სახლში დატენილი ვაზნები VS ქარხნული |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
სახლში დატენილი ვაზნები VS ქარხნული |
Jul 19 2009, 16:01
პოსტი
#16
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 465 რეგისტრ.: 6-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
ქარხნულ ვაზნებს არ ვემდური მაგრამ ჩემთვის ვაზნების დატენვა რიტუალივითაა და ამაში ისეთივე სიამოვნებას ვიღებ როგორც ნადირობაში, ბოლოს რო მოვაზაკრუტკებ და ლამაზები გამომივა იმათი ყურება მიყვარს, ხელოვნების ნიმუშებს ვეძახი ხოლმე.
|
|
|
Jul 19 2009, 20:15
პოსტი
#17
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 367 რეგისტრ.: 18-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
hunter777
იკა კაპანაძე გეთანხმებით ძმებო, მართალია ჩემი მცირე გამოცდილებიდან გამომდინარე და ჩემი თოფის პატრონი (მც 21-12) არ მიწევს ხოლმე ტყვიების დატენვა, მაგრამ თუ მოგწონს და გულით ეკიდები ამ საქმეს და თვითონ ტენი ტყვიებს, რატომ უნდა იყოს ვითო ქარხნულზე ბევრად ნაკები, შერიძლება მომედავოთ, მაგრამ ბევრი გამოცდილი მონადირისაგან გამიგია, რომ თავისი დატენილი ტყვიებით რიოცა მიდის სანადიროდ უფრო დარწმუნებულები არაინ ტყვიების უტყუარობაში და ამ ტყვიების შედეგში ვიდერ ქარხნულის...ესეც ალბათ მთლიანად ნადრობის დიდი სიყვარული გამოხატულებაა. მე მაგალითად მომავალში ვაპირებ შევიძინო ყველა ის ინვენტარი რაც სჭირდება დყვიების დასატენად, რადგან შინაგანად ვგრძბნობ, რომ დიდ სიამოვნებას მივიღებ ამ პროცესით .... |
|
|
Jul 19 2009, 23:24
პოსტი
#18
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
hunter777
პოსტებს ველი როგორც მგელი! ეს ფრაზა ფორუმის შეიძლება წლის საულეთესო ინოვაციად ვაღიაროდ ჩემი შეხედულება რახან არ იშლით ვეცდები საკუთარი აზრი დაგიდოთ კითხვაზე "რატომ არ უნდა დატენოთ სახლში ვაზნები?" დავიწყოთ იქიდან, რომ და ალბათ ეს ყველაზე საუკეთესო არგუმენტია, რომ სახლში ვერასოდეს ვერ დატენი ვაზნებს ისეთი ზუსტი დოზირებით როგორც ამას ქარხანა აკეთებს, სახლში ელექტრო სასწორს არასოდეს არ იყენებს არავინ, ანუ რომ ავიღოთ 100 ერთი და იგივე ფირმის ვაზნა ვთქვათ 9# და შევადაროთ იგივე რაოდენობის კუსტარულებს ხომ ყველამ ვიცით რომ კუსტარულ ვაზნებში სხვაობა იქნება უფრო მეტი ვიდრე ქარხნულებში, იქ სადაც კონვეერზე ყველა ვაზნაში ბოლეე მენეე სხვაობა ნაკლებია სახლისაში ბევრად მეტია. ავოღოთ საფანტის