ვობლერები და მათი გამოყენება - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ვობლერები და მათი გამოყენება
ბესო
პოსტი Dec 17 2009, 12:30
პოსტი #1


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ვობლერების შესახებ ზოგადი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ: http://www.ochopintre.ge/index.php?showtopic=1150

რაც შეეხება საკალმახე ვობლერებს, ისევე, როგორც სხვა ვობლერები იყოფა ჯგუფებად 5 სხვადასხვა პარამეტრით.
ესენია:
1. სიღრმე, რომელზეც ესა თუ ის ვობლერი მუშაობს;
2. თვალში ცემადობა, შეფერილობა/ტონალობა;
3. ცურვადობა;
4. თამაშის სტილი;
5. სროლის/გადაგდების/მიწოდების სიშორე.

განვიხილოთ სამივე ცალ-ცალკე:

1. მუშაობის სიღრმე.
ანუ ვობლერები მუშაობენ სხვადასხვა სიღრმეზე. მათ სიღრმეზე მუშაობას ძირითადად განაპირობებს მათი ენის ზომა და მდებარეობა ვობლერის მიმართ, ასევე მათი ძირვადობა. შესაბამისად ისენი იყოფიან, რამოდენიმე ჯგუფად:

ა) ზედაპირული ვობლერები, რომელთა წარმომადგენლები არიან პოპერები-ანუ ვობლერები, რომელთაც ენა არ აქვთ და ცხვირთან დახრილი ზედაპირო აქვთ, უენო ვობლერები, ვობლერები, რომლთაც აქვთ პატარა ფართო ენა და ამ ენის დახრის კუთხე ვობლერის მოძრაობის/გატარების მიმართულებასთან შეადგენს დაახლოებით 90 გრადუსიან ან უფრო მეტი დახრილობის კუთხეს და უენო მცურავი ვობლერები (პოპერებს კალმახზე თევზაობისას იშვიათად თუ ვინმე იყენებს, მაგრამ მაინც განვიხილოთ სრული სურათის სესაქმნელად). პოპერები მუშაობენ წყლის ზედაპირზე და არ ჩადიან სიღრმეში, შესაბამისად მათი გამოყენების სფეროა, წყალმცენარეებით დაფარული წყალსატევები. პოპერებზე თევზაობით შეიძლება იმ მტაცებლების დაჭერა, რომლებიც წყლის ზედაპირთან ახლოს ნადირობენ;








ბ) ვობლერები, რომელთა მუშაობის სიღრმეც არ აღემატება 50 სანტიმეტრს. ასეთი ვობლერებით ძირითადად მუშაობენ მდინარეების ან წყალსატევების ისეთ უბნებში სადაც წყლის სიღრმე დაბალია და შესაბამისად, ნებისმიერი თევზი, რომელიც იქ ბინადრობს ღრმად ვერ ჩადის გასაგები მიზეზების გამო. ასეთი მოტივტივე ვობლერებს აქვთ პატარა ენები და ამ ენის დახრის კუთხე მისი გატარების მიმართულებასთან შედარებით არის 45-90 გრადუსიან დიამაზონში და ამავე პარამერების ძირვადი ვობლერები, რომელთა გატარების სიჩქარითაც ხდება მათი მუშაობის სიღრმის რეგულირება!




გ) ვობლერები რომლებიც მუშაობენ 0.5-3 მეტრ დიაპაზონში (ანუ საშუალო სიღრმის ვობლერები). ასეთი ვობლერები უნდა შეირჩეს სათევზაო პირობების გათვალისწინებით. ანუ ასეთი პირობებია, წყლის დონე, წყალსატევის მდინარის ფსკერი და ასე შემდეგ. ასეთ ვობლერებს გააჩნიათ ზომიერი სიგრძის ენა და ამ ენის დახრილობა არის 45 გრადუსზე ნაკლები.



