რჩევები ავტომოყვარულებს - ოჩოპინტრე
IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

2 გვერდი V  < 1 2  
Reply to this topicStart new topic
რჩევები ავტომოყვარულებს, მხოლოდ მაღალგამავალი ავტომობილები
nika1234
პოსტი Oct 17 2009, 20:19
პოსტი #16


თოფით მონადირე
*****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 1,204
რეგისტრ.: 17-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



ყოჩაღ ჩელე, საჭირო ინფორმაციები მოგიგროვებია, small3d018.gif small3d018.gif small3d018.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 9 2011, 20:13
პოსტი #17


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



აბა სასარგებლო ინფორმაციები შევმატოთ ფორუმს:


ავტომობილის საბურავებისა და დისკების ზომები და სხვა მახასიათებლები


თუ თქვენ ხართ ავტომობილის მფლობელი, ადრე თუ გვიან აუცილებლად მოგიწევთ საბურავების შეცვლა. ამიტომ მნიშვნელოვანია, იცოდეთ მათი შერჩევა. საბურავები არა მხოლოდ ზომისა და ტიპის მიხედვით უნდა მოერგოს თქვენს ავტომობილს, არამედ ასევე უნდა შეესაბამებოდეს მის მაქსიმალურ სიჩქარეს და უზრუნველყოფდეს ავტომობილის მყარ შეჭიდულობას გზასთან.



დისკები


ძირითადი ზომები:



Uploaded with ImageShack.us




A - დისკის სიგანე, გამოისახება დუიმებში;
R - დისკის დიამეტრი;
ET - მანძილი დისკის სიმეტრიის ცენტრალური ღერძიდან დისკის მორგვთან შეხების სიბრტყემდე (შეიძლება იყოს დადებითიც, და უარყოფითიც, როცა თვალი ეხება მორგვს სიმეტრიის ღერძიდან მარცხნივ;
Q - სამაგრი ნახვრეტების რაოდენობა _ რაოდენობა ჭანჭიკებისა, რომლებზეც მაგრდება დისკი;
D - დისკის ცენტრალური ნახვრეტის დიამეტრი.





საბურავები

205/65/R17/87/T


1 2 3 4 5 6

1 - საბურავის სიგანე, გამოისახება მილიმეტრებში (ფართო საბურავები უფრო ლამაზად გამოიყურება, მაგრამ სამაგიეროდ საწვავის ხარჯს ზრდიან);
2 - საბურავის სიმაღლე, იზომება სიგანის პროცენტებში (რაც უფრო მცირეა ეს მაჩვენებელი, მით “დაბალპროფილიანია” საბურავი);
3 - საბურავის ტიპი, R ნიშნავს რადიალურს;
4 - საბურავის შასჯდომი დიამეტრი, გამოისახება დუიმებში;
5 - დატვირთვის (ტვირთმზიდობის) ინდექსი;
6 - სიჩქარის ინდექსი.


ასევე შეიძლება იყოს ინდექსები:

C - მიუთითებს იმაზე, რომ საბურავი განეკუთვნება გაძლიერებულის კატეგორიას;
M+S - აღნიშნავს მომატებული განვლადობის საბურავს;
MT - ტალახის საბურავი
TL - უკამერო საბურავი;
TT - კამერიანი საბურავი.

ხშირად საბურავზე მიუთითებენ წარმოების თარიღს ფორმატით -- კვირა, წელი. მაგ., 4007 – მეორმოცე კვირა 2007 წლის.



