IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ლულის ე.წ. "აბკატკა", ჯადოსნური ვუდუს სწავლება?
Shooter
პოსტი May 6 2013, 22:59
პოსტი #16


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,228
რეგისტრ.: 2-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: საცხა



მე საერთოდ ვპასიურობ ქართულენოვან ფორუმებზე და როგორც წესი არანაირ დისკუსიაში არ ვერევი. მაგრამ ბოლო დროს ვამჩნევ რაღაც ძალიან ჩემთვის გამაღიზიანებელ ტენდენციას, რომელმაც იმატა ასე ვთქვას "აბაროტები" და ტრენდი გახდა პრაქტიკულად ფორუმებზე.

როგორც წესი ვინმე ახალბედა ყიდულობს ჭ ხარისხის შაშხანას (ეს არის ყველა ის სევიჯები, მარლინები, რემინგტონები რომელთა ფასი აშშ-ში არ აღემატება 400 დოლარს ჩვენთან კი როგორც ყოველთვის ორჯერ მეტი და + მოხსნილი და დამალული ოპტიკა, რომელიც წესით უნდა მოყვებოდეს ამ იარაღებს) და ეგრევე გახსნილ თემაში მილოცვებთან ერთად იღებს რჩევებს ლულის აბკატკაზე, იმიტომ რომ ა) სიზუსტე გაუმჯობესდება. ბ) რესურსი მოიმატებს. ეს უკვე გახდა ტრენდი (Тренд в моде — актуальное (ближайшее, краткосрочное) направление, периодически повторяющаяся тенденция развития моды) და ამით მიიპყრო ჩემი ყურადღება და პრაქტიკულად მაიძულა გამეხსნა ეს თემა.

პირდაპირ საქმეზე გადავალ და დავიწყებ იმით, რომ, ლულის ე.წ. აბკატკა არის აბსოლუტურად აზრს მოკლებული პროცედურა რომლსაც რეალურად აბსოლუტურად არაფერი არ მოაქვს. ეს ჩემი აზრი არ არის. არ არსებობს არანაირი დამოუკიდებელი, მეცნიერული (ხაზგასმით) დადასტურება რომ ე.წ. აბკატკა (ანუ გასროლა, წმენდა, გასროლა) რაიმე გავლენას ახდენს ან სიზუსტეზე ან ლულის რესურსზე. სამაგიეროდ უამრავია კვაზი-მეცნიერული დასაბუთებები, რომლის უკან არ დგას არაფერი გარდა პირადი დაკვირვებებისა, რომლებიც არის სუბიექტური, არადამაჯერებელი, არასარწმუნო და შეუძლებელია გადამოწმდეს. მეცნიერული ფაქტი არის ერთი: ლულის ფიზიკური თვისებები არ იცვლება. ესეიგი იცვლება კარმა, აურა, ჩი ძალა, ინი და იანი, კოსმოსური ენერგეტიკული ველი და ასე შემდეგ newsmile05.gif ასევე იგივე ეფექტის მისაღწევად დააწუწოთ ლულას ახლად მოკლული ქალიშვილი... ქათმის სისხლი და თქვათ დოხ ტიბი დოხ ტიბი დოხ. newsmile05.gif

მიუხედავად ამისა ეს მითი ცხოვრობს და ხარობს ყველგან სადაც ისვრიან. გასაკვირი არ არის რომ იქმნება აზრი რომ ლულის აბკატკა არის აუცილებელი და სასარგებლო. თუ ვინმემ ამაში დაიჯერა და ამ პროცედურას მისდესვ გასაკვირი არ არის. ამის მომყოლი ან დამწერი შეიძლება იყოს ძალიან დამაჯერებელი და პრობლემაც სწორედ ეგ არის. ვინც იჯერებს ის უბრალოდ შეცდომაშია შეყვანილი (სამარცხვინო ამაში არაფერი არ არის), ვინც ამას კიდე უსადაგებს კვაზი მეცნიერულ ახსნებს ის უკვე სექტანტია newsmile05.gif

