ედა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

ედა, ციმბირული ჰასკი
ჩელე
პოსტი Jul 21 2015, 16:13
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ რომ ვთქვა, 2011 წლის მერე ქალბატონი ჩელსის გარდაცვალების შემდეგ, არც კი გამიხედავს ძაღლისკენ. ძალიან დიდი ტკივილი იყო, მიუხედავად იმისა, რომ ცოტა ხანი მყავდა. აღარ ვაპირებდი ძაღლის აყვანას და გაზრდას. მაგრამ ისევ მეუღლის დიდი სურვილის და დაჟინებული ზუზუნის გათვალისწინებით, ავიყვანე ისევ ციმბირული ჰასკი და ისევ მეუღლის დაბადების დღეზე სიურპრიზად მივართვი. newsmile05.gif სიურპრიზმა აშკარად გაამართლა...

მაშ ასე, გაიცანით newsmile05.gif



ლეკვის წარმოშობა:

საგვარეულო ნომერი: FCG-1000
სქესი- ძუ
სახელი- ედა
შეფერილობა: შავ-თეთრი
დაბადების თარიღი- 20.02.2015
დაბადების ადგილი- ბორჯომი
მამა- ბუფი FCG-0590
დედა- დეზი FCG-0617

მოყვანის დღიდან მოუსვენარი, ხანდახან თავხედი და მაიმუნი. ჭამს ყველაფერს რაც იღეჭება. არ აქვს მნიშვნელობა რა არის: ხილი, ბოსტნეული, თევზეული და ა.შ. ძირითადად კი მისი საჭმელი როიალ კანინის MEDIUM JUNIOR. დილაობით 0%-იანი ხაჭო. 2 დღეში ერთხელ მოხარშული თევზი- მოივა. ასევე 2 დღეში ერთხელ ქათმის ფილე მოხარშული. თევზს და ქათამს მონაცვლეობით ვაჭმევ. ვაპირებ დავუმატო საქონლის ხორცი რა თქმა უნდა მოხარშული.

დამუშავებულია ჭიებზე და აცრილია ცოფზე 23.06.2015
(ეს ისე, ჩემთვის newsmile05.gif )

მოკლედ რაღა დავამატო და შემოგთავაზებთ ფოტო-ვიდეო მასალას ქალბატონი ედას მოყვანის დღიდან კაცმა არ იცის როდამდე. newsmile05.gif სანამ მეყოლება განვაახლებ ხოლმე თემას.



















ასეთი არეულობა ბევრჯერ დამხვედრია მისი წყალობით









პირველი ბანაობა newsmile05.gif









სტუმრად ვიტოს ცხოველებთან: დეგისთან და ტარასთან... newsmile05.gif ასევე ცხ**იებთან, კატებთან და კურდღლებთან... newsmile05.gif
































фото хостинг



ისე კი დიდი გეგმები მაქვს ამ ძაღლთან დაკავშირებით. ბევრს გაგეცინებათ დარწმუნებული ვარ და იფიქრებთ ამას აკლია-ო. ნუ ამას ზრდილობიანად newsmile05.gif უზრდელურად კი ვიცი როგორც არის ეგ ამბავი newsmile05.gif მაგრამ ჩემი აზრით ცდას წინ არაფერი უდგას და თუ გამოვიდა რამე ხომ კარგი, თუ არა და იმას მაინც ვიტყვი, რომ ვცადე და არ გამოვიდა მეთქი. გეგმები კი ასეთი მაქვს. ნადირობა უნდა დავიწყო მეც და ამანაც.
ინსტიქტები აქვს ძალიან კარგად განვითარებული. რაც კი მოძრაობს ყველაფერს დასდევს. რამდენიმე კუ უკვე მომითრია სახლში მეხობლის ეზოდან. ასევე ზღარბები იპოვნა და არ მოეშვა სანამ მე არ მივედი და არ გამოვიყვანე. მფრინავ ხოჭოებს იჭერს, აი მარტორქასავით ხოჭოები რომ არის იმათ და ჭრიჭინებს კიდევ. ზოგიერთს გავახარებ და გეტყვით, რომ პეპლებსაც დასდევს newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif თან ძალიან სწრაფია ეს ოხერი. ამასწინად დიდი ბუზი იყო რაღაც. ეს იწვა ჩემს გვერდით. გამოიფრინა ამ ბუზმა და უცებ წამოხტომა და ამ ბუზის ედას პირში აღმოჩენა ერთი იყო. newsmile05.gif
მოკლედ ძალიან მინდა, რომ მწყერზე მაინც ქნას რამე, რომ მეც მომემატოს ჟინი და იქნებ მეც დავიწყო ნადირობა newsmile05.gif რა ვიცი, ვნახოთ. თქვენგან ველი რეკომენდაციებს. რითი და როგორ დავიწყო, რომ ედამ მასახელოს და საბოლოოდ დავანგრიოთ მითი იმის შესახებ, რომ ჰასკის არ შეუძლია ნადირობა. ჩემი ოპტიმისტური აზრით, ძაღლს აღზრდა უნდა თორე ყველა ძაღლი ნადირობს.... newsmile05.gif



