IPB

გამარჯობა, სტუმარო ( შესვლა | რეგისტრაცია )

პირველი ტყორცნის მნიშვნელობა და სხვა პრობლემები სპინინგში
troutbaiter
პოსტი Sep 4 2009, 07:54
პოსტი #1


მშვილდით მონადირე
****

ჯგუფი: ფორუმის წევრი
პოსტები: 730
რეგისტრ.: 13-July 09
ნიკის ჩასმა
ციტირება



სათევზაო ლიტერატურაში ხშირად შეიძლება მოკრათ თვალი, ან კიდევ გაიგონოთ სპინინგისტთა შორის საუბრის დროს, რომ ქაშაპი პირველივე ტყორცნის თევზიაო... ათეულობით წლების გამოცდილების მქონე სპინინგისტების პრაქტიკას თუ გავითვალისწინებთ, ამ შეკითხვაზე ცალსახა პასუხი ძალზე გაჭირდება. პრაქტიკაში სხვადასხვაგვარად ხდება – ძალიან ბევრი პირობითობაა. ეს დამოკიდებულია წელიწადის დროზე, დღეზე, ამინდზე, თევზის დგომის ადგილზე, თქვენზე წინ ბოლოს როდის ითევზავეს და ა. შ.

ზაფხულში, მდორედ მოდინარ სუფთა პატარა მდინარეში, როგორც წესი, ქაშაპის დაჭერა სპინერის პირველივე გონივრულ ჩამოტარებაზეა შესაძლებელი. შემდგომი ჩამოტარებისას თევზი სპინერით აღარ ინტერესდება. თუ ქაშაპი სპინერს გამოედევნა, პირი არ ახლო მას და პირვანდელ ადგილს დაუბრუნდა, იგივე სატყუარას მორიგი ჩამოტარებისას თევზი ყოველგვარ ინტერესს კარგავს. თუმცა, აქაც არის გამონაკლისი _ თუ თევზაობისას კარგად ვართ ჩასაფრებული, შესაძლებელია, სატყუარა უმალ შევცვალოთ და თევზი მაინც დავიჭიროთ. ვეცდები თევზის მოქმედებების თანმიმდევრობა და მეთევზის საპასუხო რეაქცია კონკრეტული მაგალითის საშუალებით აღვწერო. მაგალითად, თევზი გამოედევნა `მეპპს აგლია #2~ ტიპის ვერცხლისფერ სპინერს და პირი არ მოკიდა _ აქ ორი ვარიანტი გვაქვს: 1. თევზი თავის ადგილზე ბრუნდება; 2. თევზი სხვა ადგილას იმალება. როგორ უნდა მოიქცეს ქაშაპზე მონადირე მეთევზე როგორც ერთ, ისე მეორე შემთხვევაში? მიუხედავად იმისა, რომ თევზი ახალ ადგილზე იმალება, მისი დაჭერა მაინც შესაძლებელია, თუმცა უკეთესია, თუ ის პირვანდელ ადგილს დაუბრუნდება. თუ თევზი #2 ზომის სპინერზე არ მოეკიდა, აუცილებლად უნდა ვცადოთ #0 ან #1, ან საერთოდ შევცვალოთ სპინერის მოდელი. ზაფხულში დაბალ წყალში ქაშაპი წვრილ სპინერს ან პატარა ვობლერს უფრო დამაჯერებლად ეკიდება. სპინერის ფერს გადამწყვეტი მნიშვნელობა არა აქვს, უფრო მნიშვნელოვანი მისი მაქსიმალურად ნელა გატარებაა. ამასთანავე, ყურადღება უნდა მივაქციოთ, რომ სპინერის ფირფიტა მუდმივ მოძრაობაში იყოს. მაგრამ როგორ მოვიქცეთ მაშინ, როცა მდინარის დინება პატარა სპინერის გატარების საშუალებას არ გვაძლევს? ამ შემთხვევაში ვობლერებით უნდა ვისარგებლოთ. გამოცდილი მოდელების მცირე ნომრის ვობლერებიც კი (მაგალითად, შალმო “Hორნეტ”) შესანიშნავად მოქმედებს ძლიერ დინებაში.
ხანდახან ვხედავთ, თუ როგორ მოსდევს ქაშაპი სპინერს რამდენიმე მეტრის მანძილზე, შემდეგ თავს ანებებს და კვლავ თავის ადგილს უბრუნდება. სხვა სპინერის ჩატარებისას კვლავ გამოედევნება, არ ეკიდება და ძველ ადგილს უბრუნდება, სატყუარას შემდეგი გატარებისას კი საერთოდ იკარგება ჩვენი მხედველობის არედან. ასე საკმაოდ იშვიათად ხდება. უნდა ვიფიქროთ, რომ რომ ამ დროს თევზი ცუდად შენიღბულ მეთევზეს ამჩნევს და ახალ ადგილას საფუძვლიანად იმალება, იქიდან კი მისი პროვოცირება სატყუარას ასაღებად გაცილებით უფრო ძნელია. ამგვარად, დასკვნა ასეთია: როცა ქაშაპი სპინერს გამოედევნება, ის ტოვებს სამალავს, საიდანაც ხანგრძლივი დროის განმავლობაში შეჩვეული იყო ნადავლის გამოდევნებას და დაჭერას. სატყუარას გამოდევნების შემდეგ, დაეჭვდება რა სატყუარაში, ან შეამჩნევს რა მეთევზეს, თევზი ახალ საფარში იმალება, სადაც ის თავისთვის შეუჩვეველ გარემოში აღმოჩნდება. თავდაპირველად ახალ ადგილზე მოხვედრილი ქაშაპი უარს ამბობს როგორც ბუნებრივ, ისე ხელოვნურ სატყუარაზე, ვიდრე არ დაწყნარდება და ძველ სადგომს არ დაუბრუნდება, ან კიდევ ახალს არ შეეჩვევა. თუ ქაშაპი მოეკიდა და ანკესიდან გასხლტა, იმავე დღეს მისი დაჭერა გაცილებით ძნელია. რაც უფრო პატარაა მდინარე და რაც უფრო წმინდაა წყალი, მით უფრო დიდხანს უნდა “დავასვენოთ” ეს ადგილი, გადავიდეთ სხვაგან და თუ დროში შეზღუდულნი არ ვართ, მას მოგვიანებით დავუბრუნდეთ, ოღონდ უკვე სხვა სატყუარას გამოყენებით. ჩემი აზრით და ნაცნობი მოქაშაპეების გამოცდილებითაც, ალბათ უკეთესია, ამ შემთხვევაში პატარა ვობლერი, ან უფრო მომცრო ზომის სპინერი გამოვიყენოთ.

