მეძებარი ძაღლის ყნოსვა |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
მეძებარი ძაღლის ყნოსვა |
Jul 10 2012, 19:46
პოსტი
#46
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 278 რეგისტრ.: 1-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
მოკლეთ რა თემა არ წამოიწევა, ბიჭებს დავენაცვლე ამ უსეზონობაშიი, მაგრამ მართლაც რომ საინტერესო. ბატონ შადიმანს კი ვეთანხმები, რაცხა არა მგონია პირით ყნოსვის, მაშინ ცხვირი ერქმეოდა და ცხვირს პირი, მარა როგორც არ უნდა შევცვალო ჩემი აზრით მაინც ცხვირით ყნოსავს. თუ არა ექსპერტ-კინოლოგმა რომ მითხრას რა კაი პირი აქ შენ ძაღლსო ან ცუდიო, მერე რა ვიფიქროო?
|
|
|
Jul 10 2012, 20:54
პოსტი
#47
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბოლო დასკვნა იქ ასეთია: ძაღლს შუძლია ნაკადი გაატაროს ან ცხვირში, ან ხახაში (პირში) და ან ორივეში ერთად, იმისდა მიხედვით, რა ამოცანის გადაჭრა უხდება. აქ სიახლე, პრინციპში, ისაა, რომ მარტო პირით სუნთქვა, ე. წ. ჰაერის ცხვირით დაჭერას ემსახურება. ეს კი ყველაზე ბუნდოვან მომენტად რჩება და ექსპერიმენტი ნათელს ვერ ფენს მთავარ შეკითხვას: თუ მართლა ხდება მარტო პირით სუნთქვა და ამ დროს ცხვირით ჰაერის დაჭერა, ცხვირით ღრმად შესუნთქვით ყნოსვასა და შეუსუნთქავად, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე ჰაერის ცხვირში ლაყლაყს შორის როგორი თანაფარდობაა? საერთოდ, ამ ფორმით - ჰაერის ცხვირში უსუნთქველად დაჭერით ყნოსვის რა სიმძაფრით გამოვლენის შესაძლებლობა აქვს ძაღლს. ყნოსვის სიშორე, ვიცი, სასაცილოდ გაქვთ აგდებული, მაგრამ ახლა პირობით საზომ ერთეულად გამოვიყენოთ და ეგრევე დავივიწყოთ. მაგალითისთვის, ცხვირით ღრმად შესუნთქვის დროს ძაღლმა სუნი დაიკრა წყაროდან ათ ნაბიჯზე (თავაწეული, სწრაფი ძებნის დროს, ქარის საწინააღმდეგო პარალელებზე) რამდენ ნაბიჯზე დაიკრავს ცხვირით შესუნთქვის გარეშე? ახლა არ მითხრათ, იგივე მანძილიდანო.
სხვა ექსპერიმენტს გაგახსენებთ, რომლის მონაწილეც ბევრჯერ ვყოფილვართ. სწრაფი ნაბიჯით ჩაგვივლია რაღაცასთან, საშინლად რომ ყარს და ცხვირზე ხელი მიგვიჭრია. ცოტა ხანს თითქოს მაინც გრძნობ სუნს, ალბათ რაც ცხვირში დაგრჩა, (შეიძლება ფსიქოლოგიური მომენტიცაა) მაგრამ მარტო პირით თუ ისუნთქებ, ცხვირმოჭერილი უმტკივნეულოდ გაცდები სახიფათო ზონას. თუ ხელმოუჭერლად შეიკრავ სუნთქვას, იგივე ეფექტია, სანამდეც გაუძლებ. მარტო პირით სუნთქვას, თუ სურდო არა გაქვს, უბრალოდ ვერ შეძლებ და მაგრადაც აყროლდები. მაგარამ სცადეთ აბა ვინმემ, პირი დამუწეთ და ცხვირით ღრმა-ღრამა შესუნთქვებით გაიარეთ იგივე მანძილი. გული შეგიწუხდება, მარტო რომ წარმოიდგენ. |
|
|
Jul 10 2012, 22:05
პოსტი
#48
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 223 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მადლობა ბატონო შადიმან.