თავისი მოთრეული კუ მეზობლის ეზოდან newsmile05.gif



ასე ძინავს ხოლმე newsmile05.gif








хостинг фото



პრობლემები:

ხასიათი- ძალიან ჯიუტი. თუ ხასიათზე არ არის, ზედაც არ შემოგხედავს. ისე პატრონმა მითხრა, დედამისიც მასე იყოო. იმედი მაქვს ასაკის მატებასთან ერთად გამოსწორდება.

1. პირველი და დიდი პრობლემა ის არის, რომ სულ მკბენს. რა თქმა უნდა ბოროტად არა, თამაშში. როგორ შეიძლება გადავაჩვიო კბენას.
2. სახლში მოსაქმებას ვერ გადავაჩვიე. ღამით კარი კი მაქვს ღია, რომ გავიდეს და მოისაქმოს, მაგრამ ზამთარში რა მეშველება არ ვიცი. ამიტომ რამენაირად უნდა გადავაჩვიო.
3. თუ ეზოს გაცდა, რაც არ უნდა ეძახო არ მაქცევს ყურადღებას. იქნებ აქაც მირჩიოთ რამე.
4. რას მირჩევთ, აპორტირება თოკით ვასწავლო?
5. მტრედი თუ ფერმის მწყერი?... თან მეშინია მერე ქათმებზე არ გაიწიოს და არ დამღუპოს newsmile05.gif
6. ჩემ გვერდით სიარული როგორ ვასწავლო. ესეც თოკით ალბათ newsmile05.gif

ზოგადად ახლა ვხვდები თუ რამხელა შრომაა ძაღლის აღზრდა. ძალიან რთულია და დიდი ნერვები გინდა, რომ კარგი ძაღლი გაზარდო. ასევე დრო, რომელიც სამწუხაროდ ბევრი არ გვაქვს სხვადასხვა მიზეზების გამო. მოკლედ, ყველას გისურვებთ საოცნებო ძაღლის აღზრდას...

ედამ ბოყაყი გაიცნო



ედა და ზღნარბი









ვიდეოებს ეტაპობრივად დავამატებ....

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
3 გვერდი V  < 1 2 3  
Start new topic
გამოხმაურებები (30 - 40)
ჩელე
პოსტი May 17 2016, 23:16
პოსტი #31


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გადავხედე თემას და კაი ხანია არაფერი დამიწერია ედას შესახებ.

მოკლედ, გავიზარდეთ, ცოტა დავჭკვიანდით, სინღერასაც ვცდილობთ ხანდახან newsmile05.gif მაგრამ ეს სიჯიუტე მაინც გვაქვს. ყველაფერ მოძრავს დასდევს ისევ. დღეს გველი მოკლა, ხოკერა.


загрузить картинку на сайт

რაც შეეხება ხასიათებს. ძალიან სრაფად ეცვლება ხასიათი. თანდათან დამჯერი ხდება. ჯიუტია, მაგრამ რა შედარებაა? ჭამით აღარ ჭამს როიალს, არც ჩაპის, არც პედიგრს. თითქმის ყველანაირი ამ სახის საჭმელი ვცადე და ძალიან დიდი საგონებელში ვარ ჩავარდნილი. ხალისით მხოლოდ ქათამს და ძროხის მოხარშულ ხორცს მიირთმევს. ძვლებზე აღარ მაქვს ლაპარაკი. თონის პური უყვარს ძალიან კიდევ. რა გავაკეთო აღარ ვიცი. თევზსაც თუ ხასიათზე არ არის არ შეჭმს. მეზობლის ძაღლთან მიგვაქვს ხოლმე და იქ ჭამს, იმის შიშით, რომ იმას არ ვაჭამოთ.

