრომ გამოყო სასტენდო სპორტისთვის მიწის ნაკვეთი, ყველაფერი ოფიციალურია და ხელიც მოწერილია შესაბამის საბუთებზე , უფრო მეტიც მადლობის წერილი გაუგზავნეს სამინისტროს და ა.შ.

ციტატა(ჰერცოგი997 @ Oct 5 2009, 11:07 PM) *
ასე არ ჯობია მაგარი აზრია და ეე თუ განხორციეელდა ნიკას რაღა გააჩერებსს

newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 5 2009, 22:16

Bonehill

ვერ მივხვდი ნიკუშ... სამინისტრომ კაი გამოყო, მაგრამ ვის გამოუყო კონკრეტულად ???? ან ვისაც გამოუყო, ჩვენთან რა პონტში ბიძაშვილობს ???

ანუ ჩვენ რომ ჩამოვიტანოთ ეხლა მოწყობილობები -მივალთ დავაყენებთ და ჩვენია ??? თუ რა სქემით ხდება ეგ ყველაფერი ???

პოსტის ავტორი: 919 Oct 5 2009, 22:30

ბრატცი,
მე შევეცდები მიწა რუსთავში დოსააფის ავტოდრომზე გავჩითო.
თანხებსაც ვეცდები, რომ თავი მოუყარო.
ნიკას იდეაც არის კატაპულტების შეძენა და ჩვენიც newsmile045.gif
ერთი სერიოზული კატაპულტა მეგულებოდა, მაგრამ მიაჯართეს ქართულად newsmile038.gif
და მიწის გარეშე ასე მგონია თუ ყველანი ცავერთობით მაგ საქმეში ერთი 20-30000-ში
ჩავტევით ნაკლებში თუ არა. თუ ხელებს ავიკაპიწებთ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: დათო ბუ Oct 5 2009, 22:38

Bonehill
სერიოზულად მივხედოთ ამ პონტს.

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 5 2009, 22:39

Bonehill
ვერც მე მივხვდი ვერანაირად იმ მიწასთან რა შუაში ვართ ან რაომელმა სამინისტრომ გაუგზავნა მადლობის წერილი რომელ სამინისტროს........

919
მაგარი აზრია თავისთავად, მაგრამ ავტოდრომი ჩამორთმეული აქვს საავტომობილო ფედერაციას და არ კეთდება ის საქმე რისთვისაც ეგ ავტოდრომია და სასტენდოდ, მგონი რომ გაძნელდება მაგის გამოყოფა, თუ გამოგვიყვეს კიდევ ნათელაშვილი დაგვადგება და წაგვლეკავს თავისი დროშებით და შეძახილებით........... newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 5 2009, 22:42

Bonehill

ციტატა(niko @ 5th October 2009 - 11:14 PM) *
უფრო მეტიც მადლობის წერილი გაუგზავნეს სამინისტროს და ა.შ.

ვერაფერი ვერ გავიგე, მიწა რომ გამოყოფილია ეგ გასაგებია, მაგრამ ვის სახელზეა გამოყოფილი? ვინ გაუგზავნა მადლობის წერილი?

919
ციტატა(Gigs13 @ 5th October 2009 - 11:30 PM) *
მე შევეცდები მიწა რუსთავში დოსააფის ავტოდრომზე გავჩითო.
თანხებსაც ვეცდები, რომ თავი მოუყარო.

ამ საქმეს ცოტა ძირეულად უნდა გადახედვა, რამდენადაც ვიცი სასროლეთის ექსპლუატაციის პირობები კანონშია გათვალისწინებული
და რამდენადაც მახსოვს ტერიტორიას 5 მეტრიანი გალავანი არ რაიმე ღობის დაგვარი უნდა არტყავდეს

იდეა კარგია, მაგრამ ვინმემ უნდა ითავოს და კანონი ამ შემთხვევისთვის რას ითხოვს უნდა დაადგინოს.

აპარატის შეძენა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, გურგენამ რაც დადო ეგეთებს "ოპტამ" იყიდის კაცი მაგრამ ჯერ დავადგინოთ რა და როგორ....

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 5 2009, 22:46

ციტატა(გიორგი @ Oct 5 2009, 11:16 PM) *
Bonehill

ვერ მივხვდი ნიკუშ... სამინისტრომ კაი გამოყო, მაგრამ ვის გამოუყო კონკრეტულად ???? ან ვისაც გამოუყო, ჩვენთან რა პონტში ბიძაშვილობს ???

ანუ ჩვენ რომ ჩამოვიტანოთ ეხლა მოწყობილობები -მივალთ დავაყენებთ და ჩვენია ??? თუ რა სქემით ხდება ეგ ყველაფერი ???

არა გიო ეგრე არაა, სასტენდო სროლის ფედერაციისთვსი იქნა გამოყოფილი მიწიეს ნაკვეთი
მადლობის წერი დაივიწყეტ ხახლნო მაგი სპორცმენებმა მიწერეს

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 5 2009, 22:48

Bonehill
კი ბატონო, გამოყოფილია და რა ხდება ეხლა მაგ მხრივ?

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 5 2009, 22:48


ციტატა(vito @ 5th October 2009 - 11:42 PM) *
ვერაფერი ვერ გავიგე, მიწა რომ გამოყოფილია ეგ გასაგებია, მაგრამ ვის სახელზეა გამოყოფილი? ვინ გაუგზავნა მადლობის წერილი?

სასტენდო სროლისთვისაა გამოყოფილი !!!!

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 5 2009, 22:52

აპარატი ყველაზე ადვილი საქმეა.... მანდ ყველზე დიდი ფული წავა მიწაში + ტერიტორიის მოწყობა/შემოღობვაში და არა მგონია რომ ჩვენი ძალებით მაგდენი გავქაჩოთ

+ ამას ყველაფერს ემატება ის მომენტიც, რომ კლუბის სახელით რამდენად ვიზავთ მაგას ??? ანუ გადავდივართ ეკონომიკურ საქმიანობაზე ???? არც ეგ არის პრობლემა, მაგრამ მაგას გადაწყვეტა უნდა და შესაბამისი მომზადება.... შემოსავლის მიღებას თუ ვაპირებთ - სხვანაირად უნდა მაშინ ფინანსების და ბუღალტერიის დალაგება....

და ეს თემა იქნება და ჯობდა სულაც ჯერ დახურულში განგვეხილა

ციტატა
სასტენდო სროლის ფედერაციისთვსი იქნა გამოყოფილი მიწიეს ნაკვეთი


მერე ჩვენ რა ბიძაშვილობა გვაქვს სასტენდო სროლის ფედერაციასთან ??? ან რამეზე მოლაპარაკებულიბე ვართ ?? იქნება და იმათ თავიანათი გეგმები ვართ და ჩვენ ტყუილად ვეკვეხებით შით....

ან რა პონტში ვეკვეხებით საერთოდ ?????

თუ აკეთებენ ეგენი მაგ საქმეს, იდეა ფიქსი ხომ არ არის, რომ ჩვენ ჩვენი გავაკეთოთ ???? დაველაპარაკოთ და პარტიორული ბიძაშვილობა ავაწყოთ მაგათთან... იმათვისაც კაი იქნება და ჩვენთვისაც.... იავიცი იავიცი

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 5 2009, 22:53

ციტატა(vito @ 5th October 2009 - 11:48 PM) *
კი ბატონო, გამოყოფილია და რა ხდება ეხლა მაგ მხრივ

ამ მხრივ არაფერი არ ხდება გაყინულია საქმე, ჯერჯერობით არაა ძვრები მაგრამ ალბათ მალე იქნება. მშენებლობა რა დაწყებულა. ერთ ერთ ძველ სპორცმენს და უბრალოდ კაი ადამიანს უკვე აქვს სახლში ერთი მოედნისათვის საკმარი ყველანაირო აპარატი მათ შორის "ბეგუჩი ზაიაცი" უბრალოდ მოედნის მშენებლობას ელოდება და ეგაა ! პრაქტიკულად მზადააქვს ყველაფერი ამ კაცს.......

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 5 2009, 22:54

ციტატა(Bonehill @ Oct 5 2009, 11:53 PM) *
ამ მხრივ არაფერი არ ხდება გაყინულია საქმე, ჯერჯერობით არაა ძვრები მაგრამ ალბათ მალე იქნება. მშენებლობა რა დაწყებულა. ერთ ერთ ძველ სპორცმენს და უბრალოდ კაი ადამიანს უკვე აქვს სახლში ერთი მოედნისათვის საკმარი ყველანაირო აპარატი მათ შორის "ბეგუჩი ზაიაცი" უბრალოდ მოედნის მშენებლობას ელოდება და ეგაა ! პრაქტიკულად მზადააქვს ყველაფერი ამ კაცს.......


ხოდა შენ პირს შაქარი.. ჩვენ რაღას ვგეგმავთ მაშინ ????

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 5 2009, 22:56

ჩევნ ჩვენთვის დავგეგმოთ კაცო, საქარტველოს ნაკრებისთვსი სხვა ვინმემ უნდა იზრუნოს newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 5 2009, 22:56

გიორგი
ჯერ ერთი შემოსავლის უფლება არ გვაქვს,
მეორე კიდევ პირადად კატეგორიული წინააღმდეგი ვარ კლუბი ფინანსური შემოსავლით დაინტერესდეს
ან როგორმე ჩაებას, ეგ რომ გაკეთდეს ბევრ რაღაცას გადაესმევა ხაზი............

მაგას ჯობია სერიოზული დაინტერესების შემთხვევაში გაკვეულმა ხალხმა აიღოს ეს საკუთარ თავზე და
განახოციელოს პროექტი, ხელშეწყობა რეკლამიან, მომხმარებბლიან, პოპულარიზირებიანად კი ბატონო...........

მაგრამ ეხლა მაგაზე არ გახურდეთ, ჯერ დადგინდეს რა ჭირდება რამდენი და როგორ, დანარჩენზე მერე ვილაპარაკოთ.....
ბევრი თემა მინახია ესეთი ენთუზიაზმით ანთებული და მერე ჩამქვრალი, ასე რომ ჯერ გავიგოთ
მინიმალური მოთხოვნები რა არის საჭირო და თანხები, მერე გავიგებთ განხორციელებადია თუ არა newsmile05.gif


პოსტის ავტორი: გიორგი Oct 5 2009, 23:03

ვიტო

ხოდა მეც მანდ ვარ "შე კაცო", უბრალოდ მასე ძალიან კატეგორიულად არ დავწერე newsmile05.gif newsmile05.gif



და ისედაც მე კლუბის მონაწილეობა მასეთ საქმეში, გარდა პარტიორული ბიძაშვილობისა - სხვა გვარად რაღაც ვერ წარმომიდგენია....

თუ შენსას არ აქკეთებ - მაშინ ან ის დანადგარები რატო ჩამოგაქვს ??? ან სხვა რა საქმეს აკეთებ ??? თუ რამე დახმარება სჭირდებათ - ჩემი თავი ენაცვალოთ, მაგრამ გააჩნია რა სახის ???

ეხლა იქ რომ ითქვა შაბათობა უნდა და ხის დარგვა და ეგეთი რაღაცეები - კი ბატონო, მაგრამ ინვესტიციის ჩადება სხვის საქმეში - არამც და არამც !!

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 5 2009, 23:05

გიგას იდეა ნამდვილად არ "ჩაქვრება"
და საერთოდ ჩვენი სასროლეთი რომ გვქონდეს ამით არაფერი დაშავდება, ამ შემთხვევაში მხოლოდ მინიმუმი დაგვჭირდება, სასროლეთზე ჩვენვე ვისვრით და ეგაა

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 5 2009, 23:12

ციტატა
ამ შემთხვევაში მხოლოდ მინიმუმი დაგვჭირდება, სასროლეთზე ჩვენვე ვისვრით და ეგაა


ნიკა, ეგ ეკონომიკურად არ არის გამართლებული.... რაც მაგაში ფული უნდა ჩადო - 20 წელი ისვრის კლუბის წევრი იგივე თბილისის ზღვაზე.... ფულის ჩადება, მარტო იმისთვის, რომ კლუბის წევრება ისროლონ არ არის სწორი....

მაშინ ვიღაცამ უნდა გააკეთოს თვითონ, ან რამოდენიმე კაცმა.. აუცილებლად მოგების მიზნით და ამუშავოს დამოუკიდებლად, ხოლო კლუბი უბრალოდ პარტნიორულ ურთიერთობაში იქნება მაგ ხალხთან... კლუბის ეგიდიდ მასეთ რამეს ვერ გააკეთებ... newsmile038.gif


პოსტის ავტორი: ვიტო Oct 5 2009, 23:12

Bonehill
კაცო ვინ თქვა ჩაქვრესო?

ჩვენი სასროლეთი მე წარმომიდგენია შემდეგნაირად,
შევიკრათ ხალხი, შეუკვეთოთ აპარატი, გავიდეთ ბუნებაში და ვაბრახუნოთ.....


პოსტის ავტორი: გიორგი Oct 5 2009, 23:15

ვიტო

ეგ როგორ "შე კაცო" ??????????? არის ეგეთი აპარატი რომ დამოუკიდებლად მუშაობს ბუნებაში ???? დენი და რამე არ უნდა ??? თუ ეგეთი არის, მაშინ მაგარი ყოფილა..... გადაწყვეტილა საქმე და ეგააა

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 5 2009, 23:17

გიორგი
დენიოოო???........ ეგენი მექანიკურები არ არის??.........

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 5 2009, 23:21

ჩელე

რავი მე დენზე მგონია..... მაშინ მე ვაჯაზებ ეხლა.... ვიტოს აზრი მომწონს თავიან ბოლიანად.... არ უნდა მაგას არც მიწა და არც არაფერი

ხოშიან !!!!!!

ჰა ავირჩიოთ ეხლა რომელიმე და დავჩოთქოთ რა და როგორ

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 5 2009, 23:24

კარგი მაშინ ასე დავიწყოთ : შევიძინოთ ერთი აპარატი ერთობლივი ძალებით, გავიდეთ ბუნებაში და რომელი ტრაექტორიაც გვინდა ისეთი მივცეთ თეფსებს და ვაბრახუნოთ და ვაბრახუნოთ

პოსტის ავტორი: wudu Oct 5 2009, 23:26

ციტატა(ვიტო @ Oct 5 2009, 11:42 PM) *
Bonehill

ვერაფერი ვერ გავიგე, მიწა რომ გამოყოფილია ეგ გასაგებია, მაგრამ ვის სახელზეა გამოყოფილი? ვინ გაუგზავნა მადლობის წერილი?

919

ამ საქმეს ცოტა ძირეულად უნდა გადახედვა, რამდენადაც ვიცი სასროლეთის ექსპლუატაციის პირობები კანონშია გათვალისწინებული
და რამდენადაც მახსოვს ტერიტორიას 5 მეტრიანი გალავანი არ რაიმე ღობის დაგვარი უნდა არტყავდეს

იდეა კარგია, მაგრამ ვინმემ უნდა ითავოს და კანონი ამ შემთხვევისთვის რას ითხოვს უნდა დაადგინოს.

აპარატის შეძენა არავითარ პრობლემას არ წარმოადგენს, გურგენამ რაც დადო ეგეთებს "ოპტამ" იყიდის კაცი მაგრამ ჯერ დავადგინოთ რა და როგორ....

მე დავადგენ ხვალ დილით სამსახურში მისვლისას. მე როგორც ვიცი სტენდზე გაიცემა ნებართვა, რომლის მიღებასაც უნდა გარკვეული პირობების დაკმაყოფილება.

პოსტის ავტორი: ჩელე Oct 5 2009, 23:26

ხოოო რაააა........... ჩვენთვის გვექნება და როცა გავისწორდება და რამდენიც გაგვისწორდება ვაბრახუნებთ და დავოსტატდებით............... newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Oct 5 2009, 23:26

ციტატა
კარგი მაშინ ასე დავიწყოთ : შევიძინოთ ერთი აპარატი ერთობლივი ძალებით, გავიდეთ ბუნებაში და რომელი ტრაექტორიაც გვინდა ისეთი მივცეთ თეფსებს და ვაბრახუნოთ და ვაბრახუნოთ


ხო რაა.... მასე მარტივად თუ იყო საქმე თავიდანვე გეთქვათ.... აბა მე დიაგრამები რო ვნახე ვიფიქრე რაღაც საუკუნის პროექტს ვიწყებთ თქო.....

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 5 2009, 23:30

wudu
ძალიან დაგვავალებ



მოძებნეთ აბა რამე აპარატი, კაბელაზე კივიცი რამოდენიმე მაგრამ ძვირებია, მექანიკური ვიპოვოთ ოღონდ ნავაროჩენნი


პოსტის ავტორი: ლევანი Oct 5 2009, 23:53

აუჰ..ეს თემა ისევ წამოწეულა...მაგ საკითხებზე ნასაუბრები გვაქვს მეზობელ ფორუმელ კიშინსკისთან...იმათ უცდიათ იგივე და სრული კრახი....მაგისი ნებართვა რო მიიღო..გარკვეულ ნორმებს უნდა აკმაყოფილებდეს....ყველაზე საშინელი..გალავანია....7 მეტრის სიმაღლე...მერე სხვა დანარჩენი...მოკლედ..იმათ მოუთვლიათ და 700 000(შვიდასი ათასი) newsmile035.gif დოლარი ჯდება.....მაგას რო თავი დავანებოთ..რათ გვინდა???...თუ სროლა გვინდა...ზღვაზე ვერ ვისვრით თუ რაა..შეიძლება ოდნავ ძვირი დაჯდეს..მარა ეგეთი ინსტრუქტორი(მაგ დონის) თან ეგეთი მაგარი კაცი...ნაღდად ბევრად მეტი ღირს..ვაზნა და თეფში მაინც საყიდელი იქნება...ხოდა სხვაობა თეფშზე რა გამოვა???...ალბათ 20 თეთრი...ხოდა მაგ ფასად არც ამხელა სტენდის ყარაულობა და შენახვა ღირს...(ჩადებული ფულის უკან ამოღებაზე აღარაფერს ვამბობ)..ისე კი ყველაზე მაგარი აზრი(ადრეც ეგ გვინდოდა) მინდორში გასვლა და ვარჯიშია...მაშინ დონმა სურათები დაგვიგდო...აპარატი ჩამოტანით ჯდებოდა 95 დოლარი...მაგრდებოდა მანქანის "ზაპასკა"-ზე...გამოსაკრავი თოკი ქონდა და ჰაიდა.......(თან ნებისმიერ საბარგულში ეტევა)...ვივარჯიშოთ მაგითი..შევეჯიბროთ სტენდზე..სპორტის აყვავებაზე კი ხელისუფლებამ და სპორტსმენებმა იფიქრონ...(აი მიწა უკვე გამოუყვიათ) ასეთია ჩემი კომენტარი newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 5 2009, 23:57

ლევანი მართლა კაი კომენტარია small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 5 2009, 23:59

დინამოზე იყიდება ვისაც ხელის ქნევა ეევასება 15 ლარი ღირს 1 თეფშს ისვრის და მექანიკურია ბიძია პლატონნ მექანიკური

პოსტის ავტორი: Infrared Oct 6 2009, 00:00

რაც შეეხება კლუბის მიერ ეკონომიკურ საქმიანობას, თუ იგი დარეგისტრირებულია როგორც არაკომერციული იურიდიული პირი, მას შეუძლია დამხმარე სახით აწარმოოს იგი, ხოლო შემოსული თანხები მის საწესდებო მიზნებს მოხმარდება, ხაართ დარეგისტრირებულნი? რაც შეეხება სტენდს, აქ ითქვა და როგორც მე მახსოვს 5 მეტრიანი ღობე ყველა სასროლეთს მათ შორის სტენდსაც ეხება, რაც არარენტაბელურს ხდის მას, სამწუხარო რეალობა ასეთია, ყველაზე კარგი აზრი ამ ეტაპზე აპარატის ყიდვაა, ისე ალბათ იცით არის ხელით სასროლებიც რაც მხოლოდ ძლიერ მკლავს მოითხოვს, თეფში არანაკლებად მიფრინავს საწყისი ეტაპისათვის ეგეც წავა მე მასეთის გამოწერას ვაპირებ ჯერ ჯერობით...