დამწყებ მონადირეს პირველ ხანებში ხშირად აწუხებს ისეთი მოვლენები, როგორიცაა `უშედეგო ჩაკვრები~, თევზის ასხლტომები და გასხლტომები. გარდა ამისა, ხშირად შეხვდებით ასეთ სურათს, როდესაც ქაშაპი მოაცილებს სატყუარას, მაგრამ პირს არ აკარებს მას, გამოდევნების ბოლოს კი ან უკან შემობრუნდება, ან ცხვირით დაეტაკება სატყუარას. ამ დროს თევზს ხახა დახურული აქვს. ერთმანეთში არ უნდა აგვერიოს ტერმინები თევზის გასხლტომა – ანუ გაქცევა და ასხლტომა _ ანუ უშედეგო იერიშები. ამასთანავე აუცილებლად უნდა განვასხვავოთ ის მიზეზებიც, რის გამოც ხდება უშედეგო ჩაკვრა, ასხლტომა, გასხლტომა და სატყუარას დევნა-გაცილება. ისინი აბსოლუტურად სხვადასხვა მოვლენებია. საერთოდ, იმის ახსნა გაცილებით უფრო იოლია, თუ რატომ ხდება უშედეგო იერიში და გასხლტომა, ვიდრე იმაზე პასუხის გაცემა, თუ რატომ მიაცილებს ქაშაპი სატყუარას და საბოლოოდ მაინც უარს ამბობს მასზე.
უშედეგო ჩაკვრა _ ასხლტომა
ზაფხულში ძალიან ხშირად სპინერზე იერიშისას ქაშაპი ოდნავ გამოედება ხოლმე ნემსკავს და მაშინვე ასხლტება. ამის მიზეზი შეიძლება ანკესის ცუდად ამოკვრა, სამმაგი ნემსკავის მცირე ზომა და სიბლაგვე, ან სათევზაო მოწყობილობის საერთო დაუბალანსებლობა იყოს. ამ შემთხვევაში პირადად ძალიან გამომადგა იაპონური წვრილი სამმაგი ნემსკავები _ `Gამაკატსუ”. ამასთანვე აუცილებელია კოჭის ფრიქციული მუხრუჭის სწორად დარეგულირება ნემსკავის გაშლაზე. ანუ, სწორედ დარეგულირებულმა კოჭამ ძუა მანმადე უნდა მიუშვას, სანამ წვრილი ნემსკავი ძლიერი დატვირთვის ქვეშ გაიშლება და გაათავისუფლებს გამოდებულ თევზს. როგორც ერთმა გამოცდილმა მოქაშაპემ მასწავლა, კარგი იქნება, თუ სპინერის სამმაგ ნემსკავს პატარა ტვისტერს ჩამოვაცვამთ. სპინერზე დამონტაჟებული ძველი სამმაგი ნემსკავი მკვნეტარით უნდა მოვჭრათ და გადავაგდოთ. მის ნაცვლად `Gამაკატსუ”-ს სამმაგი ნემსკავის სალულეზე ჩამოვაცვათ მცირე ზომის ტვისტერი და მბრუნავი რგოლის საშუალებით კვლავ თავის ადგილზე დავაყენოთ. ტვისტერის მაგივრად მე ხშირად წითელი ფერის შალის ძაფის კონას ან კიდევ მამლის კისრიდან აღებულ ბუმბულებს ვიყენებ, რაც დამატებით მიმზიდველობას ანიჭებს სატყუარას და სტაბილურს ხდის წყალში მის მოძრაობას.

