" ვერნიე კარონი " - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

3 გვერდი V   1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
" ვერნიე კარონი ", Verney Carron
tavadi baratashv...
პოსტი Nov 25 2009, 21:41
პოსტი #1


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



გაუმარჯოს ძმებო, ეს ფირმა ბევრი მონადირისთვის საოცნებო თოფებს და სხვადასხვა იარაღის ბრენდებისთვის ლულებს ამზადებს. აბა ვინ რა იცის დავწეროთ

მე პირადად ოცნებად მაქვს ვიქონიო ნახევრად ავტომატური იარაღი V12 თავისი 10 და 15 სანტიმეტრიანი დამაგრძელებელი ლულებით და 82 სანტიმეტრიანი აბეერ ლულით. ეს არის საბატე თოფი რომელიც გამოდის მაგნუმის და თუ არ ვცდები სუპერ მაგნუმის ლულებზე, ასევე ძალიან კარგია ნახევრადავტომატი ალტო-6. ცნობილი მოდელებია საჟიტერი, კომბინირებული თოფების მთელი სერიით და ა.შ დანარჩენს მერე დავწერ კიდეე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Nov 25 2009, 21:49
პოსტი #2


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



მიყვარს ეს ფირმა , მაგათ საიტზე ვერ დავრეგისტრირდი რომ კატალოგები გამოვიწერო სამწუხაროდ newsmile038.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 2 2009, 22:08
პოსტი #3


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



hunter87
ისე დარწმუნებული ვარ სატაურშიც მექანიკური შეცდომაა, მაგრანმ სასაცილოდ ჟღერს, სულ სხვა მნიშვნელობა აქვს, ვერნიე კარონი "ერთგული გვირგვინები" newsmile035.gif

geojorjika

ხო მეც ვარ დარეგისტრირებული მაგრამ.... ნერწყვების ყლაპვის მეტი არაფერი, ყოველი სიახლე მეილზე მოსული, გულის შეტევას მმართებს ხოლმე პერიოდულად newsmile038.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ვიტო
პოსტი Dec 6 2009, 19:08
პოსტი #4


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 8,362
რეგისტრ.: 5-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



hunter87
ხელში არ გვიჭირავს და რაიმე ისე|თს ვერ ვიტყვით, თუ ვინმეს აქვს იმან არ უნდა დაიზაროს და თითები დააჭიროს კლავიატურას
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 6 2009, 20:03
პოსტი #5


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



hunter87
ქართულ არსენალში შეიძლება ბეჭდვითი შეცდომაა, სწორი პრონანსი არის "ვერნეი ქერონ" იუტუბში დააკვირდი თუნდაც წარმოთქმებს ამ სახელწოდებით...


მე ისიც კი არ ვიცი ვის აქვს, თორემ აუცილებლად ვთხოვდი და შევისწავლიდი
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩიქო
პოსტი Dec 6 2009, 20:43
პოსტი #6


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,127
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi




მე მგონი ამაზე საუბრობდით ხოოო??? არა ძმაო ამის საყიდელი ფული ნაღდად არა მაქ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Dec 7 2009, 09:45
პოსტი #7


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(hunter87 @ Dec 6 2009, 18:36) *
verney-carron ასე იწერება და ქართულად არსენალში მაქვს წაკითხული და ვერნიე კარონი ეწერა, ამდენ შესწორებებს სჯობია თუ რამე ვიცით ის დავწეროთ, თუ არ მოგწონთ ადმინს უთხარით და წაშალოს ეს თემა მე წინააღმდეგი არ ვარ. უბრალოდ რაღაც იდეა მქონდა, თუმცა აზრი არ აქვს, თუ გამოხმაურება არ ექნება ასეთი თემა რა საჭიროა, ეტყობა არ აინტერესებს არავის ამ მარკის თოფები და ისევ რუსულ იარაღზე საუბარი ურჩევნიათ, რა გაეწყობა როგორც გინდათ.

