თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ ლ ო თ ო ბ ე ბ ი _ არიზონას გაშვილება ანუ სტუმროად გაგრინსკისთან

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 7 2013, 17:01

მოგეხსენებათ, ირაკლი დიდ ძებნაში გადავიდა, ჩამოყვანილი ფრანგული და ესპანური პოინტერების პირველი ბუდობიდან აიყვანა ხვადი ლეკვი - 2 თვის არიზონა. ირაკლის ჩემპიონი მაქსი რომ ჰყავს, საქვეყნოდ ცნობილია, ამიტომ ლეკვი ვინმესთვის უნდა მიებარებინა გასაზრდელად. მშვენიერი კანდიდატიც მალევე გამოჩნდა, სეტერისტი გაგრინსკი მალევე დათანხმდა ძიძობის წინადადებას და გუშინ შუადღისას ჩემი კოლტით მივადექით მის კარმიდამოს (მდებარეს...) newsmile05.gif

მასპინძელი ჩვეული სტუმართმოყვარეობით შემოგვეგება, ერთობ გახარებული ჩანდა, ვინაიდან მომავალში თავადაც აპირებს პოინტერის აყვანას.

აკვანში მოთავსებული არიზონა გაგრინსკიმ თავისი ძუ სეტერის ქ-ნ დაფნის ვოლიერში ფრთხილად მოათავსა. ოთხფეხები მალევე მიეჩვივნენ ერთმანეთს. დაფნიმ პატარა პოინტერის მიმართ მზრუნველობა ეგრევე გამოიჩინა, რამაც ძალიან გაახარა ირაკლი და ,,გამზრდელი"-დან შესაბამისი ციტატების შემდეგ შესაფერისი სახელები შეარქვა: გაგრინსკის - ჰაჯი უსუბი, დაფნის - ნაზიბროლა.

ქართული სუფრა ჩვეულებრივი მოვლენაა გაგრინსკისთან. დაილია ძალიან ბევრი ღვინო, უამრავი სადღეგრძელო ითქვა, რომლის 99 % მიეძღვნა არიზონას, დიდ და სამონადირეო ძებნას, გამოფენებსა და საველე-შეჯიბრებებს, ოჩოპინტრესა და ოჩოპინტრელებს, ბუნებასა და მის მოყვარულთ.................

აქვე ამ დიდი მოვლენისადმი მიძღვნილ ფოტოკოლაჟს დავურთავ მობ. ტელეფონით გადაღებულს, ხარისხისთვის ბოდიშს ვიხდი.

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 7 2013, 17:09

http://radikal.ru/fp/bcfe8fe96137450fb15d2d27f64883aa
http://radikal.ru/fp/e297ae184d944dbda5d9c1c293a6c7a4












http://radikal.ru/fp/f2e4c807f72545da8a5bc26b591e438e

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 7 2013, 17:10

ორ სიტყვას დავამატებ-ბატონი აკოფის საჩუქარი ვერ ჩამოვიყვანე რიგი მიზეზების გამო, მოგეხსენებათ ისიც, რომ ირაკლი ნარსია სეტერის აყვანას აპირებდა მაგრამ მერე მოულოდნელი ზაირი გაისმა და მითხრა პოინტერს თუ იშვილებო დროებითო, ცოლთან ორწუთიანი კონსულტაციის შემდეგ არიზონას ბედი გადაწყდა. მიუხედავად იმისა რომ გუშინ დილით სასტიკ ნაბახუსევზე ვიყავი, ერთი ბოთლი ლუდის მერე გავცუნცულდი და ვოლიერისთვის ე მანდ პოინტერია მაინც თათები არ ეტკინოს თქო D.gif მოვიტანე ქვიშა, მერე დაფნიშ ოროტახიანი სახლი დავამუშავე მამაპაპური ხსნარით და ამასობაში ზარიც გაისმა-ძუძუმტეს თუ როგორც ქვია იმის მისაღებად მოემზადეო. რათქმა უნდა პირველი ბიჭი შემოდიოდა ჩემს ოჯახში და ისე ხომ არ გადავატარებდი ამ ამბავს, დავურეკე სიმამრს არიქა ღვინო მომაშველე თქო. რქაწითელი მაღარო-2012 ნახევარ საათში ცივი იყო, შეიწვა კალმახი, ლავაში დავხიე, ყველი და მწვანილეულობა ჩავჭერი, წალამი დავანთე და მწვადებიც წამოვაგეთ. ამასობაში არიზონა უკვე სახეს ახევდა დაფნის D.gif და ეგრევე მოიზომა თავისი 20 კვადრატი ვოლიერში newsmile015.gif მერე კი დაიწყო გაუთავებელი სადღეგრძელოები ძაღლებზე და ბუნებაზე, სიმამრმა რამდენჯერმე ეჭვის თვალით შემომხედა-ალბათ ფიქრობს სულ გარეკა ჩემმა სიძემო D.gif ნარსია იყო უბედნიერესი და ასე და ამრიგად არიზონა 6 ლიტრ რქაწითელში ვაბანავეთ და მერე შამპანურიც დავაბუთქუნეთ d778bc34f693c93907196ff195628213.gif ვისაც გაუხარდა ყველას გაგიმარჯოთd778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 7 2013, 17:17

