BROWNING CYNERGY - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V   1 2 >  
Reply to this topicStart new topic
BROWNING CYNERGY, Browning cynergy
Bone
პოსტი Jan 15 2010, 18:38
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ლეგენდარული მეიარაღის ; არანაკლებ ლეგენდარული ბ25-ის ბაზაზე შეიქმნა და იქმნება უამრავი რაოდენობის სპორტული თუ სანადირო დანიშნულების ბოკფლინტი, თითქმის 90 წლის წინ დაპროექტებული ლულების კალაპოტთან შეერთების სისტემა დახვეწილი და საიმედო გამოდგა ვერტიკალური ლულების შეერთების ავტორიტეტულ სისტემებს შორის.


რეალურად იმდროისათვის როდესაც შეიქმნა ბ25-ი უკვე არსებობდა რამდენიმე ბოქფლინტის ჩაკეტვის სისტემა, ორიგინალური სასხლეტ დამცემი მექანიზმით, მაგრამ ბატონი ბრაუნინგი რა მსოფლიოს ყველა დროის უდიდესი მეიარაღე იქნებოდა საკუთარი სისტემა რომ არ მოეგონებინა; რომელმაც უმტკიცესი ადგილი დაიმკვიდრა საიმედო, მარტივ და უდიდესი რესურსის სისტემებს შორის. დღეისათვის უამრავი ავტორიტეტული თუ იაფფასიანი იარაღის მწაროებელი უშვებს სერიულ თოფებს ამ მოდელის კოპირებით, იაპონია თუ ამერიკა იტალია და რუსეთი და ა.შ.
რატომ უშვებენ იაფასაიანი მწარმოებლები ? იმიტომ რომ უმარტივესი მექნიზმი აქვს და მარტივია სერიულ წარმოებაში, საიმედო და უტყუარია.
... და მაინც ბ25-ს გამოყვა ასე ვთქვათ თანდაყოლილი მცირეოდენი მინუსი, უფრო სწორად ტექნიკური ლაქა რომელიც დროთა განმავლობაში მოშორდა..........
ესაა ძალიან მაღალი კალაპოტი! ნადრიობის დროს დისკომფორტს ნამდვილად არ ქმნის თუმცა სპორტული სროლის შემთხვევაში იდეალური ბალანსისა და უნიკალური ერგონომიკის მიღწევა შედარებით რთულია რათქმაუნდა ამ სიტყვის არა სრული მნიშვნელობით. თუმცა ეს არაა მაინც მინუსი რადგანაც განსაკუთრებით მკაცრად, იდეალური ბალანსი არსად არაა საჭორ ისე როგორც მრგვალ სტენდზე , სწორედ აქ შეიძლება ამ ასე ვთქვათ ლაქის შეგრძნება.
მიუხედავად ბატონი მოსეს მექნიზმის ფანტასტიურად გამძლეობისა და დახვეწილობისა,
კომპანია ბრაუნინგს არც ერთი წამით არ უფიქრია ერთ ადგილზე გაჩერება .
XX საუკუნის მიწურლიდან , მსოფლიოში განსაკუთრებული ყურადღება ექცევა და ფართოდ გამოიყენება სპორტულ თოფებში კალაპოტის მინიმალური სიმაღლე რაც ასე აუცილებელია თიფის ერგონომიკისთვის. მართალია ბრაუნინგი ვერ დაკარგავდა პოპულარობასა თუ კონკურეტუნარიანობას, თუმცა მაინც კონსტრუქტორთა მუდმივი მუშაობითა და ულტრა თანამედროვე იარაღის დიზაინერობის მეშვეობით შეიქმნა სრულიად უჩვეულო თოფი ;
'სინერჯი' ანუ კოსმიური ელვარება , მართალც რომ არ გავს მიწიერ ქმნილებას, ძალიან უჩვეულო ფორმებისა და საერთო დიზაინის ქმონე თოფი სამყაროს 2004 წელს მოევლინა.
(თავიდანვე ვიტყვი: ესაა მაქსიმალურად ფუტურისტული დიზაინის მქონე თოფი რომელიც ჩემში არავითან სიმპატიას არ იმსახურებს )
ყველაზე მთავრი სიახლე მაინც კალაპოტის სიმაღლეა ამ თოფში, მართალია მანამდეც იყო ასე წინ სვლები "სიტორიში" (და არა მარტო) თუმცა სინერჯის კალაპოტის სიმაღლე ალბათ მინიმალურია ! ამაზე დაბალი ძნელადაა წარმოსადგენი....
იარაღმცოდნეები ასეც კი ამბობენ: "ოდნავ მაღალი ჰორიზონტალურ ლულებიან თოფზე"


