ნადირობის კვირეული 2015, ჩემი ნადირობის კვირეული (ტკბილად მოსაგონარი) :) |
გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )
|
ნადირობის კვირეული 2015, ჩემი ნადირობის კვირეული (ტკბილად მოსაგონარი) :) |
Jan 22 2015, 13:58
პოსტი
#1
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
დავიწყებ პირდაპირ...
ვისაც კითხვა ეზარება უცებ ჩავიდეს და ნახოს ფოტოები როგორც იქნა დამიდგა ნანატრი შვებულების დღეები და სხვაგან სად წავიოდი თუ არა ჩემ სოფელში,განსაკუთრებით წელიწადის ამ დროს.დაახლოებით ვიცოდი თუ როგორი სანადირო პირობები იყო ჩემთან(ამინდი,ფრინველის მიმოფრენა და ა.შ),წასვლის წინა დღეებში ამინდის წინასწარი პროგნოზი ვნახე ინტერნეტის საშუალებით და რაღა დაგიმალოთ გამიხარდა ცუდი ამინდები . ბევრი რომ არ გავაგრძელო ერთ მშვენიერ დილას დავადექი სოფლის გზას,მე რა...მატარებელი დაადგა შუა დღისკენ ჩავედი სოფელში,საღამოს ქორწილში უნდა წავსულიყავი და დიდი სურვილის მიუხედავად საღამოს გადაფრენა გადაიდო.კვირას დილით კი სად წამსვლელი ვიყავი ნაქეიფარი კაცი ,მოკლედ კვირას შუა დღეს წავედი,წავიყვანე ძაღლები,იქნებ სადმე ქათამ-ბეკასს გადავაწყდეთთქო.წავედი და დავიარე ის ადგილები სადაც ბავშვობიდან ვნადირობ,მივადექი ჭაობებს და 2 ბეკასიც მოვინადირე ძაღლების დახმარებით,ეს იყო წლის პირველი ნანადირევი,გული მიგრძნობდა რომ კარგი დასაწყისი იყო,ესეც ერთი ფოტო: фотохостинг бесплатно გავაგრძელეთ გზა ტყისკენ და გავუარე საქათმეებს,რამდენიმე წუთში ნაბულიც იყო და ამოფრენილი ქათამიც,სამწუხაროდ ისეთ უხერხულ და უადგილო ადგილას ვიდექი სროლასაც აზრი დაეკარგა გავაგრძელეთ გზა და როგორც იქნა შეღამდა და ჩავუჯექი წყლის პირს,ბუნების კანონით და ადათ-წესით შეღამებისას დაიძრა იხვიც,სათოფეზე კი არაფერი მოსულა,მაგრამ ის ხმები რაც იხვების გადაფრენას თან ახლავს ძალიან მსიამოვნებდა და სულაც არ ვჩქარობდი სახლისკენ რამდენიმე იხვი კი ჩაჯდა გვერდით წყ**ბში მაგრამ მაგათი შეშინებაც არ ღირდა.მოკლედ პირველ დღეს ხელცარიელი და სავსე გულით დავბრუნდი,რადგან მიხაროდა რომ ცაში ფრინველი ისევ არის და საჭირო დროს გადაფრენასაც აკეტებს.ასე ჩაიარა პირველმა დღემ,მეორე დღის იმედით დავწექი და დავიძინე,დლის გადაფრენა მელოდა მეორე დილით მაღვიძარამ თავისი საქმე იდეალურად შეასრულა და ავდექი,გავემზადე,გავაღვიძე ძაღლიც და წავედით,წინა დღეს შერჩეულ ადილს მივადექით და დაველოდეთ იხვებს,ადრე თუ გვიან გამოჩნდა რამდენიმე ჯგუფი და ერთი სამიანიც თამამად ჩაგვიჯდა წინ,შევაშინე,აფრინდნენ და სამიდან ერთი ჩამორჩა ჯგუფს,შეცურა ძაღლმა ამოსატანად,მაგრამ არც ასე ადვილად ყოფილა საქმე,ცოტა გაუჭირდა დაჭრილი იხვის დაჭერა,რამდენიმე წუთი იცურავეს ერთად და ბოლოს ნაპირთან მიიჭირა,მოკლედ პირველი იხვიც მონადირებული იქნა მას მერე ვიყურეთ აქეთ-იქეთ,იმის იქეთაც,მაგრამ სათოფეზე არაფერი გამოჩენილა,წავედით