http://radikal.ru/fp/1a17fd827c734de0b3b41fea9de54fa5

გიორგიევიჩი ისე გვიყურებდა, რა ჭირს ამ ხალხს, სხვა ვერაფერი მოიფიქრეს ძაღლების სადღეგრძელოების გარდაო...
დიდი მადლობა მას

http://radikal.ru/fp/35414218813048689c47f6c4ada6af6f

ბონემაც ადღეგრძელა არიზონა
http://radikal.ru/fp/dce155c80d56437b83a4e0d3ead4715d

http://radikal.ru/fp/6e35eef31a8a4ee9a10ad5b5ef30ee2a

http://radikal.ru/fp/6fb8bac2d9484bd291fdfd4db1685bc3

http://radikal.ru/fp/10e9691f130a4fdcbd37eefa82b96bce

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 7 2013, 17:18

აქ ნარსია ჩვეული ხატოვნებით აღწერს ან სალივანოვის ან კიდევ რომელიმე მომშენებლის პოინტერის მუშაობას D.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 7 2013, 17:20

http://radikal.ru/fp/146bd6da1c53472fab74cd742db196c0
http://radikal.ru/fp/4b88a07da9024d4ba317d9ab02ff9556
http://radikal.ru/fp/f476904ac06d4e178863c3b963df9e34

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 7 2013, 17:29

ჯვარი ეწეროს ძაან ცოცხალი ლეკვია და ღადაობის გარეშე კოჭებში ეტყობა რა სისწრაფეც ექნება, დაფნი დააგდო უკვე newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ალთაზარ Jul 7 2013, 17:32

gagrinski
d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ძამა Jul 7 2013, 17:33

gagrinski

გილოცავ ძამა ჯერ ალეკოს ლეკვზე გადავირიე ეს მაგარი ბომბა ლეკვი ყოილა
თუ ოდესმე პოინტერს ავიყვან მარტო ეგეთი შეერილობით თეთრი მთლიანად და შავი თავით აუ რა მევასების

პოსტის ავტორი: Fishman Jul 7 2013, 17:35

ძამა

ძამა, ირაკლის მიულოცა ირაკლის. D.gif გაგრინსკის უბრალოდ ჰაჯი უსუფობა აქვს შეთავსებული ამ ეტაპზე.

პოსტის ავტორი: nik@a Jul 7 2013, 17:37

იმედია დაფნის მთლა ნაზიბროლას ბედი არ ეწევა D.gif D.gif D.gif

გილოცავ იკა, მიხარია ისევ პოინტერზე რომ გააკეთე არჩევანი small3d018.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 7 2013, 17:40

ციტატა(bendeksi @ 7th July 2013 - 18:37) *
იმედია დაფნის მთლა ნაზიბროლას ბედი არ ეწევა


გაჩვენებ მე შენ ნაზიბროლას ბედობას newsmile055.gif არადა აახოხდა უკვე დაფნის newsmile090.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 7 2013, 17:45

ჰაჯი უსუპობას რაც შეეხება იმედია თავს არ მომაკვლევინებს D.gif ისე ისეთი მოძრავია გულს კი გამიჩერებს სანამ ნარსია გადაიბარებს, მე ფიზაღზრდა მევალება D.gif

პოსტის ავტორი: ძამა Jul 7 2013, 17:48

ციტატა(Fishman @ Jul 7 2013, 18:35) *
ძამა

ძამა, ირაკლის მიულოცა ირაკლის. D.gif გაგრინსკის უბრალოდ ჰაჯი უსუფობა აქვს შეთავსებული ამ ეტაპზე.


