საქართველოოოოოო, ლამაზოოოოოო!!! - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
საქართველოოოოოო, ლამაზოოოოოო!!!, ეკოლოგიური პრობლემები და მათი გადაჭრის მეთოდიკა
ალთაზარ
პოსტი Dec 31 2011, 10:46
პოსტი #1


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მოგესალმებით მეგობრებო , ალბათ ჩემს გარეშეც იცით რა სავალალო სიტუაციაა დღეს-დღეობით საქართველოში ეკოლოგიური პრობლემების გამო . ვიფიქრე ასეთი თემის გახსნა და ვფიქრობ რომ ჩვენს ფორუმს ეს არ აწყენს . რათქმაუდა ღა იქნება მითითებული სხვა და სხვა წყაროები თუ საიდან არის ეს ყოველივე ამოღებული . ვინაიდან და რადგან მე არ ვარ მაგისტრის წოდებით მე არ შემიძლია 100% გარანტიით ვისაუბრო ყოველივე ამაზე თუმცა არიან ჩემს გარდა ამ ფორუმზე ისეთი ადამიანებიც ვინც აქტიურად ჩაერთვებიან და დაამატებენ სხვა-სახის პრობლემებსაც ...

რამოდენიმე დღის წინ ვათვალიერებდი ინტერნეტ სივრცეში და ასევე ვეძებდი საქართველოში მიმდინარე ეკოლოგიური პრობლემების ზრდას , თუ რა სიტუაციაა დასავლეთსა და აღმოსავლეთში , რა ტიპის მეთოდიკას იყენებენ მისი შემცირებისთვის და გადავაწყდი ერთ პატარა და მნიშვნელოვან სტატიას ერთი ადამიანის .

ვფიქრობ რომ წაკითხული შემდეგ დააფასებთ მის აზრს newsmile05.gif




დღესდღეობით ყველაზე დიდი პრობლემა,რაც დგას კაცობრიობის წინაშე ეს არის ეკოლოგიური პრობლემა.განსაკუთრებით მწვავედ ეს პრობლემა დგას საქართველოს წინაშე,და მით უფრო ჩვენი დედაქალაქის თბილისის წინაშე..ბოლო დროის გამოკვლევების შშედეგებმაც ცხადყო რომ თბილისი ევროპაში ერთ ერთი დაბინძურებული ქალაქია..რაც მთავარია ველაფერში დამნაშავენი ჩვენ თვითონ ვართ..რადგან ეს პრობლემა ძალზედ აქტუალურია ყველგან,მე ძირითადად მინდა შევეხო ფორუმიდან გამომდინარე,ჩვენს მდინარეებთან და წყალსატევებთან არსებულ ეკოლოგიურ პრობლემებს...თითოეული ჩვენთაგანი ბევრჯერ გავსულვართ სათევზაოდ და საკუთარი თვალით გვინახავს თუ რა ხდება ჩვენს მდინარეებსა და წყალსატევებზე..ყველაფერი გადავსებულია პოლიეთილენის პარკებით და პლასტმასის ბოთლებით.ყველას კარგად მოგვეხსენება რომ აღნიშნული ნივთიერებები არ იხრწნება და უცვლელი სახით აბინძურებს ჩვენს უძვირფასეს ბუნებას..მინდა ერთი ფაქტი გავიხსენო ჩემი ახლო წარსულიდან." __ვსწავლობდი "საქართველოს საპატრიარქოს ეკოლოგიისა და დეკორატიული მებაღეობის " ინსტიტუტში,საიდანაც მოგვიწია ექსპედიციით წასვლა ლაგოდეხის ნაკრძალში,თან გვახლდა კანადელი მეცნიერი.რომ მოვიარეთ ნაკრძალი და უკან ვბრუნდებოდით ეს კაცი ჩემს წინ მიდიოდა და გზად რაც კი პოლიეთილენის პარკები და პლასტმასის ბოთლები ნახა ყველა აკრიფა და გაასუფთავა ბილიკი..სწორედ მაგ დროს მივხვდი თუ რა უგუნური და უვიცი ვიყავი.მე საქართველოში დაბადებულ გაზრდილ ადამიანს იმის შეგნება არ მქონდა რომ ის ნაგავი მე ამეკრიფა,ამის მაგივრად მე პირიქით დავაბინძურე იქაურობა.რაც მთავარია ამ კონკრეტულმა შემთხვევამ ჩემზე იმდენად იმოქმედა,რომ მე იმ დღის შემდეგ ბევრ რამეზე დავფიქრდი და შევიგნე და შევიმეცნე,რომ უნდა გვიყვარდეს ჩვენი ქვეყანა და პატივი უნდა ვცეთ მას,როგორც ცოცხალს და ერთადერთს...ყველაზე უფრო საგანგაშო კი ამ კონკრეტულ შემთხვევაში არის ჩვენი ერთ ერთი უმთავრესი მდინარე "მტკვარი" რომელიც ძალიან არის დაბინძურებული სხვადასხვა მავნე ნივთიერებებისგან,XIX საუკუნის 60-იან წლებში მტკვრიდან წყალს წყალსაქაჩით ქაჩავდნენ, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომი არ იყო.

