მეგობრებო ძალიან მაინტერესებს ეს იარაღი -ISSC M22, რომელიც არის გლოკის ანალოგი და ძალიან აქებენ youtube-ზე, გთხოვთ განვიხილოთ ეს იარაღი მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები, ასევე ყველა საჭირო ინფორმაცია რაც სასარგებლო იქნება თითოეული ჩვენთაგანისათვის....წინასწარ დიდი მადლობა დახმარებისათვის.....
აქვე დავდებ youtube-ს ვიდეოებს:.....
http://www.youtube.com/watch?v=B9KIr3TrqOc
http://www.youtube.com/watch?v=JiuovEP5ZFU&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=alyW3VUYeko&feature=related
http://www.youtube.com/watch?v=pokzlJ2puo4&feature=related
კარგი სავარჯიშო იარაღია, მარტივი და ხარისხიანი(ავსტრიულია) მაგ პისტოლეტიდან ნასროლი მაქვს 200-მდე ვაზნა, და საკმაოდ მიზნიანი იარაღია. (თავიდან სამიზნეებს გასწორება დაჭირდება) უარყოფითი მხარე- ვერ მუშაობს სტაბილურად სტანდარტულ ვაზნაზე და მოითხივს მაღალსიჩქარიან ვაზნებს.
გლოკი-ISSC M22
თითქმის ისეთივე შედარებაა როგორც
ბენელი- შტოგერ 2000
ანალოგი ყოველთვის ანალოგია..
ანუ ისეთი ვერ იქნება როგორც ორიგინალი..
რათქმაუნდა ვერიქნება იმიტომრომ ISSC M22 ის კალიბრი 22 LR ია. და 690 ლარი ღირს
http://www.caravani.ge/pistoletebi_post.php?id=20
http://www.magnum.ge/production-ka-all-16
http://pix.ge/
მე ეს მომწონს ძალიან,მაგარი სიმპათიური და ლამაზია.
კოლტ გოვერმენტის ანალოგიაა, 911 კალ 5,6 მცირე კალიბრზე მაგრამ რაში უნდა გამოიყენო გართობის გარდა ვერ ვხვდები ალბათ სუიციდიდკენ მიდრეკილებს დააინტერესებთ უფრო! ისე სიმპატიურია
რათქმაუნდა გასართობად აბა რისთვის სუიციდისკენ მიდრეკილება მე არ მაქვს და!!!!
თან მაგარი სიმპათიური იარაღია ერთადერთი რაშიც ჯობია ISSC M2,რომ ლულის ქვეშა უნივერსალური სამაგრი აქვს და ლაზერის და ფანარისაც მაგრამ ლაზერი უკეთესია,დაყენების საშუალებას გაძლევს!!!!
GSG-1911 კარგად მუშაობს აგრეთვე სტანდარტულ 22კალ. ვაზნაზეც, განსხვავებით ISSC M22-სა, ოღონთ დაშლა-აწყობაში უფრო რთულია უკანასკნელ იარაღზე.
22 კალიბრს მარტო სპორტული დანიშნულება არააქვს. არმიაში იყენებენ ჯაშუშურ დავალებებზე კერძო პირების ლიკვიდაციისთვის ასე აბუჩად ნუ აიგდებთ ამ კალიბრის პისტოლეტებს
woodman
მაგ ტიპის ოპერაციებისთვის, სხვა უკეთესი იარაღები არსებობს, აქ მაგზე საუბარი შორს წაგვიყვანს, ასე რომ "გეკოს" კალიბრი ე.წ. weapon of choice კატეგორიაში არანაირად არ ჯდება
ერთადერთი სასარგებლო დანიშნულება, დამწყებთათვის ვარჯიში და სროლის "ნავიკების" საწყისი მომზადება
ვერ ვხედავ აზრს ამ კლასის იარაღში. პლასტმასის სათამაშოიებში გათვლილი მხოლოდ გასართობ სროლაზე. სახლიდან გატანა ამ იარაღის აკრძალულია. ხარისხი საშინელი. ვაზნა არც ისე იაფია. აზრი არ აქვს ამ კლასის იარაღის შეძენას.
ეგ იარაღიც არ არის ამ სიტყვის სრული გაგებით. უფრო ცეცხლსასროლი სათამაშო. რესურსი მცირე. ანუ ერთადერთი რაც უვარგათ არის ვიდი მიახლოებული ნამდვილ იარაღთან.
ამ კალიბრზე კარგია ადაფტერები ანუ საბრძოლო იარაღზე საკეტის და მჭიდის შეცვლით .22 კალიბრის პისტოლეტის მიღება. შესანიშნავი ინსტრუმენტებია სპორტული ან ნახევრად სპორტული პისტოლეტები (რუგერი, ბრაუნინგი ბაკ მარკი, მარგოლინი, ჰამერლი, ბერეტა ნეოს და ასე შემდეგ). ყველა ეს პისტოლეტი ძალიან ზუსტია და პრაქტიკულად უკვდავი განსხვავებით ასეთი სათამაშოებისგან როგროებიცაა ზიგ მოსკიტო, ვალტერ პ22 და ეს ფსევდო გლოკი.
მე როგორც ვიცი მეორე მსოფლიო ომში ამერიკელ მფრინავებს ქონდათ hi standart ის პისტოლეტები რომელშიც 22 lr ვაზნები იდო.
შუთერ დამეთანხმები???
საინტერესოა ISSC-ს სამიზნე მანძილი რამდენი მეტრია?
უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)