თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ გამოფენები, საველეები, შეჯიბრები _ გამოფენის და საველე გამოცდის გრაფიკი 2018 წ.

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 4 2018, 12:12

მოკლედ რა ინფოც ახლა მაქ დავწერ იმას,
თუ ვინმემ არ იცის და აინტერესებს წლევანდელი გრაფიკი,
დამატებით თუ კიდევ დაიგეგმა რაიმე მერე იმასაც მივაწერ.


https://postimages.org/

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 4 2018, 12:35

28 აპრილს ჩემი სეტერი წლის და 10 დღის იქნება. ლეკვებთან აღარ ეკუთვნის ხო?

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 4 2018, 13:00

უიარაღო
დიდებში მოუწევს გამოსვლა თან ლეკვებს უბრალოდ ათვალიერებენ არც შეფასება ხდება და არც არაფერი , ივნისსში გამოიყვანე აჯობებს .

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 4 2018, 13:54

ოთო.

მადლობა, გასაგებია. საველეზე აზრი არ აქვს.ჯერ ნორმალურად არაა დაგეშილი. გამოფენაზე კი ვაპირებ გამოყვანას. თუნდაც იმიტომ რომ სხვა ძაღლებს შევადარო(ჩემთვის მჭირდება ეს).

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Apr 4 2018, 14:07

28აპრილისთვის ჩემი იქნება 6.5 თვის და შემეძლება გამოყვანა? ოღონდ საბუთი ჯერ არ ამიღია მხოლოდ საგვარეულო მაქვს და პრობლემა ხომ არ იქნება?

და კიდევ საველე გამოცდაზე რა ასაკიდან შეიძლება გაყვანა დიპლომისთვის ? 'მაჩაბელში' მივიდე თუ ვის მივმართო?

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 4 2018, 15:48

6,5 თვის შეგიძლია გაყვანა შეხედავენ და გეტყვიან თუ რაიმე ნაკლი აქ და აშშ. დიპლომზე კიდე პატრონზეა დამოკიდებული როცა ჩათვლი რო ძაღლი მზადაა მაშინ შეგიძლია გამოყვანა, წელს პატარა იქნება და გაისად მოამზადე კარგად.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე Apr 4 2018, 16:12

გასაგებია ოთო,მადლობა. ეხლა გადავთვალე და მორიგე ვარ 28-ში...ისევ დიპლომისთვის ვიმუშავებთ

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 5 2018, 09:06

უიარაღო
პირველ ასაკობრივში მოუწევს გასვლა. ლეკვში აღარ ითვლება. ხო კიდევ პირველ ასაკობრივში ფრიადი არ იწერება (ჩემთვის გაუგებარი მიზეზის გამო) ხოდა გული არ გაიტეხოთ

ციტატა(ალექსანდრე @ Apr 4 2018, 15:07) *
28აპრილისთვის ჩემი იქნება 6.5 თვის და შემეძლება გამოყვანა? ოღონდ საბუთი ჯერ არ ამიღია მხოლოდ საგვარეულო მაქვს და პრობლემა ხომ არ იქნება?

და კიდევ საველე გამოცდაზე რა ასაკიდან შეიძლება გაყვანა დიპლომისთვის ? 'მაჩაბელში' მივიდე თუ ვის მივმართო?


ლეკვების დათვალიერებაზე საგვარეულოთიც გაიყვან. საბუთის აღება 6 თვიდან შესაძლებელია, საველეზე 10 თვიდან როგორც მახსოვს

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 5 2018, 11:16

9-10 ინვისს იქნება წლის და 2 თვის. სეტერებს ნეტავ რომელ დღეს მოუწევს. 9-ში ვმუშაობ. კვირას მცალია მხოლოდ.


პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Apr 5 2018, 15:38

უიარაღო
შაბათია ინგლისელები, კვირა გერმანელები

პოსტის ავტორი: ალექსანდრე May 1 2018, 20:33

ვინმეს გყავდათ ლეკვი 28ში გაყვანილი?რა იყო როგორ იყო მაინტერესებს...