ვიცი რომ ლეკვი ნარსიასია მაგრამ მე მინახია მასე 2 თვით მიუყვანიათ ლეკვი
შემინახე რა 2 თვით და 10 წელი არ წაუყვანიათ უკან

D.gif:D:D:

პოსტის ავტორი: Fishman Jul 7 2013, 17:50

ძამა

არ წაყვანის არ ვიცი, შეიძლება ნარსიამ წაყვანის მერე მიუბრუნოს უკან D.gif D.gif D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 7 2013, 17:51

ნუ დაადგით ბავშვს ყბა D.gif აცალეთ ახლა, ძინავს და სიზმრად მწყრებს კაკბებს და გნოლებს ნახულობს Shooting.gif cooldog.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 7 2013, 17:59

რა არ წაყვანა, რეებს წერთ ხალხო, 1 თვით იქნება ლეკვი გამზრდელთან, მერე წაიყვანს ირაკლი. არ გადარიოთ გაგრინსკი newsmile05.gif
ისე გაგრინსკიმ კი თქვა, როცა წაიყვან უკვე მიჩვეული გვეყოლება და გული დაგვწყდებაო ასე, რომ 1 თვეში სხვა ლეკვი უნდა მივუყვანოთ newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif და ასე ყოველ 2 თვეში, უყვარს ლეკვები და რა ვქნათ, ხომ არ მოვაწყენთ newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 7 2013, 18:10

ისე ნუ იზამთ რომ მეზობლებმა ჩემი გასახლება მოითხოვონ newsmile090.gif

პოსტის ავტორი: ზახარა Jul 7 2013, 18:37

გილოცავთ ორივეს D.gif სასახელო გაზრდილიყოს newsmile027.gif

პოსტის ავტორი: Bone Jul 7 2013, 19:16

პირველ რიგში დიდ მადლობას გადაუხდი გაგრინსკის და მის ოჯახს, სანაქებოდ გატარებული დროისთვის newsmile05.gif

ნარსიკ აქაც გილოცავ და რაც გითხარი ის საქმე წარმატებით გაგეკეთებინოს შენ და შენ ახალ ოთხფეხას.......

ყველაფერი უკვე ტრადიციულ მაგარი დროის ტარებას ემსგავსება newsmile011.gif
ყველაფერი იყო ხარვეზების გარეშე

პატივცემული

http://postimage.org/

ლეკვი მართლა ძალიან ძალიან მომვლილი დამხვდა, ბრავო ივას small3d018.gif

http://postimage.org/

ნარსიკა ეგზომ ბედნიერი იყო

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

ბოლოს კი გაგრინსკიმ დახურა !

http://postimage.org/

http://postimage.org/

http://postimage.org/

კაკააა ჭიქიით არ დალევდა ამ სადღეგრძელოს
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: longi Jul 7 2013, 19:34

გაიხარეთ ბიჭებო წარმატებები და სასახელო გაგეზარდოთ უმაგრესი ლეკვია ძაან მომეწონა small3d018.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: კალვერა Jul 7 2013, 20:02

ლოთებო D.gif

იკა გილოცავ ლეკვის აყვანას,აბა სასახელო და შენ როგორიც გინდა ისეთი გაზდილიყოს!!!

ბენი შენ ცოცხალი ხარ???D.gif

პ.ს

ისე კი გავიფიქრე ამ ვიკენდებზე გაგრინსკის შევეხმიანებიმეთქიD.gif

პოსტის ავტორი: Bone Jul 7 2013, 20:06

D.gif თქვენ არ ჩამოდიხართ, მე შორსა ვარ და ასე....

