თევზჭერა შავ ზღვაზე - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

13 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
თევზჭერა შავ ზღვაზე
T A M P L I E R
პოსტი May 12 2010, 15:51
პოსტი #61


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



საღოლ კარგი რეპორტია.კარგი დრო გიტარებიათ დო ი პოსლე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Lava
პოსტი May 12 2010, 16:05
პოსტი #62


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 11-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ესეც შეპირებული ვიდეო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 12 2010, 20:28
პოსტი #63


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ციტატა
name='Lava' post='85877' date='May 12 2010, 17:05']ესეც შეპირებული ვიდეო newsmile05.gif


ვერ მივიცალე რა, რო ერთი მადლიანი და ბარაქიანი პოსტი გავაშანშხალო ჩვენს გმირობებზე.

გუშინ ძალიან ბევრი სტავრიდა იჭირეს ნავში.
იმ კატამარანით, რომლითაც ჩვენ ვიყავით ბოლოს პრიჩალზე გადასულები 25 კლ. სტავრიდა დაიჭირა დილლის 6:30-დან 12:00 საათამდე.
აი დღეს კი ერთი ცალიც ვერავინ დაიჭირა საფიცრადაც კი newsmile05.gif

მაგარი ჩორტი გაუჩალიჩა მოკლეთ რიბაკებს სტავრიდამ. - წინ დღით სულ რაღაც ორი მეთევზე იყო შესული და დაავსეს ნავები თევზით. მეორე დღრეს სუყველა ზღვაში გავიდა ძაღლიან კატიანად და ერთი ცალიც კი არ მოვიდა newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 13 2010, 13:46
პოსტი #64


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



აჰა და გამოვნახე დრო სულის გახსნისათვის newsmile05.gif

მოკლედ და კონკრეტულად გადაწყდა 7 მაისს გაგვეხსნა საზღვაო თევზაობის სეზონი.
ჩემი ძმა - მეგობრები და ჭეშმარიტი მეთევზეები (მათშორის ჩვენი ფორმული Lava ) დაიძრა დედაქალაქიდან შავი ზღვის ასაღებად.
ჰოდა მეც დავხვდი რაც შემეძლო ვაჟკაცურად.
როგორც Lava-მ მოგახსენათ თავიდან ქარიყლაპიის იმედით მივაშურეთ მდინარე ჩოლოქს. თევზი იყო მაგრამ ჩვენ არ გვიკადრისა :( თვალით დაინახავდი ქარყლაპიებსა და დიდრონ ქაშაპებს.
სულ რამოდენიმე გამოსვლა გააკეთეს. ისიც ვეჭვობ, რომ ჩემი სტუმრების მოტანილი სუპერ პროფესიონალური სატყუარების ხათრით თორე იმასაც არ გვაკადრებდნენ ალბათ.
მოკლედ აქ რო ოფი არ გამოვიდეს გადავიდეთ შავ ზღვაზე.

პრიჩალზე გასვლისათვის ნავის პრობლემა რო მოვაგვარეთ უკვე 10 საათი იქნებოდა დაწყებული.

ზღვა წყნარი და შუშასავით სუფთა იყო. თუმცა საშუადღო სამხრეთული ნიავი უკვე წამოწყებული ქონდა.

რათქმაუნდა პირველი და მთავარი იმედი სტავრიდაზე იყო. მაგრამ რადგან საკმირისი რაოდენობის სტავრიდის პავადოკი (მონტაჟი როგორც პატივცემულმა Lava-მ ახსენა) არ გამაჩნდა, ნაწილი მეთევზეებისა გადავიდა სატყუარიან თევზაობაზე.
კერძოდ:
- ზღვის ქორჭილასა და ბარბულზე მიდიების სატყუარათი
- ფსკერის წვრილ თევზებზე ხამსის ფილეებით.

თევზაობა ლატარიას გავს მოგებას ელი მაგრამ მაინც მოულოდნელობაა!

სტავრიდა საერთოდ არ მოვიდა არცერთი ცალი. მიუხედავად იმისა რომ მისი ნიშანი, წვრილ თევზიანი ქარავნები დავინახეთ. სამაგიეროდ სატყუარებიანმა ანკესებმა გვახარა გვარიანად.

თავდაპირველად განსაკუთრებით მინდა ავღნიშნო რომ ყველაზე მეტად გამაოცა Lava-ს შთამბეჭდავი ზომის ნადავლმა "ნალიმ"-მა. ერთობ იშვიათი და ძნელად მოსაპოვებელი ტროფეია ნალიმი. იგი მხოლოდ ღამით იჭირება ხოლმე ზაფხულობით. თუმცა ეხლა მას ქვირითობა აქვს და შანსები ოდნავ მეტია.
ნალიმი როგორც წესი თევზის ფილეებზე მოდის ჩვეულებრივ ფსკერული თევზაობისათვის აგებულ ენკესზე. ისევე როგორც ღორჯო და ბარაბული იჭირება. ფილეს ზაფხულობით ვამზადებდით იქვე დაჭერილი სტავრიდისაგან. თუმცა შავ ზღვაზე სატყუარას სახით ფილეებს შორის საუკეთესოდ მაინც ხამსა არის და ამას წყალი არ გაუვა.