სახლში,ნანადირევით დამშვენებულნი ესეც პირველი ფოტოები: фотохостинг бесплатный залить картинку на форум image share მივედით სახლში,გავუზიარე ჩემი ემოციები სხვებს,დავისვენეთ და შუადღეს წავედით ქათამზე მე და ჩემი ოთფეხა მეგობრები,ბევრი ვიარეთ თუ ცოტა ქათამიც ვიპოვეთ,ამოვაფრინეთ,ვესროლეთ და მოვინადირეთ,ესეც პირველი ქათამი სეზონზე,ძალიან გამიხარდა,რადგან ქათამზე ნადირობა ჩემი სტიქიაა,ესეც რამდენიმე ფოტო: хостинг изображений хостинг фото დავბრუნდით სახლში და საღამოს გადაფრენისთვის დავიწყეთ მზადება,ასე თუ ისე გავიდა დროც და წავედით,შეღამებისას შორი-ახლოს გადმოგვიფრინა იხვების გუნდმა,ერთი მე ჩამოვაგდე,ერთიც ბიძაჩემმა.სულ ეს იყო იმ საღამოს მეტი სროლის შანსიც არ მოგვეცა. ესეც ოჯახური ფოტო,დილის,შუა დღის,საღამოს ნანადირევთან залить картинку на форум შემდეგი დღე კი ძველით ახალის წლის დასახვედრად მზადებას დავუთმეთ,ამინდიც ცუდი იყო,იმდენად ცუდი რომ სანადიროდ წასვლას აზრიც არ ქონდა,ჰოოოდა: хостинг изображений png фото хостинг მოვხადეთ არაყი,დავილოცეთ,დავხვდით ძველით ახალწელს და სუფრასთან დავიწყეთ დილის ნადირობის დაგეგვმა,დრო არ ითმენდა,თორემ მეორე დღე ქეიფის და სტუმრიანობისთვის უნდა დაგვეთმო ისევ მაღვიძარა,ისევ მზადება,წასვლა და განაწილებადილის გადაფრენაზე ერთი იხვი ისე შევაშინე დუპლით,რომ მგონი ჯერაც მიფრინავს ბიძაჩემს გაუმართლა და ერთი სროლით ორი იხვი მოინადირა,სხვა მნიშვნელოვანი არაფერი მომხადარა იმ დილით.ესეც ფოტო დილის ნადირობიდან загрузить картинку на сайт საღამოს გადაფრენაც არ გამოტოვეთ და თითო იხვიც მოვინაიდრეთ хостинг изображений хостинг изображений png მოკლედ რომ გითხრათ,რამდენიმე დღიანი ნადირობის შემდეგ მოვიკალი ჟინი და მოვედი ცხოვრების აზრზე ახლა ცოტა რომ განვითვირთოთ და კითხვით არ დაგღალოთ,ბუნების ფოტოებს დავუთმობ ადგილს хостинг картинок ესეც ჩემი ადგილი фотохостинг png хостинг фотографий ესეც ჩემი გოგო დილის და საღამოს გადაფრენაზე გავაგრძელებ იმით,რომ საინტერესოდ მიდიოდა ყველაფერი,ახლოვდებოდა ჩემი წამოსვლის დღეც და მაქსიმალურად ვცდილობდი მეტი ადგილი მომექექა ქათამზეც და იხვზეც,წამოსვლის დღესაც გავიღვიძეთ დილით და უკვე ვიგრძენი გადაღლილობა,ვიფიქრე დავრჩები და დავიძინებ,საღამოს კი მშვიდად წავალმეთქი...მაგრამ სისხლმა არ მომასვენა,დავავლე თოფს და ძაღლებს ხელი და წავედი დილის გადაფრენაზეც,რამდენიმე დღიანი დაკვირვების შემდეგ ისეთი ადგილი შევარჩიე,სადაც აუცილებლად უნდა გადმოეფრინათ იხვებს სასროლ მანძილზეც და კარგი რაოდენობით,მაგრამ ჩემი ვარაუდი ამაო აღმოჩნდა,არც იხვის ხმა გამიგია,არც შორს გადმოფრენილი,თითქმის გათენდა და დავაპირე სახლში წასვლა ამ დროს კი შორიდან დავინახე იხვების გუნდი,რაღაც უბრალო საყვირი მაქვს და დავუძახე,მეთქი რაც არის,არიის.