IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

AR15/M4/M16, მხოლოდ ოჩოპინტრეზე
Shooter
პოსტი Jun 28 2011, 13:10
პოსტი #76


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



გადავწყვიტე ცალკე თემად გამომეყო. ახალ სურათებსაც დავამატებ.

ქართულ ინტერნეტ სივრცეში მე მგონი არ15 ზე ფორუმებზე ჯერ არავის არ უსაუბრია იმიტომ როკ უბრალოდ არავის ა ქონდა ეს იარაღი. როგორც მითხრეს ძალიან ცოტა ამ სისტმის იარაღია რეგისტრირებული.

ეს კარაბინი ჩამოტანილია ამერიკიდან. არა ჩემს მიერ. პატრონმა გასხვისება დააპირა და ერთ საერთო მეგობარს მიადგა. ის მოვიდა ეგრევე ჩემთან. ფასს არ დავწერ თუმცა არც ისე ძვირია და არც ისე იაფია.

გავასხვისე თითქმის ჩემი მთელი არსენალი და ეს გავიფორმე.

იარაღი არის ტიპიური არ15, ე.წ. M4 პროფილის ლულით, არ არის რამე კონკრეტული მოდელი ანუ ზედა და ქვედა სხვა და სხვა მწარმოებლისაა რაც აბსოლუტურად ნორმალურია იმიტომ რომ ის გათვლილია ასეთ ტრანსფორმაიებზე. ალკე კომაპნიები უშვებენ მთლიან იარაღებს, ცალკე კომოპანიებ მრტო ზედებს (აპერებს) და ქვდებ (ლოვერებს) და კიდე ურიცხვი კომპანია უშვებს ქსესუარებს.

ანუ მაგალითად DPMS-ის აპერი ეგრევე დაყენდება Stag Arms-ის ლოვერზე. შესაბამისად თუ გაქვს ერთი ლოვერი შეგიძლია გქონდეს ორი (ან მეტი) აპერი, მაგალითად ერთი სუბ კომპაქტური 11.5 ინჩიან ლულით და ერთი მძიმე 20 ინჩიანი ლულით, ანუ გაქვს მოდულური იარაღი რომელიც შეიძლება 20 წამში გადაქციო მოკლე კარაბინად ან სნაიპერულ სისტემად. გენიალურია ხო?

ლოვერი ჩემსაზე არის Yankee Hill Machine -ის, მათი Diamond Spectre-ის სერიიდან. აპერი არის Bushmaster HBAR, თუმცა ბუშმასტერის აპერი კარობკებს იანკი ჰილს უკვეთავდა ერთ დროს და მართლა კარობკაზე ქვევით აქვს დამღა ასო Y რაც მიუთითებს რომ კარობკა (ლულის და საკეტის გარდა) ბუშმასტერის დაკვეთით იანკი ჰილმა დაამზადა.

ეხლა კალიბრს რაც ეხება. მიუხედავად იმისა, რომ .223 რემი ცვლადია 5.56 ნატოს-თან, სხვაობა არის. ნატოს სტანდარტის პატრონნიკი და .223 რემის პატრონნიკების გეომეტრია განსხვავდება, რემის პატრონნიკი (უფრო გათვლილი ბოლტებზე) ოპტიმიზირებულია სიზუსტისთვის, 5.56 ნატო-ს პატრონნიკი (უფრო გათვლილი თვითდამტენ იარაღზე) გათვლილია საიმედოობაზე. თუმცა ნებისმიერი ვინც ერკვევა ამ სისტემაში გეტყვით რომ არ15-ის შემთხვევაში ნატოს სტანდარტის პატრონნიკი აუცილებელია.
გარდა ამისა 5.56 ნატო-ს ვაზნა უფრო მაღალ წნევებზე მუშაობს ვიდრე .223 რემი. 52 000 არის რემისთვის ყველაზე მაღალი დასაშვენი წნევა (SAAMI) და 60 000 არის ნატოს სტანდარტის 5.56 ვაქზნისთვის. მე ესე მახსოვს თუმცა შეილება ეს ციფრები ბოლომდე ზუსტი არაა მაგრამ სხვაობა ნამდვილად არის.

ამ შემთხვევაში კალიბრი არის 5.56 ნატო (რასაც დამღები ლულაზე ადასტურებს) თუმცა ლოვერზე წერია .223 რემი. თვითონ ლულა არის ძალიან პოპულარული ბუშმასტერის მოდელი, HBAR რომელსაც ამ კომპანიის გარდა უამრავი სხვა კომპანია ხმარობდა თავისი იარაღის აწყობისას. სიგრძე 14.5 (სტანდარტული M4 პროფილით)

ცევიო სტანდარტული M4-ის ტიპის, კონდახი Mako Defense (ისრაელი). უკვე ეყენა დასაკეცი უკანა სამიზნ მოწყობილობა Magpul MBUS.

მე დამატებით შეუცვალე A2-ის ტიპის სახელური, დავაყენე Mako IDF Combat Grip, სტანდარტულ ცევიოზე დავაყენე Mako Accesory Rail (მთელი დღე ვიწვალე მორგებაზე), მაგაზე კიდე Tapco Intrafuse Vertical Grip, რომელიც ცოტა დავამოკლე.

ეხლა ველოდები Magpul MOE ცევიოს და პროჟექტორს Guide Gear 240.

მჭიდები სტანდარტული ალუმინის 30 ვაზნიანი მჭიდებია. აქვთ Magpul Anti-tilt follower-ები. ანუ მიმწოდებელი არ იბირიცება მჭიდში ვაზნების მიწოდებისას.

ოპტიკაზე მე ვიყო ბოლო ტრაკი (ბოდიში) თუ რომელიმე მაღაზია გავამდიდრო. ვიჩალიჩებ ჩამოტანას ან ხელიდან ყიდვას. კონდახიც შეეცველბა მაგპულის მოდელით.

თვითონ იარაღზე ეხლა აქ არ გავმეორდები. ბლოგზე ცალკე განყოფიელბა მაქვს და იქ უკვე მგონი 4 სტატია არის.

ერთს ვიტყვი რომ ყველაფერი რასაც ამ იარაღზე იძახიან (ნეგატიურს) არის უბრალოდ ტყვილი ან გადამეტება თან დიდი გადამეტება.

ასეთი იყო თავიდან



ეს არის გარკვეული აფგრეიდის მერე



ესეც უკვე კიდე პატარა გადაკეთების მერე, წინა ტარი დამოკლდა და უკან გადავიდა



სულ მალე კიდე განახლდება და მერე მარტო კონდახს გამოუცვლი იმიტომ რომ ეს უბრალოდ ვიზუალურად არ მომწონს.

თუ ჩზ გაიყიდა შეიძლება აღარ დავწრვრილმანდე და free-float ცევიო დაუყენო.

ესეც ჩემი ბლოგის პროფილური განყოფილება სადაც დაიდება ახალი მასალები ამ სიტემზე.

http://shooterscentral.ge/?cat=19

მაგრამ აქაც თუ გინდათ ვისაუბროთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 10th June 2024 - 09:01