ეხლა პირველ აბზაცს რომ დაუბრუნდეთ, რატომ არის ჩვენ შემთხვევაში სიტუაცია უფრო აბსურდული? იმიტომ რომ ხალხნო, რას ელოდებით 300 დოლარიანი შაშხანისგან? ეს არის მაქსიმალურად გაიაფებული სერიული წარმოების შაშხანა, და ხალხი ვინც მაგას ყიდულობს არიან სროლაში პირველ კლასელები ჯერ. რამე შედეგს ისინი ვერ ნახავენ (იმიტომ რომ ის არც არის, მაგრამ მიზერული ალბათობაც რომ იყოს ის დაიმალება ჭ ხარისხის შაშხანის ლულის ხარისხში, ქარში, ატმოსფერულ სხვა პირობებში, მსრიოლელის ნევროზულ განწყობაში და ასე შემდეგ). ამიტომაც ხშირად ისმის წუწუნი, რატომ არ აკეთებს ერთ მოა-ს მსუბუქი შაშხანა ფანქრის სისქე ლულით გათვლილი .300 ვინ მაგზე. newsmile05.gif საკუთარი თავი გამორიცხეს, როგორც ხელის შემშლელი ფაქტორი და იარაღი ლანძღე რამდენიც გინდა, პასუხს ვერ გაგცემს (ეს ჩემი სიტყვები არაა, ერთ ჩემზე ბევრად გამოცდილ სტრელოკს ეკუთვნის).

მიზეზი რის გამოც ლულის მწარმოებლები ხშირად აქეზებენ მყიდველს ეს პროცედურა გაიარონ აიხსნება ელემენტარული მათემატიკით: ყოველი უაზროდ გასროლილი ტყვია არის ლულის რესურსის შემცირება. რაც უფრო მეტს გაისვრით მით უკეთესი. ეს აქტუალურია იმ კალიბრებზე გათვლიული ლულებისთვის რომელთა რესურსი ისედაც მცირეა (მაგნუმები მაგალითად). მეტს ისვრით, მეტ ლულებს გაყიდიან მწარმოებლები.

კიდე უფრო დიდი უაზრობაა რაღაც მოლიბდენური სმაზკების გამოყენება რომლებიც მზადდება მათ შორის აფრიკული მცენარის გუარანას ფესვების ნაყენის გამოყენებიტ და გარდა იმისა რომ ინახვას ლულას კიდე დადებიტად მოქმედედებს იარაღის პატრონის ერექციაზე. მაგ მეთოდით ლულის ზედაპირის დამუშავება იგივეა რაც გუდვილში ნაყიდი სპრეით მანქანის ძრავში ინჟექტორების გაწმენდა. ორივე არის სრულად აზრს მოკლებული პრცედურა რომელსაც არანაირი სარგებელი არ მოაქვს. ლულის ზედაპირი ასე არ მუშავდება ხოლო ინჟექტორებში მუშაობისას ისეთი წნევაა რომ იქ არაფეერი არ ჩერდება, ხოლოს თუ რამე იქ გაჩერდა და საოცრება მოხდა მაგას მითუმეტეს სპრეი ვერ გამორეცხავს. იგივე ეხება ჩემი არ15-ის საყვარელ დენთის აირების მილს, რომელსაც პერიოდულად ეტაკებიან სექტანტები და უწუნებენ რომ შომპოლით იქ ვერ აღწევ. ესეთი ნივთიერებებით ლულისთვის ცუდი არ არის, ცუდია დამუშავების მეთოდი, ტყვიის დაფარვა მათი და ასეთი ტყვიის სროლა.

ასე რომ ჩემი რჩევა იქნება არ გაავრცელოთ მცდარი სწავლებები, არ გახდეთ სექტანტები და დაუბრუნდეთ წეშმარიტ რელიგიას newsmile05.gif

მე პრობლემები მაქვს ელემენტარულის ახსნასთან ხოლმე (ეტყობა არ მაქვს ამის ნიჭი) ამიტომაც თუ ეხლაც მე ყველაფერი არეულად დავწერე ელემენტარულად "დაგუგლეთ" ეს თემა და ნახეთ რას წერენ ნამდვილი პროფესორები ამ თემაზე. ჩემი მოსაზრება ადვილად დადასტურდება ყველაზე კომპეტენტური დამოუკიდებელი (ლულის მწარმოებელბი არ არიან დამოუკიდებლები) რესურსებიდან.

ხო მართლა, "ჭ ხარისხის" შაშხანების პატრონები არ გამიბრაზდეთ, ყველაფერი შედარებითია, არც ისე დიდი ხნის წინ ასეთ ფასში შაშხანის გამოშვება წარმოუდგენელი იყო და ის რომ ეს ეხლა ხდება არის ტექნოლოგიური პროგრესის შედეგი. მაგრამ ამავე დროს უნდა ითქვას რომ ეს იარაღები არის დამწყები დონის ასე რომ მოეკიდეთ გაგებით ((ც) ბ. ივანიშვილი) ამ ფაქტს. ეს შაშხანებია კარგია იმატთვის ვინც "ჩესტნად" ცხოვრობს და არ აქვს ბევრი ფული, რომ იყიდოს მაღალი კლასის იარაღი. ასე რომ მე პატივს ვცემ ამ კლასს. თავის საქმეს (იშვიათი გამონაკლისებით) ეს შაშხანები აკეთებენ.

