თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ თემატური საუბრები _ დღის რა პერიოდში ჯობიას ძაღლის კვება და რამდენჯერ?

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 12 2011, 11:45

მოკლედ ახალი თემა მინდა შემოვაგდო.

რაც ლიტერატურა გადავიკითხე 80% წერია რომ ზრდასრული ძაღლს უნდა ვაჭამოთ დღეში ერთხელ.
ნუ ლეკვების ტაბულა ესე გამოიყურებოდა:

3 თვემდე 4-ჯერ
7 თვემდე 3-ჯერ
18თვემდე 2-ჯერ
შემდგომში 1-ხელ


ლეკვობაში როგორმე გამოთვლის კაცი განრიგს, მაგრამ როდესაც ჩამოყალიბდება და გაიზრდება
და როდესაც მხოლოდ ერთხელ არის მისაცემი საკვები დღის რა პერიოდში უნდა მივცეთ?
მე როგორც წესი დილით გავიღვიძებ თუ არა ეგრევე უყრი დაახლოებით 10სთ-ზე, მაგრამ ამას წინათ ვიღაცასთან
ერთად განვიხილავდით ამ საკითხს და გამოითქვა აზრი რომ საღამოს ჯობიაო, ანუ დღის მანძილზე
ძაღლი ენერგიას დახარჯავსო და საღამოს მიცემისას საკვების ათვისება უკეთესიაო.

მინმემ რამე ხომ არ იცით ამის შესახებ უფრო კონკრეტულად

პ.ს. ნადირობის წინა საღამოს ისედაც ცოტას უყრიდი, რომ სულ ენერგიაგამოცლილი არ იყოს დილისკენ.


პოსტის ავტორი: Maverick Jan 12 2011, 11:51

მე ჩემს ძაღლს ვაჭმევს დღეში ორჯერ, დილით 8 საათზე 150 გრამი მშრალი საკვები და საღამოს 8 საათზე 150 გრამი მშრალი საკვები
დღიური ნორმა გამოდის 300 გრ, არც კუჭის პრობლემა აქვს და თავადაც მშვენივრად გრძნობს თავს

პოსტის ავტორი: sabo73 Jan 12 2011, 11:56

ციტატა(ვიტო @ Jan 12 2011, 12:45) *
რაც ლიტერატურა გადავიკითხე 80% წერია რომ ზრდასრული ძაღლს უნდა ვაჭამოთ დღეში ერთხელ.
შემდგომში 1-ხელ[/b]



მაპატიოს მცოდნე საზოგადოებამ, მაგრამ ეს ლიტერატურული მონაცემები, მხოლოდ თეორეტიკოსების გონებამახვილობის შედეგი მგონია.

ვაჭმევდი ყოველთვის ორჯერ და მოამავალშიც ასე იქნება. ერთხელ ჭამა!!! რა კატორღაში კი არ მყავდა კაცო??? რა უბედურებაა........

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 12 2011, 12:05

Maverick
მერე რა რომ 2-ჯერ აჭმევ და კუჭის პრობლემა არ აქვს? მე ერთხელ ვაჭმევ და არც ჩემი უჩივის არაფერს.
ეხლა კიდევ გადავხედე წიგნს და წიტირებას ვაკეთებ "24-часовой цикл кормления считается наиболее
благоприятным для пишеварения собаки", ანუ იმაზე კი არ არის საუბარი ვინ როგორ ვაჭმევთ, უბრალოდ
ის მინდა გავარკვიოთ რეალურად ძაღლისთვის როგორ ჯობია.
ხო კიდევ ესეთი რაღაცეებიც მხვდება რომ კვირაში ერთი დღე ნახევარი რაციონის მიცემაც დადებითად მოქმედებსო.
მიზეზები არ ვიცი, მაგრამ სავარაუდოდ ძაღლის მტაცებლობით და მოშინაურებამდე პერიოდთან
იქნება ეს დაკავშირებული.

პოსტის ავტორი: თენგო Jan 12 2011, 12:21

ვიტო
ძაღლი თავისი არსით არის მტაცებელი ცხოველი,როდესაც იშოვის საჭმელს,მაშინ ძღება! haski.gif
ეს ხუმრობით!
ისე ,ჩემი გამოცდილებით,დაახლოებით 15 ძაღლი მყოლია,ზრდასრულ ძაღლებს საკვებს ვაძლევ დღეში ერთხელ,დაახლოებით საღამოს 9-10 საათზე.
ზამთარში,თუ ყინვებია,ულუფის 1/3 ვაძლევ დილას,ენერგია რომ ქონდეთ გასათბობად.

პოსტის ავტორი: გურგენა Jan 12 2011, 15:39

ციტატა(Maverick @ Jan 12 2011, 12:51) *
მე ჩემს ძაღლს ვაჭმევს დღეში ორჯერ, დილით 8 საათზე 150 გრამი მშრალი საკვები და საღამოს 8 საათზე 150 გრამი მშრალი საკვები
დღიური ნორმა გამოდის 300 გრ, არც კუჭის პრობლემა აქვს და თავადაც მშვენივრად გრძნობს თავს



Maverick
300 გრამი დღეში ყოფნის? რომელ საკვებზე გყავს?