მე რამდენიმე თემა მაქვს გახნილი რომრლის გარშემოც საუბარი ნაკლებად აქტიურია მაგრამ მაგათ წაშლას არ ვაპირებ, ასევეა კიდევ რამდენიმე სხვა თემებიც, "არა იარაღზე" სხვების დაწერილი მაგრამ მათი ამოშლა არ იქნება , ადრე თუ გვიან დაინტერესებული პირიც გამოჩნდება.
რა იდეა გქონდა დავეხმაროთ ერთმანეთს და გვაკეთოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Dec 11 2009, 02:01
პოსტი #8


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



რავიცი მეგონა არ მოეწონა ხალხს ეს თემა და კრიტიკის მაგვარი წამოვიდა. მონდოდა არსენალის მთელი სტატია დამებეჭდა და უკეთ გაგვეცნო იარაღის ეს მარკა. საკმაოდ სერიოზული ბრენდია. კი ძვირია მარა ოცნებას კაცი არ მოუკლავს, რა გული გაგიტეხიათ ძმებო სულ ესე ხო არ ვიქნებით ძმებო, ჩვენც გადმოგვხედავს ღმერთი და იქნებ მასეთი იარაღი სულაც არ გვქონდეს სანატრელი. ჰოლანდ-ჰოლანდის, ბოსის, ჰოფერის და სხვა ბრენდების შეძენის ტოტი არც მე მაქვს მარა მაგრად მაინტერესებს. ნუ ეს კაცია და ბუნება, მე იარაღის მოყვარულიც ვარ და ალბათ უფრო იმიტომ. როცა მოვახერხებ იმ სტატიას დავდებ და აია მაშინ კი ბევრი დაინტერესდება მგონი.


ციტატა(ჩიქო @ Dec 6 2009, 21:43) *

მე მგონი ამაზე საუბრობდით ხოოო??? არა ძმაო ამის საყიდელი ფული ნაღდად არა მაქ newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif newsmile035.gif

მაგარი ვიდეოა, იარაღი კი ძალიან მაგარი, გული არ გაიტეხო ბრატ რა იცი რა ხდება იქნებ დაითრიო კიდეც ეგ თოფი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Dec 11 2009, 06:27
პოსტი #9


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



hunter87
დაწერე შე კაცო, ცუდი რით არის, პირიქით მოხარული ვიქნებით...
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Geoჟორჟიკა
პოსტი Dec 11 2009, 08:27
პოსტი #10


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 2,176
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



hunter87
საინტერესო იქნება , ისე კი ვერნი კარონი სულაც არ არის ძვირიანი ბრენდი newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Dec 11 2009, 21:41
პოსტი #11


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



ციტატა(geojorjika @ Dec 11 2009, 09:27) *
hunter87
საინტერესო იქნება , ისე კი ვერნი კარონი სულაც არ არის ძვირიანი ბრენდი newsmile05.gif

მართალი ხარ ძმა, ქართველი იარაღის გამყიდველები გვატყავებენ და დაბრკოლებები საქართველოში იარაღის შემოტანაზე, თორე არც ისე ძვირია
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Jan 16 2010, 11:34
პოსტი #12


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



იარაღზე უფრო უარესი სიტვაციაა. ხალხო ეხლა გავიგე ამ მარკის შედარებით იაფიანი ნახევრადავტომატები ჩამოაქვს ერთერთ მაღაზიას, არ ვიცი რეკლამაში ჩამეთვლება თუ არა, დენთი როა პავლოვზე იქ ექნებათ ალბათ მალე. მაგ ფირმის კატალოგი მაჩვენა მეპატრონემ, 600-700 ევროიანი თოფებია იაფიანი მოდელები, ხოლო ჩემი ოცნების იარაღი V12N-ი 950 ევრო ღირდა მგონი. სადღაც ასი ევროთი მეტი იქნება ფასებიო და რა ვიცი აბა ვნახოთ.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Bone
პოსტი Jan 16 2010, 12:14
პოსტი #13


ნამდვილი მონადირე
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 6,240
რეგისტრ.: 15-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



hunter87
კი მეც ვიცი ეგ ამბავი, მითხრა ნიკო ძიამ, მაგრამ როდისო არ იციან ჯერ.
მახსოვს შენი მალული სიყვარული მაგ მოდელის მიმართ უკვე მერამდენე წელია newsmile027.gif
ახლო მომავალში მომელოცოს ძმაო შენთვის
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
tavadi baratashv...
პოსტი Feb 10 2010, 16:34
პოსტი #14


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 389
რეგისტრ.: 21-November 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: tbilisi