ეხლა საინტერესოა რას გვეტყვის გიორგი..... |
|
|
Jul 10 2012, 23:08
პოსტი
#49
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 202 რეგისტრ.: 15-March 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: batumi |
ბატონო თენგო ნუ ნერვიულობთ მე საერთოდ დიდათ არ მაინტერესებს ეს თემა ეს რაც ეხება MBD - სპრავოჩნიკს .ეს თემა მე ჩემთვის გარკვეული და შესწავლილი მაქვს.რაც ეხება დანარჩენ პრინციპეპს ზოგიერთები არ ამჯღავნებენ იქ სადაც საჭიროა ( მაგალითისთვის; რატომ არ უნდათ კლუბში მიიღონ ახალი წესები, რატომ არ შედიან ან ვერ შედიან Fსი-ს სისტემაში) და ასე შემდეგ,რატომ არ გინდათ დანერგით რაიმე ახალი ან შემოიტანოთ სამონადირეო კინოლოგიაში, რატომ არ ვეუბნებით ახალგაზვრდებს რომ ჩვენი ძაღლი ვერცერთ შეჯიბრებაში და ვერცერთ ქვეყანაში ვერ მიიგებს მონაწილეობას რადგანაც სათანადო საბუთიც არ გააჩნია უბრალოდ საზღვარსაც ვერ გადაკვეთავს,და ვინ გვიშვლის სახელმწიფო თუ სამინისტრო ,ამ პრინციპიალურ საკითხებზე ვილაპარაკოთ და არა იმაზე ( რატომ პოინტერს ქვია ინგლისური,და ვის რა კარგი ლეკვი ყავს).და კიდევ ერთი რატომ GIGOM რაიმე უნდა უმტკიცოს შადიმანს?
|
|
|
Jul 11 2012, 01:33
პოსტი
#50
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 223 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
Alik
მეძებარი ძაღლის ყნოსვა |
|
|
Jul 11 2012, 01:43
პოსტი
#51
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 223 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ნახე რა სახელი აქვს ამ თემას.. არაა აქ ძაღლებზე საუბარი ვის რომელი მოსწონს და ვის რატო არ უნდა ესა თუ ის წესი...
თემის შესაბამისად ვილაპარაკოთ ეს თემაც გაფუჭდება არა და ძალიან კარგი თემაა.. ასეთი საუბრებიდან როგორიც ამ თემაშია მივალთ რაღაც დასკვნამდე... აი იქედან ამ ძაღლების დედაც და ჰოი დიდებულო ევროპულებოო ვერაფერს ვერ გავხდებით ფორუმზე.... თითქმის ნახევარი წელია ამ თემაზე მიდის საუბარი და არაფერი შედეგი არ აქვს ხო უნდა გავიგოთ და მოვრჩეთ ამაზე საუბარს ბოლოს და ბოლოს... აგერ შე კაი კაცო 3 ევროპული გყავს შენს გარდა კიდე ბევრს ყავს დაგეშეთ მოამზადეთ და დაანახეტ ამ ხალხს რატომაა ეგ უკეთესი და ესენი ცუდები და ესენიც გადმოვლენ მაგ კონდიციაზე, აბა ბრიყვები და სულელები არ ვართ არავინ რო კაი და ცუდი ვერ გავარჩიოთ... და კიდევ ერთი რატომ GIGOM რაიმე უნდა უმტკიცოს შადიმანს? შადიმანს კი არ უნდა უყმტკიცოს რამე ჩვენ უნდა გვასწავლოს ყველას ვინც არ ვიცით.. დაგვანახონ რეალობა... ყველას თავისი შეხედულება და აღქმის უნარი გააჩნია. ორივე კომპეტენტური პიროვნებაა და ამათმა თუ არ აუხსნეს ხალხს აბა შენ აუხსნი ან მე ავუხსნი??? ეს არაკომპეტენტური პოსტები სისულელეა სისულელეეეეეე |
