თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

ოჩოპინტრე _ მეძებრები _ ირლანდიური სეტერი

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 10 2009, 16:55

http://www.radikal.ru


ირლანდიური სეტერი




ირლანდიური სეტერი, ანუ "წითელი სეტერი", როგორც შინაურულად ეძახიან ხოლმე (განსაკუთრებით პერიფერიებში) _ წარმოშობით, რა თქმა უნდა, ირლანდიელია. ცალკე ჯიშად სეტერების საერთო ოჯახს გამოეყო XVII-XVIII საუკუნეებში. თუმცა თანამედროვე იერი და შეფერილობა მხოლოდ XIX საუკუნის მეორე ნახევრიდან მიიღო. მანამდე ირლანდიაში ჭრელი, თეთრ-წითელა ძაღლები სჭარბობდნენ, მხოლოდ დუბლინსა და მის შემოგარენში ამრავლებდნენ სხვაფერშეურეველ წითელ მეძებრებს. სწორედ დუბლინში, ჩრდილოეთ ირლანდიაში ჩამოყალიბდა ირლანდიური სეტერების პირველი კლუბი და დამუშავდა ჯიშის პირველი სტანდარტი, რომელშიც ირლანდიური სეტერის შეფერილობად ერთიანად წითელი ფერი დადგინდა.
მოხდენილი შეფერილობის გარდა ირლანდიურის "სამოსელი" სხვა მხრივაც გამოირჩევა _ მისი ბეწვი შედარებით მოკლეა და უფრო სწორად ჩამოვარცხნილი, ვიდრე ინგლისური და შოტლანდიური სეტერებისა, და ალბათ უფრო ეფექტურიც. დღეს ეს ჯიში, შეიძლება ითქვას, ყველაზე "საპოდიუმეა" კუნძულელ მეძებრებს შორის. ირლანდიური სეტერი არა მარტო მონადირეებს ეძვირფასებათ _ აშკარა იმპოზანტურობის, გამორჩეული სილამაზისა და თუნდაც ფერის გამო იგი არამონადირე ძაღლისმოყვარულთათვისაც ძალზე მიმზიდველი ჯიშია.
დაუოკებელი სამონადირეო ჟინი და ულევი ენერგია - აი, თანამედროვე ირლანდიური სეტერის სავიზიტო ბარათი. იგი, გასული საუკუნის დასაწყისში გავრცელებული შეხედულებების საპირისპიროდ, ადრეული ასაკიდანვე ავლენს საველე თვისებებს, ადვილად იგეშება და მუშაობასაც ადრევე და ადვილად იწყებს. ეგ არის, შედარებით გულიც ადვილად უცრუვდება _ მინდორში თუ ცოტა ფრინველია, ხანგრძლივი, უშედეგო ძებნის შემთხვევაში, თავდაპირველ აზარტს და ენთუზიაზმს ხანდახან კარგავს კიდეც.
ირლანდიური სეტერი ეძებს სწრაფი, ენერგიული ნავარდით, მოძრაობს ღონიერი არეკვნით, გავის დამახასიათებელი შეხტუნებებით, მისი სვლა თითქოს დანაწევრებულია. თავი მაღლა უჭირავს. ახლომიწევა და მიტანებაც სწრაფი აქვს. ნაბული მუხლგამართული და თავაღერილი იცის, შედარებით დინჯი და ზომიერად დაძაბული. გამოირჩევა შორი და ზუსტი ყნოსვით.

საერთო იერი, კონსტიტუციური ტიპი

ირლანდიური სეტერი პროპორციული აღნაგობის, საშუალო სიმაღლის ძაღლია; კონსტიტუციური ტიპით _ ძვალსრული და ხმელია. მაღალ ფეხზე დგას და გამორჩეულად წინამაღალაა.

სქესის გამოხატულება

სქესობრივი დიმორფიზმი კარგადაა გამოხატული. ხვადები უფრო ტანადები და ღონივრად დაკუნთულები არიან; ძუები _ უფრო მსუბუქები და ტანმორჩილები.
ნაკლი: ძუ _ ხვადის მომგვანო.
.
ხინჯი: ხვადი _ ძუს ტიპისა.

ქცევა და ხასიათი

ტემპერამენტიანი, მოძრავი და ენერგიულია; პატრონისადმი უაღრესად ერთგული გარეშეებს ძნელად ენდობა. სიავე და სიმხდალე ხინჯად ეთვლება.

ტანადობა

მინდაომდე ხვადები 57-64 სმ სიმაღლისანი არიან; ძუები 3 სმ-ით ნაკლები. ფორმატი _ კვადრატთან მიახლოებული. გაწელილობის ინდექსი ხვადებთან 100-105 -ია, ძუებთან _ 102-107. ზედა ზღვარზე 2 სანტიმეტრამდე მეტი სიმაღლე ნაკლია, 2 სმ-ზე მეტად გადამეტებული ან ქვედა ზღვარზე ნაკლები სიმაღლე კი _ ხინჯი.


შეფერილობა

ერთფერი _ ჟღალი, მუქი წითელი, წითელი ხის (ძელქვის) მერქნის გაპრიალებულ ზედაპირს რომ გვაგონებს. დასაშვებია კაზმული ბეწვის უფრო ღია და ბაცი შეფერილობა. ასევე მისაღებია პატარა თეთრი ლაქები შუბლზე, კეფაზე, დრუნჩზე, მკერდზე და თათებზე.
ნაკლი: მუქი ყავისფერი ან ღია ყვითელი ფერის ძირითადი შეფერილობა; ღია ფერის "სათვალეები"; მეტისმეტად ღია ფერის კაზმული ბეწვი.
ხინჯი: შავი ფერის ბეწვები; თეთრი ლაქები ტანზე სტანდარტით გაუთვალისწინებელ ადგილას.


ბანალი

ირლანდიური სეტერი შემოსილია გრძელი, ხშირი, სალუქი, სწორი, ტანზე მჭიდროდ მომდგარი ბანლით. თავზე და ფეხების წინა მხარეს ბეწვი მოკლეა, სხვაგან კი _ საგრძნობლად გრძელი. ყურებზე, მკერდქვეშ, წინა ფეხების უკანა მხარეს იდაყვიდან თათამდე, უკანა ფეხების უკანა მხარეს კუდის რიკიდან სანავარდო სახსრამდე, აგრეთვე კუდის მუცელზე _ ბანალი კიდევ უფრო გრძელია და უფრო ხშირი, ვიდრე დანარჩენ ტანზე და ნაძეძებად და ფოჩებად არის ჩამოსწორებული. თათებსა და თათისგულებს შორის სქელი ბუნჯგალია გაფანჩული. კუდი სწორი, კაზმული ბეწვით არის შემოსილი, რომელიც კუდის რიკიდან ცოტა მოშორებით იწყება და მარაოსავით იშლება _ შუაში ყველაზე გრძელია, ბოლოსკენ თანდათან მოკლდება.
ნაკლი: ზურგის ხაზიდან აქეთ - იქით გადავარცხნილი, გადამეტებულად გრძელი ბეწვი, რომელიც ზურგზე განაყოფ ღარს ქმნის; "ფაფანაკი" თავზე; ნაწილობრივ დატალღული ბანალი; ნაკლებად გამოსახული კაზმული ბეწვი.
ხინჯი: ხუჭუჭა ბეწვი; კულულებად დაყრილი, კუდზე დახვეული, ძალიან უხეში ბანალი; ტანზე არამჭიდროდ მიჯრილი და მომდგარი; კაზმული ბეწვის არქონა.


ტყავი; ძვალკუნთოვანი სისტემა

ტყავი ტანზე მჭიდროდ, ნაკეცების გარეშეა მომდგარი, თხელი და ელასტიურია; ძაღლს ჩონჩხი და კუნთები კარგად აქვს განვითარებული.

თავი

გრძელი და ხმელია. თავის ქალის კოთხო ყურებს შორის ოვალურია, კეფისკენ ცოტათი ვიწროვდება და მთავრდება ლამაზად გამოკვეთილი კინჩხით (კეფის კეხით). წარბზედა რკალები რამდენადმე ზეაწეულია (გახელილია), რაც შუბლსა და დრუნჩს შორის შესამჩნევ გადასვლას ქმნის. თავის ქალის ხაზი დრუნჩის წიბოს პარალელურია და მასზე მაღლა დგას.
დრუნჩი გრძელია, ხმელი და ზომიერად ღრმაა, ბოლოსკენ ოდნავ ვიწროვდება. ზედა ტუჩის (ლაშის) კიდე ლამაზად არის მომრგვალებული. ტუჩი თხელი და მშრალია, მჭიდროდ ეკვრის ყბას. ცხვირის ზურგი სწორია ან სულ მცირე კეხი დასდევს. ცხვირის წვერი ფართოა, მუქი წითელი ან კაკლის ხის მუქი მერქნისფერი ან შავი შეფერილობისაა. ლაშიც ცხვირის წვერის შესადარად უნდა იყოს შეფერილი.
ნაკლი: სუსტად გამოხატული კინჩხი (კეფის კეხი); თხემის ძვლის კეფისაკენ დაფერდება; გადამეტებულად განვითარებული თხემ-შუბლის ძვლები; მკვეთრად გამოხატული ტიხარი (შუბლის კუთხე) _ ძლიერ მკვეთრი გადასვლა შუბლიდან დრუნჩზე; გადამეტებულად მსუბუქი თავი; ზედმეტად წამახვილებული დრუნჩი.
ხინჯი: მოკლე, ფართო, ბრტყელი თავი; გადამეტებულად განვითარებული წარბზედა რკალები; მძიმე, აპრეხილი დრუნჩი; მომჩვარული, დაშვებული ლაშები; ვარდისფერი ან მღვრიე მარმარილოს ფერი ცხვირის წვერი.

ყური

საშუალო სიგრძის (ცხვირის წვერომდე 2-3 სმ აკლდება); დაკიდული, სალუქი, მომრგვალებული ბოლოებით; საძირკველში არცთუ ფართო. ირლანდიურ სეტერს ყური დაბალზე (უპის ჭრილის გასწვრივ) უზის; ოდნავ კეფისკენ გადაწეულია, მსუბუქ ნაკეცს იკეთებს და თანაბრად ჩამოშვებული ღაწვებს მჭიდროდ ეკვრის.
ნაკლი: მაღალზე გაკიდული ყური; ღაწვებზე არამჭიდროდ მიკრული ყური.
ხინჯი: დიდი და გაშლილი ("პარტყუნა"); გრძელი და მძიმე; კულულივით ან მილაკივით დახვეული; ხრტილზე გაკიდული; პატარა, მოკლე ყური.

თვალი

საშუალო ზომისაა, ოვალური ფორმის (ნუშისებრი), მუქი ყავისფერი, არაღრმად ჩამჯდარი, მაგრამ არც გადმოკარკლული; უპის ჭრილი ოდნავ ცერად უზის (ბუდეშურად); ქუთუთოს კიდეები ცხვირის წვერის შეფერილობისა უნდა იყოს.
ნაკლი: დიდი, გადმოკარკლული თვალები; უპის პირდაპირი ჭრილი; შიდა (მესამე) ქუთუთო, რომელიც ნაწილობრივ ფარავს თვალის ნაწილს.
ხინჯი: პატარა, ჩაცვენილი, შემღვრეული თვალები; გან-გან ან ახლო-ახლო ჩამჯდარი; მრგვალი თვალი; ლოხი, ჩამოღვენთილი უპეები; გადმობრუნებული ან ჩაბრუნებული უპეები.

კბილები

თეთრია, საღია, მყარად და მჭიდროდ ჩალაგებული. მჭრელები ერთ ხაზზეა გამწკრივებული. კბილთაყარა მაკრატელისებურია.
კისერი

საშუალო სიგრძისაა, ხმელი, კუნთოვანი, არცთუ სქელი, გვერდებიდან ცოტა შეჭყლეტილივითაა; ხვადებს ქედი ოდნავ ამოზნექილი აქვთ, ძუებს _ სწორი.
ნაკლი: მოკლე, სქელი, ლოხი, მრგვალი კისერი; ღაბაბიანი ყელი.

მინდაო

გამოკვეთილად ამოზიდულია რამდენადმე დაქანებულ (კუდისკენ) ზურგის ხაზს ზემოთ (განსაკუთრებით ხვადებში). კუნთოვანია; კარგად განვითარებულია.
ზურგი

სწორია, არცთუ ფართო, მაგრამ კუნთოვანი.
ნაკლი: გადრეკილი (რბილი), ან ოდნავ ამოკუზული ზურგი.
ხინჯი: ჩაზნექილი (გაწყვეტილი), ან საგრძნობლად ამოკუზული ზურგი.

წელი

მოკლე, კუნთოვანი და ოდნავ ამოდრეკილია.
ნაკლი: არასაკმარისად კუნთოვანი; გრძელი; სწორი (თარაზული) წელი.
ხინჯი: გადრეკილი წელი; ამოკუზული წელი.


გავა

განიერია, (განსაკუთრებით ძუებს _ მინდაოსთან შედარებით შესამჩნევად განიერი გავა აქვთ). საკმაოდ გრძელია, (ძუებთან _ უფრო გრძელი). ოდნავ დაფერდებული; კუნთოვანი.
ნაკლი: შედარებით მოკლე და ცოტათი ჩათლილი გავა.
ხინჯი: საგრძნობლად მოკლე და მკვეთრად ჩათლილი ("ჩასხეპილი") გავა.

მკერდი

არცთუ ფართოა; გრძელი და ღრმაა _ იდაყვებამდე ჩამოშვებული; ცრუ ნეკნები კარგად განვითარებულია; გვერდიდან შეხედვისას _ მკერდის შუაძვალის წიბო და ქვედა ხაზი რბილად გადადის მუცლის ზოლში. ნეკნები რამდენადმე გამობურცულია.
ნაკლი: არასაკმარისად გამობურცული ნეკნები; ბრტყელი ან ზედმეტად ფართო, გაშლილი მკერდი.
ხინჯი: ძალზე ვიწრო ან გადამეტებულად განიერი ან ძალზე ღრმა ან ძალზე მოკლე ან კასრისებური მკერდი ან შევარდნილი მკერდი.


მუცელი

მუცელი აკვალთულია, ფერდები აკრეფილი.
ნაკლი: ჩამოწეული მუცელი, მოშვებული ფერდები.


წინა კიდურები

წინიდან თუ შევხედავთ _ ფეხები სწორი და ურთიერთპარალელურია; კუნთოვანი, მშრალი და ძვალსრულია. იდაყვისთავები აუცილებლად უკან უნდა იყოს მიმართული. დგომისას განბჯენი არ არის ფართო. მხრები გრძელია, დაკუნთული. მხარ_ბეჭის შესახსრების კუთხე 100 გრადუსზე ცოტა მეტია. წინამხარი გრძელია, სწორი, განივკვეთში ოვალურია. ტერფები საშუალო სიგრძისაა, ვიწროა, მყარია და პირდაპირ მიმართული; ძაღლს ოდნავ დახრილად უდგას _ 10-12 გრადუსიანი კუთხით.
ნაკლი: შედარებით სწორი მხრები; ოდნავ გამრუდებული წინამხარი; მცირედად განზე გამოყრილი იდაყვები; შვეულად მდგარი ან ზედმეტად დახრილი ტერფი; მოჩორთილი ან ბატატურა დგომი; ფართო განბჯენი.
ხინჯი: იგივე გადახრები, მკვეთრად გამოხატული. მოკლე წინამხარი, მოკლე კიდურები.


უკანა კიდურები

უკნიდან თუ შევხედავთ _ ფართოდ მდგომი, სწორი და პარალელურია. გვერდხედში _ თვალნათლივ გამოხატული შესახსრების კუთხეებით. თეძო გრძელია, დაკუნთულია; წვივის ძვალი გრძელი და ცერად დახრილია. კარგად გამოკვეთილი სანავარდოები ქვემოთ არის დაშვებული და აუცილებლად უკან მიმართული. კოჭი მოკლეა, თითქმის შვეულად მდგარი.
ნაკლი: განუვითარებელი კუნთი. ერთმანეთს დაახლოებული სანავარდოები, ვიწრო განბჯენი; ზედმეტად გაბაჯგული დგომი. შესახსრების შედარებით გასწორებული კუთხეები.
ხინჯი: იგივე გადახრები, ოღონდ უფრო მკვეთრი ფორმით გამოხატული. მოკლე წვივი; სუსტი, გრძელი კოჭი.


თათები

საშუალოზე მცირე ზომის; ოვალური, შეკრული, ერთმანეთან მჭიდროდ მიჯრილი თითებით; ბრჭყალები მოკლე, მაგარი, მიწას ეხება.
ნაკლი: მრგვალი თათი; ბრტყელი თათი, გაშლილი თითებით.


კუდი


საკმაოდ მაღლა უზის, ბუნებრივად აგრძელებს გავის ხაზს; ძაღლს კუდი ზურგის ხაზზე მაღლა არ უნდა ეჭიროს; მოძრავია; სწორია ან ხმლისებური; ფუძესთან სქელი, ბოლოსკენ თანდათან და თანაბრად წვრილდება. ძუებს კუდი სიგრძით სანავარდოებამდე წვდება, ხვადებს 2-3 სანტიმეტრი აკლდება.
ნაკლი: ზედმეტად გრძელი; დუნე; არატიპიურად შემოსილი კუდი.
ხინჯი: წვრილი; უღიმღამოდ მოძრავი; მაღლა აპრეხილი ან ნამგალივით მორკალული კუდი; მოკლე კუდი (ხვადებთან _ როცა სანავარდოებამდე 6 სანტიმეტრი აკლდებათ; ძუებთან _ როცა 4 სმ აკლდებათ).

პოსტის ავტორი ბატონი შადიმანი







პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 15 2009, 14:15

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 15 2009, 15:01

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 15 2009, 20:52

ახოტნიკ
ჰერცოგი997
შესანიშნავი ფოტოებია! განსაკუთრებით, ჰერცოგ, შენი! თუ შენი ძაღლი და ნადავლია, საერთოდ უმაღლესი რამ არის! სიმართლე გითხრა, კაკაბზე არასდროს მინადირია გიურზას შიშით და ისე კი ძალიან მინდა.

