კალმახის ჭერის იურიდიული ასპექტები, რა წერია კანონში ამის შესახებ ?!!? |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
კალმახის ჭერის იურიდიული ასპექტები, რა წერია კანონში ამის შესახებ ?!!? |
Aug 30 2010, 18:21
პოსტი
#31
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 81 რეგისტრ.: 18-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ნუ იმ ლინკში რაც თქვენ მოგვაწოდეთ ბოლო ცვლილება 2009 წლით იყო დათარიღებული, ალბათ მე ვერ შევამჩნიე, მაგრამ ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს ამ ეტაპზე. ვინაიდან წითელი ნუსხა კრძალავს იქნებ მიგვითითოთ რომელ მუხლზე დაყრდნობით იკრძალება? წინასწარ მადლობა. იმ დროს არ ვიყავი სამსახურში რათა განახლებული ვერსია დამედო, მაგრამ დავდე რადგანაც სამოყვარულო თევზჭერასთან დაკავშირებული ცვლილება არ შესულა. მოგაწოდებთ განახლებულ ვერსიას მუხლი 10. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები 1. გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ სახეობებს იცავს სახელმწიფო. 2. აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, მათ შორის, ნადირობა, რეწვა, მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება), ჭრა და თიბვა, გარდა ამ კანონით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირება, საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება. |
|
|
Aug 30 2010, 18:25
პოსტი
#32
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
DATKA
მუხლი 15. სამოყვარულო და სპორტული თევზაობა. პუნქტი 2. სამოყვარულუ თევზჭერა ნებადართულია. ქვეპუნქტი ,,ე'' - სასროლი ბადეებით საქართველოს შიდა წყლებში ფორის ზომით არანაკლებ 20 მმ-სა 1 სექტემბრიდან შემდეგი წლის 30 აპრილამდე. გასაგებია მეგობარო, ჩვენც ეგრე ვიცით თუმცა გვართმევენო ყველა ამბობს, და იმასაც ვერ დავიჯერებ რომ ადგილზე უმოწმებენ ხოლმე "აჩკოს" ზომას baiateo მოკლედ ისევ გაუგებრობაში ვართ, არასრული პასუხებია, დღეს დათოს ველაპარაკე და ვეცდები სოსოს უთხრა რომ პასუხი გაგცეთო, იქნებ ხვალ თქვენც შეახსენოთ რომ 3-4 საათი დაგვითმოს ფორუმზე პოლემიკისთვის და სრული პასუხი გაგვცეს, ბოლო ბოლო საინტერესო გასარჩევი იქნება, უბრალოთ იმით რასაც ჩვენ ვხედავთ ამ წუთისთვის, ნებისმიერ ინსპექციის თანამშრომელს ბოდიშების ხდით გავისტუმრებთ კალმახის ჭერის დროს ან ბადის ხმარების რდოს რომ შეგვხვდეს |
|
|
Aug 30 2010, 18:33
პოსტი
#33
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
გარდა ამ კანონით, „ცხოველთა სამყაროს შესახებ“ საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა ზუსტად ეს მაინტერესებს. მეათე მუხლის მეორე პუნქტის აი ეს წინადადება მაძლევს თუ არა მე საფუძველს იმისთვის, რომ თვალი გადავავლო ამ პუნქტში ნახსენებ კანონებს და დოკუმენტებს (ვინაიდან ეს პუნქტი საშუალებას იძლევა ნადირობა, რეწვა, მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება), ჭრა და თიბვა ვაწარმოო თუ ის ნახსენები კანონები ამის უფლებას იძლევა!) და როდესაც გადავხედავ და ამოვიკითხავ ამას: ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში ნიშნავს თუ არა ეს, რომ კალმახზე პირადი მოხმარების მიზნით, საერთო სარგებლობის ფორმით, რომელსაც სპეციალური ნებართვა არ ჭირდება დაშვებულია სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა? |
|
|
Aug 30 2010, 18:34
პოსტი
#34
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
და კიდევ ერთ კითხვას დავამატებდი, გვაქვს თუ არა სპორტული თევზაობის განმსაზღვრელი დეფინიცია?
