I ხარისხის საველე დიპლომი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Closed TopicStart new topic
I ხარისხის საველე დიპლომი, ინგლისური სეტერი ლილუ
ზაზა
პოსტი May 12 2011, 10:28
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ბესო გვასალიას 4 წლის ძუ ინგლისურმა სეტერმა ლილუმ დღეს საველე გამოცდაზე მიიღო 82 ქულა,მათ შორის ყნოსვაში 8,9,5 და დაიმსახურა პირველი ხარისხის საველე დიპლომი.ექსპერტები იყვნენ ბატონები შადიმან შამანაძე და ნოდარ როსტიაშვილი.
I ხარისხის დიპლომი დიდი ხანია(თითქმის 10 წელი) არც ერთ მეძებარს არ მიუღია.ძაღლმა აჩვენა საოცარი ყნოსვის მანძილი და სიზუსტე,რამდენჯერმე დიდი მანძილიდან დაამუშავა გადამჯდარი მწყერი.ეს რაც მე ვნახე და დანარჩენს ბატონი შადიმანიც დაწერს ალბათ.
ვულოცავ სეტერსაც და მის მფლობელსაც.

ეს ისეთი მოვლენაა,რომ ღირდა ამაზე ცალკე თემის გახსნა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 12 2011, 10:52
პოსტი #2


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვულოცავ მნიშვნელოვან წარმატებას!

ზაზა

სურათები არ იქნება? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
OQRO444
პოსტი May 12 2011, 11:26
პოსტი #3


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 805
რეგისტრ.: 23-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მეც ვუერთდები მილოცვებს..... newsmile027.gif .......ეს ერთი და სხვა მრავალიიიიიიიი.......

კარგი იქნებოდა ვიდეოს ან სურათებს თუ დადებთ.... newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გოგა
პოსტი May 12 2011, 12:49
პოსტი #4


goga
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 5,076
რეგისტრ.: 21-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



და ვისი ძაღლი არის არ გვეტყვით? newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი May 12 2011, 12:52
პოსტი #5


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(გოგა @ May 12 2011, 13:49) *
და ვისი ძაღლი არის არ გვეტყვით? newsmile05.gif



შენ რაღა გჭირს newsmile05.gif

ციტატა(ზაზა @ May 12 2011, 11:28) *
ბესო გვასალიას 4 წლის ძუ ინგლისურმა სეტერმა ლილუმ

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი May 12 2011, 13:10
პოსტი #6


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოსალოცი ამბავია...... მიხარია ხოლმე ასეთი ამბები...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი May 12 2011, 13:11
პოსტი #7


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მილოცვები-და ისევ მილცვები......
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიკა
პოსტი May 12 2011, 13:21
პოსტი #8


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 855
რეგისტრ.: 23-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მშვენიერი ამბავია ვულოცავ მფლობელსაც და ძაღლსაც ასეთ წარმატებას ასე გაგრძელებულიყოს მომავალშიც
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზაზა
პოსტი May 12 2011, 14:10
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,472
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ვიდეო არ იქნება,მფლობელი და ექსპერტები იყვნენ,მე შორიდან ვუყურებდი.აბა ვინ გადაიღებდა.სურათებს რაც შეეხება,ეს ძაღლი ციციშვილზეც იქნება და იქ შეგიძლიათ ნახოთ.
მანამდე ამ ძაღლს 5 მე-3 ხარისხის დიპლომი ჰქონდა,ყველა საველეზე იღებდა დიპლომს,მხოლოდ ამინდში არ უმართლებდა.დავამატებ კიდევ იმას,რომ გვასალიას მავერიკმა დაურეკა დილით,ნისლია,წვიმს,ქარიცაა და თუ გინდა საველეზე ამოდიო.დაახლოებით 10 საათზე გავიდა მინდორში.დილით ადრე ჯობია და 9 საათის მერე აზრი არა აქვს და ეგეთ მითებს ბოლო მოუღო ამ სეტერმა.ექსპერტები სიამოვნებით ყვებოდნენ მის თითოეულ მუშაობაზე,საოცარი მანძილები აჩვენა.
კარგია,რომ ასეთ შედეგს აქაური სისხლის ძაღლი,აქ დაგეშილი აჩვენებს.მე კიდევ ვიცი,ახლა არ დავასახელებ,ერთი ძაღლი,რომელსაც ჩემს თვალწინ საოცარი მანძილები უჩვენებია.
რა მინდოდა მეთქვა:დაგეგმილი შეჯვარებებით შეიძლება ასეთი შთამომავლები მისცენ ამ ძაღლებმა და კიდევ ერთხელ ვურჩევ იმათ,ვისაც უნდა საგვარეულოიანი ლეკვის აყვანა,არ გადადოთ და ერთ დღეს ისევე გაიხარებთ,როგოც გვასალიამ გაიხარე.
პრინციპში ვინც დღეს იქ ვიყავით,ყველამ გავიზიარეთ მასთან ერთად.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლეკი
პოსტი May 12 2011, 20:08
პოსტი #10


