თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ სხვა თემები _ ველოსიპედი

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 21 2012, 11:51

ამ ბოლო დროს გამიჩნდა დიდი ინტერესი ველოსიპედების მიმართ. დიდი არაფერი "გავიარ გამოვიარო" ცოტა...
ვინც ერკვევით ველოსიპედების მწარმოებლებში, ძალიან გთხოვთ მირჩიოთ:

1. მწარმოებელი და მოდელი
2. დაზიანების შემთხვევაში თუ კეთდება სადმე , თუ არსებობს რაიმენაირი სერვისი ....
3. მირჩიეთ ფასი 400 ლარამდე, ღირებულების. თხოვნა მექნება დამილინკოთ მაიმარკეტიდან ბმული

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Oct 21 2012, 13:27

გადი მანქანების ძველ ან ახალ ბაზრობაზე და მაგ ფასად მაგარ ველოსიპედს იყიდი....
გერმანიიდან მაგის მეტს რას ეზიდებიან!

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 21 2012, 17:40

ციტატა(Nukry @ 21st October 2012 - 15:27) *
გადი მანქანების ძველ ან ახალ ბაზრობაზე და მაგ ფასად მაგარ ველოსიპედს იყიდი....
გერმანიიდან მაგის მეტს რას ეზიდებიან!

მართალია. შარშანწინ ისეთი ველო იყო გასაყიდად 300 ლარად..კინაღამ ჩემი ბავშვი დავტოვე ველოს გარეშე და ჩემთვის მეყიდინა. თან ნაღდი გერმანული იყო. მშვენიერ ვიდზეც.

პოსტის ავტორი: Rider Man Oct 21 2012, 17:59

Bonehill
საუკეთესო ფირმებია: kona, votec, cube, specialized, carver.

გაკეთება რემონტი და მსგავსი მაღაზია ბურუსპორტს აქვს ისე კიდე იქნებიან ხიჭაპაჭო ხელოსნები

400 ლარად ან გაგიმართლებს ან არა ნუ გააჩნია რა სტილის ველოსიპედი გინდა სამთო, დაუნ-ჰილი ანუ დაშვებებისთვის, ტრასის და ასე შემდეგ...

პოსტის ავტორი: Little Fisher Oct 21 2012, 19:00

Bonehill


სხვადასხვა ველოსიპედის ტიპები არსებობს, მთის ტრასის და ა.შ ლილოშია ველოსიპედები საბაში, დიღომში ძველი მანქანების ბაზრობაზე, 400 ლარად კარგ ველოსიპედს იყიდი გააჩნია როგორი სტილის გინდა

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 21 2012, 19:33

მადლობთ ბიჭებო გამოხმაურებისთვის newsmile05.gif



დანიშნულება ანუ , A პუნქტიტან B პუნქტში სასიარულოდ . პუნქტებს შორის მანძილი 3 კმ-ია. კვირაში 2 ჯერ გავივლი ამ მანძილს.
ასფალტიან გზაზე.


პოსტის ავტორი: გიგი Oct 21 2012, 20:53

Bonehill
მაგ დანიშნულებისთვის ნებისმიერი ველოსიპედი გამოგადგება...

პოსტის ავტორი: ალთაზარ Oct 21 2012, 21:20

Rider Man
ეგ რომელი კრიტერიუმებით შეარჩიე ? სატრასე თუ სამთო ?


