ჩაქირა - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

9 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > »   
Reply to this topicStart new topic
ჩაქირა, ....
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 30 2013, 02:54
პოსტი #31


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(bendeksi @ 30th September 2013 - 02:48) *
რამე ისეთს აკეთებს რასაც სხვა ჯიშები უკეთესად ვერ შეძლებენ ?

გერმანელები ეხლაც რომ მუშაობენ კურცჰაარის დახვეწაზე..სხვა ძაღლები ვერ გააკეთებენ იგივე საქმეს?.. დაანებონ მაშინ თავი..რაღას წვალობენ. ან რუსებმა რომ გამოიყვანეს რუსული სპანიელი.. ინგლისური კოკერი ვერ აკეთებდა იგივეს?..სეტერებზე აღარაფერს ვამბობ. ან რა საჭირო იყო გორდონი..ლავერაკი ხომ არსებობდა..ან ირლანდიელებს რაღად უნდოდათ კიდევ 1 სეტერი რომ გამოყავდათ..2 სეტერი არ ეყოფოდა მსოფლიოს?.. მოკლედ..ყველა ცდილობს თავისი ჯიში ყავდეს და ჩვენ რა დავაშავეთ?.. ან ეს მეცხვარე რაღად გვინდოდა მაშინ. სხვა მეცხვარეები ჩამოგვეყვანა და მორჩა. ის კიდევ..რომ "ჩაქირა რომ კარგი ძაღლი ყოფილიყო..არ გადაშენდებოდა" მაგარი სუსტი არგუმენტია. უბრალოდ ვინც მაგას ამბობს..ყველას ავიწყდება..რომ საქართველო ადრე რუსეთის გუბერნია იყო.. რუსეთი კი ყველაფერი ქართულის გადაგვარებაზე მუშაობდა. სამაგიეროდ ყველაფერ რუსულს ამკვიდრებდა ცეცხლით და მახვილით. ეკლესიის ფრესკებიც კი გადაღებეს თეთრად. ხოდა მაგათი ლაიკა უკეთეს ბიჭად ჩაითვლებოდა რათქმაუნდა. მაშინ რომ ემუშავათ ჩვენებს ჩაქირაზე... ეხლა ნამდვილად არ იქნებოდა ხელწამოსაკრავი ძაღლების სიაში.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 30 2013, 03:03
პოსტი #32


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(bendeksi @ 30th September 2013 - 02:48) *
მერე რა რომ ქართულია,

newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
მერე რა და ეგ არის მთელი მუღამი. ამდენიხანია ვსწავლობ და ვმუშაობ იმაზე..რომ ქართული თოფი დავამზადო..იცი რატომ?..ქართული თოფიც რომ არსებობდეს მაგიტომ..თორემ თოფი იმდენნაირი არსებობს და იმდენი ქვეყანა ამზადებს.. კაცი ვერ მოთვლის. მაგათ ნამდვილად ვერ გავუწევ კონკურენციას და აზრიც არ აქვს ბიზნესის თვალსაზრისით. ეგრე ვთქვათ სრული სისულელეა. უბრალოდ მე მაინც მინდა გავაკეთო. იმის მიუხედავად..რომ წლებით ჭირდება სწავლა...უამრავის საბუთი და ნებართვაა საჭირო და ა..შ...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 30 2013, 07:12
პოსტი #33