დაუბრუნდეთ თემას. ხამსა ავართვთი ნაცნობ მებადურებს პრიჩალზე გამოსვლის დროს და ამან ძალიან კარგი სამსახური გაგვიწია შემდგომში. თუმცა ღორჯო და ზღარბი ისე კარგად მოდიოდა, რომ ხამსა არ გვეყო და წინდახედულად ჩოლოქიდან წამოღებული პაწია კარასები და ტობები წავიდა ხარჯში.
ეს ყველაფერი (ნალიმი, ღორჯო და ზღარბი) იჭირებოდა ხიდის ნაპირისკენა მხარეს ანუ ბოლოში. ვიჭერდით ამისათვის ბოძებს შორის განსაკუთრებით შერჩეულ საიდუმლო ადგილებში newsmile05.gif. 10 სანტიმეტრი იქეთ ან აქეთ და დრო ფუჭად ჩაივლიდა.

გამოვტყდები რომ იმდენად აცანცარებული ვიყავი ამდენი ხნის მანძილზე პირველად ჩემს საყვარელ პრიჩალზე გამოსვლის გამო, რომ ერთი სულმოკლეობა გამოვიჩინეთ. კერძოდ: გამოვეკიდეთ პირველივე დაჭერილ თევზსს. ანუ როგორც კი Lava-მ დაიჭირა ნალიმი, სუყველამ გადავედით ხიდის იმ კუთხეში რითაც უყურადღებოდ დავტროვეთ ხიდის თავი. რათქმაუნდა რამოდენიმე ანკესი იქაც გვქონდა ჩაგდებული მაგრამ ძირითადად უყურადღებოთ იყო მიტოვებული.
უკვე შუადღე იქნებოდა როცა მე ავიღე ჩემი იღბლიანი ჭაღარა ვეტერანი სასტავრიდე ანკესი და შემოწმების მიზნით გადავედი ხიდის თავში. რამოდენიმეჯერ მოვიქნიე ისევ და ისევ სტავრიდის იმედით, მაგრამ არაფერი.
შემდეგ გავარჩიე მიდიები, დაუგე ორად ორი ცალი და ჩაუშვი იქვე. ის იყო მის დატოვებას ვაპირებდი, რომ ჩემმა ვეტერანმა პირუეტების შესრულბა დაიწყო. ამოვიღე და რას ვხედავ, ზედ სასიძოდ გამოწყობილი (ასე ვეძახითხოლმე ზღვის ქორჭილას შეწყვილების პერიოდში შეფერილობის გამო) სმარიდი უბერავს ლამბადას.

თან გამიხარდა და თან მწარე სინანულმაც შემიბყრო. ვინ იცის როდის შემოვიდა და რამდენი დრო ვხარჯეთ ღორჯოსა და ზღარბზე, როცა ქორჭილის ჭერაც შეიძლებოდა ამავდროულად.

ერთი საბრძოლო ყიჟინა ვტყორცნე ხიდის ბოლოს მდგომემბთ და შეუდექი მიდიების დარჩევა-აგებას რეპეტეს იმედით. მეგობრებმაც დაიწყეს ნელა-ნელა გადმობარგება ხიდის თავში. მიუხედავად იმისა რომ იქაც კარგად იჭერდნენ თევზს, განსხვავებულის დაჭერის სურვილმა მაინც დასძლია.
მეორე ჩაგდება უშედეგო გამოდგა, მიუხედავად იმისა რომ მიდიები დამიჭამა, გამოჭერა მაინც ვერ მოვახერხე.
დავაგე სამი მიდია, გადავედი ხიდის მარჯვენა კუთხეში და იქ ჩაუშვი. თავად შეუდექი მეგობრების დახმარებას რათა ისინიც გადმოსულიყვნენ მიდიებზე.
გადის დრო.