|
|
Jul 11 2012, 02:30
პოსტი
#52
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
ციტატა გიგო,"ამოსუნთქვისას ცხვირიდან ჰაერი შედის შიგნით - პირისკენ", შენი სიტყვებია. დანარჩენი,ის ჰიპოთეზა, რომ სირბილისას ცხვირით არ სუნთქავს, მხოლოდ პირველ წუთებში შეიძლება ხდებოდეს, სანამ პირით ჩასუნთქული ჟანგბადი ყოფნის. თუ არა და ე.ი. არც ეძებს, შემთხვევით თუ მოხვდა ცხვირში შედარებით ახლო მანძილიდან, მაშინ დაიწყებს შეყვნოსას, და უფრო მეტსაც გამოტოვებს, ვიდრე ის, რომელიც ცხვირს თავაღერილიც ისე იყენებს, როგორც კვალზე მუშაობისას. და რაც უფრო სწრაფად ირბენს, უფრო მეტს გამოტოვებს. ან რაღაც საოცარი ყნოსვა უნდა ქონდეს. ეგეთები კი ყველგან იშვიათია. ამოსუნთქვისას ცხვირიდან ჰაერი შედის შიგნით -პირისკენ. წინააღმდეგ შემთხვევაში ძაღლი ვერ შეძლებს, რომ მუდმივად ჰქონდეს მას ცხვირი ჩართული.(რასაც მონადირეებიც და ექსპერტებიც ვითხოვთ ძაღლისაგან) სირბილისას რომ ძირითადად პირით სუნთქავს და ცხვირით არ სუნთქავს ეს ამ ვაი ექსპერიმენტმა (კი ერთ ძაღლზე, მაგრამ სხვადასხვა დროს)ნათლად აჩვენა. ძაღლი ახერხებდა დაახლოებით 30 ჩასუნთქვა-ამოუნთქვის, განმავლობაში ცხვირით არ ამოესუნთქა. შენ კი გამოთქვავ ვარაუდს რომ ეს პერიოდი ცხვირს ანიავებდა მერე რომ 1-2 ჯერ შეეყნოსა - ესე წარმოგიდგენია ძაღლის ყნოსვის პერიოდი? 40 წამი ანიავებს მერე 1-2 ჯერ დგუშივით ამუშავებს? ან ცხვირით სუნთქავს და ყნოსავს იმავე ინტენსივობით რასაც პირით? მე მგონი აქეთ მიგყავდა ლაპარაკი. თუ არ დაგეზარება დაწერე ძაღლის თავაწეული ძებნისას სუნთქვისა და ცხვირის გამოყენების მექანიზმის შენეული ვარიანტი. ( რამე ნაშრომზე დაყრდნობით ან ისე) და განვიხლოთ. ან სხვა ნაშრომს თუ იცნობ რამეს რომელიც ჩემი მოყვანილის საწინააღმდეგოს გვეუბნება გაგვაცანი. გარკვევით წეირია რომ როდესაც ფრინველს იყნოსავდა მაშინვე იცვლებოდა მდგომარეობა და დაახლოებით როგორც კვალზე ხან 40 მდე ხან 100-200 ჯერ შეიყნოსავდა ცხვირით. ადამიანზე რამე მაგალითი რო მოგყავთ მეცინება-როგორ შეიძლება ადამიანისა და ძაღლის ყნოსვის შედარება საერთოდ. სულ სხვადასხვა ფიზიოლოგიაა. რამდენი სხვაობც გნებავთ იმდენი შემიძლია დაგისახელოთ. |
|
|
Jul 11 2012, 08:56
პოსტი
#53
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