პოსტის ავტორი: მონადირე Jun 23 2009, 12:28

ირლანდიური სეტერი ნუთუ არავის გყავთ?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 23 2009, 13:04

სხვას არავის არ ყავს ჯერ ჯერობით newsmile040.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 23 2009, 14:38

ჰერცოგი997
ბეკარი19 ყავს ლარგო ,დავდებ ფოტოსnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: ახოტნიკ Jun 23 2009, 14:56

მიდი აბა ნოსო გვანახეე

პოსტის ავტორი: იკა კაპანაძე Jun 25 2009, 08:25

აღარაა მაგი ბექას ძაღლი, დღეიდან 1 კვირით ჩემია და მე დავდებ ფოტოებს

პოსტის ავტორი: ნოსო Jun 25 2009, 10:12

იკა კაპანაძე
ხო მასეა იკა მასეnewsmile05.gifnewsmile05.gifგაიხარე ,მადლობელი ვარ,ისე ნასწავლია და იქნება და ვიდეოც დადო მოტანისnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: alazana Jun 25 2009, 14:37

მართალია

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jul 7 2009, 02:42

ლარგო ჩემთანაა უკვე სახში newsmile035.gif newsmile035.gif newsmile015.gif ხვალ დავდებ სურათებს და ვიდეოებს .. 8 თვისაა უკვე დიდი ბიჭია

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jul 7 2009, 18:47

http://www.radikal.ru აჰა ესეც ჩემი ლარგო newsmile05.gif

http://www.radikal.ru



http://radikal.ru/F/i073.radikal.ru/0907/ff/a086af53435a.jpg.html

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 7 2009, 23:01

კარგი ირლანდიურია მაგრამ პატარა ბეწვი რატომ აქვს? ის კიდევ ინგლისური სეტერიაა მე მაგ ფერის ინგლისურები მომცონს უფრო მასიურები და ძლიერები არიანნ

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jul 8 2009, 23:52

ჩემი ვაშკაცი http://www.radikal.ru



http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ვიტო Jul 9 2009, 00:25

ისე თეთრი გული როდესაც აქვთ იბრაკებიან ტუ სტანდარტებში ჯდება ეგ შეფერილობაც?

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 9 2009, 09:06

მაგარია ლევან მაგარიnewsmile05.gifnewsmile05.gifხომ ვამბობდი გაფრინდებიან მეთქიnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 9 2009, 09:07

ვიტო

ციტატა(vito @ 9th July 2009 - 01:25 AM) *
ისე თეთრი გული როდესაც აქვთ იბრაკებიან ტუ სტანდარტებში ჯდება ეგ შეფერილობაც?


ამის პასუხი პირველ პოსტში წერია:
ციტატა(Zvikius @ 10th June 2009 - 05:55 PM) *
შეფერილობა: მუქი წითელ-წითური, დაშვებულია მკერდზე პატარა თეთრი ლაქა.


newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Jul 9 2009, 09:08

სუფთააა კაცო,იზ უკრაინი მამაnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: მონადირე Jul 16 2009, 19:59

ვხედავ ირების ნაკლებობაა კლუბში.. მე კიდევ ძალიან მომწონს ეს ჯიში.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 3 2009, 19:16

http://www.radikal.ru M.R largo

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 8 2009, 10:00

ესეც თენგო ძიას 3 თვის დამა

http://img215.imageshack.us/i/dsc02975v.jpg/

http://img6.imageshack.us/i/dsc02978w.jpg/

პოსტის ავტორი: 919 Sep 10 2009, 09:51

ნოსო
სკამზე რომ ზის, აი ამ სურათზე, ლეკვს უყურებ და როგორი კრიჭა აქვს?
თუ უბრალოდ მომენტია გადაღებული როდესაც კევს ღეჭავს? newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 10 2009, 11:31

მე მყავდა ირლანდიური... ყველანაირად ძალიან კაი ძაღლი იყო... არაფერი მინუსი არ ჰქონდა, ერთის გარდა - თოფის გასროლის შიში ჰქონდა ისტერიულიი.... ერთი გასროლა და საუკეთესო ვარიანტში, ძაღლი მანქანაში მელოდებოდა, წინა სავარძელზე newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

მე ვაბრალებდი რომ ლეკვობისას შემიშინის მეთქი (ვიღაცამ თოფი ისროლა ძაღლთან ახლოს, პატარა რომ იყო), მაგრამ მერე ფორუმზე გავიგე თითქოს ეგ ირლანდიურებს ისედაც სჩვევიათო...

პოსტის ავტორი: ბესო Sep 10 2009, 12:55

ციტატა(გიორგი @ Sep 10 2009, 12:31 PM) *
მე მყავდა ირლანდიური... ყველანაირად ძალიან კაი ძაღლი იყო... არაფერი მინუსი არ ჰქონდა, ერთის გარდა - თოფის გასროლის შიში ჰქონდა ისტერიულიი.... ერთი გასროლა და საუკეთესო ვარიანტში, ძაღლი მანქანაში მელოდებოდა, წინა სავარძელზე newsmile05.gif newsmile05.gif newsmile05.gif

მე ვაბრალებდი რომ ლეკვობისას შემიშინის მეთქი (ვიღაცამ თოფი ისროლა ძაღლთან ახლოს, პატარა რომ იყო), მაგრამ მერე ფორუმზე გავიგე თითქოს ეგ ირლანდიურებს ისედაც სჩვევიათო...


რას გვაბოლებ ეხლა ააა? შენს მანქანაში ძაღლი იჯდა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 10 2009, 13:05

ციტატა(Beso @ 10th September 2009 - 01:55 PM) *
რას გვაბოლებ ეხლა ააა? შენს მანქანაში ძაღლი იჯდა? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif იჯდა ბესო შენ წარმოიდგინე.... ოღონდაც ეს იყოო ბეეეევრიი წლის წინ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 10 2009, 13:10

newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif საღოლ ბესო!!! newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif ეგ მაგარი იყო newsmile090.gif

აფერისტები დავსაჯოთ!!! newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ვიტო Sep 10 2009, 14:06

გოგა
მოგვატყუა ხომ? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif, ბრიტანულებს ჩვეიათ სროლის შიშიო?????

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 10 2009, 14:08

ვაააახხხხ კაცო ეს ბრიტანულია თუ ირლანდიური ???? და ირლანდიურზე სადღაც წავიკითხე და სად არ მახსოვს... მაგრამ ფორუმზე როა ვიცი.... ხოდა თუ შევცდი მე მაპატიეთ newsmile05.gif

და ეგ რომ ეგრე იყო - აგერ გოგამაც კარგად იცის !!! იქ იყო !!! newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Maverick Sep 10 2009, 14:41

ვიტო
ვიტო ირლანდიურის შემთხვევაში ძალაინ ხშირია სროლის შიში, რუსულ საიტებზე ამომწურავი ინფორმაციებია, და რეკომენდაციას იძლევიან 5-6 ასაკამდე რომ არ გაუსროლო

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 10 2009, 14:53

ციტატა(Nikolo @ 10th September 2009 - 03:41 PM) *
რეკომენდაციას იძლევიან 5-6 ასაკამდე რომ არ გაუსროლო


ხოდა ეეე მანდ დავუშვი მე თავის დროზე შეცდომა.... newsmile038.gif ტყუილა გავაფუჭე ძაღლი

პოსტის ავტორი: გოგა Sep 10 2009, 17:25

გიორგი

ციტატა(dubidubiduu @ 10th September 2009 - 03:08 PM) *
და ეგ რომ ეგრე იყო - აგერ გოგამაც კარგად იცის !!! იქ იყო !!!


გოგა იქ არ იყო,გოგა მაშინ ჯარში იყო newsmile090.gif newsmile090.gif newsmile090.gif აფერისტ newsmile035.gif



ისე ეს ხუმრობა კარგია,მაგრამ გიორგის ძაღლი ყოველ 31 დეკემბერს 12 საათზე უნიტაზის ქვეშ ზვრებოდა(თუ გინდა ესაც ხუმრობა იყოს) newsmile01.gif newsmile01.gif newsmile01.gif

პოსტის ავტორი: გიორგი Sep 10 2009, 19:29

კაცო

ციტატა(gogagoga @ 10th September 2009 - 06:25 PM) *
გოგა იქ არ იყო,გოგა მაშინ ჯარში იყო


აბა რამაზი იყო ??? არა ნუ ხო ფაქტია რომ ეშინოდა სროლი ?!?!?!!?!?!? ვააააა newsmile089.gif newsmile089.gif

პოსტის ავტორი: გოგა Sep 10 2009, 20:00

ხო დაწყნარდი,ეგრე იყო. მაგრამ მიკვირს რატო უნდა ახასიათებდეს ჯიშს ეგეთი რამე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Sep 10 2009, 20:32

მე მყავს ირლანდიური სეტერი და ყოველ ახალწელს სროლები რომ იწყება ძაღლი გიჟდება და მაგრად ნერვიულობს და სადაც ოჯახის წევრები ვიკრიბებით ხოლმე იქ სავარძელზე ვსვამთ და იქაც ეერთამბავშია წკმუტუნობს და მაგრად ნერვიულობ და თუ დამინახა რომ თოფი ავიღე და ვისროლე იმაზე ვაფსჰე გიჟდება

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 11 2009, 14:52

მეც მყავს ირლანდიური და მგონი ატომური ბომბა რო აუფეთქო გვერდზე არ შეეშინდება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Sep 11 2009, 16:07

ციტატა(ლევანა90 @ Sep 11 2009, 03:52 PM) *
მეც მყავს ირლანდიური და მგონი ატომური ბომბა რო აუფეთქო გვერდზე არ შეეშინდება newsmile05.gif

უბრალოდ შეშინებას ვერ მოასწრებს newsmile045.gif

პოსტის ავტორი: ნოსო Sep 11 2009, 18:11

გიორგი
ეგ იმიტომ არის რომ ყველაზე მეტი ადრე ირლანდიური იყო გავრცელებული, თორემ არანაერად არა აქ ეგ შიში და ეგ სტერეოტიპია!!!

პოსტის ავტორი: ლევანა90 Sep 15 2009, 14:38

Maverick
პირდაპირი გაგებით ხო newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Dec 20 2009, 12:26

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nika shukakidze Dec 31 2009, 23:48

მე მკავს დზუ 3 დზლის დზალიან კარგი დზაგლია ჯგვიანი ესმის რომ ესაუბრები

ზუსტად ისეთია ლევანი 90 რომ ყავს

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jan 4 2010, 01:09

nika shukakidze
მაგარი ძაღლის ჯიშია .. სადაური ხარ??? newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Jan 29 2010, 04:49

ჰერცოგას ლედი




მაგარი მასტია ძაან

პოსტის ავტორი: ჯეკო Jan 29 2010, 09:32

Davitus გეთანხმები!!!!!!!!!1 მაგრადაც ნადირობს

პოსტის ავტორი: nanuka&jessi Feb 11 2010, 17:52

მეც სეტერი მყავს ჯერ 2 თვე ნახევრისაა newsmile027.gif

პოსტის ავტორი: გოგა Feb 11 2010, 17:53

nanuka&jessi
სურათი არ გაქვს?დადე.რომელი სეტერია

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 11 2010, 20:02

ციტატა(Davitus @ Jan 29 2010, 05:49) *
ჰერცოგას ლედი




მაგარი მასტია ძაან

ვა ლედი სად გაეძრო ტო

პოსტის ავტორი: ჯეკო Feb 11 2010, 20:16

ჰერცოგი997 ნეტა ვისია ჰაა? ხოარ იცი? newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 24 2010, 17:17

სტატია რომელიც ბატონმა შადიმანმა მოგვაწოდა იხილეთ თემის დასაწყისში


პოსტის ავტორი: თენგო Feb 24 2010, 17:28

ზაზა

ციტატა(zaza @ 24th February 2010 - 18:17) *
ეს სტატია ბატონმა შადიმანმა მომაწოდა,რისთვისაც დიდი მადლობა

ბატონი შადიმანი იმას რატო არ ამბობს რომ თვითონ ყავდა საქართველოს საველე ჩემპიონი, ირლანდიული სეტერი "ბაკ-მალიგანი" რომელმაც 2003 წელს "ლევან ციციშვილის" მემორიალი მოიგო 1-ხარისხის დიპლომით vot-tak.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 24 2010, 19:53

სტატია ისე დაიდო პირველ გვერდზე,რომ არ ჩანს საიდან მოხვდა მანდ,ანუ ვინაა მისი ავტორი.თან ეს სტატია არ არის იმ წევრის პოსტი,რომელსაც მეიწერა იგი.ამიტომ,გთხოვთ სტატიას მიეთითოს მისი შემქმნელის ვინაობა ანუ ბატონი შადიმანი

პოსტის ავტორი: Maverick Feb 24 2010, 20:02

ზაზა
ვინ გითხრა რომ არ წერია?
ჯერ ყურადღებით გადაიკითხე პოსტი #49 და მერე #1

ვოტ ტაკ
newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ზაზა Feb 24 2010, 20:11

წავიკითხე ბატონო მოდერო,წავიკითხე,განა არ წავიკითხე,მარა მე და შენ და კიდევ რამოდენიმე რომ მივხვდებით,დანარჩენი მიხვდება ამას...თან ჯობდა მანდ სადაც განთავსდა ეს სტატია,ზემოთ და თვალსაჩინო ადგილას მითითებულიყო მისი ნამდვილი ავტორის ვინაობა.

პატივისცემით

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 2 2010, 14:33

ირლანდიულზეც ისაუბრეთ ცოტა ცოტა, რაც ვიცი ნადირაბაში ჩემს ძაღლს უნდა უმადლოდე

პოსტის ავტორი: თენგო Mar 2 2010, 16:55

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 2 2010, 18:51

უფ გაიხარეთ ამ ჯიშსაც ერხევა ნელნელა აქ მარტო 2 კაცს გვყავს

პოსტის ავტორი: ზაზა Mar 2 2010, 20:15

მე პირადად ირლანდიურის ნადირობა მწყერზე არასოდეს მინახია(ვიდეოებს თუ არ ჩავთვლით).რატომ არ ჩანან ეს ძაღლები,არ ვიცი,მითუმეტეს ჩვენთან ბოლო პირველი ხარისხი ამ ძაღლმა აიღო.გლდანში ჰყავს ვიღაცას.დიდი მცოდნე არა ვარ,მარა ექსტერიერით მართლა მომეწონა

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 2 2010, 21:21

აუ შენ შემოგევლე მარტლაც რომ ეს თემა ძაან მკვდარია newsmile038.gif არადა ეს ძაღლები საკმაოდ იყო ადრე საქართველოში მე რამდენადაც ვიცი ,, ალბათ თენგო უფრო აგვიხსნის რატომ აღარ გვხვდება ეს ძაღლი newsmile038.gif
თენგო
თქვენ ბევრად მეტი გაგეგებათ ამ ძაღლებზე აბათ ვიდრე ჩვენ და ინებ ცოტა ჭAმოვწიოთ თემა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: GIGO Mar 2 2010, 23:20

ირლანდიური სეტერი საკმაოდ მრავალრიცხოვნი იყო საქართველოში 90 იანი წლების დასაწყისიდან მათი რაოდენობა ინგლისური სეტერების რაოდენობას არ ჩამოუვარდებოდა და ყოველწლიურად გამოფენებზე დაახლოებით 20 ეგზემპლარი იყო ხოლმე წარმოდგენილი. ამ პერიოდს ემთხვევა რუსეთშიც ირლანდიური სეტერების ჰეგემონია-როდესც საველე შეჯიბრებში ირლანდიური სეტერები იმარჯვებდნენ როგორც პირად ისე გუნდურ ჩათვლებში. ბოლო წლების განმავლობაში სიტუაცია კარდინალურად შეიცვალა როგორც რუსუთში ისე ჩვენთან.
საქართველოში გამოფენებზე ირლანდიურებისა და ინგლისურების თანაბრობის შემთხვევაში, ინგლისურებს უფრო მეტი საველე დიპლომები ქონდათ ყოველთვის რაოდენობრივად, რაც პირველ რიგში განპირობებული იყო მეპატრონეების უაქტიურობით, ძაღლის გვიანგეშვადობით გარკვეულწილად და ფსიქიკური თუ სხვა პრობლემებით რომელიც ბევრ ირლანდიურს აღმოაჩნდა, რაც პირველ რიგში თოფის გასროლის შიშით და უნაბულობით გამოიხატებოდა. მიუხედავად ჩემი წინააღმდეგობისა მაინც ხდებოდა მწარმოებლად ისეთი ძაღლების გამოყენება რომელთაც თოფის შიში თუ სხვა მნიშვნელოვანი პრობლემები ქონდათ. უპირატესობა ექსტერიერს ენიჭებოდა. არასწორი სელექციაა მიზეზი იმისა რომ დღეს საქართველოში ირლანდიური სეტერი გადაშენების გზაზეა.

პოსტის ავტორი: თენგო Mar 3 2010, 10:35

ლევანა90

ციტატა(levana90 @ 2nd March 2010 - 22:21) *
თენგო
თქვენ ბევრად მეტი გაგეგებათ ამ ძაღლებზე აბათ ვიდრე ჩვენ და ინებ ცოტა ჭAმოვწიოთ თემა

ლევან გენაცვალე, ვისაც მართლა რამე გაეგება ირლანდიულებში და საერთოდ მონადირე ძაღლებში GIGO-ა.
ჩემი ფუნქციაა არ მივცე მაგას და სხვა მცოდნე ხალხს მოსვენება და ვაწერინო პოსტები)newsmile05.gifnewsmile05.gif:
თქვენც მომეხმარეთ,დასვით შეკითხვები

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 3 2010, 20:47

GIGO
გთხოვ თუ გაქ შენი ძაღლის სურათები ან ვიდეოები დადე აქ რა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 3 2010, 23:30





www.youtube.com/watch?v=aIpLvFkwHs8&feature=related

პოსტის ავტორი: GIGO Mar 4 2010, 00:02

http://russianpointdogs.ning.com/video/sostyazaniya-chempionov-v კარგი ვიდეოებია ირლანდიურების ნახეთ

რაღაც სურათები მაქვს ჩემი ძაღლებია მარა დასასკანერებელია მოგვაინებით დავდებ

პოსტის ავტორი: თენგო Mar 4 2010, 10:11

GIGO

ციტატა(GIGO @ 4th March 2010 - 01:02) *
რაღაც სურათები მაქვს ჩემი ძაღლებია მარა დასასკანერებელია მოგვაინებით დავდებ

მე მაქვს სახლში სკანერი მომიტანე და დავდებ. და საერთოდ ყველას ეხება თუ გაქვთ კარგი ფოტოები მომიტანეთ

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 4 2010, 14:26

GIGO
შენ გარკვეული ყოფილხარ ირლანდიურებში .. რამდენად რეალურია ამ ძაღლების შემოყვანა და საიდან .. რა ფასები აქვთ ?

