ნადირობა იხვზე და ქათამზე 2015-2016 - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ნადირობა იხვზე და ქათამზე 2015-2016
უიარაღო
პოსტი Jan 4 2016, 09:54
პოსტი #1


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



მოგესალმებით და კიდევ ერთხელ გილოცავთ ახალ წელს. წელს საუკეთესო ნადირობის სეზონი მაქვს. ეს ბოლო სამი წელია ტრადიციად ვაქციე 31 დეკემბერს ნადირობა. ამ ჯერზე ქათამზე წავედით სანადიროდ მე, ვანო და ხვიჩა. ქათამი იყო ნორმალურად. "ნახევარი ძალით" ვინადირეთ შემდეგ კი მივუსხედით ვერხვის ძირში და ღორის მწვადები ავაშიშხინეთ. ქეიფიც მსუბუქად ჩავატარეთ რადგან საღამოს გველოდა ძირითადი დატვირთვა.
ესეც 2015 წლის 31 დეკემბრის სურათები.




ეს იყო პირველი ქათამი






ასე გემრიელი ნადირობა და სუფრა გამოგვივიდა წინასაახალწლოდ. საფერავით ვადღეგრძელეთ ახალი წლის მობრძანები , წასული და ცოცხალი მონადირეები... და გამოვწიეთ სახლებში. პირველ და ორ იანვარს ხარკი მოვუხადე ახალ წელს და არამონადირე მეგობრებს და ნათესავებს. 3 იანვარს კი ისევ გავწიეთ მონადირეებმა სანადიროდ რათა გამოგვეცადა ახალი, 2016 წლის იღბალი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jan 4 2016, 10:18
პოსტი #2


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



საახალწლოდ იმხელა თოვლი მოვიდა რომ 3 იანვარს გვეეჭვებოდა შევძლებდით თუ არა თოვლში სიარულს. მაინც წავედით და როგორც ხვიჩამ აღნიშნა მეკვლეები ვიყავით, რადგან არანაირი კვალი არ იყო თოვლზე და პირველები ჩვენ ვიყავით ვინც იქ გაიარა. მანქანის უკან თოვლის ბუქი დგებოდა ეს დალოცვილი ტოიოტა კი კვიცივით მიჭიხვინებდა გაუკვალავ თოვლში D.gif . მინდორში თოვლი უფრო დაბალი იყო, იმხელა რომ თუ ფრთხილად ივლიდი ჩექმის ყელს არ სცდებოდა. ადრიანად დავადექით ტბორებს და გაგვიმართლა საკმაოდ დიდი იხვის გუნდი იჯდა. ტბას გაშლით მივადექით და მე და ხვიჩას შეგვხვდა სასროლზე. პირველი რომ ვესროლე დავინახე რომ 2 იხვი მოსწყდა გუნდს შემდეგ კი თეთრი ნისლი გადამეკრა თალებზე და გონებაზე და აზრზე მაშინ მოვედი როცა სასხლეტი აღარ მომყვებოდა, გათავებულა 5 ვაზნა. 4 იხვი მე მოვხსენი ერთი კი ხვიჩამ თავისი ორლულიანით. ყველა იხვი წყალში ეყარა. სამის აღება შევძელით ჯოხების დახმარებით, ორი კი კუნძუკზე და მის იქით ეგდო. ძაღლი არ შევიდა გამოხატანად (არ მისწავლებია წყლიდან აპორტირება). -10 გრადუს ყინვაში დავიხადე და შევედი. თავიდან ღრმაში მოვხვდი და უკან მომიწია გამოსვლა, მაგრამ ფონი მოვნახე და ის ორი იხვიც გამოვიტანე. შემდეგ შევისვენეთ პურის საჭმელად და 3 არაყიც მივირთვი პროფილაქტიკისათვის. გადავინაცვლეთ ქათამზე. პირველივე ბუჩქიდან 3 ამოიწია. 2 მეგობრებმა მოხსნეს მესამე ჩემსკენ წამოვიდა, თოფში კი 4 ნემრები მეწყო ისევ , რადგან აქაც იყო ტყეში კარგი საიხვე ადგილი. თავიდან არ ვაპირებდი სროლას, შემდეგ კი მაინც ვესროლე 2 და უშედეგოდ. ამის შემდეგ კიდევ ორი ქათამი გავმაზე, საერთო ჯამში ქათამიც შეგვხვდა ნორმალურად და სამი ქათმით დავანთავრეთ ნადირობა.