განვიხილოთ დეტალები: ისარით მითითებულია მთავარი ღერძი რომელზეც დაკიდებულია ლულები.


ამ სურათზე კი ლულებია შესაბამისი რკალით რომელიც ზედა ღერძზე ჯდება. მარჯვენა ისარი კი მიუთითებს მთავარ ჩამკეტზე რომელსაც კალაპოტის ფრონტალური კედლიდან კეტავს პერდეს ჩარჩო.


სინერჯიში პერდეს ჩარჩო აღარაა... ეს უკანასკნელი რათქმაუნდა მოაშორეს და ორი მართკუთხა "ურდულის" სახით წარმოადგინეს.



ხოლო მთავარი ღერძი საერთოდ ამოიღეს, მაგრამ ორად გაყვეს და კალაპოტის შიგნითა გვერდით კედლებზე მოათავსეს.
კონკრეტულად კი ტრადიციული ჩამკეტ საყრდენი სისტემა ლულების ქვევიდან ლულების გვერდებზე გადაიტანეს, ესაა მთელი სიახლე, სათქმელად მარტივი მაგრამ გენიალური გადაწყვეტილებაა, რომელსაც რათქმაუნდა არაერთი კონსტრუქტორის არაერთი საათი შრომა დასჭირდა.
შემდეგი ცვლილება ეს გეომეტრიაა


"პარალელოგრამის კალაპოტი "

"კუთხეებიანი ცევიო"

ინოვაციური კონდახის საბჯენი ამორტიზატორი

ამ ყველაფერზე მორგებული კონდახის ყელი.
კონდახში ჩამონტაჟებული ორიგინალური კონსტრუქციის ამორტიზატორი, უჩვეულო ფორმისაა და გასროლის დროს უკუცემას უდაოდ უკეთესად ამცირებს ვიდრე სხვა ჩვეულებრივი, მწარმოებლის თქმით მთელი 25 %-თ

ამოტიზატორი როგორც ხეზე ასევე პლასტიკზე



ტიბჟირის სამაგრი ტრადიციული, ცვლილებების გარეშე


ჩოკები ნებისმიერი ზომის, მხოლოდ მობილჩოკებით. ტიტანის ნაერთი.


ორიგინალური გაფორმების სინერჯი , სუსტი სქესის წარმომადგენლებისთვის


არც სინერჯის აცდა "კამო" ვერსია


ეს კი "პლასტიკი"




მცირეოდენი ვიდეო რგოლები, მწარმოებლისგან...





და ბოლოს; სინერჯის პოლულარობა სულ უფრო და უფრო იზრდება მსოფლიოში სპორცმენების სულ უფრო მეტი და ფართე მასები იყენებენ ამ ნოვაციურ იარაღს.
ამ ბოლო დროს ჩვენთანაც გამოჩნდა სინერჯი, ძალიან გამიხარდება ჩვენს სამეგრობროში თუ გაჩნდება სინერჯის მფლობელი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
DUCK CALLER
პოსტი Mar 15 2011, 20:07
პოსტი #2


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 280
რეგისტრ.: 18-June 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ჩემს მეგობარს აქვს სინერჯი და კიდევ ბევრი კაი თოფი რამოდენიმე ათეული ძაგლი და რავი უზარმაზარი ჯიპი NISSAN TITANI
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Mar 15 2011, 21:27
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