პოსტის ავტორი: ზაზა Mar 4 2010, 15:39

ციტატა(ლევანა90 @ Mar 4 2010, 15:26) *
GIGO
შენ გარკვეული ყოფილხარ ირლანდიურებში .. რამდენად რეალურია ამ ძაღლების შემოყვანა და საიდან .. რა ფასები აქვთ ?



ლევან,GIGO არის ერთ-ერთ ცნობილი ექსპერტი

პოსტის ავტორი: irakli# maxi Mar 4 2010, 17:31

http://www.radikal.ru]

გიგო მემგონი ძაან ლამაზი ძაღლია, გაგვიზიარე შენი აზრი

პოსტის ავტორი: გოგა Mar 4 2010, 17:40

irakli# maxi
სურათში ჩანს ესე თუ ძალიან მაღალი შუბლი აქვს?თუ ესეც უნდა იყოს?

პოსტის ავტორი: irakli# maxi Mar 4 2010, 17:51

ციტატა(გოგა @ Mar 4 2010, 18:40) *
irakli# maxi
სურათში ჩანს ესე თუ ძალიან მაღალი შუბლი აქვს?თუ ესეც უნდა იყოს?



ამ ჯიშზე ბევრს ვერაფერს გეტყვი, მეც მაინტერესებს და ამიტო გიგო უნდა დაგვეხმაროს

პოსტის ავტორი: GIGO Mar 4 2010, 18:28

ციტატა
ციტატა(გოგა @ Mar 4 2010, 18:40)
irakli# maxi
სურათში ჩანს ესე თუ ძალიან მაღალი შუბლი აქვს?თუ ესეც უნდა იყოს?



ერთი შეხედვით კი, შუბლის ძვლები უჩანს ძედმეტად ამოწეული და ყურები უზის ძალიან დაბლა და დიდები უჩანს.. არა ასე არ უნდა იყოს. სურათზე ძალინ ძნელია ძაღლის შეფასება და ამიტომაც თავს ვიკივებ ხოლმე.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 4 2010, 19:58



ესეც ჩემი ძაღლი 9 თვის ასაკში. შემიფასეთ თავის ფორმა თუ შეიძლება newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 4 2010, 20:45

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru ცოტა ხარისხი არ უვარგა 5 წლის წინანდელი სურათებია
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru ლედი და მისი შვილი ლესი
http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 4 2010, 21:52

შვილი რომელია დიდი რომ არის ის ??

პოსტის ავტორი: თენგო Mar 4 2010, 22:02

ლევანა90
ლევან ძაღლი თბილისში გყავს?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Mar 4 2010, 22:26

ხო ეეგ არის

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 4 2010, 23:09

თენგო
ფოთში მყავს .. რატომ?? ისე მერე ზაფხულში ვაპირებ ჩამოყვანას

პოსტის ავტორი: თენგო Mar 4 2010, 23:10

ლევანა90
სურათით რაც ჩანს ჯიშს შეესაბამება,რო ჩამოიყვან გვანახე.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 4 2010, 23:14

თენგო
აუცილებლად მაგის მშობლების სურათებსაც წამოვიღებ ...

პოსტის ავტორი: ნოსო Mar 5 2010, 12:43



newsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: lesi_dato Mar 8 2010, 13:49

ციტატა(მონადირე @ Jun 15 2009, 21:52) *
ახოტნიკ
ჰერცოგი997
შესანიშნავი ფოტოებია! განსაკუთრებით, ჰერცოგ, შენი! თუ შენი ძაღლი და ნადავლია, საერთოდ უმაღლესი რამ არის! სიმართლე გითხრა, კაკაბზე არასდროს მინადირია გიურზას შიშით და ისე კი ძალიან მინდა.



მე მყავს ირლანდიური სეტერი და ქვია ლესიი newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 8 2010, 14:24

lesi_dato
დადე სურატები თუ გაქ newsmile05.gif საბუთებიანია ???

GIGO
ვიცი ო მართლა მაგარი ირლანდიელი გყოლია და ეს ადრეც ვთქვი გთხოვ რა როგორც შეძლებ სურათები დადე რა .. პატივისცემიც ლევანი newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Davitus Mar 15 2010, 05:08

ლევანა90
შენი პოსტები შევაერთე, თორემ უშნოდ იყო ერთმანეთზე მიწყობილი.

დაუდეთ ამ კაცს სურათები... სურათები ვ სტუდიუ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 15 2010, 14:39

ლევანა90
აუცილებლად უნდა გაიცნო ირლანდისტების იმერული კლანი, გიგოს თამადობით. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: GIGO Mar 15 2010, 22:45

რაღაც სურათები მაქვს, ციფრული არა , თუ მოვახერხე დასკანერება დავდებ

პოსტის ავტორი: ბექარი19 Mar 17 2010, 23:05

ესეც ლარგოს ახალი ფოტოები





პოსტის ავტორი: ლევანა90 Mar 18 2010, 13:13

სად არის ეგ ირლანდიური სეტერების იმერული კლანი გურულს არ მიიგებენ ?? ანუ მე newsmile05.gif

პოსტის ავტორი: AlekoN Mar 20 2010, 11:19

ლევანა90

ციტატა(ლევანა90 @ Mar 18 2010, 14:13) *
სად არის ეგ ირლანდიური სეტერების იმერული კლანი გურულს არ მიიგებენ ?? ანუ მე newsmile05.gif

დიდი სიამოვნებით მიგიღებენ!! newsmile027.gif
ლიხსიქითელი უნდა იყო (წარმოშობით მაინც) და წითელი ძაღლის დანახვაზე პულსი უნდა გაგიხშირდეს, სულ ესაა მო თხოვნები. newsmile041.gif newsmile01.gif newsmile01.gif
თანაც მაგრა უჭირთ. newsmile029.gif

პოსტის ავტორი: samo Apr 23 2010, 13:13

გაუმარჯოს მონადირეებს newsmile045.gif newsmile045.gif newsmile045.gif ერთ დროს მეც ვიყავი წითლების ფანი.. 3 წითელი ხულიგანი მყავდა. რათქმა უნდა ერთმანეთის მორიგეობით.. აბა ჩემმა მტერმა გაუდძლოს 3 ირლანდიურ გადარეულს ერთ დროულად newsmile035.gif ყველა რატომგაც და ტრაგიკული ბედის აგმოჩნდა. 1ლს რაგაც ავადმყოფობა შეხვდა და მომიკვდა 10 თვის ასაკში. მეორე 4 წლის იყო რო მომპარეს. მესამე კიდე ამ სეზონის დასასრულისკენ უხსენებელმა (გველმა) დაგესლა კაკაბზე ნადირობისას....

სურატებს ვერ ვდებ ბიჭებო თორე განახებდით ჩემ წითელ ეშმაკებს.. მასწავლეთ რა ვინმემ როგორ უნდა სურათების დადება. წინასწარ მადლობა

პოსტის ავტორი: ჯეკო Apr 23 2010, 13:34

samo pix.ge ზე შედი ატვირტე დააა მორუმისლ ლინკი დააკოპირე აქ სადაც წერ და აიტვირთება

პოსტის ავტორი: samo Apr 23 2010, 14:24

http://www.radikal.ru

ესეც ჩემი უკანასკნელი წითელი ეშმაკი.. უკანასკნელი აღმოჩნდა ეს ნადირობა მისთვის :(:(:(:(

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ამ სუღატში 4 თვისაა ჩემი ბობო

http://www.radikal.ru

http://www.radikal.ru

ესეც ჩაპი 4 წელზე მეტი არ დაგვცალდა ერთად ნადირობა რო მომპარეს :@:@:@:@

http://www.radikal.ru

ჩაპი ცოტა ვერაა ფორმაში ნადირობიდან ახალი დაბრუნებულია newsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gifnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: შუკა Apr 23 2010, 16:45

http://www.radikal.ru
http://www.radikal.ru
ჩემი ლესი პატარა და მუშა.. newsmile029.gif

პოსტის ავტორი: samo Apr 23 2010, 16:48

შუკა რატო არსი შენი ლესი ესეთი დაბალი???? სუფთა სისხლის არ არის?

პოსტის ავტორი: შუკა Apr 23 2010, 21:08

ეს ძაღლი მოიყვანა მეზობლის ბავშვმა აზე არ ვარ საიდან, მაგ დროს კაი ძაღლები მყავდა და არ დამაინტერესდა, გაზარდა ეზოში(კიდე კაი არავინ მოიპარა) გავიდა 3 წელი მოვიდა შაშან სეზონი და ვარ უძაღლოდ (მომიკვდა დრადხაარი ივნისში) არ მევასება სხვისი ძაღლით ნადირობა, ავდექი და ეს დაუგეშავი და მინდორ უნახავი ძაღლი გავიყვანე, 1 გაყვანა ვერაფერი, მეორეზე მწყრის სისსხლი ჩავაწვეთე ცხვირში ცოტა აზე მოვიდა newsmile090.gif მესამეზე გაიხსნა და მანადირა და მანადირა ... დაღლა არ იცის რაა! 5 კაცი გვანადირა ერთხელ! მოტანა იმენა მწყერით ვასწავლე მინდორში, გამომადგა! ადრე არ მევასებოდა ეხლა შვილივით ვზრდი, მწყერი ვაჩვენე , ქათმი, კაკაბი(უთოფოდ) ხოხობი (უთოფოდ) კურდღელსაც დასდევს ოღონდ მციირე მანძილით მოკლედ ივარგა! newsmile027.gif

პოსტის ავტორი: თენგო Apr 24 2010, 19:12

შუკა

ციტატა(nikash4 @ 23rd April 2010 - 22:08) *
კაკაბი(უთოფოდ) ხოხობი (უთოფოდ) კურდღელსაც დასდევს

ნიკუშ, ზოოპარკში გყავდა? : newsmile027.gif newsmile015.gif

ბოდიში ოფისთვის.

პოსტის ავტორი: ლევანა90 Apr 24 2010, 19:30

შუკა
ანუ მაგარი კმაყოფილი ხარ ძაღლით და იქნებ უკეთესი სურათები გვანახო ?? მაგრად მაინთერესებს თან ცოტავართ ირლანდიელების ფანები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Apr 24 2010, 22:14

ციტატა(qarqashadze @ 24th April 2010 - 20:12) *
ციტატა(nikash4 @ 23rd April 2010 - 22:08) *
კაკაბი(უთოფოდ) ხოხობი (უთოფოდ) კურდღელსაც დასდევს

ნიკუშ, ზოოპარკში გყავდა? : newsmile027.gif newsmile015.gif


newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 31 2010, 19:42

http://pix.ge/

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: ლეკი May 31 2010, 20:30

მაგარი ძაღლია ლევან!!! haski.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 31 2010, 22:11

მოკლე ბეწვი აქვს ცოტა

პოსტის ავტორი: BEK_M May 31 2010, 22:22

ჰერცოგი997
სურათში ჩანს ეგრე. ესეთი ლამაზი სეტერი საქართველოში სხვა არ მინახავს

პოსტის ავტორი: ნოსო May 31 2010, 22:23

BEK_M
საქმეც ამაშია არაა ქართული სისხლი newsmile05.gif და იმიტომ არგინახავს newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile05.gif

პოსტის ავტორი: BEK_M May 31 2010, 22:33

ნოსო
ჩუუუუ თორე დაგვიჭერენ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი May 31 2010, 22:36

ბეწვი უნდა ქონდეს, თან ბლომად.. ისე,შეფერილობა კარგი აქვს - მუქი და მბზინავი, ცოტათი თეთრი ლაქა უტეხავს.. თუმცა დასაშვებია.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 May 31 2010, 22:38



ეს ჩემი ძაღლის შვილია

პოსტის ავტორი: ნოსო May 31 2010, 22:38

შადი შამოდი
ბატონო შადიმან newsmile05.gif ამ ძაღლს ბეწვის ცვენა ქონდა( დაავადება) ლეკვობაში და ალბათ იმანაც იმოქმედა.

პოსტის ავტორი: ლევანა90 May 31 2010, 23:01

არაფერს არ უმოქმედია რაც ასაკში შევა ბეწვი უფრი გაეზრდება .. ჯერ 2 წლისაც არაა და ფეხ აწეულიც არ ფსამს newsmile035.gif

ხოლო რაც შეეხება წარმომავლობას ამ ძაღლის დედა უსაბუთო მეგონა არადა უკრაინული სისხლის ყოფილა..

მამაც უკრაინული წარმოშობის იყო სამწუხაროდ ჩემ ძაღლს არააქ საბუთები მაგრამ თუ დედის საბუტები მომცეს დავდებ მაგას ..




GIGO მ დაგვპირდა მგონი სურათებს და იქნებ მოგვაწოდოს როგორმე ,, პატივისცემიტ

http://pix.ge/

პოსტის ავტორი: avtandil jangavadze Jan 19 2011, 01:10

გილოცავთ ყველას ნათლიღებას.
ვინმეს ხო არ ყავს ირლანდიურის ლეკვები ან ხო არ აპირებს დართვას? უკვე მალე ლეკვობის პერიოდი დაიწყება. იქნებ კლუბიდან მიპასუხოს ვინმემ დიდი მადლობელი დაგრჩებით.
ჩემი უფროსი მეგობრისთვის მინდა მთელი ცხოვრება ირლანდიურები ყავს, ბოლოს რაც ყავს უკვე ძალიან დაბერდა და მინდა კარგი ლეკვი ვაჩუქო.
იქნებ დამეხმაროთ, თუნდაც რჩევით.
წინასწარ დიდ მადლობას გიხდით.

პოსტის ავტორი: თენგო Jan 19 2011, 10:07

avtandil jangavadze
შენც გილოცავ,მრავალს დაესწარი!!!!!!!
899 768316 დათო ცხვედიანი.
დაურეკე,შეიძლება რამე იცოდეს მოსალოდნელი დართვების შესახებ,ამჟამად ლეკვები ნამდვილად არ არის(იხილე "დართვები")

სხვა კლუბებს თუ ყავთ რამე საგვარეულოიანი ლეკვები(არა ნაჩალიჩარი საგვარეულოთი) შევეცდები გაგიგო.

ლევანა90

მშვენიერი ექსტერიერის ძაღლია(ეგ თეტრი ლაქა დასაშვებია).შეეცადე მოიძიო მშობლების შაგვარეულო .

პოსტის ავტორი: khmaltevza Jan 19 2011, 17:27

ესეც ჩემი ყოფილი სეტერი რეი. ყოფილი იმიტომ, რომ სოფელში გავუშვი სანადიროდ... საოცრად ენერგიული და აზარტულია. მწყერი თუ არ არის ან არის მაგრამ ცოტა გარბის შორს. მაგრამ თუ კვალს დაადგა შანსი არ არის მწყერი გაუშვას. ნუ რაც სეტერების ნაკლია ძალიან ჯიუტია. ნადირობისას თუ ძალიან მკაცრი შენიშვნა მიეცი გვერდით ამოგიდგება და მხოლოდ დიდი ხვეწნის და ფერების შემდეგ განაგრძობს ნადირობას.
[ url=http://pix.ge/][/url]
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/
http://pix.ge/





ძალიან მომწონს ეს ძაღლი, საქართველოში ასეთი სილამაზის ჯერ არ შემხვედრია. ეს ძაღლი იმყოფება პოლონეთში. როგორც გავიგე იქ ვერ ანადირებენ ქალაქის პირობების გამო. მინდა ჩამოვიყვანო ამ ძაღლის ლეკვი. მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად ინადირებს, იქიდან გამომდინარე რომ მშობლები არ ნადირობენ. აქვს რამე მნიშვნელობა მშობლების "პროფესიას"? რამდენადაც ვფიქრიბ სეტერი ჯიშით მონადირეა და არამგონია რაიმე მნიშვნელობა ქონდეს მშობლებს ანადირებენ თუ არა. მაინტერესებს თქვენი აზრი...

P.S. ეს პოლონელი სეტერი არის პოლონეთის არაერთგზის ჩემპიონი. პატრონმა როგორც მითხრა ძალიან ჭკვიანია!!!

პოსტის ავტორი: თენგო Jan 19 2011, 17:43

khmaltevza

ციტატა(khmaltevza @ 19th January 2011 - 18:27) *
მაინტერესებს თქვენი აზრი, რამდენად ინადირებს, იქიდან გამომდინარე რომ მშობლები არ ნადირობენ. აქვს რამე მნიშვნელობა მშობლების "პროფესიას"?

ეგ პოლონური ძაღლი,ჩემი აზრით,შოუ კლასის არის..თუ ეგრეა დიდი ალბათობით,სადღაც95 პროცენტი,მაგის ლეკვები არ ინადირებენ. თუ ევროპიდან ლეკვის ჩამოყვანის სურვილი და საშუალება გაქვს,გირჩევ იპოვნო მუშა,მონადირე ხაზების ძაღლსაშენი და იქიდან აიყვანო ლეკვი.

პოსტის ავტორი: avtandil jangavadze Jan 20 2011, 19:46

[quote name='თენგო' date='Jan 19 2011, 11:07' post='131248']
avtandil jangavadze
შენც გილოცავ,მრავალს დაესწარი!!!!!!!
899 768316 დათო ცხვედიანი.
დაურეკე,შეიძლება რამე იცოდეს მოსალოდნელი დართვების შესახებ,ამჟამად ლეკვები ნამდვილად არ არის(იხილე "დართვები")

სხვა კლუბებს თუ ყავთ რამე საგვარეულოიანი ლეკვები(არა ნაჩალიჩარი საგვარეულოთი) შევეცდები გაგიგო.



