ლეგენდები რაჭაზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ლეგენდები რაჭაზე, ლეგენდები
ირაკლი21
პოსტი Sep 16 2009, 19:31
პოსტი #1


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 116
რეგისტრ.: 14-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





ლეგენდა 1.


მთის მოსახლეობა საქარველოში თავისუფალი იყო – არსებობდა თემი, რომელსაც ჰყავდა მამასახლისი. ლეგენდის თანახმად, რაჭის აზნაურთა გაძლიერების შემდეგ ქვემო რაჭიდან ღებში წასულა სამი ბატონი – ა რ ი შ ი ძ ე, რომელთაც ღებელები ძალიან შეუვიწროვებიათ, თანაც იმდენად, რომ "პირველი ღამის" უფლებაც კი მოუპოვებიათ. თავისუფალი ღებელები ვერ შეურიგდნენ ბატონყმურ წყობას და გადაწყვიტეს ბატონთა განადგურება. ღებელთა შეთქმულებას მეთაურობდა ზვიად(ა) ლობჯანიძე. ხალხმა მოისყიდა არიშიძეთა მოურავი, გ ა გ ნ ი ძ ე , რომლის დახმარებითაც ნადირობიდან დაბრუნებული ორი ძმა არიშიძე მოკლეს. გადმოცემის თანახმად, მესამე ძმას ცხენით რიონზე გასვლა განუზრახავს. მას ქალი დასდევნებია და წყალში გაყვანა უთხოვია.ქალს დ ო დ უ კ ი რქმევია. არიშიძეს შემოუსვამს დოდუკი, მაგრამ ქალს ბატონი შუა წყალში ცხენიდან გადმოუთრევია და ორივე დაღუპულან. დოდუკის ანდერძად ჰქონია დაბარებული, არიშიძის მოკვლის შემდეგ ერთი ტაბლა (კვერი) გამოეცხოთ მისთვის. ღებელები ამ ანდერძს დღემდე ასრულებენ _ ჭირისუფალი საკურთხის დამზადებისას ორ ტაბლას დოდუკის მოსახსენიებლადაც აცხობს.ეს ამბავი ღებელებს ასე გაულექსავთ:


" პირველ საყმონი ვყოფილვართ,
ორთა ძმათა არიშიძეთა
ნუ სწყალობს პირი ღვთისაო;
არ ნაზოგავან ქვრივ-ობოლთ,
ცოლებს ნართმევან ყმებსაო,
არ შინებიათ ცოდვისა,
არც ნაკითხავან ღმერთსაო."


ფერხულის შესრულებისას ასე მღეროდნენ:


"არი არიშიძესაო,
ისარი ქარქაშს ძევსაო,
ბატონყმობა გადავარდა,
თავისუფლება ღებსაო."


ზვიადა ლობჯანიძეს დახმარებია ვინმე გ უ ლ ი თ ა დ ი, რომელიც ამავე ლექსშია მოხსენიებული:


"შენი ჭირიმე ზვიადა,
რომ კლავში გერჩის ღონეო.
მოჰკალ უფროსი ბატონი,
მორევში გააგორეო.
შენი ჭირიმე, გულითად,
რომ კიდევ გერჩის ღონეო,
მოგვიკალ მტერი მოსისხლე,
სახელი მოიფონეო.
გამართეს ღებურთ მეჯლისი
ღვინო დალიეს ბევრიო,
გულითადიც ადღეგრძელეს
ქება შეასხეს ბევრიო."
ამის შემდეგ ღებს ბატონი არა ჰყოლია.



ლეგენდა 2.



დასავლეთით ღებს ქვემო სვანეთი ესაზღვრება. სვანები ხშირად გადმოდიოდნენ ღებში, აწიოკებდნენ სოფელს და ნადავლი მიჰქონდათ. განსაკუთრებული ავკაცობით გამოირჩეოდა ვინმე ჯ ა მ ა თ ა ჯაფარიძე, რომელიც გორიბოლოს (ადგილია ღებთან ახლოს) ხვდებოდა ჩრდილო კავკასიიდან მომავალ ღებელებს. ამ ადგილიდან კარგად ჩანს ღელე, სადაც ჯამათა ღებელებს აყაჩაღებდა. მას დღესაც ჯამათას ღელეს ეძახიან. ერთ-ერთ ღებელს შეუმჩნევია ჩასაფრებული ჯამათა თავისი რაზმით და ღებელებისთვის უცნობებია. გამართულა ბრძოლა და ღებელებს გაუმარჯვიათ. სოფელში ეს ამბავიც გაულექსავთ:


"შე საწყალო ჯამათაო,
ღები მოგდევს ჯარათაო,
ნაწყლში ტყვია დაგახალეს,
სისხლი გაგდის მღვარადაო.
ეს იმიტომ, ჯამათაო,
არ გაგვიშვი მგზავრადაო,
წაგვართმევდი ჩოხა -ნაბადს,
დაგვაგდებდი ვალადაო.
გორიბოლოში ჩავიდნენ,
ჯირითიც გაწაფესაო,
თევრეშოს რომ გამოვიდნენ,
აღლუმიც აუშვესაო."