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 6 2009, 00:06

Infrared
დარეგისტრირებულებიც ვართ, წესდებაც გვაქვს, მიზნებიც, ლოგოც, მოწმობებიც და ყველაფერიც მარა ნაღდად არ მხიბლავს
არავიტარი კომერციული საქმიანობა გადავიდეს კლუბზე არასოდეს, ჩვენ გართობა უნდა გვინდოდეს და არა ფინანსური სარგებელი
თუნდაც კლუბისთვის newsmile05.gif

წევრებს
საერთო ნივთის შეძენა თუ გვინდა კი იცით ყველა კლუბის წევრმა როგორც ხდება, 100000 შეგვიკრეფია და არასოდეს არ ყოფილა პრობლემა,
თუ გადავწყვიტეთ რომ გვინდა 2 წამში დავგეგმავ შეხვედრის ადგილს და თანხის რაოდენობას რამდენიც უნდა გედოთ ჯიბეზე newsmile035.gif


ეხლა ცოტას ვაჯაზებთ და შეიძლება თემასაც უოფებთ გიგას, შეიძლება სხვა აზრი უდევს თავში და ხვალ ალბათ დაწვრილებით გვეტყვის

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 6 2009, 09:51

ციტატა(გიორგი @ Oct 6 2009, 12:15 AM) *
დენი და რამე არ უნდა ??? თუ ეგეთი არის, მაშინ მაგარი ყოფილა..... გადაწყვეტილა საქმე და ეგააა


მე რაც ვათვარიელე ისეთებიც არის მანქანის აკუმულატორზე რომ ერთდება, მაგრამ რომლებიც დავდე სუფთად მექანიკურია.
www.amazon.com -ზე ძებნაში "trap shooting" აიკრიფება და იქ არის ბევრნაირი სხვადასხვა ფასებით. თუ amazon prime-ც უწერია მაგისი ტრანსპორტირება ამერიკაში უფასოდ შემიძლია

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 6 2009, 10:16

ლევანი
ლევან მაგ კაი ხალხს უფრო თეფშების პრობლემა შეექმნათ როგორც მე ვიცი

პოსტის ავტორი: Maverick Oct 6 2009, 10:59

თეფშების პრობლემა დროებითი იყო, ეძებდნენ იაფიან და მარტივ გზას, როგორც ვიცი ეს გზაც გაჭრეს, თუ არ ვცდები აპარატი სადღაც 1500 მწვანე დაჯდა, თუ ეხლა დავიწყებთ ფულის შეგროვებას, სეზონის დასრულებამდე შეგროვდება და არასეზონზე უკვე ვუბრახუნოთ და ვუბრახუნოთ

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 6 2009, 12:07

Maverick
აბა ლინკი გვანახე რომელზე ამბობ, ისე ცოტა დიდი თანხაა, მექანიკურით ხომ არ დავიწყოთ,
მაგ 300 - 400 მწვანიანით

პოსტის ავტორი: შალვა Oct 6 2009, 12:35

1.ერთი აპარატით შეიძლება საქმის დაწყება, 2.მექანიკური იაფია თუ დენის პრობლემაა?(მა პატარა გენერატორი?) 3. ვიტოს სავსებით ვეთანხმები კომერციულ საქმიანობაზე, თუ რამის გაკეთება გვინდა გავაკეთოთ შპს და კლუბთან ვიძმაკაცოთ!

პოსტის ავტორი: 919 Oct 6 2009, 15:08

ჩელე

რუსთავის ავტორდრომი 2009 წლის 5 აგვისტოს "სტრომოს-არტლაინის" გუნდმა შეიძინა.
ამ გუნდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის გიორგი (გიგა) ხატიაშვილი ანუ - მე. newsmile045.gif

მოკლედ, რუსთავში თუ დედამიწამ ტრიალი არ შეწყვიტა და კიდევ ერთი რევოლუცია არ დაიწყო
აშენდება FIA-ს სტანდარტების მქონე ავტოდრომი სათანადო ინფრასტრუქტურით.

ამ საქმეს სათავეში უდგას ჩემი მეგობარი - შოთა აბხაზავა, არტლაინის მეპატრონე და დამფუძნებელი.
ამ დონის პროფესიონალი კაცი ქართული გვარით დედამიწაზე არ დაიარება, მერწმუნეთ.

შოთას ერთ-ერთი ჰობი არის სპორტინგიც და ზუსტად ამ ნიადაგზე მინდა ვესაუბრო სტენდის მოწყობასთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილე ეს ვებ-გვერდი www.artlinef3.com

პატივისცემით
გიგა

პოსტის ავტორი: Maverick Oct 6 2009, 17:45

http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/pod/standard-pod.jsp?id=0018843&navCount=11&parentId=cat601042&masterpathid=&navAction=push&cmCat=MainCatcat602007-cat601042-cat601042_TGP&parentType=index&indexId=cat601042&rid=

ა კიდო
http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/product/standard-item.jsp?id=0061105229473a&navCount=1&podId=0061105&parentId=cat603321&masterpathid=&navAction=jump&cmCat=MainCatcat602007-cat603321&catalogCode=XJ&rid=&parentType=index&indexId=cat603321&hasJS=true

კიდო მექანიკურიც
http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/links/link.jsp?type=product&cmCat=Related_IPL_229473&id=0003678223856a

საკმაოდ ნორმალური
http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/links/link.jsp?type=product&cmCat=Related_IPL_225734&id=0036343227853a

http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/links/link.jsp?type=product&cmCat=Related_IPL_224948&id=0012730221110a
http://www.amazon.com/Do-All-Outdoors-Aerial-Assault-Automatic/dp/B000FDSUHM/ref=pd_sim_dbs_sg_4


ააა ბატონო ძალიან ბევრი
http://www.amazon.com/gp/offer-listing/B001UI5IVM/ref=dp_olp_new?ie=UTF8&qid=1254839658&sr=1-13&condition=new

მე მაინც ვფიქრობ რომ ჯობია, თანხის შეგროვება დავიწყოთ და ნორმალური, კარგი ვიყიდოთ, კლუბში 30 ადამიანი ხომ ვართ? თვეში 10$ კაცძე, 300$-ია, 6 თვეში სასროლი აპარატიც გვექნება და თეფშებიც

ესეც კარგი ვარიანტია
http://cgi.ebay.com/DO-ALL-AERIAL-ASSULT-AUTOMATIC-TRAP-SKEET-THROWER-12-V_W0QQitemZ370267475892QQcmdZViewItemQQptZLH_DefaultDomain_0?hash=item5635a94fb4&_trksid=p3286.c0.m14#shId

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 6 2009, 18:56

ციტატა(919 @ Oct 6 2009, 04:08 PM) *
ჩელე

რუსთავის ავტორდრომი 2009 წლის 5 აგვისტოს "სტრომოს-არტლაინის" გუნდმა შეიძინა.
ამ გუნდის ოფიციალური წარმომადგენელი საქართველოში არის გიორგი (გიგა) ხატიაშვილი ანუ - მე. newsmile045.gif

მოკლედ, რუსთავში თუ დედამიწამ ტრიალი არ შეწყვიტა და კიდევ ერთი რევოლუცია არ დაიწყო
აშენდება FIA-ს სტანდარტების მქონე ავტოდრომი სათანადო ინფრასტრუქტურით.

ამ საქმეს სათავეში უდგას ჩემი მეგობარი - შოთა აბხაზავა, არტლაინის მეპატრონე და დამფუძნებელი.
ამ დონის პროფესიონალი კაცი ქართული გვარით დედამიწაზე არ დაიარება, მერწმუნეთ.

შოთას ერთ-ერთი ჰობი არის სპორტინგიც და ზუსტად ამ ნიადაგზე მინდა ვესაუბრო სტენდის მოწყობასთან დაკავშირებით.
დამატებითი ინფორმაციისათვის იხილე ეს ვებ-გვერდი www.artlinef3.com

პატივისცემით
გიგა

გაიხარე გიგა, ვფიქრობ ერთი შეხვედრაა საჭირო, უფრო მეტ დეტალებზე სასაუბროდ.
გრიზლიც ფლობს გარკვეულ ინფორმაციებს , ეს ადამიანიც ჩავრთოთ აუცილებლად.
პ.ს. ნუ ჩავაცივდებით ამ 5-ი მეტრი სიმაღლის ბარიერს, სტენდზე 3-ი მეტრი თუ იქნება ბეტონის ღობე.... ეს ისე

პოსტის ავტორი: 919 Oct 6 2009, 21:16

აი ამით ღირს დაწყება:
http://www.youtube.com/watch?v=3Lkcpha_hlk

პოსტის ავტორი: Infrared Oct 6 2009, 21:43

919 მშვენიერი რამეა დასაწყისისათვის, სხვათაშორის თბილისის ზღვაზეც იგივე აპარატია, არანაირი ელექტრონიკა ან რა უნდა იმ გაპარტახებულ სტენდზე ელექტრონიკას newsmile038.gif, დღეს ვგეგმავდი ასვლას მარა პაივცემულმა შოთამ დაგვაღალატა სადღაც იყო წასული, ისე ვიყავი მოწადინეული აქ წავიკითხე სადღაც 15 ლარად დინამოზე ხელით სასროლი იყიდება ვოო, გავვარდი იქ, ვნახე მონადირის მაღაზიაში ნურას უკაცრავად 60 ლარი newsmile05.gif, ნუ კარგი ჯანდაბას ისე ვიყავი აკრეფილი მყიდველი ვიყავი მაგრამ რათ გინდა რა უნდა ისროლო? თეფში არაა ვიყავი რამოდენიმე ადგილას და არავოო, იცით ვინმემ სად იყიდება თეფში? მოკლედ ბონეჰილ 919 და სხვა მოწადინებულ ამხანაგებს მივმართავ ფულის აგროვებაში მეც შევალ ალბათ წილში, ეგეთი აპარატი არ იქნება ძვირი, ერთადერთი საინტერესო ისაა თეფშის სროლის სიმძლავრე თუ რეგულირდება ანუ სწრაფად გამოფრინდეს თუ ცოტა ნელა მწყერის ამბავში newsmile05.gif
ისე ეგ ჩინელიც რა მოწადინებულია, ვინმე არ ყავდა დამხმარე?

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 6 2009, 22:08

ნამდვილად ჯობია მასეთი აპარატით დავიწყოთ.
თეფშების ამბავიც დასადგენია, ჩამოტანით არ უნდა დაჯდეს 30 თეთრზე მეტი ცალი. დაახლოებიტ

პოსტის ავტორი: 919 Oct 6 2009, 22:16

Infrared

იცი, მე მგონი ის ჩინელი არ იყო... უფრო ფილიპინელს ჰგადა newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
ნუ ის კატაპულტა 99.99$ ღირს + გზა, ერთი 60$ თუ 175$ არ აარტყავს
მაშინ განბაჟებაც არ მოუწევს... თუ >175$ გადააჭარბებს X1.18ზე newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Infrared Oct 6 2009, 22:35

ჰოოო მეც არავთქვი რაღაც ჩინელისთვის უცნაურად უჭირავს თოფი თქო newsmile05.gif ფასი ძვირი არაა მარა თეფში თუ არ იქნა მოგვიწევს სახლიდან სერვიზების ზიდვაnewsmile05.gif მოკლედ მე ნავში ვარ!

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 6 2009, 23:29

Bonehill

ციტატა(niko @ 6th October 2009 - 11:08 PM) *
ჩამოტანით არ უნდა დაჯდეს 30 თეთრზე მეტი ცალი.

და ვარკეთილშივე თუ ადნობენ იქნებ იგივე ფასი დაჟდეს, ან კიდევ ტექნოლოგიის
სწავლა არ უნდა გაჭირდეს და არც ყალიბის გაკეტება და ეგება ამ კუთხით მიუდგეთ

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 6 2009, 23:32

ეე..გიგა აღარ ხუმრობს მგონი...ეგ ნამდვილად სერიოზული განაცხადი იყო...მაგ ავტოდრომზე დავიარებით ხოლმე მე და ჩემი ვაჟკაცი...(რბოლების სანახავად)...ადრეც იყო გარკვეული ინფრასტრუქტურის მოწყობის მცდელობა...(პარაპლანები..საჰაე

აუუ..ამ კომპმა გამიხურა რაა...მოკლედ სტენდი მაგ ინფრასტრუქტურაში მაგრად ჯდება...თუ ეგ გამოვა მართლა მაგარი იქნება... newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 6 2009, 23:37

Maverick
http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/links/link.jsp?type=product&cmCat=Related_IPL_229473&id=0003678223856a
მისაღებია


http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/links/link.jsp?type=product&cmCat=Related_IPL_224948&id=0012730221110a
ესეც

მგონია რომ 100 - 300 მწვანზე უნდა შევჩერდეთ


მგრამ განვიხილოთ დეტალები და ვთქვათ ჩამოვიტანეთ, მერე რა ხდება, თითო გასროლა უნდა დაგვიჯდეს 1 გელაზე მეტი და
ისიც საკუთარი პრაქტიკით და დაკვირვებით უნდა ვიწვალოთ გამოცდილების შეძენაზე რაც სწავლის პერიოდს გაზრდის მინიმუმ 3-ჯერ,
ვარკეთილის სტენდზე ინსტუქციას მაინც გვიწევენ, მგონი ძალიან დიდი შეღავათია, ისეთი შტაბეჭდილება შეიძლება დარჩეს ვინმეს რომ
მინდა მოვკლა ეს თემა მაგრამ იმ კუთხითაც შეხედეთ რაც მე დავწერე

პოსტის ავტორი: 919 Oct 6 2009, 23:39

მე 100%-იან გარანტიას ვიძლევი, რომ რაც ჩემზეა დამოკიდებული
ყველაფერს გავაკეთებ. ახლო მომავალშივე გავარკვევ ჩვენ პერსპექტივას
რუსთავში...

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 6 2009, 23:48

ციტატა(vito @ 7th October 2009 - 12:37 AM) *
ვარკეთილის სტენდზე ინსტუქციას მაინც გვიწევენ, მგონი ძალიან დიდი შეღავათია,

დიდი შეღავათი კი არა სუპერმომსახურეობა იყო....გასაგებია..გარემო ვერ ქაჩავდა..მაგრამ ინსტრუქტორი ნამდვილად ჰაიკლასი ყავდა...გვასწავლიდა დგომიდან დაწყებული ტრაექტორიაზე დამიზნებით გაგრძელებული და პატარა ეშმაკობებით დამთავრებული..ყველაფერს...თან არ დაეზარა(პახმელიის მიუხედავად) და სათითაოდ ყველას გვერდში გვედგა....უსაფრთხოებასაც დონეზე აკონტროლებდა...მთავარი ეგ არის..თორემ...ნეგებობებს რო აგურები მოუჩანდა ალაგ-ალაგ ეგ არაფერი არ არის...

919
საინტერესოა...

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 7 2009, 08:41

თეფშების ჩამოტანის გზები უნდა დავაზუსტოთ, თურქეთია საუკეთესო ვარიანტი, მოკლედ 30 თეტრზე ძვირი არ უნდა დაჯდეს არცერთ ვარიანტში თითო თეფში.


პოსტის ავტორი: მაჭარა Oct 7 2009, 09:07

სალამი ხალხო..არ ვარ ბოლო დღეები თითქმის თბილისში და ვერ ვახერხებ შემოსვლას...სტენდს რაც შეეხება მართლა კარგი აზრია თუ გავაკეთებთ, შევაგროვებთ ფულს და ჩამოვატანინებთ სიტყვაზე აპოარატს..ნუ თავიდან არ არის აუცილებელი ტერიტორიის ყიდვა და მისი მოწყობა..თავისუფლად შეგვეძლება სადმე ქალაქიდან მოშორებით აპარატის წაღება და ველზე სროლა..ტერიტორია შესაძლებელია მომავალშიც მოგვარდეს და აპარატს რაც შეეხება პირველ რიგშია ეგ ჩამოსატანი..მაგედან გამოჩნდება ვინ იქნება პოტენციური მსროლელი თუნდაც ყოველ შეკრებაზე და რათქმაუნდა ეს შეკრება ალბათ მხოლოდ იმ პირებისათვის იქნება ვინც ფორუმზეა დარეგისტრირებული..ასევე ვფიქრობ რომ არავითარ შემთხვევაში არ უნდა იყოს ფინანსური დაინტერესება ამ მხრივ, ჩემის აზრით ეს კლუბს არ მოუხდება და კლუბის მიზანი არ არის, ალბათ თქვენც დამეთანხმებით ამ საკითხში..აქედან გამომდინარე ვამბობ რომ მხოლოდ აპარატის და თეფშების ჩამოტანაც რომ მოვახერხოთ ჩვენ ვინც ვართ ამ ფორუმზე ჩვენ ჟინს მოვიკლავთ..ამასთან ერთად მინდა დავეთანხმო ვიტოს, ბოლო პოსტში გამოთქმულ აზრზე, კერძოდ

ციტატა
მგრამ განვიხილოთ დეტალები და ვთქვათ ჩამოვიტანეთ, მერე რა ხდება, თითო გასროლა უნდა დაგვიჯდეს 1 გელაზე მეტი და
ისიც საკუთარი პრაქტიკით და დაკვირვებით უნდა ვიწვალოთ გამოცდილების შეძენაზე რაც სწავლის პერიოდს გაზრდის მინიმუმ 3-ჯერ,
ვარკეთილის სტენდზე ინსტუქციას მაინც გვიწევენ, მგონი ძალიან დიდი შეღავათია, ისეთი შტაბეჭდილება შეიძლება დარჩეს ვინმეს რომ
მინდა მოვკლა ეს თემა მაგრამ იმ კუთხითაც შეხედეთ რაც მე დავწერე



ხოდა ერთი იდეა გამიჩნდა არ შეიძლება ეს აპარატი ვინმე ტოკარს რო დავამზადებინოთ თბილისში..არამგონია რომ რამე რთული კონსტრუქციის იყოს newsmile05.gif შესაძლებელია უკეთესიც გამოგვივიდეს და უფრო იაფიც newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 7 2009, 09:31

არ ღირს კუსტარულად გაკეთება, თუმცა ძალიან მარტივი გასაკეთებელია
ჯობია შევიძინოთ და გვქონდეს ქარხნული წარმოების

პოსტის ავტორი: Maverick Oct 7 2009, 09:34

თუ შეძენას დავაპირებთ ჩემი აზრით ჯობია ნორმალური ხარისხის შევიძინოთ, არ ღირს 200$ ეკონმონიის ხარჯზე ხარისხის დაგდება

პოსტის ავტორი: ბესო Oct 7 2009, 09:45

მოკლედ გაკვალულ გზას თავიდან ნუ გავკვალავთ!
მეზობელ ფორუმებზე იყო სასროლეთის მცდელობა და უტოპიამდე მივიდნენ,

ბოლოს შეიძინეს 1 აპარატი და დაამთავრეს ამით სასროლეთის ისტორიაც...
ჭკვიანი ადამიანები სხვის შეცდომებზე სწავლობენ, ასე, რომ დროის დაკარგვად არ ღირს...

ხოლო რაც შეეხება კუსტარული დამზადებულის შეძენა ჯობია, თუ შეკვეთა და ჩამოტანა, ეგ დავთვალოთ და იქედან გადავწყვიტოთ... აქ ნებისმიერი სირთულის აპარატი შემიძლია დავამზადებინო...

სქემები გვინდა და დათვლიან და ფასს გვეტყვიან!

პოსტის ავტორი: მაჭარა Oct 7 2009, 10:14

ბესო
ხო ბესო მეც მაგას ვამბობ..კუსტარულად რო დავამზადებინებთ იქვე შეგვეძლება თუნდაც იმ პრუჟინის დასაჭიმის დაყენება რომლითაც დავარეგულირებთ თეფშის გამოსროლის სიჩქარეს და სხვა მრავალს ასეთს.>შეიძლება იმაზე უკეთესიც გავაკეთებინოთ ვიდრე ამაზონზე და კაბელასზეა და ასე შემდეგ..მგონი ცუდი აზრი არ უნდა იყოს..შეილება ვინმემ რამე აზრიც დაამატოს ნავაროტის მხრივ და რავიცი..იქ საიტზე რაც წერია იქიდან გამომდინარე შეიძლება ზუსტად ვერ აღიქვა რა არის და როგორ და რო ჩამოვა აღმოჩნდეს რომ თურმე ისე არ ყოფილა როგორც გვეგონა..აქ კიდე შენი ხელით იქნება აწყობილი..გეცოდინება კონსტრუქცია გამძლეობა და რავი დაანავაროტებ კიდევაც..ამ პრუჟიანზე რაც დავწერე მაგარი აზრია newsmile05.gif ეხლა რასაც უყურებდი სტენდზე სროლის დროს ისე ჩქარა მოფრინავდა ის თეფში ხან გაყოლებასაც ვერ ვასწრებდი..ნუ სროლაზე და დამტვრევაზე ხო ზედმეტია საუბარი..მითუმეტეს როცა უკნიდან მოდის თეფში ( ანუ ჩვენ რო ვისროელთ პირველი პოზიიციიდან იმას ვგულისხმობ) და რავიცი სხვა მრავალი ნიუანსი რომელიც თემის და აპარატის განვითარებასთან ერტად მოგვივა..აგერ არის ფორუმი და ვინმე რო დაწერს რაიმე ახალ აზრს განვიხილავთ ყველა და ყველა ერთად გადავწყვიტავთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 7 2009, 10:48

მე მაინც ჩამოტანას ვემხრობი, ნიკოს ლინკებში არის ბიუჯეტურები, შეიძლება ერთი მაქედან
და ერთი მორბენალის იმიტაციიანის ყიდვაც

პოსტის ავტორი: ბესო Oct 7 2009, 11:32

Bonehill

რაიმე სქემები არ გაქვს მაგ აპარატების?