დიდი მადლობა, ბატონ დავითს აუცილებლად დავურეკავ.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 20 2011, 23:56

ის შენი ძაღლი სოფელში რომ გაუშვი მემგონი როგორც სურათზე ჩანს კარგი თავის მოყანილობა აქვს და იდიალური ყურებიც უჩანს, ის პოლონურს კი ცოტა არ იყის მეეჭვება მაგნაირი ურები ლეკვს არ უნდა ქონდეს მითუმეტეს სეტერს აწეულიაქვს მაღლა

პოსტის ავტორი: khmaltevza Jan 21 2011, 00:00

ციტატა(ჰერცოგი997 @ Jan 21 2011, 00:56) *
ის შენი ძაღლი სოფელში რომ გაუშვი მემგონი როგორც სურათზე ჩანს კარგი თავის მოყანილობა აქვს და იდიალური ყურებიც უჩანს, ის პოლონურს კი ცოტა არ იყის მეეჭვება მაგნაირი ურები ლეკვს არ უნდა ქონდეს მითუმეტეს სეტერს აწეულიაქვს მაღლა



არა რაც სურათებია ყველა ჩემი ძაღლის არის. მარტო ვიდეოა პოლინელის newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 21 2011, 00:21


ესეც ჩემი სეტერი ლედი ეს სურათი სადღაც 5 წლის უკან არის გადაღებული, სეტერს უფრო მუქი ფერი უნდა ქონდიეს ვიდრე ღია

პოსტის ავტორი: khmaltevza Jan 21 2011, 00:27

დიახ გეთანხმები და ზუსტად მაგიტომ მომეწონა ეს პოლონელი სეტერი. მუქი ფერი აქ და რაღაც ძლიერი აღნაგობა. მაგრამ სანადიროდ თუ არ გამოდგება მაშინ აზრი არ აქვს. ძაღლი მარტო სილამაზისთვის ცოდოა

პოსტის ავტორი: khmaltevza Jan 21 2011, 03:24



ესეც პოლონელის ლეკვები newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 21 2011, 21:16

ვა ძალიან მაგარი ლეკვებია დედაც ნორმალურია, ჩემი ძაღლის ლეკვები გამახსენდა მათ შემყურე

პოსტის ავტორი: ლევანა90 Jan 21 2011, 21:32

რაც შეეხება ძაღლის ინთელექტს მართლაც ჭკვიანები არიან ,, მაგრამ ჩემი მაგარი ჯიუტია ტუ არ უსჭორდება ნაბიჯს არ გადადგამს

პოსტის ავტორი: khmaltevza Jan 22 2011, 00:06

ჰერცოგი997

ანუ ჩამოყვანაც რომ მოვახერხო ძალიან დიდი შანსია რო არ ინადირებს ხომ?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 22 2011, 00:19

შეიძლება ძალიან მაგრადაც ინადიროს აღზრდაზეც არის, როგორ გაზდი და გენეტიკაც არის ლეკვს უნდა დააინტერესო თავიდანვე ნადირბა და უნდა მოგყვეს ყველაფერში ყოველდღიური შეხება უნდა გქონდეს ლეკვთან და არამგონია, რომ მაგისგან ამის შემდეგ არაფერი გამოვიდეს, მაგრამ გენეტიკა მაინც მთავარი და გადამწყვეტია თუ იმ ლეკვის მშობლები არ დადირობდენ მათი შვილისგან ვარსკვლავების მოწყვეტას ნუ დაელოდები, რის ბევრი მაგალითიც მე პირადად მინახია და ერთია კიდე საქართველოში ირლანდიური სეტერი ძალიან ცოტაა სუფთა სისხლის არადა ძალიან მაგარი ჯიშის ძაღლია, მაგარ პატივს ვცემ ამ ჯიშს დიდი სიამოვნებით ავიყვანდი სუფთა სისხლისას გასაზრდელად ლეკვს პირველ ადგილები ეკავა ამ ჯიშს საველაზეც და გამოფენაზეც მაგრამ ცუდია რომ ამ ბოლო ხანებში აღარ ჩანან

პოსტის ავტორი: khmaltevza Jan 22 2011, 00:25

ზუსტად მაგიტომ გადავეკიდე ამ პოლონელს newsmile035.gif საქართველოში სუფთა სისხლის და კარგი აღნაგობის ირლანდიურები თოთქმის არ არის(ძალიან ცოტაა). არადა მაგრად მიყვარს ეს ჯიში. ნუ სანამ ჩამოსაყვანი თანხა მექნება მანამდე კიდე დიდი დროა და კიდევ ბევრ ვიფიქრებ newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jan 22 2011, 00:32

ჩემი ძაღლის შვილთან ერთად მიწევს ხოლმე ნადირობა ეხლა უკვე 5 წლის არის ძალიან მაგარი ნაბული ძალიან მაგარი მოძრაობები ძალიან მაგრად ნადირობენ მინდორში ძალინ ლამაზი საყურებელია დიდ სიამოვენბას განიჭებს

პოსტის ავტორი: khmaltevza Jan 22 2011, 00:44

კი, ნამდვილად!!! ძალიან ლამაზები, ამაყები, ენერგულები და ერთგულები არიან!!! ჩემი ფავორიტი ძაღლია "RED HUNTER"-ი

და თავიანთი საქმის პროფესიონალები გამომრჩა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jan 23 2011, 20:26

სხვადასხვა ჯიშებში სხვადასხვა ხარისხითაა მუშა და შოუ ხაზები გაყოფილი. განსაკუთრებით მკვეთრად ეს ირლანდიურ სეტერებშია. ამიტომ თუ მუშა ხაზისანი არ არიან ლეკვები, თითქმის გამორიცხულია, მათგან მინდორში რამე სახეირო გამოვიდეს. დიდი ალბათობაა, საერთოდ არ ქონდეს ძებნის ინტერესი, უფრო მეტი ალბათობა, რომ ნაბულზე არ დადგეს.

პოსტის ავტორი: khmaltevza Jan 23 2011, 23:56

შადი შამოდი

გარეგნულად არის რამე განსხვავება? ან მე როგორ გავარკვიო არის თუ არა მუშა კლასის? ხომ შეიძლება მუშა კლასის იყოს და უბრალოდ პატრონი არ ანადირებდეს(იქნებ ამ პოლონელის შემთხვევაშიც იგივე პრობლემაა)? პირადად ამ ძაღლის პატრონს როგორ ვკითხო ამოს შესახებ, იქნებ რამე კონკრეტული მირჩიოთ

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jan 24 2011, 11:15

მაგიტო არსებობს საბუთი და საგვარეულო ნუსხა, სადაც დედ-მამის, ბებუა-ბაბუების და იქითა წინაპრების მონაცემებია და სანამ რამეს გადაწყვეტ, უნდა გამოაგზავნინო და კარგად შეისწავლო. გარეგნულად, ლეკვობაში ყველანი ლამაზები ვართ. newsmile05.gif

პოსტის ავტორი: khmaltevza Jan 24 2011, 17:50

დიდი მადლობა. დაველაპარაკები და საგვარეულო ნუსხას გამოვაგზავნინებ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბექა_ბექა Feb 1 2011, 11:27

გაუმარჯოს ყველას მეც მყავს ირლანდიური ძალიან მაგარია, ერთი რჩევა მჭირდება თბილიში მყავს ბინაში 3 თვის არის და ვერა და ვერ ისწავლა ერთ ადგილას მოსაქმება იქნებ თქვენ იცოდე რამე ხერხი newsmile05.gif წინასწარ მადობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Feb 1 2011, 11:35

QUOTE (ბექა_ბექა @ Feb 1 2011, 12:27) *
გაუმარჯოს ყველას მეც მყავს ირლანდიური ძალიან მაგარია, ერთი რჩევა მჭირდება თბილიში მყავს ბინაში 3 თვის არის და ვერა და ვერ ისწავლა ერთ ადგილას მოსაქმება იქნებ თქვენ იცოდე რამე ხერხი newsmile05.gif წინასწარ მადობა newsmile05.gif



ეგ რასაკვირველია დიდი დისკომფორტია, მაგრამ პრობლემა არაა, 3 თვის ლეკვს ალბათ უკვე აცრებს დაუმთავრებდი, და ეხლა სეირნობა უნდა დააწყებინო, შეეცადე ყოველი ჭამის შემდეგ ეგრევე გაასეირნო, გარეთ რომ მოისაქმებს შეაქე, დაუყვავე, მოეფერე, სახლში ალბათ მაინც წაცდება, მაგრამ არ ცემო, უბრალოდ გაუბრაზდი, როგორც კი შეამჩნევ რომ ლეკვი წრიალს იწყებს რომ ადგილი მოძებნოს მოსაქმებისტვის, ეცადე ფრთხილად, მუცელზე ხელი მოკიდო და გარეთ გასვა, ან იმ ადგილზე სადაც გინდა რომ მოისაქმოს, და ა.შ. ნელ-ნელა, 1-2 თვეში ყველაფერი მოგვარდება, ლეკვიც მიეჩვევა სისუფთავეს და შენც მოისვენებ

პოსტის ავტორი: ბექა_ბექა Feb 1 2011, 11:44

მარტლა დიდი მადლობა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ბექა_ბექა Feb 2 2011, 21:26

სულ 3 ჯერ გავაკეთე ეგრე და უკვე თავის ადგილზე ისაქმებს newsmile05.gif

სულ 3 ჯერ გავაკეთე ეგრე და უკვე თავის ადგილზე ისაქმებს

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Feb 2 2011, 21:33

შეეცადეთ ყოველი ჭამის მერე ეეზოში გაასეირნით და ყველაფერი მოგვარდება შემდეგ თვითონ მიხვდება და თქვენც მიგახვედრებს რომ ეზოში ჩაყვანა უნდა თუ წაცდა რამე ცოტა დატუქსე და გაუჯავრდით ცემა ტყეპა არ ჭირდება რა მე 8 წლის ირლანდიული მყავს და 2 ჯერ ჩადის ეზოში და ამოდის რა ლეკვობის მერე მე მაგნაირი რამე არც მახსოვს ზოგჯერ უბრალოდ ჩადის როც არ უნდოდეს რამე ჩვევაში აქვს უკვე გამჯდარი

პოსტის ავტორი: ბექა_ბექა Feb 3 2011, 19:46

კი ძაან ჩკვიანები არიან

პოსტის ავტორი: ბექა_ბექა Feb 6 2011, 19:39

იქნებ კიდევ დამეხმაროთ, ერთი ჩევევა აქვს ნაჭამიც რო იყოს საჭმელს როცა ჭამს ვინმე არ ასვენებს ზედ ახტება და ყეფს მარტო ჩემია ეგეტი ცელქი თუ ტქვენც ესეტ დღეშიგაგდებდა თ

პოსტის ავტორი: Maverick Feb 7 2011, 11:21

ბექა_ბექა
გაწუწკებულია შენი ლეკვი მეგობარო, ამიტომ დასაჯე
როგორც კი ამოგახტება წინა ორივე თათი დაუჭირე და მაგრამ მოუჭირე ხელი ისე რომ ეტკინოს (ოღონდ არ მოტეხო), და ბრძანება ’’ფუ’’ ერთდროულად, მიხვდება რომ შეხტომისას თათები ტკივა და ასე არ შეიძლება, ამიტომ გადაეჩვევა მაგ სიტუტუცეს newsmile05.gif

თუ მაგან არ უშველა, ისევ წინა თათები დაუჭირე და ’’ფუ’’ ბრძანებასთან ერთად უკანა თათზე დააჭირე ფეხი (ეცადე არც უკანა მოტეხო) ისე რომ ეტკინოს
გადაეჩვევა,რამოდენიმე მცდელობის მერე

პოსტის ავტორი: ბექა_ბექა Feb 8 2011, 22:34

დიდი მადლობა კიდევ newsmile05.gif ოხ ეს მაიმუნი გამაზრდევინაა newsmile035.gif

პოსტის ავტორი: ბექა_ბექა Feb 9 2011, 13:44

ვაიმე კიდევ უნდა შეგაწუხოთ, ბინაში მყავს და გარეთ რო გამომყავს სულ არ მიჯერებს უნდა დავიჭირო რო ჩემთან მოვიდეს :( იქნებ მითხრათ ბრძანება ჩემტან როგორ ვასწავლო??

პოსტის ავტორი: Maverick Feb 9 2011, 16:08

ბრძანება ''ჩემთან'' ბინაშივე შეგეძლო გესწავლებინა, ეხლა მოიქეცი შემდეგნაირად, რაიმე სასუსნავი ყოველთვის გქონდეს ჯიბეში, ოღნდ კორმი ან ისეთი რასაც ხშირად ჭამს არა, მაგალითად უმარილო ყველის ნაჭერი, უმი უცხიმო საქონლის ხორცი, ან მოხარშული უცხიმო სოსისი(სასკოლო ან რძიანი ) newsmile05.gif newsmile035.gif
ბრძანებაზე ''ჩემთან'' რომ მოვა მიაწოდე სასუსნავი და ა.შ., გაწუწკდეს, მიხვდეს რომ ამ ბრძანებას შედეგ ყოველთვის პირის ჩასატკბარუნებელი მოყვება ხოლმე, და შენი ლეკვიც მიეჩვევა




პოსტის ავტორი: ბექა_ბექა Feb 9 2011, 16:28

ვაიმე მადლობა დრათხარი გაუზარდე ბიძაჩემს ესეტი ცელქი არტ ყოფლა არ მეგონა სეტერი ესეტი ცელქი

პოსტის ავტორი: ბექა_ბექა Mar 1 2011, 15:11

4 თვის არის სეზონზე მწყრის ბუბული შევუნახე და იმას ნაბულს უკეთებს ვიდეოა განახებთ და მაინტერესებს მწყრები რო ვუყიდო და ვავარჯიშო ახლოივე მინდორია პატარა შინაურ მწყერს სხვა სუნი ხო არააქვს? არ გამიფუჩდეს მეშინია

პოსტის ავტორი: ლეკი Mar 1 2011, 21:12

შინაურ(ფერმის) მწყერზე არ მიაჩვიო გაგიფუჭდება ძაღლი... სუნიც სხვა აქვს...

პოსტის ავტორი: ბექა_ბექა Mar 8 2011, 11:54

ვიდეო როგორ ავტვირთო მასწავლეთ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Mar 8 2011, 16:39

ვიდეო ჯერ Youtube-ზე ატვირთე და მერე მყევი ინსტრუქციას
http://forum.ochopintre.ge/index.php?showtopic=10

პოსტის ავტორი: monadire -1981 Apr 13 2011, 18:35

გამარჯობატ ყველას,,ირლანდიური სეტერი,ბევრ რამეს გვეუბნება ყველა მონადირეს ეს არაცჰავეულებრივი წიტური სჰეფერილობის უნიკალური ჯისშის დზაგლი,სამწუხაროდ ცჰემი გულის ტკივილი უნა გამოვხატო ამ ჯისჰტან დაკავსჰირებიტ,ადრე უფრო გავრცელებული იყო ეგ ჯისჰი სუფტა სისხლები ყავდატ,მერე და მერე რატო სჰურიეს ესე ამ ლამზ სისხლსჰი სხვა ჯისჰები ვერ გავიგე,რა არა მოეწონატ სფტა ირლანდიურის მუსჰაობასში.დზაგლი რომელიც წყლიდან აპორტირებას უნიკალურად ასრულებს ნაბული ხო არცჰვეულებრივი,მიახლოებიტ ნაბიჯები ეგრედ წოდებული პატიასშკა,ეხლა კი ამ ლამზმა ჯისჰმა საქარტველოსში ტიტო ოროლა ეგზემპლიარი ტუგა სშემორცჰენილი სუფტა სიხლების,დანარცჰენი რაც კი მინახია სჰემხვედრია ყველა სჰერეული იყო,ზოგი მიმტკიცებდა ტავსი სისუფტავეზე მაგრამ არ ვედავებოდი იმასჰი რომ ტუ რა დანასჰაული ქონდა ირლადიური სეტერის მიმარტ უცოდინრობიტ რო სისხლს უკარგავენ ზოგიერტები, მარტლაც რომ დზლიერია და დიდი სურვილი მაქვს რო ეგეტი წმინდა სისხლის წიტური ირლანდიური მყავდეს,მაგრამ საიდან vava.gif ტუ ვინემს ქყავტ გაუფრტხილდიტ დზალიან დზლიერიააა ეგ ჯისჰი,გაიხარეტ.

პოსტის ავტორი: temo.p Apr 13 2011, 22:16

ვიცით ვიცით ძმა გაიხარე

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Apr 13 2011, 22:30

ამ ფორუმზე მარტო 3 კაცვ გვყავს ირლანდიულრი მართლა მაგარი ჯიშის ძაღლებია და მაგარი ჭკვიანები თითქმის ერთნაირები არიან ინგლისურები და ირლანდიურები ხასიათით და ნადირობის სტილით მა მაგარ პატივს ვცემ ირლანდიურ სეტერს

პოსტის ავტორი: GIGO Apr 14 2011, 21:03

ციტატა(ჰერცოგი997 @ Apr 13 2011, 23:30) *
ამ ფორუმზე მარტო 3 კაცვ გვყავს ირლანდიულრი მართლა მაგარი ჯიშის ძაღლებია და მაგარი ჭკვიანები თითქმის ერთნაირები არიან ინგლისურები და ირლანდიურები ხასიათით და ნადირობის სტილით მა მაგარ პატივს ვცემ ირლანდიურ სეტერს


ინგლისური და ირლანდიული რადიკალურად განსხვავებული ჯიშებია განსაკუთრებით ნადირობის სტილით და ხასიათითაც.

პოსტის ავტორი: kupra Apr 19 2011, 08:06

დზაან მომცონს ვიზუალურად ეს დზაგლები

dastur.gif

პოსტის ავტორი: ლევანა90 Apr 30 2011, 23:53

kupra
ვიზუალურად და მუშაობაშიც ძალიან მაგარია იმ ადგიოლებსი სადაც ძირითადად ჭაობის ფრინველია , როგორც ზემოთ აღნიშნეს წყლიდან აპორტირების უბადლო შემსრულებელია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: kupra May 1 2011, 03:32

ლევანა90 ეგ ტავისტავად მეგობარო.

newsmile045.gif

და საერტოდ ყაავთ მუშა სისხლები საბუტიანები რაგაც დზაან ცოტა გვხვდებიან გინდა გამოპენაზე და გინდა ნადირობაში არადა დზაან მომცონს მე ტვიტონ ეგ ჯიში?