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 2 2018, 09:26

კი მყავდა
სეტერებში წინსვლაა აშკარად. მაგრამ ადგილობრივი ლეკვი არ ყოფილა არცერთი


ეს სურათები დღეს გამომიგზავნეს

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/


პოსტის ავტორი: ალექსანდრე May 2 2018, 09:26

კარგი სიახლეა,წარმატებებს ვუსურვებ ყველა ლეკვის პატრონს...
ფიზიკურად დროში ვერ ჩავეტიე თორე მინდოდა ჩამოყვანა

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 2 2018, 09:36

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/

https://postimages.org/


პოსტის ავტორი: უიარაღო May 21 2018, 13:41

საველე ჩატარდებოდა. თუ ვინმე ესწრებოდით იქნებ დაწეროთ რამე.

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა May 22 2018, 08:52

ვინც უნდა დასწრებულიყო გაგვიბრაზეს და აღარ გავიდნენ newsmile05.gif

ისე ახალმა ორმა ძაღლმა აიღო წელს დიპლომი, ოჩოსამ.

ოჩოპინტრეს ტურნირზე გამოვლენ სამაგიეროდ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: apxazi May 22 2018, 20:10

ციციშვილი ჩატარდა,
1 ადგილი - რომან გოგოლაძის ვენდი 83 ქულა, მესამე ხარისხი
2 ადგილი - გიორგი შეყილაძის გაბი 74 ქულა, მესამე ხარისხი
3 ადგილი - ზაზა სომონიშვილის ჯინა 73 ქულა, მესამე ხარისხი

პოსტის ავტორი: უიარაღო May 24 2018, 09:27

ჯიშები?

პოსტის ავტორი: apxazi May 24 2018, 10:47

1-2 კურცჰაარები, 3 პოინტერი

პოსტის ავტორი: ოთო. May 24 2018, 20:26

სეტერები იჩაგრებიან ნამეტანი.

პოსტის ავტორი: apxazi May 24 2018, 20:31

ოთო.
მგონი საერთოდ არც გამოსულა არცერთი, მარა როგორც ამბობენ მომავალი თაობა მოდის კაი :დ


პოსტის ავტორი: gacho Jun 4 2018, 13:19

ოთო.

რამე ხომ არ შეცვლილა გამოფენის თარიღთან დაკავშირებით.
მეორე ასაკობრივი რა ასაკიდან არის ხომ არ იცი?

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 4 2018, 14:14

შაფათს არის სეტერ პოინტერები ჯერ ჯერობით არაფერია შეცვლილი.

პოსტის ავტორი: gacho Jun 4 2018, 21:17

ჩემი წლის და 11 თის გამოდის და რომელ ასაკობრივში გადის

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 5 2018, 15:03

ციტატა(apxazi @ May 24 2018, 21:31) *
ოთო.
მგონი საერთოდ არც გამოსულა არცერთი, მარა როგორც ამბობენ მომავალი თაობა მოდის კაი :დ


ოჩოპინტრეს თასზე გამოვლენ სეტერები newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jun 5 2018, 19:38

შაბათს ტერიტორიულად სად ტარდება საველე ხომ არ იცით?

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 5 2018, 22:05

ძველ იპოდრომზე.

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Jun 6 2018, 14:59

ოთო.

ციტატა
ძველ იპოდრომზე.

ანუ გამოფენაა და არა საველე ხო?

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 6 2018, 16:19

ვანიჩკა

კი გამოფენაა.

პოსტის ავტორი: apxazi Jun 7 2018, 11:42

ჭალიმგელა
გადაწყდა როდის ტარდება? კაი სტილიანი სეტერის მინდორში ნახვას რა ჯობია

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 9 2018, 20:11

დღეს ჩატარდა გამოფენის ესე ვთქვათ პირველი რაუნდი,
მე სეტერებისკენ ვიყავი და სხვაგან რა ხდებოდა ვერ გეტყვით, დიდი იმედგაცრუებული ვარ, წარმოდგენილი იყო დაახლოებით ოცამდე სეტერი ერთი ჩემი ირლანდიური და ერთიც გორდონი,ჩემი პირადი აზრია და არავის არ ვახვევ თავზე მაგრამ ეს ევროპულები მაგრად მოიკოჭლებენ ექსტერიერში ძაღლი ძაღლს არ გავს მარტო სირბილი ხოარაა ცოტა ვიზუალიც ხო უნდა ქონდეს .
ჩემმა მარკუსამ დაიმსახურა შეფასება ფრიადი და ექსპერტების სიმპატიები.
აქვე მინდა მიულოცო ჩავლეს და ბობოს მე-3-ე ასაკობრივში დამსახურებული პირველი ადგილი თავის მედლით და დიპლომით..


https://postimages.org/

პოსტის ავტორი: უიარაღო Jun 11 2018, 08:18

ოთო გილოცავთ. მალე საველე დიპლომიც მომელოცოს.