მე-19 საუკუნის დასაწყისში დიდუბეში ორი სარწყავი არხი ყოფილა ავჭალიდან გამოყვანილი რუ და მტკვრიდან გამოყვანილი ეწ. ბაღის არხი საბჭოთა პერიოდში მტკვრის წყალს ფართოდ იყენებდნენ ფაბრიკასა და ქარხნებში ტექნიკური წყლით უზრუნველსაყოფად.დღეს კი ყოველივე ეს წარმოუდგენელია..გარდა პოლიეთილენისსა და პლასტმასისა,ჩვენი წყ**ბის დაბინძურებასა და მისი ფლორისა და ფაუნის გადაშენებას ხელს უწყობს მდინარეებში ჩამავალი ფეკალური მასები,სხვადასხვა ქიმიური ნარჩენები და ყველაზე მთავარი ჩვენი"ადამიანების" დაუდევრობა და მხოლოდ დღევანდელი დღით ცხოვრების წესი..ხვალინდელ დღეზე თუ არ ვიფიქრედ,სულ მალე თევზიც გაქრება და სხვა დანარჩენიც..ამ სტატიით მინდა ყველას მოვუწოდო რომ მოვეფერო ბუნებას,რადგან არაფერი არ ჯობია იმას როცა სუფთა და ჯანსაღ გარემოში ისვენებ და ტკბები მისი სილამაზით..ამ ფორუმზე არაერთი ფოტო არსებობს,რომელიც ასახავს საქართველოს ბუნების სილამაზეს.მოდი ისე ნუ გავაკეთებთ,რომ ამ ლამაზ ფოტოებს ჩაენაცვლოს გახრიოკებული,სანაგვედ ქცეული ადგილების ამსახველი ფოტოკოლაჟი.მინდა ყველას თხოვნით მივმართო:_როცა სათევზაოდ ან უბრალოდ დასასვენებლად გავალთ ბუნებაში და თუ წავაწყდებით მიმობნეულ ნაგავს,მოვაგროვოდ ცეცხლი მოვუკიდოთ და გავანადგუროდ.ამით თუნდაც უმნიშვნელო წვლილი შევიტანოდ ჩვენი მომავლის სასიკეთოდ.

Wkaro


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Dec 31 2011, 19:29
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



თბილისში სიბინძურე დაგროვილი ნაგვისაგან უკვე პიკს აღწევს . მიუხედავად იმისა რომ თბილისის მერია ძალღონეს არ იშურებს ღამე ამუშავებს გარეთ მომუშავე დამლაგებლებს , ღამის 11 საათიდან ღამის 3 საათამდე მუშაობენ ნაგავსაყრელი სატრანსპორტო სამუშაოები , თბილისის ნებისმიერ კუთხეში გვხვდება ასეთი სიტუაცია ...

სამწუხაროდ თბილისის მერია ვერაფერს ვერ იზავს მეტს ამ პრობლემის გადაჭრისთვის მათ რაც შეეძლოთ გააკეთეს ქალაქის ცენტრებსა და გარეუბნებში დადგეს ნაგვის ურნები პატარა ზომის თუ დიდი ზომის რა მნიშვნელობა აქვს , მაგრამ ადამიანებს ელემენტარული კულტურა აქვთ დაკარგული . მაგალითად გუშინ ვდგევარ ავტობუსის გაჩერებასთან სადარბაზოდან გამოვიდა ჩემი მეზობელი ნაგვის პარკით ხელში და იმის მაგივრად რომ ურნის თავი აეხადა იქვე ურნასთან დააგდო . რათქმაუნდა ნერვები მომეშალა და პირდაპირ ვუთხარი ამხელა ადამინი ხართქო რატო არ ჩააგდე ნაგვის ურნაში თქო ... რა მიპასუხა იცით მე ეხლა ხელი უნდა მოვკიდო იმ ურნას რომელსაც 1000 მა ბომჟმა ხელი მოკიდა რავიცი ეხლა მეო რამე არ ავიკიდოო მირჩევნიაო აქ დავდოო და დასუფთავების სამსახურიდან რო მოვლენო ისინი აიღებენო ... ცოტა არ იყოს მტკივნეულად მომხვდა გულში ის ფრაზა რომ 1000 მა ბომჟმა ხელი მოკიდაო და ბინძურიაო , არადა 5 წუთით ადრე მე მოვკიდე იმ ბინძურ ურნას ხელი ავხადე ნაგავი ჩავაგდე და დავახურე . მეც ერთ-ერთი ბომჟი გავხდი მის თვალში . აღარაფერი ვუთხარი და მისივე ნაგავი მეთვითონვე ჩავაგდე ნაგვის-ურნაში რათQმაუნდა ხალხი ჩემს ირგვლივ გაკვირვებული მიყურებდა ალბათ იფიქრეს გიჟია ეს ვიღაცაო ... მოკლედ ასეთი სიტუაციები ხდება თბილისში სულ ფეხებზე კიდიათ დაბინძურდება თუ არა და ბოლოს როდესაც ნაგავი და ნაგვის სუნი თავს უტკიებთ მერე დარბიან და გაჰყვირიან სადაა დასუფთავება რატო არ მუშაობენ როგორც საჭიროაო .