პოსტის ავტორი: temo.p Jun 4 2011, 20:57

ერთი რამ მაინტერესებს შოტლანდიურ სეტერებს ყნოსვა ლავერაკებზე კარგი აქვს თუ ლავერაკი ჯობნის

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 4 2011, 23:31

საღოლ მაგარი კითხვაა ამასი ჯერ მოფიქრება არ გინდა, რომ ასეთი კითხვა დასვა და მერე პასუხის გაცემა შეძლო

პოსტის ავტორი: temo.p Jun 5 2011, 08:19

ციტატა(ჰერცოგი997 @ Jun 5 2011, 00:31) *
საღოლ მაგარი კითხვაა ამასი ჯერ მოფიქრება არ გინდა, რომ ასეთი კითხვა დასვა და მერე პასუხის გაცემა შეძლო

newsmile05.gif არა მე მართლა მაინტერესებს რამდენი ხანია ვფიქრობ და ვინმემ იცის ნეტა ამის პასუხი?მემგონი მართლა კაი კითხვაა


პოსტის ავტორი: khmaltevza Jun 5 2011, 13:48

temo.p მაგის პასუხი არ არსებობს newsmile035.gif

პოსტის ავტორი: temo.p Jun 5 2011, 14:45

არა?ეხლა რა არის იცი?სეტერებს ყველას თავისი სტილი აქვთ,თავისი მანერა და ზოგი ერთის გულისთვის ირჩევს ამა თუ იმ ძაღლს, ზოგი მეორის გულისთვის ხო და მე ეგ კითხვა დამებადა რომელს აქვს ზუსტი და უკეტესი ყნოსვა?არ არსებობს ამის პასუხი რო არ არსებობდეს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 5 2011, 16:00

temo.p
მე ვფიქრობ რომ მაგ კითხვაზე კონკრეტული პასუხის გაცემა ძნელია, იმიტომ რო არ არსებობს ორი სრულიად იდენტური ძაღლი.. რომელი ჯობია ყნოსვით? გააჩნია ძაღლს, გაზრდას, წარმომავლობას და ზოგადად ბევრ რამეზეა ეს დამოკიდებული.. შეიძლება ერთ დღეს გორდონმა აჯობოს მეორე დღეს კი ლავერაკს ერგოს პირველობა.. მე ასე ვფიქრობ.. ach.gif

პოსტის ავტორი: temo.p Jun 5 2011, 18:41

რავიცი რავიცი

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jun 5 2011, 21:35

ყნოსვა არ არის იმ ამბის განმსაზღვრელი, კონკრეტულად რომელი უფრო მაგარი მონადირეა. ეს ჯერ ერთი! მეორე: საქმე ეხება არა ზოგადად ჯიშს, არამედ ამ ჯიშთან დაკავშირებულ მოცემულობას სწორედაც რომ აქ, საქართველოში და სწორედაც რომ დღეს, ახლა. ასე თუ განვიხილავთ ამ საკითხს, პასუხი არსებობს - დღეს საქართველოში ინგლისური სეტერი პრიორიტეტული ჯიშია სხვა სეტერებთან შედარებით. სხვათა შორის, დღეს რუსეთშიც იგივე სურათია, როცა 10-12 წლის წინ იქ ირლანდიურები თითქმის ყველა შეჯიბრებას იგებდნენ.

პოსტის ავტორი: temo.p Jun 5 2011, 22:02

ანუ იმის თქმა გინდა რო ჩვენთან კარგი ირლანდიურები არაა ხო?

პოსტის ავტორი: შადი შამოდი Jun 5 2011, 22:12

შედარებით-მეთქი, კითხვაც ხო ეგრე დაისვა. ოღონდ ახლა,დღეს და აქ. ხვალ რა იქნება, ხვალ გამოჩნდება.

პოსტის ავტორი: ლეკი Jun 5 2011, 22:26

temo.p
როგორც მახსოვს შენ ირლანდიურზე კი არა შოტლანდიურ სეტერზე იკითხე.. არაა???

ციტატა(temo.p @ Jun 4 2011, 21:57) *
ერთი რამ მაინტერესებს შოტლანდიურ სეტერებს ყნოსვა ლავერაკებზე კარგი აქვს თუ ლავერაკი ჯობნის


პოსტის ავტორი: temo.p Jun 6 2011, 10:46

ნუ საერთოდ მაინტერესებდა რა სეტერებზე.იმიტო რო სეტერების ბევრი სახეობაა და რომელია უკეთესი როგორც ჩანს ეგრე დაზუსტებით ვერ გავიგებთ

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jun 6 2011, 15:38

მაგრად გაოფთა ეს თემე

პოსტის ავტორი: temo.p Jun 29 2011, 11:16

http://pix.ge/

ბიდზაშვილმა მოიყვანა ეხლა ბათუმიდან.ერთი თვისაა

პოსტის ავტორი: kupra Jun 29 2011, 12:40

ციტატა(temo.p @ Jun 4 2011, 21:57) *
ერთი რამ მაინტერესებს შოტლანდიურ სეტერებს ყნოსვა ლავერაკებზე კარგი აქვს თუ ლავერაკი ჯობნის

უ კაჟდავა აბრამა იეს სვაიო პრაგრამა. newsmile035.gif

პოსტის ავტორი: misha17 Jun 29 2011, 12:47

სამთავე სეტერები დიდი ბრიტანეთიდანაა წარმოშობილი ,ინგლისი , ირლანდია და შოტლანდია რაც შეეხება ყნოსვა მაგით ვერ განისაზღვრება რომელს უფრო უკეთესი აქვს ეს უფრო მეტად გენეტიკაზე და ძაღლის პატრონზეა დამოკიდებული თუ როგორ დაგეშავს და როგორ ნადირობს ძაღლთან, ამ სამ ძაღლში განსხვავება არის ძებნის მანერები და სანადირო პირობები და კლიმატი რაც შეეხება ლავერაკს რომ საქართველოში უფრო პოპურალურია მასე ვერ განსაზღრავ პოპულარურობა შეიძლება განისაზღვროს ფრინველზე ნადირობაში თუ რა ფრინველზე და რა კლიმატურ პირობებში ნადირობ. გორდონი და ირლანდიური უფრო ამტანი ძაღლები არიან ნებისმიერ სანადირო პირობებში ვიდრე ინგლისური და პირიქით, ამიტომ ყველა ძაღლი რომელსაც კარგი პატრონი ყავს ყველანი კარგია.

პოსტის ავტორი: temo.p Jun 29 2011, 17:00

ციტატა(kupra @ Jun 29 2011, 13:40) *
უ კაჟდავა აბრამა იეს სვაიო პრაგრამა. newsmile035.gif

ეგ კაი იყო newsmile090.gif

პოსტის ავტორი: kupra Jun 30 2011, 00:12

ძაან მომწონს ირლანდიური სეტერი მე და წელს ერთი ძაღლიც ვერ ვნახე გამოფენაზე და ძაან მეწყინა. vava.gif

პოსტის ავტორი: tengomengo Jul 2 2011, 09:40

წელს თითქმის ყველა ჯიში იყო გამოყვანილი ირლანდიურის გარდა :( :(

პოსტის ავტორი: kupra Jul 2 2011, 11:27

არადა ყველაზე მაგრა ირლანდიური მომწონს. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: kupra Jul 2 2011, 13:48

რატო გადაჯიშდა ჩვენსკენ ეს ჯიში?

პოსტის ავტორი: ლეკი Jul 2 2011, 14:48

ნაკლებად არის ყურადღების ეპიცენტრში...

პოსტის ავტორი: kupra Jul 2 2011, 18:57

ციტატა(ლეკი @ Jul 2 2011, 15:48) *
ნაკლებად არის ყურადღების ეპიცენტრში...

ცუდია ცუდი newsmile058.gif

პოსტის ავტორი: senpai Jul 6 2011, 15:18

ნათესავს ჰყავს newsmile05.gif))) newsmile027.gif

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Jul 6 2011, 15:34

senpai
რა ყავს ნათესავს სუფთა სისხლი ირლანდიური საბუთებით იქნებ დადო სურათები

პოსტის ავტორი: beqa15 Oct 14 2011, 02:09

ესეც მია ჩემი წითელი გოგო მეორე ლაიკაა უერტმანეტოდ ვერ ძლებენ D.gif
http://pix.ge/ http://pix.ge/
http://pix.ge/ http://pix.ge/
http://pix.ge/

პოსტის ავტორი: kupra Oct 14 2011, 11:39

beqa15 საბუთებით არის სეტერი?

პოსტის ავტორი: beqa15 Oct 14 2011, 17:01


beqa15 საბუთებით არის სეტერი?

არა როგორც ვიცი ამის დედას აქვს საბუთები მამას არა

პოსტის ავტორი: cin300 Nov 3 2011, 14:29

გამარჯობათ ხალხო,მე ინგლისური სეტერის მოყვარული კაცი ვარ და მყავს კიდეც 5 თვის ლეკვი,მაგრამ ჩემმა მეგობარმა დამპირდა თავისი ირლანდიურის ლეკვი(რომელირაცა ამბობს თემაში, გლდანში ყავს ერთსო და მემგონი სწოერდ რომ ჩემს მეგობარზეა საუბარი,იმიტომ რომ მართლა მაგარი ლამაზი ძაღლი ყავს და გლდანელია თანაც მიშკა გელაშვილი)მე ამ ძაღლის აყვანა პირველ რიგში,მისი წყლის სიყვარულის გამო მინდა(მეუბნებიან რომ ინგლისურთან შედარებით უფრო მოყვარულები არიანო წყლის და იხვზე დაისვენებო).საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ინგლისურზე,მაგარს ნადირობდა ჩემი პირველი ძაღლი ჯინა მინდორში,მაგრამ წყალი მაინცდამაინც არ მოწონდა.ეს ეხლა რომელიც მყავს ჯერ ლეკვია და არ ვიცი რას იზამს,თანაც დამეთანხმებით რომ კარგ ირლანდიურს რომ გაჩუქებს ვინმე ვერ იტყვი უარს,რახან ინგლისური გყავს ჯერ გასაზრდელი. რათქმაუნდა სილამაზითაც ძალიან მომწონს.ჩემი მომავალი ლეკვის დედის სურათებს ვეცდები რომ დავდო,მაგრამ მანამდე რახან თქვენ თემაში შემოვიჭერი,ძალიან გთხოვთ მომწეროდ მისი დადებითი მხარეები,რადგან ორი ასევთქვათ სხვადასხვა სეტერის პატრონი უნდა გავხდე.რითი განვასხვავება ინგლისურისგან ნადირობაში?როგორი მიდგომა უნდა გაზრდაში?(ინგლისურს მაგალითად ჩემი დაკვირვებით არ უნდა მიუდგე მკაცრი გაზრდით მისი ჯიუტი ხასიათის გამო შეიძლება სულ გააფუჭო)ინგლისურში ასე თუ ისე გარკვეული ვარ,ეხლაც ვზრდი ერთს და რაც შეეხება ირლანდიურს მაგარი დილეტანტი ვარ მაგაში და თქვენი ყოველი აზრი ჩემთვის ნამდვილად გამოსადეგი იქნება.რადასლოვნობაზე ჯერ არაფერი ვიცი,მაგრამ მაგარ ხვადზე რომ აპირებენ დართვას ეგ ნადვილად ვიცი.მაგასაც კარგად გავარკვევ და დავწერ აუცილებლად.ძაღლის წარმოშობა,პროპორცია და ასეთი რამეები არ მინდა წავიკითხე უკვე გუგლში და მაგიტომ ვამბობ,უბრალოდ პრაქტიკაში მაინტერესებს.ძალიან შემაშიანა რაღაც თოფის ხმაზე შიშის წერილებმა ფორუმზე.მე ყველა ძაღლი რაც მყოლია ერთი და იგივე მეთოდით შევაჩვიე თოფის ხმას და რა?მაგას რამე განსაკუთრებული რამე სჭირდება?გთხოვთ გამოცდილ ირლანდისტებს მირჩიოთ და გამაზრდევინოთ კარგი მონადირე ძაღლი

პოსტის ავტორი: kupra Nov 5 2011, 21:19

http://pix.ge/

კრასატა...

პოსტის ავტორი: kupra Nov 6 2011, 13:38

[url="http://pix.ge/"][/url

ნამეტანი გადაჯიშდა ჩვენსკენ ეს ჯიში და გული მწყდება.

პოსტის ავტორი: EAGLES EYE Nov 6 2011, 15:26

ციტატა(kupra @ Nov 6 2011, 14:38) *
[url="http://pix.ge/"][/url

ნამეტანი გადაჯიშდა ჩვენსკენ ეს ჯიში და გული მწყდება.

ყველას მოგესალმებით!

ციტატა(lashak @ 6th November 2011 - 14:38) *
ნამეტანი გადაჯიშდა ჩვენსკენ ეს ჯიში და გული მწყდება.

kupra
მეც ეგრე მგონია ძმობილო, ძალიან შემცირდა ეს ჯიში ჩვენტან, კონტინენტურებმა "დაჩაგრეს"

პოსტის ავტორი: შუკა Nov 7 2011, 13:24

ისე საინტერესოა რატომ შემცირდა ირლანდიური და არა ინგლისური..
არადა დიდი განსხვავება არა ამ ორ ჯიშში.. ach.gif

პოსტის ავტორი: Davitus Nov 7 2011, 15:07

შუკა

ვიზუალს ანიჭებენ დიდ უპირატესობას, პლიუს მაინც ინგლისურია და არა ირლანდიური newsmile05.gif

პოსტის ავტორი: გოგა Nov 7 2011, 15:08

ციტატა(Davitus @ 7th November 2011 - 16:07) *
ვიზუალს ანიჭებენ დიდ უპირატესობას

და მუშაობის სტილსაც newsmile045.gif

პოსტის ავტორი: EAGLES EYE Nov 7 2011, 16:07

ჩემი აზრით ინგლისურსა და ირლანდიურს შორის საკმაო განსხვავებაა,ვიზუალშიც, მუშაობის სტილშიც, ყნოსვაშიც და კიდევ ზოგიერთ რამეში, უხეშად რომ ვთქვაღ ლავერაკი ქარიშხალია და ირლანდიური ნიავი. და კიდევ "საუბრები კოცონთან" რომელიღაც გადაცემაში ყავდათ ექსპერტ-კინოლოგი რომელმაც განაცხადა რომ, ირლანდიურს ძალიან მერყევი ფსიქიკა აქვს და ნაბულზე დგომისას კუდს აქიცინებს, და მაგანაც გამოიწვია შემცირებაო და მე ვეთანხმები...

პოსტის ავტორი: buka Nov 7 2011, 20:55

ციტატა(EAGLES EYE @ Nov 7 2011, 17:07) *
ჩემი აზრით ინგლისურსა და ირლანდიურს შორის საკმაო განსხვავებაა,ვიზუალშიც, მუშაობის სტილშიც, ყნოსვაშიც და კიდევ ზოგიერთ რამეში, უხეშად რომ ვთქვაღ ლავერაკი ქარიშხალია და ირლანდიური ნიავი. და კიდევ "საუბრები კოცონთან" რომელიღაც გადაცემაში ყავდათ ექსპერტ-კინოლოგი რომელმაც განაცხადა რომ, ირლანდიურს ძალიან მერყევი ფსიქიკა აქვს და ნაბულზე დგომისას კუდს აქიცინებს, და მაგანაც გამოიწვია შემცირებაო და მე ვეთანხმები...
შენი აზრით ნაბულზე რომ კუდს აქიცინებს მაგისმ გამო შემცირდა?? newsmile090.gif ექსპერტ-კინოლოგს ხომ არ უტქვია მერყევი ფსიქიკა რას ნიშნავს, newsmile056 (1).gif newsmile056 (1).gif თქვენი რაზე ეთანხმებით კუდს რომ აქიცინებს ნაბულზე თუ მერყევი ფსიქიკა რომ აქვს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: gsx Nov 7 2011, 21:56

ალბათ ამ კაცს იმის თქმა უნდოდა რო კუდს რო აქიცინებსო ეგ სუსტი ფსიქიკის ნიშანიაო თორე ნაბულის დროს გინდა კუდი აქიცინოს და გინდა ცალი თვალი დახუჭოს D.gif ისე ინგლისურთან შედარებიტ მეტად ცანცარა კია მართლა და ვერ გადავწყვიტე ავიყვანო ეგეც და ირლანდიური და ინგლისური მყავდეს თუ გორდონი ავიყვანო.... უბრალოდ ირლანდიურს ძალიან მაგარი მშობლების ძაღლს მჩუქნიან და არვიცი რა ვქნა....

პოსტის ავტორი: dato 85 Nov 8 2011, 06:06

განსხვავება ძაან დიდია... უფრო მეტიც, კურცხაარსა და დრათხარს უფრო მეტი აქვს საერთოდ ვიდრე ამ ორ ძაღლს.

აბსოლიტურად განსხავებული ძაღლია ინგლისურისგან. სტილი, მანერა, ხასიათი... არც არაფრით ჩამორჩება ინგლისურ სეტერს. ცუდი ეგზემპლარი კიდე ყველა ჯიშში შეზლება იყოს.
მაგრამ აი ეს "სუსუტი ფსიქიკა" ცოტა გაუგებრატი ტერმინია... და საერთოდ ჯიშზე არ ითქმის, უფრო კონკრეტულ ინდივიდებზე. ცუდი, გაუწონასწორებელი ფსიქიკა შეიძლება ნებისმიერ ძაღლს ქონდეს, რაც ხშირად არა სწორი სელექციის ბრალია.
საერთოდ ჩემი პირველი ძაღლი ირლადიური სეტერია, მაგით დავიწყეთ ნადირობა...
საქრთველოში ადრე ბევრიც იყო, თუმცა სააველებზე მაინც ნაკლებად აქტიურობდენ.
ყავთ ევროპაში და ამერიკაში სუფთა სანდირო ხაზები, თუ ვნახე ისევ ეგ საიტები დავდებ.

