მეცოდება რომ ვკლავ! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

4 გვერდი V  « < 2 3 4  
Reply to this topicStart new topic
მეცოდება რომ ვკლავ!
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 29 2011, 00:19
პოსტი #46


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(khmaltevza @ 29th September 2011 - 01:58) *
ნაწარმოებებში თოფს "ფრანგული"-თ რო მოიხსენიებენ ხოლმე,

ევროპულს უწოდებდნენ ზოგადად ფრანგულს. ხმალსაც და თოფსაც. მეცხრამეტე საუკუნეში..საფრანგეთი მაგრად იყო ჩვენთან შემოსული(ფიროსმანმაც კი დახატა ''აქტრისა მარგარიტა'') ხოდა ძირითადად მაგათ შემოქონდათ ევროპული ნაწარმი. იყო ესპანურებიც..ინგლისურებიც და ფრანგულებიც. რადგან ძირითადი მომმარაგებლები ფრანგები იყვნენ..ადგენ და ფრანგული უწოდეს. ეგრევეა ''ყირიმც'' თოფებს ყირიმს ეძახდნენ იმიტომ..რომ ძირითადად (დღევანდელ სევასტოპოლში ყველაზე დიდ პორტში) ყირიმის ნახევარკუნძულზე იცლებოდა მთელი საქონელი და მაიდან მარაგდებოდა მთელი კავკასია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gocha311
პოსტი Aug 30 2014, 20:41
პოსტი #47


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 64
რეგისტრ.: 13-February 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: varketili



ციტატა(gogita.m @ Sep 27 2011, 19:20) *
ამ ბოლო დროს ძაან მეცოდება, რო ვკლავ. თუ დაიჭრა საერთოდ ხელშიც ვეღარ ვიყვან.

მერე მახსენდება და ნერვიულობა მეწყება.

რა მჭირს? თქვენც იგივეს განიცდით?






სიბრალულის გრძნობა ადამიანს დროდა დრო წლების შემატებასთან ერთად ემატება და ემატება ,ეს ბევრ ხანში შესულ მონადირეს უღიარებია ,,ადრე თითქოს მეც ომი მქონდა აგამოცხადებული გინდა ფრინველთან და გინდა ნადირთან ეხლა კიდე სინანულით მევსება გული:( და ვატყობ ჩემ თAვს რომ ეს გრძნობა უფრო ძლიერდება,ამის გაგება ცოტა ძნელი იქნება ახალბედა მონადირესთვის ,მაგრამ ეს გღზნობა როდისღაც აუცილებლად დაეუფლება წლების ამბავია მხოლოდ,,,,,,,,,,ათას რამეს ფიქრობ კაცი ,საკუთარ ოჯახს უყურებ იქნებ იგივე სიყვარულს განიცდიან ის არსებებიც რომლებსაც თოფს უმიზნებთ:(
ალბათ ვაჟა ფშაველასაც იგივე გრძნობა დაეუფლა როგორც შვლებზე უძლიერეს მონადირეს და მხოლოდ ამის შემდეგ დაწერა შვლის ნუკრის ნაამბობი,თითქოს შეეცადა გადმოეცა რომ ყველა არსებას აჩუქა ღმერთმა სიყვარული ...........

ცოდვა იქნება თუ იმდენს მოვკლავთ ერთ ნადირობაზე რომ ნახევარზე მეტ ნანადირევს ნაგავზე გადავყრით ,დასანანია მარა ბევრი მონადირე ამით ტრაბახობს რომ ერთ დღეში იმაზე მეტი მოკლა რაც არ ეკუთვნოდა.შედეგსაც ყველანი კარგად ვხედავთ სად გაქრა კურდღელი რომლითაც სავსე იყო საქართველოს ყველა კუთხის ჭალები თუ მთები თუ მინდვრები,, ივრის ჭალებში ჩემ ბავშვობაში ნებისმიერ ბუჩქში ქვას ჩააგდებდი და კურდღელი გარბოდა ,ეხლა ასი პროცენტით გაქრა ერთ კვალს ვერ ნახავთ სამწუხაროდ....ეს კიდევ ერთი მიზეზია სიბრალულის გაძლიერებისა მხოლოდ იმ მონადირეებისთვის რომლებიც ხედავენ რომ უამრავი ნადირი თუ ფრინველი გადაშენების პირას არის .......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Aug 30 2014, 21:02
პოსტი #48


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვაიმე როდინდელი თემაა newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Aug 31 2014, 02:07
პოსტი #49


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(gocha311 @ 30th August 2014 - 22:41) *
სიბრალულის გრძნობა ადამიანს დროდა დრო წლების შემატებასთან ერთად ემატება და ემატება ,ეს ბევრ ხანში შესულ მონადირეს უღიარებია