დ) ვობლერები, რომლებიც მუშაობენ 3 მეტრზე უფრო ღრმად. როგორც ზევით აღვნიშნეთ ასეთი ვობლერებს აქვთ გრძელი ენა და ამ ენის სპეციფიკური დახრის კუთხე. ასევე ისინი შეიძლება იყვნენ ძირვადი ვობლერები! ასეთ ვობლერებს აქვთ დიდი ენა ა მისი დახრილობა არის მცირე. ასევე სიღრმეებზე სამუსაოდ გამოიყენება ძირვადი ვობლერები, რომელთა დახრილობის კუთხეც მცირეა მაგრამ სავალდებულო არ არის, რომ ენა დიდი იყოს, მათი სიღრმეც გარკვეულწილად რეგულირდება გატარების სიცქარით.




2. თვალში ცემადობა.
კალმახზე ისევე, როგორც სხვა მტაცებელზე თევზაობის როს გვაქვს წყლის 3 ვარიანტი, ადა ამინდის 2 ვარიანტი. ამღვრეული ნაკლებად ამღვრეული და სუფთა წყალი. მოღრუბლული და მზიანი ამინდი. თევზჭერა ნაკლებად ამღვრეულ წყალში და სუფთა წყალში ნაკლებად სახარბიელოა. ასევე ჯობია თევზაობა მოღრუბლულ ამინდში. იდეალური ვარიანტია ნაკლებად მღვრიე წყალში თევზაობა ღრუბლიანი ამინდის დროს. წყლის გამჭვირვალობას რაც შეხება, მღვრიე წყალში თევზისთვის სატყუარის დანახვა გაძნელებულია, ხოლო სუფთა წყალში ის საჭიროზე უკეტ ხედავს ვობლერს და ხვდება მის ხელოვნურობას, ამიტომ ასეთი შეფერილობის წყალში თევზაობა ნაკლებ შედეგიანია.

ამ შემტხვევაში გვაქვს 2 ტიპის შეფერილობის ვობლერები:

ა) მყვირლა ფერებით შეფერილი ვობლერები, რომელთა დანიშნულებაც არის ნაკლებად მღვრიე წყალში თევზაობა. წყალში მათი უკეთესი ხილვადობის გამო;






ბ) სადა ფერებით შეღებილი ვობლეები, რომელთა დანიშნულებაც არის სუფთა და მზიან წყალში თევზაობა რათა არ დააფრთხონ თევზი და მაქსიმალურად იყვნენ მტაცებლის ბუნებრივი საკვების ფერებთან მიახლოვებულნი.






3. ცურვადობა.
ცურვადობის მიხედვით ვობლერები არის 3 ტიპის:

ა) ვობლერები, რომლებიც მათზე ზემოქმედების გარეშე ტივტივებენ წყლის ზედაპირზე; ამ ტიპის ვობლერების გამოყენების სფერო ძალზედ ფართოა. მათი ყველაზე დიდი პლიუსი არის ის, რომ შესაძლებელია გააყოლოთ მდინარის დინებას და მიიყვანოთ ისეთ მიუდგომელ ადგილამდე სადაც სატყუარის სროლა უბრალოდ შეუძლებელია (მაგალითად წყალში ჩაწოლილი ხეების/ტოტების ქვეშ);

ბ) ვობლერები, რომლებსაც აქვთ უნარი ჩაიძირონ მხოლოდ გარკვეულ სიღრმემდე და იქ გაჩერდნენ. ამ ტიპის ვობერების გატარება როგორც წესი ხდება წყვეტილად (ტვიჩინგით);

გ) ვობლერები, რომლებიც წყალთან შეხებისთანავე იწყებენ ფსკერზე ჩაძირვას. ამ ტიპის ვობლერები ძირითადად განკუთვნილია ფსკერზე სამუშაოდ.


4. თამაშის სტილი.
თამაშის სტილით ვობლერები ძირითადად იყოფა 2 კატეგორიად:

ა) აგრესიული ვობლერები. ანუ ვობლერები, რომელტაც ჰორიზონტალურ სიბრტყეზე ცურვის დიდი ამპლიტუდა გააჩნიათ და ამ ამპლიტუდას აღწევენ საკმაოდ ნელი გატარებით;

ბ) ზომიერად მოთამაშე ვობლერები. ანუ ვობლერები, რომლებიც ნაკლები "აგრესიულობით გამოირჩევიან.