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 7 2009, 12:09

რათ გინდათ სხემა, უფრო ძვირი დაჯდება

აგერ რამდენიც გინდათ იმდენია და ფასებს დახედეთ რა

http://www.nextag.com/Trius-One-Step-Trap-63118972/prices-html

http://www.amazon.com/dp/B00162OHT6/ref=asc_df_B00162OHT6921478?smid=A30DGGRQPDAP9Y&tag=nextag-sports-mp01-delta-20&linkCode=asn&creative=380341&creativeASIN=B00162OHT6

http://www.nextag.com/Do-All-Traps-Full-85614083/prices-html

http://www.nextag.com/Do-All-Traps-Backyard-526255190/prices-html

http://www.nextag.com/norob/PtitleSeller.jsp?chnl=main&tag=767352337&ctx=Jhy4XGQFWXlwZ1ZWlmWl%2BGBmEKFoOHN2poLvcW3Ff5c%2FnB4ye3fIydhtNhjcAF8hFFa9BXcutCbRknMUoG%2BSQ4BWEuqtye5eDUsFFd38HAXpG3wYXKYMlA4XiidriUS5bXjFPvfLy%2Boy1duWRf%2FLTlpXuKZk79eWSk6FZB9BGqp5L0s3JhuMif2PcgiTPowdM%2FRwGYdqL4DWXRjd%2FCfPFQ%3D%3D&ptitle=681637150

თუ მაინც და მაინც აგერ ეს გავქაჩოთ

http://www.nextag.com/Do-All-Traps-Full-506939093/prices-html









პოსტის ავტორი: ლევანი Oct 7 2009, 12:29

აქ დამზადება უფრო ძვირი ჯდება...ექ ინდივიდუალურად უნდა იჩალიჩოს ტოკარმა...ეგ კი ძვირი ჯდება(თან გაკითხული მაქვს ეგ ამბავი ადრე)..იქ, სადაც წარმოება დანერგილია....უკვე გამარტივებულ..გაიაფებულია...აქ
..500 დოლარი მომთხოვეს მაშინ....ასე რომ ჯობია დავიკიდოთ...

პოსტის ავტორი: ბესო Oct 7 2009, 12:45

ვაა რა ჯიუტი ხალხია რა და ჩვენც ავდგეთ და 2000 $ რომ ღირს ის აპარატი დავათვლევინოთ აქ და ვნახოთ რას გვეუბნებიან!

პოსტის ავტორი: Maverick Oct 7 2009, 12:58

და რატომ ვიგონებთ ველოსიპედს?

რძე თუ გიყვარს აუცილებელია, ძროხა გყავდეს? იყიდება რძე ადექი და დალიე

პოსტის ავტორი: ბესო Oct 7 2009, 12:58

ამას ვერ გავაკეთებთ ტოო? ამას სახლში მოგროვილი ჯართითაც კი გავაკეთებთ...


პოსტის ავტორი: ვიტო Oct 7 2009, 13:18

აგერ ძალიან მომეწონა ეს პროდუქტი

http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/links/link.jsp?id=0005797226365a&type=product&cmCat=SEARCH_all&returnPage=search-results1.jsp&Ntt=Trap+Thrower+&Ntk=Products&sort=all&Go.y=17&_D%3AhasJS=+&N=0&_D%3Asort=+&Nty=1&hasJS=true&Go.x=27&_DARGS=%2Fcabelas%2Fen%2Fcommon%2Fsearch%2Fsearch-box.jsp.form1&_dyncharset=ISO-8859-1

ესეც რევიუ

http://www.cabelas.com/cabelas/en/templates/product/reviews.jsp?productid=226365

ბოლო ბოლო 60 მწვანე ღირს, 4 დღეში ჩამოვა, თუ არ ივარგა არც ვინანებთ
თავიბოლო დაჯდეს 100 $

თუ მოგვეწონა და ვნახეთ რომ რეალურად ვიყენებთ ანუ ექსპლუატაციას გაუწევთ მერე ვიფიქროთ
ძვირიანის ჩამოტანაზე, თუ მოგვეწონას იმიტომ ვამბობ რომ მანდ კიდევ რაღაც რარაცეებია
გასათვალისწინებელი, მაგალითად სროლის ფასი, სტენდზე ადიხარ ისვრი და 1 ლარი გიჯდება, თან ნებისმიერ
პოზიციას შეარჩევ, ჩვენით მასე იაფად გამოვძვრებით???


ბესო

შენ თითონ არ ამბობდი მეზობლებმა ჩამოიტანესო და არ იყენებენო, ჩვენც ეგრე არ დაგვემართოს.

მე მაინც ჩემ ჩვენებას ვაწვები, თუ მაინცდამაინც ჩამოტანა გვინდა იაფიანს მივადგეთ, დანარჩენი
პა ხოდუ დელკა გამოჩნდება

პოსტის ავტორი: ბესო Oct 7 2009, 13:32

ციტატა(ვიტო @ Oct 7 2009, 02:18 PM) *

ბესო

შენ თითონ არ ამბობდი მეზობლებმა ჩამოიტანესო და არ იყენებენო, ჩვენც ეგრე არ დაგვემართოს.

მე მაინც ჩემ ჩვენებას ვაწვები, თუ მაინცდამაინც ჩამოტანა გვინდა იაფიანს მივადგეთ, დანარჩენი
პა ხოდუ დელკა გამოჩნდება


მე ეგ არ მითქვამს... მე ვთქვი, რომ მეზობლები აწვებოდნენ სასროლეთის მოწყობის და გაკეთების იდეას და....
ბოლოს აპარატს დაჯერდნენ...

პოსტის ავტორი: 919 Oct 7 2009, 15:46

მაცალეთ რა ძმებო,
რაზგონით ნუ ჩაგვიჯვავთ ოცნებებში... newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 7 2009, 16:18

ციტატა(ბესო @ Oct 7 2009, 12:32 PM) *
Bonehill

რაიმე სქემები არ გაქვს მაგ აპარატების?

არა მაგრამ ელემენტარული სისტემა აქვს, თუ რათქმაუნდა სამოყვარულოს გავაკეთებთ

პოსტის ავტორი: ბესო Oct 7 2009, 16:21

პრინციპში თქვენი მიზანის პატრონებს სამოყვარულოზე მეტი არც გეკუთვნით newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 7 2009, 16:29

უფრო მთავარაი თეფშები ! ამიტომ ამაზა ფიქრით უნდა დავიწყოთ აპარატის ჩამოტანა
პ.ს. ავიდეთ სტენდზა და გვანახე ერთი რა მსოლელი ხარ ამისთანა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 7 2009, 16:36

Bonehill

როგორც სტენდის ამბებში ყველაზე გათვითცნობიერებულმა შემთხვევით ხომ არ იცი თეფშების ზომაზე რამე სტანდარტები თუ არსებობს, ერთი ზომაა თუ რამოდენიმე და ზუსტი მონაცემები თუ შეგიძლია დადო.
მომავალ კვირაში სტამბულში მივდივარ საქმეებზე და თუ მოვახერხე მოძებნა თეფშების ამბავს გავარკვევ

პოსტის ავტორი: Maverick Oct 7 2009, 17:48

http://www.radikal.ru
აი თეფშების პარამეტრებიც


აი ერთ-ერთი საიტი საიდანაც შესაძლებელია თეფშების შეძენა

http://theoutdoorworld.com/products2.cfm?ID=43676&nav_chooser=category&dept=HUNTING&typ=HUNTING%20ACCESSORIES&subtyp_1=TARGETS&CFID=5782619&CFTOKEN=ecd8bf3c5c2e59c4-FA1FE621-1676-09ED-613082EC7488655C#

პირდაპირი კონტაქტი მწარმოებელთან რომელსაც ექსპორტის განყოფილებაც აქვს newsmile05.gif

http://www.platosvivaz.com/vivazeng/index2.html

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 7 2009, 18:35

ეგ თეფშები რა მასალაა???...აი მაგისი დამზადება ნაღდად ღირს მგონი ჩვენთან..თუ თიხაა...მაგის მეტი რა არის ჩვენთან...არამგინია 1 ცალი 10 თეთრზე მეტი დაჯდეს....თიხის ბოთლებს აკეთებემ მაგ ფასში ბოლობოლო..თან ჩვენ ეკონომიკას შევეწევით....ვაზნებიც რო 45 თეთრში გავჩითოთ(ეგრე ჯდება მგონი ჩამოტანა)...55 თეთრში ჩავჯდებით...ეგ კი ნახევარი ფასია ფაქტიურად...

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 7 2009, 18:44

ისე შემადგენლობა რომ ვიცოდეთ ზუსტად იქნებ ვინმემ დაამზადოს კიდეცც

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 7 2009, 18:48

შემადგენლობა რაა..თიხაა რა გამომწვარი....მაგის საამქროები კი იმდენია...თან უსაქმურად გაჩერებული....ბედნიერებიც იქნებიან..

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 7 2009, 18:53

ხო რავი მე გავიკითხავ თუ შეძლებს ვინმე გაკეთებასს

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 7 2009, 19:05

ციტატა(გურგენა @ Oct 7 2009, 05:36 PM) *
Bonehill

როგორც სტენდის ამბებში ყველაზე გათვითცნობიერებულმა შემთხვევით ხომ არ იცი თეფშების ზომაზე რამე სტანდარტები თუ არსებობს, ერთი ზომაა თუ რამოდენიმე და ზუსტი მონაცემები თუ შეგიძლია დადო.
მომავალ კვირაში სტამბულში მივდივარ საქმეებზე და თუ მოვახერხე მოძებნა თეფშების ამბავს გავარკვევ

გურგენ სტანდარტული თეფშები ნახე ეგაა საჩვენო, პრინციპში "ბატუ" და მინი არც იქნება გაყიდვაში
მოკლედ სტანდარტებზე იყავი ყურადღებით
newsmile027.gif

Maverick
კარგი ინფოა გაიხარე ნიკო

ციტატა(ჰერცოგი997 @ Oct 7 2009, 07:44 PM) *
ისე შემადგენლობა რომ ვიცოდეთ ზუსტად იქნებ ვინმემ დაამზადოს კიდეცც

მე ვიცი შემადგენლობა ! მაგრამ პრესია საჭირო, ეგ თხევად მდგომარეობაში ისხმება ფორმებში და პრესის საშუალებით იწნეხება ჰაერი რომ არ დარჩეს შიგნით

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 7 2009, 19:23

ბესო
ნუ ბლატაობ რა..........

მგონი ვხვდები სტენდზე რატომაც არ წამოხვედი, ღვინო დაწურე არა კვახი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 7 2009, 20:04

ჩემს წასვლაზე ჩამოვყალიბდი, ორშაბათს დღის რეისით გავფრინდები ალბად, ხუთშაბათს უკვე აქ ვიქნები. ეხლა ველაპარაკე ერთ ახლობელს და ხვალ დამაკვალიანებს სადაც შეიძლება თეფშების და დანადგარების ნახვა. ყოველ შემთხვევაში როგორც იქნება ყველაფერს მოვიწერები newsmile05.gif მთავარია მისაღები ვარიანტები გამოჩნდეს და იქიდან წამოღებაზე ადვილი მერე არაფერია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Oct 7 2009, 20:10

გურგენა
როგორც ჩემთვის არის ცნობილი, და რა ინფოც მე მაქვს, თეფშების შოვნა სტამბულშია შესაძლებელია, ჩევნთან ახლო თურქეთის რეგიონებში, ტრაბზონი და ა.შ არააო

პოსტის ავტორი: ბესო Oct 7 2009, 20:15

ციტატა(ვიტო @ Oct 7 2009, 08:23 PM) *
ბესო
ნუ ბლატაობ რა..........

მგონი ვხვდები სტენდზე რატომაც არ წამოხვედი, ღვინო დაწურე არა კვახი newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


მართალი ხარ! თავი არ გაგიყადრეთ დამწყებებს.. : D:D newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 7 2009, 20:15

Maverick
სტამბულში მივდივარ ზუსტადაც. ამ ახლობელმა მითხრა იმ უბანს მიგასწავლი სადაც ეგეთი რაღაცეების მაღაზიებია მარტოო. თუ რაოდენობა იქნება მერე ნებისმიერი მაღაზია წამოვა ექსპორტის გაფორმებაზე, თუ არა და შეიძლება ოდნავ ძვირი დაჯდეს და იქაურ საშუამავლო ფირმას გავაკეთებინო ექსპორტი. მაგ და სატრანსპორტო სფეროში ნაცნობობა მყავს იქ.

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 7 2009, 21:50

გაიხარე გურგენ აბა შენი იმედი გვექნება, იმედია საინტერესო ინფორმაციას ჩამოგვიტან
პ.ს. გიგას იდეაზეც არ ჩავიქნიოთ ხელი newsmile027.gif

პოსტის ავტორი: 919 Oct 7 2009, 23:37

თეფში კი კოკსისა და ასფალტის ნარევისგან კეთდება, როგორც ვიცი...

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 7 2009, 23:55

ისე ჩვენც მოგვესინჯა თიხის დაგვემზადებინა რამოდენიმე იგივე დიზაინით იქნებ გაამართლოს

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 7 2009, 23:55

ციტატა(Gigs13 @ 8th October 2009 - 12:37 AM) *
თეფში კი კოკსისა და ასფალტის ნარევისგან კეთდება, როგორც ვიცი...

ეუუუჰჰ...ეგ რთული შემადგენლობა ყოფილა...ყიდვა ჯობია...

პოსტის ავტორი: ვიტო Oct 8 2009, 00:08

ჯეკო
არ გაამართლებს, საფანტი ვერ გატეხავს

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 8 2009, 00:09

ვიტო ხოოო ეგ უკვე სხვა საკითხია მაშინ

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 8 2009, 13:23

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

მასალა : 90 % თაბაშირი 10% ნაცარი
შეღებვა კი ელემენტარულია

პოსტის ავტორი: შალვა Oct 8 2009, 13:53

Bonehill
რა სიმძლავრის პრესია საჭირო თუ გამიგებ შეიზლება აქ მოვძებნო.

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 8 2009, 16:13

შალვა ზუსტად არ ვიცი მაგრამ ერთი ჯანიანი ადამიანის დაწოლის ძალა არ ყოფნის არანაირად, დაახლოებით ასეა...

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 8 2009, 16:33

და ეგრე კუსტარულად დამზადებული თეფშის წონა მიახლოებით როგორია? იმის გათვლა შეიძლება რა დაჯდება თეფში

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 9 2009, 00:12

Bonehill
ეგ ხე...პრესია???....რა უბედურებაა ეგ???...ეგ თუ დამზადდება...ალბათ 10-15 ცალს მაინც უნდა პრესავდეს ერთად...ისე სანამ ეგ გაშრება..სათითაოდ რო ველოდოთ...რამდენიმე თვე მოუნდებით ჩვენი სამყოფის დამზადებას

პოსტის ავტორი: მაჭარა Oct 9 2009, 07:59

თაბაშირით და თიხით გაკეთება არამგონია გამართლებული იყოს..მძიმე გამოვა ძალიან და სასროლი აპარატიდან კი არ გამოფრინდება გადმოხტება და იქვე დაენარცხება ფუნასავით newsmile035.gif ვხუმრობ newsmile05.gif წონა იცით ვინმემ თიხით ან თაბაშირით გაკეთებულის? ისე მაგაზე წვალებას ჩამოტანა უფრო იაფი ჯდება მგონი ვიდრე აქ დამზადება..აი აპარატის აქ გაკეტება კიდე არვიცი როგორ იქნება ...

პოსტის ავტორი: 919 Oct 9 2009, 16:14

მე ვფიქრობ რომ საუკეთესო მასალა თეფშისთვის ძროხის ნეხვი იქნება newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
დადგამ კატაპულტას მინდორში და გაანოყიერებ მას...

ოღონდ ნეხვის მოზელვა ყნოსვადაკარგულმა ადამიანმა უნდა მოახერხოს! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შალვა Oct 9 2009, 16:18

919
კარგი ხუმრობაა, მაგრამ ტორფი თუ წავიდა ნოუ ხაუ იქნება და პატენტზე ხომ არ გვეჩალიჩა რავქნააა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: 919 Oct 9 2009, 16:29

შალვა გეთანხმები, რატომაც არა?! newsmile045.gif


ისე ჩალა ნეხვით ან ტორფით კარგი რამ იქნება
newsmile05.gif მწვანეები ძეგლს დაგვიდგამენ!

წარმოიდგინეთ რამხელა ზიანს ავარიდებთ მინდორველებს...

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 9 2009, 17:16

919 რასამბობ ნეხვს რო ცეცხლი წაეკიდოს მერე რაგას შვრები ჰაა? თუ მაინცდამაინც სახანძრო უნდა გვყავდეს თან newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif



პოსტის ავტორი: 919 Oct 10 2009, 00:08

ეს თემა კიდევ კაი ხანი იქნება აქტუალური (გული მიგრძნობს).

ახლა ცოტა არასასიამოვნო ამბავი, ახალი ამბავი...
რუსთავის სასპორტო-ტექნიკული კომპლექსი უნდა დავივიწყოთ. ვესაუბრე ჩემ მეგობარს,
ახალ მეპატრონეს. სამწუხაროდ უარი მითხრა newsmile038.gif მაგრამ ამასთან ერთად კარგი აზრიც
მომაწოდა.
1. FIA-ს საერთაშორისო წესდებიდან გამომდინარე ავტოდრომი მაქსიმალურ უსაფრთხოების ნორმებს უნდა პასუხობდეს,
როგორც მექნიკური ასევე აკუსტიკური თვალსაზრისით. ამ შემთხვევაში ერთი სპორტის სახეობა მე2-ს სერიოზულად უშლის.
2. ჩვენ გაცილებად იაფი დაგვიჯდება მიწის ნაკვეთის იჯარით აღება და კომპაქტ-სპორტინგის 8-ბიჯიანი კომპლექსის გაკეთება.
3. მიწის ნაკვეთი უნდა იყოს კლდიანი ლანდშაფტის მქონე, რომ მას არავითარი სამეურნეო დანიშნულება არ ჰქონდეს (შესყიდვისა და იჯარის ფასზე მაგრად იმოქმედებს)
4. თბილისის შემოგარენში ამისთანა ადგილები არ გვაკლია. შესანიშნავი იქნება მიტოვებული კარიერის მაგვარი ლოკაცია.
5. სურვილისამებრ შეგვიძლია მოვიძიო СКМ-ის კომპლექსის ზოგადი გეგმა. მეპატრონე ჩემი მეგობრის მეგობარია.

მე იმედს არ ვკარგავ და მწამს ნათელი მომავლის!

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 10 2009, 13:23

small3d018.gif მოკლედ გიგა მაგარი ხარ რა
ერთი მომენტიცაა მერვე პოლკის მიმდებარე ტერიტორიაზე გამოყოფილია უკვე მიწის ნაკვეთი, ანუ პრობლემა მშენებლობის დაფინანსებაშია, არ მინდა სხვასთან შეუთანხმლებლად ვთქვა მაგრამ ერთ კაი ადამიანს აქვს მაგ რაოდენობის აპარატები, საჭიროა მშენებლობის დაფინანსება !

"ესკაემი ინდუსტრიაზეა" საუბარი

პოსტის ავტორი: დათო ბუ Oct 10 2009, 18:45

Bonehill
ამაზონზე შედი იქ არის სასროლი აპარატები 200 $ ფარგლებში ,თანაც ზოგი 2 თეფშს ერთად უშვებს.

პოსტის ავტორი: 919 Oct 10 2009, 21:10

Bonehill

მე8 პოლკი არ მხიბლავს... წარმოიდგინე რამხელა ღობეა საჭირო?! და ნახშირგორის მიდამოებში უფრო ლისის ტბისკენ
გაცილებით უკეთესი ადგილებია! არ გვირჩევნია, რომ საქმის ნახევარი უკვე ბუნაბას ან წინა წყობას (სსრკს ვგულისხმობ)
ჰქონდეს გაკეთებული?! მე ადრე კარიერი ვახსენე, ჰო და კარიერებს რა დათვლის საქართველოში newsmile045.gif ?!

ხო CKM-ზე სწორედ მიხვდი.

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 10 2009, 21:24

კიბატონო მოსახლეობასთან ახლოს დიდი ამბები იქნება საჭირო

http://www.radikal.ru
ესაა რა საჭირო და მორჩება ყველაფერი კარგად......