სიჩქარის ინდექსები

ინდექსი სიჩქარე (კმ/სთ)

I 100
K 110
L 120
M 130
N 140
P 150
Q 160
R 170
S 180
T 190
H 200
V 210
VR 210 - 240
ZR 240 - ზე მეტი



დატვირთვის ინდექსები

ინდექსი კგ ინდექსი კგ

60 250 90 600
61 257 91 615
62 265 92 630
63 272 93 650
64 280 94 670
65 290 95 690
66 300 96 710
67 307 97 730
68 315 98 750
69 325 99 775
70 335 100 800
71 345 101 825
72 355 102 850
73 365 103 875
74 375 104 900
75 387 105 925
76 400 106 950
77 412 107 975
78 425 108 1000
79 437 109 1030
80 450 110 1060
81 462 111 1090
82 475 112 1120
83 487 113 1150
84 500 114 1180
85 515 115 1215
86 530 116 1250
87 545 117 1285
88 560 118 1320
89 580 119 1360
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 9 2011, 20:25
პოსტი #18


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი




საჭესთან ზამთარში


ზამთარში ავტომობილის მართვა გაცილებით რთულია და მძღოლისგან მოითხოვს მეტ ყურადღებას, ოსტატობას და იმ მინიმალურ ცოდნას მაინც, რომელიც უზრუნველყოფს მისი და მის გარშემომყოფთა უსაფრთხოებას.

თავდაპირველად მიხედეთ ავტომობილს. დაუყენეთ ზამთრის საბურავები და შეამცირეთ წნევა მათში რამდენიმე ხაზით (თოვლიან ან მოყინულ გზებზე მაქსიმუმ 5 ხაზი); შეძლებისდაგვარად შეამოწმეთ მუხრუჭთა მოქმედების თანაბარზომიერება; დარწმუნდით, შეესაბამება თუ არა ძრავის ზეთი მოსალოდნელ მეტეოროლოგიურ პირობებს. ყინვაში უმჯობესია “სინთეტიკა”, როგორც ნაკლებად ბლანტი; შუშების გასაწმენდ ბალონში შეცვალეთ სითხე (გააზავეთ საჭირო კონსისტენციამდე); შეამოწმეთ ანტიფრიზის ვარგისიანობა. იგი არც უფერო უნდა იყოს, არც ძალიან მუქი, ვარგისია გამჭვირვალე, მკვეთრი ცისფერი, მკვეთრი ვარდისფერი ან მკვეთრი მწვანე; ფარები და უკანა ფანრები უნდა იყოს იდეალურ მდგომარეობაში; ნესტისა და მარილიანი თოვლისგან დასაცავად ჩააფინეთ მანქანაში ბორტებიანი რეზინის საფენები; ძლიერი ყინვის დროს უმჯობესია მანქანა არ დააყენოთ ხელის მუხრუჭზე, რადგან შეიძლება მიეყინოს.


ადგილიდან დაძვრა

მოლიპულ გზაზე მანქანა დაძარით მაქსიმალურად თანაბარზომიერად და მეორე სიჩქარით. ზამთარში, როგორც წესი, უნდა იმოძრაოთ ჩვეულებრივზე 10-15 კმ/სთ-ით უფრო ნელა, დაშორება წინა ავტომანქანასთან კი უნდა იყოს ჩვეულებრივზე 2-ჯერ უფრო მეტი.

დიდ პრობლემებს ქმნის ზამთარში ნამქერი გზაზე, ხშირად ხდება დიდ თოვლში ჩარჩენა. არსებობს ამ პრობლემების დამოუკიდებლად გადაჭრის რამდენიმე წესი.

ღრმა თოვლიდან გამოსვლა

მთავარია სრულად არ გამოიყენოთ გაზის პედალი. სწრაფად მბრუნავი ბორბალი ადნობს თოვლს და უფრო ღრმად ეშვება საბურავი თოვლში. ნამქერიდან გამოსვლა განახორციელეთ მხოლოდ მანქანის ე.წ. ტორტმანით წინ და უკან, ამავე დროს ნაზად იმუშავეთ გაზის პედლითა და ე.წ. “სცეპლენიეთი”. ბორბლების მოძრაობის ადგილი გაათავისუფლეთ თოვლისგან და იმ ადგილას დააფინეთ სალონის იატაკის საფენები.



გორაკიდან დაშვება.