პოინტერით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,246
რეგისტრ.: 3-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქიზიყი–თბილისი




ვულოცავ მფლობელსაც და ძაღლსაც ამ დიდ წარმატებას!! მართლაც სასიხარულო ამბავია.. newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჰერცოგი
პოსტი May 12 2011, 20:17
პოსტი #11


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,792
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: rustavi



საღოლ მაგარი შედეგია ვულოცავ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შუკა
პოსტი May 12 2011, 20:27
პოსტი #12


.
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,130
რეგისტრ.: 29-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვილოცავ მფობელს! მართლაც მაგარი მაჩვენებელია newsmile027.gif ეგ 1 და სხვა მრავალი!!! newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შადი შამოდი
პოსტი May 12 2011, 21:54
პოსტი #13


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: საპატიო წევრი
პოსტები: 739
რეგისტრ.: 21-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება



ვიდეო არავის გადაუღია, მაგრამ ზუსტად ახლა "ვათეთრებ" გამოცდის ანგარიშებს (ძაღლების მუშაობების აღწერებს და შეფასებებს) და რადგან პირველი ხარისხის დიპლომი ამ საუკუნეში საქართველოში მხოლოდ მეორედ დაიწერა, დავდებ აქაც ამ ღირსშესანიშნავი მოვლენის ამსახველ დაკუმენტს.

12/05/11. საველე გამოცდა. თბილისის ზღვა. მსაჯები: შადიმან შამანაძე, ნოდარ როსტიაშვილი. სტაჟიორი: ვანო დონჯაშვილი.
ნაწვიმარია, მოღრუბლულია, ქრის საჭიროზე მეტი ძალის ქარი, დილით წამოვიდა ნისლი და მალევე გადაიყარა. ტემპ.14-16 გრდ. ბალახი სველია, 10-15 სმ.