პოსტის ავტორი: HUNTER FREDY Jul 7 2013, 20:47

ვაააა კაი ამბებიიი აბა აწი ტქვენიიტ ისეტ ხელსჰია მაი პატარა საბაკა როომე კაარქი იდი საბაკა უნდა გახდეს D.gif

პოსტის ავტორი: Fishman Jul 7 2013, 21:12

HUNTER FREDY

მთავარია "ბუნებამ უშველოს" არიზონას D.gif და დანარჩენს ირაკლი უშველის D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 7 2013, 21:12

ციტატა(irakli kvachadze @ 7th July 2013 - 21:02) *
ისე კი გავიფიქრე ამ ვიკენდებზე გაგრინსკის შევეხმიანებიმეთქი



მერე რამ შეგიშალა ხელი, მოხვიდოდი და ბაღანასაც განახებდი D.gif

პოსტის ავტორი: ნუკრიMax Jul 7 2013, 21:18

gagrinski

ციტატა(zaza @ 7th July 2013 - 18:59) *
1 თვეში სხვა ლეკვი უნდა მივუყვანოთ

ჩემი ლეკვი ხომ არ მოგიყვანო, არ მოგაწყენს გპირდები.... D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 7 2013, 21:26

მაცალეთ ახლა 2 თქვე თქვე მასხრებო D.gif დაანებეთ ბავშვს თავი და მაცალეთ ცოტახანი სიცოცხლე qsha.gif lotebo.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: achiko-l Jul 7 2013, 22:22

ირაკლი,მაგარი ლეკვია,გაგეზარდოს d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 7 2013, 22:28

იკა გილოცავ მაგარი ტიპია... ჩემპიონს რო გაზრდი ეჭვიც არ მეპარება მაგაში.. newsmile05.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif d778bc34f693c93907196ff195628213.gif

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Jul 7 2013, 23:13

ესე იგი გაგრინსკის მიუყვანეთ ლეკვი გასაზრდელად და პურმარილიც აკისრებინეთ? D.gif

პოსტის ავტორი: ჩავლე Jul 7 2013, 23:30

აქ მთელი ამბები ყოფილა small3d018.gif

პოსტის ავტორი: გიზოვიჩი Jul 8 2013, 10:45

მაგრები ხართ ყველანი... newsmile027.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jul 8 2013, 10:56

აქაც გილოცავ იკა, დავით თუ მოახერხე იქნებ აწონო, წეღან ავწონე ჩემი 6კგ და 600 გრამია.

პოსტის ავტორი: ირაკლი Jul 8 2013, 11:36

მადლობა ყველას ვინც მომილოცა.

ციტატა(aragveli @ Jul 8 2013, 11:56) *
აქაც გილოცავ იკა, დავით თუ მოახერხე იქნებ აწონო, წეღან ავწონე ჩემი 6კგ და 600 გრამია.

რო წამოვიყვანე მასშინ ავწონეთ და 7 კილომდე იყო

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 8 2013, 11:56

6 კილო და 700 გრამია შენი ბიჭის წონა newsmile05.gif იმდენად ერთობა თამაშით რომ ჭამა ავიწყდება და გუშინ ჩვუტარე ჭამის გაკვეთილი, ცოტა უკმაყოფილო იყო თვალებით მეუბნბოდა-მაცალე დაფნის კიდევ ერთი ძუძუ დამრჩა დასაწელიო D.gif რა დროს ჭამააო newsmile015.gif ხო კიდევ გუშინ მთელი ღამე იწუწუნა და იწკმუტუნა, დილის 5 საათზე დავიძინე newsmile039.gif მაგარი ცელქია და სულ გარეთ უნდა, დღეს დილით გავისეირნეთ და მოაწყო სტადიონზე სირბილის გაკვეთილი-ერთი მსუქანა გოგო ვარჯიშობს და იმას აყვა, ის საწყალი სანამ ერთ წრეს დაარტყამდა ეს უკვე მესამეზე იყო D.gif ესაა დღევანდელი ამბები.

პოსტის ავტორი: ირაკლი Jul 8 2013, 12:00

ციტატა(gagrinski @ Jul 8 2013, 12:56) *
6 კილო და 700 გრამია შენი ბიჭის წონა newsmile05.gif იმდენად ერთობა თამაშით რომ ჭამა ავიწყდება და გუშინ ჩვუტარე ჭამის გაკვეთილი, ცოტა უკმაყოფილო იყო თვალებით მეუბნბოდა-მაცალე დაფნის კიდევ ერთი ძუძუ დამრჩა დასაწელიო D.gif რა დროს ჭამააო newsmile015.gif ხო კიდევ გუშინ მთელი ღამე იწუწუნა და იწკმუტუნა, დილის 5 საათზე დავიძინე newsmile039.gif მაგარი ცელქია და სულ გარეთ უნდა, დღეს დილით გავისეირნეთ და მოაწყო სტადიონზე სირბილის გაკვეთილი-ერთი მსუქანა გოგო ვარჯიშობს და იმას აყვა, ის საწყალი სანამ ერთ წრეს დაარტყამდა ეს უკვე მესამეზე იყო D.gif ესაა დღევანდელი ამბები.