როგორც ეწერა უაზრობა გამოდიოდა. შენ თურმე ამის თქმა გინდოდა: პირით ამოსინთქვისას ცხვირში მყოფი ჰაერი ჩადის ყელში და გადაინაცვლებს პირისკენ. ხოლო პირით შესუნთქვისას მცირე დოზა ცხვირშიც შედის , მაგრამ ყელში უცებ არ გადადის, მაშინვე არ ჩაისუნთქება? ხომ ამას ამბობენ? და ცხვირით სუნთქვის ასეთ რეჟიმს (აქტიური , ღრმა შესუნთქვისა და ამოსუნთქვის გარეშე ) ეძახიან ჰაერის ცხვირით დაჭერას. ის ერთი ძაღლი 40 წამის (სირბილის პირველი 5წთ.? 10წთ.? სულ ეს ინტერვალია?) შემდეგ რამდენიმე ღრმა ჩასუნთქვა -ამოსუნთქვას აკეთებს. რატომ? თუ ჟანგბადი აღარ ყოფნის სუნთქვის იმ რეჟიმით, მაშინ ადვილი სავარაუდოა, რომ 40 წამიანი ინტერვალი, ნახევარი საათის სირბილის მერე, 20 წამამდე ჩამოვა, ხოლო ერთი საათის მერე სუნთქვაში ცხვირიც ჩვეულებრივი რეჟიმით ჩაერთვება (ან 2 საათის მერე). სხვა ძაღლთან კი ალბათ სხვა ციფრები დაფიქსირდებოდა. მეორე ვარიანტია, შიგადაშიგ ცხვირით ღრმა ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა ემსახურება ყნოსვის ლაით რეჟიმში მიღებული ინფორმაციების გადამოწმებას. მოკლედ უამრავი კითხვები ჩნდება და რჩება პასუხგაუცემელი. შეუსწავლელია ეს საკითხები, შეუსწავლელი! ერთი ძაღლის მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარებული ექსპერინტი როგორ ამოწურავდა ასეთ რთულ თემას? გუშინაც ჩამოგითვალე უამრავი კითხვა და თუ რომელიმეზე გაქვს გამზადებული პასუხი, ძალიან დამავალებ. საერთოდ, ძაღლის ყნოსვის ფიზიოლოგია და მექანიზმები რატომ გვაინტერესებს? რა თქმა უნდა პრაქტიკული მოსაზრებებით. ძაღლებს ცხვირი( თუ ყნოსვა) მუდმივად რომ ქონდეთ ჩართული, ვინ ოხერი აიტკივებდა თავს. მაგრამ ვხედავთ, რომ დარბის და არ ეძებს, ეძებს და ვერ პოულობს, მაგარი (დიდი ძებნის ) ძაღლიც უამრავს ტოვებს. რატომ, რა ხდება? თუ ამ კითხვებზე და სხვა მრავალზე ვერ მიპასუხა, პირიქით - უამრავი ახალი გაუგებრობები დამიხვავა - ვერც წარმატებულ ექსპერიმენტად მივიჩნევ და ვერც ჭეშმარიტ კვლევად. |
|
|
Jul 11 2012, 10:58
პოსტი
#54
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
Alik
ბატონო თენგო ნუ ნერვიულობთ არ ვნერვიულობ! შენც არ ინერვიულო! samo კიდევ ერთხელ ყოჩაღ! : ძალიან მიხარია რომ შენისთანა თაობა მოდის! |
|
|
Jul 11 2012, 23:10
პოსტი
#55
|
|
შუბით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 228 რეგისტრ.: 30-September 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: tbilisi |
მოკლედ გადმოგცემთ, თუ რა აზრი ჩამომიყალიბდა ამ ექსპერიმენტთან გაცნობის შემდეგ.