|
|
|
Aug 30 2010, 18:38
პოსტი
#35
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
და კიდევ ერთ კითხვას დავამატებდი, გვაქვს თუ არა სპორტული თევზაობის განმსაზღვრელი დეფინიცია? კი გვაქვს. ეხლავე... სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა - არალიცენზირებადი თევზჭერა ყველა სისტემის და დასახელების ხელის ანკესით, სპინინგით, სასროლი ბადით, ხილიხი ბადითა და ჩოგანბადით, ასევე წყალქვეშა ნადირობა და ჰიდრობიონტების შეგროვება, აკვალანგებისა და სხვა ავტონომიური სასუნთქი მოწყობილობების გამოყენების გარეშე (6.12.2007 N1735) აი ეს არის განმარტება და თან გადაფარული არ არის 2007 წლის რედაქციითაა უბრალოდ 1 რამ არის ცოტა საკვირველი სპინინგი ანკესების კლასს რატომ არ ეკუთვნის და ისეთი უაზრო განმარტება რატომ აქვს რაც ამ ბრძანებაშია? |
|
|
Aug 30 2010, 19:13
პოსტი
#36
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოკლედ ვეცადე, რომ ყველა ჩვენი კითხვა ერთ პოსტში მომექციაიმ არგუმენტებითურთ, რომლებიც ჩვენ არგუმენტებად მიგვაჩნია.
მოკლედ ჩვენი აზრით საქმესთან კავშირში მყოფი წინადადებები, ფრაზები და განმარტებები წითელი ფერით მოვნიშნე. 1. ჩვენი გადმოსახედიდან მდინარის და ტბის კალმახის სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა საერთო სარგებლობის ფორმით დაშვებულია და არ არის აკრძალული! საფუძველი: საქართველოს კანონი საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" შესახებ - მუხლი 3 -- საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროს შესახებ საქართველოს კანონმდებლობა საქართველოს "წითელი ნუსხისა" და "წითელი წიგნის" სფეროს შესახებ შედგება საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, "გარემოს დაცვის შესახებ" და "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონებისა და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისაგან. - მუხლი 10 -- გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების დაცვის ძირითადი მოთხოვნები - - პუნქტი 2 -- აკრძალულია ყოველგვარი ქმედება, მათ შორის ნადირობა, რეწვა, მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება), ჭრა და თიბვა, გარდა ამ კანონით, "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული განსაკუთრებული შემთხვევებისა, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი სახეობების რაოდენობის შემცირება, საბინადრო გარემოსა და საარსებო პირობების გაუარესება. - მუხლი 23 -- გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) - - პუნქტი 1 -- გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფი გარეული ცხოველების მოპოვება (ბუნებრივი გარემოდან ამოღება) დასაშვებია მხოლოდ "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. "ცხოველთა სამყაროს შესახებ" საქართველოს კანონი - მუხლი 26 -- ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობა - - პუნქტი 1 -- საქართველოს მოქალაქეებს პირადი (ინდივიდუალური) მოხმარებისა და ესთეტიკური, რეკრეაციული, გამაჯანსაღებელი და სხვა მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით უფლება აქვთ ისარგებლონ ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო სარგებლობის ფორმით. - - პუნქტი 2 -- საერთო სარგებლობა ხორციელდება ცხოველთა სამყაროსათვის რაიმე ზიანის მიყენებისა და მისი ობიექტების ბუნებრივი გარემოდან ამოღების გარეშე (გარდა ამ კანონის 21 მუხლის მე-6 პუნქტსა და 30-ე მუხლის მე-3 პუნქტში მოყვანილი შემთხვევებისა) - - პუნქტი 4 -- ცხოველთა სამყაროს ობიექტებით საერთო ფორმით სარგებლობა უფასოა და არ საჭიროებს ლიცენზიას - მუხლი 30 -- თევზჭერა - - პუნქტი 1 -- თევზჭერად ითვლება თევზის, წყლის უხერხემლოთა და ზღვის ძუძუმწოვართა მოპოვება, აგრეთვე სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (წყალქვეშა ნადირობის ჩათვლით) - -პუნქტი 3 -- ფიზიკურ პირებს უფლება აქვთ საერთო სარგებლობის ფორმით თევზჭერისა და წყალსარგებლობის დადგენილი წესების დაცვით აწარმოონ სამოყვარულო და სპორტული თევზჭერა (მათ შორის წყალქვეშა ნადირობა) და წყლის უხერხემლოთა მოპოვება პირადი (ინდივიდუალური) მოხმარების მიზნით საერთო სარგებლობის ყველა წყალსატევში, გარდა იმ წყალსატევებისა და წყალსატევების უბნებისა, რომლებიც უჭირავთ ნაკრძალებს ან სპეციალური წყალსარგებლობის ობიექტებს (თევზის საშენეები, გუბურები, თევზის სხვა კულტურული მეურნეობები და ა.შ) საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად - - პუნქტი 9 -- თევზჭერის საკითხებთან დაკავშირებულ სამართლებრივ ურთიერთობებს არეგულირებს ეს კანონი და სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტები ცხოველთა სამყაროს ობიექტების, მათი სახეობების მიხედვით მოპოვების წესების, ვადებისა და მოპოვებისათვის დაშვებული იარაღისა და მოწყობილობების ჩამონათვალის შესახებ დებულება (ბრძანება N 512) - მუხლი 7 -- თევზჭერის აკრძალვის ვადები, ადგილები. - - პუნქტი 3 - აკრძალულია თევზჭერა გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზაობისა: და მოყვება ვრცელი სია იმ ადგილებისა სადაც არის აკრძალული გარდა სამოყვარულო და სპორტული თევზაობისა - მუხლი 8 - ჭერააკრძალული თევზის სახეობები სადაც წერია, 1 პუნქტის ქვეპუნქტებში - ა), ბ), გ), ნახსენებ თევზის სახეობებზე აკრძალულია თევზაობა მთელი წლის განმავლობაში, ხოლო დ) კალმახი (მდინარის, ტბის) - 1 ოქტომბრიდან, 1 იანვრამდე. დანართ 2-ში მოყვანილია თევზის მინიმალური, ზომა, რომლის ქვევითაც თევზი უნდა დაუბრუნდეს წყალსატევს: და წერია, რომ კალმახი მდინარის - 190 მმ კალმახი ტბის - 320 მმ 2. გვაინტერესებს შეიძლება თუ არა სასროლი ბადით თევზაობა და თუ შეიძლება რა შეზღუდვებია - კანონმდებლობიდან გამომდინარე დაშვებული უნდა იყოს, მაგრამ ბევრ მდინარეზე გდი-ს თანამშრომლები კრძალავენ და ბადეებს ართმევენ მეთევზეებს! 3. ჩვენი ინფორმაციით უნდა არსებობდეს "აღკვეთილებში და დაცული ტერიტორიების სხვა კატეგორიების ზონებში ცხოველთა სამყაროს ობიექტებით სარგებლობის წესების შესახებ" დებულება, რომელიც ვერსად ვერ მოვიძიეთ. ეს ებულება უნდა არეგულირებდეს დაცულ ტერიტორიებზე ამ კონკრეტულ შემთხვევაში თევზაობის საკითხებსაც. - თუ მსგავსი დებულება არ არსებობს, მაშინ საინტერესოა რა ხდება დაცულ ტერიტორიებზე, არის დაშვებული თევზაობა თუ არა? და თუ არის რა კანონით ან კანონქვემდებარე აქტით რეგულირდება ეს საკითხი? მოკლედ ესეთი გამოვიდა და თუ რამის დამატება გინდათ დაწერეთ და დავამატებ! ნოსო! საქმე შემოლეული გაქვს? |
|
|
Sep 2 2010, 13:51
პოსტი
#37
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
შოთა მე დროებით ამ შენს პოსტს წავშლი ვინაიდან ისევ აირევა ყველაფერი და ველოდებით ადამიანს, რომელიც უნდა შემოვიდეს და გაგვარკვიოს ამ ყველაფერში! და ჯობია ის კითხვები რაც ჩამოვწერე ბოლო პოსტად იყოს. რომ მორჩება ეს ყველაფერი მერე დავაბრუნებ ისევ თავის ადგილზე!
|
|
|
Sep 14 2010, 17:52
პოსტი
#38
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მოკლედ ამ თემას მგონი სამუდამოდ გაურკვევლობაში ყოფნა უწერია :(
|
|
|
Sep 14 2010, 20:31
პოსტი
#39
|
|
ქვით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 81 რეგისტრ.: 18-July 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
ნუ ნერვიულობთ, მიდის მუშაობა მაგ საკითხზე.