პოსტის ავტორი: 919 Oct 10 2009, 21:51

ნიკუშ,

თუ ყველანი ხელებს ავიკაპიწებთ და პატარა ფულს მოვაყუჩებთ - საქმე გამოვა!
შენც ამას ადასტურებ, მთავარია მე და შენ არ დავრჩეთ მარტო ვისაც ეს საქმე
აინტერესებს და აღელვებს.
მაგრამ მე მჯერა 1/03/10 შემდეგ ჩვენებს საჩვენებელი თითები, რომ აეფხანებათ
მერე მოვლენ გონს და დაიწყება "დიდი მშენებლობა" newsmile05.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Oct 12 2009, 22:03

919
და რა ხდება 1.03.10-ის მერე? რამე გამოვტოვე? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შალვა Oct 12 2009, 22:09

ციტატა(Giorgi Macharashvili @ 12th October 2009 - 11:03 PM) *
და რა ხდება 1.03.10-ის მერე? რამე გამოვტოვე?

სეზონი გარდაიცვლება newsmile039.gif newsmile039.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 12 2009, 22:09

კარგი საქმქმეა ნიკა მიაწექი ბოლომდე

პოსტის ავტორი: მაჭარა Oct 12 2009, 22:15

ციტატა(shalva @ 12th October 2009 - 11:09 PM) *
სეზონი გარდაიცვლება

უი უი ..ეგ საერთოდ არ მახსოვდა newsmile038.gif

პოსტის ავტორი: შალვა Oct 13 2009, 00:29

ლისისკენ 1 მეტრი მიწა არ დარჩა გაუყიდავი , ახალი იპოდრომის შემდეგ სულ კერძო ფართობებია, აი ზემოთ წოძორეთი ბევრეთისაკენ უფრო შეიძლება თან მაგარი ლამაზი ადგილებია.

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 13 2009, 08:36

ციტატა(ჰერცოგი997 @ Oct 12 2009, 11:09 PM) *
კარგი საქმქმეა ნიკა მიაწექი ბოლომდე

ყველამ ერთად გიო newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 13 2009, 19:50

დღეს ვეცადე მომეარა სტამბული თეფშების ძიებაში:
თავიდან წავედი "ემინონუ"-ში სადაც იმ ახლობელმა მიმასწავლა, იარაღის მაღაზიები იცოცხლე ბევრი იყო, მაგრამ თეფშებზე ყველა მხრებს იჩეჩავდა. ერთმა სასროლეთზეც მომინდომა გაშვება, მაგრამ რომ ვიკითხე სადაა-მეთქი და "მასლაკ"-შიო ეგრევე გადავიფიქრე. ეს იგივე მანძილზეა თბილისიდან გორში რომ გაგიშვან.
ერტმა ბებერმა თურქმა კი "ქარაქოი"-ში იქნებაო.
დავაწექი "ქარაქოი"-ში, მოვიარე ვერსად ვიპოვე. ბოლოს ერთ მაღაზიაში შევედი სადაც პიკნიკისა და ქალაქგარეთ გასასვლელი აქსესუარები იყიდებოდა. იმათ იქვე სადღაც კილომეტრში "ბერეტა"-ს მაღაზიაში გამიშვეს. მივედი დავეცი და აღარ გამოვდიოდი ისეთი თოფები ვნახე newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
მაგათმა კიო გვაქვსო, მაგრამ სტამბულში არაო, ბალიკეშირშიაო (თბილისი-ფოთი), რამდენი გინდაო. მე გავბერე 100 ყუთი-მეთქი (ყუთში 150 ცალია). მაგაზე ექსპორტს არ გავაფორმებთო (ესე იგი დღგ-იან ფასს გეტყვიო). ნახევარი საათი იწვალა და სტამბულში ჩამოტანილის ფასი ვერ მითხრა. ბოლოს ბალიკეშირის ფასი გამოვგლიჯე
1 ყუთი 35 ლირაო (1$=1.45 ლირა), ესპანური თეფშებიაო.
თუ მთლიანი კონტეინერი გინდა (1300 ყუთი) პირდაპირ ფოთში გამოვაშვებინებ ესპანელებსო. ჩემი ვარაუდით მაგ შემთხვევაში დაახლოებით 30%-ით შემცირდება ფასი. ფოთის ფასი სადღაც გამოვა 11.2 ცენტი, თუმცა ამას განბაჟება და ფოთიდან ჩამოტანა დაემატება. მაგრამ მარტო ჩვენ თუ დავაპირებთ სროლას, ცხოვრების ბოლომდე ვერ გავისვრით newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: 919 Oct 13 2009, 20:29

გურგენა
ნუ საოლ არქადაშ, ჩოქ საოლ...
ბიზიმ ფარა ისტიორსნ? newsmile035.gif

მოკლედ ესპანელებზე ჩვენ გავიდეთ... ან ბერძნებზე...
ხო და ჩვენიტ ჩამოვტანოთ პრესი და არა თეფში....

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 13 2009, 20:38

ვაახ გურგენ შენ გაიხარე, აი კაცი თქვა და გააკეთა თან არ დაიზარა, ჯიგარიხარ newsmile041.gif
ეხლა რა ხდება ესაა სასიამოვნო ინფორმაციაა
თუ ერთი ყუთი ღირს 35 ლირა ე.ი. 35/ 1.45 = 24 $
ანუ 150 თეფში გამოდის 150 გავყოთ 24$ = 6.25 $
ე.ი. ერთი თეფში ღირს 6,25 ცენტი ?!!!??????????????!????????????????????
რამე მეშლება ხალხო?

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 13 2009, 20:59

ციტატა(Bonehill @ Oct 13 2009, 09:38 PM) *
ანუ 150 თეფში გამოდის 150 გავყოთ 24$ = 6.25 $
ე.ი. ერთი თეფში ღირს 6,25 ცენტი ?!!!??????????????!????????????????????
რამე მეშლება ხალხო?

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
პირიქით უნდა ქნა, 24$ გამოდის ბალიკშეჰირში ფასი, მაგას სავარაუდოდ ორი გზა დაემატება (ბალიკშეჰირი-სტამბული და სტამბული-თბილისი) თითო ყუთზე ჩემი ვარაუდით სადღაც 4$ გამოვა, ესე იგი 28$, თბილისში დაემატება განბაჟება - მოსაკრებელი და დღგ სადღაც მთლიანად 6 $, ესეც 34$-მდე ავიდა. 34$:150=22.5 ცენტი=38 თეთრი

919
ბუ ტაბაკ ჩოკ ფიატ დოსტუმ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

გიგა, მეც ეგრე მგონია რომ თურქეთიდან თეფშების ჩამოტანას ჩვენითვე ჩალიჩი ჯობს. როგორც იქ მაღაზიაში მითხრეს, თითო თეფში სადღაც 105-110 გრამს იწონისო. მთავარია, შემადგენლობა დავადგინოთ ზუსტად. დასამზადებელი მასალის ჩამოტანა შეიძლება ღირდეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Oct 13 2009, 21:19

კი, ამის გაგებას არაფერი უნდა...

ახლა მოვიძიებ ინფორმაციას. ისე ეკოლოგიურად სუფთა თეფშის იდეა
მაქვს - ფუნისგან newsmile035.gif უბრალოდ სუნი ექნება დამზადებისას newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 13 2009, 21:40

newsmile090.gif newsmile090.gif ხო რავიცი აბა შეცდომით ვიანგარიშე
30 თეთრი მისაღები ფასია, მოკლედ 38 ცოტათი ძვირია
ვაზნა და ტეფში არ უნდა აღემატებოდეს 1 ლარს მაგრამ არც ლარი არ უნდა ჯდებოდეს. 80 90 თეთრი

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 13 2009, 21:46

0.70 დაათი თუ დაჯდება მთლიანად იდიალური იქნება

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 14 2009, 11:51

ხოდა შეღავათებს ვერ შეგპირდებით,მაგრამ ფოთში არის ხალხი საბუთებში და განბაჟებაში რომ მოგვეხმარება.

პოსტის ავტორი: Infrared Oct 14 2009, 14:31

მე მაინც ვერ გავიგე როგორ აპირებთ გაკეთებას, კომერცია არაო, აბა სტენდს როგორ შეინახავთ? საწევროებით? იდეა დიდებულია მარა ცოტა განხორციელების გზებია ბუნდოვანი, თუ უბრალოდ საუბარია აპარატზე და სამოყვარულო სროლაზე ბუნების წიაღში აქ გასაგებია, მარა სტენდის მოწყობაზე როცა საუბრობთ ჩემთვის ბევრი კითხვის ნიშანია, ისე ვარკეთილის სტენდზე აკეთებენ თეფშებს, ამაში დავრწმუნდი როცა ამ კვირას, რამოდენიმე თეფში გამოფრენისთანავე დაიშალა მარტივ მამრავლებადnewsmile05.gif თუ შოთას მოელაპარაკებით 1 ლარად გასროლინებთ თავის თეფშიან ვაზნიანად, როგორც ჩანს თეფშის აქ დამზადება ძალიან იაფი ჯდება, რადგანაც მაგ 1 ლარში სპეც. მრგვალი სტენდის 9 ნომრიანი ვაზნებით ისვრი, ხოლო მაგის ფასი მინიმუმ 50 თეთრი მაინც არის. ისე კი ბიჭებო კარგ საქმეს ხართ შეჭიდებულები და თქვენ იცით მეც თვენს გვერდში მიგულეთ უბრალოდ ახლა ძალიან რთული სიტუაცია მაქვს ფინანსთა სამინისტროს ერთ ერთ უწყებასთან, რო მოგვარდება იმედია სტენდის ხალისი დამრჩებაnewsmile05.gif ბონეჰილ მეგობარო წარმატებები! ჩემი სიტუაციები რომ გამოსწორდება დაგიკავშირდები ისე კი თვალს გადევნებთ ამ კაი საქმეში და იმედი მაქვს დაიძრება ეს საქმე.
P.S. ჩემმა უმცროსმა მეგობარმა გადაწყვიტა სერიოზულად მზადება შოთასთან, როგორც აღმოჩნდა ძალიან კარგი მონაცემი აქვს, ჩემს თვალწინ 25 გასროლიან სერიაში 23 მოხსნა, მართალია ადვილი პოზიციებიდან მარა მონაცემი აქვს სერიოზული, ასევე არის 14 წლის ბავშვი ირაკლი ასევე ძალიან მაგარი მონაცემები აქვს, რეალურად კი როგორც ვიცი ამ სპორტში სპორცმენების ნაკლებობაა, ანუ ახალგაზრდა პერსპექტიული სპორცმენები არ არის საქართველოში, ვნახოთ ჩემი მეგობარი რას იზამს, ასაკი უკვე დიდი აქვს საკმაოდ 20 წლისაა, მაგრამ ბავშვობიდან ისვრის ასე, რომ იმედები არის, ახლა ვეძებთ თოფსnewsmile05.gif მც-108 განიხილებოდა მარა ძირშივე მოკვდაnewsmile05.gif ახლა ბერეტას 686 ან ბრაუნინგის სპორტინგის თოფი, ვნახოთ ჯერ ჯერობით იჟ - 98 ისვრისnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 14 2009, 16:13

Infrared
ეგ დიდი ხანია ვიცით რომ თეფშები მანდვე კეთდება , მაგრამ არამგონია მოგვყიდონ, მაგათ თავისი საქმე აქვთ.
რაც შეეხება მომზადებას დამიჯერე რომ მომავალ თაობას ვერ არზრდის "ტრანშეინიკი", ბავშვებს უნდა შესაბამისი დისციპლინის მსროლელი მწვრთნელად ! მე ერთხელ შემთხვევით შევხდი გია შენგელიას სტენდზე და მაგისი 5 წუთიანი რჩევა დარიგება გაცილებით მეტის მოცემი იყო ჩემთვის ვიდრე 3ჯერ სტენდზე სროლა სხვადასახა დროს, ანუ 5 წუთში ამიხნა ჩემი შეცდომები, ამას ტრანშეინიკი ვერასოდეს იზამს, ყველამ თავისი საქმე იცის. თქვენ კიდევ არ იცით რა ხდება სინამდვილეში, თუ რატომაა დღეს ჩამკვდარი სტენდი, მაგრამ ამას ღიად ვერ ვიტყვი პირადად ავუხსნი დაინტერესებულ პირს თანაც ეს უკვე სხვა თემაა...ძალინ გამიხარდა რომ უფროსების მითითებით და დახმარებით ახალგაზრდები ერთვებიან სპორტში, ვუსურვებ წარმატებეს ამ ახალგაზდრებს მე 20 წელს უკვე გავცდი კარგა ხანია მაგრამ მაინც მაქვს იმედი რომ ვივარჯიშებ სტენდზე, თუნდაც III თანრიგამდე რომ ავიდე....
თოფს რაც შეეხება თამამად ვთქვათ რომ "რასტრუბების" დრო მოკვდა ეხლა უკვე ცილინდრები ! ლულის სიგრძემაც რატომღაც მოიმატა, ასევე გაიზარდა შევიწროვება (ლულების) თუმცა სპორცმენს შეუძლია skeet-ზე ისროლოს ცილინდრიდან დაწყებული ნებისმისერი შევიწროებით დამტავრებული, მაგრამ რატომღაც დიდი უმეტესობა აყენებს 0,25 0,35 ზოგი საერთოდ 0,5(ნახევრაჩოკი) დან ისრვის მრგვალ სტენდზე , მე მყავს ნაცნობი სპორტის ოსტატის კანდიდატი მსროლელი ტრაპზე , სპორტინგში მრავალ გზის პრიზიორი რუსეთის მაშტაბით,28 წლის გოგოა, წელს დუბრავაში (თუ არ ვცდები) მოუგო რუსეთის მთავარი გუნდის მსროლელებს ("სბორნაია რასია") და მან მითხრა რომ მისი მეგობრები ზოგიც სპორტის ოსტატი სივრის 76 სმ და ზოგი საერთოდ 81 სმ სიგრძის ლულებით და ეს ყველაფრი მრგვალ სტენდზე, ანუ უფრო ლულის შევიწროებას აქცევენ ყურადღებას, "მც"- სპორტულმა იარაღმა როგორც ასეთი დაკარგა აქტუალობა, სასანგრეზე ხშირად შეხვდებიო მაგრამ მრგვალ სტენზე საკმაოდ იშვიათიაო, ძირიტადად ძველი ჩემპიონები ისვრიან "მც"ეებიდან
ძალიან გამიხარდა რომ ამ ბიჭებს ასეთი მონაცემები ქონიათ, თუ სტენდზე დააპირეთ ახლო მომავალში ასვლას სიამოვნებით შემოგიერთდებით

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 14 2009, 17:44

ხო მართლა გიგა რა ხდება ეხლა: იმ კაი კაცს მე რომ გითხარით ზევით ერთი მოედნის საკმარი ყოველგვარი აპარატურა აქვს თქო, გააჩნია ასევე 200 000 ცალი თეფში, ასე რომ მხოლოდ მიწის პრობლემაა როგორც ჩანს ...

პოსტის ავტორი: akela1954 Oct 21 2009, 22:36

დღეს პირველად მოვხვდი აქ (მგლებმა გადამიყოლეს). შემიძლია დაგეხმაროთ ლიტერატურით (ოღონდ ჩემი ხნის და უფრო ძველითაც) იქ ყველაფერი წერია თეფშის გაკეთებიდან, თეფშის თოფით გატეხვამდე newsmile01.gif ალბათ სხვა ბევრი რამეც შემიძლია. ისე ვაზნის ყიდვას გატენვა ჯობია, ჩემი ახალგაზრდობაც ეგეთი იყო. თან ისწავლიან, თან ტყუილად არ გაისვრიან (საკუთარი ოფლი ძვირია). თუ რამეში გამოგადგებით მიმსახურეთ. ნამდვილად კარგ საქმეზე ფიქრობთ !!!!! small3d018.gif

პოსტის ავტორი: 919 Oct 21 2009, 23:56

akela1954

აი თეფშის წარმოების პროცესი ძალიან გვაინტერესებს. რაც ვაზნების გატენვას შეეხება
აქ ბიჭები ამ საქმითაც დაკავებულები არიან. ამ ეტაპისათვის თეფში და კატაპულტაა ყველაზე
აქტუალური საკითხი... მადლობა! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Infrared Oct 22 2009, 00:15

ისე ამ შაფათს ხო არ გვექნა რამე? შოთას მე დავურეკავ. დატენვას რაც შეეხება სასტენდო ვაზნებს თავისი დოზები აქვს, რამოდენიმე დღის წი ვისროლეთ სტენდზე და ჩვენ კი არა შოთამაც ვერ გაარტყა დამაშნი დატენვით, ალბათ ვერ იყო კაი დატენილი სულ მაკულატურა ყარა თოფმაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: akela1954 Oct 22 2009, 16:28

Infrared
აუცილებლად აქვს. მრგვალზე ესროლეთ თუ "ტრანშეიზე", რა სიჩქარის ფრენა იყო დაყენებული. ორივე სროლის დისციპლინის ვაზნა თავისი სპეციფიკით მრავალფეროვანია. ამის ცოდნა მერე ნადირობაშიც გამოგადგებათ (მწყერზე ნადირობის დროს მარჯვენა ლულაში სხვა ვაზნა იდება მარცხენაში სხვა, ნაბულიდან სროლას სხვა ვაზნა ჭირდება და საერთოდ ყველა თოფს და მონადირეს თავისი ვაზნა ჭირდება კლასიკაში) თეორიები უამრავია და პრაქტიკული გამოცდილებაც სოლიდური. ეს ახალი (შეიძლება ჩემთვის ახალი) რუმინული წამალი როგორ მუშაობს?
919
ჩემი ბიბლიოთეკა სავალალო მდგომარეობაშია (რა რომელ ყუთში დევს კაცმა არ იცის), ეტყობა მომიწევს მიზანმიმართული არქეოლოგიური გათხრების ჩატარება (სამი კვირა ნამდვილად არ მეცლება გორი,ქარელი)მერე აუცილებლად ვიპოვი.

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 22 2009, 18:48

ციტატა(Infrared @ Oct 22 2009, 01:15 AM) *
ისე ამ შაფათს ხო არ გვექნა რამე? შოთას მე დავურეკავ. დატენვას რაც შეეხება სასტენდო ვაზნებს თავისი დოზები აქვს, რამოდენიმე დღის წი ვისროლეთ სტენდზე და ჩვენ კი არა შოთამაც ვერ გაარტყა დამაშნი დატენვით, ალბათ ვერ იყო კაი დატენილი სულ მაკულატურა ყარა თოფმაnewsmile05.gif

ვისი დატენი იყო კი მაგრამ, ქაღალდის პიჯებით ვინ დატენა სასტენდე ვაზნები newsmile05.gif
მრგვალ სტენდზე 24 გრამი საფანტი , დენთის მასას დიდი მნიშვნელობა არააქვს რაც მეტი უკეთესი

ეხლავე მოგცემთ თეფშის დამზადების ტექნოლოგიას და მასალასაც მაგრამ ეგ ყველაფერი ძველი ლიტერატურაა და შესაბამისად ძველი სტანდარტები...

ეხლავე მოგცემთ თეფშის დამზადების ტექნოლოგიას და მასალასაც მაგრამ ეგ ყველაფერი ძველი ლიტერატურაა და შესაბამისად ძველი სტანდარტები...
http://piterhunt.ru/Library/zernov/strelba_drob/19.htm

http://piterhunt.ru/library/books/nastolnaya_kniga_okhotnika_osportsmena_kniga_pervaya/masterskaya_dlya_izgotovleniya_ta
http://piterhunt.ru/library/books/nastolnaya_kniga_okhotnika_osportsmena_kniga_pervaya/tarelochki.htm

პოსტის ავტორი: Infrared Oct 23 2009, 08:40

არა ნიკუშ მწყერზე სანადიროდ იყო ისენი დატენილიnewsmile05.gif მე ვინჩის 24 გრამიან ვაზნებს ვყიდულობ ხოლმე 60 თეთრი ღირს, შოთასაც აქვს რა მარკაა არ ვიცი ოღონდ, მარა ასვლა ვერ მოვახერხე კაი ხანია უკვე მინდა.