დავიწყებ რამდენიმე შენიშვნით: 1.თარგმნისას დაშვებულია შეცდომა - პირით სწრაფი ამოსუნთქვის შედეგად ხორხში იქმნება დაბალი წნევის არე ცხვირის ღრუსთან შედარებით და არა პირიქით, როგორც წერია. სწორედ ეს წნევათა სხვაობა განაპირობებს ჰაერის ნაკადის მუდმივ დინებას ცხვირიდან პირის ღრუს მიმართულებით. აქვე აღვნიშნავ, რომ ეს მექანიზმი ვარაუდია, მაგრამ საჭიროდ ვთვლი ამ შეცდომის მითითებას, რათა მან არ დააბნიოს მკითხველი. 2. ერთმანეთისგან უნდა გავმიჯნოთ და არ ავურიოთ ცხვირის ვენტილაცია და ფილტვის ვენტილაცია. ამ ორ მაჩვენებელს ცალკე ზომავდნენ და მათ ხშირად სხვადასხვა ფუნქციური დატვირთვა ჰქონდათ. მოდი შევხედოთ განვითარებულ მოვლენებს ზოგადად, მთლიანობაში, ამავე დროს მივყვეთ მშრალ ფაქტებს, ყოველგვარი გართულებებისა და ზედმეტი ფილოსოფიის გარეშე. ასე უფრო ადვილად გაიგებენ დაინტერესებული ფორუმელები. გვაქვს ასეთი მოცემულობა: ცდა ჩატარდა ერთ ძაღლზე, რომელიც ამუშავეს თეთრ გნოლზე. გამოყოფილ იქნა მეძებრის მუშაობის სამი განსხვავებული მომენტი: 1. ნიავზე ორიენტირებული თავაწეული მუშაობა; 2. კვალზე მუშაობა; 3. ფრინველის დამუშავება, როდესაც ძაღლს სუნი ჰქონდა უკვე აღებული. ძებნისას ძაღლი მონაცვლეობით მუშაობდა ხან ნიავზე თავაწეული და ხანაც კვალზე. თითოეული მანერით მუშაობის ეპიზოდები გრძელდებოდა რამდენიმე წამიდან 40 წამამდე. ცდის შედეგები: თავაწეული მუშაობა - ნიავზე მუშაობის მთელი პერიოდის განმავლობაში (რომლის ცალკეული ეპიზოდები სამწუხაროდ არ აღემატებოდა 40 წამს) ცხვირში ჰაერის ნაკადი ერთი მიმართულებით მოძრაობს - გარედან შიგნით პირის ღრუსკენ. ამ შემთხვევაში ცხვირი ასრულებს მხოლოდ ყნოსვით ფუნქციას. სუნთქვა (ფილტვის ვენტილაცია) ხორციელდება პირის მეშვეობით. მართალია, ამ პერიოდის განმავლობაში ძაღლი ერთხელ ან რამოდენიმეჯერ მაინც აკეთებს სუნთქვით მოძრაობებს ცხვირით (ჩასუნთქვა და ამოსუნთქვა). მოვიყვან ციტატას „When the bird dog was searching for game while running with its head high against the wind, it maintained a continuous inward air stream through the nose for up to 40 s spanning at least 30 respiratory cycles.“ ანუ ცდისას დაფიქსირდა, რომ სულ ცოტა 30 რესპირატორული ციკლის (ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა) განმავლობაში ძაღლი ცხვირის ღრუში ინარჩუნებდა ჰაერის შემავალ ნაკადს. მარტივად რომ ვთქვათ, ამოსუნთქვის დროსაც, რაც პირის საშუალებით ხდება, ჰაერი მაინც შედის ცხვირში და შედეგად ძაღლი აკონტროლებს ნიავს. კვალზე მუშაობისას ძაღლის ცხვირი უკვე აქტიურად ერთვება, რადგან ფრინველის სუნი იყნოსა (აგზნება მატულობს), ახდენს რა მის დიფერენცირებას და თუ ახალია, მიყვება მას, რათა მიუახლოვდეს ძებნის ობიექტს. ამ შემთხვევაში მეძებრის ცხვირის ვენტილაციის სიხშირე 140-210 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვას უტოლდება. აქვე ახსნილია ამგვარი ხშირი და სწრაფი შეყნოსვის დანიშნულება - ეს უკანასკნელი ქმნის ტურბულენტობას ანუ შესული ჰაერის ნაკადის არევდარევას მიქსერივით, რაც აუმჯობესებს