საღამო კი განსაკუთრებულად ლამაზი და საინტერესო გამოვიდა. აქაც ცოტას დავწერ ჩემს კულინარიულ შესაძლებლობებზე D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ოთო.
პოსტი Jan 4 2016, 10:26
პოსტი #3


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 3,485
რეგისტრ.: 3-October 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



უიარაღო
ერთი სიამოვნებაა თქვენი რეპორტების კითხვა მაგარი სეზონი გაქ ასე გააგრძელე !..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jan 4 2016, 10:31
პოსტი #4


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



საღამოც ულამაზესი გამოგვივიდა, ტკბილ და მურაბა ხალხთან ერთად სუფრას ალამაზებდა იხვი შემწვარი და იხვის ჩახოხბილი და ჩემი ექსპერიმენტი ტყის ქათამი შქმერულად. ვინაიდან რამოდენიმე ფრონტზე მიწევდა ბრძოლა D.gif (რამოდენიმე ქვაბთან და ტაფასთან ერთდროულად) მაიონეზი შქმერულისთვის კარგად ვერ გავხსენი წყალში და ერთგვაროვანი მასა ვერ მივიღე , თუმცა ამას გემოზე დიდად არ უმოქმედია, ისეთი გამოვიდა თითებს ჩაიკვნეტდა კაცი.
ტყის ქათამი შქმერულად

იხვი შემწვარი (ჯერ ვადუღე 15 წუთი და შედეგ შევწვი აერღუმელში)

იხვის ჩახოხბილი ბლომად ხახვში, ახალი ქინძით და მწარე წიწაკით
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Jan 4 2016, 10:38
პოსტი #5


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



respect!
რომელ მხარეში ნადირობ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
უიარაღო
პოსტი Jan 4 2016, 10:47
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,971
რეგისტრ.: 3-September 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: კახეთი



კახეთში MORGAN. ერთ ადგილს მივაგენით და აღარ ვეშვებით, იქნება სხვაგან უკეთესიც იყოს , ვინ იცის . შემოწმება უნდა ადგილებს და იპოვი რაღაცას, მაგრამ რადგან დრო ცოტა მაქვს და ძებნაში მენანები დროის კარგვა ამ ადგილს ვეღარ ვანებებ თავს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
rezo197313
პოსტი Jan 4 2016, 10:48
პოსტი #7


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 191
რეგისტრ.: 1-March 10
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



იფ, იფ ნერწყვი მომადგა, რამის ეხლავე გავიქცე სანადიროთ. საღოლ მაგარია ... small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jan 4 2016, 11:20
პოსტი #8


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



უჰ შენ გაიხარე. ვისიამოვნე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
MORGAN
პოსტი Jan 4 2016, 12:20
პოსტი #9


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 1,111
რეგისტრ.: 23-December 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tortuga



უიარაღო
ციტატა(uiaragho @ 4th January 2016 - 11:47) *
ერთ ადგილს მივაგენით და აღარ ვეშვებით, იქნება სხვაგან უკეთესიც იყოს , ვინ იცის . შემოწმება უნდა ადგილებს და იპოვი რაღაცას, მაგრამ რადგან დრო ცოტა მაქვს და ძებნაში მენანები დროის კარგვა ამ ადგილს ვეღარ ვანებებ თავს.

მაგარ "კანალზე" ზიხართ ხო? ))
მშვენიერი ადგილი ჩანს ..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
bubusicha
პოსტი Jan 4 2016, 13:22
პოსტი #10


შუბით მონადირე
**

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 167
რეგისტრ.: 27-July 15
ნიკის ჩასმა
ციტირება



ერთი სიამოვნებააა შენი პოსტბის წაკითხვა. ესე გააგრძელე. ყოჩაღ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ზახარა
პოსტი Jan 4 2016, 15:25
პოსტი #11


ზახარა
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 10,776
რეგისტრ.: 16-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მაგარია newsmile027.gif small3d018.gif small3d018.gif

მეორე სერიაც დიდებული გამოგდით newsmile05.gif)))))


ixvi.gif tyisqatami.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dima71
პოსტი Jan 5 2016, 14:40
პოსტი #12


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 313
რეგისტრ.: 23-April 12
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



მალადეცები თქვენ!!! მშვენიერ!!!!
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 23rd April 2024 - 22:44