მსოფლიოში აღიარებულია და მეხუთე ადგილზეა IDEAL BIKES

პოსტის ავტორი: Little Fisher Oct 21 2012, 21:32

Bonehill

მაგისთვის 300 ლარადაც კარგ ველოსიპედს იყიდი

პოსტის ავტორი: ლეონ-ბლექი Oct 21 2012, 21:33

ციტატა(rider @ 21st October 2012 - 19:59) *
დაუნ-ჰილი ანუ დაშვებებისთვის,

ეგ არუნდა. ერთხელ დაეშვა უკვე ეგ და მაგარი გვანერვიულა. D.gif
ბონე. ავტობაზრობაზე გადი. ისეთი მაგარი ველოები ჩამოაქვთ...თვალები დაგრჩება ზედ. 300-400 ლარად..მშვენიერ ველოს ააგდებ. მე 260 ლარი მივეცი ჩემი შვილის ველოში. სულაც არ მოიხსენიებენ ბრენდებში. თან "იმპალა" ქვია, მაგრამ ისეთი მაგაროა.. 3 ტაილანდური ველო მოინელა უკვე(ჩემი ბავშის ძმაკაცების) უმაღლესი ხარისხია. ამორტიზატორებზე და ბევრ სიჩქარიანი. მაგარი დიზაინითაც. ასე რომ შენ მოინდომე და ველოები იმდენია..არჩევას ვერ აუხვალ.

პოსტის ავტორი: Rider Man Oct 22 2012, 01:02

ტრასისთვის გდომია და მაშინ არანაირი სამთო არანაირი სახტუნაო დაშვებებისთვის ასიანი ტრასის ველოსიპედი უნდა იყიდო ყველაზე კარგი ვარიანტი საბაში არის და მანქანების ბაზრობაზე შეიძლება არც დაგჭირდეს 400 ლარი ანუ ნაკლებშიც დაითრევ მთავარია გახვიდე და თავად ნახო ერთს გირჩევ მცოდნე გაიყოლე და ვერ მოგატყუებენ წარმატებები ყიდვაში

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 22 2012, 06:24

მადლობთ ლომებო newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ჯეკო Oct 22 2012, 06:53

Bonehill
აფსუს რა კაცი დავკარგეთ D.gif D.gif
land rover_დან ველოსეპედზე გადასვლა მაგარია newsmile045.gif

პოსტის ავტორი: game 91 Oct 22 2012, 10:37

მაგ ფასად მიანდმაინც ცნობილ ფირმებსნუ დაუწყებ ძებნას, თუმცა ადვილი შესაძლებელია კაი ველო ითრიო. იდეალი, გიანტი, სკოტი. მე გირჩევ რამის მარკას მაინდამაინც ყურადღებას ნუ მიაქცევ, ნებისმიერი ევროპული ველოს რამა გაგიძლებს თუ ზემძიმე არ ხარ და ტრამპლინებზე ხტუნვას ან მთიდან დაშვებას არ დაიწყებ. ჩემი რჩევაა ყურადღება მიაქციო, ნავაროტკებს. ტორმუზები, სუპერები, და სიჩქარეების გადამრთველები უნდა იყოს აუცილებლად
"shimano"-ს ფირმის. ასევე სასურველია მუხრუჭები იყოს აპორნი სისტემის ანუ არა კალოტკებზე არამედ ესეთი http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3169870

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3219716&p=2.

კიდევ ერთი გამორიცხე, "რემბოს" "ოლიმპიას" სპაიდერმენები ბეტმენების და მაგნაირი ველოები. მაგ ფასში ვინმე თუ სულ უხმარ ველოს შემოგთვაზებს ესეიგი ჩინურია და არ გირჩევ.

ნაწილები აბსოლუტურად ყველაფერი იშოვება საქარტველოში. სუპერების, მუხრუჭების, გადამრთველების, რაც ყველაზე უფრო უფუჭდებათ ველოებს , შოვნა არ ჭირს, ასევე გამოწერაც შეგიძლია.
ველო აუცილებლად უნდა იყოს 26 ან 28 ზომის, ზრდასრული ადამიანისთვის. თუ მარტო ტრასაზე სიარულს აპირებ ერთ ამორტიზატორიანი კარგია, ხოლო თუ უსწორ მასწორო გზებზე სიარული და მთიდან დაშვება გიტაცებს მაშIნ ორ ან სამ ამორტიზატორიანი ანუ სამთოს გირჩევ.
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3222096

აი ესაა ორ ამორტიზატორიანი, სამთო

http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3219167&p=3
ეს კი შოსე ცალიანი



აუციელბლად უნდა ქონდეს პირამიდა ანუ ორმაგი დისკები.