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ხალხნო თქვენ მგონი სწორად არ გესმით რაღაც , თქვენ რა გეჩვენებათ ადვილად არ ვიცი მარა, ჩაქირა როგორც ჯიში გადაშენების პირას კი არა გადაშენებულია და ლაპარაკია არა ჯიშის გადარჩენაზე არამედ ახლიდან შექმნაზე. თქვენ ეს ფოტოებში მოძიებული ძაღლები ჩაქირები გგონიათ?? რადგან ფიზიკურად წააგავსსს??? მასე დღესაც იბადებიან, მდევრის ლეკვები მარმარილოსფერი შეფერილობით და ღია ფერის თვალით მარა ეს იმას არ ნიშნავს რომ არლეკინი არსებობს. მეც ვიცი რომ ჩვენია ქართულია და არ უნდა დაკარგულიყო, მარა რას იზავ. მიუხწეველი არაფერია შეიძლება ჯიშის აღდგენა და სტანდარტის შექმნა რომელსაც ადრე თუ გვიან აღიარებენ . მარა აქ რამხელა შრომა, ენთუზიაზმი და ფინანსებია საჭირო არცერთ თქვენთაგანს წარმოდგენა არ გაქვთ და რაც მთავარია ამას შეიძლება 50 წელიც დასჭირდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
giuli
პოსტი Sep 30 2013, 07:50
პოსტი #34


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 433
რეგისტრ.: 12-March 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



კოლეგებო ერთერთ გამოფენაზე დაახლოებით 30 წლის წინათ ჩოხატაურის გუნდს ჩამოყვანილი ჰყავდა ჩაქირა არც შესახედავათ ანუ ექსტერიერით არც სანადირო თვისებებით არ გამოირჩეოდა.როგორც პატრონი ამბობდა იყო ჩვეულებრივი მეკვერნე.მოგეხსენებათ ყველა კულტურულ ჯიშს აქვს თავისი სტანდარტი რომლის შექმნაზეც მუშაობდნენ მეცნიერები და რომელსაც როგორც ჯიშს საბოლოოდ ამტკიცებდა სოფლის მეურნეობის სამინისტრო.აქედან იწყებოდა საგვარეულო ნუსხის წარმოებაც.არასვითარი საგვარელო იმ ჩაქირეს არ ჰქონდა და არც შეიძლება ჰქონოდა.ამიტომ სათანადო გენოფონდის არ ქონისა და უსისტემო შეჯვარების გამო ჯიშად ვერ ჩამოყალიბდა და დღეისათვის თითქმის გადაშენებულია.არ გეგონოთ რომ ამ ძაღლის მოყვარულებს ჭკუას ვარიგებ და განზრახვაზე ხელის აღებას ურჩევ.კი ბატონო ეცადეთ და ეძიეთ მაგრამ მეკვერნე ჯიშის გამოყვანისთვის ღირს ამდენი შრომის და სახსრების დახარჯვა მაშინ როცა ველოსიპედი უკვე გამოგონებულია.დღესდღეობით ჩაქირა ისევე მოძველებული თემაა როგორც რაჭული ან იმერული მდევარი.

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilara
პოსტი Sep 30 2013, 11:28
პოსტი #35


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 31-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ვიდეო დადო აგერ მეგობარმა თურქეთში არის მგონი გადაღებული და ძალიან გავს იმ ჯიშ და ძველ ფოტოებზე აღბეჭდილ ძაღლებს რომელსაც ჩარირას უწოდებდნენ.მე არ ვამბობ რომ მოვიგონოთ ახალი ჯიში და შევქმნათ თქო.მე ვამბობ თუა საზღვრებს გარეთ ეს ჯიში გაყვანილი და დღემდე კიდევ არსებობს ჩამოვიყვანოთ ლეკვები რამოდენიმე და გავამრავლოთ ერთმანეთში ვინც მოუვლის ლეკვებს მივცეთ და ათ თხუთმეტ წელში საკმაოდ ბევრი ძაღლი გვეყოლება.აი ამას ვამბობ მე და თუ გადაშენდა და ერთიცალიც აღარარი და ეზოს ძაღლებს ჩაქირობას აბრალებენ მაგი ამბავი სხვაა და არც მითქვამს მე რო ახლიდან შევქმნათ ჩაქირა ჯისი. newsmile056 (1).gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Sep 30 2013, 13:39
პოსტი #36


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(aleksandre @ 30th September 2013 - 09:12) *
ჩაქირა როგორც ჯიში გადაშენების პირას კი არა გადაშენებულია