ყველაზე სავალალო სიტუაცია თბილისის გარეთ ხდება . მაგალითად შემიძლია მოვიყვანო ბაზალეთის ტბის ტერიტორიიდან 500 მეტრით მოშორებით მყოფი პანსიონატი სადაც 2008 აგვისტოს ომში დაზარელებული დევნილები შეასახლეს . რა სტატუსიც გააჩნდათ მათ 2008 ში (დაზარალებული) იგივე სიტუაციაში ამოჰყო თავი ამ პანსიონატის გარშემო ულამაზესმა ტყემ სადაც არაერთი ბავშობა გამიტარებია და გემრიელად დამისვენია ... ტყეში რომ შეხვიდეთ დაინახავთ პოლეითილენის ცელოფნებს აქეთ იქიით , ზოგ ადგილას რამოდენიმე "იამა" იქნება ამოთხრილი და ირგვლივ შავ ფერი ედება , სავარაუდოდ მიხვდებით რომ მანდ ნაგავს წვავენ ... იქვე შორი ახლოს მცხოვრები "სოფლის " ისეთ შავდღეს აყენებენ ხევებს გული გაგისკდება , მემგონი საუკუნეებია რაც მანდ ნაგავს ყრიან , სოფელს რო აუყვები ხევია დიდი და პირდაპირ მანდ ყრიან ნაგავს არადა ნახირი როდესაც ბრუნდება უკან , იმ ხევს გადის სადაც ნაგავი იყრება როგორ ფიქრობთ არ მიირთმევს რამეს ცხოველი ? რათქმაუნდა ამიტომაც არის ბევრი დაავადება რომ უჩნდება ძროხას თუ კამეჩს . რძე ხაჭო კარაქი და საერთოდ რძის ნაწარმი რომ ფუჭდება ხორცზე აღარ მაქვს საუბარი , ამ ყოველივეს რასაც ვწერ ჩემი თვალით მაქვს ნანახი და არა გაგონილი ... რადგან ერთ-ერთ სოფელში მაქვს აგარაკი და გული მწყდება რომ ასე გულგრილად ეპყრობიან ბუნებას .

ძალიან კარგად მახსოვს როდესაც პირველი გასვლა მოვაწყეთ ფორუმთან ერთად წალკაში ქეიფი და დროსტარებაც კარგი ვიცით და ყველაზე მაგრად ის გამიხარდა რომ ჩემზე უფროსებმა მოიფიქრეს და გააკეთეს ის რაც მე ვერ გავაკეთე და ვერ "მოვტვინე" შემრცხვა ძალიან .. ეს იყო დროსტარების შემდგომ საკუთარი ნაგვისა და სხვის მიერ დაყრილი ნაგავის აკრეფა შეგროვება ერთ ადგილას და შემდგომ მისი განადგურება რომელიმე ნაგვის ურნაში ჩაგდებით ... იმის მერე მოყოლებული ვაკვირდებოდი ჩემს გარშემო ადამიანებს ვინ როგორ და რანაირად ცდილობდა დაეცვა ქუჩის თუ ბუნების სილამაზე ზოგს არ აღელვებდა და შენიშვნას ვაძლევდი ზოგიც ითვალისწინებდა და ზოგიც არა .


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი Dec 31 2011, 19:43
პოსტი #3


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ალთაზარ
კაცო თითო თითო პოსტად რო დადო არ ჯობია? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ალთაზარ
პოსტი Dec 31 2011, 19:47
პოსტი #4


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,831
რეგისტრ.: 11-June 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



გოგა
გამიჭედა ბრაუზერმა და 3 ჯერ დავაჭირე პოსტის დამატებას და მაგის ბრალია newsmile05.gif


--------------------
სექსი გადაარჩენს მსოფლიოს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლაშა თევზაძე
პოსტი Apr 10 2014, 18:34
პოსტი #5


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 4,130
რეგისტრ.: 18-January 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მაგრად მომეწონა ეს მომენტი, ცოტა მივჭერ-მოვჭერი და გამოვიდა მემგონი კარგი ვიდეო...



პოსტის უკანასკნელი ჩამსწორებელია Fishman: Apr 10 2014, 18:34
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
HUNTER FREDY
პოსტი Apr 10 2014, 18:57
პოსტი #6


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,089
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



კარგი ხარ ალთაზარო მომეწონა იდეა იმედია ეს თემა აქტუალობას არ დაკარგავს და როცა დაკარბავს ეს პრობლემა აღარ იქნება მაშინ !
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th April 2024 - 18:09