გასხლტომანემსკავს გამოდებული თევზის გასხლტომის მიზეზი შეიძლება ქაშაპის სწრაფი, ფორსირებული გამოყვანა და ძალიან მჭიდროდ შემოჭერილი კოჭის ფრიქციული მუხრუჭი გახდეს, განსაკუთრებით თუ კი “მოწნულას” ვიყენებთ. თევზის გასხლტომის მიზეზად აგრეთვე შეიძლება მოგვევლინოს მეთევზისგან დამოუკიდებელი ფაქტორები, მაგალითად: ნემსკავის გაშლა, თევზის ტუჩის გასკდომა, ცუდად გადაყლაპული ნემსკავი, გაწყვეტილი ძუა, კარაბინის გატეხვა და ა. შ.


სატყუარას დევნა-გაცილება
საკმაოდ ხშირად კარგ თევზსაჭერ ადგილებში ქაშაპი სპინერს გამოედევნება, მაგრამ პირს არ აკარებს ხოლმე. მახსენდება, ერთხელ უამრავი მორევებით სავსე მდინარის ხუთას მეტრზე მეტი სიგრძის მონაკვეთზე ქაშაპი სპინერს დახლოებით ორმოცდაათჯერ გამოედევნა. ამ გამოდევნებების ნახევარი უშედეგო ჩაკვრებით დასრულდა, ნახევარჯერ ქაშაპმა დევნის ბოლოს ზურგი აქცია სატყუარას, და მხოლოდ ოთხი თევზის დაჭერა თუ მოვახერხე. თევზის ასეთი ქცევის მიზეზის დადგენა ძალიან ძნელია. უკონტაქტო გამოდევნების მიზეზი შეიძლება იყოს მეთევზის ცუდი შენიღბვა, სატყუარას უხარისხო გატარება, სატყუარას არასწორი ზომა, ცუდი ანიმაცია, სხვადასხვა ფაქტორებზე დამყარებული თევზის განწყობა, სათევზაო ადგილის განათება და სხვა. ვფიქრობ, მთავარი მაინც მეთევზის შენიღბულობა და თევზის განწყობაა, თუ თევზი მეთევზეს შენიშნავს, არცერთ შემთხვევაში სატყუარას აღარ გაეკარება. `თევზის განწყობაში~ ვგულისხმობ, თუ როგორ აღიქვამს თევზი ხელოვნურ სატყუარას. შხვადასხვა ჯიშის თევზებს განსხვავებული მიზეზები აქვთ. მაგალითად კალმახი – ჩემი აზრით, ხელოვნური სატყუარა მისთვის უფრო მეტად არა საკვებ ობიექტს, არამედ მის სამფლობელოში _ სანადირო უბანში `შეჭრილ უცხოს~ წარმოადგენს. სავსებით შესაძლებელია, თევზმა მხოლოდ გააძევოს `უცხო~ და არ შეეხოს მას. `შემოჭრილი უცხოს~ განდევნის შემდეგ კალმახი ხშირად უბრუნდება თავის ადგილს.
გარდა ამისა, ხშირად ვხდებით მოწმე იმისა, რომ თევზი ზურგს აქცევს სპინერს, როცა ეს უკანასკნელი დაჩრდილული ფსკერიდან მზით განათებულ ადგილში გადადის, ე. ი. როცა სპინერი სინათლისა და ჩრდილის ზღვარს გადაკვეთს. ასევე იქცევა ქაშაპი, როცა სპინერი სიღრმიდან მეჩეჩზე გადადის, ან ქვიანი ფსკერიდან _ ქვიშიანზე. თავდაპირველად