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 23 2009, 09:53

აა გასაგებია, მეთქი მაგათ გასროლინეს თქო newsmile05.gif ხანდახან გამოურევენ ხოლმე თავიანთ დატენილებს
გიგა მე უფრო იაფადაც ვიცი, 55თეთრად, ესპანური ვაზნებია, შოთას კაი ფირმის ვაზნები აქვს ხოლმე ძირითადად ბორნაჯები.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Oct 23 2009, 10:20

ციტატა(Bonehill @ Oct 13 2009, 10:40 PM) *
30 თეთრი მისაღები ფასია, მოკლედ 38 ცოტათი ძვირია
ვაზნა და თეფში არ უნდა აღემატებოდეს 1 ლარს

მასე სტენდიც არის, ადი და ისროლე რამდენიც გინდა

პოსტის ავტორი: Infrared Oct 23 2009, 10:49

ციტატა
მასე სტენდიც არის, ადი და ისროლე რამდენიც გინდა


მართალია, უფრო იაფი უნდა დაჯდეს, რომ აზრი ქონდეს, გასავლელია მაგ თეფშის წარმოება newsmile05.gif, კალკულაცია უნდა გაკეთდეს და მაიცა მოვიცალო ჩავუჯდები მერე ვნახოთ რა გამოვა.

პოსტის ავტორი: Davitus Oct 23 2009, 19:19

სადღაც 80 თეთრი ყველაზე იდეალური ვარიანტია ჩემი აზრით

პოსტის ავტორი: 919 Oct 23 2009, 19:25

მე შემოგთავაზეთ, რომ თეფში ძროხის ფუნისგან გავაკეთოდ ...

პოსტის ავტორი: Davitus Oct 23 2009, 20:00

919
მერე სუნიანი თეფშები ვისროლოთ?

იდეა კაია, თვითონ წარმოებას ბევრი ჩალიჩი უნდა?

პოსტის ავტორი: 919 Oct 23 2009, 21:28

მერწმუნეთ 80 და 85 თეთრიც საკმაოდ საგრძნობელი იქნება ჩვენი
ჯობეებისათვის.

ისე რაც ფუნის თეფშის დამზადებას შეეხება - მთავარი პრესფორმაა
და სუნი პრობლემა არ იქნება newsmile035.gif პირიქით - ქალაქში უოფნისას ბუნების
წიაღს მოგვაგონებს (დახურული სეზონის ხანაში)...
newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif + ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტი...

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 24 2009, 13:29

ვიყოდოთ ერთი აპარატი და თეფშებზე რაცხას ვიზამთ, გაწიე გამოწიე 100 თეში ისროლოს კაცმა როცა სეზონი არ იქნება, ეს დიდ ფინანსებტან არაა დაკავშირებული ...
მე არ მივიჩნევ აქტუალურად ფუნის თეფშების თემას.

პოსტის ავტორი: Infrared Oct 24 2009, 14:41

თეფშის წონა რამდენია? სტანდარტული შეფუთვის ყუთში ნეტა რამდენი ჩადის და წონა რამდენია, ასევე ბიუჯეტური ფასია საინტერესო. წონა მაინტერესებს ტრანსპორტირების ფასის განსაზღვრისათვის, 18% დღგ ჩემი აზრით ყველა ვარიანტში გადასახდელი იქნება საბაჟოზე, 300 ლარსაც რომ არ გადააჭარბოს რადგანაც 300 ლარიანი ლიმიტი არაერთგვაროვან საქონელზეა და აქ კი ერთგვაროვანია თან როგორი მთელი სერვიზი მოდის.

პოსტის ავტორი: გურგენა Oct 24 2009, 21:30

ციტატა(Infrared @ Oct 24 2009, 03:41 PM) *
თეფშის წონა რამდენია?


თურქებმა ესპანურ თეფშებზე მითხრეს სადღაც 105-110 გრამიაო, ყუთში 150 ცალიაო, ყუთის ზომები სადღაც 30X30X20სმ-აო

პოსტის ავტორი: 919 Oct 25 2009, 12:05

ბონი,

ფუნის თეფში მხოლოდ ფუტურისტული იდეაა newsmile035.gif
ისე რა თქმა უნდა - კლასიკური უნდა ვაწარმოოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Oct 25 2009, 13:08

ვიყიდოთ..ყველაზე იაფიანი სასროლი დანადგარი(ქე რო თოკს გამოჰკრავ და გასტყორცნის)...ავიდეთ ხოლმე ლისის ტბის უკან(მშვენიერი ადგილებია) და ვუბათქუნოთ სანამ ხელი არ დაგვეწვება ლულაზე.....გავერთობით კიდეც და სროლასაც დავასპეცებთ...თუ გინდათ..თოფების მისაყუდებელიც დავამზადოთ..და სტენდის წესებიც დავიცვათ...ცარცის ფხვნილიც დავითრიოთ და საცეცხლე წერტილებიც მოვნიშნოთ..ჩემპიონატი კი ნამდვილ სტენდზე ჩავატაროთ ხოლმე...ვანზნის ფასს რაც შეეხება...20 ვაზნა 20 ლარი დაჯდება თი 16..არამგონია გადამწყვეტი მნიშვნელობა ქონდეს...რომელი ათასობით სროლას ჩვენ ვაპირებთ...თუ ჩამოვატანინებთ ხო კიდე უკეთესი...(უფრო იაფი დაჯდება)

პოსტის ავტორი: kaxa108 Oct 30 2009, 11:14

გამარჯობათ ხალხო. მე ძალიან დიდ ბოდიშს ვიხდი მაგრამ, მაინტერესებს სპორტის ეს სახეობა ასე ასაგდებია? ფუნის თებშებით რომ აპირებთ ატომის საუკუნეში სროლის ტექნიკის დახვეწას?. ესეთი მიდგომა ამ საკითხისადმი არამგონია საქმეს წაადგეს . თუ ვინმეს მართლა აინერესებს ამ სპორტის წამოწევა შემიძლია დავაკვალიანო სად შეიზლება ყველაზე დაბალ ფასში დანადგარების და თეფშების შეძენა . და კიდევ ერთი . თუ ვინმეს გონია რომ 25 სამიზნეს ესვრის და სნაიპერი გახდება ძალიან ცდება.

პოსტის ავტორი: ნოსო Oct 30 2009, 11:20

kaxa108
მივესალმები ჯანსაღ აზრს,მაგრამ არც ჩვენ ვიგდებთ ამ საქმეს,უბრალოდ ვეძებთ გზებს და თუ რამე შეგიძლიათ ,გულის ყურით გისმენთ.

პოსტის ავტორი: Infrared Oct 30 2009, 11:52

გამარჯობა კახა, ნამდვილად დაინტერესებული ვართ სასტენდო სროლით არის ამ ფორუმზე რამოდენიმე კაცი ვისაც აქვს სურვილი, იქნებ დაგვაკვალიანო, მთავარი პრობლემა მაინც თეფშებია და ვაზნები, აპარატის შემოტანა არაა იმდენად პრობლემური რამდენადაც თეფშები, თავად რა ურთიერთობა გაქვს სასტენდო სროლასთან? მე პერიოდულად ავდივარ ვისვრი ხოლმე და გეთანხმები, რომ ნამდვილ კარგ მსროლელად ჩამოყალიბებისათვის ბევრი პრაქტიკაა საჭირო, რაც დამეთანხმები არც თუ ისე პატარა ფინანსებთანაა დაკავშირებული, სწორედ ოპტიმალური ვარიანტის ძებნაში ვართ ახლა, თორე 1 ლარად ვარკეთილის სტენდზეც შეიძლება სროლა. რეალურად მეტ-ნაკლებად კარგ შედეგზე გასვლისათვის თვეში 800 და მეტი გასროლა მაინც უნდა აწარმოოს მსროლელმა. მოკლედ ადრიან გაზაფხულზე ან უფრო ადრე ვგეგმავთ ამისათვის თავის მობმას თუ საერთოდ აზრი ექნა ასე, რომ გაგვიხარდება კიდევ ერთი ენთუზიასტი (თუ პროფესიონალი არა) შემოგვიერთდება. კეთილი იყოს შენი ფეხი!

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 30 2009, 13:34

ძმებო კახა არის სპორცმენი და სასტენდო სროლის დიდი მოყვარული, მან ჩამოაყალიბა საქართველოში ( სსმკ) სასტენდო სროლის მოყვარულთა კავშირი, აქვს დიდი გამოცდილება და ამ საჭირბოროტო საკითხში კომპეტენტური პიროვნებაა , ამიტომ მისი რჩევა საკმაოდ საჭირო იქნება ამ კაი საქმისთვის.

kaxa108
აბუშად არ აგვიგდია მანდ სხვა აზრი იყო უბრალოდ ჩადებული, თან კლუბს გვინდა საკუთარი აპარატიოს შეძენა რომ საკუთარი სურვილის მიხედვით გავიტანოთ შესაბამის ადგილას და ჩვენი ჭია გავახაროთ, ეს რაც გართობას სეეხება . ისე ამ საქმის მიმართ სერიოზული დამოკიდებლება გაგვაჩნია ბევრს მათ შორის მეც რათქმაუნდა, ვიცით რომ 25 იანი სერიით და თუნდაც 50-ით მაღალ შედეგებს ვერავინ აჩვენებს, მაგრამ ჯბიდან გამომდინარე და ერთი გასროლის ღირებულებიდან გამომდინარე, საკმაოდ ძნელია ვარჯიში, კონკრეტულად ვარჯიში მაქვს მხედველობაში თორემ გასართობად მანდაცაა პირობები. რაც შეეხება მორე მომენტს ესაა სასროლეტის არ არსებობა, მექანიკური აპარატები ნამდვილად არ შეესაბამება იგივე ატომის საუკუნეს, ამას წინათ გია შენგელია გაემგზავრა მსოფლიოს ჩემპიონატზე გეცოდინებათ ალბათ ბევრს , მე შევესწარი მის ვარჯის , მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას, უბრალოდ გული დამწყდა რომ გადავხედე სიტუაციას, მსუბუქი იუმორი შეემატა პროცესს როცა დუბლეტებზე მიდგა ჯერი, ხვდებით ალბათ რაშიც იყო საქმე.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე , ვარჯიშის საშუალება რომც ქონდეს სპორცმენს ამის პირობები არცაა საქართველოში. სტენდის არ არსებობის უკან ბევრი უსიამოვნო ფაქტი იმალაბეა.... ჩემო კახა ერთობლივი ძალისხმევებით მგონი გვეშვერლაბ რაღაცა

პოსტის ავტორი: 919 Oct 30 2009, 17:05

kaxa108

უპირველეს ყოვლისა მოგესალმები ამ ფორუმზე! newsmile05.gif

რაც ფუნის თეფშებს შეეხება ეს ხუმრობა იყო! აბა 21-საუკუნეში კომედიკლაბიდა კომედი-შოუ სადაც არსებობს
ამი მიღება სერიოზულად როგორ შეიძლებოდა. დიახ, მე ვიყავი ამ ფუნა-ხუმრობის ინიციატორი, რაც სპორტის ამ
და ნებისმიერი სხვა სახეობას შეეხება კონკრეტულად საქმე-საქმეზე რომ მიდგება სერიოზულად აღვიქვამ და ვეკიდები...
მითუმეტეს, რომ ჩემთვის გელა სიმონიანი ჩემი მეზობელია, შაკო სირაძე - ბავშობის მეგობარი, ბატონი ზურა და გია მაჩხანელები
დიდებული და პატივსაცემი პიროვნებები.
ამ ფორუმზე, არსებობს საკითხების რიგი რაზედაც ვხუმრობთ, არსებობს ისეთებიც, რაზედ არც ვსაუბრობთ (ღია ეთერში).

ისე ჩემ საქმეშიც, რომელსაც 6 წელი უმაღლესში ვეუფლებოდი და კიდევ სიცოცხლის ბოლომდე დავეუფლები
ყოველი მე2 ცხვირს ყოფს და კომპეტენტურობას იბრალებს... newsmile045.gif

და კიდევ ერთს დავამატებდი, პირობები თავისით არ იქმნება, პირობებს ქმნის საზოგადოება ანუ მე და თქვენ. newsmile05.gif

პატივისცემით
გიგა


პოსტის ავტორი: ლევანი Oct 31 2009, 01:09

ცოტა არ იყოს და გაკვირვებული ვარ....ვერ ვხვდები რა შუაშია აქ ოცდამეერთე საუკუნე და იაფიანი დანადგარი....აქ ჩვენი კლუბის გართობაზე ვსაუბრობთ მგონია...და თუ სასტენდო სროლას..ხელახლა ვაღორძინებდით.. რას წარმოვიდგენდი......
რაც შეეხება კონკრეტულად სასტენდო სროლას(როგორც სპორტს)...მაგისი აღორძინება როგორ უნდა მოხდეს...მაგისი გეგმა(თუნდაც მონახაზი) არსებობს???...თუ ვინმემ იცით...გვითხარით და გავაკეთებთ რაც შეგვიძლია....

მე ვიცი როგორ მოხდა რაგბისტების შემთხვევაში...ალბათ აქაც ეგრე უნდა გაკეთდეს...

პოსტის ავტორი: kaxa108 Nov 12 2009, 20:00

ციტატა(919 @ Oct 30 2009, 18:05) *
kaxa108

უპირველეს ყოვლისა მოგესალმები ამ ფორუმზე! newsmile05.gif

რაც ფუნის თეფშებს შეეხება ეს ხუმრობა იყო! აბა 21-საუკუნეში კომედიკლაბიდა კომედი-შოუ სადაც არსებობს
ამი მიღება სერიოზულად როგორ შეიძლებოდა. დიახ, მე ვიყავი ამ ფუნა-ხუმრობის ინიციატორი, რაც სპორტის ამ
და ნებისმიერი სხვა სახეობას შეეხება კონკრეტულად საქმე-საქმეზე რომ მიდგება სერიოზულად აღვიქვამ და ვეკიდები...
მითუმეტეს, რომ ჩემთვის გელა სიმონიანი ჩემი მეზობელია, შაკო სირაძე - ბავშობის მეგობარი, ბატონი ზურა და გია მაჩხანელები
დიდებული და პატივსაცემი პიროვნებები.
ამ ფორუმზე, არსებობს საკითხების რიგი რაზედაც ვხუმრობთ, არსებობს ისეთებიც, რაზედ არც ვსაუბრობთ (ღია ეთერში).

ისე ჩემ საქმეშიც, რომელსაც 6 წელი უმაღლესში ვეუფლებოდი და კიდევ სიცოცხლის ბოლომდე დავეუფლები
ყოველი მე2 ცხვირს ყოფს და კომპეტენტურობას იბრალებს... newsmile045.gif

და კიდევ ერთს დავამატებდი, პირობები თავისით არ იქმნება, პირობებს ქმნის საზოგადოება ანუ მე და თქვენ. newsmile05.gif

პატივისცემით
გიგა

გამარჯობა გიგა. მე მოკლედ გეტყვი , რომ სასტენდო სროლის პოპულარიზაციის მიზნით, მე და ჩემმა მეგობრებმა შევქმენით სასტენდო სროლის მოყვარულთა კავშირი, რისი საორგანიზაციო და ფინანსური უზრუნველყოფაც მთლიანად მე ვიტვრთე. კავშირმა ჩაატარა ორი სამოყვარულო ტურნირი რომლებშიც მონაწილეობა მიღო 25-მა მოყვარულმა მსროლელმა( თითო შეჯიბრში) ამ შეჯიბრებებიდან ერთი იყო კავშირის პირველობა და მეორე კავშირის თასი. 2005 წელი. ორივე შეჯიბრის ჩატარების შესახებ გაკეთდა სარეკლამო უზრუნველყოფა რადიოთი, ტელევიზიით, პრესით და სარეკლამო პოსტერებით თითქმის ყველა მაშინ არსებულ სამონადირეო მაღაზიასა და ბენზინ გასამართ სადგურებში. გამარჯვებულ მონაწილეებს გადაეცათ მედლები სიგელები და ფასიანი საჩუქრები . ასევე თასის გათამაშებისათვის დავამზადებინე გარდამავალი თასი, რომელიც გადაეცა გამარჯვებულს. ყველა პრიზიორს გადაეცა თასის მცირე იმიტაცია. სათანადო წარწერებით. ასევე გადაეცათ მედლები და ფასიანი საჩუქრები. ამ ყველაფრის როგორც საორგანიზაციო ისე ფინანსური უზრუნველყოფაც მარტო კაცმა გავწიე. კავშირის შექმნამდე ტელეიმედის მაშინდელ ყველაზე რეიტინგულ გადაცემაში ,,დროება " გავაკეთებინე სიუჟეტი სასტენდო სროლაზე , რომელშიც მონაწილეობა მიიღეს ტარიელ ჟღენტმა, შოთა თავაძემ , გელა სინონიანმა, საქარტველოს რეკორცმენმა მოყვარულებს შორის სასანგრე სტენდში გოგა ლომიძემ ,იტალიის მაშინდელმა ელჩმა საქარტველოში ფაბრიციო რომანომ, რომელიც ასევე მოყვარულია სასტენდო სროლის. რადიო იმედის პირდაპირი ეთერი დაგვითმო დიტო მარინაშვილმა სადაც მონაწილეობის მისაღებად დავპატიჟე ჩვენი გამოჩენილი მსროლელები, მაგრამ მონაწილეობა მხოლოდ მე და გელა სიმონიანმა მივიღეთ. რადიო იმედის ეთერით შუქდებოდა ჩატარებული შეჯიბრების შედეგები. შედეგების შესახებ დაიწერა სპორტულ გაზეთ სარბიელში. ჟურნალ ნადირობაში ასევე იწერებოდა ყველა შეჯიბრის შედეგი. ჟურნალ ნადირობაში ყოველ თვეში ვაქვეყნებდი სტატიებს სასტენდო სროლის ისტორიის , განვითარების და თანამედროვე ასპარეზობების შესახებ. ასე რომ ჩემო გიგა არც არაფერში არ ვეცილები არავის გარდა ამ სპორტის სიყვარულისა. თუ ვინმეს ამდენი გაქვთ გაკეთებული ღმერთმა გაგიმაროთ . თუ ვინმე აპირებს კიდე გაკეთებას იმასაც გაუმარჯოს და რაც შემეძლება დავეხმარები . ყველას წარმატებას გისურვებთ. ცხვირის ჩაყოფას რაც შეეხება ვინც უნდა იმან ჩაყოს ოღონდ საქმე გააკეთოს . თორე სტენდავიკებმა რაც ქნეს კი ვხედავთ ყველა. არცერთი სპორტის სახეობის მიმდევრებს არ მიუტოვებიათ ასე თავიანთი სახეობა როგორც სტენდავიკებმა მიატოვეს . მომიტევეთ სულგრძელად მაგრამ ასეა.

პოსტის ავტორი: kaxa108 Nov 12 2009, 20:16

ციტატა(Bonehill @ Oct 30 2009, 14:34) *
ძმებო კახა არის სპორცმენი და სასტენდო სროლის დიდი მოყვარული, მან ჩამოაყალიბა საქართველოში ( სსმკ) სასტენდო სროლის მოყვარულთა კავშირი, აქვს დიდი გამოცდილება და ამ საჭირბოროტო საკითხში კომპეტენტური პიროვნებაა , ამიტომ მისი რჩევა საკმაოდ საჭირო იქნება ამ კაი საქმისთვის.

kaxa108
აბუშად არ აგვიგდია მანდ სხვა აზრი იყო უბრალოდ ჩადებული, თან კლუბს გვინდა საკუთარი აპარატიოს შეძენა რომ საკუთარი სურვილის მიხედვით გავიტანოთ შესაბამის ადგილას და ჩვენი ჭია გავახაროთ, ეს რაც გართობას სეეხება . ისე ამ საქმის მიმართ სერიოზული დამოკიდებლება გაგვაჩნია ბევრს მათ შორის მეც რათქმაუნდა, ვიცით რომ 25 იანი სერიით და თუნდაც 50-ით მაღალ შედეგებს ვერავინ აჩვენებს, მაგრამ ჯბიდან გამომდინარე და ერთი გასროლის ღირებულებიდან გამომდინარე, საკმაოდ ძნელია ვარჯიში, კონკრეტულად ვარჯიში მაქვს მხედველობაში თორემ გასართობად მანდაცაა პირობები. რაც შეეხება მორე მომენტს ესაა სასროლეტის არ არსებობა, მექანიკური აპარატები ნამდვილად არ შეესაბამება იგივე ატომის საუკუნეს, ამას წინათ გია შენგელია გაემგზავრა მსოფლიოს ჩემპიონატზე გეცოდინებათ ალბათ ბევრს , მე შევესწარი მის ვარჯის , მსოფლიო ჩემპიონატისთვის მზადებას, უბრალოდ გული დამწყდა რომ გადავხედე სიტუაციას, მსუბუქი იუმორი შეემატა პროცესს როცა დუბლეტებზე მიდგა ჯერი, ხვდებით ალბათ რაშიც იყო საქმე.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე , ვარჯიშის საშუალება რომც ქონდეს სპორცმენს ამის პირობები არცაა საქართველოში. სტენდის არ არსებობის უკან ბევრი უსიამოვნო ფაქტი იმალაბეა.... ჩემო კახა ერთობლივი ძალისხმევებით მგონი გვეშვერლაბ რაღაცა

გამუმარჯოს მინდა გითხრა რომ თუ სურვილი იქნება შეგვიძლია შევხვდეთ და დავილაპარაკოთ საქმიანად . მე მარტო ვერ შევძელი ამისტვის თავის მობმა .უამრავი სხვა საქმე მაქვს და იმიტომ თორე დამიჯერე არაფერი სირთულე დღევანდელ დღეს არ არი. მთავარია მონDომებააააა

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 13 2009, 00:27

იცით რა მაინტერსებს???...ამ სპორტის რაიმე ფედერაციისდამაგვარი...არსებო

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 13 2009, 00:40

kaxa108
ჯერ გამარჯობა newsmile05.gif

ძალიან მომეწონა რაც წავიკითხე და ცოტა ჩემ შეხედულებასაც დავწერ.........
მე არც ძველ სპორცმენებს ვიცნობ და არც ახლო შეხება მაქვს ამ სახეობასთან, მაგრამ.......
მოდი პირდაპირ ვთქვათ, საქართველოში სპორტული სროლა მკვდარია და დიდი ეჭვი მაქვს რომ ამ სპორტის
ყოფილი მიმდევრების დამსახურებაც არის ამაში, ეხლა ვინმემ არ დაიწოს აქ და რას ლაპარაკობ და
ეგ რამ გათქმევბინა ან კიდევ რაიმე დაგვარი, მე რომ არ ჩამიკუკია ეგ ნათელია.........