პოსტის ავტორი: apxazi Jun 11 2018, 09:19

ოთო.
ისეთი შთაბეჭდილება რჩება რო, ვერ ჩამოვყალიბდით რა კრიტერიუმებით უნდა შეფასდეს ექსტერიერი, ნახევრად იქით ვართ ნახევრად აქეთ.
ის ვინც ლაპარაკობს რო საქართველოში ფილდტრაილის უნდა განვითარდეს და შესაბამისი ძაღლები ჩამოყავს და სელექცია ამ კუთხით მიდის,
ძაალიან ძაააააალიან შორსაა რეალობისგან

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 11 2018, 13:58

მე თუ მკითხავთ საერთოდ არ უნდა იმ ძაღლებს გამოფენა მაგათი გამოფენაა მინდორი იქ იცოცხლე კი იციან თავის საქმე ერთ რამედ ღირს მაგათი მინდორში ნახვა მარა ექსტერიერში აშკარად მოიკოჭლებენ უბრალოდ პატარები არიან თორე მეტი დასაწუნი არაფერი არ აქვთ.

პოსტის ავტორი: apxazi Jun 11 2018, 17:02

ხო მარა ჩვენთან ვერა ბატონო ვეეერრრააა.... ფილდტრაილს პირველ რიგში გნოლი უნდა - არ გვყავს, ფინანსები უნდა - არ გვაქ, სხვა კინოლოგია და სხვა კულტურა უნდა - ჩვენ ჯერ ხშირად იმაზე გვიწევს კამათი რო ძაღლის აყვანისას არჩევანი სუფთა ჯიშის და საბუთიან ძაღლზე უნდა შევაჩეროთ. ჯერ შორსააა ბატონებო ფილდტრაილი

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 11 2018, 22:50

ოთო.
ვაა ვერ გიცანი კაცო, პოინტერებში ვიყავი მე....
1 შე იყავი ოჩოს მაიკით მანდა newsmile05.gif
გიყურე გიყურე და ვერ გიცანი D.gif
გილოცავ კაია, მალე საველეზეც გევაჯკაცოთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jun 12 2018, 01:12

შოთა.03
ჩავლეს ძაღლის დიპლომია ვეჟო

პოსტის ავტორი: შოთა.03 Jun 12 2018, 08:56

ჭალიმგელა

ციტატა(Chalimgela @ 12th June 2018 - 02:12) *
ჩავლეს ძაღლის დიპლომია ვეჟო

მაშინ ჩავლეს ვულოცავ newsmile05.gif
ხო და შენ რად არ მპასუხობდი იმ დღეს რო გირეკავდი?

პოსტის ავტორი: kobavar Feb 17 2019, 19:49

სხვა რამის ძებნაში ეს თემა შემომეფეთა ხოდა ორიოდ სიტყვას დავწერ...
ორი გამოფენაა უკვე პოინტერი მყავს სიგამხდრის გამო მიწუნებენ სინამდვილეში კი სულ კუნთია,კარგი კვება უნდაო გამოთქვეს თავაანთი აზრი მაგ აბდლებმა რომ იცოდნენ რა კვებაზე მყავს რას ვაჭმევ და როგორ ვუვლი ახლა მეორეს იტყვიან შენ ბიძია გაგიჟებულხარ და ამის მერე ამათ უთხარი ძარლი შემიფასეო. ყველანაირი სურვილი გამიქრეს მსგავს გამოფენებში მონაწილეობის წელს საველე მინდა,მაგრამ უკვე ვიცი რომ პირველ ადგილზე მაინც ნეპოტიზმი გავა !!!!

პოსტის ავტორი: ოთო. Feb 17 2019, 21:45

kobavar
ნუ მიაქცევ მაგას ყურადღებას,
საველეზე კიდე ძაღლის შესაძლებლობებზეა დამოკიდებული თუ მაღალ ქულას აიღებს შესაბამისად დაიკავებს ადგილს, დიპლომი აქვს ?? თუ არ აქ მაშინ ჯერ უნდა ააღებიო და შეჯიბრზე მერე, თან გეცოდინება მაქსიმუმ რა შეუძლია.

პოსტის ავტორი: უიარაღო Feb 18 2019, 13:16

წლევანდელი გრაფიკიც ხომ არაა უკვე ცნობილი?

ვაპირებ ზორო ვაჩვენო საზოგადოებას.

