ფიდერი - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

8 გვერდი V   1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
ფიდერი, ფსკერული თევზაობა საკვებურით
T A M P L I E R
პოსტი May 16 2009, 18:02
პოსტი #1


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



როგორც ვიცით feeder ინგლისიდან გავრცელდა და საკმაოდ კარგად მოიკიდა ფეხი მთელ მსოფლიოში გამოირჩევა რა მაღალი ეფექტურობით არც ქართველი მეთევზეების მხედველობას გამოჰპარვია.
feeder-i როგორც რუსები ეძახიან donka s karmushkai საკმაოდ მარტივი მოწყობილობაა,მიუხედავად იმისა რომ ფიდერი ბევრნაირია, მისი პრინციპი მაინც ერთი და იგივე რჩება ეს არის ფსკერული მოწყობილობა ინტეგრირებული საკვებურით











ფიდერით თევზაობის მეთოდი ნახევარი საუკუნის წინ ბრიტანეთში გაჩნდა, სადაც რამოდენიმე სახელით იყო ცნობილი ფიდერი (feeder fishing), ლეჯერინგ (ledgering) ან ქუივერთიფი (quivertip fishing). ყველაზე კარგად თევზაობის ამ სტილს აღწერს ქუივერთიფი, რადგანაც თევზის “ჩარტყმის” სიგნალიზატორად გვევლინება ანკესის წვრილი მგრძნობიარე ბოლო, რომელიც ირხევა (ქუივერინგ) მაშინ როდესაც თევზი დაინტერესდა ჩვენი სატყუარით. ფიდერი ძირითადად განკუთვნილია “თეთრი” არამტაცებელი თევზის საჭერად, თუმცა არც თუ ისე იშვიათია ფიდერით ქარიყლაპიას და სხვა მტაცებლის დაჭერის ფაქტები.

ფიდერის “ჯოხი” არის ჩვეულებრივი კარპის ჯოხის მსგავს, შტეკერული ჯოხი, მხოლოდ განსხვავებას წარმოადგენს დამატებითი განსხვავებული სიხისტის წვერები, ჩვეულებრივ 2, 3 ან 4, რომლებიც სტანდარტულად მოყვება ჯოხებს.



გამოარჩევენ ფიდერის ჯოხის რამოდენიმე კლასს:
მსუბუქს (light feeder) - სიგრძით 2.5 - 3მ, რომლისთვის გამოიყენება სიმძიმე 40 გრ. წონით და მომცრო “საკვებურები”. ამ კლასის ფიდერი განკუთვნილია მოკლე დისტანციებზე, მცირე ზომის არხებსა და ტბებზე სათევზაოდ.
საშუალოს (medium feeder) – 3.3 – 3.9 მ სიგრძით, რომლებთანაც გამოიყენება 60 გრ. საკვებურები. ეს ფიდერი გამოსადეგია ნებისმიერ ტბაზე, წყალსაცავზე და მდორე დინების მქონე მდინარეებზე.
მძიმეს (heavy feeder) – რომლებიც გამოიყენება უფრო მძიმე, 80-100 გრ-მდე საკვებურებით თევზაობის შემთხვევაში.
ექსტრა მძიმეს (eztra heavy) – ასეთი ჯოხების სიგრძე მერყეობს 3.6 – 4.5 მ-მდე, რათა გაადვილდეს მძიმე, 150 გრ-ზე ზევით საკვებურების შორ დისტანციაზე ზუსტი სროლა. გამოიყენება მოზრდილი თევზის საჭერად, დიდ მდინარეებზე სწრაფი დინებით.

ქუივერთიფი - ჩარტყმის სიგნალიზატორი

ანკესის წვერი, რომელიც გვიჩვენებს თევზის მოდებას ნემსკავზე, მთავარი რგოლია აღნიშნულ ანკესში. შეძენისას სასურველია 3 ან 4 დამატებითი წვერის მქონე ანკესის შეძენა. წვერი გვაძლევს საშუალებას თითოეული მათგანი მიუსადაგოთ ჩვენს მიერ არჩეულ წყალსატევს თუ დასაჭერი თევზის სახეობას. წვერი სიხისტე ხშირად იზომება უნციებში (Oზ), 0.5 Oზ და ზევით, 6-Oზ მდე. ასევე თითოეულ მათგანს აქვს სხვადასხვა ფერის მარკირება, ძირითადად წითელი, ყვითელი და მწვანე (4 წვერის შემთხვევაში - რუხიც)