5. სროლის/გადაგდების/მიწოდების სიშორე
სროლის სიშორით ვობლერები იყოფა 2 კატეგორიად:
ა) ჩვეულებრივი სიშორის ვობლერები;

ბ) და შორს მიწოდებებადი ვობლერები. ამ უკანასკნელი ტიპის ვობლერების ჩაგდება გაცილებით შორს შეიძლება ვიდრე ჩვეულებრივი სიშორის ვობლერების. ეს მიიღწევა მისი სპეციფიკური კონსტრუქციით, რომელიც მდგომარეობს შემდეგში: ამ ტიპის ვობლერებს შიგნით აქვთ რკინის ბურთულები, რომლებიც სროლის დროს გადაიწევიან ვობლერის კუდის მიმართულებით, შესაბამისად ირღვევა სატყუარას სიმძიმის ცენტრი და ხდება მათი გატყორცნა გაცილებით შორს.


ეხლა რაც შეეხება საკალმახე ვობლერებს.

საერთოდ კალმახი ეკუთვნის თევზების ისეთ კატეგორიას, რომელსაც ინგლისურად ეწოდება Game Fish. ეს არ ნიშნავს მოთამაშე ან თამაშის მოყვარულ თევზს უბრალოდ თევზებს პირობითად ყოფენ:

1. სწრაფ, აქტიურ
და
2. ტლანქ, ნელ თევზებად

შესაბამისად კალმახი მოისაზრება, როგორც სწრაფი და აქტიური თევზი (ამ კატეგორიას განეკუთვნება მტაცებლების უმრავლესობა).
კალმახზე მეთევზის მიზანია გააღვიძოს მისი ჭამის შეგრძნება ან მტაცებლური ჟინი. შესაბამისად მასზე სათევზაო ვობლერებიც ძირითადად ამ მიზნის მისაღწევად უნდა ავირჩიოთ.

თავიდანვე მინდა აღვნიშნო, რომ არ არსებობს იდეალური ან 100%-ით გამართლებული, ფორმულა, რომელიც კალმახზე წარმატებით თევზაობის გარანტიას იძლევა! რამდენი მეთევზეც არის იმდენი აზრი და პრიორიტეტი არსებობს ამ მტაცებელზე თევზაობის. შესაბამისად ყველა სპინინგისტს ადრე თუ გვიან საკუთარი შეხედულება უყალიბდება სატყუარებზეც და მათი გამოყენების სტილზე და გარემოებებზე.

კალმახის მადის აღძვრა ძირითადად შეუძლია მცირე ზომის ვობლერებს. ვინაიდან ძირითადი გარემო სადაც ის იკვებება სავსეა მომცრო ზომის სხვადასხვა ცოცხალი ორგანიზმებით. დაწყებული თავკომბალებიდან და სხვადასხვა წყლის მწერებიდან, დამთავრებული თვით კალმახის ლიფსიტებამდე. შესაბამისად ამ თევზზე თევზაობისას მცირე ზომის ვობლერები უფრო წარმატებულია ვიდრე დიდი და ტლანქი სატყუარები.

რაც შეეხება კალმახის მტაცებლური ინსტიქტის პროვოცირებას ამას ძირითადად ახერხებენ მყვირალა, მიმზიდველი ფერის სატყუარები, რომელთაც "თამაშის" აგრესიული სტილი გააჩნიათ (Game Fish newsmile045.gif ). ამასთანავე არ უნდა დაგვავიწყდეს ჩემს მიერ თავშივე ჩამოთვლილი 5 პარამეტრიდან მე-2 პარამეტრის აღწერილობა და გამოყენების სფეროები. ანუ კამკამა წყალში ბრჭყვიალა და ზიზილ-პიპილო ვობლერების გამოყენებას ჯობია მოვერიდოთ.

ყველა მწარმოებელი თავის ვობლერს თავიდანვე "ასაჩუქრებს" სამუშაო პარამეტრებით (მუშაობის სიღრმისა და "თამაშის" სტილის ამპლიტუდებით) შესაბამისად ამ პარამეტრების შეცვლა პრაქტიკულად შეუძლებელია. რაც მეთევზეს შეუძლია გააკეთოს ეს არის ამ მოცემულ ამპლიტუდებში ვარირება. ანუ თუ ვობლერი შექმნილია 2 მეტრიდან 5 მეტრამდე სამუშაოდ სპინინგისტ შეუძლია ამ სიღრმებს შორის ნებისმიერ სიღრმეზე დატოვოს სატყუარა და ისე "ათამაშოს". ეს ყველაფერი მიიღწევა სატყუარას გატარების სიჩქარით, რა თქმა უნდა სათევზაო წყალსატევის/მდინარის პირობების გათვალისწინებით. (დინების სიჩქარე, ადგილების სიღრმე და ასე შემდეგ).