ამ მოვლენების წინააღმდეგ ბევრი ვერაფერი გავაწყე, მაშინ არ მქონდა საკმაო გამოცდილება, არც ძვირადღირებული სამმაგი ნემსკავები, ჩემს ხელთ კი სატყუარების მხოლოდ მცირე რაოდენობა იყო. მაღაზიებში არჩევანი ერთობ შეზღუდული იყო. იმ პერიოდში ძალიან გამომადგა პოლონური ვობლერები “SALMO”, 2 და 3,5 სმ-იანი მცურავი მოდელები _ “HORNET”. მათ სადა, თეთრი, რუხი და ჩალისფერი შეფერილობები ჰქონდათ. შემდგომში უფრო მეტად გამომადგა ფინური ვობლერები “RAPALA”. მახსენდება ერთი შორეული ეპიზოდი ჩემი სათევზაო პრაქტიკიდან. მაშინ `SALMO~ ფირმის ` Hორნეტ~-ვობლერები არ მქონდა და ჩავაბი “RAPALA” `შჰალლოწ შჰად ღაპ (შშღ 5 შB, 5 სმ, ცისფერი _ ნარინჯისფერი მუცლით, საფეხურიანი ნიჩბით). იმ დღიდან სათევზაო მოგზაურობებში ეს ვობლერი ჩემი უცვლელი თანამგზავრი გახდა. იმ შორეულ დღეს კი მტაცებელი საკმაოდ პასიურობდა. მართალია, ხშირად გამოედევნებოდა ხოლმე სატყუარას, მაგრამ პირს არ კიდებდა. უმეტეს შემთხვევაში დევნის ბოლოს სპინერიდან უკან შემობრუნდებოდა ხოლმე. მოწყენილობის გამო გადავწყვიტე ვობლერის `გაბანავება~. მინდოდა მეგობრებისთვის მეჩვენებინა, თუ რა `მხეცთან~ გვქონდა საქმე. წარმატებისა არავის სჯეროდა, - `რაღაც მოდიდო მეჩვენება ქაშაპისთვის~, _ ვფიქრობდი მეც. მიუხედავად იმისა, რომ მორევი ჩემი ორი მეგობრის მიერ უკვე მონადირებული იყო, სატყუარას პირველივე ორმა `გაბანავებამ~ ორი მოზრდილი ქაშაპი მოგვიტანა _ ორივე წინა სამმაგი ნემსკავის სამთავე ანკესზე იყვნენ წამოგებულნი. ცხადი გახდა, რომ წარმატება შემთხვევითი არ ყოფილა. შემდგომ ანალოგიურ ადგილებში კიდევ დავიჭირე ხუთი ქაშაპი. სამწუხაროდ, მოულოდნელმა ჭექა-ქუხილმა თევზაობა შეგვაწყვეტინა. მეორე დღეს ვობლერის წარმატება კიდევ უფრო ნათელი გახდა: ბიჭებმა აქ სპინერით ოთხი პატარა ქაშაპი დაიჭირეს, მე კი ვობლერით თერთმეტი ცალი, წონით ოთხ კილომდე. როგორც შემდეგ გაირკვა, წინა სამი დღის განმავლობაში ამ ადგილებში ათი კაცი თევზაობდა, ყველანი სპინერებით შეიარაღებულნი და დღეში საშუალოდ ერთობლივად თხუტმეტ კილოს იჭერდნენ. ალბათ ესეც იყო ჩვენი სპინერების წარუმატებლობის მიზეზი. ხშირად ქაშაპი შეჩვეულ სატყუარას აღარ ეკარება, ამ დროს უცნობი სატყუარათი კი მისი დაჭერა გაცილებით მარტივია.