სუნის რეცეპტორულ აღქმას. ძებნის დროს ფილტვის ვენტილაცია არ გაუზომიათ, მაგრამ გაზომეს ძებნის დამთავრებისთანავე, რამაც შეადგინა 35-50 ჩასუნთქვა-ამოსუნთქვა. ორი სახის ვენტილაციას შორის განსხვავება საკმაოა, რომ მივხვდეთ, რომ ესენი სხვადასხვა მიზანს ემსახურება - პირველი ყნოსვას და მეორე სუნთქვას. ფრინველის სუნის დაჭერისას, ფრინველთან მიახლოებისას ძაღლის აგზნება კიდევ უფრო მატულობს. დაფიქსირდა ცხვირის ორნაირ რეჟიმში მუშაობა - ვენტილაციის სხვადასხვა სიხშირით: 40-44 და 160-240. მეორე ვარიანტი კვალზე მუშაობის რეჟიმს გავს. დასკვნა გამოსაცდელი ძაღლი თავის ცხვირს, როგორც საყნოს ინსტრუმენტს ფრინველის ძებნისას, იყენებს ორნაირად: ნიავზე ძებნისას ძირითადად პასიურ რეჟიმში, აქტიური შეყნოსვითი მოძრაობების გარეშე, რამეთუ ცხვირის ღრუში ჰაერის ნაკადის შესვლა-გატარება ისედაც უზრუნველყოფილია მისი ანატომიურ-ფიზიოლოგიური თავისებურებებით, ამას ეხმარება ნიავის მიმართულება რომელიც ურტყავს ნესტოების გვერდითა ჭრილს. ამგვარად ძაღლს ცხვირი დაყენებული აქვს „პასიური განგაშის“ რეჟიმზე. კვალზე წაწყდომისას ან ნიავით ფრინველის სუნის აღებისას ცხვირი გადადის აქტიურ რეჟიმზე და სულ სხვანაირად „იქცევა“ - ხშირი და მოკლე შეყნოსვებით აძლიერებს ინფორმაციის მიღების საშუალებას, რაც ხელს უწყობს სუნის უკეთ დიფერენცირებას და შედეგად სწორი გადაწყვეტილების მიღებას. ცდის მნიშვნელობა ამ ექსპერიმენტის მნიშვნელობა დიდია, მიუხედავად ზოგიერთი ნაკლოვანებებისა, მიუხედავად იმისა რომ მხოლოდ ერთ ძაღლზე ჩატარდა... იგი სრულ საფუძველს იძლევა ამ მიმართულებით კვლევების გაგრძელებისთვის უკეთეს პირობებში (მონაცემთა ჩაწერის მეტი სიზუსტე და თანმიმდევრობა, სასურველია გამოიყენონ ტრაილერი ძაღლები, და ა.შ.) იმიტომ, რომ ამ ექსპერიმენტმა დააფიქსირა შემდეგი ფაქტი - ნიავზე ძებნისას მეძებარმა ცხვირში შეინარჩუნა ჰაერის შემდინარე ნაკადის უწყვეტობა (თუნდაც გარკვეული დროის განმავლობაში) და ეს მოახერხა სუნთქვისგან დამოუკიდებლად. და ეს უდავო ფაქტია, რასაც ვერ გავექცევით!!! |
|
|
Jul 12 2012, 00:25
პოსტი
#56
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: საპატიო წევრი პოსტები: 739 რეგისტრ.: 21-January 10 ნიკის ჩასმა ციტირება |
ამ ექსპერიმენტმა დააფიქსირა შემდეგი ფაქტი - ნიავზე ძებნისას მეძებარმა ცხვირში შეინარჩუნა ჰაერის შემდინარე ნაკადის უწყვეტობა (თუნდაც გარკვეული დროის განმავლობაში) და ეს მოახერხა სუნთქვისგან დამოუკიდებლად. და ეს უდავო ფაქტია, რასაც ვერ გავექცევით!!! გიგო, ახლა აბსოლიტურად გასაგებად გადმოეცი ამ ექსპერიმენტის შენეული ვერსია, რისთვისაც დიდი მადლობა. სწორად აღნიშნავ, რომ ერთერთი მთავარი დებულება ვარაუდს უფრო ეყრდნობა, (პირით ამოსუნთქვისას ხორხში და ცხვირში ჰაერის წნევის სხვადასხვაობას), ვიდრე ზუსტ მტკიცებულებას. ხოლო ვარაუდზე დაფუძნებული თეორია, ჯერჯერობით მაინც, სანამ კვლევები გაგრძელდება და გაღრმავდება, საინტერესო ჰიპოთეზად უფრო უნდა ჩავთვალოთ, ვიდრე უდავო ფაქტად. რაც არი, ეგ არი. გავიარეთ ეს ექსპერიმენტი. შენი აზრი მაინტერესებს: შეუყნოსველად რატო ტოვებს ფრინველს "მაგარი" და მაღალყნოსვიანი ძაღლი, თუ კი ცხვირში ჰაერის ნაკადი განუწყვეტლივ შეედინება? მარტო შენი არა, სხვებისაც.. |
