ნადირობა აღკვეთილში - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

 
Reply to this topicStart new topic
ნადირობა აღკვეთილში
Abeli
პოსტი Jul 31 2012, 17:33
პოსტი #1


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 31-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



მოგესალმებით ყველას.
მაინტერესებს, სად და როგორ შეიძლება მოვიძიო ინფორმაცია საქართველოს აღკვეთილების ტერიტორიაზე ნადირობის რეგულაციის შესახებ.
როგორც "საქართველოს კანონი დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" 1996 წლის 7 მარტიN 136 - IIს მუხლი 20 იუწყება, დაცული ტერიტორიის შიგნით ნადირობა კანონით არ იკრძალება და "რეგულირებას ექვემდებარება".
გამოდის რომ ყველა კონკრეტულ აღკვეთილს, თავისი რეგულირება უნდა ჰქონდეს.
სხვა წყაროებიდანაც ჩანს რომ ნადირობა იკრძალება ნაკრძალებში და ეროვნულ პარკებში, ხოლო სხვა კატეგორიის დაცულ ტერიტორიებზე არ იკრძალება.
თუ ვინმემ იცით რამე ამ თემაზე, იქნებ დაწეროთ. ალბათ მარტო მე არ ვარ დაინტერესებული.
ყველას გმადლობთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჭალიმგელა
პოსტი Jul 31 2012, 18:10
პოსტი #2


მონადირე
********

ჯგუფი: ადმინი
პოსტები: 15,125
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



Abeli
ჯერჯერობით ნადირობა ნებადართულია მხოლოდ გადამფრენ ფრინველზე, ლიცენზიის მიხედვით.

კერძო მეურნეობების გარდა.

ხოლო რაც შეეხება აღკვეთილებს, ეროვნულ პარკებს და ნაკრძალებს ყოველგვარი ნადირობა აკრძალულია, ხოლო ის პუნქტი რომელიც რეგულაციას ითვალისწინებს, გამოწვეული უნდა იყოს რომელიმე პოპულაციის ჭარბი მატებით, რომელსაც შეუძლია ეკო სისტემის დარღვევა. ესეთი ფაქტი ჯერ არ დარეგისტრირებულა, თუ არ ჩავთვლით გამგებელის მიერ მგელის ამოღებაზე გაცემულ ნებართვას.

ანუ გლეხურად რომ ვთქვა გეკუთვნის, მაგრამ არ გეკუთვნის newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Abeli
პოსტი Aug 1 2012, 13:04
პოსტი #3


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 31-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



ჭალიმგელა, გმადლობ გამოხმაურებისთვის.
ლიცენზია და გადამფრენი ფრინველები გასაგებია, 1988 წლიდან ვნადირობ (სხვათა შორის, არაგადამფრენებზეც არის დაშვებული, მაგრამ ლიცენზიაში მხოლოდ გადამფრენი წერია. ანუ ადგილობრივზე ნადირობა უფასო გამოდის?).
მე მაინტერესებდა, თუ ვინმეს ხელი მიუწვდება ისეთ საბუთზე (რეგულაციაზე), რომელიც კონკრეტულად მიუთითებს რომ ამა და ამ აღკვეთილში ნადირობა აკრძალულია. ის კანონი, რომელიც მე მოვიძიე, ამბობს რომ ასეთი რეგულაცია უნდა იყოს, მაგრამ სად არის? თუნდაც ისეთი, რომელიც კრძალავს, არის ხელმისაწვდომი?
5. დაცული ტერიტორიის შიგნით რეგულირებას ექვემდებარება:
ა) ვიზიტორთა დაშვება განსაზღვრულ ადგილებში;
ბ) ნადირობა, თევზაობა, დაბანაკება, ცეცხლის დანთება, სავაჭრო და კომერიციული საქმიანობა, შენობები,გზებისა და ნაგებობების მშენებლობა და მათი ისტორიული სახის შეცვლა,ტერიტორიაზე, მის თავზე, ან მის ქვეშ სახმელეთო, საჰაერო და წყლის ტრანსპორტის გამოყენება;
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Abeli
პოსტი Aug 1 2012, 13:11
პოსტი #4


ქვით მონადირე
*

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 40
რეგისტრ.: 31-July 12
ნიკის ჩასმა
ციტირება



აი ამ სტატიას თუ დაუჯერებთ, კონკრეტულად წერია, რომ აღკვეთილში ნადირობა/თევზაობა დაშვებულია.
ესენი ვან არიან და სად ნახეს ეს ინფორმაცია, არვიცი.
http://ekofact.com/2012/05/25/%E1%83%A1%E1...83%98%E1%83%A2/
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th April 2024 - 04:32