პოსტის ავტორი: ოთო. Feb 18 2019, 14:12

მე არაფერი ვიცი ჯერ ჯერობით, ზოროს დიდებში მოუწევს ივნისში იქნება სავარაუდოდ.


პოსტის ავტორი: ოთო. Apr 2 2019, 14:56

https://postimages.org/


მდაა ჯიშთაშორის ამოღებული აქვთ ამათაც უჭირთ აშკარად.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Apr 2 2019, 17:47

იპოდრომზე ეს ყველაფერი ოთო.
ისევ ?

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 2 2019, 18:39

ჰერცოგი


კი ისევ იქ თუ რამე შეიცვალა იტყვიან ალბად.

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 3 2019, 10:17

გაგეხსნა ახალი თემა. 2018 წლის თემაში რომ გააგრძელე კარგია ეხლა ესააა??... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif ოთო.

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 3 2019, 10:30

გავხსნი და გადავიტან მაცადე .

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 19 2019, 13:22

ხვალ არის ლეკვების დათვალიერება ვისაც გყავთ წლამდე ლეკვი შეამზადეთ newsmile05.gif)

პოსტის ავტორი: უიარაღო Apr 19 2019, 15:41

კარგი ინფოა. მადლობა ოთო.

პოსტის ავტორი: apxazi Apr 21 2019, 12:40

კურცჰაარების სრული ბუმი იყო გუშინ newsmile045.gif) 2-3 სეტერი იყო სულ მგონი 1 დრათჰაარი და გვერდით იაგები წკავწკავებდნენ

პოსტის ავტორი: alex77 Apr 21 2019, 21:54

ყველაზე კარგად კურცჰაარმა გაამართლა საქართველოში...ფაქტია

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 22 2019, 07:24

ბოლო წლებია კურცების ბუმია

პოსტის ავტორი: ჯოლა Apr 22 2019, 09:23

ციტატა(ოთო. @ Apr 22 2019, 08:24) *
ბოლო წლებია კურცების ბუმია

მერე ბეწვი ცოტა დაბალზე გაკრიჭე და კუდი დაუმოკლე შენ ძაღლს , ფერი წავა.

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 22 2019, 10:10

შემდეგს უკვე კურცჰაარს აიყვანს... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 22 2019, 11:14

ჯოლა

შენი დასაცინია ხო მარკუს ავრელიუსი თავს მოიკლავს და კურცხალობას არ შეეგუება.

ჩელე


უმალ ტყვიამ გამმგმიროს მე კურცხალი არ მოვიყვანო სახლში.

პოსტის ავტორი: apxazi Apr 22 2019, 11:42

ციტატა(ოთო. @ Apr 22 2019, 08:24) *
ბოლო წლებია კურცების ბუმია


კურცჰაარისტებმა ბევრი დრო ენერგია + სახსრები ჩადეს მაგ ამბავში. ახალმა სისხლებმა მაგარი საქმე გააკეთა ძაან. ეხლა ვნახოთ გამოფენაზე როგორი რინგები დადგება

პოსტის ავტორი: ჩელე Apr 22 2019, 12:01

ოთო.

ციტატა(kardinal84 @ 22nd April 2019 - 12:14) *
უმალ ტყვიამ გამმგმიროს მე კურცხალი არ მოვიყვანო სახლში.


არასოდე თქვა ''არასოდეს''... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 22 2019, 13:35

ჩელე

ეს ის შემთხვევაა 100 % რო დარწმუნებული ვარ, საწინააღმდეგო არაფერი მაქ კურცების პირიქით დიდი სიმპატიებით ვარ განწყობილი მაგრამ მაინც სეტერის ერთგული ვიქნები.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Apr 22 2019, 19:47

ირლანდიოური სეტერები თითქმის გაქრა გამოფენებიდან ჩემი პირველი ძაღლი იყო ირლანდიური სეტერი

პოსტის ავტორი: ოთო. Apr 23 2019, 13:51

რათ ამბობ მაგას გიო ? მე მყავს აგერ ჩემ მეგობარს ყავს ბათუმში გერმანიიდან ჩამოიყვანა საკმაოდ ბევრია.


https://postimages.org/

პოსტის ავტორი: ოთო. Jun 5 2019, 13:32

8-9 ივნისს იქნება ეროვნული გამოფენა, ძველ იპოდრომზე, ვინც აპირებს გამოყვანას მოამზადეთ გამოპრანჭეთ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)