ამ დროს არავითარ შემთხვევაში არ იმოძრაოთ ნეიტრალური სიჩქარით. უმჯობესია გადახვიდეთ უფრო დაბალ გადაცემაზე გზასთან უფრო მჭიდრო შეჭიდულობისთვის. დაშვების დამთავრების წინ გამოიყენეთ წყვეტილი დამუხრუჭება – მუხრუჭის პედალზე ხშირი და ხანმოკლე დაწოლა.


გორაკზე ასვლა.


გორაკზე ასვლა მოითხოვს მანქანის ცოტათი ქვემოთ გაქანებას (“რაზგონს”). წინააღმდეგ შემთხვევაში გარკვეულ წერტილში თვლების შეჭიდულობა (“სცეპლენიე”) არასაკმარისი იქნება და მანქანა დაიწყებს ბუქსირებას. წინ თქვენ ვეღარ ახვალთ და დგება ყველაზე სახიფათო _ უკან დაშვების მომენტი. ამ შემთხვევაში გამორიცხეთ პანიკა და მუხრუჭის პედალზე ხანგრძლივი დაჭერა. ამით შესაძლოა სრულიად დაკარგოთ ავტომობილის მართვაზე კონტროლი. გამოიყენეთ გორაკიდან დაშვების წესი – მუხრუჭის პედალზე ხშირი და ხანმოკლე დაწოლით დაეშვით უკან, საჭის მარჯვნივ ან მარცხნივ მკვეთრი, პანიკურად ტრიალის გარეშე, რაც ასევე აგაცილებთ მართვაზე კონტროლის დაკარგვას. დასაშვებია მხოლოდ აუცილებლობის შემთხვევაში ფრთხილად, მცირე მობრუნებით საჭის ერთ ან მეორე მხარეს მოტრიალება.
თუ გაქანება უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ წინაამძრავიანი მანქანით გორაკზე ასვლა შეიძლება უკანა სვლით, თუმცა ეს თქვენგან გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს. სამაგიეროდ ვერ ასვლის შემთხვევაში დაშვება ბევრად ადვილია, თუმცა არც მთლად უხიფათო.

ნამქერიდან გამოსვლა.


ამ დროს ყველაზე მთავარია არ გააკეთოთ მკვეთრი მოძრაობები და არავითარ შემთხვევაში არ დაამუხრუჭოთ. საჭე ატრიალეთ ნამქერის მხარეს და იყურეთ იმ ადგილისკენ, სადაც გინდათ, რომ გახვიდეთ. თუ თქვენი ავტომობილი წინამძრავიანია, მიეცით ცოტა გაზი; თუ უკანამძრავიანი, - ხშირად და რითმულად დააწექით და აუშვით მუხრუჭის პედალს. თუ ატყობთ, რომ ნამქერი შემცირდა, მაშინვე გაასწორეთ საჭე.

მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში გვახსოვდეს, რომ დედაქალაქში, დასახლებულ თუ დაუსახლებელ ადგილებში, ჩქაროსნულ თუ მეორად მნიშვნელოვან გზებზე არის გზის ისეთი მონაკვეთები, სადაც ადგილობრივი კლიმატის გამო თვალისთვის შუმჩნევლად გზა ნამიანდება (მათ შორის მაღალი სინოტივით გამორჩეულ ადგილებში - მთიან რეგიონებში, ნისლიან ამინდში), ან ბუნებრივად თუ სხვა მიზაზთა გამო მომდინარე წყლები სავალი ნაწილის გარკვეულ მონაკვეთს ასველებს ან პირდაპირ ჩამოედინება მასზე და შემდგომ იყინება. გამოუცდელი მძღოლი, დარწმუნებული, რომ ირგვლივ არც თოვლია და სავალი ნაწილიც მშრალია, მოულოდნელი მოცურებისას შეიძლება აღმოჩნდეს მრავალმხრივი საფრთხის წინაშე, ექსტრემალურ ვითარებაში, რომლის მშვიდობიანი დასასრულიც მეტწილად მძღოლის იღბლიანობაზეა დამოკიდებული.