პოსტის ავტორი: Giorgi_M Jan 12 2011, 16:44

საერთოდ ძაღლსაც გააჩნია, მაგალითად ჩემსას ზამთარში ვაჭმევ დღეში ორჯერ ისიც ენერგიას თუ არ ხარჯავს (სანადიროდ) მეორედ არ ჭამს ხოლმე, ზაფხულში კი რომც დააძალო მეორედ არ შეჭამს

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 12 2011, 17:08

მე 2 ჯერ ვაჭმევ დილით 11 სათისთვის და საღამოს 8 საათისთვის

პოსტის ავტორი: ტყიური Jan 12 2011, 17:29

მეც დღეში 2-ჯერ ვაჭმევ ჩემს მონადირე ძაღლებს, ეზოს ძაღლს, ქოფაკს კი ერთხელ(არაფერში ის ენერგიას არ ხარჯავს მაინც).
მეც ბევრნაირი ლიტერატურის გადაკითხვის შემდეგ გადავწყვიტე 1-ჯერად კვებაზე გადაყვანა.
შედეგი - ძაღლები არამარტო გასუქდნენ, არამედ მუცელი დაბლა დაეშვათ და გაებერათ, და წელი ჩაეზნიქათ დაბლა.

ახლა, თუ ფეხით მიმყავს სანადიროდ, დილის ულუფის ნახევარს ვაძლევ, თუ მანქანით - არაფერს, რათა გული არ აერიოთ გრძელ გზაზე, მაგრამ ადგილზე მისვლისას ცოტაოდენს მაინც ვაჭმევ. ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას.

პოსტის ავტორი: ვიტო Jan 12 2011, 21:14

ტყიური

ციტატა(magako @ 12th January 2011 - 18:29) *
ადგილზე მისვლისას ცოტაოდენს მაინც ვაჭმევ. ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას.

კიმარა ადგილზე მიყვანისას აჭმევ და მერე უშვებ სანადიროდ? რატომ, ახალ ნაჭამზე სირბილი და დაღლა გამიგია რომ არ შეიძლება.

ციტატა(magako @ 12th January 2011 - 18:29) *
ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას.

რატომ აკეთებ ამხელა ინტერვალს სახლში მიყვანის მერე?

პოსტის ავტორი: თენგო Jan 12 2011, 21:23

ვიტო

ციტატა(vito @ 12th January 2011 - 22:14) *
ციტატა(magako @ 12th January 2011 - 18:29)
ადგილზე მისვლისას ცოტაოდენს მაინც ვაჭმევ. ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას.

კიმარა ადგილზე მიყვანისას აჭმევ და მერე უშვებ სანადიროდ? რატომ, ახალ ნაჭამზე სირბილი და დაღლა გამიგია რომ არ შეიძლება.

მცირე ოდენობით საკვების მიღება სისხლში შაქრის მომატებას იწვევს და ძაღლი უფრო ენერგიულია. ეს მეც წამიკითხავს .

ციტატა(vito @ 12th January 2011 - 22:14) *
ციტატა(magako @ 12th January 2011 - 18:29)
ხანგრძლივი ნადირობის შემდეგ, თუ გადაიღლებიან - სახლში მიყვანიდან 3-4 საათის შემდეგ ვაძლევ ჩვეულ ულუფას.

რატომ აკეთებ ამხელა ინტერვალს სახლში მიყვანის მერე?

ძაღლი თუ მართლა გადაღლილია ,ის თვითონ გააკეთებს ამ ინტერვალს სანამ ცოტა აზზრზე არ მოვა.
ამას ჩემი მრავალწლიანი დაკვირვების შედეგად გეუბნები.ეს არა მხოლოდ მონადირე,არამედ სხვა ჯიშის ძაღლებზე დაკვირვების შედეგია.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 12 2011, 21:25

მე ვფიქრობ რიმ ძაღლს ნადირობის წინ არ უნდა აჭამო თუ დიდი გზა გაქვს გასავლელი, ნადირობის მერე კარგად დაასვენო წყალი და საკვებიც მიცე

პოსტის ავტორი: გოგა Jan 12 2011, 21:31

თითქმის ყოველთვის ვაჭმევ ნადირობის წინ ძაღლს.ოღონდ ძალიან ცოტას.
და მგონია რო ცუდი არ უნდა იყოს.პირიქით საჭიროც არის ცოტა საკვები,თუნდაც ენერგიის მომატების მიზნით.

პოსტის ავტორი: თენგო Jan 12 2011, 21:35

ჰერცოგი997

ციტატა(hercogi997 @ 12th January 2011 - 22:25) *
მე ვფიქრობ რიმ ძაღლს ნადირობის წინ არ უნდა აჭამო თუ დიდი გზა გაქვს გასავლელი, ნადირობის მერე კარგად დაასვენო წყალი და საკვებიც მიცე

მე როგორც მივხვდი ადგილზე მისვლის შემდეგ,უშუალოდ გაშვების წინ იგულისხმა.