კლოდ ვერნიე 1800 წლის იანვარს, საფრანგეთში სენტ-ეტიენში დაიბდა. 1820 წელს მან მეიარაღე ოსტატთა შორის გამართულ კონკურსში გაიმარჯვა. მრეწველობის და ხელოვნების მუზეუმში~ დღესაც ინახება ვერნიეს მაშინდელი ნამუშევარი, რომელიც იმ დროის ყველაზე მშვენიერ ეგზემპლარად არის აღიარებული. სწორედ ამ თოფმა დაუდო დასაბამი საიარაღო ფირმას, რომელსაც 1830წელს ცნობილი მეიარაღის კარონის ერთადერთ ასულ ანტუანეტაზე დაქორწინების შემდეგ Verney-Carron-ი უწოდა კლოდ ვერნიემ. უფროსი ვაჟი კლოდი 1839 წელს შეეძინა. მოგვიანებით, მან უმცროს ძმებთან ერთად ჩაიბარა ფირმის მმართველობა. 1870 წელს, კლოდ ვერნიეს გარდაცვალების შემდეგ უმცროსმა კლოდმა ფირმის დასახელებას ერთი სიტყვა მიუმატა და `ძმები ვერნიე-კარონი~ უწოდა. ამ დასახელებით მან 1917 წლამდე იარსება.
პირველი მსოფლიო ომის შემდეგ მეიარაღეთა ოჯახმა საიარაღო ფაბრიკაში ახალი ტექნოლოგიების დანერგვა გადაწყვიტა, რისთვისაც საკუთარი და ახლო მეგობარ¬ ნათესავთა ფინანსური რესურსები გამოიყენა და ფირმის ტვიფრმაც ასეთი სახე მიიღო Verney-Carron-ს.ა
30-იანი წლების ეკონომიკურმა კრახმა და დეპრესიამ უარყოფითად იმოქმედა ფირმაზე და სხვა გზა რომ აღარ ჰქონდათ ვერნიე-კარონ ს.ა. გაცილებით მომგებიან საქმიანობას შეუდგა. 1936 წლიდან ფირმამ თევზსაჭერი მოწყობილობების, ჩოგბურთის აქსესუარების და ველოსიპედების გამოშვება დაიწყო. ამ მრავალფეროვანმა ასორტიმენტმა კომპანიას მეორე მსოფლიო ომის მძიმე წლები გადაატანინა. ომის დასასრულს ფირმამ მართალია მცირერიცხოვანი მუშახელითა და მოძველებული დანადგარებით, მაგრამ მაინც ახალი სახელით GEFAR აღდგენა სცადა.
ვერნიეს მეორე შთამომავალმა ბიზნესში ჩართვა 1948 წელს გადაწყვიტა. მოგვიანებით იგი გაიცნობს მცირე საწარმოს მფლობელ ერთ იტალიელს, რომელსაც ის ის იყო შეექმნა საფანტით სანადირო ნახევრად ავტომატური მსუბუქი თოფის ახალი კონსტრუქცია და მისი სერიული წამოებისათვის ფული სჭირდებოდა. ლიცენზიას ხელი 1954 წელს მოეწერა. ეს იყო ფირმის გადამწყვეტი მომენტი და `Verney-Carron-მა თანამედროვე ინდუსტრიულ საწარმოთა შორის ღირსეული ადგილი დაიმკვიდრა.
Sagittare – (მშვილდოსანი) პირველი ფრანგული მასობრივი ვერტიკალურ ლულებიანი იარაღი – 1966 წელს გამოუშვეს და მალე ბაზრის ლიდერადაც მოგვევლინა. 1970-1975 წლები ფირმის აყვავების ხანად იქცა და წარმოება გაორმაგდა.
მართალია 1980 წლის დამდეგს ფირმას ფინანსური პრობლემები შეექმნა, მაგრამ მალე `Verney-Carron-მა ხელშეკრულება ხელისუფლებასთან ახალი ფრანგული საიერიშო შაშხანის წარმოებაზე. შაშხანა FAMAS-ის სახელითაა ცნობილი. ხელშეკრულებით გათვალისწინებულ სამუშაოებს 10 წელი დასჭირდა, სამაგიეროდ მოგებამ ფირმის მფლობელებს საშუალება მისცა საწარმოს მთლიანი რეკონსტრუქცია მოეხდინათ. გარდა ამისა, ფირმის წარმატებას ისედაც შევიწროებულ იარაღის ბაზარზე რამდენიმე სიახლეც განაპირობებდა. კერძოდ, 1984 წელს, როცა ენრი ვერნიე-კარონის ნაწარმზე მოულოდნელად იკლო მოთხოვნამ, მისმა ბიძაშვილმა, პიერ ვერნიე-კარონმა გააგრძელა საწარმოს მოდერნიზაცია და 1985 წელს წარმოებაში ჩაუშვეს `საჟიტერი~, ვერტიკალურ ლულებიანი სანადირო თოფი, რომელსაც მსუბუქი შენადნობისგან ჩამოსხმული ლულის კოლოფი ჰქონდა. `საჟიტერი~ კარგა ხანს ლიდერობდა ბაზარზე. სამი წლის შემდეგ ვერტიკალურლულიანო თოფების ახალი სერია `სუპერი~ გამოჩნდა, ახალი მოდელით - `ტრაპი~მას სხვა მოდიფიკაციებიც მოჰყვა, მაგალითად, 1993 წელს ვერსია `პლიუმი~ წარმოადგინეს. გარდა ამისა `სუპერ-9~ ვერსიის `საჟიტერის~ მოდელებში მუდმივად იცვლებოდა ხაზები. შაშხანა `იმპექტის~ წარმოებაში დანერგვამ კიდევ უფრო დიდი პოპულარობა მოუტანა ფირმას იარაღის ბაზარზე.
ახალი თავდაცვითი იარაღის `ფლეშბოლის~ გამოსვლა კი (1990წ) იმით აღინიშნა, რომ რამდენიმე ქვეყნის საპოლიციო უწყებებმა ის საუკეთესოდ აღიარეს და ამ იარაღით აღჭურვა გადაწყვიტეს.
`სუპერ-9~ სერიის წარმატება `საჟიტერის~ მომავალმა განაპირობა – გადაწყდა, რომ საერთაშორისო ბაზარზე უცხოური იარაღისათვის კონკურენცია წარმოების ულტრათანამედროვე მეთოდების დანერგვით გაეწიათ.
1994 წელს გამოვიდა `საჟიტერ ნუველ ტექნოლოჟი~ - მოდელი, რომელიც მონადირეებმა ერთხმად მოიწონეს. 1995 წელს კლოდ ვერნიე-კარონი გადადგა და კომპანიის ხელმძღვანელობა ვაჟს ჟანს (მეიარაღეთა ოჯახის მეექვსე თაობა) ჩააბარა. დირექტორთა საბჭოში შევიდნენ პიერ ვერნიე-კარონი და ხავიერ დე ვერონ დე ლა კომბი.
ამჟამად Verney-Carron-ს მძლავრი საწარმოო ბაზა აქვს, ულტრათანამედროვე მაღალტექნოლოგიური დანადგარებითა და მაღალკვალიფიციური პერსონალით. ამისი წყალობით ფირმა საუკეთესო ხარისხის ლულებს, მექანიზმებსა და სანადირო თოფებს უშვებს. ფირმის ყველა გლუვლულიან სანადირო თოფს ხუთწლიანი გარანტია აქვს, ეს კი დაახლოებით 100 000 გასროლაა.
კომპანია ყოველწლიურად 12000 ლულას უმზადებს ფირმებს `რემინგტონს~, `ბრაუნინგსა~ და `რუგერს~. ფირმის სამეცნიერო-კვლევითი განყოფილების პოტენციალი ისეთ პერსპექტიულ იარაღზე მუშაობის საშუალებას იძლევა, რომელიც მომავალში ყველაზე პრეტენზიული მომხმარებლის მოთხოვნებსაც დააკმაყოფილებს.
მრავალწლიანი კვლევითი მუშაობის შედეგია ის დამაგრძელებლებიც, რომელსაც ფირმა აწარმოებს. მათ შორის უნიკალურია მოწყობილობა რომელიც გლუვლულიანი ნახევრადავტომატური თოფებისთვისაა განკუთვნილი, მსოფლიოში მას ანალოგი არ აქვს. იგი ერთადერთი და უნიკალურია, ერთადერთია მისი გამომშვები ფირმაც - `Vერნეყ-ჩარრონ~-ი. ეს მოწყობილობაა დამაგრძელებელი ლულა ABR-ი, რომლის სიგრძე 82 სანტიმეტრია, იგი უბრალოდ ეხრახნება თოფის ძირითად ლულას. ABR-ი იდეალურია შორს და მაღლამფრენ ფრინველებზე სანადიროდ, განსაკუთრებით იხვსა და ბატზე. ABR-ი ისვრის შორს, ზუსტად და სამიზნეზე ტოვებს საფანტის თანაბრად განაწილებულ გროვას. ABR-ის ღირსებად უნდა ჩაითვალოს დაზიანების სიშორის გაზრდა, საფანტის მიტანის კონცენტრაცია, სროლის ხმის მნიშვნელოვნად შემცირება, ასევე უკუდარტყმითი ეფექტის შერბილება. დასასრულს, მონტაჟისა და დემონტაჟის სიმარტივე.