და ბოლოს, გავიმეორებთ მრავალჯერ ნათქვამს, რომ წელიწადის ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით კი ზამთარში გადაჭარბებული სიჩქარე და ავტომობილის უყურადღებოდ მართვა ერთერთი მიზეზია გარდაუვალი ავარიისა.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 9 2011, 21:11
პოსტი #19


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ეს საიდან დააკოპირე ვეჟო newsmile05.gif

4WD მანქანების ამბავში, ზემოთ მოყვანილი მეთოდების გამოყენებამ შეიძლება უფრო დაამძიმოს სიტუაცია, ბლოკირებები და ამბები სულ სხვანაირად მოქმედებს მოლიპულ, ნამქერიან და თოვლიან გზაზე გამავლობაზე

სათითაოდ სიტუაციი განხილვა ჯობია, ვინ როგორ და ა.შ.

მე მაგრა მეზარება მაგეებზე დისერტაციის დაცვა, დიდი გამოცდილებაცარ მაქვს მაინცდამაინც

ყველაზე მთავარი წესი მაინც მიგიწერია ბოლოს, დაბალი სიჩქარე და ყურადღება newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
ჩელე
პოსტი Nov 9 2011, 21:31
პოსტი #20


თვით დიდი ოჩო!
********

ჯგუფი: კლუბის წევრი
პოსტები: 14,709
რეგისტრ.: 18-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: თბილისი



Davitus

ვეჟოოოო, აქ ჩვეულებრივ სედანზეც არის ლაპარაკი. შენ მაინცდამაინც ნუ მიდიხარ ამ ბლოკირებებზე და ჯიპებზე.... newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Nov 9 2011, 23:41
პოსტი #21


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ჩელე

ნუუუ მოკლედ ........... სიტყვები არ მყოფნის........ ბრავისიმო ჯიმააა.... (მაგრამ პაკლონი არ გააკეთო ეხლა, კლავიატურას არ ჩამოარტყა )............

მშვენიერი თეორიული გაკვეთილია ჩემო ჩელე, ჩაინიკებისთვისაც და იმათთვისაც ვისაც თავი "ასი" გონია.

იშრომა კაცმა, იწვალა და ეს ინტრიგანი მეგრელები ( გვარს არ დავასახელებ, არც ჩემსას და არც მისას) newsmile090.gif მაინც გამოქექავენ რაცხას.........

Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 10 2011, 01:37
პოსტი #22


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



sabo73

არა რა, იმ მოლიპულ თოვლზე რომ ვისრიალეთ შენი მანქანით და კინაღამ გადაგვჩეხე ის არ გაგახსენო ახლა, უჯინ სი

ხოდა ახლა ეგ სედანის თეორიები იზეპირე შენ და მერე შენს ოთხივემავალზე გამოიყენე და უარეს ფიგურულ სრიალს გვანახებ, ჩემდათავად შენს მანქანაში თოვლიან გზაზე ჩამჯდომის კიდე D.gif

იმედია საბურავები მაინც გამოცვალე newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
გიორგი
პოსტი Nov 10 2011, 04:07
პოსტი #23


ო ფ ე რ ი ს ტ ი
*******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 7,699
რეგისტრ.: 8-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: ტიფლისი



ციტატა
თუ გაქანება უშედეგო აღმოჩნდა, მაშინ წინაამძრავიანი მანქანით გორაკზე ასვლა შეიძლება უკანა სვლით, თუმცა ეს თქვენგან გარკვეულ გამოცდილებას მოითხოვს. სამაგიეროდ ვერ ასვლის შემთხვევაში დაშვება ბევრად ადვილია, თუმცა არც მთლად უხიფათო.


