საუბრები ახალ შემოყვანილ ჯიშებზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

12 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
საუბრები ახალ შემოყვანილ ჯიშებზე
ზახარა
პოსტი Jun 28 2012, 11:00
პოსტი #31


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(shadimani @ 28th June 2012 - 03:07) *
რავი, ჩემპიონი პოინტერის და სეტერის შვილი 150 დოლარი ღირდეს და ეპანიოლი, რომელიც საქმეში რეალურად ჯერ არავის უნახავს - 1000 ? ვისთვის როგორ.. კაცმა რომ თქვას

dastur.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ირაკლი
პოსტი Jun 28 2012, 11:19
პოსტი #32


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 442
რეგისტრ.: 16-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(Don. vano @ Jun 28 2012, 01:35) *
მატარებლით და ავტობუსით 1937-ში შალიკო ციხისთავი დადიოდა სანადიროდ

+1000000000000000 D.gif

ხოა ცოცხალი ნეტა?

ციტატა(ზაზა @ Jun 28 2012, 10:22) *
გშურს არა, სხვას ყავს ეპანიოლი, შენ კი პოინტერი.
კურცხალსაც გავზრდი , დრათხალსაც და მათ ნაჯვარსაც შენს ჯინაზე და მაინც მოგიგებ საველეს და სტენდს


ღმერთმა ხელი მოგიმართოს, მარა ჯერ მე უნდა მომიწყო ტერაქტი ისე არ გამოვა მაგ ამბავი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jun 28 2012, 11:43
პოსტი #33


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



რა ასაკი აქვთ ძაღლებს, რომ უკვე მოასწრეს ლეკვები? როგორც მახსოვს ახლახანს იყვნენ ჩამოყვანილები....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ramazi3
პოსტი Jun 28 2012, 12:10
პოსტი #34


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 68
რეგისტრ.: 4-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



გამარჯობათ ვისაც ინტერესი გაქვთ ეპანიოლის მუშაობა ნახოთ როცა გნებავთ ნებისმიერ დროს მე არ მეზარება მომწერეთ და გავიდეთ რაზეც გნებავთ . შემდეგ ფასი ვინ გითხრათ პატრონი მე ვარ მე არავისთვის მითქვია.... რაღირს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
misha17
პოსტი Jun 28 2012, 13:35
პოსტი #35


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 84
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



მე ეპანიოლი საერთოდ არა მყავს, ჩემს მეგობარს ყავს მაგრამ ერთს გეტყვით ვიღაცეებს უტყდებათ მატარებლით და ავტობუსით სიარული, ვითომ ყოველ დღე ვერთფრენებით და ჯიპებით დადიან , ამაში რაა გასატეხი, რა შვაშია 1937წელი ,თუ ადამიანს მანქანა არა ყავს რითი იაროს. კარგის მთქმელს კარგი გამგონი ჭირდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
misha17
პოსტი Jun 28 2012, 13:40
პოსტი #36


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 84
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბატონო შადიმან ასლან აბაშიძეს ლაბრადორები არასოდეს არ ყოლია თხები ყავდათ მაგრამ თხებში 2500დოლარი არ გადაუხდიათ, ეს პროსტა ჭორია თუ დამიჯერებთ ასლან აბაშიძის საძაღლე მეურნეობის ყოფილი უფროსი ჩემი მეგობარია, გურამ ცინცაძე საერთაშორისო კატეგორიის მსაჯია ,თუნდაც შეეკითხეთ გია გიორგაძეს .
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 28 2012, 14:04
პოსტი #37


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ramazi3
და რა ეღირება, მე არ ვარ მყიდველი უკვე მყავს მეძებარი, მაგრამ მაინტერესებს ეპანიოლის ლეკვები ფასი რა იქნება მიახლოებით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
misha17
პოსტი Jun 28 2012, 14:07
პოსტი #38


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 84
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჩემი იმფორმაციით რუსეთში, უკრაინაში, 600 დან 800 ევრომდე მერყეობს 2თვის ლეკვის ფასი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jun 28 2012, 14:15
პოსტი #39