გოგა
ციტატა(giorgevich @ 12th January 2011 - 22:31) *
თითქმის ყოველთვის ვაჭმევ ნადირობის წინ ძაღლს.ოღონდ ძალიან ცოტას.
და მგონია რო ცუდი არ უნდა იყოს.პირიქით საჭიროც არის ცოტა საკვები,თუნდაც ენერგიის მომატების მიზნით.

გეთანხმები.

ისე თემა სხვა საკითხს ეხება

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 12 2011, 21:36

რავი ჩემ სეტერს არასდროს უჭამია საჭმელი ნადირობის წინ რომ ხვდება რომ სანადიროდ მიდის ჭამა არც ახსოვს, ნადირობის მერე კი ბატონო წყალსაც და საჭმელსაც კარგად ჭამს

პოსტის ავტორი: romeo 1 Jan 12 2011, 22:33

როგორც ცნობილი ვეტერინარები გვირჩევენ,
სიცოცხლის პირველი კვირა- ყოველ 2 საათში
შემდეგი 3 კვირა - ყოველ 3 საათში
1 დან 2 თვემდე- 5-6-ჯერ დღეში
2 დან 3 თვემდე- 4-ჯერ
3 დან 5 თვემდე 3-ჯერ
5 თვის შემდეგ 2-ჯერ დღეში სიცოცხლის ბოლომდეს.
დღეღამის ნორმა იყოფა ორად, დილით ეძლევა 20-25%, საღამოს კი ძირითადი 75-80%
როგორც გამონაკლისი დიდი ზომის და წონის ძაღლებს დღეღამის ნორმას ყოფენ სამათ.

პოსტის ავტორი: რამაზი Jul 15 2014, 10:15

მეგობრებო ვინმემ ხომ არ იცით ამერიკული საკვების დაიმონდის საბითუმო საწყობი სად მდებარეობს?

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jul 15 2014, 11:08

რამაზი
"ბუნებაში"

პოსტის ავტორი: რამაზი Jul 15 2014, 11:46

ცოტა კონკრეტულათ რომ ამიხსნა სად მდებარეობს?

პოსტის ავტორი: marco-polo Jul 15 2014, 20:26

მაღაზია ბუნებას გულისხმობს

პოსტის ავტორი: achiko-l Jul 16 2014, 10:25

მაღაზია ბუნება არის კანდელაკის 57 ნომერში,ვარკეთილში მეტროდან რო ამოხვალ,ყვავილები იყიდება და იქვე უკან,დიღმის მასივში IV -ში.
კიდევ არის რამოდენიმე ადგილზე, მაგრამ მე არ ვიცი.

მაგრამ ეგ მაღაზიები ძირითადად როიალ კანინზე მუშაობენ,არ მგონია დაიმონდი ქონდეთ

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 16 2014, 10:30

ციტატა(archilich @ 16th July 2014 - 11:25) *
მაგრამ ეგ მაღაზიები ძირითადად როიალ კანინზე მუშაობენ,არ მგონია დაიმონდი ქონდეთ

დაიმონდის ოფიციალური შემომტანია აჩი newsmile05.gif

უამრავ ადგილას არის თბილისში ფილიალები
დელისთან აქვს მარტო 2 მაღაზია

პოსტის ავტორი: რამაზი Jul 16 2014, 16:42

ზახარ საწყობი სადააქვთ ხომ არ იცი ყოველ თვე 3 მეშოკს ვყიდულობ,ჩერეზ მაღაზია რომ არ ავიღო საწყობიდან ავიღებდი აჩი რომელია იქნებ გამოგვეხმიანოს.

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 16 2014, 19:02

ციტატა(რამაზი @ 16th July 2014 - 17:42) *
აჩი რომელია იქნებ გამოგვეხმიანოს.

არა აჩიკოს ვუპასუხე ლომოურს დაწერილზე newsmile05.gif
რაც შეეხება საწყობს ნამდვიალდ არ ვიცი სად მდებარეობს , შევცედები გაგიგოთ

ისე კეკელიძის(არკასთან ხელმარცხნივ) ფილიალში თუ მოხვდებით მანდ დაგაკვალიანებენ ყველაფერზე , ჩვენც(კლუბს) მაგ ფილიალში გვაქვს ფასდაკლება .

პოსტის ავტორი: რამაზი Jul 16 2014, 20:33

ზახარ 5 წელია მანდ ვიღებ ფასდაკლებით ვიყავი და არა აქვ არ მინდოდა შემეცვალა საკვები დაუცდი შემოტანას.

პოსტის ავტორი: ბაბუ Jul 17 2014, 08:00

ზახარა

ციტატა(zaxara @ 16th July 2014 - 20:02) *
ისე კეკელიძის(არკასთან ხელმარცხნივ) ფილიალში თუ მოხვდებით მანდ დაგაკვალიანებენ ყველაფერზე , ჩვენც(კლუბს) მაგ ფილიალში გვაქვს ფასდაკლება .


არა მარტო მანდ გვაქვს ფასდაკლება.კანდელაკზეც უკლებენ 10% ოჩოპინტრელებს!

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)