ორსაუკუნოვანი გამოცდილების წყალობით Verney-Carron-ი მრავალფეროვან სანადირო გლუვლულიან თუ ხრახნილლულიან იარაღს აწარმოებს. ერთ-ერთი საუკეთესო თოფი, ნახევრადავტომატური საფანტის `ალტო-6~ სხვა მისი კლასის თოფებისგან სიმსუბუქით, ბალანსირებითა და სინატიფით გამოირჩევა. სროლის დროს იგი თანაბარი სიმსუბუქით აწვდის სავაზნიდან ლულას ვაზნებს და ასევე მსუბუქად ახდენს მის ექსტრაქციას. მნიშვნელობა არ აქვს მსუბუქსაფანტიანია ტყვია თუ მძიმე 24 გრამიდან ზევით ყველა მასის ვაზნას თოფი უპრობლემოდ ისვრის(ბევრ ცნობილ ფერმატა იარაღს მცირე მუხტიანი ვაზნების სროლისას პრობლემა ექმნება). კონდახი მხარზე კარგადაა მორგებული., ავტომატიკაც მშვენივრად მუშაობს, საფანტი მიზანს კარგად ხვდება – მონადირესაც მეტი რა უნდა. თვით თავგადაკლული `ბრაუნინგისტებიც~, რომ ჰგონიათ, ამ ფირმის იარარს ბადალი არ ყავს, `ალტო-6~-ის მოსინჯვის შემდეგ მისი თაყვანისმცემლები ხდებიან.
რაც შეეხება ABR დამაგრძელებელს დეტალური გამოცდის გარეშე, მათზე დაბეჯითებით რაიმეს თქმა ძნელია, ერთი რამ ფაქტია – 70 ნაბიჯზე ნასროლმა 1 ნომერმა საფანტმა შიფერის ფირფიტა გახვრიტა.
`ალტო-6~-ისათვის სამი მოდიფიკაციის ლულებს უშვებენ _ 76სმ 71სმ და 66სმ სიგრძისას, საფანტის საასროლი სამიზნით და ტყვიის სასროლი სპეციალური მოწყობილობით.
ეხლა მცირეოდენი ინფორმაცია ამ ფირმის სანადირო თოფების შესახებ: მათი ძირითადი წონა 2,45-დან 3 კილოგრამამდე მერყეობს. ამზადებენ .410, 28, 20, 16, 12 კალიბრის ლულებს. Fირმის საამაყო მოდელია `ბეკასირი~ _ 12 კალიბრიანი, 2,55 კგ_იანი თოფი, რომლის ლულის სიგრძე 66 სმ-ია. აგრეთვე 2,7 კგ-იანი `ბეკასირი~, რომლის ლულის სიგრძე 71 სმ-ია, მსგავსი კატეგორიის თოფია პოსტსაბჭოურ საიარაღო ბაზარზე პოპულარპბით გამორჩეული `ბერეტა ულტრა ლაინი~(წონა 2,5კგ).
Verney-Carron-ის ყველაზე მძიმე, საბატე-ჰორიზონტალურლულებიანი თოფი, რომელსაც 89-მილიმეტრიანი სავაზნე აქვს, 4,1 კგ-ს იწონის. ლულები ქრომირებული ფოლადისგან მზადდება, ძნელად იჟანგება და დამატებით ქრომირებასაც არ საჭიროებს. არ არის აუცილებელი, ნადირობის შემდეგ მაშინვე ზუმბას სტაცოთ ხელი, როგორც ამას `მერკელების~ პატრონები აკეთებენ ხოლმე. ფირმა თოფის ხის ნაწილების დასამზადებლად მხოლოდ და მხოლოდ კაკლის ხეს იყენებს.
ძვირფას და შეკვეთილ მოდელებს გრავირებას ხელით უკეთებენ, შედარებით იაფი ნაწარმის გრავირება კი ლაზერულ-კომპიუტერულო მეთოდით ხდება. რომ არ იპრიალოს, ხის ნაწილებს, გარდა ტრადიციული გასაჟღენთი საშუალებებისა, სპეციალური სითხითაც ფარავენ.
მაღალხარისხიანი გლუვლულიანი, ხრახნილლულიანი და კომბინირებული თოფებისა და შტუცერების წარმოებით, კალიბრების ფართო დიაპაზონითა და ხელმისაწვდომი ფასებით Verney-Carron-ი დღეს სანადირო იარაღის მწარმოებელ ფირმათა შორის ერთ-ერთი უძლიერესი ლიდერთაგანია




Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
AlekoN
პოსტი Mar 22 2010, 13:40
პოსტი #15


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 902
რეგისტრ.: 18-September 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi, Georgia



ალტო-6 -ს ავტომატიკა რა პრინციპით მუშაობს?
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

3 გვერდი V   1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 6th June 2024 - 14:00