მართალია. ხანში შესული ალბათ ჯერ არ მეწოდება..მაგრამ მაგისკენ მივდივარ მეც აშკარად. ადრე თუ მონადირება იყო ჩემი მთავარი მისია, ეხლა, უბრალოდ გასვლა, თოფის გასროლა,დენთის სუნის შეყნოსვა და ფრინველის ნახვა(რომც ავაცილო) სრულიად საკმარისია. ყველა ვარიანტში ნასიამოვნები ვბრუნდები ნადირობიდან, მოვინაირებ თუ ვერა რამეს. მეტიც.. არაფერში არ მჭირდება ნანადირევი, მაგრამ იმ ინსტიქტს ვერ ვუგვარებ ვერაფერს. newsmile05.gif რაც შეეხება შეცოდებას..რაღაცა თავიდანვე მეცოდებოდა და რაღაცას ეხლაც სიამოვნებით დავახლიდი თოფს. მაგალითად ღორს.. ეგ ცხოველი რატომღაც არ მეცოდება.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Apr 26 2016, 10:25
პოსტი #50


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



სიბრალული ალბათ ყველა ადამიანს ეწვევე ხოლმე სხვადასხვა დოზით და სხვადასხვა დროს. მე ალბათ თავიდანვე ზომაზე მეტად. ქათმის დაკვლის დროს ვიმალებოდი, მერე მრცხვენოდა და საპატიო მიზეზს ვიგონებდი რომ თვალს მივფარებოდი და სისხლი არ დამენახა. ამავე დროს იარაღი მიყვარდა და რაკი არ მიშვებდნენ იარაღთან ჩემით ვაკეთებდი საკმაოდ რთული კონსტრუქციისას რომელშიც 16 კალიბრის გილზის ჩადება და სროლა იყო შესაძლებელი. მერე თანდათან ალბათ შევეჩვიე. სეზონის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ერთი იხვი მოვინადირე ( ერთადერთი ნანადირევი მთელი სეზონის განმავლობაში). მივიტანე სახლში და უარი განაცხადეს გაკეთებაზე სხვას შევთავაზე არ მინდაო, მეორეს მესამეს და ძლივს გავასაღე. აი ძალიან მაგრად გამიტყდა (მაპატიეთ ჟარგონისთვის). რისთვის მოვკალი თუ საჭიროება არა მქონდა? მხოლოდ ინსტიქტისთვის? არ ვიცი. ალბათ ღრმადაა ეს ყველაფერი ჩამარხული ჩვენში და შეცვლა არ შეგვიძლია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
assassin29
პოსტი Apr 26 2016, 10:57
პოსტი #51


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,134
რეგისტრ.: 30-May 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი-კახეთი




ციტატა(koba1973 @ 26th April 2016 - 11:25) *
სეზონის დამთავრებამდე ცოტა ხნით ადრე ერთი იხვი მოვინადირე ( ერთადერთი ნანადირევი მთელი სეზონის განმავლობაში). მივიტანე სახლში და უარი განაცხადეს გაკეთებაზე სხვას შევთავაზე არ მინდაო, მეორეს მესამეს და ძლივს გავასაღე

ჩემთან მოდი ხოლმე ამის მერე ნანადირევის გამზადების პროცესი მაგრად მიყვარს newsmile045.gif + კაი რქაწითელი ან მწვანე ან საფერავი ან ჭაჭაც ჩემზეა D.gif
ციტატა(koba1973 @ 26th April 2016 - 11:25) *
იარაღთან ჩემით ვაკეთებდი საკმაოდ რთული კონსტრუქციისას რომელშიც 16

მე რამდენჯერმე ამიფეთქდა კიდეც ჩემი კონსტრუქციის იარაღი ოღონდ ეწ ბათქუნებს ვიყენებდი ხოლმე D.gif თითები როგორ მაქვს მიკვირს ეხლაც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
koba1973
პოსტი Apr 26 2016, 16:59
პოსტი #52


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 327
რეგისტრ.: 16-March 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(levani mgebrishvili @ 26th April 2016 - 12:57) *
ჩემთან მოდი ხოლმე ამის მერე ნანადირევის გამზადების პროცესი მაგრად მიყვარს + კაი რქაწითელი ან მწვანე ან საფერავი ან ჭაჭაც ჩემზეა

მადლობა მოწვევისთვის. ალბათ შევხვდებით. მეუღლე ენისელიდან მყავს და ზოგჯერ ვარ ხოლმე თქვენსკენ. თვითონ სიღნაღიდან ვარ, მაღაროდან.
ციტატა(levani mgebrishvili @ 26th April 2016 - 12:57) *
მე რამდენჯერმე ამიფეთქდა კიდეც ჩემი კონსტრუქციის იარაღი ოღონდ ეწ ბათქუნებს ვიყენებდი ხოლმე თითები როგორ მაქვს მიკვირს ეხლაც

ანალოგიურად. მარცხენაზე ახლაც მეტყობა შრამები. ჩვენთან ბათქუნებს სამაპალებს ეძახდნენ ალბათ მალაკნების გავლენით. თავიდან მაგით დავიწყე. მერე გავაუმჯობესე. მერე როგორც იქნა მანდეს ოჯახში არსებული იჟ-კ და იმით ვნადირობდი. უფრო სწორედ დავწანწალებდით.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Apr 27 2016, 08:22
პოსტი #53


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



ახლა ამ თემამ ის ანეგდოტი გამახსენა ებრაელი რომ იძახის "ვსკლავ და ვტირიიი , ვსკლავ და ვტირიი...." ო. პირველი სიტყვა შეცვლილია D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

4 გვერდი V  « < 2 3 4
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 24th April 2024 - 04:33