დღეს და ხვალ ვერა, მაგრამ არც ისე შორეულ მომავალში გადაწყდება. ისე მარტივად არაა ყველაფერი როგორც ფორუმიდან ჩანს, ნებისმიერი მარტივი საკითხის გადაწყვეტა, რამის ცვლილება და ა.შ. უამრავი ადამიანის აზრის შეჯერებას და შეთანხმებას მოითხოვს |
|
|
Sep 15 2010, 07:39
პოსტი
#40
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Sep 15 2010, 10:42
პოსტი
#41
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 8,362 რეგისტრ.: 5-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება |
baiateo
ნებისმიერი მარტივი საკითხის გადაწყვეტა, რამის ცვლილება და ა.შ. უამრავი ადამიანის აზრის შეჯერებას და შეთანხმებას მოითხოვს ხოდა აგერ არ ვართ, ჩვენთანაც რომ შეთანხმდეს ეგეც ხომ პატარა აგური იქნება უბრალოდ ზედმეტად რომ არ მოვითხოვოთ სამინისტროში აუდიენცია აქაც გაგვეცით პასუხები |
|
|
Sep 17 2010, 22:13
პოსტი
#42
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ხოდა აგერ არ ვართ, ჩვენთანაც რომ შეთანხმდეს ეგეც ხომ პატარა აგური იქნება შეთანხმდეს კი არა არ მგონია, რომ სხვადასხვა მეცნიერ-მუშაკზე ნაკლებ კომპედენტურ აზრს მოისმენენ ჩვენგან (ანუ ხალხისგან ვისაც ფლორა-ფაუნასთან უშუალო შეხება გვაქვს და ამ ბუნების ბედი გვაღელვებს). |
|
|
სტუმარი_NickAdams_* |
Oct 17 2010, 23:07
პოსტი
#43
|
სტუმარი ნიკის ჩასმა ციტირება |
ხალხნო, კალმახზე საერთოდ აკრძალულია თევზაობა და არა მარტო ქვირითობის პერიოდში, დახმარება კი იმით შეგვიძლია, რომ საერთოდ არ ვითევზაოთ საკალმახე ადგილებში
|
|
|
Oct 18 2010, 09:42
პოსტი
#44
|
|
ნამდვილი მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 7,706 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ხალხნო, კალმახზე საერთოდ აკრძალულია თევზაობა და არა მარტო ქვირითობის პერიოდში დარწმუნებული ხარ? კანონში სხვა რამე წერია!!!!!!!!!!! თან მცირე (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ) ხანში კანონში ვითომ გაუგებრად ასახული ამ თევზის ჭერა არ ჭერის პრობლემაც საბოლოოდ მოგვარდება!! |
|
|
სტუმარი_NickAdams_* |
Oct 19 2010, 18:53
პოსტი
#45
|
სტუმარი ნიკის ჩასმა ციტირება |
დარწმუნებული ხარ? კანონში სხვა რამე წერია!!!!!!!!!!! თან მცირე (რამდენადაც ჩემთვის ცნობილია ) ხანში კანონში ვითომ გაუგებრად ასახული ამ თევზის ჭერა არ ჭერის პრობლემაც საბოლოოდ მოგვარდება!! აბსოლიტურად, თან სადაც ის წერია რასაც შენ გულისხმობ, კანონი არაა, აბსოლიტურად სხვა კატეგორიის, იურიდიული ძალის აქტი-დებულებაა, ასე რომ კანონში არაფერიც არ წერია და კალმახზე თევზაობა (არა ცისარტყელაზე) არის ბრაკონიერობა P.S. ზუსტად რომ კანონში (წითელ წიგნში) არის შავით თეთრზე დადგენილი აკრძალვა, ის რაც დებულებაში წერია "გონებანათელი" იურისტების ბრალია და მეტი არაფერი, ადგილი აქვს სამართლის ნორმათა კოლიზიას, რა დროსაც მოქმედებს კანონი, როგორც უპირატესი იურიდიული ძალის მქონე, სხვა საქმეა რომ ზოგიერთები საკუთარ ბრაკონიერობის ამით გამართლებას ცდილობენ. P.S.S. კანონს თავი დავანებოთ და ერთ კითხვაზე მიპასუხე, ნებისმიერი სახეობის თევზზე ქვირითობის დროს თევზაობას რა ქვია? უბრალოდ ადამიანურად, რა ქვია იმას პატარა მდინარიდან 4 კილოგრამიან ჭანარს რომ წამოიღებ სახლში?, რომელიც წლობით ცხოვრობს იქ და ეკოსისტემის მნიშვნელოვანი ნაწილია უკვე, მაგას ჩემო მეგობარო ბრაკონიერობა არ ქვია უკვე უარესი რამე ქვია, ისეთი სახელი ქვია, რომ ფორუმზე არ ითქმის და კიდევ ერთი, აქ რომ წერთ კალმახი საშინელ დღეშიაო, ხვალ რომ ნება დართონ წახვალთ სათევზაოდ??? რომ წერ ნებას დართავენ და პრობლემა მოგვარდებაო, რანაირად მოგვარდება, მაგ ნებართვით კალმახის პოპულაცია გაიზრდება? თუ უბრალოდ სულით ბრაკონიერი კანონის წინაშე იქნება "მართალი"???? და პირადად შენთვის "ვითომ გაუგებარი" რა არის, ის რომ კალმახის პოპულაცია ნადგურდება?? |
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 26th September 2024 - 03:06 |