ეს მაგალითად გეილ მაკ მილანის (ხო ის მაკ მილანი) სიტყვებია

It all got started when a barrel maker that I know started putting break-in instructions in the box with each barrel he shipped a few years ago. I asked him how he figured it would help and his reply was if they shoot 100 rounds breaking in this barrel that's total life is 3000 rounds and I make 1000 barrels a year just figure how many more barrels I will get to make. He had a point; it definately will shorten the barrel life. I have been a barrel maker a fair amount of time and my barrels have set and reset benchrest world records so many times I quit keeping track (at one time they held 7 at one time) along with High Power, Silhouette, Smallbore national and world records and my instructions were to clean as often as possible preferably every 10 rounds. I inspect every barrel taken off and every new barrel before it is shipped with a bore scope and I will tell you all that I see far more barrels ruined by cleaning rods than I see worn out from normal wear and tear.

მარტივი კანონზომიერება რომ სროლის სამყაროში უფრო მეტი ლულა ფუჭდება არასწორი მოვლით ვიდრე წურავს თავის რესურს აქაც მოქმედებს.

არც მე არ მასწავლეს ეს რამე გასაიდუმლოებულ კურსებზე. მარტივმა გამოძიებამ გუგლით მომცა ამომწურავი პასუხი. არც არის გუგლი საჭირო. თუ ჩვენ რადმენიმე ტყვიის სროლით და შომპოლის გატარებით უცვლით ლულას თვისებას ისე რომ ეს ასისახება შესამჩნევად სიზუსტეზე, მაშინ წმენდის გარეშე 20-30 გასროლამ ლულას რა უნდა უქნას? ნარეზები წაუშალოს?. მე ყოველთვის მეგონა რომ თუ აბკატკას ქონდა რამე სარგებელი ის გამოიხატებოდა ძალიან გრძელვადიან პერსპექტივაში და არა ეგრევე და მითუმეტს სიზუსტის გაუმჯობესებით. ლულის თვისებების შეცვლა ცვეთით/ექსპლუატაციით (სროლა/წმენდა) იწვევს მხოლოდ დეგრადაციას და სიზუსტის შემცირებას რაც ბუნებრივი პროცესია. როგორც კი ვიმეორებ მე საკითხს ჩავეძიე, პასუხიც ადვილად ვიპოვე.

მადლობთ ყურადღებისთვის.