2004 წლის საუკეთესო მოდელად დასახელდა ეს საოცარი შედევრი სინერჯი და კიდევ ერთი ხმამაღალი მაგრამ მოკრძალებული სიტყვა თქვა ბრაუნინგის ფირმამ მსოფლიო იარაღწარმოების ისტორიაში, ლამაზი ლეგენდა ნაღდ იარაღის მოყვარულს რო გულგრილად ვერ დატოვბს ისეთი, P.S (გაიხარე ნიკუშ მადლობა პირადად ჩემგან, შესანიშნავი რეპორტია) small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Mar 16 2011, 22:27
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



newsmile045.gif გაიხარე იკუხა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მაჭარა
პოსტი Mar 17 2011, 11:16
პოსტი #5


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 889
რეგისტრ.: 2-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Bonehill


ეხლა წავიკითხე და მაგარდ გამისწორდა, მაგარირ ეპორტია ნიკუშ, ყოჩააღ newsmile05.gif))
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
robiko
პოსტი May 9 2011, 23:05
პოსტი #6


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 179
რეგისტრ.: 23-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



Bonehill- მა ისეთი რეპორტი გააკეთა, ("ძალიან გამიხარდება ჩვენს სამეგრობროში თუ გაჩნდება სინერჯის მფლობელი")
რომ, წლების ლოდინსა და პერაცცის ფულის გროვებას ვარჩიე და შევიძინე Browning Cynergy Pro Sport
თოფის წონა 3540 გრ. ლულის სიგრძე 760 მმ. ლულა გათვლილია 1370 bar. წნევაზე, 1.0 და 0.75 ჩოკებზე. თოფი არის გაუსროლელი (შემდეგ კვირას მე და ბ-ნი თამაზ იმნაიშვილი დავტესტავთ). თოფს მოყვება 10 წლის გარანტია, წელიწადში 25000 გასროლის შემთხვევაში.
თოფის კეისში დევს უკანა 2 სხვადასხვა სიდიდის ამორტიზატორი (ერთიც თოფს უყენია) და კიდევ სამი სხვადასხვანაირი მოოქროვილი სასხლეტი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი May 10 2011, 18:52
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



robiko
გილოცავ გილოცავ გილოცავ ! ! ! ლეგენდარული ფირმის უკვე ლეგენდარული მოდელია.

მაგრად გამიხარდააააა newsmile05.gif ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს

პ.ს. მოლოცვებში გახსენი თემა სასწარფოდ newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი May 10 2011, 23:29
პოსტი #8


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



robiko მომილოცავს მთელ სულითა და გულით მაგარია!! უმაგრესი! წარმომიდგენია რა გახარებული იქნები!! newsmile027.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 10 2011, 11:37
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ამიხდა ნატვრა და ვსიროლე კიდევაც 'სინერჯიდან' თანაც ბნ რობიკომ დამდო პატივი მე გამეხსნა ანგარიში ამ მშვენიერი თოფიდან.

დიდი მადლობა ამისთვის.



სუპერ სათამაშოა....
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიზოვიჩი
პოსტი Jun 10 2011, 11:42
პოსტი #10


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,630
რეგისტრ.: 6-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Bonehill
იმსხვრევინება და იკვლევინება?newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jun 10 2011, 11:49
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჯერ ჯერობით იმსხვრევინება newsmile035.gif აგვისტოდან დაიწყებს მოკვლევინებას newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გრიზლი
პოსტი Dec 7 2013, 20:11
პოსტი #12


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,217
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ბრაუნინგი ჩემთვის არის საუკეთესო სპორტული იარაღი!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!! შეუდარებელია, ნიკუშ კარგი ინფოა! ისე პერაციზეც კი უნდა დადო რამე აწი დროა!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ქსოვრეთელი
პოსტი Dec 7 2013, 22:50
პოსტი #13


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,664
რეგისტრ.: 8-October 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
iva75
პოსტი Dec 12 2013, 01:10
პოსტი #14


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 91
რეგისტრ.: 24-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სინერჯის ბ 25–თან არავითარი კავშირი არ აქვს გარდა იმისა რო ბრაუნინგია, ბ–25 –ის გაგრძელებაა სიტორი. კალოტკის ფორმა თითქმის უცვლელია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ძამა
პოსტი Dec 12 2013, 01:19
პოსტი #15


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 834
რეგისტრ.: 18-October 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



iva75
მართალია მაქვს სინერჯი და მინახავს ბ 25 საერთო მხოლოდ სახელია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V   1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 22:06