N5."ლილუ", ინგ. სეტერი, ძუ. მფლობელი და გამომყვანი ბესო გვასალია.
9სთ. 45წთ. ბრძანებით დასვა მინდორში, მოშორდა რამდენიმე ნაბიჯით და გაუშვა საძებნად. ძაღლი დადის სწრაფი, საშუალო სიმსუბუქის ნავარდით, თავი უჭირავს ზურგის ხაზს ზემოთ, საკმაოდ ფართო პარალელებზე, ტიპიური სვლით, ზოგჯერ უხვევს ქარშიგნით.
9-48. სწრაფი ნავარდიდან სწრაფადვე შებრუნდა ქარისკენ, ოდნავ შეყოვნდა და სწორხაზოვან ახლომიწევაზე გადავიდა, კლასიკურად - მუხლებში ჩამჯდარმა და ბეჭებამოყრილმა თითქმის სირბილით გაიარა 16-17 მეტრი და მყარად, დაძაბულად დადგა. წინა ფეხები ჩახრილი, ცხვირი მაღლა. ნელ-ნელა უკვე ფრთხილი ახლომიწევა წამოიწყო, გადაიწია კიდევ 4 მეტრამდე და ნახევრად მიწას გაკრული გაიწვართა. გამომყვანი როგორც იქნა დაეწია, ამოუდგა გვერდით და ამ დროს წინ, ზუსტად ძაღლის ცხვირის მიმართულებით 3 მ მანძილიდან ტყუპად ამოფრინდა ორი მწყერი. ძაღლი ბრძანებით ადგილზე დარჩა.
9 - 55. მწყერის ხმას ავყევით გორაკის თავზე, თხრილისა და ბუჩქების პირას. ნატარზე წამიერად შეყოვნდა რამდენჯერმე, შეუჩერებლად გაარკვია ნაჯდომები, აიწია ზემოთ, ორნაბიჯიანი ახლომიწევა და მყარად დადგა. ბრძანებაზე ოდნავ გადაიწია, მიეტანასავით და წინ 6 მ ამოფრინდა მწყერი, რომელიც იქვე შორიახლოს ჩაჯდა. მივიყვანეთ ქარის საწინააღმდეგო მხრიდან, მეორე პარალელზევე იყნოსა და ახლომიწევის გარეშე მყარად, დაძაბულად დაუდგა 9-10 მეტრში. მიტანების გარეშე ამოფრენილი მწყერი ისევ ახლოში ჩაჯდა, ადგილს ადვილად ვიმახსოვრებდით. ისევ გავაშვებინეთ ძაღლი და ისევ ჩაუარა თუ არა გვერდზე, იყნოსა და ლამაზად დადგა. 10 მეტრიდან კვლავ მიტანების გარეშე ამოფრინდა მწყერი და კიდევ უფრო ახლოს, მწვანედ ამობუჩქულ ბალახებში ჩაჯდა. გადავწყვიტეთ ერთი ცდა კიდევ მიგვეცა, ცოტა შორიდან მოვატარეთ და ქარის საწინააღმდეგოდ გავუშვით. სწრაფი , მოკლე პარალელებიდან იყნოსა თუ არა ტიპიური, მკვეთრად დაძაბული ნაბულით დადგა. ბრძანებაზე მიტანება დააყოვნა, მწყერმაც აღარ დააცადა და ზუსტად ცხვირის მიმართულებიდან, სადაც ჩაჯდა, იმ მუქმწვანე ბალახებიდან ამოფრინდა. ძაღლმა გასაკიდებლად გაიწია მაგრამ ომახიანი შეძახილით გააჩერეს. გადავზომეთ მანძილი - 11 მეტრზე მეტი აღმოჩნდა.
10-04. გამოცდის დამთავრება.
გამოსაცდელმა ინგ.სეტერმა "ლილუმ" ზედმიწევნით მაღალი ყნოსვით, ტიპიური სვლითა და ნაბულებით ზუსტად დაამუშავა ყველა შემხვედრი ფრინველი, გამოავლინა განსაკუთრებული სიშორისა და სიზუსტის ყნოსვა, დაიმსახურა შემდეგი შეფასებები: 8, 9, 5, 8, 7, 5, 5, 6, 5, 5, 4, 7, 8. ჯამში 82ქულა. მიენიჭა პირველი ხარისხის დიპლომი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Zhorika
პოსტი May 12 2011, 21:54
პოსტი #14


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 237
რეგისტრ.: 25-December 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი





მაგარია! მაგ გამოცდის ყურება ერთი სიამოვნება იქნებოდა. ვწუხვარ რომ ვერ დავესწარი

ვუერთდები მილოცვებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი May 12 2011, 21:57
პოსტი #15


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ვულოცავ ამ დიდ მიღწევას მგეშავს და მის ოთხფეხა მეგობარს
1ხარისხი მართლაც რო მიღწევაა
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 10:28