პოსტის ავტორი: gsx Nov 8 2011, 19:34

ცალკეულ ინდივიდებს ახასიათებს მართალია მაგრამ ალბათობაა დიდი შედარებიტ ვიდრე ინგლისურში. ისე კი ნადირობის ტექნიკით ინგლისურს ვერ შეედრება მაგრამ ბევრად ძლიერია ფიზიკურად.

პოსტის ავტორი: EAGLES EYE Nov 8 2011, 22:17

gsx სწორად მიხვდი! გორდონს გირჩევ ირლანდიურთან შედარებით!

ციტატა(dato 85 @ 8th November 2011 - 07:06) *
მაგრამ აი ეს "სუსუტი ფსიქიკა" ცოტა გაუგებრატი ტერმინია..

ციტატა(tovlis jajua varr @ 7th November 2011 - 21:55) *
თქვენი რაზე ეთანხმებით კუდს რომ აქიცინებს ნაბულზე თუ მერყევი ფსიქიკა რომ აქვს

dato 85
buka
მე ორივე შემთხვევაში ვეთანხმები მაგ კაცს, რადგან ერთი მეორისგან გამომდინარეობს!!სუსტი ფსიქიკა უხეშად რომ ვთქვათ, არის უმნიშვნელო გამაღიზიანებელზე რეაგირების მოხდენა, გამაღიზიანებელი ამ შემთხვევაში ფრინველია, და ამ გამაღიზიანებლის მოქმედებაზე(მაგალითად გარბენა ფრინველის, როცა ძაღლი ნაბულზეა), ძაღლის რეაგირება(კუდის ქიცინი), ამას იწვევს სუსტი, მერყევი ფსიქიკა რაც ჯიშს ახასიათებს(ირლანდიურს). წარმოგიდგენიათ პოინტერი ან სეტერი ნაბულზე და კუდის უმნიშვნელო რხევა, რა "მოუვა" ასეთ ძაღლს საველეზე????? newsmile019.gif

პოსტის ავტორი: kupra Nov 9 2011, 00:56

კაი რა თუ ძმები ხართ რა სხვის ომში ყველა ბრძენია მე გეტყვით რა კაი სისხლი აღარაა და ეგაა......

და ვიღაცეები ნუ იბრალებთ მოცოდნეობას

newsmile042.gif newsmile042.gif newsmile042.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 9 2011, 09:29

QUOTE (kupra @ Nov 9 2011, 01:56) *
მე გეტყვით რა კაი სისხლი აღარაა და ეგაა......

dastur.gif დავამატებ, საქართველოში არსებული სისხლებიდან 70% სროლის თანდაყოლილი შიში აქვს, ეს კიდევ უსაშველოდ დიდი ნაკლია

პოსტის ავტორი: T A M P L I E R Nov 9 2011, 09:58

Maverick
გიას ჰყავდა ზუსტად ეგეთი

პოსტის ავტორი: dato 85 Nov 10 2011, 20:15

EAGLES EYE
მე ორივე შემთხვევაში ვეთანხმები მაგ კაცს, რადგან ერთი მეორისგან გამომდინარეობს!!

როგორ გეკადრებათ, ეს აბსოლიტურად განსხავებული რამეა... ეს სტილია ირლდ. სეტერის.
კუდი ქიცინი მე ისეთ აზარტულ პონტერზეც მინახია (II ხარიხსი დიპლომიცკი ქონდა მგონი) რომ მიკვირდა... სხვლა და ძებნა საკმაოდ კარგი ქონდა მაგრამ, აი ნაბულზე "პროპელერვით" იქნევდა კუდს.
კურცხარებშიც ბევრიაკ კუდის ქიცინი და დრათხარებშიც... გორდონიკი კი იქნევს კუდის წვერს... მაგრამ ეს სულაც არ მეტყველბს რომ ძაღლს "ცუდი" ანუ ზედმატდ არგზნებადი და ზედმატდ მშიშარა ფსიქიკა ქონდათ.

მე ორი ირალნდიური მაყვდა, დედას საოცარდ დაძაბული და ელეგანტური ნაბული ქონდა, ხოლო მის ლეკვს რომელიც ეხლა 7 წლის არის, მან კუდის ქიცინი ამ ბოლო დროს დაიწყო, ლეკვობაში და გეშვის დორს ძაალიანაც გასწორებული ქონდა.

ეგ ძაღლები საქრთველოშიც და რუსეთშიც არა სწორი სელეციის გამო დაკნინდა, თორე არავისზე ნაკლები პოტენციალი არ არქვს, გორდენზე სწრაფადც კი ეძებს.

პოსტის ავტორი: kupra Nov 10 2011, 20:41

ციტატა(dato 85 @ Nov 10 2011, 21:15) *
EAGLES EYE
მე ორივე შემთხვევაში ვეთანხმები მაგ კაცს, რადგან ერთი მეორისგან გამომდინარეობს!!

როგორ გეკადრებათ, ეს აბსოლიტურად განსხავებული რამეა... ეს სტილია ირლდ. სეტერის.
კუდი ქიცინი მე ისეთ აზარტულ პონტერზეც მინახია (II ხარიხსი დიპლომიცკი ქონდა მგონი) რომ მიკვირდა... სხვლა და ძებნა საკმაოდ კარგი ქონდა მაგრამ, აი ნაბულზე "პროპელერვით" იქნევდა კუდს.
კურცხარებშიც ბევრიაკ კუდის ქიცინი და დრათხარებშიც... გორდონიკი კი იქნევს კუდის წვერს... მაგრამ ეს სულაც არ მეტყველბს რომ ძაღლს "ცუდი" ანუ ზედმატდ არგზნებადი და ზედმატდ მშიშარა ფსიქიკა ქონდათ.

მე ორი ირალნდიური მაყვდა, დედას საოცარდ დაძაბული და ელეგანტური ნაბული ქონდა, ხოლო მის ლეკვს რომელიც ეხლა 7 წლის არის, მან კუდის ქიცინი ამ ბოლო დროს დაიწყო, ლეკვობაში და გეშვის დორს ძაალიანაც გასწორებული ქონდა.

ეგ ძაღლები საქრთველოშიც და რუსეთშიც არა სწორი სელეციის გამო დაკნინდა, თორე არავისზე ნაკლები პოტენციალი არ არქვს, გორდენზე სწრაფადც კი ეძებს.

vetanxmebi.gif

პოსტის ავტორი: dato 85 Nov 12 2011, 20:21

აი ძმებო ფრანგული კლუბი

http://redclub-france.com/default.aspx

ნახეთ რა კარგი ძაღლები ყავთ... ვინ თქვა ვერ ქაჩავენო.

აქვს ამ ძაღლს პოტენციალი და არაცერთ სეტერზეა ნაკლები. კარგი ბუდობიდან აყვანილი ლეკვი შესანიშნავად ინადირებს საქრთველოში, გინდ დასავლეთში გინდ აღმოსავლეთში.

პოსტის ავტორი: kupra Nov 13 2011, 19:05

dato 85 მეც მაგას არ ვიძახი. newsmile027.gif

პოსტის ავტორი: beqa15 Dec 27 2011, 11:13

ციტატა(ჰერცოგი997 @ Mar 2 2010, 19:51) *
უფ გაიხარეთ ამ ჯიშსაც ერხევა ნელნელა აქ მარტო 2 კაცს გვყავს


მესამე მე ვარ newsmile05.gif

პოსტის ავტორი: beqa15 Dec 27 2011, 11:30

ძალიან ჭკვიანი და კარგი მონადირე newsmile05.gif მია

http://imageshack.us/photo/my-images/706/240420111845.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/684/240420111862.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/401/260820113044.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/341/260820113048.jpg/

http://imageshack.us/photo/my-images/690/270220111266.jpg/

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Dec 27 2011, 11:44

ლევანამ დაკარგა თავისი ლარგოო და რამე ხომ არ გაგიგიათ?

მაგარ ცუდ დღეში არიან ირლანდიურები რა

პოსტის ავტორი: EAGLES EYE Jan 5 2012, 13:39

dato 85 რა არის ირლანდიურის სტილი, კუდის ქიცინი ნაბულზე?! newsmile045.gif ეს მხოლოდდამხოლოდ მის სუსტ ფსიქიკაზე მეტყველებს. და პოინტერს რატომ ადარებთ ირლანდიურს?!პოინტერი , თუნდაც კურცჰაარი კუდს ნაბულზე დადგომამდე აქიცინებს ოდნავ,არცერთ ნაბულზე მდგომ კუდის ქიცინის მქონე პოინტერს არ ექნება არანაირი ხარისხის დიპლომი!!
მე ირლანდიურის არანაირი წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით 2 სეზონი მაგ ძაღლით ვინადირე და კარგი იყო,აქ ვირაცამ იკითხა რატოა ცოტაო, და რამოდენიმე მიზეზი ჩამოვაყალიბე! და ერთ-ერთი სწორედ არამყარი ნაბულია. !

პოსტის ავტორი: iason Jan 5 2012, 22:26

რუსულ საიტზე მაქვს წაკითხული, კომპეტენტური ადამიანის პასუხი ირლანდიურ სეტერთან დაკავშირებით,რუსეთშიც მცირეა მათი რაოდენობა და ბრალს ამაში არასწორ სელექციას სდებს.....

პოსტის ავტორი: EAGLES EYE Jan 5 2012, 22:30

iason
კიბატონო ერთერთი მიზეზი ეგეცაა

პოსტის ავტორი: iason Jan 5 2012, 22:40

http://www.setter.ru/articles/is_in_russia.htm ეს ლინკი რუსული საიტიდან არის ირლანდიურებს შეეხება..საინტერესოა.

პოსტის ავტორი: beqa15 Jul 30 2012, 19:28

http://pix.ge/
http://pix.ge/

ესეც მია )))

პოსტის ავტორი: Irish Aug 9 2012, 12:29

5 წლის ''ბოის'' ესაჭიროება შესაფერისი მანდილოსანი... დაინტერესებულები დამიკავშირდით 597 74 04 79
http://postimage.org/image/iqwjymapz/

პოსტის ავტორი: Irish Aug 9 2012, 12:38

ციტატა(cin300 @ Nov 3 2011, 15:29) *
გამარჯობათ ხალხო,მე ინგლისური სეტერის მოყვარული კაცი ვარ და მყავს კიდეც 5 თვის ლეკვი,მაგრამ ჩემმა მეგობარმა დამპირდა თავისი ირლანდიურის ლეკვი(რომელირაცა ამბობს თემაში, გლდანში ყავს ერთსო და მემგონი სწოერდ რომ ჩემს მეგობარზეა საუბარი,იმიტომ რომ მართლა მაგარი ლამაზი ძაღლი ყავს და გლდანელია თანაც მიშკა გელაშვილი)მე ამ ძაღლის აყვანა პირველ რიგში,მისი წყლის სიყვარულის გამო მინდა(მეუბნებიან რომ ინგლისურთან შედარებით უფრო მოყვარულები არიანო წყლის და იხვზე დაისვენებო).საკმაოდ დიდი გამოცდილება მაქვს ინგლისურზე,მაგარს ნადირობდა ჩემი პირველი ძაღლი ჯინა მინდორში,მაგრამ წყალი მაინცდამაინც არ მოწონდა.ეს ეხლა რომელიც მყავს ჯერ ლეკვია და არ ვიცი რას იზამს,თანაც დამეთანხმებით რომ კარგ ირლანდიურს რომ გაჩუქებს ვინმე ვერ იტყვი უარს,რახან ინგლისური გყავს ჯერ გასაზრდელი. რათქმაუნდა სილამაზითაც ძალიან მომწონს.ჩემი მომავალი ლეკვის დედის სურათებს ვეცდები რომ დავდო,მაგრამ მანამდე რახან თქვენ თემაში შემოვიჭერი,ძალიან გთხოვთ მომწეროდ მისი დადებითი მხარეები,რადგან ორი ასევთქვათ სხვადასხვა სეტერის პატრონი უნდა გავხდე.რითი განვასხვავება ინგლისურისგან ნადირობაში?როგორი მიდგომა უნდა გაზრდაში?(ინგლისურს მაგალითად ჩემი დაკვირვებით არ უნდა მიუდგე მკაცრი გაზრდით მისი ჯიუტი ხასიათის გამო შეიძლება სულ გააფუჭო)ინგლისურში ასე თუ ისე გარკვეული ვარ,ეხლაც ვზრდი ერთს და რაც შეეხება ირლანდიურს მაგარი დილეტანტი ვარ მაგაში და თქვენი ყოველი აზრი ჩემთვის ნამდვილად გამოსადეგი იქნება.რადასლოვნობაზე ჯერ არაფერი ვიცი,მაგრამ მაგარ ხვადზე რომ აპირებენ დართვას ეგ ნადვილად ვიცი.მაგასაც კარგად გავარკვევ და დავწერ აუცილებლად.ძაღლის წარმოშობა,პროპორცია და ასეთი რამეები არ მინდა წავიკითხე უკვე გუგლში და მაგიტომ ვამბობ,უბრალოდ პრაქტიკაში მაინტერესებს.ძალიან შემაშიანა რაღაც თოფის ხმაზე შიშის წერილებმა ფორუმზე.მე ყველა ძაღლი რაც მყოლია ერთი და იგივე მეთოდით შევაჩვიე თოფის ხმას და რა?მაგას რამე განსაკუთრებული რამე სჭირდება?გთხოვთ გამოცდილ ირლანდისტებს მირჩიოთ და გამაზრდევინოთ კარგი მონადირე ძაღლი

რა ქენი აიყვანე ეგ ძაღლი?

პოსტის ავტორი: oTson Sep 4 2012, 22:02

მე მყავს ეხლა ირლანდიურის ლეკვი ჯერ სამი თვისაა რავიცი ვნახოთ რა გამოვა ისე კაი ტიპია cooldog.gif newsmile035.gif newsmile035.gif

პოსტის ავტორი: Don. vano Oct 7 2012, 19:48

ციტატა(EAGLES EYE @ Jan 5 2012, 14:39) *
dato 85 რა არის ირლანდიურის სტილი, კუდის ქიცინი ნაბულზე?! newsmile045.gif ეს მხოლოდდამხოლოდ მის სუსტ ფსიქიკაზე მეტყველებს. და პოინტერს რატომ ადარებთ ირლანდიურს?!პოინტერი , თუნდაც კურცჰაარი კუდს ნაბულზე დადგომამდე აქიცინებს ოდნავ,არცერთ ნაბულზე მდგომ კუდის ქიცინის მქონე პოინტერს არ ექნება არანაირი ხარისხის დიპლომი!!
მე ირლანდიურის არანაირი წინააღმდეგი არ ვარ, პირიქით 2 სეზონი მაგ ძაღლით ვინადირე და კარგი იყო,აქ ვირაცამ იკითხა რატოა ცოტაო, და რამოდენიმე მიზეზი ჩამოვაყალიბე! და ერთ-ერთი სწორედ არამყარი ნაბულია. !


EAGLES EYE ratom xart ase darcmunebuli? zura chamiashvilis pointeri bajo nabulze mdgari kuds aknevda. mas ubralod nabulis stilshi ecera 2 kula. ise ki tu scorad maxsovs 2 -2 xarisxis diplomi konda






პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 13 2012, 00:39

სად ვიშოვი კარგ ირლანდიურ სეტერს ხოარავინ იცის?

პოსტის ავტორი: oTson Oct 13 2012, 20:17

მე მყავს ოთხი თვის გინდა?

პოსტის ავტორი: gagrinski Oct 15 2012, 10:32

გამარჯობა, დათო კაკულია გაწუხებს, 4 თვის მყავსო ირლანდიური. პირველ რიგში მაინტერესებს საბუთები თუ აქვს და მშობლები ვინ ყავს. მე ირლანდიურის დიდი მოყვარული ვარ მაგრამ საქართველოში კარგი ლეკვი ვერ ვიშოვე. და რა ფასად ყიდი. მადლობა

პოსტის ავტორი: gagrinski Oct 15 2012, 10:39

ირლანდიურის მოყვარულებო მოგესალმებით, ვიზიარებ თქვენს აზრს იმასთან დაკავშირებით რომ ირლანდიური სეტერი საქართველოში გადაშენების პირასაა. წლების წინ ფოთში ვცხოვრობდი და საკმაოდ კარგი ირლანდიური გვყავდა მე და ჩემს მეგობრებს თუმცა საგვარეულოს გარეშე. ახლა ფოთშიც კი დეფიციტური გახდა ეს ჯიში. ქუთაისელ მონადირეებსაც ყავდათ რუსეთიდან შემოყვანილი კარგი სისხლის ძაღლები, მაგრამ არასწორი სელექციის შედეგად იქაც კი გადაშენდა. ფორუმზე ვნახე რამდენიმე წევრის ირლანდიურები და საწყენად ნუ მიიღებთ მაგრამ აქვთ მცირე ნაკლოვანებები. იმის თქმა მინდა, რომ თუ გვერდში დამიდგებით შესაძლებელია რომ შევქმნათ ირლანდიური სეტერის კლუბი. დასაწყისისთვის მე მაქვს კარგი კონტაქტები უკრაინულ კლუბებთან რომლებიც საგამოფენოს გარდა საველე ხაზების ირლანდიურებთან მუშაობენ. ჩემი ძმა ცხოვრობს უკრაინაში და შეუძლია პირადად შეამოწმოს ადგილზე ლეკვები. თუ მხარს დამიჭერთ ჩამოვიყვანოთ და საქართველოში ავაღორძინოთ ირლანდიური სეტერების კარგი საველე ხაზი. პატივისცემით დათო კაკულია

პოსტის ავტორი: Davitus Oct 15 2012, 16:32

gagrinski

მოგესალმებით! კარგია რომ შემართება გაქვთ, გვერდში დგომა გასაგებია, მაგრამ კონკრეტულად რას გვთხოვთ, იქნებ ჩამოაყალიბოთ, ჯიშიანი "მონადირე" ძაღლების პოპულარიზაციით, უაღრესად ვართ დაინტერესებული

დეტალები PM-ით

პოსტის ავტორი: gagrinski Oct 15 2012, 19:21

ამისათვის პირველი ეტაპისთვის საჭიროა ჩემი აზრით 4 ლეკვის შემოყვანა. 1 ხვადი 3 ძუ. ბუნებრივია საჭიროა ფინანსები. თუ გავერთიანდებით შევძლებთ რომ კარგი სისხლის ძაღ;ლები შემოვიყვანოთ. უკრაინა იმიტომ ვთქვი რომ შედარებით იაფი ჯდება იქ ლეკვების შეძენა და ჩვენგან განსხვავებით აქვთ მაღალი დონის ძაღლთსაშენები სადაც საველე ხაზის მქონე ძაღლები ყავთ.

http://www.setter.kiev.ua/setter/



http://setter.net.ua/ ეს არის საუკეთესო სისხლების ირლანდიურების ძაღლთსაშენები

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 15 2012, 23:45

ნამდვილად კარგი აზრია მაგრამ თანხები ჭირდება და კიდე საველე და გამოფენების ქულები და ათასი რამ ვიზუალურად ძუ და ხვადი უნდა შემოწმდეს 8 წელი მყავდა მაგ ჯიშის ძაღლი სახლში და კარგი მოგონებები მაკავშირებს იმედი მაქვს მომავალში თუ ჩავთვლი რომ კარგი სისხლის არის აუცილებლად ავიყვან ძუს

პოსტის ავტორი: ვანიჩკა Oct 16 2012, 00:30

დაახლოებით რა თანხა ჯდება უკრაინიდან ლეკვის ჩამოყვანა?