ლეგენდა 3.



მთის რაჭველებს მტრობა ჰქონდათ ჩრდილოელ მეზობლებთან, კერძოდ, დ ი გ ო რ ე ლ ე ბ თ ა ნ (ჩრდილო-აღმოსავლეთით). ლეგენდის თანახმად, სოფლიდან 10 კმ-ის მოშორებით, ყოფილა ციხე და კოშკი. ამ ადგილას დღესაც არის დიდი ქვა, რომელსაც ქვაციხურას ეძახიან. ციხეცა და ადგილიც სამ ძმას, ქვაციხელებს, ეკუთვნოდათ. ძმებიდან ერთ-ერთი, ი ვ ა ნ ე ქ ვ ა ც ი ხ ე ლ ი, განთქმული მონადირე და დიდი ვაჟკაცი ყოფილა. ივანეს შეუტყვია, რომ დიგორელები ღებზე თავდასხმას აპირებდნენ. ცხენზე ამხედრებულა და სათვალთვალოდ დიგორს წასულა. როცა კირტიშოდან გადმოსული დიგორელები დაუნახავს, ღებისკენ მობრუნებულა, კოშკზე ასულა და მთელი ხმით დაუძახია: "ღებელებო, მტერი ქვაციხესთან მოვიდა და ვინც მამაცი ხართ, პასუხი გაეცითო." ღებელებს ეს ბრძოლა მოუგიათ და შემდეგ ლექსიც გამოუთქვამთ:


"დიგორსა დასხდნენ ვეზირნი
რჩეულნი ბადელუანი.
მთანი და მთათა ავწონოთ
სავალად კირტიშუანი.
ქვაციხეს რომ ჩამოვიდნენ,
გზანი დაუხვდათ წყლიანი;
წინ ივანე შეეფეთათ,
გამბედავი, ძალუანი.
ფიცხლავ შინისკენ გაბრუნდა,
ვით შევარდენი ფრთიანი.
ციხისა დუროს შეიჭრა,
მაღლა დაიწყო ხმიანი:
ვაჟებო, ფრთხილად იყავით,
საქმეა ღალატუანი.
დილა გათენდა მზიანი,
ლაშქარიც გახდა ხმიანი.
გაელაშქრენ საომრადა,
მტერს მისცეს დიდი ზიანი.
გამყრელიძესა აქებენ,
რომელს იესე ჰქვიანო,
ქართული ხმალი გატეხა,
სისხლი ყუასა სცხიანო.
ოსებსა ხოცვა დაუწყეს,
ჯირკვებივითა ჰყრიანო.
შამარეც აღარ აღირსეს,
ღორის ნათხარში ჰყრიანო.
გიჯობდა, ჯანხოტის შვილო,
არ ასტეხოდე ღებსაო,
გეჭამოს ოსის ქარჯინა,
გამოდგომოდე თხებსაო".


დიგორელებთან ბრძოლის დროს ღებელებს ბალყარელებიც დასხმიან თავს. გამარჯვებულ ღებელებს ისინიც დაუმარცხებიათ. თურმე დახოცილ თათრებს ყურებს ჭრიდნენ და სოფლის მოედანზე ყრიდნენ. ამ ადგილს დღესაც ნაყურს ეძახიან.


ივანე ქვაციხელი ამ ბრძოლის შემდეგ მალე მომკვდარა. ამასთან დაკავშირებით,არსებობს ასეთი გადმოცემა: შემოდგომაზე ივანე სანადიროდ წასულა და ერთგული ძაღლი, ყურშაც, წაუყვანია. კლდის წვერზე ჯიხვები შეუნიშნავს, მაგრამ ვერ ასულა. შემდეგ თოვლის გუნდები გაუკეთებია, წყლით დაუსველებია და კლდისთვის კიბედ მიუდგამს. ასე ასულა ზემოთ და ჯიხვებიც დაუხოცავს. ღამე იქვე, გამოქვაბულში, გაუთევია, ნანადირევი კი ძირს ჩაუყრია. მეორე დღეს თოვლის კიბე მზეს დაუდვნია, საგზალიც აღარ დარჩენია და ბოლოს თავისი საყვარელი ყურშას შეჭმა განუზრახავს:


შავო ყურშაო, ყურშაო,
შავო და შავი დღისაო,
შავს დღეზე დაბადებულო,
შენ, შავის პატრონისაო.
ორივ შიმშილმა შეგვბნიდა,
გზა არსადა გვაქვს სავალი,
უნდა შეგჭამო, ყურშაო,
მეტი არ არის წამალი."