თევზი ან საერთოდ არ ეკარება ანკეს ან თუ ეკარება, გვიჭამს მხოლოდ სატყუარებს. მეგობრებმაც იმედგაცრუებით დაუბრუნდნენ ხიდის ბოლოს.
მე კი იქვე ხიდის თავში, მარჯვენა კუთხეში წამოვწექი ჩემი ჭაღარა ვეტერანის ფერხთით. ის იყო წათვლემას ვაპირებდი, რომ ვიგრძენი ანკესის კოჭა როგორ დამეცა მუხლზე. გავახილე თვალები და დავიწყე წამოწოლილმა მაღლა ცქერა, თუ ვინ მომეპარა და მაღვიძებს. მაგრამ ჰოი საოცრებავ! თურმეც ანკესი თავისთავად აკეთებს ბუქნებს. ჩავავლე ხელი და ამოვიღე ერთდროულად 4 ზღვის ქორჭილა სუ ცისარტყელას ფერებში. ნამდვილად ამაღელვებელი სანახავი იყო. ჩემმა "ვეტერანმა" ისევ მასახელა!
საოცრება ის არის რომ სატყუარა (მიდია) მხოლოდ სამი ცალი მებნია. გამოდის, რომ ერთმა ქორჭილამ მეგობრების მხარდასაჭერად ცარიელი კავი გადასანსლა newsmile035.gif
Lava-მ ვიდეოთიც აღბეჭდა ეს ეიფორია

ძმა ხარ Lava გაიხარე!!

ამის შემდეგ დაიწყო მართლა აქტიური თევზაობა. წამოვიდა ქორჭილაც და ბარაბულიც. თანაც ბარაბულები მართლა სოლიდური ზომების.

მიდიების დარჩევას ვერ აუდიოდით. მართალია უმეტესობას გვიჭამდა მაგრამ ჭერითაც ვიჭერდით. ეს კი თევზაობას გაცილებით მეტ ინტერესს სძენდა.
ვისაც სტავრიდის ანკესები გვქონდა უფრო მეტ ქორჭილებს ვიჭერდით ვიდრე ბარაბულებს, ხოლო ვისაც ფსკერისათვის განკუთვნილი ანკესები ქონდათ მათ უფრო ბარაბულები იჭირეს ვინემ ქორჭილები.

დაწვრილებით იხილეთ ერთი მეთევზის დღიურში http://forum.ochopintre.ge/index.php?showt...ost&p=86358
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kuxe
პოსტი May 17 2010, 10:47
პოსტი #65


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 31
რეგისტრ.: 4-January 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: kutaisi



თქვენ გაიხარეთ....... ვისიამოვნე სურატების თვალიერებით და რეპორტის ცაკითხვით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ნუკრიMax
პოსტი May 17 2010, 10:54
პოსტი #66


ზევსი
*******

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 7,032
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



საააღოლ, მაგარი ვისიამოვნე......
xoshian.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი May 17 2010, 11:01
პოსტი #67


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



amroci

საღოლ, რეპორტების წერაში დაუზარელი კაცი ხარ, რესფექთ!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 17 2010, 11:39
პოსტი #68


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ჩემი თავი გენაცვალოთ ხალხნო და ჯამაათნო. newsmile05.gif

საბედნიეროდ ისეა ჩემი სამუშაო და დასასვენებელი დრო აწყობილი, რომ კარგად მოერგო ჯერ თევზაობას და მერე პოსტების წერას.
შაბათ-კვირას თევზაობა, დანარჩენ დღეებში სამსახურში კომპთან პოსტების წერა newsmile035.gif
ეგ არის რომ სურათებზე მაქვს ხოლმე გასაჭირი და ყველა თევზაობის შესახებ ვერ ვწერ პოსტებს. თუმცა ალბომის კეთება მგონი დავამუღამე. http://pix.ge/album/zd8zdi/

ეხლა ოფი რომ არ გამოვიდეს გაცნობებთ რომ რამოდენიმე დღეში პრიჩალზე შესაძლებელი იქნება ზღვის ჭიით ლობანების ჭერა. თუ მოვახერხე გასვლა აუცილებლად დავდებ ამის შესახებ პოსტს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
(dila)adriano
პოსტი May 17 2010, 16:05
პოსტი #69


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 520
რეგისტრ.: 4-December 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



amroci

რეპორტებში (პლიუს თევზაობაში) ნომერ პირველი ხარ

მაგრამ
პიემზე რატომ არ მიპასუხე?
იქნებ რა საქმე მქონდა.

ივნისის ბოლოს ვიქნები ქობულეთში და არ დამეკარგო
ოკ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 17 2010, 18:22
პოსტი #70


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ციტატა((dila)adriano @ May 17 2010, 17:05) *
მაგრამ
პიემზე რატომ არ მიპასუხე?
იქნებ რა საქმე მქონდა.


მე ბოდიში. მაგრამ არავითარი პერსონალური წერილი არ მომსვლია. არამარტო შენი, სერთოდ არცერთი.
ამ წელს საერთოდ ერთი წერილი მაქვს რაღაც გამწვანების აქციის შესახებ და სულ ეს არის.
იქნებ რაიმე სოფრტ შეცდომაა ან სხვა რამე?

ციტატა((dila)adriano @ May 17 2010, 17:05) *
ივნისის ბოლოს ვიქნები ქობულეთში და არ დამეკარგო
ოკ?