ჩემდა გასაკვირად ეს იხვები წამოვიდნენ დაძახებულზე და საკმაოდ მოეშვნენ,მოეშვნენ და ეს ჩემი იხვები თურმე ბატები ყოფილან,ვეთამაშე ხმებით და უკვე კარგ მანძილზე მოვიდნენ,დამინახეს და დაიწყეს მოხვევა,მე კი ამ დროს თოფში 8 და 5 ნომერი საფანტი მედო,რა მექნა? 30 მეტრში მოსული ბატები ასე გამეშვა? არა! წამოვდექი ამოვიღე ერთ-ერთი მიზანში და ვესროლე,მოწყდა ეგრევე და ძაღლიც გაიქცა მისკენ,სიმართლე გითხრათ ცოტა დავიბენი და მეორე ვაზნა სხვებს აღარ ვესროლე,ვიფიქრე ამ ერთს საკონტროლო გასროლაც არ დაჭირდესთქო და დავკმაყოფილდი ერთით და ნაღდით მივედი ასაღებად და კარგად რომ მივუახლოვდი ვიცანი გიაური,თურმე რუხი ბატი ყოფილა,ძაღლი ვერც მოერია მოსატანად მივედი ავიღე,ავხედე დავხედე,რუხი ბატი ცხოვრებაში მეორედ მოვინადირე,მაგრამ წინა ასეთი ზომის არ ყოფილა,მოკლედ ძალიან გახარებული ვიყავი,რადგან იმ დილით თბილი საწოლიდან გამოძრომაც არ მინდოდა,თანაც სეზონზე ბატის მონადირება ყველაზე განსაკუთრებულია,ვისაც წყალმცურავებზეც უყვარს ნადირობა,დანარჩენს კი ფოტოები იტყვიან хостинг картинок бесплатный ეს ფოტოები ჩემ ადგილტან ჩასვი upload ესენი ჩემ გოგოსთან image uploader хостинг картинок без регистрации ესენი ჩემ გოგოსთან ესენი ბატის ნაწერებთან,ზომა-წონამდე,ასეთი თანმიმდევრობით თუ იქნა კაია куда залить картинку хостинг фотографий загрузить картинку хостинг картинок бесплатный хостинг изображений gif ესენი ბატის ნაწერებთან,ზომა-წონამდე,ასეთი თანმიმდევრობით თუ იქნა კაია ესენი კი ზომა წონის დაბლა хостинг изображений gif загрузить картинку хостинг картинок для форумов და ეს ბოლოს დადე თუ არ დაგეზარა фотохостинг бесплатно და ზედმეტი პოსტებიც წაშალე სულ ავრიე ყველაფერი რა :/ თქვენი იმედი მაქვს |
|
|
Jan 22 2015, 14:09
პოსტი
#2
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 885 რეგისტრ.: 23-April 10 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jan 22 2015, 14:26
პოსტი
#3
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,134 რეგისტრ.: 30-May 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი-კახეთი |
megreli
გუდ ჯობ |
|
|
Jan 22 2015, 14:27
პოსტი
#4
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,743 რეგისტრ.: 29-November 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
შენ აღარ ხუმრობ, წლის რეპორტი იქნება მემგონი. საღოლ და მხურვალე ტაში ჩემგან
|
|
|
Jan 22 2015, 15:43
პოსტი
#5
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 588 რეგისტრ.: 20-December 12 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
მშვენივრად გაგიტარებია შვებულება.მშვენიერი ნადირობა
|
|
|
Jan 22 2015, 16:31
პოსტი
#6
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 387 რეგისტრ.: 20-August 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
