IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

Ponsness-Warren 375C Du-O-Matic, დასატენი მოწყობილობა
მონადირე
პოსტი Jul 23 2009, 12:51
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



გვერდზე თემაში დიდი პოლემიკა გამოიწვია სახლში დამზადებული ვაზნების საკითხმა. ჩემი აზრით, ჩვენში გამოყენება რომ ჰპოვოს რელოდინგის თანამედროვე მოწყობილობებმა (პრესები), მინიმუმ 10-20%-ით მაინც გაიზრდებოდა რელოდინგის მოყვარულთა რაოდენობა.

საბჭოური პრიმიტიული მოწყობილობებით დატენვა მართლაც არ არის მიმზიდველი გარკვეულწილად.

რელოდინგის პოპულარიზაციის მიზნით, გთავაზობთ ინფორმაციას ერთ-ერთ საუკეთესო პრესზე, რომელსაც იყენებენ ამერიკელი მონადირეები და არა მარტო ისინი.

ეს არის Ponsness-Warren 375 Du-O-Matic



აღნიშნული პრესი არის ე.წ. single stage-ი ანუ ერთდროულად მისი საშუალებით შესაძლებელია მხოლოდ ერთი ვაზნის დატენვა, თუმცა ეს სავსებით საკმარისია მონადირისთვის, ვინაიდან ამ პრესის საშუალებით საათში დაახლოებით 150-200 ვაზნა მზადდება.

თუ მონადირე სპორტული სროლით არ არის დაკავებული, სინგლ სთეიჯი ტიპის პრესი მისთვის სავსებით მისაღებია.

მწარმოებელია Ponsness-Warren

მდებარეობა: ჩრდ. აიდაჰო, აშშ

ყალიბთა ჩამონათვალი, რომელთათვისაც გამოდის პრესი:
12 Ga. 2 3/4"
12 Ga. 3
12 Ga. 3 1/2"
12/20 Ga. 3 1/2"
10 Ga. 3-1/2"
16 Ga. 2 3/4"
20 Ga. 2 3/4"
20 Ga. 3"
28 Ga. 2 3/4"
.410 Ga. 2 1/2"
.410 Ga. 3"



უპირატესობა სხვა პრესებთან შედარებით:

1. არის მყარი ფოლადის კონსტრუქციის, რომელიც რეგულარული მოვლის პირობებში ხანგრძლივ ექსპლუატაციას ექვემდებარება. ხანგრძლივობა განისაზღვრება რამდენიმე ათეული წლით. რათქმაუნდა ყველაფერი დამოკიდებულია მოვლაზე.

2. პრესს გააჩნია ჰილზის იმგვარად ჩასამაგრებელი კონსტრუქცია, რაც გამორიცხავს ჰილზის დეფორმაციას დატენვის პროცესში.

ეს უკანასკნელი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ზოგ სხვა პრესს ეს ნაკლი აქვს და ხშირია ჰილზის გაფუჭების შემთხვევები.

აი, პონსნესით დატენილი ვაზნები

ფასი მერყეობს 330-დან 430 აშშ დოლარამდე.

წყარო:
http://www.reloaders.com/catalog/product_i...products_id=202

http://talks.guns.ru/forummessage/11/272726-2.html
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- მონადირე   Ponsness-Warren 375C Du-O-Matic   Jul 23 2009, 12:51
- - გიორგი   აი ეგ მაგარია . . . . ...   Jul 23 2009, 13:01
- - მონადირე   გიორგი აქ ეს კი არა...   Jul 23 2009, 13:06
- - გიორგი   ისე, მე ეგეთები სტა...   Jul 23 2009, 13:10
- - მონადირე   გიორგი სტამბულში ...   Jul 23 2009, 13:12
- - შალვა   მე უფრო ძვირი მეგო...   Jul 23 2009, 13:20
- - გიორგი   ციტატა(shalva @ 23rd July 2009 ...   Jul 23 2009, 13:23
- - შალვა   გიორგი ეგ რა გასწა...   Jul 23 2009, 13:30
- - მონადირე   ციტატა(shalva @ 23rd July 2009 ...   Jul 23 2009, 13:49
- - hunter777   მაგარი რამეა მაგის...   Jul 23 2009, 20:05
- - ვიტო   hunter777 გინდა გაგიგო? შ...   Jul 23 2009, 21:01
|- - hunter777   ციტატა(ვიტო @ Jul 23 2009...   Jul 24 2009, 06:25
- - მონადირე   ვიტო სულ რომ გეშლე...   Jul 24 2009, 10:22
- - ვიტო   მონადირე ციტატა(Zviki...   Jul 24 2009, 10:26
- - მონადირე   ვიტო ქარხნის ოფიც...   Jul 24 2009, 10:32
- - hunter777   ეუ მ ეც რომ მქონდეს ...   Jul 24 2009, 11:41
- - Bonehill   ამ თემის ავტორი სა...   Apr 15 2010, 21:33
- - ღლიღვა_1   შეიძლება გვიან ვწე...   May 11 2010, 20:10
- - შუკა   გუშინ მაჩუქა მეგო...   Dec 30 2010, 12:42
- - Bonehill   მშვიდობაში მშვიდო...   Dec 30 2010, 19:02
- - ჰერცოგი997   მაგარი რამ არისს   Dec 30 2010, 19:08
- - შუკა   მადლობა ბონე.. ხვა...   Dec 30 2010, 19:11
- - Geoჟორჟიკა   შუკა ვაა გილოცამ , ...   Dec 30 2010, 20:04
- - შუკა   Geoჟორჟიკა 12... და მგო...   Dec 30 2010, 20:28
- - dole   მაგას ესგა უნდა და ...   Dec 30 2010, 22:04


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th May 2024 - 15:08