როგორც წესი, თუ ქაშაპს ანკესმა უჩხვლიტა და ასხლტა, საეჭვოა, რომ მან ხელოვნურ სატყუარას პირი განმეორებით მოკიდოს. თუმცა, არსებობს გამონაკლისებიც. ქაშაპი ძალიან მშიშარაა და თუ მონადირე შეამჩნია, მაშინვე საფარში იმალება, სატყუარაზე კი აღარ რეაგირებს. ხოლო თუ გამოყვანისას მეთევზე კარგადაა შენიღბული, მაშინ ასხლტომიდან რამდენიმე წუთში შესაძლებელია ქაშაპმა სატყუარაზე რეაგირება კვლავ მოახდინოს. ხოლო, თუ თევზმა გამოყვანისას მეთევზე დაინახა, მაშინ ქაშაპის ხელმეორედ დაჭერა უკვე შეუძლებელია. ამ შემთხვევაში ეს ადგილი უნდა `დავასვენოთ~ ერთი საათიდან მაქსიმუმ ერთი დღის განმავლობაში. დროის ამ პერიოდში ქაშაპი სავარაუდოდ უკვე უნდა დაწყნარდეს და ჩვეულებრივი ცხოვრების რიტმს დაუბრუნდეს.
Go to the top of the page
 
+Quote Post გაზიარება

პოსტი ამ თემაში
- troutbaiter   პირველი ტყორცნის მნიშვნელობა და სხვა პრობლემები სპინინგში   Sep 4 2009, 07:54
- - ვიტო   troutbaiter კარგი სტატიაა...   Sep 6 2009, 13:27
|- - troutbaiter   ციტატა(ვიტო @ Sep 6 2009,...   Sep 6 2009, 16:59
- - ბესო   ოფები წაიშალა. ასე...   Sep 19 2009, 00:48
- - Bonehill   troutbaiter ეს შენი დაწერ...   Sep 19 2009, 19:06
|- - troutbaiter   ციტატა(Bonehill @ Sep 19 2009, 08...   Sep 19 2009, 21:24
- - Pendragon   არჩილ, როგორც ყოვე...   Sep 20 2009, 15:00
- - troutbaiter   Pendragon გმადლობთ. ძალი...   Sep 20 2009, 16:19
- - ვიტო   Pendragon პირველ ამბავშ...   Sep 20 2009, 21:57
- - Pendragon   troutbaiter ციტატადასანა...   Sep 20 2009, 22:00
- - КАА   troutbaiter поднял оч интересну...   Sep 23 2009, 08:56
- - Pendragon   КАА ციტატაкак говорят о...   Sep 23 2009, 13:59
- - troutbaiter   ა - გუშინდელი ვარჯი...   Oct 12 2009, 20:21
- - Pendragon   troutbaiter თავად თევზთან...   Oct 12 2009, 21:42
- - T A M P L I E R   troutbaiter ძია ერთი ფოტო...   Oct 12 2009, 21:55
- - გიორგი   RE: პირველი ტყორცნის მნიშვნელობა და სხვა პრობლემები სპინინგში   Oct 22 2009, 13:41


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 20th May 2024 - 20:04