კოჭა

ტრადიციულად ფიდერით თევზაობისთვის იყენებენ ჩვეულბრივ უინერციო კოჭას, მაქოთი 2000-3000, წინა ან უკანა ფრიქციონით (მუხრუჭით), ან კიდევ “ბაითრანერით”. სასურველი კოჭას ქონდეს მაღალი “გადაცემის სიჩქარე” (5:1 და მეტი), რადგან, როგორც მოგეხსენებათ ფიდერით თევზაობისას ხშირია სატყუარის გადაგდების სიხშირე, მიუხედავად იმისა მოხდა თევზის ამოყვანა თუ არა. ასევე კოჭის შერჩევისას ყურადღება უნდა მიექცეს მაქოზე ძუის ჩამკეტ კლიპსას, რომლითაც ხდება სატყუარის სროლის დისტანციის ფიქსაცია, ის უნდა იყოს ხარისხიანი და კარგად დამუშავებული. ასევე თვით მაქო არ უნდა იყოს ღრმა, რადგანაც ძირითადად მცირე დიამეტრის მონოს და წნულის გამოყენება გვიწევს. დიდ დისტანციებზე და სწრაფი დინების მქონე მდინარეებზე თევზაობისას მიზანშეწონილია კარპფიშინგისთვის განკუთვნილი ძლიერი კოჭების გამოყენება.



მონო ძუა და წნული ძუა

ფიდერით თევზაობისას შესაძლებელია როგორც მონო ძუის ასევე წნულის გამოყენება. ყველაფერი დამოკიდებულია ჭერის ადგილზე, დისტანციაზე და მეთევზის განსწავლულობაზე ამ მეთოდით თევზაობაში. როგორც ვიცით წნულს აქვს ნაკლები ჭიმვადობა ვიდრე მონოს და ამდენად საჭიროებს ჩარტყმაზე სწრაფ და მოზომილ რეაქციას.

სადგარი

ფიდერით თევზაობისას აუცილებელია ხარისხიანი სადგარების ქონა, რადგან მის დადგმისა და ზედ ანკესის სწორად მოთავზებაზეა დამოკიდებული დრეკადი წვერის ზუსტი მოქმედება. შესაძლებელია ჩვეულებრივი ორკაპა სადგარების გამოყენებაც, მაგრამ ესეთ შემტხვევაში ხშირად მოგვიწევს ანკესთან ერთად მისი გადატანა ადგილიდან ადგილზე.




საკბეურები

ძირითადად გამოარჩევენ 3 ტიპის საკვებურებს, ღია ("open&feeder") ტიპის, დახურულს (block&feeder") და “მეთოდ”-ის ("method feeder") ტიპისას.



სასურველია არსენალში გვქონდეს დიდი რაოდენობის და სხვადასხვა მოდიფიკაციის საკვებურები თევზაობის განსხვავებული პირობებისა და გარემოებების გათვალისწინებით.
ღია ("open&feeder") ტიპის საკვებურები თავისთავად არსებობს როგორც ოვალური ასევე წახნაგოვანი ფორმის, რომლებიც გამოიყენება ძირითადად ტბებსა და წყალსატევებზე, დამდგარ წყალში და მდინერეებში. დინების არსებობისას ან ქარიან ამინდში სასურველია წახნაგოვანი საკვებურების გამოყენება. ღია ტიპის საკვებურიდან ადვილად ხდება საკვების გამოდევნება. საკვების გამოთავისუფლების სისწრაფე შესაძლებელია ვარეგულიროთ მასში არსებული კომპონენტების ცვალებადობით. საკვები უნდა იყოს ზომიერად ფხვიერი რაც ხელს შეუწყობს ამ პროცესს, მაგრამ არც იმდენად რომ გადაგდებისას მოხდეს მისი საკვებურიდან გადმოყრა.
დახურულს ("block&feeder") ტიპის გამოყენების არეალი იგივე, მხოლოდ იმ განსხვავებით რომ მასში შეგვიძლია მოვათავსოთ მხოლოდ მატლები და ჭიაყელები რომლებიც დროდადრო დატოვებენ საკვებურს.
“მეთოდ”-ის (""method feeder") ტიპის საკვებური გამოიყენება ძირითადად დამდგარ წყალში. ამ შემთხვევაში საკვები უნდა იყოს უფრო მკვრივი, რადგანაც მოსახერხებელი იყოს მისი შეზელვა და თან გაუძლოს მის გატყორცნას დანიშნულების ადგილამდე.