ეგ ვინ დაასკვნა?.. ის ძაღლები რაც გამოჩნდა..იქნება და ის ჩაქირაა.. ეგ ვინ უნდა გამოიკვლიოს და დაასკვნას იქნებ ეგ გაგვერკვია ჯერ. თუ არანაირი კავშირი არ აქვს მითიურ ჩაქირასთან მაშინ გადაშენებულან და ეგ არის. ხოლო თუ იმ ჩაქირას ფესვები შენარჩუნებულია..მაგრამ ცოტათი შერეულ-შემორეულია რაღაცეები..მაშინ ალბათ ღირს გაკეთილშობილებაზე ფიქრი.
ციტატა(aleksandre @ 30th September 2013 - 09:12) *
მარა აქ რამხელა შრომა, ენთუზიაზმი და ფინანსებია საჭირო არცერთ თქვენთაგანს წარმოდგენა არ გაქვთ

მაინც რამხელა ფინანსებია საჭირო იქნებ გეთქვა. და რა დრიოს განმავლობაში. იქნება და მოძიებას ვახერხებთ ჰაა..
ციტატა(aleksandre @ 30th September 2013 - 09:12) *
რაც მთავარია ამას შეიძლება 50 წელიც დასჭირდეს.

დიდი ამბავი... დაჭირდეს და ჭირდეს რაო.. 50 წლის მერე ხომ იქნება?.. ფილმი "ნერგები" არ გინახავს?..
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilara
პოსტი Sep 30 2013, 16:28
პოსტი #37


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 31-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ლეონ-ბლექი
გენაცვალე ჯიგარშ d778bc34f693c93907196ff195628213.gif მეც მანდავარ და მაგას ვამბობ.გავარკვიოთ ჯერ იქნებ არის ეს ძაღლი მართლაც ჩაქირა.



ეს ძაღლი ძალიან გავს პოტოებზე გამოსახულ ჩაქირას,თან ჩაქირაო იძახიან რავი ამათი ენა არ მესმის მარა ჩაქირაო იძახის ვინც იღებს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 30 2013, 19:10
პოსტი #38


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Sep 30 2013, 14:39) *
ეგ ვინ დაასკვნა?.. ის ძაღლები რაც გამოჩნდა..იქნება და ის ჩაქირაა.. ეგ ვინ უნდა გამოიკვლიოს და დაასკვნას იქნებ ეგ გაგვერკვია ჯერ. თუ არანაირი კავშირი არ აქვს მითიურ ჩაქირასთან მაშინ გადაშენებულან და ეგ არის. ხოლო თუ იმ ჩაქირას ფესვები შენარჩუნებულია..მაგრამ ცოტათი შერეულ-შემორეულია რაღაცეები..მაშინ ალბათ ღირს გაკეთილშობილებაზე ფიქრი.

მაინც რამხელა ფინანსებია საჭირო იქნებ გეთქვა. და რა დრიოს განმავლობაში. იქნება და მოძიებას ვახერხებთ ჰაა..

დიდი ამბავი... დაჭირდეს და ჭირდეს რაო.. 50 წლის მერე ხომ იქნება?.. ფილმი "ნერგები" არ გინახავს?..

დასკვნილიც არის ლევან ყველაფერი და ნათელიც, ხომ იყვნენ ბიჭები ჩასულები გურიაში თოიძესთან, რატომ არ მოხერხდა მაშინ ეს საქმეე, გადაიკითხეთ ის ძველი თემები და მიხვდებით ეხლა ახლიდან ვერ დავწერ.