დოზა რომელსაც ვიყენბთ იგივე 9#-ზე, დატენეთ 10 ცალი, მერე არ დაგეზაროთ, დაშალეთ და გადაითვალეთ საფანტების რაოდენობა თითოში, მერე ეს შეადარეთ ქარხნულებს, ძალიან ეჭვი მეპარება რომ რაოდენობის იგივეობა სახლისაში უფრო მიახლოებული იქნება ერთმანეთთან ვიდრე ქარხნულში. იგივე შეიძლება ითქვას დენთზე, ამის გადამოწმება უფრო ადვილია, აიღეთ ელექტრო სასწორი და ორჯერ ამოიღეთ დოზა და შეადარეთ სხვაობა, მერე იგივე გააკეტეთ ქარხნულებზე და სხვაობას უმარტივესად დაინახავთ. ხშირად მიდის ხოლმე კამათი იმაზე რომ მე ცოტას ვყრი სამწყერედ, ესაო და ისაო, დაბალი დოზაო, და რამეებიო. აიღეთ და იყიდეთ შესაბამისი დოზის ვაზანა და პრობლემა მანდაც გადაწყდება, ნუ ეხლა ამაზე არგუმენტად იმას თუ მეტყვით რომ საქართველოში სად არის მაგდენი ნაირსახეობის ვაზნებიო ეგ სხვა პრობლემაა და ეგეთი შენიშვნა არ განიხილება. აღარ ვლაპარაკობ იმ ვალაქიტაზე რაც დაგჭირდებათ იმისათვის რო ყველა შესაბამისი ხელსაწყო იყიდოთ იმისათვის რომ სახში კონკურენტუნარიანი ვაზნები დაამზადოთ, დროზე რომელიც უნდა დახარჯოთ, ნერვებზე, ტვინის ჭყლეტვაზე, სათითაოდ გაკეთებაზე, ღამეების თენებაზე, დროის გამონახვაზე, დელიკატურობის დაცვაზე და ა.შ. ჯერჯერობით ესაა hunter777 მგელი, გამოხმაურებებს ელის პ.ს. პირველვე ერთობლივ ნადირობაზე შევადაროთ ჩემი ნაყიდი და შენი ან ნებისმიერის დატენილი ვაზნები, ოღონთ წინასწარ გამაფრთხილე რას ვადარებთ ერთმანეთს |
|
|
Jul 20 2009, 00:03
პოსტი
#19
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
რას ლაპარაკობ ვიტოოოო....(კახური ინტონაცია ) კაცო..პატრონების დატენვა ჩემთვის მართლა რიტუალია...მთელი ღამე ჭკუაზე არ ვარ...გასვლის წინ, უბრალოდ ვერ ვიძინებ...დავფათურობ სახლში და ვტენი ყველაფერს რისი დატენვაც შეიძლება...რაც შეეხება წონებს..ძალიან მეეჭვება(არა და ზუსტად ვიცი)ჩემსას ჯობდეს, ელექტრი სასწორებს აქეთ-იქით 1 მეასედი ცდომილება აქვს ჩემი სასწორისგან განსხვავებით(მაინცდამაინც "სარტორიუს"-ს თუ არ ჩავთვლით)..თან თითბერის გილზები მევასება(ანტიკვარულად გამოიყურება) სარწყაოები ისეთი სიზუსტით მაქვს დამზადებული..10-ჯერ რო აწონო ერთიდაიგივეს აჩვენებს(მეასედებში) და რაც მთავარია...გილზებს ვტენი ჩემი თოფის წონის მიხედვით...მაგაზე იდეალურ ვარიანტს ვერცერთი ქარხანა ვერ შემომთავაზებს(ქრხანა საშუალო წონაზე გათვლით ტენის) როცა თოფის წონის მიხედვით იტენება ვაზნა..იდეალური ჭრა აქვს....