კეთილი იყოს შენი ფეხი ჩემს მშობლიურ და საყვარელ სათევზაო ადგბილზე.
იქ გამოსაჩენად მე დამატებითი მიზეზები არ მჭირდება და თან შენ თუ გიხილავ მით უმეტესი.
ივლისის ბოლო შუა აქტიური სეზონია და მოსაწყენი არც შენ გექნება და არც მე newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 19 2010, 13:43
პოსტი #71


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



ქობულეთში ნავიდან სტავრიდა უკვე სტაბილურად იჭირება.

პრიჩალის ამბავი სამწუხაროდ არ ვიცი. მე არ ვყოფილვარ და სხვა იშვიათად მიდის იქ სათევზაოდ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 22 2010, 16:28
პოსტი #72


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



დღეს ვიყავი პრიჩალზე.

ცოტა უხეიროდ აეწყო თავიდან ,რადგან. გუშინ ავდარი იყო.
პროგნოზიც ყველგან ავდარის იყო მაგრამ დილით სიურპრიზი დამხვდა.
შედეგად ნავებმა ზღვაში გამასწრა და დაახლოებით 9:30 საათამდე ტყუილა ვიყურყუტე ნაპირში ნავის იმედათ.
დღის ორ საათამდე ორ კილომდე ბარაბულკა, ქორჭილა ღორჯო და ზღარბი დავაგროვე.
ძირითადად ბარაბულები იყო. თანაც კარგი ზომების.

სამწუხაროთ აპარატი არავის ქონდა და უსურათოდ ვარ :(
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 22 2010, 17:50
პოსტი #73


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(amroci @ 22nd May 2010 - 17:28) *
დღის ორ საათამდე ორ კილომდე ბარაბულკა, ქორჭილა ღორჯო და ზღარბი დავაგროვე.
ძირითადად ბარაბულები იყო. თანაც კარგი ზომების.

კაცურად..დაწერე რა რა ადგილზე უნდა ვითევზაო და რითი კონკრეტულად. რამდენჯერაც ქობულეთში ვიყავი..ვერცეთხელ ვერ ვითევზავე ვერაფერზე. ერთხელ კინტრიშს მივადექი ანკესით.... ხალხი ისე მიყურებდა...მივხვდი.. რაღაც მაგარ სირობას ვაკეთებდი.(არ ვიცოდი მაგხელა სტატუსი თუ ქონდა მაგ მდინარეს) ზღვაზე თევზაობის კი აზრზე არ ვარ. წელსაც ვუმიზნებ მანდეთ და იქნებ დაწერო რაა..რა მოვიმარაგო და სად ვითევზაო.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
amroci
პოსტი May 22 2010, 18:55
პოსტი #74


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 226
რეგისტრ.: 11-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ქობულეთი



Google Earthe თუ გაქვს ჩეუწერე ეს კოორდინატები:
Latitude: 41°50'42.99"N
Longitude: 41°46'33.29"E
მიგიყვანს ამ ადგილზე.


მისამართი ასეთია:
ქ. ქობულეთი
აღმაშენელის ქუჩა,
პარკი.

წამოღებით წამოიღე:
ძუა გჭირდება ძირითადად ორი სახის: 0.14 ან 0.16 და 0.20 ან 0,25. აუცილებლად უფერულები და რაც შეიძლება წმინდები..
კავები აუცილებლად უჟანგავები, გრძელ ღერძიანი და წვრილი ლითონისგან (ანუ მჩატეები) 7-და 10 ნომრამდე. თეთრებიცა და შავებიც საჭიროა.
ტყვიაც ორი სახისაა საჭირო: მცოცავი ფსკერული თევზაობისათვის (ე.წ. ფანტომასი) დაახლოებით 15-და 30 გრამამდე და ყუნწიანი 20-დან 30 გრამამდე.
ანკესი რაც გაქვს წამოიღე. ყველას გამოყენებას მოახერხებ გარდა სატივტივეებისა, რომელიც უკოჭოა.

ფერშტეინ? მოდი და აქ უფრო იოლი გასარკვევი იქნება.
კეთილი იყოს შენი ფეხი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი May 24 2010, 00:34
პოსტი #75


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



amroci
დიდი მადლობა... newsmile041.gif
გუგლში ძებნის გონზე არ ვარ(ხვალ ვინმეს მოვიშველიებ) მაგრამ ეგ მგონი ის ადგილია...ნაპირიდან კატერების ჩასაშვები ტრუბა რომ არის(ლიბიოტკით)...დილაუთენია ნავებით გადიოდნენ მეთევზეები მანდედან ზღვაში. 3 წლის წინ..ზუსტად მაგის პირდაპირ ვცხოვრობდი აღმაშენებელზე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

13 გვერდი V  « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 7th June 2024 - 16:17