საკვებურების მთავარ ძუაზე მიმაგრებასაც დიდი ყურადღება უნდა მიექცეს. არსებობს მათი მიმაგრებისთვის რამოდენიმე კვანძი და საშუალება. მაგალითისთვის მოვიყვან რამოდენიმეს: “პატერნოსტერი”-ს კვანძი, სიმეტრიული და ასიმეტრიული. ასევე სპეციალური გადახვევის საწინაამღდეგო “მილი” მასზე დამონტაჟებული ტრიალითურთ.
პატერნოსტერი – გამოირჩევა მარალი მგრძნობელობით, მასში დამატებითი დედალების, როგორიცაა “მილი” და ტრიალას არარსებობის გამო, მაგრამ ახასიათევს თვით ამოკვრაც (?!?!).
სიმეტრიული კვანძი – უფრო მგრძნობიარე ვიდრე პატერნოსტერი და “მილი”-ს მქონე მონტაჟი მაგრამ ახასითებს ხშირი გადახლართვა.
ასიმეტრიული – სიმეტრიულის მსგავსია, მხოლოდ კვანძI ოდნავ გადახრილი. გამოირჩევა მგრძნობიარობით მაგრამ საჭირეობს გამძლე ძუასა და წნულს.
გადახლართვის საწინაამღდეგო მილის მქონე – ამ მონტაჟებში ყველაზე ნაკლები მგრძნობიარობის მქონეა, მაგრამ უპირატესობა მისი მდგომარეობს სწრაფ და ადვილ დამზადებაში.






ნემსკავები

რაც შეეხება ნემსკავებს, ძირითადად გამოიყენება მცირე ზომის მაგრამ მყარი მასალისგან დამზადებული ნემსკავები. (დაწვრილებით შემდეგ სტატიებში)


ფიდერით თევზაობისას განსაკუთრებული ყურადღება ექცევა თევზაობის სიზუსტეს, ამისათვის ორიენტირად შეგვიძლია ავიღოდ მოპირდაპირე ნაპირზე არსებული ბოძი, ხე ან რაიმე უძრავი ობიექტი. ასეთის არარსებობის შემთხვევაში . . . . (მე არ ვიცი რა უნდა ვქნათ ))) ალბათ მარკერს ჩავაგდებ). ასევე სასურველია ერთი და იგივე დისტანციის დაჭერა, ამისათვის დაკვებილ ადგილზე სატყუარის გადაგდების შემდეგ ძუას ვათავსებთ სპეციალურ კლიპსაში და შემდგომი ყველა გადაგდება განხორციელდება ჩვენს მიერ შერჩეულ დისტანციაზე.






პ.ს. ძირითადად ეგაა, (გაგრძელება და დეტალების დამატება შემდეგ სტატიებში).
made in { triglit }
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jul 16 2009, 19:44
პოსტი #2


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



და უდილიშჩა როგორი უნდა ფიდერს? თუ არ უნდა საერთოდ?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 16 2009, 20:18
პოსტი #3


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მონადირე
როგორ არ უნდა, უბრალი ფსკერული ვარიანტის ნებისმიერი ჯოხი წავა,
რა თქმა უნდა ფროფესიონალურ დეტალებს თუ არ გულისხმობ newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
მონადირე
პოსტი Jul 17 2009, 10:25
პოსტი #4


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 691
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



მოკლედ, "ჩაინიკი" ვარ თევზაობაში newsmile05.gif

ფსკერულის ჯოხს რას ეძახიან? ტელესკოპი ხომ ტივტივიანი ანკესის ჯოხს ჰქვია?


ყველაფერს ჯობია ბიძინას მივაკითხო მაღაზიაში, თორემ აქ შეკითხვები მექნებაა, გამაგდებთ კიდეც ფორუმიდან newsmile05.gif

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Jul 17 2009, 11:52
პოსტი #5


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



მონადირე
ციტატა(Zvikius @ 17th July 2009 - 09:25 AM) *
ფსკერულის ჯოხს რას ეძახიან? ტელესკოპი ხომ ტივტივიანი ანკესის ჯოხს ჰქვია?