პს
ვინც ინგლისური იცით, ეს დისკუსია იხილეთ სადაც თავად მაკ მილანი მონაწილეობს და მოისმინეთ მისი ოპონენტების არგუმენტები და შეფასეთ მათი ხარისხი. მანდვე არის კომპანია მუშმასტერის ტექნიკური ექსპერტი რომელიც იგივეს წერს და გუგლში კიდე ბევრს ნახავთ newsmile045.gif
http://www.snipercountry.com/Articles/Barrel_BreakIn.asp
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- Shooter   ლულის ე.წ. "აბკატკა"   May 6 2013, 22:59
- - T A M P L I E R   ციტატა(Shooter @ 7th May 2013 ...   May 7 2013, 15:40
|- - Shooter   ციტატა( T A M P L I E R @ May 7 2...   May 7 2013, 15:44
- - T A M P L I E R   ხო კაი კაი არსად არ ...   May 7 2013, 15:47
- - LeoTaso   Shooter ლულის აბკატკა...   May 7 2013, 17:04
|- - Shooter   ციტატა(LeoTaso @ May 7 2013, 18...   May 7 2013, 18:07
- - LeoTaso   Shooter ციტატა(Shooter @ 7th May...   May 7 2013, 19:12
|- - Shooter   ციტატა(LeoTaso @ May 7 2013, 20...   May 7 2013, 19:16
- - rezident   საქართველოში უმეტ...   May 7 2013, 19:45
|- - Shooter   ციტატა(rezident @ May 7 2013, 20...   May 7 2013, 19:58
- - Davitus   თემას გადახვევისკ...   May 7 2013, 20:49
|- - rezident   ციტატა(Shooter @ May 7 2013, 20...   May 7 2013, 21:08
|- - Shooter   ციტატა(rezident @ May 7 2013, 22...   May 7 2013, 21:49
- - ნუკრიMax   Shooter რავიცი, დიდი პრ...   May 7 2013, 22:15
|- - Shooter   ციტატა(ნუკრიMax @ May 7...   May 7 2013, 23:39
|- - Don-G   ციტატა(Shooter @ May 8 2013, 00...   May 7 2013, 23:48
|- - Shooter   ციტატა(Don-G @ May 8 2013, 0...   May 7 2013, 23:52
- - ჭალიმგელა   Shooter შენ გაიხარე რა. ...   May 8 2013, 09:35
|- - rezident   ციტატა(ჭალიმგელა ...   May 8 2013, 14:18
|- - ჭალიმგელა   ციტატა(rezident @ May 8 2013, 15...   May 8 2013, 17:20
|- - Shooter   ციტატა(ჭალიმგელა ...   May 9 2013, 00:37
- - ზახარა   Shooter საინტერესო სტა...   May 8 2013, 11:32
- - ნუკრიMax   ციტატა(Shooter @ 8th May 2013 ...   May 8 2013, 19:34
- - HUNTER FREDY   კარგი საჭირო და პრ...   May 8 2013, 19:49
- - game 91   კარგი სტატიაა აქაც...   May 8 2013, 22:37
|- - Shooter   ციტატაკარგი სტატი...   May 9 2013, 00:29
- - ჭალიმგელა   game 91 ჰოლანდ ჰოლანდი...   May 8 2013, 23:01
- - rezident   სიმართლე გითხრათ ა...   May 8 2013, 23:37
- - Shooter   ჩაკ ხოკსი, ციტატა: The...   May 9 2013, 00:20
- - Shooter   ერთადერთი რაც მეჩვ...   May 9 2013, 00:43
- - Shooter   კიდე ორი ჩამჭრელი ...   May 9 2013, 00:55
- - rezident   ბევრი ბევრი პოსტი. ...   May 9 2013, 01:13
|- - Shooter   ციტატა(rezident @ May 9 2013, 02...   May 9 2013, 01:22
- - Shooter   by David E. Petzal - The Gun Nut The Great Barrel...   May 9 2013, 01:17
- - rezident   მოგაქვს უამრავი წყ...   May 9 2013, 01:56
|- - Shooter   ციტატა(rezident @ May 9 2013, 02...   May 9 2013, 02:01
- - Don-G   შუთერ, ბევრი საინტ...   May 9 2013, 03:05
|- - Shooter   ციტატა(Don-G @ May 9 2013, 0...   May 9 2013, 03:24
- - Shooter   მცირე შენიშვნა, ფო...   May 9 2013, 03:54
- - HUNTER FREDY   Shooter კარგი ხარ Shooter   May 9 2013, 09:15
- - game 91   ადამიანი ისვრის, 10, 2...   May 9 2013, 13:59
|- - Shooter   ციტატა(game 91 @ May 9 2013, 14...   May 9 2013, 20:32
- - მაქსიმუსა   Shooter აიცილებლად პირ...   May 9 2013, 14:39
- - T A M P L I E R   Shooter რემები ტიკები დ...   May 9 2013, 21:20
|- - Shooter   ციტატა( T A M P L I E R @ May 9 2...   May 9 2013, 21:25
- - game 91   ჰოგ ჰანტერი მეც მა...   May 9 2013, 23:17
|- - Shooter   ციტატა(game 91 @ May 10 2013, 00...   May 9 2013, 23:39
- - game 91   ჯერადობას სანამ აი...   May 10 2013, 18:47
|- - Shooter   ციტატა(game 91 @ May 10 2013, 19...   May 10 2013, 19:27
- - Shooter   თარგმანი ტონი ბოიე...   Jun 7 2013, 20:41
- - rezident   მეგობრის მიერ ნაყი...   Sep 12 2013, 21:28
- - T A M P L I E R   rezident რაო ბაბუ!?რა მ...   Sep 13 2013, 00:29
- - rezident   T A M P L I E R მანდ ის წერი...   Sep 13 2013, 08:15
- - T A M P L I E R   ეგ კი მივხვდი და ზო...   Sep 13 2013, 08:39
- - Davitus   ლულის აპკატკის თემ...   Sep 13 2013, 10:19
- - გოგიტა   ერთ-ერთ იარაღის მა...   Sep 13 2013, 10:56
- - jagermeister   rezident მარტივად დაწერ...   Sep 13 2013, 11:08
- - rezident   ციტატა(gogitam @ 13th September 2...   Sep 13 2013, 12:52
- - mamuka1978   კიდე უფრო დიდი უაზ...   Jul 25 2014, 21:17


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 15:11