გატარების სიჩქარის ცვლილებით შეიძლება ვობლერის "თამაშის" სიხშირის რეგულირებაც (იმ ამპლიტუდებში, რომელიც მას მონაცემებით აქვს). დასაშვებზე ნაკლები სიჩქარით გატარებისას სატყუარა უბრალოდ გაჩერდება, ხოლო მისი ძალზედ ჩქარა გატარებისას შეიძლება იმ სიღრმიდან ამოვარდნა (მდინარის/წყალსატევის ფსკერზე მისი უაზრო და უფორმო ხახუნი), რაც თევზის დასაჭერად არის საჭირო და აგრეთვე შესაძლებელია თევზის დაფრთხობა.

აგრეთვე შესაძლებელია ვობლერის გატარების სიჩქარის ცვალებადობა თევზის მოქმედების მიხედვით. ანუ იმ შემთხვევაში თუ თევზი "მოაცილებს" სატყუარას და არ კადრულობის მისი გემოს "გასინჯვას" შეიძლება გატარების შენელება ან აჩქარება.

ვობლერის "სწორი" სიჩქარით გატარებას გამოცდილი სპინინგისტი სპინინგის წვერის ვიბრაციით ხვდება, ამიტომ ღრმად მომუშავე ვობლერების შემთხვევაში მისი დანხვა გატარების მთელ მანძილზე კრიტიკულ მნიშვნელობას არ იძენს.

ვობლერები ძირითადად გამოიყენება ისეთ ადგილებზე სათევზაოდ სადაც ტრიალა ვერ მუშაობს ან სადაც ნელი გატარება არის საჭირო, რომელიც მდინარის დინების მიმართულებით გატარებისას ტრიალათი ვერ მიიღწევა. ან იქ სადაც ვობლერის გატარება უფრა წარმატების მომტანი იქნება.

ვობლერების თამაშზე სერიოზული გავლენის მოხდენა შეუძლია ძუის ყულფებს. და "კარაბინებს". ამ უკანასკნელებზე ცალკე თემაში ვისაუბრებთ. მხოლოდ ერთს ვიტყვი, რომ "კარაბინები" უნდა იყოს რაც შეიძლება მსუბუქი და გამძლე, რათა ვობლერის წონის მნიშვნელოვანი ცვლილება არ გამოიწვიოს. ხოლო ყულფი ვობლერისთვის არ უნდა იყოს "სახრჩობელა" და მას უნდა აძლევდეს თავისუფალი მოქმედების საშუალებას.

სტატიის ავტორია - ბესო მგალობლიშვილი და ის წარმოადგენს ააიპ "საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა კლუბი "ოჩოპინტრე"-ს საკუთრებას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 8 2010, 23:27
პოსტი #2


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საკალმახე ვობლერებზე სტატია წინ წავწიე უახლოეს მომავალში დავამთავრებ - მე მგონი დამწყების სპინინგისტისთვის და არამარტო მათთვის საინტერესო გამოდის newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 8 2010, 23:37
პოსტი #3


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბესო

ძალიან საინტერესოა, ველოდები გაგრძელებას, ეგ წაკითხული მქონდა კაი ხნის წინ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 8 2010, 23:38
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(Davitus @ 9th September 2010 - 00:37) *
ეგ წაკითხული მქონდა კაი ხნის წინ


შენ რომ გქონდა წაკითხული ამ თემაში კაი ხნის წინ იმას 2 იმდენივე ინფორმაცია დაემატა 10 წუთის წინ ამავე თემაში newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Sep 8 2010, 23:40
პოსტი #5