2 თვის წინ დაახლოვებით, ყბაზე რაღაც გამოუვიდა. ანალიზი გავუკეთე და ინფექციაა ჩვეულებრივიო. ძალიან ნელა ურჩება. დაუნიშნეს ანტიბიოტიკები, მაზი, ზილიონკა, მაგრამ ნელა მიდის პროცესი.

დაახლოვებით 4 თვეში ''წეჩკა'' დაეწყება და შევაჯვარებ სავარაუდოდ. ასე რომ კარგ სასიძოს ვეძებ newsmile05.gif

ტყეში უკვე აღარ მშორდება. გავა 20 მეტრზე დაახლოვებით და მერე ისევ უკან მორბის რომ ვიპოვნო. აქამდე სულ მე დავდევდი newsmile05.gif ერთი რაზეც გული მწყდება, თოფის სროლის ეშინია და არ ვიცი რა ვქნა. რანაირად შეიძლება ამის გამოსწორება ხომ არ იცით? არა და, პატარაობისას ასაფეთქებლებს ვუფეთქებდი ხოლმე და რეაქცია არ ჰქონდა. ეხლა რატომ დაემართა ასე არ ვიცი.

მოკლედ კარგი გოგოა ჯერ-ჯერობით.

ესეც მცირე ფოტო-ვიდეო

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი May 18 2016, 06:57
პოსტი #32


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



დაჭკვიანებული კი არი წყალს ჭიქით სვავს მეტი რა გააკეთოს xexe.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი May 18 2016, 17:40
პოსტი #33


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოთო.

არა ბრატ, სანამ ''მამი''-ს არ დამიძახებს, არ მოვეშვები.... newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 26 2016, 17:51
პოსტი #34


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კაი ხნაია ჩემ გოგოზე არეფრი დამიწერია. დასაწერი ბევრია. დიდი თავგადასავალი გადაგვხვდა ამ ზაფხულს. ზოგმა კი იცის, მაგრამ ბევრმა არა. newsmile05.gif

მოკლედ, 20 აგვისტოს ჩემი ედა გაქრა. აღიგავა მიწისაგან პირისა. 22-ში საბერძნეთში მივდიოდი და 20-ში მიმყავდა "ბალტო"-ში, უნდა მიმებარებინა დროებით და თან მინდოდა რაღაც ესწავლებინათ. რა თქმა უნდა შესაბამისის თანხის სანაცვლოდ newsmile05.gif . მოკლედ, რომ გამოვედი ეზოში და არ დამხვდა დავიწყე ძებნა. გადავაქოთე მთელი ჩემი არე-მარე, ქვედა დასახლება, ტყე-ღრე, მაგრამ რა დაგიკარგავს, რას ეძებ? 4 საათიანმა ძებნამ შედეგი არ გამოიღო. გავქანდი და დავბეჭდე განცხადებები და დავიწყე გამოკვრა. პოლიციაში განცხადება დავწერე, რომ ვაიდა საზღვარი გადააკვეთინეს, იქნებ იპოვნონ მეთქი. მოკლედ, ბევრი ვირბინე, ბევრი ვიჩალიჩე მაგრამ ვერაფერი სახეირო. წავედი 22-ში საბერძნეთში, დაბოღმილი, დაბღვერილი, სული და გული აქ მრჩებოდა. აჭრელდა მთელი ფაცე, ვინ აღარ მირეკავდა ფოტო აიტვირთა და ნახეთ თქვენი ხომ არ არისო და ა.შ. თურმე რამდენი კარგი ადამიანი ყოფილა კიდევ დარჩენილი ამ ქვეყანაზე. newsmile05.gif ცალკე მერიის თავშესაფარი, ცალკე ელიზბარაშვილი და მოკლედ მგონი მთელი საქართველო ეძებდა ამ მაიმუნს...