სახსრები და ფინანსებს რაც შეეხება , დამიჯერე ჩვენი ჩაქირასთვის შეიძლება სულ რამოდენიმე კაცმა გაიმეტოს , რაღაც გარკვეული თანხა, დანარჩენებს სულ ჰკიდიათ. არა და წლების განმავლობაში ათეულობით ძაღლის შენახვა და სელექციის წარმართვა , ძაღლი თავადაც გყავს და რა ჯდება თავადაც მიხვდები, ეგ აზრი დაივიწყეთ რომ ლეკვებს აქა იქ გააჩუქებთ და მერე მათგან მწარმოებლებს ამოარჩევთ. ამ ყველაფერს უნდა ჩაუდგეს ერთი მცოდნე ამ საქმის ფანატიკოსი ადამიანი, რომელსაც ექნება თავისუფალი დრო, ენერგია, პირობები, ვოლიერები და შესაბამისი ადგილი, რაც მთავარია შენახვის სახსრები. ასეთი ადამიანი ვინმეს სადმე გეგულებათ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
gonchatnik
პოსტი Sep 30 2013, 20:06
პოსტი #39


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 35
რეგისტრ.: 20-March 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: batumi



ბათუმში ფაღავას ყავს ეგ ძაღლები
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Sep 30 2013, 20:23
პოსტი #40


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(gonchatnik @ Sep 30 2013, 21:06) *
ბათუმში ფაღავას ყავს ეგ ძაღლები

ბათუმში ბესიკ ფაღავას რუსული-ჭრელი მდევრები რომ ჰყავს ვიცი. ჩაქირაზე ვერაფერს ვიტყვი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ilara
პოსტი Sep 30 2013, 20:41
პოსტი #41


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 406
რეგისტრ.: 31-August 13
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: რუსთავი



ჰე ბიჭო მგონი ეშველა ჩვენ ჩაქირას რაღაც.ხოდა მაგას ვამბობ ზუსტათ ძმებო რო აგერ ყოლია ვიღაცას იქაც ხოა თურქეთში.მეტად უნდა მოვინდომოტ და გავერთიანდეთ და გამოგვივა ეგ საქმე უეჭველი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ლევან ყიასაშვილი
პოსტი Oct 1 2013, 00:22
პოსტი #42


დიდოსტატი
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 11,247
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ციტატა(aleksandre @ 30th September 2013 - 21:10) *
დასკვნილიც არის ლევან ყველაფერი და ნათელიც,

ალიკ..პირადად ჩემთვის იცი რა არის ნათელი? ის..რომ უკვე ვიცი რატომაც არ გვყავს ქართველებს არაფერი ქართული. არც თოფი გვაქვს ქართული. ერთი ნაგაზი გვყავდა და ისიც კინაღამ დაგვახიეს.
გურიაში რომ იყვნენ ბიჭები კარგად მახსოვს. მაშინ საკმაოდ წავიგდეთ საწყალი ჩაქირა(მეც მათ შორის) და გულის აცრუებამდე მივედით. 1 ოჯახის ნახვა..ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს..რომ ითქვას: "ჩაქირა გადაშენებულია" ჩაქირას კი არა..დინოზავრებს ეძებენ ადამიანები ლოხნესის ტბაში და აფრიკის ჯუნგლებში(რაც მართლა გადაშენებულია) და აგერ კიდე იმდენი ჩაქირა გამოჩნდა..რა გადაშენებაზეა საუბარი. გასაგებია..რომ კომუნისტების დროს არ დაარეგისტრირეს.. მაგრამ კომუნისტების დროს იმდენი ჯიშის ვაზი გადააშენეს..ეგ ვის გაუკვირდება?.. ეხლა ამოქექეს თავიდან და სულ უნიკალური ჯიშებიაო. რათქმაუნდა არავინ გაიგიჟებდა თავს კომუნისტებში..ჩაქირას გადარჩენაზე. მაგას ეროვნული მოტივი აქვს.. ხელისუფლება არ დააფინანსებდა და ხალხმა რაც შემოინახა ეს არის. მაგის მერე კიდე ისეთი ამბავი იყო...ჩაქირა კი არა ზოოპარკში ირმები დაკლეს ხალხმა. მოკლედ... დაკიდებული აღმოჩნდა და დღემდე ეგრე რჩება..იმიტომ..რომ მყეფარა არ არის ხადავოი ძაღლი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
kupra
პოსტი Oct 1 2013, 01:10
პოსტი #43