ყურშა დაუკლავს, ცეცხლიც დაუნთია, მაგრამ ხორცი ვეღარ უჭამია. ამასობაში ივანეს ძმებს ნანადირევით მიუგნიათ იმ კლდისთვის, რომელზედაც ივანე იყო. ძმებს, ბევრი ცდის მიუხედავად, ვერ ჩამოუყვანიათ ივანე კლდიდან. ბოლოს მისი საცოლე მიუყვანიათ. ქალს ასე დაუძახია:


ივანე, მას არ იტყოდი,
კლდეში არ მეშინიანო?
რად ვერ ჩამოხვალ, ვაჟკაცო,
სირცხვილის არ გრცხვენიანო?"


ამ სიტყვებზე ივანე კლდიდან გადმომხტარა, ერთი დიდი ქვაც გადმოჰყოლია, ზედ დაცემია და მოუკლავს. აქ სრულდება ივანე ქვაციხელის ამბავი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 16 2009, 23:16
პოსტი #2


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვაააა...მაგარი საინტერესო იყო... newsmile027.gif newsmile027.gif მაგრად მიყვარს ეგეთი თქმულებები და ძველი ამბები...დოდუკის ისტორია უძლიერესია...და დღემდე რო იცავენ მაგ ანდერძს....ხო საერთოდ....მართლა მაგარი ხალხია ძმაო რაჭველები.....

ირაკლი...რამე ძველი...მონადირეების მონათხრობი ამბები არ იცი???...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 17 2009, 00:32
პოსტი #3


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ირაკლი21
ყოჩაღ ჯიგარო, მაგარი ამბებია, მეც ძალიან მიყვარს ძველი თქმულებები და მაგრად ვისიამოვნე, კიდევ გექნება რაღაცეები და გამოუშვი.........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Sep 19 2009, 08:01
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



ციტატა(chele @ 17th September 2009 - 01:32 AM) *
შემოდგომაზე ივანე სანადიროდ წასულა და ერთგული ძაღლი, ყურშაც, წაუყვანია. კლდის წვერზე ჯიხვები შეუნიშნავს, მაგრამ ვერ ასულა. შემდეგ თოვლის გუნდები გაუკეთებია, წყლით დაუსველებია და კლდისთვის კიბედ მიუდგამს. ასე ასულა ზემოთ და ჯიხვებიც დაუხოცავს. ღამე იქვე, გამოქვაბულში, გაუთევია, ნანადირევი კი ძირს ჩაუყრია. მეორე დღეს თოვლის კიბე მზეს დაუდვნია, საგზალიც აღარ დარჩენია და ბოლოს თავისი საყვარელი ყურშას შეჭმა განუზრახავს:


შავო ყურშაო, ყურშაო,
შავო და შავი დღისაო,
შავს დღეზე დაბადებულო,
შენ, შავის პატრონისაო.
ორივ შიმშილმა შეგვბნიდა,
გზა არსადა გვაქვს სავალი,
უნდა შეგჭამო, ყურშაო,
მეტი არ არის წამალი."


ყურშა დაუკლავს, ცეცხლიც დაუნთია, მაგრამ ხორცი ვეღარ უჭამია. ამასობაში ივანეს ძმებს ნანადირევით მიუგნიათ იმ კლდისთვის, რომელზედაც ივანე იყო. ძმებს, ბევრი ცდის მიუხედავად, ვერ ჩამოუყვანიათ ივანე კლდიდან. ბოლოს მისი საცოლე მიუყვანიათ. ქალს ასე დაუძახია:


ივანე, მას არ იტყოდი,
კლდეში არ მეშინიანო?
რად ვერ ჩამოხვალ, ვაჟკაცო,
სირცხვილის არ გრცხვენიანო?"


ამ სიტყვებზე ივანე კლდიდან გადმომხტარა, ერთი დიდი ქვაც გადმოჰყოლია, ზედ დაცემია და მოუკლავს. აქ სრულდება ივანე ქვაციხელის ამბავი.


აუ ეს მემგონი ჟურნალ ნადირობის რომელიღაც ნომერში ეწერა.....
კაი რაღაცაა ნამდვილად..........
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 03:33