ვერაფერს ვაკეთებდი, შორს ვიყავი და არ შემეძლო იმაზე მეტის გაკეთება რასაც ვაკეთებდი. მაგრამ იმედი სულ მქონდა, რომ ვიპოვნიდი. ჩამოვედი საბერძნეთიდან და მეროე დილით, გოგო სახლში მყავდა. როგორც მითხრეს "იპოვნეს". აღარ დავიწყე ჩაძიება, რადგან ხალხი იყო ჩარეული და შევეშვი. რაც მთავარია, სახლში მყავდა უკვე. კარგი ის არის, რომ გამოაჩინეს და არ გადამალეს და რამე არ დაუშავეს. ამ მხრივ ნამდვილად გამიმართლა.

ახლა დავიწყე ფიქრი, როგორ შეიძლება დაკარგულის პოვნა. გამოვიწერე ტრეკერი, რომელსაც აქვს როგორც სიმ კარტა ასევე ჯი-პი-ეს მხარდაჭერა. ონლაინ ხედავ რუკაზე სად არის ესა თუ ის ნივთი ან არსება, რომლესაც უკეთია ეს ტრეკერი. ასევე აქვს ფუნქცია, რომლის დროსაც რუკაზე შემოუსაზღვრავ და საზღვრის გადაცდება თუ არა, მაშინვე მოგდის სმს ტელეფონზე, რომ გასცდა შემოსაზღვრულ ტერიტორიას. იდეაში კარგი რამეა და ვნახოთ თუ ივარგებს ჩვენ პირობებში. სავარაუდოდ იქით კვირას ჩამომივა და მაინტერესებს თუ იმუშავებს. იმედი მაქვს გაამართლებს.

ესეც 17 დღიანი გაუჩინარების შემდეგ შეხვედრა...

https://goo.gl/photos/ox8kJEY468gqTTm1A

ესეც სანამ დაიკარგებოდა რამდენიმე კვირით ადრე დავტოვეთ სახლში და რომ მოვედით იქაურობა ნაომარს გავდა... newsmile05.gif

https://goo.gl/photos/odkqNGt8zq3Vc8VPA
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგიტა
პოსტი Sep 27 2016, 10:39
პოსტი #35


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,248
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ძაან გამოხარდა თქვენი ამბავი, გილოცავ.

ხოდა ეს ტრეკერი მეც მაინტერესებს იქნებ ლინკი დაგეგდო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Sep 27 2016, 11:00
პოსტი #36


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გოგიტა

ჯერ ჩამოვიდეს და გავტესტავ. თუ იმუშავა გეტყვით.... ან პრინციპში ნახეთ თქვენც. არჩევანი დიდია, უბრალოდ უნდა ეცადო, რომ ყოველთვე გადასახადი არ გქონდეს. ეს რაც გამოვწერე არ იხდი არაფერს გარდა იმისა, რომ ინტერნეტი სულ ჩართული უნდა გქონდეს იმ სიმ ბარათზე, რომელსაც ჩაუდგავ...

https://www.amazon.com/TKSTAR-Waterproof-Tr...racker+for+pets
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Oct 22 2016, 00:08
პოსტი #37


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



საკმაოდ ბევრი ძაღლი იკარგება ბოლო დროს. ზოგს იპარავენ, ზოგი თავისით გადის და აღარ მოდის და ა.შ. ვისაც არ გამოუცდია ალბათ ვერ მიხვდება ეს რა ტანჯვა-წამებაა. ვისურვებ არავინ გამოსცადოს. მეც ამ ზაფხულს დავკარგე ჩემი გოგო და თითქმის 20 დღიანი ნერვიულობის და ძებნის შემდეგ მივაგენი. ახლა სახლში მყავს და იმის ალბათობა, რომ გაიპაროს და აღარ დაბრუნდეს, დასულია 10%-ზე.