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,341
რეგისტრ.: 16-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: belinskis 27 tbilisi



არამგონია მაგ საქმიდან რამე გამოვიდეს ჯერესერთი ფაქტიურად აღარაა ეგ ჯიში და საიდან რას აპირრებთ ვერ ვხდები კი გასაგებია რომ ქართულია მარა ვის ააქ იმის თაივი რომ ეგ ყველაფერი თავის თავზე აიღოს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
aragveli
პოსტი Oct 1 2013, 08:22
პოსტი #44


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,373
რეგისტრ.: 23-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: dusheti



ციტატა(ლეონ-ბლექი @ Oct 1 2013, 01:22) *
ალიკ..პირადად ჩემთვის იცი რა არის ნათელი? ის..რომ უკვე ვიცი რატომაც არ გვყავს ქართველებს არაფერი ქართული. არც თოფი გვაქვს ქართული. ერთი ნაგაზი გვყავდა და ისიც კინაღამ დაგვახიეს.
გურიაში რომ იყვნენ ბიჭები კარგად მახსოვს. მაშინ საკმაოდ წავიგდეთ საწყალი ჩაქირა(მეც მათ შორის) და გულის აცრუებამდე მივედით. 1 ოჯახის ნახვა..ნამდვილად არ იძლევა იმის საფუძველს..რომ ითქვას: "ჩაქირა გადაშენებულია" ჩაქირას კი არა..დინოზავრებს ეძებენ ადამიანები ლოხნესის ტბაში და აფრიკის ჯუნგლებში(რაც მართლა გადაშენებულია) და აგერ კიდე იმდენი ჩაქირა გამოჩნდა..რა გადაშენებაზეა საუბარი. გასაგებია..რომ კომუნისტების დროს არ დაარეგისტრირეს.. მაგრამ კომუნისტების დროს იმდენი ჯიშის ვაზი გადააშენეს..ეგ ვის გაუკვირდება?.. ეხლა ამოქექეს თავიდან და სულ უნიკალური ჯიშებიაო. რათქმაუნდა არავინ გაიგიჟებდა თავს კომუნისტებში..ჩაქირას გადარჩენაზე. მაგას ეროვნული მოტივი აქვს.. ხელისუფლება არ დააფინანსებდა და ხალხმა რაც შემოინახა ეს არის. მაგის მერე კიდე ისეთი ამბავი იყო...ჩაქირა კი არა ზოოპარკში ირმები დაკლეს ხალხმა. მოკლედ... დაკიდებული აღმოჩნდა და დღემდე ეგრე რჩება..იმიტომ..რომ მყეფარა არ არის ხადავოი ძაღლი.

ლევან რა ჩაქირა გამოჩნდა თუ ძმა ხარ, აი მე პირადად დარწმუნებული ვარ რომ მაგ "ჩაქირების" შეჯვარებით ბუდობაში აუცილებლად გამოერევა ჭრელა-ჭრულა ლეკვები და სტანდარტის მიღებას და დარეგისტრირებას როგორ აპირებთ? ლოხნესის ტბას რაც შეეხება ეს წმინდა სისხლის ბიზნესია და შოტლანდია ხელს ითბობს. ამ საქმიდან კი მოგებას ვერავინ ნახავს და საქართველოში ყველა ყველაფერში ბიზნესს ეძებს, ვინ მოჰკიდებს ამ ხარჯიან საქმეს ხელს. ხალხს არაფერი არ შემოუნახავს, გათქვეფილია რაც არსებობდა ისიც სხვა "ფაჩარებში" . აგერ თოიძეს რომ ჰკითხო მან გადაარჩინა ეს ჯიში და ეროვნული გმირია. ყველას ნათქვამი ზღაპრების ბრმად ნუ გჯერათ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Oct 1 2013, 09:10
პოსტი #45


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩაქირას კაი ხნის დალეული აქვს ჩაილურის წყალი... თავიდან ნუღა ასმევთ
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

9 გვერდი V  < 1 2 3 4 5 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 02:57