D.gif D.gif D.gif D.gif ეს მაგრად მომეწონა D.gif D.gif D.gif


ციტატა
მნიშვნელოვანია ზამთრის პერიოდში გვახსოვდეს, რომ დედაქალაქში, დასახლებულ თუ დაუსახლებელ ადგილებში, ჩქაროსნულ თუ მეორად მნიშვნელოვან გზებზე არის გზის ისეთი მონაკვეთები, სადაც ადგილობრივი კლიმატის გამო თვალისთვის შუმჩნევლად გზა ნამიანდება (მათ შორის მაღალი სინოტივით გამორჩეულ ადგილებში - მთიან რეგიონებში, ნისლიან ამინდში), ან ბუნებრივად თუ სხვა მიზაზთა გამო მომდინარე წყლები სავალი ნაწილის გარკვეულ მონაკვეთს ასველებს ან პირდაპირ ჩამოედინება მასზე და შემდგომ იყინება. გამოუცდელი მძღოლი, დარწმუნებული, რომ ირგვლივ არც თოვლია და სავალი ნაწილიც მშრალია, მოულოდნელი მოცურებისას შეიძლება აღმოჩნდეს მრავალმხრივი საფრთხის წინაშე, ექსტრემალურ ვითარებაში, რომლის მშვიდობიანი დასასრულიც მეტწილად მძღოლის იღბლიანობაზეა დამოკიდებული.


აი ჩვენი ავტობანია მაგ მხრივ საკმაოდ სახიფათო
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
საბო
პოსტი Nov 10 2011, 09:20
პოსტი #24


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 4,644
რეგისტრ.: 10-June 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



ციტატა(Davitus @ Nov 10 2011, 02:37) *
sabo73

არა რა, იმ მოლიპულ თოვლზე რომ ვისრიალეთ შენი მანქანით და კინაღამ გადაგვჩეხე ის არ გაგახსენო ახლა, უჯინ სი

იმედია საბურავები მაინც გამოცვალე newsmile05.gif


უჰ მაგას რა დამავიწყებს ჯიმა, მაგრამ მაშინ 3 ( მე-3 ჭაჭა იყო d778bc34f693c93907196ff195628213.gif ) ხიდი რომ მქონდა ჩართული არ გახსოვს? თან რეზინის საბურავები კი არა კაპრონის კოლგოტკები ეცვა ჩემს პიპიკოს. თან მაშინ პირველად ვნახე კაპოტზე დალაგებული 4 წყვილი თვალი (უკან მომავალ მანქანაზე). what.gif
არა ჯერ არ გამომიცვლია საბურავები და შავ დღეში ვარ, რა მეშველება არ ვიცი. cryme.gif

ჰო კაი გამახსენდა ეხლა,
ვინმეს თუი გაქვენ 16-იანი საბურავები გასაყიდად, შემიძლია შევიძინო განვადებით ან გავცვლი ბიჭების წარმატებულად გასაკეთებელ ნახაზებში. ნახაზები დატესტილია და უეჭველი. newsmile035.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Nov 11 2011, 19:56
პოსტი #25


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ამიტომ არის კარგი რამე თრექშენ კონტროლი და სთაბილითი ცონთროლი კარგი რამე... ავტობანზე მივდიდოი ნიუ რიკიდან ქალაქგარეთ, ნისსან ალტიმათი, წინა წამყვანი თველბით. საღამოს საათები იყო და გზაზა დაახლობით 5 სანტენტრიანი ჭყაპი იდო + საზიზღარი გაცვეთილი საბურავები მეყენა. სადაც მოცურება მოინდომა იქ სოწრედ იდალურად და დრიულად მუშაობდა ეს სისტემა, პრაქტიკულად არ აძლევდა მანქანს მოცურების საშვალებას... ეხლა თქვენ წარმოიდგინეთ ზამთრის საბურავები და ფულთაიმი რო ყოფილიყო რა იქნებოდა. ალბათ არც ისე დაძაბული არ ვიქნებოდი საჭეზე როგორც ჩემს მანქანზე ვიყავი.