პოსტის ავტორი: KTX-100 Oct 22 2012, 12:40

game 91

აბსოლიტურად ყველა კარგი რჩევა იყო, თუმცა ამაზე

ციტატა
ასევე სასურველია მუხრუჭები იყოს აპორნი სისტემის ანუ არა კალოტკებზე
მე გამიგია რომ კალოდკებიანი სჯობს, რადგან უპორნი იბრიცება იოლად, ნუ მე პირადად არ მყავს არც ერთი, თუმცა სურვილი კი მქონდა მეც, მაგრამ ფასის გამო დავიხიე უკან, კარგს კარგი ფასი უნდა newsmile05.gif

Bonehill
ციტატა
A პუნქტიტან B პუნქტში სასიარულოდ . პუნქტებს შორის მანძილი 3 კმ-ია. კვირაში 2 ჯერ გავივლი ამ მანძილს
მაგისთვის კარგი დესნა 2-ც გეყოფა D.gif D.gif კარგი ველოთი სიამოვნებით უნდა გაიარო ყოველდღე 10-15 კმ newsmile045.gif

პოსტის ავტორი: Rider Man Oct 22 2012, 13:10

game 91
ვეთანხმები შენს პოსტს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 22 2012, 14:02

game 91
მადლობა რჩევისთვის

პ.ს. რჩევაც ასეთი უნდა small3d018.gif

პოსტის ავტორი: game 91 Oct 22 2012, 16:59

KTX-100

გააჩნია ფირმას. ჩინურები ან სხვა იაფიანი ფირმები ხო, მაგრამ შიმანოსი გამძლეებია. თუ რამე მაგის გამოცვლაც შეიძლება პრობლემა არაა, ოღონდ ეგაა, რომ კალოტკებიანთან შედარებით ძვირი ჯდება.

მე კალოტკებიანი მყავს და არც ესაა ცუდი, მაგრამ აპორნი ბევრად მირჩევნია, სილამაზესაც მატებს ველო. ვერ შევწვდი თორემ მაგას ვიყიდდი.

Bonehill

არაფრის

თუ საბაში ან თბილისის რომელიმე მეორადებში გადაწყვეტ შეძენას, გაყიდველის ბაზარს მაინდამაინც ყურს ნუ უგდებ, მაგარი გაქნილები არიან. ვიზუალურად რომელიც მოგეწონება, მოაჯექი გაიარ გამოიარე, შეამოწმე ყველა სიჩქარე გადართვა ხომარ უჭირს. ყოველი შემთხვევისთვის შეამოწმე რამა სადმე მისვარკებული ხოარ არის, გადაკრასკული ველო არ იყიდო დიდი შანსია, რომ რამას დეფექტი ქონდეს, იყიდე ის რომელისაც აქვს ზავაცკოი კრასკა, შეამჩნევ ნაწერებზე და ა.შ.
შეამოწმე ვილკის ანუ წინა ამორტიზატორი, მე რო ვიყიდე ჩემი ცალ მხარეს პრუჟინა არ ქონდა. ორ ამორტიზატორიანის შემთხვევაში უკანაც, მაგრამ მაგის გამოცვლა პრობლემა არაა 10-20 ლარი ღირს.

გირჩევ რუსთავის ბაზრობაზე იყიდო. უფრო იაფად დაითრევ.

პოსტის ავტორი: Bonehill Oct 22 2012, 17:17

გაიხარე დაწვრილებითი რჩევა დარიგებისთვის newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Nov 2 2012, 10:11

http://forum.ge/?f=57&showtopic=34454367

ნახე აბა ბაბუ.......

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 2 2012, 10:23

newsmile045.gif

პოსტის ავტორი: KTX-100 Nov 2 2012, 11:22

game 91
გასაგებია newsmile05.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)