შენ რომ ეგ სპორტი გიყვარს შეგიძლია რომ ღიათ დაწერო რა არის ამ სპორტის დაჩოქების მიზეზი?
მოდი და ქართული ფეხბურთივით არ ვილაპარაკოთ მაგარი გუნდი ვიყავითო და ეხლა რა გვჭირსო?
კი არ გვჭირს რამე გურჯები ვართ და თავში გვაქვს ავარდნილი, სპორცმენები კი არა და მარიაჟის ამბავი იყო
თორე მითხარით ვინმემ ქარული გვარი რომელსაც ნებისმიერ თანამედროვე მსროლელი იცნობს,
რარაც არამგონია რომ დამისახელოთ.............

შენ თუ რამე წრე სშეკარი მაგაზე კარგს ვერაფერს ვერ იზავდი, ჩვანებმა დაწმუნებული ვარ არ იცოდნენ ამის
შესახებ თორე აუცილებლად დიდი მხარდამჭერთა გუნდი გეყოლებოდა "ოჩოპინტრეს" სახით....
მოკლედ აგერ ჩვენი ინტერნეტ რესურსი და შეგიძლია გამოიყენოთ, ოღონდ ამ საქმეს თავი მოაბით,
ჩვენგან სრულ საინფორმაციო უზრუნველყოფას და კიდევ სხვა რაღაცეებს გაგიწევთ ოღონთ საქმე გვანახეთ

პოსტის ავტორი: 919 Nov 13 2009, 13:05

ხალხნოუუუუ!!!

შეიძლება სასროლეთის თემა განახლდეს იმ ლოკაციაზე სადაც მე თავიდან ვიძახდი...
ოღონდ 2 კვირა იქნება საჭირო ამ ყველაფრის გასარკვევად newsmile045.gif

მგონი მიწას ვშოულობთ და სერიოზულ მხარდაჭერასაც!
მაგრამ ჯერ-ჯერობით არავის ვაიმედებ... თვალი არ გვეცეს newsmile053.gif

პოსტის ავტორი: მაჭარა Nov 13 2009, 13:18

919
როგორც ვატყობ საქმე უფრო და უფრო წინ მიიწევს newsmile05.gif მიხარია ძალიან newsmile05.gif

პოსტის ავტორი: 919 Nov 13 2009, 13:28

kaxa108

კიდევ ერთხელ სალამი. გამახარა წაკითხულმა. იმედია "ცხვირის ჩაყოფა" საერთო საქმის კუთხით არ მიგიღია.
მე სულ სხვა რამე ს ვგულისხმობდი. კერძოდ კი იმას, რომ ჩემს პროფესიონალურ საქმიანობაში ყველა ერევა და
ეს სასროლეთთან და სტენდთან არანაირ კავშირში არ არის!!! newsmile05.gif

მინდა კიდევ ერთხელ მივესალმო შენს ნაღვაწლს - გაგიმარჯოს! და ჩვენც გვერდში თუ ამოგვიდგები, აჰა ჩვენი
მეგობრული ხელი, ალალი სული და ცხელი გული! ეს ფორუმი ძალიან საინტერესო და მეგობრულ ადამიანებს აერთიანებს.

თუ საქმეს სჭირდება მკლავებსაც ავიკაპიწებთ!

პოსტის ავტორი: kaxa108 Nov 13 2009, 16:39

მე გთავაზობთ ესეთ რამეს . დაინტერესებული პირები შევიკრიბოთ , ვთქვათ ჩვენ ჩვენი აზირ და ჩამოვყალიბდეთ. თორე ასე ფორუმზე დაწერილი მესიჯებით არაფერი გამოვა. ყველა თავისას იტყვის ვის რა შეუძლია და ვნახოდ იქნებ მართლა გამოვიდე საქმე

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 13 2009, 18:19

სიამოვნეით !
შევხდეთ და დავილაპარაკოთ, ერთი სპეც შეხვედრა მოვაწყოთ და ეგაა

პოსტის ავტორი: 919 Nov 13 2009, 18:37

Bonehill

ბონი! რაფერ ხარ ძამა??? ვალი არ დამვიწყებია და შეხვედრის თანავე გავსწორდებით newsmile045.gif

ისევ აგიზგიზდა სასროლეთის თემა -ჰაააა?! newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 13 2009, 19:12

მაგრად ძმაო, შენ როგორ ხარ გიგა ბატონო newsmile05.gif
მაგრა მიხარია რომ ყურადღება ამ თემის მიმართ არ ქვრება, მგონი რაცხა იქნება. შეხვედრაა რა საჭირო კახასთან, კიდევ ერთი ორ საჭირო ადამიანსაც დავუძახოდ და ეგაა.
პ.ს. "შტო ზა ვალი" ?? newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 14 2009, 00:26

ციტატა(niko @ 13th November 2009 - 20:12) *
შეხვედრაა რა საჭირო კახასთან, კიდევ ერთი ორ საჭირო ადამიანსაც დავუძახოდ და ეგაა.

თუ სპორტის ამოქაჩვაზეა საუბარი..უფრო რთულად მგონია საქმე...ზემოთ კი დავწერე..მარა წამიშალა..ეხლა თავიდან დავწერ...რა მაინტერესებს...ამ სპორტის...ფედერაცია არსებობს???...ვინმე პასუხისმგებელი პირები..თავიანთი დოკუმენტაციით და ბეჭდით(როგორც სხვა სპორტი სახეობებში) შემორჩენილი არის???..თუ ეგეთი არსებობს..მაშინ მაგათ გარშემო გაერთიანებაა საჭირო და თავიდან დაწყება..(ჯერ საკუთარი ხარჯებით და ენთუზიაზმით)..სტენდის მოწყობაც შეიძლება ასე თუ ისე...ცოტა შეიძლება სპორტის დეპარტამენტსაც დავადებინოთ თავიდან...ბოლობოლო..ოლიმპიური სახეობაა...შეიძლება კარგი პერსპექტივაც ქონდეს....

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 14 2009, 11:15

არსებობს ლეუშ არსებობს ! მაგრამ მანდ ცოტა სხვანაირადა საქმე, მოკლედ ერთი კარგი შეხვედრაა საჭირო
newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 14 2009, 11:43

ნუ ჩქარობთ შეხვედრას, ჯერ აქ გაარჩიეთ რომ შეხვედრის მიზეზი გქონდეთ, დამჟერეთ ბიძია
მაგის მეტს კი არაფერს არ ვაკვირდები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 17 2009, 00:32

ციტატა(niko @ 14th November 2009 - 12:15) *
არსებობს ლეუშ არსებობს !

თუ არ არსებობს...ესეიგი თავიდან არის შესაქმნელი....ალბათ უნდა შეიკრიბონ ამ დარგის მეტრები...(ვისაც ამ სპორტში სიტყვა ეთქმით) აირჩიონ ხელმძღვანელი...დასახონ გეგმები და დარეგისტრირდნენ თავიდან....ვინაიდან სტენდი არსებობს...(თუ არ ვცდები სახელმწიფო ბალანსზე) და იმ სტენდსაც ბატონი შოთა კურირებს...არამგონია ბევრი საფიქრალი იყოს.საიდან უნდა დაიწყოს საქმე...

თუ ოფიციალური საკითხი მოგვარდა...იმ სტენდის წესრიგში მოყვანას რა უნდა....თავიდან ნუ იქნება ულტრა თანამედროვე დანადგარები....იმ საცეცხლე წერტილების შელესვა, გადახურვა, გალამაზებას რა უნდა.....აქ რო ჩამოვყაროთ თითომ 10 ლარი..იმდენი ცემენტი და საშენი მასალა კი მოგვივა..ჩვენით რო გავაკეთოთ...(იმის ამოშენებას რა უნდა)..თუ სისტემატიურადაც ვივლიდით და იქაურობას გამოვაცოცხლებიდით(პატარა ჩემპიონატები)....უკვე შესაძლებელი გახდებოდა სპორტის დეპარტამენტსაც...შევხმიანებო

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 17 2009, 00:37

ისე თითონ რატომ არ აკეტებენ ამ ყველაფერს, ან სპონსორებს რატომ არ ეძებენ?

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 17 2009, 01:08

ციტატა(vito @ 17th November 2009 - 01:37) *
ისე თითონ რატომ არ აკეტებენ ამ ყველაფერს, ან სპონსორებს რატომ არ ეძებენ?

მაგი არ ვიცი...მარა ის ვიცი..რო...რეგბისტები..

უხელფასოდ...გაყინულები..ტალახი
ან(და არა ბალახიან) მინდორზე გადიოდნენ....და თავს არ ზოგავდნენ....შედეგიც აჩვენეს და ეხლა სულ სხვა სიტუაციაში არიან...ყველაფერს უკეთებენ..ხელფასებიც კი აქვთ.(რათქმაუნდა შეძლებისდაგვარად)..ალბათ აქაც ეგრე უნდა რაა...რაღაცა მოძრაობები უნდა მიდიოდეს...გარკვეული შედეგებიც უნდა გამოიკვეთოს...მოკლედ..როცა ყურადღებას არ გაქცევენ..უნდა შეეცადო მიიქციო...(ოღონდ საქმით და არა ლანძღვით)...მაგ შემთხვევაში...ყველაფერი გამოვა..

პოსტის ავტორი: kaxa108 Nov 17 2009, 14:03

გამარჯობათ ხალხო. ფედერაცია არსებობს და ფედერაციის პრეზიდენტი არის საქართველოს ფინანსური პოლიციის შეფი დათო ქარსელაძე. ვიცე პრეზიდენტი არის სასტენდო სროლის განხრით თამაზი იმნაიშვილი. გენ მდივანი გივი ბოსტოღანაშვილი. ნაკრებიც გვყავს ძველი მსოლელების გან შემდგარი. აქ ასეთი სიტუაციაა ვინც სპონსორს იშოვის და ვარჯიშის საშუალება აქვს ის იქნება ნაკრებში. ეხლა როგორც ვიცი შენგელია იყო წასული . არადა დრო იყო გია მსოპლიო დონის მსროლელი იყო და დამტკიცებული აქვს ბევრჯერ. და არამარტო გია............

პოსტის ავტორი: Infrared Nov 17 2009, 14:39

საკმაოდ ძვირადღირებული სპორტია, სასროლო სპორტიდან სალუქვაძის განხრით არის რაღაც მოძრაობები, ამ დღეებში იყო კიდეც ამიერკავკასიის მაშტაბით შეჯიბრი გაიმარჯვა აზერბაიჯანელმა მსროლელმა, პნევმატური პისტოლეტებიდან, სტენდს რაც შეეხება აქ მართლა ძველი სპორტსმენები დარჩნენ, ახალგაზრდა რომელიც ემზადებოდეს ამაში მე პირადად ერთი ვიცი, ისიც საკუთარი სახსრებით, კვირაში მინიმუმს ასრულებს და ეს მინიმუმი 200-300 გასროლაა ახლა ეს გადაიანგარიშეთ, ძალიან მცირე, მაგრამ მოძრაობები მაინც არის მაგალითად მალე ახალი დანადგარები დაიდგმება როგორც ვიცი, თუმცა ამის იქით რა ხდება არ ვიცი, არანაირი მოძრაობა არ არის ამის პოპულარიზაციისათვის, არ იმართება მოყვარულების შეჯიბრი, არ ხდება კორპორატიული ღონისძიებები და უამრავი რამ რაც შეიძლება გაკეთდეს იმისათვის, რომ სახელმწიფომ ყურადღება მიაქციოს ამ სპორტს, არ ვიცი გარედან შეიძლება ადვილი სალაპარაკოა ეტყობა ყველაფერს თავის მიზეზი აქვს. არადა მე კაცი არ მინახავს გლუვლულიანი უყვარდეს და სტენდის ხსენებაზე თვალები არ განათებოდეს ვაა სად არის ეგ ადგილიოnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 17 2009, 15:10

kaxa108

ციტატა(kaxa108 @ 17th November 2009 - 15:03) *
აქ ასეთი სიტუაციაა ვინც სპონსორს იშოვის და ვარჯიშის საშუალება აქვს ის იქნება ნაკრებში

რა საშინელებაა


პოსტის ავტორი: ლევანი Nov 17 2009, 16:04

ესეიგი..არც ისე საშინლად ყოფილა საქმე..(მე უარესი მეგონა)
მაგ შემთხვევაში....მონდომებულმა ადამიანებმა...უნდა მივაკითხოთ(არ ვარ სპორტსმენი..არც პერსპექტივა მაქვს..უბრალოდ მიყვარს..მაგრამ მეც წამოვალ თუ საჭირო იქნა...მასოვკას შევავსებ) თვითონ ფედერაციას...და უბრალოდ უნდა გავარკვიოთ..რა კეთდება მათი მხრიდან...რა პრობლემები არსებობს...და როგორ ფიქრობენ მაგის გადაწყვეტას....ისეთი შეგრძნება მაქვს...თითქოს გაყინულია სიტუაცია და ყველა(ერთეულების გარდა) გვერდიდან უყურებს ამას...ხოდა ეგ ყინული უნდა დაიძრას....რათქმაუნდა იტყვიან...ფული არ არისო....ხოდა სწორედ მანდ უნდა ვიკითხოთ..რას აკეთებენ სპონსორების მოსაძიებლად ან თუნდაც სპორტის დეპარტამენტთან....თუ ვერაფეს....მაშინ იქნებ დაანებონ თავი და იმას დაუთმონ ადგილი...ვინც მაგას მოახერხებს...თუ აკეთებენ და დახმარება ჭირდებათ....დავეხმაროთ რითიც შეგვიძლია......

ციტატა(kaxa108 @ 17th November 2009 - 15:03) *
აქ ასეთი სიტუაციაა ვინც სპონსორს იშოვის და ვარჯიშის საშუალება აქვს ის იქნება ნაკრებში.

აი სწორედ ეგ არის ყველაზე დიდი შეცდომა....სპონსორები..ფედერაც

პოსტის ავტორი: შალვა Nov 17 2009, 19:19

შეკითხვა მაქვს! თუ არის შესაძლებელი სტენდზე ასეთი ვარჯიში: როდესაც თეფში შენსკენ მოდის(მაღლა newsmile090.gif ) ბიჭი მინდა ვავარჯიშო(არც მე მაწყენს) იხვიზე ნადირობის წინ!

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 17 2009, 20:07



სამწუხარო ინფორმაციით უნდა დავიწყო : გარდაიცვალა ლევან სიმონიანი, სპორტის დამსახურებული მწვრთნელი სასტენდო სროლაში, მონკავშირის თავჯდომარე.

შალვა
სამწუხაროდ მასეთი რამე არაა , მაგას მარალი "ბუტკა" უნდა, სპორტინგის სამიზნეებია ეგენი.
kaxa108
მოკლედ სერიოზული დაფინანსების გრეშე არაფერი გამოვა, ერთხელ და საბოლოოდ სრულფასოვნად უნდა აღორძინდეს ეს ყველაფერი, ბოლო ბოლო ოლიმპიური სპორტის სახეობაა თან როგორი წარსული აქვს საქართველოში... საკუთარი ჯიბით ვარჯიში მანდ წარმოუდგენელია !!!! ამის საშუალება ბევრს არააქვს მიუხედავად ამისა შეიძლება ქონდეს ნიჭი, სპორცმენი ხომ არ უნდა დაიჩაგროს...
ძალიან ცუდადაა ამ სპორტის მდგომარეობაა, მერამდენე წელია უკვე იწელება და იწელება მისი აღორძინება.

პოსტის ავტორი: 919 Nov 17 2009, 22:26

მე ერთი აზრი მაქვს...

კარგად უნდა ავწონ-დავწონოთ, შემდეგ კი სოციალურ
რეკლამაზეც ჩამოვყალიბდეთ...
მოვიწვიოთ: მაჩხანელები, შენგელია, სიმონიანი და ქ-ნი ნინო სალუქვაძე.
თავის დროზე ნინო სალუქვაძემ ასეთი რამ ბრძანა : - "საქართველოში
საბრძოლო ხელოვნების ყველა დისციპლინა პრიორიტეტულად უნდა ვაღიაროთ.
ანუ, სროლა, ფარიკაობა, ჭიდაობა, კრივი, აღმოსავლური ორთაბრძოლები და ა.შ."
ამ ყველაფერს იდეოლოგია ჭირდება ჩვენ კი იდეოლოგია და პროპაგანდა ცოდვად
მიგვაჩნია...

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 18 2009, 00:06

ციტატა(niko @ 17th November 2009 - 21:07) *
გარდაიცვალა ლევან სიმონიანი, სპორტის დამსახურებული მწვრთნელი სასტენდო სროლაში, მონკავშირის თავჯდომარე.

მართლაც სამწუხაროა....
ციტატა(niko @ 17th November 2009 - 21:07) *
მოკლედ სერიოზული დაფინანსების გრეშე არაფერი გამოვა, ერთხელ და საბოლოოდ სრულფასოვნად უნდა აღორძინდეს ეს ყველაფერი

სერიოზული დაფინანსება..მეეჭვება მოძიებული იქნას.(თავიდან) თუმცა დსაწყისისთვის გარკვეული თანხა ნამდვილად საჭიროა...ისენი არ ვიცი რას აკეთებენ..მაგრამ მე რომ ვიყო თავმჯდომარე....ეგრე ვიზავდი...შევეცდებოდი მომეძიებინა სპონსორები..გარკვეული თანხა გამომეღლიტა სპორტის დეპარტამენტისთვისაც...რომ მომეხერხებინა..15-20 ათასის მოძიება...უკვე მოვახერხებდი..რამდენიმე საუკეთესო სპორტსმენი...ოლიპიადისთვის მევარჯიშებინა...თუ გარკვეულ შედეგს მივიღებდით(წარმატებას მივაღწევდით)...მერე ცოტა მეტი რიხით მივადგებოდი სამინისტროს.....მოკლედ....მაგისი გასაღები...მსოფლიო ჩემპიონატებში და ოლიმპიადებშია....აი როგორმე იქამდე მიღწევაა საჭირო....

პოსტის ავტორი: 919 Nov 18 2009, 00:15

მეგობრებო,

მგონი მიწის საკითხი დადებითად წყდება და თუ დამკაში
გავალთ, ჩათვალეთ 50% საქმის გაკეთებულია!

პოსტის ავტორი: ვიტო Nov 18 2009, 10:19

შალვა
როგორ არ არის, მიახლოებული არის რა

Bonehill
ნიკა მეორე პოზიციაში რომ ვისროდით ეგ გამოადგება შალვას,
ყოველ შემთხვევაში მიახლოებულია რა


919
რატომ არის პროპაგანდა ცოდვა? ამ ფორუმს და კლუბს რაც შეუძლია კი გაუკეთებთ,
ელემენტარულად რამე გაკეთდეს და ვინ ეტყვის უარს, ჩვენ ჩვენსას ვიზავთ, სხვა
თავისას და აშენდება სოფელი ნელნელა, მაგრამ ჩვენ ხომ არ უნდა დავრბოდეთ მაგაზე,
მე რომ აქ ვარ უმპროსი მე დავრბივარ და ვაკეთებ ყველაზე მეტს, ისე უნდა ქნან იმეებმაც
და ყველაფერი გამოვა

ციტატა(Gigs13 @ 18th November 2009 - 01:15) *
მგონი მიწის საკითხი დადებითად წყდება და თუ დამკაში
გავალთ, ჩათვალეთ 50% საქმის გაკეთებულია!

მაგარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 18 2009, 10:32

ვიტო
მრგვალ სტენდზე ვარჯიში ყველა ვარიანტში გამოადგება ნებისმიერ მონადირეს , ნებისმიერი პოზიციიდან სროლა. გარდა დუბლეტი სამიზნეების.
ლევანი
დადიან მსოფლიო ჩემპიონატებზე ლევან ერთი ორი შემორჩენილი მსროლელები, მაგრამ 20 წლის წინანდელი ნავარჯიშებები დიდი შედეგებს ვერ აჩვენენბენ ხოლმე, იყვნენ ორი სამი თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე მაგრამ აბა რა უნდა ექნათ კი იცით, ამ პირობებში "ნავარჯიშებ" ხალხს.
მაგ. ვიღაცა რუსი მსროლელი რომელიც კვირაში 600 ვაზნას ისვრის და ასე ვარჯიშობს მტელი წლის განმავლობაში, რომ შეეჯიბრება სპორცმენს რომელიც უშუალოდ შეჯიბრის წინ ისვრის 150 ვაზნას; ხვდებით ალბათ როგორი შედეგით დამთავდება პაექრობა...................................................
ესაა ქართველი სპორცმენების უპატივისცემლობა !
(გადააკვდნენ ამ უშედეგო სპორტს)

პოსტის ავტორი: Infrared Nov 18 2009, 11:28

ვახ თქვენ გენაცვალეთ ბიჭებო რამდენი გულანთებული კაცია, მარა ეს მეორე გასვლა კი ჩააგდეთ ჩემი გულის გასახარად, მე ვერ მოვდიოდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 18 2009, 14:44

ციტატა(niko @ 18th November 2009 - 11:32) *
მაგრამ 20 წლის წინანდელი ნავარჯიშებები დიდი შედეგებს ვერ აჩვენენბენ ხოლმე, იყვნენ ორი სამი თვის წინ მსოფლიო ჩემპიონატზე მაგრამ აბა რა უნდა ექნათ კი იცით, ამ პირობებში "ნავარჯიშებ" ხალხს.

ხოდა მაგას ვამბობ სწორედ.....ვინც სპონსორს მოიძიებს...იმას კი არ უნდა ასროლინონ....სპონსორები...

თვითონ უნდა მოიძიონ ფედერაციიც ხელმძღვანელებმა.. 20 000 ლარიც რო მოიძიონ...20 000 სროლა მაინც გამოუვათ(თეფშიან ვაზნიანად)..ხოდა 2 საუკეთესო(და არა ნაცნობი და სპონსორის მომძიებელი) სპორტსმენიც რო ავარჯიშონ ინტენსიურად....რაღაც შედეგი ნაღდად ექნებათ...შედეგებს კი ყველა სხვა თვალით უყურებს(მათ შორის ხელისუფლება)...აი ეგ კი ამ სპორტის გაშვების გასაღებია....

პოსტის ავტორი: შალვა Nov 18 2009, 15:09

ციტატა(levani @ 18th November 2009 - 15:44) *
...შედეგებს კი ყველა სხვა თვალით უყურებს(მათ შორის ხელისუფლება)...აი ეგ კი ამ სპორტის გაშვების გასაღებია....

ეგ მთლად ეგრე არ არის ჩემო ლევან მაგალითისთვის ფეხბურთი საკმარისია რაც მაქ მაყუთი ჩაყარეს რავიცი! სამწუხარო ის არის რომ სტენდი ჩვენი ფეხბურთივით მაღალ პოზიციებზე იდგა, გვყავდა უმაგრესი ჩემპიონები მსოფლიო და ოლიმპიადის პრიზიორები რომლებმაც საკუთარი სპორტის აღორძინებისათვის როგორც ვხედავთ ბევრი ვერაფერი ვერ გააკეთეს..... ,,სხვისთვის" ფულის საშოვნელად და საჩალიჩოდ კაბინეტებში სიარულს სახლში ჯდომა და წუწუნი ამჯობინეს, რაც ფეხბურთზე მაყუთი დაწვეს იმის მეათედით 10 წელიწადში 4-5 ავროპის და მსოფლიო კლასის სპორცმენი გაიზრდებოდა, ეხლა კი რა ხდება რაც გვქონდა (ბაზები) ისინიც ან განადგურდა ან ნადგურდება, ერთი ორი ენთუზიასტი ამ საკმაოდ ძვირ სპორტის სახეობას ვერ გააცოცხლებს, მოყვარულის დონეზე კი ნამდვილად შეიძლება რომ რამოდენიმე ათეულმა კაცმა ჩვენი ჭია გავახაროთ.

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 19 2009, 00:42

ეგეც მართალი რათქმაუნდა....და სიმართლე ითქვას...მე ვფიქრობ ეგრე..თორემ ეგეც ან უშველის და ან არა....ეგაც რაგბის მაგალითიდან გამომდინარე..ვიფიქრე....კარგად მახსოვს...რა თავგამოდებით ომობდნენ ჩვენი რაგბისტები...(ცარიელ ენთუზიაზმზე)...მაინც მოახერხეს...რაღაცის გაკეთება...კარგი შედეგები როგორც კი წამოვიდა...მერე დააფიქსირეს...თურმე რამდენი უწვალიათ მაგ ხალხს...და სიმართლე ითქვას...ასე თუ ისე ყურადღება მიაქციეს...მაგათთვის რო მართლა იმხელა ფული მიეცათ რაც ფეხბურთში ჩადეს.....კაი ხნის მსოფლიო ჩემპიონები ვიქნებოდით...ხოდა იმიტომ ვიფიქრე..აქაც ალბათ ეგრე უნდა დაწყება.....ის კი ფაქტია..სასტენდო სროლას...ფედერაცია ყოლია და ეგ არც კი ვიცოდი....იმიტომ რომ არსად გამოჩენილან...არავინ შეუწუხებიათ....ამ დროს..ოლიმპიური სახეობაა....ხოდა ოლიპიადაზე...წარმატებას დიდი ყურადღება ექცევა...ყველა ქვეყნის მხრიდან...ეგ პოლიტიკამდე მიდის...(გაიხსენეთ ცირეკიძის გამარჯვება)

პოსტის ავტორი: kaxa108 Nov 20 2009, 13:29

გამარჯობათ ხალხო. გუშინ ვიყავი ბატონი ლევანის გასვენებაში. აცხონოს ღმერთმა მისი სული. რა სტენდიც გვაქვს დღეს მაგ კაცის დამსახურებაა. თუ კი ვინმეს სროლასთან კავშირი აქვს ყველა იქ იყო. რათქმაუნდა ვისაუბრეთ და მინდა გითხრათ რომ , ყველაფერი გაცილებით უკეთესად არის ვიდრე გვგონია. პირველი რაც ყველაზე ადრე იქნება ეს არის რომ , დათო ქვქთაზეს ჩამოუტანია ნასტას მანქანები მრგვალი სტენდისთვის და დაახლოებით ერტ ტვეში დადგება ვარკეთილში . ველაპარაკე თამაზი იმნაიშვილს და მითხრა რომ , სტენდი ყველაზე ადრე აშენდება რუსთავში . ადგილიც გამოყოფილია და არქიტექტორიც მუშაობს უკვე პროექტზე. ასე რომ, ეს ზალიან ახლო მომავლის პერსპექტივაა. სტენდი იქნება ასევე თბილისში. ოღონდ აქ ჯერ მიწის გადმოცემის პროცესია და ეგეც დასრულდება უახლოეს მომავალში. სტენდის აშენება იგეგმება ასევე ბათუმში იქაც სერიოზულადაა საქმე და ვნახოთ მემგონი გვეშველება რამე.

პოსტის ავტორი: შალვა Nov 20 2009, 13:52

kaxa108
შენ პირს შაქარი! კარგია კარგი ამბავი!

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 20 2009, 13:52

გაუმარჯოს კახას, ჩვენც იყავით ბნ ლევანის გასვენებაში,, უბრალოდ ცოტა ადრე მოგვიწია წამოსვლა, (სამსახურების ამბავი ხომ გესმის).
ეს ძალიან კარგი ამბებია, თუმცა მაგას ვწერდი ერთი ორი თვის წინ , უბრალოდ არ დაადგებოდა მეგონა საშველი აშენებას.
მიწის გადმოცემაზე რომ ამბობ მერვე პოლკის ტერიტორიას გულისხმობ მგონი არა?
ღმერთით ღმერთით ყველაფერი newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif
(პ.ს. კაცმა სტენდის მანქანები თავისი ჯიბით "იკისრა და კიდევ კარგი. ისე მაგ კაი კაცს "რებიტიც" აქვს, სპორტინგი და რამე პერსპექტივაშია დამიჯერე )

პოსტის ავტორი: ლევანი Nov 21 2009, 01:39

აჰააა...თურმე როგორ ყოფილა საქმე და..ისეთი სურათი დაიხატა თავიდან კინაღამ გამოვიგლოვე ეს სპორტი...(კინაღამ ფედერაციას მივადექი) newsmile035.gif newsmile035.gif მართლა გამეხადა....და დიდი სიამოვნებითაც ვივლიდი სტენდზე..(რათქმაუნდა გასართობად..და ცოტა სროლის სასწავლადაც)..კარგია ღმერთმა ხელი მოუმართოთ.... newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გრიზლი Nov 21 2009, 10:25

კი მაგ ამბებს მეც მოვკარი ყური, ნამდვილად ეგრეა! მაგარია!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: Infrared Dec 6 2009, 16:09

ოხხ რა გამწარებული მოვედი, 2 თვე იქნება თოფს არ გავკარებივარ და შედეგიც მოვიმკე 50 გასროლა 12 შედეგიანი newsmile089.gif წარმოუდგენელი შედეგია ჩემთვის newsmile038.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 7 2009, 09:36

არაუშავს, სისტემატიური სროლა უნდა მაგ საქმეს რა, რაც ყოველთვის ვერაა შესაძლებელი.
ერთხელ გავიდეთ ერთობლივზე

პოსტის ავტორი: Infrared Dec 7 2009, 09:42

ერთხელ გავიდეთ ერთობლივზე

აუცილებლად ეს უცებ მოხდა 40 წუთით ავედი ვაბრახუნე ჰაერში, გავმწარდი და წამოვედიnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Dec 7 2009, 18:32

ეჰჰ აბა მე რაღა ვთქვა...25 სროლიდან 2 მოვარტყი...მართლა არ მაწყენდა ვარჯიში...იქნება სროლა დავამუღამო...

პოსტის ავტორი: gizovichi Dec 10 2009, 09:30

Bonehill
ორგანიზება გავუკეთოთ ერთ რიგით გასვლას სტენდზე, სანამ ამინდები აირევა

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 10 2009, 10:31

სიამოვნებით

პოსტის ავტორი: gizovichi Dec 10 2009, 11:05

Bonehill
რამდენიც შევიკრიბებით გავიდეთ

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 10 2009, 11:22

ოკ

პოსტის ავტორი: Infrared Dec 15 2009, 13:51

აბა როგორ ხართ ლომებო? ემზადებით გაზაფხულისთვის? მე გადადებული მაქვს ჩემი წილი ფინანსებიnewsmile05.gif ისე რუსთავის თემა მუშავდება მაგრად როგორც გავიგე, კომბინირებული სტენდი უნდათ.

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 15 2009, 15:17

Infrared
თუ კიდევ 15 წლი აერ გაიწელა კარგი იქნება.
მე პირადად ზღვაზე მრგვალი სტენდის რესტავრაციას ველოდები დიდი იმედებით. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: KOBALIA Dec 18 2009, 21:53

მაგარი მუღამი მაქვს სტენდის და თუ რამე გასვლის პონტი გაიჩითა აქ ვარ!!!

პოსტის ავტორი: Bonehill Dec 19 2009, 17:04

აუცილებლად

პოსტის ავტორი: hunter... Jan 26 2010, 20:04

თქვენ თუ მაგ სიკეთეს იზავთ პირველი მე ვივლი 16 წლის ვარ და სულ მაგაზე ოცნებობდი რო ეგეთი რაგაც კოპილიკო საქართველოში newsmile035.gif მაგარი იქნება ძაან newsmile035.gif:D და დაახლოებით როდისთვის იქნება ეგ საქარტველოში?

პოსტის ავტორი: Bonehill Jan 26 2010, 20:56

გაზაფხულზე დიდი იმედი მაქვს რომ ერთი გამართული მოედანი გვექნება....

პოსტის ავტორი: Infrared Feb 2 2010, 00:43

დღეს გვინდოდა ასვლა მარა შოთამ ქარიაო. რუსთავში მიდის კეთება და რამდენადაც ვიცი ბათუმში არის სტენდზე საუბარი. კარგია რაღაც მოძრაობები შეინიშნება.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 2 2010, 10:11

Infrared
რუსთავში სად კეთდება იქნებ დააკონკრეტოთ

პოსტის ავტორი: Infrared Feb 2 2010, 13:08

ნამდვილად არ ვიციnewsmile05.gif მარა კომბინირებული იქნება იმედია ანუ მრგვალიც და სასანგრეც.

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 2 2010, 13:21

იქ სადაც ახალი ავტოტრეკი შებდება

პოსტის ავტორი: kaxa108 Feb 3 2010, 11:58

ციტატა(Bonehill @ Feb 2 2010, 14:21) *
იქ სადაც ახალი ავტოტრეკი შებდება

სტენდზე ასვლას თუ დააპირებთ გამაგებინეთ მეც. წამოვალ აუცილებლად. ცოტა წავივარჯიშებ თორე თეფშის ფორმა დამავიწყდა

პოსტის ავტორი: gizovichi Feb 3 2010, 19:01

სეზონი მთავრდება და შეიძლება სტენდზეც გასვლა დაიგეგმოს

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 3 2010, 20:11

gizovichi
kaxa108
dastur.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Feb 4 2010, 01:26

Bonehill
ადრეა, თან ძალიან ადრეა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 4 2010, 12:35

სეზონზე დიდი გასვლა არა შე კაცო

პოსტის ავტორი: kaxa108 Feb 5 2010, 11:12

იხვი მოვითავოდ და მერე

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 5 2010, 13:26

ოოოკ

პოსტის ავტორი: Infrared Feb 24 2010, 19:47

აბა როგორ ხართ იდეურო ძმებო? newsmile041.gif ჩვენებური სეზონი ახლოვდება!

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 24 2010, 21:08

Infrared
დაგვეკარგე ძალიან, ხოა მშვიდობა newsmile05.gif
ახლოვდება ახლოვდება თან კაი გეგმებიც გვაქვს სამომავლოდ.

პოსტის ავტორი: Infrared Feb 25 2010, 00:10

ციტატა(niko @ 24th February 2010 - 22:08) *
ახლოვდება ახლოვდება თან კაი გეგმებიც გვაქვს სამომავლოდ.

ძალიან კარგი ნიკუშ, მეც თქვენს გვერდით ვარ ამ და ყველა სხვა კაი საქმეში.

პოსტის ავტორი: Infrared Mar 16 2010, 20:21

იმ თემაში წაშალა მოდერმა და აქ დავწერ, მაგნუმში ყოფილა ტყვიები 50 თეთრად პარტიაზე, თუმცა უთავდებოდათ და აპირებდნენ ჩამოტანას, დღეს სამსახურის გამო ვერ შევძელი მაგნუმში მისვლა და დეტალურად ყველაფრის გარკვევა, იმედია ამ დღეებში შევძლებ თუ არადა მერე იქნებ ვინმემ მოახერხოს მისვლა და დალაპარაკება.

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 16 2010, 21:20

მწარმოებელია საინტერესო ვინაა.

პოსტის ავტორი: Infrared Mar 17 2010, 12:49

ვიყავი მაგნუმში, ყოფილი ფორზა ახლა უეფიო ასე მითხრა, თუქრული ტყვიებია აწერია super skeet რა ნომერია ვერ წავიკითხე მარა რახან სქიიტ წერია ესეიგი 9/5 ნომერია, თავიდან კი გაიძახდა შვიდ ნახევარიაო, დავითუს ვაზნები არის შავი ფერის აწერია სუპერ სქიით ეგენია რაც შენ ისროლე? ახლა რაც შეეხება ფასს ფასი 50 თეთრი თუ ავიღთებთ პარტიას მინიმუმ ერთი ყუთი 250 ცალი, აქვს დარჩენილი 2000 ცალი მარა კიდევ ჩამოვიტანო, შოთამაც გასინჯა და ნორმალურიაო. დანარჩენი გადავწყვიტოთ შეიძლება ერთი კოლოფის აღება და გასინჯვა. ხვალ ვნახავ ბიჭებთან მაგ კოლოფს და ზუსტად მწარმოებელს გადავამოწმებ პატივცემული ვაჟა შეიძLება ცდებოდეს.

პოსტის ავტორი: Davitus Mar 21 2010, 08:47

Infrared

არა გიგა, მადლობა ღმერთს ეგ არ არის... სხვა იყო მე რაც ვისროლე... მოკლედ იმედია გამოდგება, ბატონმა შოთამ თუ ისროლა და კარგიაო, მეეჭვება ჩვენ დილეტანტებმა დავიწუნოთ

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 21 2010, 09:28

Infrared
სურათები თუ შეგიძლია რომ დადო ყუთის და ვაზნის, მე უბრალოდ ვერ ვიცლი მანდ მისასვლელად

პოსტის ავტორი: Infrared Mar 21 2010, 20:30

Bonehill
მეც შენ დღეში ვარ აპრილამდე...

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 21 2010, 20:45

ოოკ
newsmile045.gif

პოსტის ავტორი: shota tavadze Apr 19 2010, 22:16

ციტატა(gizovichi @ Dec 10 2009, 10:30) *
Bonehill
ორგანიზება გავუკეთოთ ერთ რიგით გასვლას სტენდზე, სანამ ამინდები აირევა

გამარჯობათ ფორუმელებო! წავიკითხე თქვენი პოსტები, და თუ მოინდომებთ შეჯიბრის მოწყობას ახალი სტენდიც უკვე მზად არის. ორგანიზება გაუწიეთ და დამიკავშირდით. მე ყველანაირად დაგეხმარებით.

პოსტის ავტორი: akela1954 Apr 20 2010, 00:18

shota tavadze
ახალი სტენდი ? small3d018.gif სად ბატონო შოთა?

პოსტის ავტორი: ბალა Apr 20 2010, 00:52

მაიცა კაცო ეხლა რა მაინტერესებს ბონემ რომ მოაგროვა ფულები და რომ მოტყდა ან სტენდზე გავიდეთ ან რაცხა ვქნათ თორემ თოფი მეცოდება ეს რომ დევს ეულად

პოსტის ავტორი: Infrared Apr 20 2010, 10:51

ციტატა(:)ZORAIDE:) @ 20th April 2010 - 01:52) *
ბონემ რომ მოაგროვა ფულები და რომ მოტყდა


ხო აეროპორტში კამერაზეა დაფიქსირებული როგორ ტოვებს ბონე საქართველოს საზღვარსnewsmile05.gif) გუშინ 9 საათიან კურიერში გადმოსცეს, ინტერპოლის ძებნილთა სიაშია უკვეnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: balaklava Apr 21 2010, 10:57

ტირიცაა ბიჭებო საჭირო "ნარეზნოი" იარაღის სამიზნის შესამოწმწბლად,ოპტიკის დასარეგულირებლად მანძილის მიხედვით

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 21 2010, 20:39

ციტატა(ბალა @ Apr 20 2010, 01:52) *
მაიცა კაცო ეხლა რა მაინტერესებს ბონემ რომ მოაგროვა ფულები და რომ მოტყდა ან სტენდზე გავიდეთ ან რაცხა ვქნათ თორემ თოფი მეცოდება ეს რომ დევს ეულად

ხო ეხლა ჩამოვედი ჰავაიდან, მაგრად დავისვენე.

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 21 2010, 22:42

ციტატა(niko @ 21st April 2010 - 21:39) *
ხო ეხლა ჩამოვედი ჰავაიდან, მაგრად დავისვენე.

უჰ...შე გაზულუქებულო. newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

ციტატა(gochaa @ 21st April 2010 - 11:57) *
ტირიცაა ბიჭებო საჭირო

ეგ მართლა კარგი რამეა..მაგრამ მაგის აშენება 2 ლიმონი დაჯდება...და ისევ სადმე რომ გვექირავა ხოლმე უკეთესი არ იქნება???... სადღაც იარსებებს...მყარად მჯერა.