გლეხურ ენაზე ფსკერულად იხმარება ნებისმიერი ტელესკოპური ჯოხი რომელიც შედარებით დიდ
დატვირთვას უძლებს, ანუ მძიმე ტევზზეა გათვლილი...
ტელესკოპური კიდე შეიძლება ნებისმიერ ჯოხს უწოდო რომელიც გასაშლელია,
მაგრამ იქაც არის რა თავისი დაყოფები newsmile045.gif

ციტატა(Zvikius @ 17th July 2009 - 09:25 AM) *
ყველაფერს ჯობია ბიძინას მივაკითხო მაღაზიაში

newsmile027.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Aug 6 2009, 00:01
პოსტი #6


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



T A M P L I E R

შენა და ამას გრუზი აღარ უნდა ხო ??? თუ უნდა ??
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Aug 6 2009, 17:45
პოსტი #7


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ამას არ უნდა უკეთია თავისი საკმარი გრუზი თან კორმასაც ხო აქვს გრუზი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
levan
პოსტი Oct 9 2009, 20:55
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 291
რეგისტრ.: 30-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ფიდერს ისევ პვა პარკი მირჩევნია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sergeevich
პოსტი Oct 9 2009, 21:20
პოსტი #9


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ფიდერი მაგარი რამეა, მე მომეწონა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sergeevich
პოსტი Nov 17 2009, 23:18
პოსტი #10


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კარგი საკვებურები გავაკეთე ფოტოლენტის სავი ყუთებიდან და ძველი მიკადოს ტელესკოპის პირველი "კალენიდან". საძირავი კაბელის ტყვია.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Nov 17 2009, 23:21
პოსტი #11


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ნახვრეტიანი??სურათი გექნება
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sergeevich
პოსტი Nov 17 2009, 23:30
პოსტი #12


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



კი ნახვრეტიანი პლასმასები და ანკესის მუხლისა კიდენა 9 ცალი ოვალური ჭრილით მაგარი საკაიფოებია. ერთი ამ სურათების ატვირთვის პრობლემა უნდა მოვაგვარო და მერე დავყრი სურათებს, ეხლა ვერ დავდებ ტექ. მიზეზების გამო. small3d029.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
T A M P L I E R
პოსტი Nov 17 2009, 23:31
პოსტი #13


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 18,619
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ოკ. ველით სურათებს
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
სტუმარი_triglit_*
პოსტი Nov 18 2009, 11:10
პოსტი #14





სტუმარი


ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით. მეგობრებო "ფიდერით" თევზაობა არის კლასიკური ბრიტანული ფსკერზე ჭერის მეთოდი, რომელსაც ასეთი მცირე ზომის პოსტი არ ეკადრება მგონია. ტამპლიერს ვთხოვ მოიძიოს მეტი მასალა და დაამატოს, რადგან იმათ ვინც არ იცის ეგ რა არის საფუძვლიანი წარმოდგენა ჰქონდეს. მე მხოლოდ 3-ჯერ ვითევზავე ამ მეთოდით (სხვისი ჯოხებით) შესაბამისი აღჭურვილობის უქონლობის გამო და ძალიან დიდი შთაბეჭდილება დატოვა. ფაქტიურად უნივერსალურია ფიდერის ანკესი თავისი "კვივერტიპებით" არსენალში. რაღაც მომენტში შეგიძლია ტივტივაც ჩაანაცვლო და ჩვეულებრივი ფსკერული ჯოხიც. ძალიან ბევრი სტატიები და მოსაზრებები მაქვს მაგაზე გადაკითხული და ასე რომ შემიზლია "ლინკებით" დაგეხმარო. არსებობს კიდევ "დაბალი ტესტის" და შედარებით მოკლე ფიდერები, იგივე "პიკერი", მგონი ეგეც ამ თემაში იქნება ჩასართველი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
sergeevich
პოსტი Jan 20 2010, 11:52
პოსტი #15


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 348
რეგისტრ.: 18-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



ცოტა დავაგვიანე, ეს ჩემი ფირმის საკვებურები.



Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

8 გვერდი V   1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 15:17