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ლაბრადორები ნამდვილად ჩამოაყვანინა, მალე დაეხოცათ, გამნაღმველებად უნდოდა.. ის კი არა და, ინგლისური სეტერიც ყოლია, მერე ვიღაცა რუსი ოფიცრისთვის უჩუქებია. მგონი, ამერიკული ბულდოგიც.. კავკასიურ და გერმანულ ნაგაზებზე აღარაფერს ვამბობ, ძაღლსაშენამდე ციხეზე ყავდათ, იქ უვლიდნენ.. ზუსტად ვიცი, გაგონილს არ ვლაპარაკობ. ფასი შეიძლება გააზვიადეს. თხების სანახავად პირადად ვყავარ ექსკურსიაზე მიყვანილი..ეგ ბოლო წლები იყო უკვე, ყველა სტუმარს ათვალიერებინებდა, ფასიც თვითონ თქვა. მოუმატა ეტყობა.. newsmile090.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Don. vano
პოსტი Jun 28 2012, 22:12
პოსტი #40


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 160
რეგისტრ.: 19-June 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



არავის არ უტყდება მაგ ტრანსპორტით სარგებლობა. ალბათ იმიტომ აგარავინ სარგებლობს, რომ მას თუ არა მეგობრებს ყავთ მანქანები და არ მგონია ისეთი მაზოხისტებიც არსებობობდნენ რკინიგზის ბაქნიდან 5-10 და შეიძლება 50 კილომეტრიც გაისეირნოს, სანამ ძაღლს შეუშვებს მინდორში... ისე 2-3 ეგეთი ლეკვი რომ გაყიდოს კაცმა, ვერტმპფრენს ნაგდად იყიდი, მთლად ისეთს ვერა თქვენი სეხნია რომ დაფრინავს მარა............ მანამდე კი მე დანჯგრეული ნივით ვივლი და სეტერებით ვინადირებ. ისე ცნობისთვის მატარებლით მაგ წლებში სარგებლობდნენ მონადირეები (გაცილებით გვიანაც)
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
nik@a
პოსტი Jun 28 2012, 22:40
პოსტი #41


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 2,183
რეგისტრ.: 17-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



რა ასაკი აქვთ ამ ეპანუელებს? კიდევ ვიმეორებ, სულ ახლახანს იყვნენ ჩამოყვანილები და პირველივე დართვაზე დაირთო თუ მე ვცდები?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
misha17
პოსტი Jun 29 2012, 11:49
პოსტი #42


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 84
რეგისტრ.: 10-April 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



Don. vano ჩემი სეხნია რითი დაფრინავს მაგი არც ჩემი და არც შენი საქმეა, რომ იცოდე. ეს მონადირეებისა და მეთევზეების ფორუმია და არა ობიექტივი. თუ საშვალება გაქვს შენაც შეგიძლია იფრინო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 29 2012, 12:11
პოსტი #43


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ოფდება მეგობრებო
ეგრე თუ წავიდა საქმე , ერთი ქალბატონის ქმარი, ვერტფრენით ნადირობდა ჯიხვებზე, ამ რამდენიმე წლის წინ newsmile045.gif
არავის არაფერი არ ეწყინოს newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Alik
პოსტი Jun 29 2012, 15:14
პოსტი #44


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 202
რეგისტრ.: 15-March 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi



51დღე დარჩა სეზონამდე და მე ვხტები რომ ბევრ ინტერნეტ მწერალს უბრალოდ რაღაც უნდა წეროს თემაში ან ილაპარაკოს ჯიშზე რომელზეც წარმოდგენაც კი არც აკვს და ცოცხლად არც უნახავს ,მაგრამ ეს ფორუმია და ყველას შეუძლია გამოთკვას მისი აზრი, მითუმეტეს თემაში უყვე პოზიტივია ,წინა თემაში მარტო ტირილი ისმოდა რომ ფული არ გვაქ რომ კარგი ძაღლი ჩამოვიყვანოთ ახლაკი ფულიც ინახა .ბატონო შადიმან თქვენ რამდენი ბრეტონი იცით საქართველოში და რას თვლით მოდურს,თქვენ თუ არ გინახიათ ბრეტონი ნადირობაში ,გამოფენაზე და თანამედროვე საველეზე ეს იმას არ ნიშნავს რომ ამ ჯიშს არ აქვს პერსპეკტივა ,როგორც თქვენ რომ აგნიშნეთ ვიჟლასაც არ აქვს დიდი პერსრეკტივა,მე მგონია რომ თქვენ როგორც ეკსპერტს ,მსაჯს,კინოლოგს და მონადირეს რომელიც სარგებლობს დიდი ავტორიტეტიტ არ გაქვთ უფლება უთხრათ ახალგაზრდებს რომ ეს ჯიშები არიან მოდური და დიდათ არაფერს არ წარმოადგენენ, იმის მაგივრად რომ უთხრათ რომ რაც უმფრო მეტ კაი ჯიშის ძაღლს ჩამოიყვანებენ საქართველოში უმფრო უკეთესია თქვენ ამბობთ რომ ჩვენ არ გვინახია და ამიტომ არც ვიცით და არც გვინდა, მაშინ წადით და ნახეთ რას აკეთებენ ნადირობაში და საველეებზე თანამედროვე ბრეტონები და ვიჟლები მაგრამ მესმის რომ ახლა ტირილი დაიწყება რომ წასლა არ შეგვიძლია და ასე შემდეგ.არაკორეკტულია და არასწორია შეადარო Pოინტერი-სეტერი და ბრეტონი მაგრამ ერთიც ვიცი რომ და ჩემი თვალით მინახია რომ ბრეტონები რომელიც ყავს ემანუელ მარკოს,ლონა ვაშენკოს,ანდრეი ვლასენკოს,ანჟელო ზენის,ერთ შანსაც არ დოუტოვებენ არცეთ თქვენ პოინტერს და სეტერს არც პრაკტიკულ ნადირობაში და არც საველეზე.პატივისცემით ალიკა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი Jun 29 2012, 16:58
პოსტი #45


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ალიკ, მეც პატივისცემით არ ვამბობ და მაგას არ ვამბობ? თუ კი არასოდეს უნახავს თვალით, არც საველეზე და არც ნადირობაში, არც არავის ყოლია გარშემო ისეთს, ვისაც ენდობა, და მაინც 1000 დოლარს გადაიხდის ლეკვში, რა დავარქვა - თუ არა, - მოდასაყოლილი, რაღაცა უცხოს და განსაკუთრებულის მაძიებელი. შემიძლია სხვა სახელიც მოვუძებნო: "რეკლამებსაყოლილი, მეძაღლეობაში ფულის საშოვნელად დამკვიდრებამოწადინებული პერსონების მიერ გაბრიყვებული ადამიანი."
მე მოდურია-თქო ჯიშებზე არ მითქვამს, სიახლეა ხოლმე ჩვენთან მოდური. ან არაფერს წარმოდგენენ-მეთქი, როგორ ვიტყოდი, როცა არა ვიცი რა ამ ჯიშების შესახებ და მართლა წარმოდგენაც არა მაქვს, რისი თავი აქვთ მინდორში. ეპანიოლს და ვიჟლას ვგულისხმობ, ვაიმარანერი ასე თუ ისე, გავიცანით. მაგრამ იმედია, გამოვასწორებ ამ ჩავარდნას ჩემს კინოლოგიურ განათლებაში. ღვთის წყალობით, ერთხელ ყირიმში ჩასვლა აბსოლიტურად საკმარისია ყველაფერში გარკვევისათვის. მეც გავიჭირვებ, თბილისი-სიმფეროპოლის რეისის ფულს როგორმე ვიშოვი, ეპანიოლსაც ვნახავ, დარიგადსაც და "ლასტოჩკინოე გნეზდოსაც". აბა, მერე გამიბედოს ვინმემ ჭკუის სწავლება! D.gif
ახლა ხუმრობის გარეშე: ბრმა აქ არავინაა და რაც ხდება და რისთვისაც ხდება, ნათელია. მართლა არაკორექტულია ბრეტონის სეტერ-პოინტერთან შედარება. მაგრამ ლეკვების ფასების შედარება და საკუთარი აზრის გამოთქმა ნებისმიერი გამყიდველის და ნებისმიერი მყიდველის (თუნდაც პოტენციურის) პრეროგატივაა. ასე ყალიბდება საბაზრო ღირებულება.
მაგრამ ნამდვილად არაკორექტული მგონია, ისეთი კატეგორიული განცხადება, როგორითაც შენი პოსტი თავდება. რას ქვია "თქვენი სეტერები და პოინტერები"? ვაშენკოს რომ ეთქვა, კიდე ჰო..(დარწმუნებული ვარ, არასოდეს იტყოდა)

და თქვენები რომელია?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

12 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 23:38