პოსტის ავტორი: gagrinski Oct 16 2012, 09:18

800 დოლარამდე ჯდება ლეკვი, პლიუს ჩამოყვანის თანხები. უკრაინას ეგ აქვს კარგი რომ ინგლისივით და ევროპის ბევრ ქვეყანასავით კარანტინის პერიოდი არ სჭირდება ლეკვს, იქ ჯერ კიდევ ამ მხრივ საბჭოთა კავშირია და მცირე რაოდენობის ქრთამით ყველაფერია შესაძლებელი. არის კიდევ ერთი ვარიანტი. შეიძლება რომ ამ კლუბებს ვთხოვოთ რომ თბილისში გახსნან ფილიალი. აქტიური კონტაქტია საჭირო და მგონია რომ ყველაფერი გამოვა. ეს მათ ინტერესშიც შედის.

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 16 2012, 22:02

აქაც შეიძლება კარგი ჯიშის გამოძებნა მე მინახავს იმერეთში კარგი ძაგლები შეხედულად კარგები უბრალოდ შეჯვარება უნდა სწორად ჩემი აზრით ძალიან კარგია ჩვენ პირობებში ზამთარშიც კარგია და ზაფხულშიც ვეძებ ლეკვს რამდენი ხანია მაგრამ ზოგს ყური აქ აცქვეტილი ზოგი სტაფილოსფერია და ზოგსაც თეთრი ხალები აქ არადა სისხლივით წითელი უნდა იყოს ეგ ჯიში მე პირადად ყველა ჯიშს მირჩევნია იქნებ ვინმეს ყავდეს ნორმალური ლეკვი თუ იცით გამომეხმაურეთ vava.gif

პოსტის ავტორი: kupra Oct 16 2012, 22:37

ძაან საწყენია ეს ჯიში ესეთ მდგომარეობამდე რო მივიდა საქართველოში.

პოსტის ავტორი: Fishman Oct 17 2012, 00:36

kardinal84

გულზე თეთრი ლაქა დამახასიათებელია ჯიშისთვის,როგორც ვიცი.

პოსტის ავტორი: gagrinski Oct 17 2012, 09:32

კი გულზე თეთრი ლაქა დასაშვებია და მცირე ლაქა თათზეც

კარდინალ გეთანხმები რომ იმერეთში მართლაც ყავთ კარგი ძაღლები, მაი მარკეტზე არის განცხადება 7 თვის ხვად ირლანდიურს ცვლის ნებისმიერი ჯიშის ფრინველზე მონადირე ძაღლში. ვესაუბრე ტელეფონით და მითხრა რომ სოჭიდან ყავს ჩამოყვანილი ეგ ირლანდიური. ვისაც გინდათ და გაქვთ საშუალება შეიძინეთ, კარგი ძაღლი ჩანს და თან უკვე არის მწყერზე ნანადირები.

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Oct 17 2012, 09:37

კარგით რა საქართველოში მარტო 1 ხვადი და 1 ძუ არის საბუთიანი ირლანდიური სეტერი რომელთაც მემგონი არც უნდაირიათ საერთოდ
რაც შეეხება იმერეთს ეგ დაივიწყეთ ზეპირად ვიცი ეს მხარე და იქ არსად ნორმალური ირლანდიური სეტერი არ არის ყველა რაღაც ნაჯვარია და არეული სისხლებია ამიტომ თუ ვინმეს უნდა რომ ჩამოიყვანოს ჩამოიყვანეთ და აქ ძებნა არ ღირს არანაირად

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 17 2012, 19:59

ხო რავი მცირე ლაქა შეიძლება მაგრამ...კი ვიცი რომ არ გვყავს საბუთიანი ეგ ჯიში მაგრამ კარგი ლეკვის შოვნა მაინც შეიძლება

ერთი ლეკვი თუ 800 $ ჯდება მაგას ვინ ჩამოიყვანს მინიმუმ 3 ხოა საჭირო ხოდა ცოტა ძნელია გადახდა vot-tak.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Oct 18 2012, 13:58

შეიძლება დალაპარაკება, იქნებ დავაინტერესოთ და თბილისში ფილიალი გავახსნევინოთ. თუ მხარს დამიჭერთ, ვეტყვი ცხვედიან და ოფიციალურ წერილს მივწერთ. ცდა ბედის მონახევრეა.

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 18 2012, 18:55

მე რაც შემიძლია გვერდით დაგიდგები მეც დაინტერესებული ვარ მაგ ჯიშით ვცადოთ იქნებ გამოვიდეს რამე

პოსტის ავტორი: gagrinski Oct 22 2012, 09:46

კარგი ჯიგარო, მივწერ დღეს საღამოს მაგათ წერილს. ხო, ერთი თხოვნაც მექნება. ჩემი სახელი და გვარია დათო კაკულია, რუსთავი 2 ში ვმუშაობ. რაც კი გაშუქებულა გამოფენები და საველე ღონისძიებები ჩემი წვლილი შემიტანია( ტრაბახად ნუ ჩამომართმევ) თუ რამე მსგავსი ღონისძიება იქნება შემატყობინე. გვერდით დაგიდგებით ყველანაირად. ჩემი ოცნებაა რომ საქართველოს ყავდეს მეძებრების გუნდი რომელიც ევროპის ასპარეზზე მაინც გავა საველე შეჯიბრებებზე. თუ აქ არ ვარ სკაიპზე მომტსერე- გაგრინსკი85

პოსტის ავტორი: kardinal84 Oct 22 2012, 15:53

კაი ძმა აბა რას გაარკვევ და გამაგებიე

პოსტის ავტორი: gagrinski Nov 9 2012, 09:58

ბიჭებო აბა ვინმეს თუ გყავთ კარგი ხვადი შევაჯვარებინოთ ამ კაცს იქნებ კარგი შტამომავლობა მოგვცეს.


597712136


ძაღლი

•ტიპი: ირლანდიური სეტერი
•სქესი: ძუ
•ასაკი: 2
•შესაჯვარებლად: კი


მყავს სუფთა სისხლის ირლანდიური სეტერი, წლის და რვა თვის, დედალი, მინდა შევაჯვარო, სუფთა სისხლის, ირლანდიურ სეტერს მსურველი გამომეხმაუროს.

პოსტის ავტორი: Maverick Nov 9 2012, 10:06

gagrinski
ამ სეტერს რაიმე მიღწევები აქვს? საგვარეულო?
თუ არაფერი არ გააჩნია რატომ უნდა შეჯვარდეს ვერ მეტყვი?

პოსტის ავტორი: ჰერცოგი997 Nov 9 2012, 10:10

Maverick
მეც იგივე უნდა მეკითხა

პოსტის ავტორი: levani100 Nov 9 2012, 10:42

gagrinski
იქნებ გვიპასუხო აქვს თუ არა საგვარეულო ''საპატარძლოს?'' ერთი ძაღლი ვიცი გამოფენაზეც იყო წელს, პატრონი გვასალიაა გვარად. დაურეკე დათო ცხვედიანს და მან იცის ზუსტად.

პოსტის ავტორი: giorguna Nov 12 2012, 02:39


http://postimage.org/image/gms4yml0j/



http://postimage.org/image/vknch4epz/

http://postimage.org/image/foyidto5j/
ესეც ჩემი ქალი 11 თვის გუდა-ჯესი......თუმცა ბევრისათVის მისი უსაბუთობა უკვე ნაკლია ,მაგრამ მაინც იქნებ შემიფასოთ....newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 12 2012, 07:20

giorguna
უსაბუთობა ნაკლი ნამდვილად არაა მეგობარო newsmile045.gif
უბრალოდ უსაბუთო ძაღლი არავინ არ გამოდის newsmile058.gif

მშვენიერი ძაღლია newsmile05.gif

პოსტის ავტორი: giorguna Nov 12 2012, 23:07

არავინ ან ვინმე ძაღლი ვერასდროს ვერ გამოვა...ჩემთვის კიდევ ვეტეკიმის საბუტიც კმარა.....სიმართლე გითხრა....newsmile05.gif

პოსტის ავტორი: Maverick Nov 13 2012, 08:27

giorguna
ხოდა ღმერთმა მშვიდობაში მოგახმაროს შენი ჯანმრთელი ორფეხა მეგობარი,

პოსტის ავტორი: gagrinski Nov 13 2012, 11:06

რომ დაველაპარაკე მითხრა აქვსო საბუტები, მე უბრალოდ განცხადება ვნახე და ვცადე დავხმარებოდი.

რაც შეეხება უკრაინელებს, მითხრეს რომ არ გვაინტერესებს საქართველოო. აქაც საკმაოდ კარგად ვამრავლებტ და ვყიდით ლეკვებსო.

პოსტის ავტორი: Bonehill Nov 14 2012, 09:25

ციტატა(dato gagrinski @ 13th November 2012 - 12:06) *
არ გვაინტერესებს საქართველოო

newsmile040.gif

პოსტის ავტორი: giorguna Nov 17 2012, 17:26

მე ვცდილობ ირლანდიიდან ჩამოყვანას დზალიან მაგრა მომწონს ეს ჯიში და დზალიან მცირე მაგრამ მაინც მაკვს შანსი რო ირლანდიიდან ჩამოვიყვანო ერთი ლეკვი და თუ გამომივიდა ჩემზე ბედნიერი დედამიწაზე კი არა გალაკტიკაში არავინ იკნება

პოსტის ავტორი: dato 85 Nov 17 2012, 19:24

giorguna

რახან ირალდიური სეტერის სამშობლო ირალნდიაა ეს სუალც არ ნიშნავს რომ ირლანდიაში რამე განსაკუთრებულად კარგი ძაღლები ყავთ. პოინტერის და ინგ. სეტერის სამშობლოც ინგლისია მაგრამ სამწუხაროდ ჩამოუვარდებიან კონტინეტალურ ევროპას. (იტალია, საფრანგეთი, ესპანეთი, გერმანია)

წინა გვერდებზე დევს ფრანგული კლუბის ლინკი. მანდ განსაკუთრებულად კარგი ძაღლები ყავთ.
საშენების მისამრთებიც წერია და იმაილებიც.
არა მგონია ფასში დიდ სხვაობა იყოს.
------------------------

ციტატა
რაც შეეხება უკრაინელებს, მითხრეს რომ არ გვაინტერესებს საქართველოო. აქაც საკმაოდ კარგად ვამრავლებტ და ვყიდით ლეკვებსო.


ცოტა უხეშად კი გამოსვლიათ მაგრამ სამწუხაროდ ხშირია ეგეთი ფაქტები.
რა ძაღლები ყავთ ამისთანა (მით უფრო ძველი წესებით თუ ამრაველებნ ისევ) რომ საქრთველოს არ კადრულობენ?

პოსტის ავტორი: iason Nov 17 2012, 19:25

ციტატა(giorguna @ Nov 17 2012, 18:26) *
მე ვცდილობ ირლანდიიდან ჩამოყვანას დზალიან მაგრა მომწონს ეს ჯიში და დზალიან მცირე მაგრამ მაინც მაკვს შანსი რო ირლანდიიდან ჩამოვიყვანო ერთი ლეკვი და თუ გამომივიდა ჩემზე ბედნიერი დედამიწაზე კი არა გალაკტიკაში არავინ იკნება
--ძაღლი,უნდა აიყვანო მონადირე,მუშა ხაზიდან..ბევრია შოუკლასის..შოუ კლასის,მხოლოდ ლამაზი ძაღლია და მეტი არაფერი..კარგი იქნება თუ მონადირე,მუშა ხაზიდან მოგიხერხდება აყვანა))წარმატებას გისურვებ!))

პოსტის ავტორი: dato 85 Nov 17 2012, 19:28

http://www.redclub-france.com/Pages/default.aspx

ეს კლუბია,
თან გაითვალისწინე რომ წმინდა სანადირო ხაზებზეა ლაპარაკი.
ირალნდიურ სეტერებში კი უკვე 80% საგამოფენო ძაღლია. საერთოდ არ არიან ნადირობის გარტყმაში...

პოსტის ავტორი: kupra Nov 17 2012, 22:21

მე მაგრა მომწონს ირლანდსკი.

პოსტის ავტორი: giorguna Nov 18 2012, 00:07

ნადირობაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ დამწყები ვარ საკუთარი თოპიც კი არ მქონდა ერტი თვეა რაც ვიყიდე არადა 11თვის ლაიკა და 10თვის სეტერი მყავს ...ისე მოხდა რო ორივე მაჩუკეს და სეტერი 25დღის იყო რო მომმიყვანეს და ლაიკა დაბადებისდგეზე მიყიდეს უკვე 7თვის იყო.....ლაიკა გვიან იგეშება და არაფერი მაგრამ სეტერი სამსახურის გადამკიდეს სულ 2ჯერ მყავდა მინდორში გაყვანილი ისიც უთოფოდ და დზალიან მეშინია მგონია რო გავაფუჩე ტყუილად...ტან ისეტი გარყვნილია მოფერებით და ჯიუტი რო აწი რაგა ეშველება არ ვიცი............როგორ ფიქრობთ აწი გარეული ქათამით რო დავიწყო პირდაპირ და მერე იხვზე შეიძლება თუ ისევ მწყრის სეზონს დაველოდო ან აწი გამოვა ამისგან რამე?მშობლებიზუგდიდში ყავს და ორივე კაი მონადირეაო როგორც გადმმოცემით ვიცი

პოსტის ავტორი: giorguna Nov 18 2012, 00:16

აი ეს არის ჩემი გუდა-ჯესი
ასეთი იყო რო მომიყვანეს ჯესი დავარკვით მაგრამ იმის გამო რო სულ ეძინა გუდაც მალევე დაერქვა

http://postimage.org/image/46b5n8j41/
http://postimage.org/image/fo3tmkmjh/
ეხლა დიდი კალია უკვე ჯიუტი,ბუტია და გარყვნილი

http://postimage.org/image/sxk2yvxv9/

http://postimage.org/image/ppp3yn3cl/

http://postimage.org/image/4evoof8zb/


მისამართები გადმოყვა....:(ეს სურათები კომპში აღარ მაქვს და თუ შეიძლება იქნებ არ ჭაშალოთ რა.....:(

პოსტის ავტორი: kupra Nov 18 2012, 08:28

ტარების გარეშე არაფერი გამოვა.

პოსტის ავტორი: iason Nov 18 2012, 12:57

ციტატა(giorguna @ Nov 18 2012, 01:07) *
ნადირობაში სამწუხაროდ ჯერ კიდევ დამწყები ვარ საკუთარი თოპიც კი არ მქონდა ერტი თვეა რაც ვიყიდე არადა 11თვის ლაიკა და 10თვის სეტერი მყავს ...ისე მოხდა რო ორივე მაჩუკეს და სეტერი 25დღის იყო რო მომმიყვანეს და ლაიკა დაბადებისდგეზე მიყიდეს უკვე 7თვის იყო.....ლაიკა გვიან იგეშება და არაფერი მაგრამ სეტერი სამსახურის გადამკიდეს სულ 2ჯერ მყავდა მინდორში გაყვანილი ისიც უთოფოდ და დზალიან მეშინია მგონია რო გავაფუჩე ტყუილად...ტან ისეტი გარყვნილია მოფერებით და ჯიუტი რო აწი რაგა ეშველება არ ვიცი............როგორ ფიქრობთ აწი გარეული ქათამით რო დავიწყო პირდაპირ და მერე იხვზე შეიძლება თუ ისევ მწყრის სეზონს დაველოდო ან აწი გამოვა ამისგან რამე?მშობლებიზუგდიდში ყავს და ორივე კაი მონადირეაო როგორც გადმმოცემით ვიცი

არ უნდა დაიზაროთ ტარება მინდორში, ტყეში..დილით ადრე სამსახურში წასვლამდე შანსი არ არის კვირაში 2ჯერ მაინც თბილისის მახლობლად,რომ ვერ მოახერხოთ გაყვანა..გული გულობდესო და ქადა ორი ხელით იჭმევაო?ქართული ანდაზა)) მოინდომეთ და ყველაფერიც გამოგივა))წარმატებას გისურვებთ))

პოსტის ავტორი: giorguna Nov 18 2012, 14:15

გაიხარე დიდი მადლობა newsmile090.gif

პოსტის ავტორი: gamushki Jan 6 2013, 13:43

ხალხო თუ დაკიყარატ სეტერმა და ვერ გააჩუქეთ ან გაყიდეთ გთხოვტ დანაზოგი მაგ 20 დოლარი სადგაც 40 ლარამდეა ან მომკიდეტ მაქ ბასჰი ანუ საჭმლის პული იქნება 1 თვის მაინც ..ან მაჩუქეტ როგორც შAცჰიროტ ჩათვლიტ სანადიროტ არ მინდა მინდა რომ მოუვარო და სახსჰი მკავდეს

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 3 2013, 15:27

ახლა დამირეკეს ირლანდიურის ლეკვებს ვყიდითო საბუთებით, გული ამითამაშდა ძალიან მინდა მაგრამ ახლა ვერ ვქაჩავ, თან ჩემი ინგლისურიც დასაგეშია, მოკლედ არ ვიცი რა ტელ. ნომერს დავწერ მაინც თუ ვინმეს მოგინდებათ-514570770

პოსტის ავტორი: Bonehill Feb 3 2013, 15:50

gagrinski
ჩამოყვანილია ალბათ ხომ ?