კაცი ხარ კაცური. დამბაჩა არ დაგჭირდება ისე ვატყობ

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 8 2013, 12:03

წკმუტუნს რა ვუყო, ვაჭამო ჭაჭაში დალბობილი პური ღამე? D.gif მაგას რომ არ ვარბენინო ჩემო ირაკლი მართლა გამაგდებს სამეზობლო აიკლებს ყველაფერს. თან გადაჭარბების გარეშე ვამბობ უჭკვიანესია-ეზოდან გადიხარ თვალს არ გაცილებს, სტვენაზე მოდის, თვალთახედვის არედან არ მკარგავს, რომ ვუბრაზდები ესმის და შედის სახლში, მეტი რა ქნას 2 თვის ლეკვმა newsmile05.gif ხოო მთავარი დამავიწყდა, ღობის იქიდან კატა მოძრაობდა, ეს ვერ ხედავდა მაგრამ წაუსტოიკა. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ირაკლი Jul 8 2013, 12:47

ციტატა(gagrinski @ Jul 8 2013, 13:03) *
წკმუტუნს რა ვუყო, ვაჭამო ჭაჭაში დალბობილი პური ღამე? D.gif მაგას რომ არ ვარბენინო ჩემო ირაკლი მართლა გამაგდებს სამეზობლო აიკლებს ყველაფერს. თან გადაჭარბების გარეშე ვამბობ უჭკვიანესია-ეზოდან გადიხარ თვალს არ გაცილებს, სტვენაზე მოდის, თვალთახედვის არედან არ მკარგავს, რომ ვუბრაზდები ესმის და შედის სახლში, მეტი რა ქნას 2 თვის ლეკვმა newsmile05.gif ხოო მთავარი დამავიწყდა, ღობის იქიდან კატა მოძრაობდა, ეს ვერ ხედავდა მაგრამ წაუსტოიკა. newsmile027.gif

2-3 დღეში დაანებებს ალბათ თავს წკმუტუნს თუ არადა სუბოტექსი ჩაუდევი ენის ქვეშ

პოსტის ავტორი: ზაზა Jul 9 2013, 16:11

ამ თემას ახალი სურათები შეემატება, ,,არიზონას მეორედ გაშვილება"

პოსტის ავტორი: aragveli Jul 9 2013, 16:13

არიზონას რომ არქმევდით, არ იცოდით რომ თბილიში არ გაჩერდებოდა??/ D.gif

პოსტის ავტორი: ირაკლი Jul 9 2013, 16:34

ციტატა(aragveli @ Jul 9 2013, 17:13) *
არიზონას რომ არქმევდით, არ იცოდით რომ თბილიში არ გაჩერდებოდა??/ D.gif

შემეშალა გაგრა უნდა დამერქმია მარა ახლა გვიანია უკვე

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 9 2013, 16:37

მაგრად მიტყდება ეგ ამბავი და ნუ მიმატებთ რა, დედას ვფიცავარ შვილივით მყავს, მესამე დღეა ჩემთანაა და როგორც ბოჭოლა დასდევს დედას ისეა, ლეკვი ორფეხზე დგება რომ მხედავს ეზოში შემოსულს და სიხარულისგან კუდს აქნევს, რომ ვეუბნები შედი ვოლიერში შედის, დღეს კალციც ჭიჭყინის გარეშე გადაყლაპა. ასე რომ მირჩევნია რომ წაიყვანს ირაკლი დიდი ხანი არ ვნახო, ძაან დაგრუზული ვარ. პროსტა ვერაფერს ვერ შევცვლი ღამე კოშმარად უქცია მეზობლებს, ტურასავით გაჰკივის D.gif

პოსტის ავტორი: aragveli Jul 9 2013, 16:42

პირველი 2-3 ღამე ყოველთვის მასეა.

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 9 2013, 17:02

ვიცი ალიკ პირველი ლეკვი არაა, პროსტა ეს რარაც სხვანაირია მაგ ამბავში, შუქებს ანტებს კორპუსში

პოსტის ავტორი: gagrinski Jul 9 2013, 22:45

წაიყვანეს არიზონა... დახურეთ თემა... newsmile039.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)