ყოჩაღ დავით! კარგად გისიამოვნია. ბატით დაგვირგვინება მაგარი იყო
|
|
|
Jan 22 2015, 20:34
პოსტი
#7
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 255 რეგისტრ.: 12-March 13 ნიკის ჩასმა ციტირება |
საგოლ მშვენიერია გიგულავია და ეგა
|
|
|
Jan 22 2015, 21:18
პოსტი
#8
|
|
მონადირე ჯგუფი: ადმინი პოსტები: 15,125 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
ყოჩაღ დავით, ყოჩაღ
|
|
|
Jan 22 2015, 21:24
პოსტი
#9
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 540 რეგისტრ.: 14-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
megreli
ყოჩაღ ძმაო, აი ნადირობაც ამას ქვია და შვებულების ტკბილად გატარებაც, მაგარი ფოტოები და ადგილებია , რომელი სოფელია ძამია? |
|
|
Jan 22 2015, 21:35
პოსტი
#10
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 4,644 რეგისტრ.: 10-June 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Tbilisi |
მალადეცი გითხარი მე შენ............
|
|
|
Jan 22 2015, 23:13
პოსტი
#11
|
|
შურდულით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 452 რეგისტრ.: 3-May 11 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: Rustavi |
საღოლ საღოოოლ კარგი რეპორტია, ერთი ნადირობის ტოლფასი გაიხარე
|
|
|
Jan 23 2015, 00:13
პოსტი
#12
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 2,930 რეგისტრ.: 1-July 11 ნიკის ჩასმა ციტირება |
მადლობა ყველას მაქსიმალურად ვედაცე კარგად გამეტარებინა დრო და გამომივიდა კიდეც
kajuberi წლის რეპორტი იქნება მემგონი. საღოლ და მხურვალე ტაში ჩემგან მოდი ყოველ სეზონზე ჩავატაროთ მსგავსი კონკურსი,წლის რეპორტი ყველასთვის საინტერესო იქნება და სტიმულიც ექნება მონადირეებს,რავიცი თუ იქნა თანამოააზრეები შეიძლება უფრო დახვეწა ამ იდეის ისე კი მადლობა შენც,შენთან ერთად გავხსენი სეზონი,კაი ფეხის ყოფილხარ შემდეგზეც ერთად უნდა გავხსნათ ! დაქსი რომელი სოფელია ძამია? მაგი სეკრეტია ისე ზევით გამომრჩა და მაგ გაუგებრობაში ტურამ დაიძვრინა თავი,სულ რაღაც 10 მეტრით შემასწრო ჯაგებში ერთით ნაკლები მავნებელი იქნებოდა |
|
|
Jan 23 2015, 01:00
პოსტი
#13
|
|
ძაღლით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 3,710 რეგისტრ.: 20-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: TBILISI |
ვააა აი მალადეც... რა მეთქმის.... მშვენიერია საღოლ.....
|
|
|
Jan 23 2015, 01:12
პოსტი
#14
|
|
მშვილდით მონადირე ჯგუფი: ფორუმის წევრი პოსტები: 540 რეგისტრ.: 14-September 13 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
|
|
|
Jan 23 2015, 01:15
პოსტი
#15
|
|
დიდოსტატი ჯგუფი: კლუბის წევრი პოსტები: 11,247 რეგისტრ.: 15-May 09 ნიკის ჩასმა ციტირება მდებარეობა: თბილისი |
საღოლ.. მაგარი გინადირია. ბატამა დაგლიჯა.
|
|
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 22nd September 2024 - 06:09 |