მას შემდეგ რაც ვიპოვნე ჩემი გოგო, დავიწყე ფიქრი იმის შესახებ თუ რა შეიძლებოდა მემოქმედა რომ მსგავსი არ განმეორებულიყო. ოცდამეერთე საუკუნეა. პროგრესი დღითიდღე მატულობს ჩვენ ცხოვრებაში და რაღაც უნდა ყოფილიყო ისეთი რაც გამაკონტროლებინებდა ჩემ ლამაზ ედას. ძიების შემდეგ მივაგენი ჯი-პი-ეს ტრეკერს, რომლის საშუალებითაც:

1. ვაკონტროლებ ძაღლის ადგილმდებარეობას ''ლაივ'' რეჟიმში
2. ვაკონტროლებ როდესაც სცდება ზონას
3. ვისმენ ირგვლივ რა ხდება
4. ტრეკერს აქვს როგორც ვინდოუს ასევე ანდროიდ აპლიკაცია და შეგიძლიათ როგორც ლეპტოპში ან პერსონალურ კომპზე, ისე მობილურითაც აკონტროლოთ.
5. არის წყალგამძლე


მსგავსი ტრეკერები მრავალი სახის არის, მაგრამ ჩემი აზრით ოპტიმალური ეს ვერსიაა რადგან:


1. არ აქვს სააბონენტო გადასახადი პროვაიდერთან ( არის ტრეკერები, რომლებსაც აქვთ სააბონენტო გადასახადი ყველ წელს)
2. ერთი რაც ჭირდება ამ ტრეკერს არის, სიმ ბარათი, რომელზეც ჩართული იქნება მუდმივად ინტერნეტი და სმს მხარდაჭერა, რომ ზონის გაცელის შემთხვევაში, სმს მოგივიდეთ ტელეფონზე

მინუსები:

1. როდესაც ზონას სცდება, სმს მომდის ჩინურ ენაზე. თუმცაღა აპლიკაციით ჩვეულებრივ მიჩვენებს სად იმყოფება მოცემულ მომენტში.
2. ამ ტრეკერს გააჩნია ე.წ. ''სლიპ მოუდ'' ფუნქცია. ამას რომ ვააქტიურებ, მერე წესით მოძრაობაზე უნდა ჩაირთოს, მაგრამ არ ირთვება. ეს სისტემა განკუთვნილია ენერგიის ხარჯის შემცირებისთვის. იმის გამო, რომ რაღაც ვერ გავუგე, გათიშული მაქვს ეს ფუნქცია და შესაბამისად სულ ჩართულია რაც იწვევს ბატარიის მოკლე დროში დაჯდომას. ეს მოკლე დრო კი 9-10 საათია. ისე კი ინსტრუქციით 350 სააათი უწერია.

მოკლედ ჩემთვის მაინც კარგი რამეა და გირჩევთ შეიძინოთ, რათა დაიცვათ თქვენი ცუგა. შეიძლება ეს არ არის ყველაზე საუკეთესო ვარიანტი, მაგრამ გამოვიწერე და მუშაობს. რაღაც მინუსები აქვს. არის აპლიკაციაში რაღაც ნიუანსები, რომლის გამოსწორებასაც ვისურვებდი. ჩემთვის მთავარი იყო, ზონას რომ გაცდებოდა მცოდნოდა. ამ ტრეკერის საშუალებით ამას ვახერხებ უკვე. newsmile05.gif


წარმატებებს გისურვებთ


პ.ს. ვინმეს არ ეგონოს, რომ წილში ვარ ამ ტრეკერების. newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif


ესეც ლინკი, საიდანაც გამოვიწერე.


https://www.amazon.com/TKSTAR-Waterproof-Tr...racker+for+pets
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Mar 21 2019, 21:35
პოსტი #38


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ედს რო აქ დღიური ოლივერამ რა დაგიშავა ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Mar 21 2019, 21:39
პოსტი #39


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ოლივერი და მარგო აქ დაემატება და წარმოგიდგენთ ჩემს ზოოპარკს...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Mar 21 2019, 21:41
პოსტი #40


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



მარგო რომელი ლუჩკო ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Mar 21 2019, 21:42
პოსტი #41


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



არა, დედოფალი...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

> სწრაფი პასუხის ფორმა
სქელი
დახრილი
ხაზგასმული
სურათის ჩასმა
სიცილაკები
ციტატის ტეგებში ჩასმა
კოდის ტეგებში ჩასმა
 
ქართული კლავიატურა ( ჩართვა/გამორთვა ბეჭდვის დროს კლავიშით "~" )


 • Add image to post
 გამოვიწეროთ თემა? (შეტყობინება ელ-ფოსტით გამოხმაურებებზე) |  ჩავრთო სმაილები? |  დავურთო ხელმოწერა?
   

3 გვერდი V  < 1 2 3
Fast ReplyReply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 20:47