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბესო

ხო ვერ გამოვთქვი სწორად, მივხვდი რომ ახლა დაამატე... ხოდა გაასწორა კაი სტატიაა, საღოლ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 9 2010, 00:28
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მგონი მოვრჩი, პრეტენზიები, შენიშვნები, სურვილები და კითხვები მიიღება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Sep 9 2010, 10:48
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბესო
აი მალადეც რა newsmile05.gif ჯერ არ წამიკითხია მარა ვხვდები რომ საინტერესოა, გაიხარე

ბესო

ციტატა(Beso @ 17th December 2009 - 13:30) *
5. სროლის/გადაგდების/მიწოდების სიშორე

გასაგებია რომ მხოლოდ ვობლერებზეა საუბარი, მაგრამ მაინც განიხილავდა კაცი ისეთ საკითხს
როგორიცაა თითონ ჯოხის მნიშვნელობა სროლის დროს, ანუ იმას კი არ ვამბობ რომ
ამ თემაშივე იყოს ჯოხის მიმოხილვა, უბრალოდ ან მივაწეროთ რომ ჯოხთან სინთეზში ხდება
სიშორის მიღწევა და ისიც მივაწეროთ რომ ეგ სხვა თემაში იქნება განხილული,
ან თუ მე მეშლება ეგეც განვმარტოთ, უბრალოდ კი იცი ჩემი სამწუხარო გამოცდილება
ბოლო გასვლიდან, ელემენტარულ მანძილზე ვერ ვაგდებდი და ამის მიზეზი ვობლერის
წონა და ფორმა არ ყოფილა...............
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Sep 9 2010, 12:20
პოსტი #8


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ზედა თემაში ვერ ვპოსტავ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Sep 9 2010, 17:17
პოსტი #9


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(vito @ 9th September 2010 - 11:48) *
ისიც მივაწეროთ რომ ეგ სხვა თემაში იქნება განხილული

სპინინგი ისედაც ცალკე განხილვის თემაა და რომ გავაკეთებ ამ თემას მერე გამOჩნდება ფორუმზეც!

როგორ ვერ პოსტავ პოსტავ ოღონდ კალმახზე თევზაობის თემაში პოსტინგის კონტროლი გვაქვს ჩართული და სანამ არ ვნახავ რას პოსტავ მანამდე არ გამოჩნდება newsmile045.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მეკალმახე
პოსტი Jul 16 2011, 13:30
პოსტი #10


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 8-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვობლერი+წნული ძუა

წნული საკმაოდ პრეტენზიულია ყულფების მიმართ, ვინაიდან ძალიან სრიალაა. ჩვეულებრივ ცალგულა ძუაზე ვობლერის მიბმისას ვიყენებ ხოლმე რაპალას ყულფს: http://www.animatedknots.com/rapala/index.php
ეს ყულფი იდეალურია სიმტკიცის და ვობლერის "თამაშის" შეუზღუდაობის მხრივ. ხომ არ იცით, წნული ძუის შემთხვევაში ეს ყულფი, ან მისი რაიმე გაუმჯობესებული ვარიანტი, თუ მუშაობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jul 16 2011, 22:01
პოსტი #11


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მე პირადად პავერ პროს ერთ-ერთ ყულფს ვიყენებ და ძალიან მადლიერიც ვარ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მეკალმახე
პოსტი Jul 16 2011, 23:39
პოსტი #12


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 8-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ბესო: თუ არ დამზარდებით, იქნებ ლინკიც დადოთ მაგ ყულფის?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ბესო
პოსტი Jul 22 2011, 07:14
პოსტი #13


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,706
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(მეკალმახე @ Jul 17 2011, 00:39) *
ბესო: თუ არ დამზარდებით, იქნებ ლინკიც დადოთ მაგ ყულფის?

http://www.powerpro.com/publish/content/gl...s/uni_knot.html
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მეკალმახე
პოსტი Jul 23 2011, 11:11
პოსტი #14


ახალბედა მონადირე


ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4
რეგისტრ.: 8-July 11
ნიკის ჩასმა
ციტირება



ციტატა(ბესო @ Jul 22 2011, 08:14) *


ეს ყულფი ვიცი, ამას ვიყენებ, მაგრამ რაპალას ყულფივით "თავისუფალი" არ ვიცი.
მადლობა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 23:53