|
|
Jul 12 2012, 09:20
პოსტი
#57
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
შადი შამოდი
რაც არი, ეგ არი. გავიარეთ ეს ექსპერიმენტი. შენი აზრი მაინტერესებს: შეუყნოსველად რატო ტოვებს ფრინველს "მაგარი" და მაღალყნოსვიანი ძაღლი, თუ კი ცხვირში ჰაერის ნაკადი განუწყვეტლივ შეედინება? მარტო შენი არა, სხვებისაც.. თავს უფლებას მივცემ კორიფეების დავაში ჩავერტო და ჩემი მოკრძალებული აზრი გამოვთქვა! თუ გავიზიარებთ იმ აზრს,რომ ძაღლი ცხვირს ძირითადათ ყნოსვისთვის იყენებს,მუდმივად"ჩართული"აქვს და ის სუნთქვაში არ ან უმნიშვნელოდ მონაწილეობს,უნდა ვივარაუდოდ რომ ფრინველის გამოტოვება არის ტვინის დაცვითი რეაქციის შედეგი! შევეცდები ავხსნა: მოგეხსენებათ რონ ყოველივე ნაბული არის ძაღლის ორგანიზმის რეაქცია გამაღიზიანებელზე,რომელიც ზოგჯერ ისეთი მძაფრია რომ კატალეფსიურ შეტევებსაც კი იწვევს. წამდაუწუმ ყველა ფრინველიზე რეაგირება და ნაბულის გაკეთება ორგანიზმის და პირველ რიგში ტვინის გადაძაბვას გამოიწვეს,რაც არ არის გამორიცხული ლეტალური შედეგითაც კი დასრულდეს. ამიტომ ტვინი პერიოდულად ქმნის დამცავ ფარს,უბრალოდ აღარ აღიქვამს გამაღიზიანებელს და აღარ აძლევს ორგანიზმს შესაბამის ბრძანებას. ამ მომენტში ძაღლი ტოვებს ფრინველს. მაქვს მეორე ვერსიაც! ფრინველი გრძნობს ძაღლის მოახლოვებას და იმდენად ინაბება,რომ პრაქტიკულად არ გამოცემს არანაირ სუნს,ხოლო ძაღლის გაცდენის შემდეგ ფეხიდან გვიფრინდება. აქედან გამომდინარე,გადაჭარბებულად მკაცრად მიმაჩნია მოთხოვნა ძარლის პირველივე გამოტოვებულ ფრინველზე მოხსნის. უფრო სამართლიანია ქულების დაკლება. თუ შადიმანის ვერსიას გავიზიარებთ რომ ძაღლი ცხვირითაც ისევე სუნთქავს,როგორც პირით,ახსნა მარტივია-ამოსუნთქვისას გამოტოვებს!!!!!!!! |
|
|
Jul 12 2012, 09:22
პოსტი
#58
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 6,240 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
GIGO
მადლობა პატივცემულო ნაშრომისთვის |
|
|
Jul 12 2012, 09:31
პოსტი
#59
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 738 რეგისტრ.: 30-December 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
GIGO
ძალიან მომწონს ყნოსვის ეგ ვერსია. სიმართლე გითხრა საწინააღმდეგო მოსაზრება მქონდა. შენ რასაც ამბობ,მართალია ერთ ძაღლზე,მაგრამ მაინც ექსპერიმენტალურად არის დასაბუთებული. კარგი იქნება თუ სხვა ნაშრომებსაც მოიძიებ,არ არსებობს რომ მაგ მიმართულებით კვლევები არ გაგრძელებულიყო. |
|
|
Jul 13 2012, 15:14
პოსტი
#60
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 33 რეგისტრ.: 5-January 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
რა ხდება ამ თემაში? რატოა ასეთი სიჩუმე ):?
ბოლო ბოლო სუნთქავს ცხვირით ძენისას თუ არა,ვერ გევიგეე ?): |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 25th September 2024 - 04:46 |