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 3 2013, 17:02

ვერ გეტყვი მეგობარო ერთხელ სექტემბერში დამირეკა და მიტხრა რომ ორივე მას ყავს ძუც და ხვადიც, რომ ვკითხე გამოფენებზე რატომ არ გაგყავს მეთქი არაფერი მიპასუხა, მეუღლეს აქვს ეგ ამბავი მინდობილიო. ხვალ დავურეკავ და გავიგებ ყველაფერს დაწვრილებით, იქნებ მართლა ჩამოყვანილი იყოს. რეპორტაჟის მომზადების დროს მე და ჭალიმგელამ ვნახეთ ბატონი შადიმანის უბანში კარგი ხვადი ირლანდიურის და ვთხოვეთ გამოეყვანა გამოფენაზე და საველზე. ასე რომ იქონიეთ მხედველობაში

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 09:14

ჩემზე გამოცდილების აზრი მაინტერესებს, საბუტები ლეკვების დედ-მამის მარნეულშია გაცემულიო და ეგეთი რამე მოსულა, თუ მე ვერ ვერკვევი. მამას ქვია ლორდი, დედას მიმი. ვერაფერი ვერ გავიგე. ალბათ გაყალბებასთან გვაქვს საქმე ხო?

პოსტის ავტორი: ზახარა Feb 4 2013, 09:19

ციტატა(dato gagrinski @ 4th February 2013 - 10:14) *
საბუტები ლეკვების დედ-მამის მარნეულშია გაცემულიო



ციტატა(dato gagrinski @ 4th February 2013 - 10:14) *
გაყალბებასთან გვაქვს საქმე ხო?


სავარაუდოთ newsmile05.gif მარნეულში ალბათ ვეტერინარმა მისცა საბუთი.



პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 09:32

საგვარეულოო და რავიცი-რავიცი? გამიკვირდა მარნეულის ავტონოომია

პოსტის ავტორი: ჰერცოგი Feb 4 2013, 09:48

თუ მოიცლით და ძაღლის საბუთებს ნახავთ ან აქ დადებთ ან სადმე ყველაფერი ნათელი იქნება ასე ზეპირად არ ვიცი როგორ

პოსტის ავტორი: levani100 Feb 4 2013, 10:34

99% გაყალბებულ საბუთთან გვაქვს საქმე, ხოლო 1%ვეტ პასპორტთან. მარნეულში არაა ორგანიზაცია რომელიც საგვარეულო
საბუთს გასცემს. იქნებ დაიდოს არსებული პასპორტი და გაირკვევა ყველაფერი.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 4 2013, 10:46

http://postimage.org/
http://postimage.org/

აი ეს ძაღლებია

http://postimage.org/
http://postimage.org/

მეც მგონია რომ გაყალბებულია, ვთხოვე მოგვაწოდე საგვარეულო ნუსხა თქო და ვერაო, მოდით და ნახეთო newsmile019.gif

პოსტის ავტორი: levani100 Feb 4 2013, 11:05

სურათის მიხედვით "ირლანდიელია" ორივე, მაგრამ სურათი საბუთად არ გამოდგებაოოოო. nu-oferistobt.gif
რა უბედურებაა ეს დართული ძაღლების გადაღება. newsmile019.gif

პოსტის ავტორი: dobermen Feb 14 2013, 07:28

გამარჯობათ. მაინტერესებს ლინკს დავდებ და თქვენი აზრი ღირს თუ არა ყიდვა
საგვარეულოს ნუსხა აქვს მაგრამ ჩემთვის მთავარი მაინც პრაქტიკული ნადირობაა მთავარი.
იქნებ მირჩიოთ ღირს თუ არა ყიდვა
http://mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=3749616

პოსტის ავტორი: ჭალიმგელა Feb 14 2013, 08:39

9 წლის ძუა და 8 წლის ხვადი. გამოფენაზე და საველეზე ეგ ძაღლები არ მახსოვს რაღაც

ისე ჩამოყალიბდი რა ძაღლი გინდა, თუ სულ ერთია რას აიყვან?

პოსტის ავტორი: levani100 Feb 14 2013, 09:09

ბოლო 10-15 წელია ირლანდიურების რაოდენობა მინიმუმზე დავიდა, არც საველე თვისებებით გამოირჩევიან.(რბილად ვთქვათ) საბუთი კია ნამდვილია მაგრამ როგორც თქვი დიდი მნიშვნელობა არააქვს შენთვის. ამიტომ მეც გირჩევ უკეთ ჩამოყალიბდე, და პრაქტიკული სანადირო ჯიში აიყვანო.

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 21 2013, 09:40

ბიჭებო ზემო რომ ვწერდი ირლანდიურებზე დადეს საბუთები ა ბატონო-

http://postimage.org/
http://postimage.org/



http://postimage.org/
http://postimage.org/

პოსტის ავტორი: Don. vano Feb 21 2013, 11:16

პასპორტები ნამდვილია, ზაგლის სახელებიც და პატრონთა გვარებიც ემთხვევა, უბრალოდ ერთი შეცდომაა გაპარული. შადიმან შამანაძის ბაკ-მალიგანს თუ სწორად მახსოვს ჰქონდა 1- 1 და 2-2 ხარისხის დიპლომი. ( მეტი უბრალოდ ვეღარ მოასწრო) newsmile055.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Feb 21 2013, 11:39

გეთანხმები თან მფლობელი გველესიანი წერია

პოსტის ავტორი: ბაბუ Apr 1 2013, 16:27

gagrinski

ციტატა(dato gagrinski @ 21st February 2013 - 12:39) *
გეთანხმები თან მფლობელი გველესიანი წერია

დათო ,ეგ ძაღლი შადიმანის მერე ბ-ნ სოსო გველესიანს ყავდა,ამიტომ ყველაფერი სწორია!
რაც შეეხება 5 მეორეს და 10 მესამეს,ეგ ცოოოოტა მომატებულია!
ისე,რო დაცლოდა,კი აიღებდა ! D.gif

პოსტის ავტორი: gagrinski Apr 1 2013, 16:30

ციტატა(qarqashadze @ 1st April 2013 - 17:27) *
დათო ,ეგ ძაღლი შადიმანის მერე ბ-ნ სოსო გველესიანს ყავდა,ამიტომ ყველაფერი სწორია!


მადლობა ბატონო თენგო ინფორმაციისთვის.

პოსტის ავტორი: megreli Apr 19 2013, 12:27


2012 წლის გამოფენიდან
newsmile027.gif
რა ჭკვიანი გამოხედვა აქვს blashe.gif


პოსტის ავტორი: giga_megu May 31 2013, 11:07

gagrinski http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: gagrinski May 31 2013, 11:11

გაიხარე გიგა ბატონი სერგოს ელვა small3d018.gif ხო ჭკუა მეკეტება ინგლისურზე მაგრამ ირლანდიური ჩემი სუსტი წერტილია kiss.gif

პოსტის ავტორი: gagrinski May 31 2013, 16:13

გიგა სხვა ფოტოებიც დადე რა

პოსტის ავტორი: giga_megu Jun 1 2013, 02:04

ციტატა(gagrinski @ May 31 2013, 17:13) *
გიგა სხვა ფოტოებიც დადე რა

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: baroni Jun 1 2013, 09:14

newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif newsmile027.gif

პოსტის ავტორი: kupra Jun 1 2013, 11:59

მიხედეთ ამ ჯიშს მაგარი მისახედია და გასამრავლებელი, იყოს ეს ულამაზესი ძაღლიც საქართველოში არაფერი დაშავდება ვისაც ფრინველზე ნადირობა უყვარს წესით არ უნდა დაიზარონ ამ ჯიშის მოვლა პატრონობა ია ტაკ დუმაიუ.

პოსტის ავტორი: gagrinski Jun 1 2013, 18:56

მინდა ირლანდიურიც და აუცილებად ავიყვან, მომავალში

პოსტის ავტორი: megreli Jun 6 2013, 06:36

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

დუეტი newsmile027.gif

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

სოლო small3d018.gif

პოსტის ავტორი: kupra Jun 6 2013, 21:43

xoshian.gif small3d018.gif

პოსტის ავტორი: marco-polo Aug 22 2013, 17:33

სურათი განწყობისთვის
http://radikal.ru/fp/902f77f343ed4ab8b61a898473f60907

პოსტის ავტორი: kupra Aug 23 2013, 14:09

xoshian.gif

პოსტის ავტორი: iosebovich Sep 2 2013, 20:45

მოგესალმებით ფორუმელებო. მეგობარს ყავს 7 თვის ირლანდიური, ხვადი. ჰოდა ეხლ კი ატარებს სეზონზე, მწყერიც აჩვენა, მაგრამ ჯერჯერობით არანაირ ინტერესს არ ამჟღავნებს ნადირობისა. მე როგორც ვიცი ირლანდიურები სხვა ჯიშებთან შედარებით გვიან იგეშება და რამდენად მართალია და დავიტოვოთ იმედი, რომ 2014 წლის აპრილში წლისა და 2 თვის რო იქნება უკეთესი შანსები გვექნება დასაგეშად. წინასწარ მადლობა პასუხისათვის...

პოსტის ავტორი: longi Sep 2 2013, 21:18

iosebovich
სულ რამდენჯერ ყავდა მინდორში? ჯერ არაფერია საგანგაშო პატარაა, ტარება უნდა და ინსტიქტიც გაიღვიძებს. კონკრეტულად ირლანდიური არაფერ შუშია ეგ თვითონ ძაღლის ხასიატზეა ეგ ინდივიდუალურია ზოგი ლეკვი ადრე იხსნება ზოგი გვიან ამ ყველაფერს უნდა დაუზოგავი შრომა ,დიდი მონდომება და ყველაფერი კარგად იქნება დანარჩენი ძაღლის ჯიშიანობაზეა, რამდენად მუშა სისხლია.

პოსტის ავტორი: დ-NT Sep 3 2013, 09:36

iosebovich
არ ინერვიულს ირლანდიელები ეგრეა გვიან იხსნებიან, მე მყავდა 6 წელი მაგარი ძაღლები არიან 2 წლის იყო რომ დავგეშე მწყერზე ეგრე მოუწია სეზონმა და ძააან მაგარი იყო ზეყნოსვით ეძებდა ძაან მაღლა ეჭირა თავი ხოლმე,ასე რომ არანაირი პრობლემა არ არის მაგხელა ჩემი ძაღლი პეპლებს და კალიებს დასდევდა D.gif

პოსტის ავტორი: iosebovich Sep 3 2013, 20:33

longi
დ-NT
დიდი მადლობა გამოხმაურებისათვის. 3-ჯერ ყავდა სულ ამ სეზონზე. მეც ეგრე ვფიქრობ რო ნერვიულობა ჯერ ადრეა... ზუსტად იდეალურ ასაკში იქნება 2014 წლის გაზაფხულისათვის და ვნახოთ რა ბიჭიაnewsmile05.gif

პოსტის ავტორი: დ-NT Sep 4 2013, 09:57

iosebovich
არაფერია ეგ თავის სიტყვას იტყვის და მაგრად გაგისწორებთ, ერთია რომ თოფის ხმას მიაჩვიოთ ნელ-ნელა თორემ ძალიან მგრძნობიარენი არიან ხმის მიმართ

პოსტის ავტორი: ilara Sep 9 2013, 19:06

ჩემა ძმაკაცმა აიყვანა ძალიან კარგი ბიჭია მარა პეხი მოიტეხა ახლახანს ახსნეს თაბაშირი და მაინტერესებს გაქაჩავს ნადირობაში?

პოსტის ავტორი: longi Sep 9 2013, 19:50

გააჩნია როგორ მოურჩება თუ კარგად შეუხორცდა და აღარ ეტკიება შეზლებს აბა რას იზავს newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 9 2013, 20:26

ისე კარგად მიდის შეხორცება პეხის დადგმა დაიწყო,კი კოჭლობს ცოტას მარა დგავს.

პოსტის ავტორი: longi Sep 9 2013, 22:22

ხოდა ძალიან კარგი მთავარია მოურჩეს დანარჩენი მისი ჯილკაა newsmile05.gif

პოსტის ავტორი: ilara Sep 10 2013, 10:04

ხო მაგის იმედი გვაქვს რო სრულად გამოჯამრთელდება.ისე ჟილკიანი ლეკვი კია.ვნახოთ ვნახოთ.

პოსტის ავტორი: manuchari89 Sep 30 2013, 22:46

მყავს სეტერი სუფთა სისხლის ხვადი თბილიში არის ცხრა თვის ამ სეზონზე უკვე დაიგეშა თან ძალიან კარგად ნადირობს დამჯერეა,წყალშიც შედის,გაითვალისწინეთ მომავალში ვისაც ძუები გყავთ სუფთა სისხლის შევაჯვარებ
http://postimg.cc/image/5y6lz202l/

http://postimg.cc/image/3r2db4usd/

პოსტის ავტორი: ilara Sep 30 2013, 23:03

ჩვენმა ცუგომ საკმაოდ კარგად ინადირა პეხი მოურჩა მარა მაინც ცოტა ვერაა ისე რო უნდა იყოს საღამოთი კოჭლობა დაიწყო ალბათ თრამვის ბრალია გადაეღალა ნატკენი ფეხი.

პოსტის ავტორი: Georg Oct 4 2013, 19:30

მყავს ირალნიური სეტერი ძუ. ვიყიდე როგორც სუფთა სისხლის საგვარეულო ნუსხით. სასწრაფოდ ვეძებ ხვადს საბუთებით თუ ვინმეს გეგულებათ შემეხმიანეთ სასწრაფოდ.

პოსტის ავტორი: Georg Oct 4 2013, 21:42

წინა გვერდებზე ვნახე საგვარეულო ნუსხა ზუსტად იგივე დედ მამის შვილია იგივე საგვარეულო ნუსხით.

პოსტის ავტორი: manuchari89 Oct 11 2013, 20:29

გეორგ... შევაჯვაროდ არაა პრობლემაა

პოსტის ავტორი: kardinal84 Dec 9 2013, 19:26

http://www.mymarket.ge/product_info.php?type_id=1&set_ad_type=0&product_id=5278681 ამ ძაღლების ლეკვის აყვანა თუ ღირს მირჩიეთ რამე?

და ეს კენელ კლუბი რა ჯანდაბაა თუ არის ვინმეს ძაღლი მაგ კლუბის წევრი?

პოსტის ავტორი: achiko-l Dec 10 2013, 12:31

ქენელ კლუბი არის ბრიტანული კლუბი,საქართველოში არის თბილისში,წერეთელზე გამოფენის ტერიტორიაზე.მანდ აყვანილი ძაღლი არამგონია რამეში(ნადირობაში) გამოგადგეს,ისეთი სიტუაციაა,ფული გადაიხადე და საბუთებს ეგრევე ჩაგახუტებენ ნებისმიერ ჯიშზე,დანარჩენი თვითონ გადაწყვიტე.
(ისე ექსტერიერი კარგი აქვთ) newsmile045.gif

პოსტის ავტორი: kardinal84 Dec 24 2013, 20:57

მოკლედ ამ ჯიშს შეეხება და აქ დავწერ ცოტა იშვიათად იხედება აქეთ ხალხი მაგრამ იქნებ მაინც იცოდეს ვინმემ სად შეიძლება ამ ჯიშის ლეკვის აყვანა კარგი მუშა სისხლის რომ იყოს იქნებ იცოდეთ ვინმე ვინც დამეხმარება ან იქნებ ვინმეს ყავდეს ფორუმელს და როგორმე დამაკავშიროთ მადლობა წინასწარ.

პოსტის ავტორი: kardinal84 Feb 13 2014, 19:19

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian

http://postimage.org/
http://postimage.org/index.php?lang=russian ეს კიდე სამივე ერთად

პოსტის ავტორი: geka Feb 13 2014, 19:40

ციტატა(gagrinski @ Oct 15 2012, 20:21) *
ამისათვის პირველი ეტაპისთვის საჭიროა ჩემი აზრით 4 ლეკვის შემოყვანა. 1 ხვადი 3 ძუ. ბუნებრივია საჭიროა ფინანსები. თუ გავერთიანდებით შევძლებთ რომ კარგი სისხლის ძაღ;ლები შემოვიყვანოთ. უკრაინა იმიტომ ვთქვი რომ შედარებით იაფი ჯდება იქ ლეკვების შეძენა და ჩვენგან განსხვავებით აქვთ მაღალი დონის ძაღლთსაშენები სადაც საველე ხაზის მქონე ძაღლები ყავთ.

http://www.setter.kiev.ua/setter/



http://setter.net.ua/ ეს არის საუკეთესო სისხლების ირლანდიურების ძაღლთსაშენები


გამარჯობა დათო, ხვადი ჩამოვიყვანე უკვე ამ ძაღლსაშენიდან http://setter.net.ua/, ბოლოს წინა ნაყარიდანაა, საიტზეცაა განთავსებული რომ საქართველოში წამოვიდა. მხარს ნამდვილად დაგიჭერ, იდეის განხორციელებაში. აგენს ძალიან დავუახლოვდი და თუ მსურველი გამოჩნდება კარგი ძუ შემოვივანოთ. გვაშოვნინებენ. ჩემის მამა უფრო შოუებზე დაყავს პატრონს მაგრამ ორი საველე დიპლომიც აქვს, დედა კარგი მონადირეა. დედის ხაზით შესანიშნავია ისეთი წინაპრები ყავს. მთავარია თვითონ რას იზამს. ეხლა წლის და ერთი თვისაა, ღმერთით წელს დავგეშავ.

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)