|
|
|
Jul 20 2009, 00:22
პოსტი
#20
|
|
თოფით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 1,830 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: poti |
მე პირადად ოქროს სასწორი მაქ ელექტრო და ყველა ვაზნას ვწონი ,შესაბამისად ასე რომ რიტუალი რიტუალად,იაფიცააა(შედარებით ქარხნულთან) და ხარისხიანიც
|
|
|
Jul 20 2009, 00:30
პოსტი
#21
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ლევანი
გილზებს ვტენი ჩემი თოფის წონის მიხედვით...მაგაზე იდეალურ ვარიანტს ვერცერთი ქარხანა ვერ შემომთავაზებს(ქრხანა საშუალო წონაზე გათვლით ტენის) როცა თოფის წონის მიხედვით იტენება ვაზნა..იდეალური ჭრა აქვს... და რისი თქმა გინდა რომ ქარხნები მაგ გათვლით არ უშვებენ? ეგ საქართველოში შეიძლება არ იყოს დიდი არჩევანი თორე წონის მიხედვით იმდენს შეგარჩევინებ ინტერნეტიდან რომ ცოტა არ მოგეჩვენება ეგ სულ სხვა თემაა |
|
|
Jul 20 2009, 07:55
პოსტი
#22
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 5,089 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: რუსთავი |
ვიტო აბა რას ამბობ ეხლა თუ ხვდები?? საფანტების რაოდებობა დავითვალო თვითეულ ვაზნაში ეგ ხო სუგიჟეა? ან რატო დავითვალო?? და მეორეც რა გგონია რო ქარხნულ ვაზბში ზუსტად ერთიდაიგივე ან უფრო მიახლოებული რაოდენობა ყრია! არ დაიჯერო მაგი! მთავარია მასა ერთიდაიგივე იყოს + - 0.5 გრამი, ეგეთი ცდომილებაა დასაშვები ქარხნულ ვაზნებშიც ბრატ.
ეგ არასწორი მსჯელობაა ისევე როგორც დენთის ამბავში ეგრე შეიძლება შეადარო უნიტალური ვაზნა რომელსაც დიდი სიზუსტე მოეთხოვება და არა საფანტიანი ვაზნა! შენ რა გგონია რომ ქარხანაში ელექტრო სასწორით იწონება თვითეული დოზა საფანტისა თუ დენთის ?? სცდებით სერ! დალოცვილო საფანტი რატო ქვია?? გაიფანტოს უნდა ნუთუ არ გესმით ეს ამბავი?? მარა რაშია საქმე იცი??? თქვენ ხომ MC-21-12 ის მფლობელი ხართ??? საკმაოდ პრეტენზიული ინსტრუმენტია და მცდელობამ ალბათ რამდენჯერმე არასახარბიელოდ ჩაიარა დაგეტენა შენი MC სათვის ვაზნა!! ვაზნა რომელიც ინერციული თოფის ავტომატიკას გამართულად ამუშავებდა!. მაგ აბმავში ვამართლებ რომ უკეთესია შერჩეული ქარხნული ვაზნები ახმარო იარაღს მაგრამ არ ვაღიარებ ეგეთ იარაღს. იარაღი იმისაა უნდა ისროლოს და გამართულად იმუშაოს ვაზნების ტიპის დიდ უმრავლესობაზე. მაგალითად MR-153 12/89 უპრობლემოდ მუშაობს 24 გრამიდან 61 გრამამდე საფანტით დატენილი ვაზნებძზე. P.S სხვათა შორის თქვენი მონა მორჩილი HUNTER777 ელექრტო სასწორის დახმარებით ადგნს საფანტისა და დენთის დოზას. და თან დიდ საიმოვნებას ღებულობს ამ პროცსით. რო ჩამოაგდებ კარგი მანძილიდან ფრინველს და მერე ცარიელ მასრას სიამაყით დახედავ! ჩემი შედევრის დახმარებით კიდე ერთი შედევრი და ფირზე აღსაბეჭდი მომენტი შევქმენი ,,მოწინააღრმდეგის,, კართანო!! ჰაა რავარი შეგრძნებაა??? მე ეს მიღირს მთელ ნადირობად. |
|
|
Jul 20 2009, 12:45
პოსტი
#23
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
|
|
|
Jul 20 2009, 12:48
პოსტი
#24
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 691 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ერთი მინდა დავამატო - თითბერის ჰილზებით ვინც ტენის, ისინი ნუ მიწყენენ და ასეთ რელოდინგს მე არ ვაღიარებ. დატენვა ხარისხიანი და თოფისთვისაც ნაკლებად საზიანო არის პლასტმასის ჰილზების დატენვა თავის ვარსკვლავური მოხვევით და კონტეინერის ან ნახევრად კონტეინერის გამოყენებით.