პოსტის ავტორი: Bonehill May 30 2010, 11:02

http://www.thefirearmblog.com/blog/2010/05/24/i-have-seen-the-future/
ამათ შეხედეთ დახურულ შენობაში აქვთ სტენდი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 30 2010, 11:13

დზალიან მაგარია

პოსტის ავტორი: რეზიკო Jul 9 2010, 14:12

ერთი კარგი ინფორმაცია მაქვს მათთვის ვისაც სასტენდო სროლა აინტერესებს. გურიაში კერძოდ ოზურგეთში არის სასტენდო ადგილი, რომელზეც ადრე ჩატარებულია ევროპის ჩემპიონატის შესარჩევი ტურნირი. ამჟამად ამ ტერიტორიაზე არის რესტორანი და სამომავლოდ იგეგმება დიდი კომპლექსის აშენება მათ შორის სასტენდო სროლის განვითარება. ამისთვის საჭიროა დანადგარების ყიდვა. თითო სასტენდო ადგილზე საჭიროა 17 დანადგარი. სულ 3 სასტენდო ადგილი მაქვს. პირველ ეტაპზე ერთი სასტენდო ადგილის გახსნაც საკმარისი იქნება იმისთვის რომ ჩატარდეს საქართველოს ჩემპიონატი. ამჟამად ვცდილობ რომ დაფინანსება მივიღო სასტენდო სროლის ფედერაციისგან. როგორც კი შევძლებ ამ ყველაფრის გაკეთებას აუცილებლად შეგატყობინებთ.

ერთი კითხვა მაქვს თქვენთან: დღეს ხმარებაში აღარ არის ისეთი დანადგარები რომლებიც ისვრის პლასტმასის თეფშებს. ყველა იყენებს ყინულის დანადგარს რომელიც ყინავს წყალს და ასხამს თეფშებს. ესეთი დანადგარები კარგია როგორც ფინანსურად ასევე ეკოლოგიურადაც. იქნებ გქონდეთ ვინმეს ინფორმაცია ამდაგვარი დანადგარების შესახებ? თუ ვინმე რამეს გაარკვევთ მომწერეთ აქვე და ამით საქმე წინ წავა. მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 27 2011, 19:37

სტენდის სროლის ტრენერის ნომერი არავინ იცის???

პოსტის ავტორი: kupra Aug 27 2011, 19:59

ციტატა(Bonehill @ Apr 21 2010, 21:39) *
ხო ეხლა ჩამოვედი ჰავაიდან, მაგრად დავისვენე.

ჰაჰა კაი იყოოო.. newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Aug 27 2011, 20:25

კუპრა რა უნდათ? კორუფციაში მდებენ ბრალს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: იკო1981 Aug 27 2011, 20:47

რა მაგარი ამბარია და ვაბშე კომპლექსი newsmile035.gif მინდა გეთი! :(

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Aug 27 2011, 20:59

ციტატა(Bonehill @ May 30 2010, 12:02) *
http://www.thefirearmblog.com/blog/2010/05/24/i-have-seen-the-future/
ამათ შეხედეთ დახურულ შენობაში აქვთ სტენდი newsmile05.gif

ეს არის ნამდვილი ქვეყანა... :( ნეტა აქაც ესე იყოს

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Oct 12 2011, 18:31

დავიწყე სტენდი პირველად ვისროლე და 30დან 16მდე მოვარტყი...

პოსტის ავტორი: Shooter Nov 12 2011, 16:59

სტენდი რომ შენდებოდა რუსთავში კიდე შენდება თუ რა ხდება მანდ საერთოდ?

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 12 2011, 17:52

გაჩერებულია მშენებლობა, გაურკვეველი ვადით.
bliadzl.gif

პოსტის ავტორი: Shooter Nov 12 2011, 19:43

хотели как лучше, получилось как всегда :(

პოსტის ავტორი: Hushta Mar 9 2012, 12:04

გამარჯობათ!

ვარკეთილში სად არის სტენდი? ინსტრუქტორი ყავთო აქ წავიკითხე და ტელეფონის ნომერი ან ადგილი შეგიძლიათ მიმასწავლოთ?

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 9 2012, 12:21

წამოდი გასვლაზე და გეტყვი
რისთვის იყიდე იმხელა საბურავები

ბონემ იცის ზუსტი კოორდინატები მგონი
შემოვა და დასწერს

ისე ამ თემაშიც უნდა ეწეროს

პოსტის ავტორი: OQRO444 Mar 9 2012, 14:33

ესეც იაფი და იორღა.......

http://www.amazon.com/BRAND-NOT-SPECIFIED-Hyper-Thrower/dp/B000UGISJO/ref=pd_sim_sbs_sg_12

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 9 2012, 15:42

ციტატა(OQRO444 @ Mar 9 2012, 15:33) *
ესეც იაფი და იორღა.......

http://www.amazon.com/BRAND-NOT-SPECIFIED-Hyper-Thrower/dp/B000UGISJO/ref=pd_sim_sbs_sg_12

ვა რა მაგარია, მაგას კი შეიძენდა კაცი, მაგის თეფშები თბილისში იყიდება სადმე? თუ ეგეც უნდა გამოიწეროს კაცმა?

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 9 2012, 15:45

მაქსიმუსა
თეფშები კი იყიდება მაგრამ აპარატი არ ვარგა newsmile045.gif არასტაბილურია და გაფრენილზე სროლას მაგით ვერ დაამუღამებს კაი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Mar 9 2012, 15:46

http://www.radikal.ru
შავად შემოხაზულია სტენდის ადგილი. newsmile05.gif
599 55 78 65 ბნ. შოთა თავაძე
599 53 86 99 ბნ. გელა სიმონიანი

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 9 2012, 15:54

Bonehill

ციტატა
თეფშები კი იყიდება

რა ღირს და რამდენია შეკვრაში?

ციტატა
არასტაბილურია და გაფრენილზე სროლას მაგით ვერ დაამუღამებ

რატო? მაინცდამაინც დანადგარმა უნდა ისროლოს? იგივენაირ გასროლებს მაგით ვერ გააკეთებ?

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 9 2012, 16:03



აი უფრო ახლოდან

ნახაზებიც კი ჩანს

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Mar 9 2012, 16:08

მაღაზია მაგნუმში იყიდება სასროლი 15ლარი ღირს. ხელში დაიჭერ და თეფშს ჩადებ და გაიქნევ . newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 9 2012, 16:23

მაქსიმუსა

ციტატა(MAQSIMUSA2 @ 9th March 2012 - 16:54) *
რატო? მაინცდამაინც დანადგარმა უნდა ისროლოს? იგივენაირ გასროლებს მაგით ვერ გააკეთებ?

ვერ გაისვი იმიტომ რომ, ერთნაირ ტრაექტორიას ვერ უზრუნველყოფ.
თეფშები მარაზია მაგნუმში გუდვილში ღირდა 40 ლარი 150ცალი ყუთში.

პოსტის ავტორი: მაქსიმუსა Mar 9 2012, 17:14

nikoloza_migina
Bonehill

ციტატა
მაღაზია მაგნუმში იყიდება სასროლი 15ლარი ღირს. ხელში დაიჭერ და თეფშს ჩადებ და გაიქნევ .

ციტატა
ვერ გაისვი იმიტომ რომ, ერთნაირ ტრაექტორიას ვერ უზრუნველყოფ.
თეფშები მარაზია მაგნუმში გუდვილში ღირდა 40 ლარი 150ცალი ყუთში.

გასაგებია
მადლობა

პოსტის ავტორი: OQRO444 Mar 9 2012, 17:18

მეგობრებო ამათგან რომელს მირჩევთ.............
ეს .........

http://www.amazon.com/Do-All-Outdoors-Competitor-Full-Cock/dp/B000FDSUEK/ref=pd_sbs_sg_5

ესსსსსსსსს.......

http://www.amazon.com/Allen-Company-Claymaster-Target-Thrower/dp/B000W8KTEC/ref=pd_sbs_sg_1

თუ ეს.....

http://www.amazon.com/Do-All-Outdoors-Clayhawk-Full-Cock/dp/B000FDVMRC/ref=pd_sbs_sg_1


ან ესსსსსს.........
http://www.amazon.com/Trius-10201-One-Step-Trap/dp/B0000C53F6/ref=pd_sim_k_2

ან იაფასიანებიდან რომელი? წინასწარ მადლობა.....

პოსტის ავტორი: nikoloza_migina Mar 9 2012, 17:26

ჩამოტანიანად ძვირი დაგიჯდება და ჯობია მიხვიდე მაგნუმში იქ ქონდათ კარგი ხარისხის და მისაღებ ფასსად newsmile045.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Mar 9 2012, 17:32

ესეც კონსტრუქცია...........

http://www.youtube.com/watch?v=o9mclGKM7f4&feature=related


მაგნუმში აღარარის სამწუხაროდ...............მაგრამ რაც იყო 300 მარზე მეტი ღირდა

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 9 2012, 17:51

OQRO444

ჩამონათვალში მესამეს გირჩევ. რესურსი დაახ. 1 000 000 გარსოლა უწერია.

პოსტის ავტორი: nik@a Mar 9 2012, 18:00

სტენდზე საერთო გასვლა ხშირად ეწყობა? ან უახლოეს მომავალში თუა დაგეგმილი? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: OQRO444 Mar 9 2012, 18:03

ციტატა(Bonehill @ Mar 9 2012, 18:51) *
OQRO444

ჩამონათვალში მესამეს გირჩევ. რესურსი დაახ. 1 000 000 გარსოლა უწერია.



ბონეჰილ დიდი მადლობა რჩევისათვის --- რამდენი აქვს წონა ხომ არ შეგიძლი მითხრა ? რომ გამოვთვალოთ რა ხარჯთან იქნება დაკავშირებული.........ამაზონზე ვერსად ვერ ვნახე წონის მანიშნებელი

იმ ყვითელზე, იაფიანზე რას იტყვი ?
ყვითელსაც არუაშავს მაგრამ მაინც ფაქიზი კონსტრუქციაა ეტყობა.

პოსტის ავტორი: Hushta Mar 10 2012, 16:59

ციტატა(nikoloza_migina @ Mar 9 2012, 16:46) *
http://www.radikal.ru
შავად შემოხაზულია სტენდის ადგილი. newsmile05.gif
599 55 78 65 ბნ. შოთა თავაძე
599 53 86 99 ბნ. გელა სიმონიანი

მადლობა ინფორმაციისთვის!

ციტატა( T A M P L I E R @ Mar 9 2012, 13:21) *
წამოდი გასვლაზე და გეტყვი
რისთვის იყიდე იმხელა საბურავები

ბონემ იცის ზუსტი კოორდინატები მგონი
შემოვა და დასწერს

ისე ამ თემაშიც უნდა ეწეროს

ეჰჰ ნიკოლოზ, გასვლა ვერა
თან უკვე მითხრეს სადაცაა და.. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 10 2012, 17:07

არ წავიდე არც მე??

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 10 2012, 19:07

ციტატა(nika @ 10th March 2012 - 18:07) *
არ წავიდე არც მე??

ის დრო აღარაა ბას, სასტენდო სროლა მკვდარია საქართველოში.

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Mar 12 2012, 11:03

Bonehill
მერე ბაბუ შენ რას გვიკეთებ !?შენზეა მთელი იმედები
ადექი ეხლა გამოჯანმრთელდი და შევუდგეთ საქმეს

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Mar 12 2012, 11:24

Bonehill
ეხლა ვის უნდა შევეხმიანოთ სტენდზე????????????

პოსტის ავტორი: Bonehill Mar 12 2012, 11:28

შოთას ისევ,ოღონდ თეფში თუ ექნება ეგაა საკითხავი

პოსტის ავტორი: KATO Apr 3 2012, 17:13

Bonehill
თეფში მე მაქვს 2 ცალი, თოფი შენ მათხოვე,დავურეკოთ ბ.ნ. შოთას და ეგ არიის newsmile035.gif newsmile035.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 7 2012, 18:33

ვაზნა გააქ მერე "ბრატ" ? D.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 8 2012, 00:26

ისე სიამოვნებით ვსინჯავდი ამ საქმიანობას, იქნებ და მომეწონოს!

არ გინდათ ერთი კვირა დღე დავუთმოთ ბახ ბახ გასვლას?

Bonehill

შენ როგორ ხარ? გააქვს სროლის თავი თუ ჯერ ადრეა?

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 8 2012, 09:34

ilariona
გავიდეთ სასროლად მაგას რა ჯობია , დაურეკოთ შოთას წინასწარ და ავიდეთ
პ.ს. მე ჯერ არ ვისვრი 1 თვესაც მოვიცდი კიდევ.

პოსტის ავტორი: KATO Apr 8 2012, 12:24

Bonehill
არ გამომაპარო მაგ ამბავი!!!! newsmile045.gif
P.S. ვაზნაც მაქვს 1 ცალი D.gif D.gif D.gif D.gif
მოკლედ: 2 თეფში+ 1 ვაზნა_ თოფიც მათხოვეთ და ...... newsmile05.gif newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 8 2012, 21:46

ხო კაი კაი წაგიყვან აუცილებლად
პ.ს. რა დროს მოვესწარი, აოფებ უკვე ფორუმზე D.gif

პოსტის ავტორი: ლევანი Apr 8 2012, 23:53

ციტატა(kato @ 8th April 2012 - 14:24) *
2 თეფში+ 1 ვაზნა_ თოფიც მათხოვეთ და ...

ერთ ვაზნასაც დაგიმატებთ..თორემ 2 თეფში 1 ვაზნით..ჯოტია რომ აის ცაავა..იმასაც არ გაუტეხია. ტომსონია თუ ჯონსონი..მარტო იმას აქვს ეგეთი შედეგი. D.gif
მეც მინდა წამოსვლა.... წელს არ მინადირია ფაქტიურად..იქნებ მანდ მაინც ვისროლო. D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 9 2012, 08:54

ლევანი
ვსო ეკიპაჟი იკვრება ნელ ნელა
პ.ს. შეგატყობინებ დეტალებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Apr 9 2012, 10:53

მეც შემოგიერთდებით თქვენის ნებართვით...

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 9 2012, 10:55

+ მეცც მინდა

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Apr 9 2012, 11:04

Bonehill
უჩემოდ მიდიხარ ჰო...

პოსტის ავტორი: შუკა Apr 9 2012, 11:44

ისე მეც არ მაწყენადა გავარჯიშება thinking.gif

პოსტის ავტორი: KATO Apr 9 2012, 12:46

Bonehill
ვსიო D.gif გადაწყვეტილი ამბავია მაგი newsmile05.gif მივდივართ. გელოდები,2 დღით ადრე შემატყობინე newsmile05.gif

ლევანი
ნამდვილად მჭირდება მეორე ვაზნაც newsmile05.gif მადლობა შემოთავაზებისთვის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 9 2012, 14:20

ბაზარი იოხტ
წავიდეთ უქმეებზე
შუკა
შენ სხვას ავარჯიშებ და რა დროის შენი ვარჯიაშია D.gif

პოსტის ავტორი: შუკა Apr 9 2012, 18:41

Bonehill
სწავლა სიბერემდეა+კარგ ხალხთან ყოველთვის ასწორებს კულტურული ღონისძიება D.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Apr 9 2012, 19:30

newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ilariona Apr 9 2012, 20:54

ამ კვირას აღდგომაა და ალბათ იქეთ კვირას დავგეგმოთ ხო?

პოსტის ავტორი: გურიკა Apr 9 2012, 21:04

სტენდზე მე თქვენთან ვარ

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 26 2013, 20:51

სროლა არვიცი ........... ვაღიარებ. მაგრამ ვეცდები ვისწავლო. თეფშებით ბოთლებით ქვაბებით მოკლედ რაც დაფრინავს ყველაფრით...

არადა სულ თოფს ვაბრალებდი ხოლმე ხელმოცარულ ნადირობებს....

http://1tv.ge/video/17274

პოსტის ავტორი: ilara Sep 9 2013, 19:00

მაინტერესებს სასროლი მექანიზმი თუ იყიდება საქართველოში და სად.

პოსტის ავტორი: feroni Nov 5 2013, 11:27

ორი დღის წინ ვიყავი სტენდზე და ისევ მოვსინჯე ძალები, ამჯერად გაცილებით უკეთესეი შედეგი ვაჩვენე, თქვენ წარმოიდგინეთ და ქებაც კი დავიმსახურე, კარგად ისვირო ასე მითხრეს, ანუ 15 ვაზნა ვისროლე დაალხოებით და თუ არ ვცდები 3 თუ 4 თეფში გამექცა მხოლოდ. დამწყებისთვის არ უნდა იყოს ცუდი, ია ტაკ დუმაიუ.
ბონე კიდევ ერთი-ორი ინსტრუქტაჟი და მემგონი მომავალ ოჩოს ტურნირშიც მივიღებ მონაწილეობას blashe.gif

აუფ ეს სად დამიპოსტია, ვერი სორი რაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bone Nov 5 2013, 17:41

კაია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 5 2013, 19:59

Bone
ჰოდა რო ახვალ დამირეკე და მეც მოვალ, მაგრათ გამომადგა შენი რჩევები. რო ვისროდი თვალს არ ვუჯერებდი, ყველა მიზანში ხვდებოდა D.gif
იმ დღეს პირველი იყო ეტყობა და ცოტა ნერვიულობაც მეტყობოდა, ჰოდა მეორე ჯერზე რა დამემართა არ ვიცი რაც ვისროლე თითქმის ყველა მიზანს მოხვდა.
აი ქალი, რომ არის მანდ, ტრაპის პროფია როგორც შენ მითხარი, მაგან მითხრა "თქვენ კარგად, ისვრით, ალბათ დადიოდით ადრე"-ო?
არა მეთქი მეგობარმა ჩამიტარა პატარა ექსკურსი და ეტყობა მაგის ბრალია, თორე პირველად თეფშიც ვერ ვნახე საიდან გამოფრინდათქო newsmile05.gif

პ.ს. მამუკაც ვნახე იქ იყო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: feroni Nov 5 2013, 20:08

Bone
ხო რა უნდა მეთქვა კიდე, მე ხო მარცხენა თვალი მაქვს დომინანტი და ვიპოვე მემგონი ტექნიკა როგორ უნდა გადავიტანო მარჯვენაზე ეს დომინირება, ცივიოს ისეთ ნაირად ვკიდებ ხელს რომ მარცხენა თვალი ვეღარ ხედავს პლანკას და ორივე რომ ღია მაქვს ყველაფერი გამომდის, ცოტა უხრხული დასაჭერია თოფი მაგრამ ცალი თვალის დახუჭვას და სათვალეებზე სკოჩის გაკვრას ისევ ეგ მირჩევნია, ისე რამხელა სხვაობაა ორივე თვალი ღია რომ გაქვს D.gif
სად ცალი თვალით რო ესვრი და სად ორივეთი

პოსტის ავტორი: ilara Jul 18 2015, 21:30

ორით სროლის ტეხნიკა ამიხსენით ვინმემ.მეორეს რო ვახელ ლულას გვერDidan ვხეDავ

პოსტის ავტორი: უიარაღო Jul 19 2015, 07:09

სასროლ ობიექტზე უნდა ფოკუსირდე, თვალებითაც და გონებითაც. რომელი თვალი გაქვს დომინანტი?

პოსტის ავტორი: ilara Jul 19 2015, 14:51

უიარაღო მარჯვენა თვალი. მაგრამ რო ვახელ მარცხენას ლულას გვერDიDან ვხეDავ Da ზემოთა ხაზსაც ვხეDავ .მაDლობა DიDი

პოსტის ავტორი: bashiachuki Aug 7 2015, 18:48

სად დამეწერა ვერ გავიგე და აქ დავწერ. Kითხვა მაქვს ბოდიშის მოხდით. გადასახადი სტენდზე სროლოსას რის მიხედვითაა და რა ჯდება? გთხოვთ მიპასუხოთ

პოსტის ავტორი: ჯოლა Aug 7 2015, 18:53

bashiachuki
თუ შესაბამის თემას ვერ იპოვი, საჭორაოში დაპოსტე ხოლმე. 1 ლარი = 1 გასროლა. თუ არ გაძვირდა $ –ის გამო

პოსტის ავტორი: bashiachuki Aug 7 2015, 18:58

Mადლობთ გავითვალისცინებ ამის შემდეგ აუცილებლად გაიხარე

ჯოლა
მადლობა გავითვალისწინებ ამისშემდეგ აუცილებლად გაიხარე

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 2 2016, 23:34







https://www.youtube.com/results?search_query=%D0%A3%D1%80%D0%BE%D0%BA%D0%B8+%D1%81%D1%82%D0%B5%D0%BD%D0%B4%D0%BE%D0%B2%D0%BE%D0%B9+%D1%81%D1%82%D1%80%D0%B5%D0%BB%D1%8C%D0%B1%D1%8B



https://www.youtube.com/results?search_query=trap+shooting+lessons



https://www.youtube.com/results?search_query=skeet+shooting+lessons

პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 3 2016, 18:36


პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 16 2016, 13:25


პოსტის ავტორი: PREDATOR Mar 25 2016, 17:58


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)