პ.ს. აქ რო თოვლი მოდის ბაკურიანში არ მოდის მგონი... ხუმრობის გარეშე.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 11 2011, 23:51
პოსტი #26


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



dato 85

მანდ როგორც ვიცი, დიდ ყურადღებას აქცევენ რა საბურავებით დადიხარ, არავინ არაფერი გითხრა დავიჯერო "საზიზღარი გაცვეთილი საბურავების" გამო newsmile05.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
შოთა.03
პოსტი Nov 12 2011, 13:25
პოსტი #27


ძაღლით მონადირე
******

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 3,710
რეგისტრ.: 20-May 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: TBILISI



Davitus
ციტატა(Davitus @ 10th November 2011 - 02:37) *
არა რა, იმ მოლიპულ თოვლზე რომ ვისრიალეთ შენი მანქანით და კინაღამ გადაგვჩეხე ის არ გაგახსენო ახლა, უჯინ სი

რავარც მახსოვს შენ გეძინა მაშინ D.gif
ზატო მე იმ დღის შემდეგ თვალს ვეღარ ვხუჭავ ისე ძაან გავახილე D.gif
უფფფ რა იყო მაინც ჰა ის გზაააა D.gif
ციტატა(sabo73 @ 10th November 2011 - 10:20) *
თან მაშინ პირველად ვნახე კაპოტზე დალაგებული 4 წყვილი თვალი (უკან მომავალ მანქანაზე)

იმიტომ იყო მერე იმ იხვებს რო ვერ ვესროლეთ ისე გვიკანკალებდა ხელი D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Nov 12 2011, 19:26
პოსტი #28


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




ციტატა(Davitus @ Nov 11 2011, 17:51) *
dato 85

მანდ როგორც ვიცი, დიდ ყურადღებას აქცევენ რა საბურავებით დადიხარ, არავინ არაფერი გითხრა დავიჯერო "საზიზღარი გაცვეთილი საბურავების" გამო newsmile05.gif


დამიჯერე არავინ არაფერს აქცევს ყურადღებას... ნუ ტექდათვალიერბაზე რაღაცას გეტყვიან თუ ძააან ცუდათ არის საქმე. ყველაზე მაკცრად გამობოლქვის შემოწმება მიდის, აი მაგზე მართლაც არის კონტროლი. მარა საბურავევბზე ნაკლებად.
ტექ-სათვალიერაბით აქ კერძო ფირმბია დაკავებულია რომელტაც სახელმწიფო ლიცენზია აქვთ ნაყიდი.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
Davitus
პოსტი Nov 13 2011, 16:24
პოსტი #29


ადმინი გიყურებს შენ!
********

ჯგუფი: გლობალ-ადმინი
პოსტები: 14,406
რეგისტრ.: 12-August 09
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: Tbilisi



dato 85


აჰა, გასაგებია, ე.ი ბაიკებია ეგ ყველაფერი newsmile05.gif

მე კი მართლა დავიჯერე
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება
dato 85
პოსტი Nov 14 2011, 03:15
პოსტი #30


შურდულით მონადირე
***

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 415
რეგისტრ.: 28-September 11
ნიკის ჩასმა
ციტირება
მდებარეობა: შორს, დიდ თების იქით.




Davitus

ისე ყველა შტატში სხვადსხვა კანონებია და დიდი სხვაობაა ხოლმე.
ნიუ იროკის შტატში ეგეთი საქმები ემგრანტების ხელშია, განსაკუთრებით ყოფილ საბჭოთა კავშირის ხალხების ხელში. მაგათ კიდე აფერისტობა ცხორების წესად ააქვს და ხშირია კანონის გვერდით ავლა.
სხვა შტატებში როგორ არის ვერ გეტყვი, თუ რუსები არ ურევიან დიდი შანსია რო კარგად იქნება საქმე. D.gif
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

2 გვერდი V  < 1 2
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th April 2024 - 17:52