ვიტო სახლში ელექტრო სასწორს არასოდეს არ იყენებს არავინ რატომ ასე კატეგორიულად? იყენებენ და მერე როგორ! |
|
|
Jul 20 2009, 13:03
პოსტი
#25
|
|
ო ფ ე რ ი ს ტ ი ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,699 რეგისტრ.: 8-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: ტიფლისი |
არაა რაა, უნდა ვცადო ეს დატენვა.... მაგარ მუღამში მოვედი თქვენი სმენით . . . არ გამიბრაზდე ვიტო ვსინჯავ და თუ მომეწონა ხო კაი თუ არა და ვაზნის მეტი რა იყიდება....
მე აქ უფრო შემდეგი დასკვნა გამომაქვს: ტექნიკური მხრიდან, რაიმე ძლიერი და არსებიტი არგუმენტი არ არის არც ერთის მხარეს... ანუ კი არის გარკვეული +/- მაგრამ თანაბარსწორი, როგორც ერთის მომხრეებისკენ ასევე მეორეს მომხრეებისკენ. ყველაზე არსბითი კრიტერიუმი აქ გამოისახა ერთადერთი - მუღამი მუღამი კი, გადის გემოვნების სფეროში. ხოლო როგორც კარგად მოგეხსენებათ - გემოვნებაზე არ კამათობენ |
|
|
Jul 20 2009, 13:41
პოსტი
#26
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გიორგი
ნებისმიერ შემთხვევაში ვაზენების დატენვას მეტი პლიუსი აქვს ვიდრე ქარხნულს, ამას მუღამიც ემატება - მუღამი კი გამოიხატება დატენილი ვაზნის შენი თოფისთვის და შენი მოთხოვნილებებზე მორგებაში.. |
|
|
Jul 20 2009, 13:43
პოსტი
#27
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
კი მაგრამ რა არ მესმის იცით? რატომ გგონიათ რომ საკუთარი თოფისთვის შესაბამისი ვაზნების ყიდვა არ შეიძლება?
|
|
|
Jul 20 2009, 13:45
პოსტი
#28
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
არ შეიძლება, იმიტომ, რომ მწყერზე, მონადირეების უმეტესობა დენთს ნაკლები რაოდენობით უკეთებს. ეგეთ ვაზნას კი ვერ იყიდი, მითუმეტეს გურჯისტანში...
|
|
|
Jul 20 2009, 13:49
პოსტი
#29
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ბესო
მითუმეტეს გურჯისტანში ეს ცემ მესიჯშიც ავღნიშნე, გურჯისტანში თუ ვერ იყიდი იმას არ ნიშნავს რომ არ გამოდის, თემის იდეაა რატომ ჯობია ერთი მეორეს, და ეხლა მითხარით დენთის თქვენთვის საჭირო რაოდენობის ქარხნული ვაზნები რომ იყიდებოდეს გურჯისტანში მაინც დატენიდით სახლში? |
|
|
Jul 20 2009, 13:52
პოსტი
#30
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
დენთი არ არის მარტო. ჯერ ერთი გურჯისტანში კი არა მგონი არსადაც არ იყიდება და მერე მეორე, ვაზნის დატენვა არის დენთის ტიპი, რაოდენობის, საფანტის ზომის, რაოდენობის, პიჟის მასალის ტიპის და მისი დადების თავისებურებების სინთეზი და ეგ იმდენი ვარიანტია, რომ გამორიცხულია ქარხანამ ეგ გამოუშვას...
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 15:36 |